ადამიანის ძირითადი უფლებები[თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით]

 

აქ განხილულია საკითხები:


I. გაეროსადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია’’ [1948 .] 1

II.გაეროს 1966 წლის პაქტები „ადამიანის უფლებების შესახებ’’ 1

III. კონვენციაგენოციდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’[ 1948 .] 3

IV.   „ეთნიკური წმენდა’’ 3

კონვენცია  „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ’’[1969] 4

VI. „ჰელსინკის  სრულიად  ევროპის თათბირის დაკვნითი აქტი’’ [1975 ] 5

VII .  „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის’’ საკითხი. 5

VIII. „ადამიანის უფლებებთან’’ დაკავშირებული კონვენციები. 9

 

 

I. გაეროსადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია’’ [1948 .]

 

·        გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო

·        პირველად კაცობრიობის იტორიაში შეიქმნა ნუსხა -„ადამიანის,პოლიტიკური,და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა’’ და აღიარებულ იქნა ისინი „ადამიანისგან განუსხვისებლად’’

·        გაეროს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია’’ აღიარებს ადამიანტა „თანასწორუფლებიანობას’’[მიუხედავად რასისა,სქესისა,კანის ფერისა,რჟულისა,ეროვნებისა] და ზუსტად განსაზღვრავს ადამიანის „ძირიტად უფლებებს’’,რომელტა შელახვა „არცერთ სახელმწიფოს’’   „არ შეუძლია’’

·        მაგრამ ეს დეკლარაცია არ განსაზღვრავდა იმ „გარანტიებს’’,რომლებიც უზრუნველყოფდნენ ამ უფლებათა ხელშეუხებლობას სახელმწიფოს მხრივ.[ეს ამ დეკლარაციის დიდი ნაკლია]

·        ასევე ,დეკლარაციაში არ მოინახა ადგილი ისეთიპრინციპებისთვის როგორიცაა :“ერთა თვითგამორკვევის უფლება’’ ,ან „ერტა და ხალხტა თანასწორუფლებიანობა’’,ან „ეროვნულ უმცირესობატა უფლება-გამოიყენონ ტავიანტი ენა,იქონიონ  სკოლა,ბიბლიოტეკა,მუზეუმი და სხვა კულტურულ-საგანმანატლებლო დაწესებულებანი’’

 

 

II.გაეროს 1966 წლის პაქტებიადამიანის უფლებების შესახებ’’

 

·        1966 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  მიიღო  ორი პაქტი[იხ.ქვემოთ] „ადამიანის უფლებების შესახებ’’

·        ორივე საერტაშორისო პატის პირველი მუხლი აცხადებს ყველა „ხალხის თვითგამორკვევის’’ უფლებას

·        „ხალხის თვითგამორკვევის’’ უფლების   ძალით ყოველი „ხალხი’’ თავისუფლად აწესებს თავის პოლიტიკურ სტატუსს და უზრუნველყოფს თავის ეკონომიკურ,სოციალურ და კულტურულ განვითარებას

·        „ხალხის თვითგამორკვევის’’ უფლების   ძალით ყოველ „ხალხს’’ თავისი მიზნების მისაღწევად სეუზლია თავისუფლად მოიხმაროს ტავისი ბუნებრივი სიმდიდრეები ისე,რომ ზიანი არ მიაყეოს“ურთიერტსარგებლიანობის’’ პრინციპზე დაფუძნებულ საერთაშორისო სამარტლიდან გამომდინარე რაიმე „ვალდებულებას’’

·        „ხალხის თვითგამორკვევის’’ უფლების   ძალით  არცერთ ხალხს ,არავითარ შემტხვევასი,არშეიზლება წაერთვას საარსებო სახსრები,რომლებიც მას ეკუტვნის

·        ორივე პაქტის ძალით სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ პატებით გათვალისწინებული ადამიანის  უფლებების განხორციელება „დისკრიმინაციის გარშე’’,როგორიცაა

დისკრიმინაცია რასის,კანის ფერის,ენის,რელიგიის,პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის,ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის,ქონებრივი მდგონარეობის,დაბადების ადგილის თუ სხვა გარემოებათა გამო[მუხ.2]

·        პაქტებით აღიარებულია მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობა -ისარგებლონ ამ პაქტებით გათვალისწინებული ყველა უფლებით [მუხ.3]

 

ა)   პაქტი “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ’’

 

·        ითვალისწიბებს ყოველის სახელმწიფოს მხრიდან,ყოველი საშუალების გამოყენებას,რათა არ  იქნეს დაშვებული ადამიანის  ისეთი“სამოქალაქო და პოლიტიკური’’ უფლებების  დარღვევა,როგორიცაა:

 

a.      „სიცოცხლის უფლება’’ https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/blog-post_29.html

 

b.      „ადამიანის წამება’’ „სატიკი ,არაადამიანური ან მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა’’  https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/9.html

c.      „მონობის’’ აკრძალვა

d.     „პიროვნების თავისუფლება’’

e.      ‘’’პირადი ხრლშეუხებლობა’’ https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/15.html

 

 

f.       „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ‘’ უფლებების დარღვევა https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/13.html

 

g.      „თავისუფლად გადაადგილების’’ უფლება  და „საცხოვრებელი ადგილის არჩევის’’ უფლება

https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/14.html

h.      „სასამართლოს და ტრიბუნალის წინაშე თანასწორუფლებიანობა’’ https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/31.html

 

i.       „აზრის‘’ თავისუფლება   https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/17-1.html

j.       „სინდისის და რელიგიის’’ თავისუფლება

https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/16.html

 

k.     „სიტყვის  თავისუფლება’’ https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/blog-post_94.html

 

l.       „ომის ან ეროვნული,ან რასობრივი ან რელიგიური პროპაგანდის’’ აკრძალვა

m.    „კრებების მოწვევის და პროფკავშირების შექმნის უფლება

n.     „ოჯახის და ბავშვის სტატუსი’’

o.      „თითოეული მოქალაქის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისუფალი მონაწილეობის უფლება’’

p.      „ნებისმიერი პირის ყოველგვარი დისკრიმინაციის დაუშვებლობა’’ https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/blog-post_70.html

 

 

ბ) პაქტი „ეკონომიკური,სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ’’

 

·        ეს პაქტი ითვალისწინებს შემდეგი უფლებების  აღიარებასა და გარანტიებს:

 

a.      შრომის უფლება   https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/26-1-26-4.html

 

b.      განათლების უფლება  https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/27.html

 

c.      საკუთრების უფლება https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/19.html

 

d.     ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება

e.      ჯანმრთელობის დაცვის უფლება  https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/28.html

f.      a.      გარემოს დაცვის უფლება https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/29.html

 

 

g.      სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას ჰქონდეს სათანადო კვება,ტანსაცმელი,ბინა,იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს

h.     თითოეული ადამიანის უფლებას იყოს თავისუფალი შიმშილისაგან

i.       ბავშვთა და მოზარდთა დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა

 

 

 

III. კონვენციაგენოციდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’[ 1948 .]

 

·        კონვენცია „გემოციდს’’ განსაზრვრავს როგორც „მოქმედებას,რომლის მიზანია მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგუროს ეროვნული,ეტნიკური,რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი’’

·        კონვენცია „გენოციდს’’ აცხადებს“საერთაშორისო-სამართლებრივ დანაშაულად’’ და ითვალისწინებს დამნასავეტა დასჯას[მუხ. 7] [გაიხსენე ნეთანიაჰუ]

·        ყოველი სახელმწიფო მოვალეა მკაცრად იბრძოლოს გენოციდის პოლიტიკის პროპაგანდისა და მის გამტარებელთა წინააღმდეგ ტავისი საზღვრების ფარგლებში.

·        თუ ამ პოლიტიკას ტვიტ სახელმწიფო ახორციელებს,მაშინ იგი საერტაშორისო-სამარტლებრივი ნორმის დამრღვევად გვევლინება და მისი ხელმძღვანელები საერტაშორისო სისხლის სამარტლის სასამარტლოს[ჰააგის სასამარტლო] წინაშე წარსდგებიან[ მუხლი 6]

 

 

IV.   „ეთნიკური წმენდა’’

 

·        უკანასკნელ პერიოდში „გენოციდის’’ ახალი ფორმა  წარმოიშვა- „ეთნიკური წმენდა’’,რომელიც აგრესიული „სეპარატიზმის’’ მთავარი იარაღია მის მიერ ხელთ ჩაგდებულ ტერიტორიაზე არასასურველი მოსახლეობის „ფიზიკური განადგურება’’ ან „ძალისმიერი დეპორტაცია’’

·        „ეთნიკური წმენდა’’ გამოიხატება შემდეგში:მკვლელობა,წამება,თვითნებური დაპატიმრება და დაკავება,გაუსამართლებელად  დასჯა,გაუპატიურება,სექსუალური ხელყოფა,სამოქალაქო მოსახლეობის ძალადური განდევნა,გადაადგილება და დეპორტაცია,სამოქალაქო მოსახლეობაზე დარაიონებზე მიზანმიმარტული სამხედრო ტავდასხმები თუ თავდასხმების მუქარა,საკუთრების განადგურება.

·        „ეთნიკური წმენდა’’ ესაა  : „ერთი ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის’’ მიერ შემუშავებული  მიზანმიმართული პოლიტიკა გარკვეული გეოგრაფიული რაიონებიდან სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის, სამოქალაქო მოსახლეობის ძალადობრივი და ტერორისტული მეთოდებით განდევნისა’’

·        „ეთნიკური წმენდა’ ხორციელდება ფსევდოპატრიოტიზმის,იტორიული წყენის და შურისძიების გრძნობის მეშვეობით.

·        ტერიტორიის ოკუპაციის და ამ ტერიტორიიდან ამა თუ იმ ჯგუფისა თუ ჯგუფების განდევნის მიზნით.

 

კონვენცია  „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ’’[1969]

 

·        1963 წელს მირებული გაეროს დეკლარაცია მოუწიდებდა ყველა ქვეყანას უარი ეთქვა „რასობრივი დისკრიმინაციის’’ ყოველგვარ გამოვლინებაზე

·        1969 წელს ძალში შევიდა კონვენცია  „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ’’

·        „რასობრივი დისკრიმინაცია’’ ანუ ყოველგვარი განსხვავება,გამონაკლისობა,შეზღუდვა  ან გამორჩევა,რომელიც ეყრდნობა რასობრივ,კანის ფერის,ეროვნულ,ან ეთნიკურ ნიშნებს და მიზნად ანუ შედეგად ისახავს პოლიტიკური,ეკონომიკური,სოციალური,კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე სხვა დარგში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების,გამოყენების ან თანაბარ საწყისებზე განხორციელების გაუქმებას თუ შეზღუდვას,კანონგარეშეა გამოცხადებული [ამ კონვენციის მუხლი 1]

 

·        ეს კონვენცია გმობს არა მარტო „რასობრივი დისკრიმინაციის’’ ყველა ფორმას [მათ შორის განსაკუთრებით „სეგრეგაციას’’ და „აპარტეიდს’’],არამედ  დასჯად ქმედებად აცხადებს რასობრივ უპირატესობასა და სიძულვილზე აგებული იდეების ყოველგვარ გავრცელებას,რასობრივი დისკრიმინაციისკენ წაქეზებას,ძალმომრეობის იმ აქტებს ან წაქეზებას მათ ჩასადენად,რომლებიც მიმარტულია რასობრივი ჯგუფების ან კანის ფერის თუ ეთნიკური წარმოშობის ნიშნით განსხვავებული ჯგუფების წინააღმდეგ.

 

·        ეს კონვენცია კრძალავს ისეთი ორგანიზაციების საქმიანობას ,რომლებიც ეწევიან რასობრივი დისკრიმინაციის  პროპაგანდას ან აქეზებენ მის ჩასადენად [!]

 

·        კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას,გამოიყენომ მტელი რიგი კონკრეტული ზომები,რომლებიც ჩამოთვლილია კონვენციაში

https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/12/blog-post_70.html

 

VI. „ჰელსინკის  სრულიად  ევროპის თათბირის დაკვნითი აქტი’’ [1975 ]

·        ხელმოწერილი იქნა ევროპის 33 სახელმწიფოს ,აშშ-ს და კანადის სახელმწიფო მეტაურების და პრემიერმინისტრების მიერ

·        ეს იყო „დეკლარაცია პრინციპებისა,რომლებითაც მონაწილე სახელმწიფოები იხელმძღვანელებდნენ ერტმანეტტან ურთიერტობაში’’

·        აქტი ჩამოთვლის ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს ,მათ შორის: „აზრის’’,“სინდისის’’ ,“რელიგიის’’ და „რწმენის’’ ტავისუფლებების პატივისცემის პრინციპსაც

·        აქვე აღნიშნული იყო,რომ მონაწილე სახელმწიფოები „ადამიანის  ძირითადი უფლებების და თავისუფლებების’’ დარგში’’ იმოქმედებდნენ გაეროს წესდების და გაეროს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის’’ მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად

·        რომ ისინი შეასრულებდნემ თავიანთ ვალდებულებებს,რონლებიც დაწესებულია ამ სფეოს საერთაშორისო დეკლარაციებსა და შეთანხმებებში,მათ შორის საერთაშორისო პაქტებში „ადამიანის უფლებების შესახებ’’

·        ჰელსინკის დეკლარაცია აღნიშნავს,რომ „ათივე პრინციპი’’ ურთიერტკავსირში უნდა განიხილებოდეს[!][რაც კიდევ ერთხელ აკავშირებს „ადამიანის უფლებების’’ დაცვის პრობლემას „სახელმწიფოს შინაგან საქმეებში ჩაურევლობის’’ პრინციპთან

·        „ჰელსინკის თათბირის დასკვნითი აქტი’’ არ არის „საერთაშორისო-სამართლებრივი’’  აქტი,იგი უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური დეკლარაციაა,რომელიც „შეიცავს’’ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე მითითებას და მათ ინტერპრეტაციას

·       

·        „ჰელსინკის აქტი’’ სრულყვეს და განავითარეს შემდგომ „თათბირებზე’’-ბელგრადში[1978] მადრიდში[1980-83] ,ვენაში[1989],კოპენჰაგენში[1990],პარიზში[1991] მოსკოვში [1991]

·        1992 წელს ჰელსინკი 2-ის თათბირში მონაწილეობა მიიღო საქართველომ და ხელი მოაწერა 1975 წლის ჰელსინკის თათბირის აქტს,რითაც დასრულდა საქართველოს ამ „ორგგანიზაციასი’’ გაწევრიანების პროცესი.

 

VII .  „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის’’ საკითხი

·        „ეროვნულ უმცირესობათა’’ საკიტხის „წინაპრად’’ „რელიგიური უმცირესობის’’ საკითხი გვევლინება

·        ფეოდალურ ექპოქაში სახელმწიფოები ცდილობდნენ სხვა სახელმწიფოებში მცხოვრები „ერთმორწმუნეების’’ დაცვას იმ ქვეყნებში გაბატონებული რელიგიისაგან,რისთვისაც ერთმანეთან დებდნენ სათანადო შეთანხმებებს.

·        მე-17 საუკუნიდან ასეთი ხელშეკრულებები ხშირდება ევროპაში[მაგ. ვესფალისა და ინსბრუკის 1648 წლის ხელშეკრულებანი,ვენის 1815 წლის კონგრესის აქტები,1774 წლის რუსეთ-თურქეთის საზავო  ხელშეკრულება[დასავლეთ საქრთველოსაც ეხებოდა]  https://axalikakhetitours.blogspot.com/2022/02/1768-74.html

·        და სხვა]

·        მე-20 საუკუნიდან რელიგიურ უცირესობატა დაცვა „ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების’’ უზრუნველყოფით იცვლება

·        დიდმა სახელმწიფოებმა“დაქსაქსეს’’ პატარა ერები ევროპის გულში  საზღვრების ხელოვნურად გატარების მეშვეობით

·        მაგ. „ვერსალის ზავმა’’ 1919 წ. ავსტრია-უნგრეთის ადგილას შექმნა რამდენიმე სახელმწიფო,რომელთაგან უმეტესობა ყოფილი იმპერიის “ეროვნულმა უმცირესობებმა’’ შექმნეს

·        პირველი მსოფლიო ომის შემდეგ  წარმოქმნილ  პოლონეთთან,ჩეხოსლოვაკიასტან ,იუგოსლავიასტან,უმგრეთტან,ბულგარეთტან,რუმინეთტან,საბერძნეთტან,და თურქეთთან დადებულ ხელშეკრულებებსი ინგლისმა და საფრანგეტმა სეიტანეს სპეციალური პუნქტები“ეროვნულ უმცირესობათა დაცვის’’ შესახებ,მაგრამ შემდგომ ამ ქვეყნების „ეროვნულ უმცირესობათა’’ ჩივილებს და მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევდნენ; „ყრუ’’იყო მათი მოთხოვნებისადმი „ერთა ლიგაც’’[რომელსაც უშუალოდ ეკისრებოდა“ეროვნულ უმცირესობათა’’ ინტერესების დაცვა.]

 ხ

·        გაერო უარყოფს „ეროვნულ უმცირესობატა’’ უფლებას-უშუალოდ მიმართო მას „პეტიციით’’

·        მაგრამ ,ამავე დროს,აძლიერებს  მოთხოვნებს თვით სახელმწიფოების მიმართ ადამიანის და ეროვნული უმცირესობების  ღირსების და თავიუფლების  ხელშეუხებლობის კუტხით.

·        „წინააღმდეგ შემთხვევაში’’ „დამნაშავე’’ სახელმწიფოს მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას „იძულება’’

·        გაროში ამათუ იმ „ეროვნული უმცირესობის’’ საკითხის დასმა შეუძლია ნებიმიერ წევრ სახელმწიფოს და ორგანიზაციას ,ასევე გაეროს გენერალურ მდივანს[ამჟამად გე.მდივანი არის გუტიერეში,რომელმაც მაგ. დასვა პალესტინელების საკითხი]

·        ამრიგად, გაერო არ ხმარობს ტერმინს- „როვნული უმცირესობა’’,მაგრამ ქმნის მატი დაცვის რეალურ გარანტიებს.

·        პაქტი“ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებატა შესახებ’’ ახსენებს“ეთნიკურ,რელიგიურ და ენობრივ ჯუფებს’’

რომლებსაც მიეცემათ უფლება ისარგებლონ ტავისი კულტურით,რელიგიით ენით.

·        ამგვარად ამ ჯგუფებს მიეცემა მხოლოდ “ფარტო ეროვნულ-კულტურული ავტონომიის უფლება’’ და არა უფლება შექმნან „ტერიტორიულ-პოლიტიკური’’ წარმონაქმნი,მით უმეტეს „სუვერენული სახელმწიფო’’,რადგანც ეს ჯგუფები ცხოვრობენ „ტერიტორიაზე’’,რომელიც ისტორიულად მიეკუტვნება ამ სუვერენული სახელმწიფოს ხალხს[ერს] და მოქცეულია ამ  სახელმწიფოს საზღვრების ფარგლებში.

·        ეს დებულება შემდგომ კიდევ უფრო გაღრმავდა:- „ის ერი რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოში ცხოვრობს,და თუნდაც ძირძველი მოსახლებაა,მაგრამ  „ეროვნულ უმცირესობას’ წარმოადგენს.“ტვიტგამორკვევის’’ უფლება არ გააჩნია,თუ ის ა)„დემოკრატიულ  სახელმწიფოში’’ ცხოვრობს და ბ)“ მისი ინტერესები ადეკვატურად არის დაცული სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქურებში

·        ურღვევ პრინციპად არის აღიარებული ,რომ „ეროვნული უმცირესობის ‘’ პრეტენზია არ შეიძლება ეხებოდეს  სახელმწიფოს „ტერიტორიულ მთლიანობას’’ და „სუვერენიტეტს’’ [ეს კიდევ ერტხელ დამტკიცდა „პარიზის ქარტიაში ახალი ევროპისთვის’’ და „ჰელსინკი 2-ის ‘’ გადაწყვეტილებებში.]

·        „ეროვნული უმცირესობის’’ ცნების  ქვეშ იგულისხმება:“ჯგუფი,რომელიც რიხობრივად მცირეა ძირითად მოსახლეობაზე და განსხვავდება მისგან თავისი ენით,რელიგიით,ეთნიკური კუთვნილებით’’

·        ჟენევის 1991 წლის ექსპერტთა თათბირზე ,მიიღეს ნუსხა იმ უფლება-მოვალეობებისა,რომლებიც მიეცემა და ეკისრება „ეროვნულ უმცირესობებს’’

a.      „სრული თანასწორუფლებიანობა’’ საზოგადოების პოლიტიკურ,სამოქალაქო,

ეკონომიკურ,სოციალურ და კულტურულ სფეროში

b.      სახელმწიფოს ევალება შეუქმნას მათ ყველა პირობა მატი ეროვნული,რელიგიური,თუ ეთნიკური თვითმყოფადობის განმტკიცებისა და განვიტარებისატვის

c.      დოკუმენტში ხაზგასმულია „ეროვნული უმცირესობების’’ მოვალეობა ,იმ ტერიტორიაზე სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ, არ დაუშვან „დისკრიმინაცია’’ ამ რეგიონში მცხოვრები იმ პრების მიმართ,რომლებიც მიეკუთვნებიან  „სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის უმრავლესობას’’ ან „სხვა’’ „ეროვნულ უმცირესობას’’

·        რაც შეეხება „ეროვნული უმცირესობისტვის’’ „პოლიტიკური ავტონომიის’’ და „თვითმმართველობის უფლების’’ მინიჭებას,სახელმწიფოების „პრაქტიკა’’ გვიჩვენებს,რომ ეს საკითხი სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ეროვნული უმცირესობის პოლიტიკურ ორგანოს შორის მიღწეული შეთანხმებიტ წყდება.მაგრამ საბოლოო გადაყვეტილებას სახელმწიფოს ხელისუფლების „უზენაესი ორგანო’’ ღებულობს „უშიშროების და ეროვნული ინტერესების’’ გათვალისწინებით

   ხ

·        „ჰელსინკი 2-ის თათბირზე შეიქმნა სპეციალური ორგანო -„ეროვნული უმცირესობის საქმეთა უზენაესი კომისარი’’

·        „ეროვნული უმცირესობის საქმეთა უზენაესი კომისარს’’ -ევალება თათბირის მონაწილე ამა თუ იმ სახელმწიფოში  „ეთნიკური დაძაბულობის’’ არსებობის „დროული დადგენა’’ და „ სათანადო ზომების’’ მიღება.

·        „ სათანადო ზომები’’ შეიძლება იყოს ა)“წინასწარი გაფრტხილება’’  ან ბ)“სასწრაფო მოქმედება“

·        „წინასწარი გაფრტხილება’’’ ნიშნავს შემდეგს: „ეროვნული უმცირესობის საქმეთა უზენაესი კომისარი’’ ინფორმაციის მიღების დაკონფლიქტის მხარეებტან კონსულტაციის შემდეგ მიმართავს „ჰელსინკი 2-ის თათბირის’’  „უმაღლესი  თანამდებობის პირთა კომიტეტს“ შეტყობინებით,რომ ამა და ამ სახელმწიფოში „ეთნიკური კონფლიქტის’’ წარმოშობის საფრთხე შეიქმნა,რაც ყურადღებას და სათანადო მოქმედებას მოითხოვს.

·        „სასწრაფო მოქმედება’’ გულისხმობს „ეროვნული უმცირესობის საქმეთა უზენაესი კომისრის’’ უფლებას ითხოვოს „უმაღლესი  თანამდებობის პირთა კომიტეტისგან“ უფრო ფართო რწმუნებულება,რათა ყოვლისმომცველად შეისწავლოს სიტუაცია,დაამყაროს მჭიდრო კონტაქტები დაინტერესებულ მხარეებთან.

·        თუ „ეროვნული უმცირესობის საქმეთა უზენაესი კომისრის’’ძალისხმევით კონფლიქტი ვერ მოგვარდა საკითხი გადადის „ევროგაერტიანების’’[ევროკავშირის] ორგანოებში,რომლებიც აღჭურვილნი არიან უფლებამოსილებით მიიღონ სათანადო ზომები.პირველ რიგში ასეთი ორგანოა ’’კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრი’’

·         გაეროს“ადამიანის უფლებატა დაცვის კომისიის’’’ „დისკრიმინაციის დაუშვებლობის და  უმცირესობატა დაცვის’’ ქვეკომისიამ მოამზადა“დეკლარაცია ეროვნულ უმცირესობათა შესახებ’’

·        გენერალურმა ასამბლეან 48-სესიაზე მიიღო ეს „აქტი’’

·        ამ დეკლარაციის თანახმად პირებს რომლებიც მიეკუტვნებიან  ეროვნულ ან ეთნიკრ,რელიგიურ და ენობრივ უმცირესობებს მიეცემათ უფლებები:

a.      თავისუფლად ეზიარონ თავის კულტურას,რელიგიას

b.      გამოიყენონ ტავიანთი ენა საჯარო და პირად ცხოვრებაში

c.      აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის კულტურულ,რელიგიურ,საზოგადოებრივ,ეკონომიკურ თუ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.

d.     ცენტრალური თუ რეგიონალური ორგანოების დონეზე მიიღონ მონაწილეობა იმ გადაწყვეტილებატა მიღებაში,რომლებიც ეხება  მათ[ანუ „უმცირესობის’’] ბედს

e.      იმ რეგიონში,სადაც ისინი ცხოვრობენ“უმცირესობატა წევრები’’ უფლებამოსილნი არიან დაამყარონ კავშირები ამავე უმცირესობის ჯგუფის სხვა წევრებტან ან სხვა „უმცირესობებტან’’,საზღვარგარეტ მცხოვრებ  ამუმცირესობის მონატესავე პირებტან[მუხ.1-3]

·        სახელმწიფოები საჭიროებისამებრ ღებულობენ ზომებს,რატა კანონის წინაშე სრული ტანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ „ეროვნული უმცირესობების“ მიერ „ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ‘’ რეალიზაცია

·        ქმნიან ხელსაყრელ პირობებს რომლებიც მისცემენ საშუალებას აღნიშნულ პირებს გამოამჟღავნონ თავისებურებები და განავიტარონ ტავისი კულტურა.,ენა,რელიგია,ტრადიციები,ჩვეულებანი,თუ კონკრეტული საქმიანობა არ ექინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას და საერტაშორისო სამარტალს

·        მისცენ საშუალება „ეროვნულ უმცირესობებს’’ შეისწავლონ თავისი მშობლიური ენა ან მიიღონ განატლება ამ ენაზე

·        აქტიურად ჩააბან უმცირესობანი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისა და განვითარების პროცესში.

·        დაბოლოს, აღსანიშნავია  გაეროს წესდების დებულება,რომლის თანახმად აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა,რომელიც ეწინაარმდეგება „გაეროს მიზნებს’’ და „პრინციპებს’’ ,მათ შორის „სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის’’ ,ტერიტორიული მთლიანობის’’ და „პოლიტიკური დამოუკიდებლობის’’ პრინციპებს.[მუხ. მე-8 პუნქტი მე-4]

·        „ეროვნულ უმცირესობათა’’ საკითხი მწვავედ დადგა საბჭოტა კავშირიდანგამოსულ რესპუბლიკებში: საქართველოში,აზებაიჯანში,მოლდოვაში,უკრაინაში

·        ყველამ კარგად იცის,რომარც ყარაბახის,არც დნესტრისპირეთის,არც სამაჩაბლოს და აფხაზეთის,არც ყირიმის და დონბასის  პრობლემები არ წარმოიშობოდა მოსკოვიდან წაქეზების გარეშე,რონელიც ცდილობდა“ეროვნული უმცირესობების’’ ხელით „შიგნიდან აეფეთქებინა’’ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები ,რომლებიც ზოგი დასავლეთს და ზოგი თურქეთს [აზერბაიჯანი] დაუახლოვდა

·        მაგ. საქართველოში ე.წ. „სამხრეთ ოსეტში’’ და აფხაზეთში წარმოშობილი შეიარარებული კონფლიქტები მიზნად ისახავდა საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობის’’ ხელყოფას საქარტველოს გაყოფას „ერის თვითგამორკვევის უფლების’’ რეალიზაციის მოტივით.

·        მაგრამ „ერის თვითგამორკვევის’’ უფლება ვერ შეეფარდება „ეროვნულ უმცირესობას’’

·        ამდენად, შეიარაღებული კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისმა ინიციატორმა პასუხი უნდა აგოს „სახელმწიფო დანაშაულის’’  ჩადენის გამო.

 

VIII. „ადამიანის უფლებებთან’’ დაკავშირებული კონვენციები

 

·        თანამედროვე საერთაშორისო სამარტალში მოქმედებს რამდენიმე სპეციალური დანიშნულების კონვენცია:

 

1)     კონვენციებიმონობისა და მონებით ვაჭრობის აღკვეთის შესახებ’’

2)     კონვენცია „ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ’’[1952 წ]

3)     კონვენცია „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ’’[1952 წ]

4)     კონვენცია „ქორწინებაში მყოფი ქალის მოქალაქეობის შესახებ’’[1957 წ.]

5)     კონვენცია „ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის ლიკვიდაციის შესახებ’’[1977]

6)     კონვენცია „განათლების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ’’  [1960 .იუნესკო]

7)     კონვენცია №111   - შრომის და დასაქმების სფეროში [1958 შრომის საერტაშორისო ორგანიზაცია]

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები