ადამიანის თავისუფლება[ კონსტ.მე-13 მუხლი] [დაპატიმრების და დაკავების კონსტიტუციური ნორმები]

 



შესავალი

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობა.

·        მე-13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს თითოეული ადამიანის თავისუფლებას სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი არამართლზომიერი ან თვითნებური ხელყოფისაგან.

·        ხოლო ამავე მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებში მოცემულია თავისუფლების აღკვეთასა და პირადი თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვასთან დაკავშირებული ძირითადი საპროცესო უფლებები, რომლებიც უფრო დაკონკრეტებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და სხვა კანონებში.

·        მე-6 პუნქტი არეგულირებს უკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მიერ კომპენსაციის მიღების უფლებას და ასევე ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ მატერიალური სისხლის სამართლის კანონმდებლობით დააწესოს დასჯადობა კონსტიტუციის ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისათვის.

·        კონსტიტუციის ამ მუხლით გარანტირებული“თავისუფლების’’ უფლება ერთ-ერთი იუსტიციური უფლებაა.

·        ეს მუხლი  იცავს ადამიანის თავისუფლებას და გარანტირებულია არა მარტო მატერიალური სამართლის ნორმით, არამედ კონსტიტუციურ რანგში აყვანილი პროცესუალური ნორმებით, რაც ხაზს უსვამს ადამიანის თავისუფლების  განსაკუთრებულ ადგილს ძირითად უფლებათა სისტემაში.

·         იგი იმავდროულად წარმოადგენს ევროსაბჭოს ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებული უფლების („თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება”) ანალოგს.

·        საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, თავისი კანონმდებლობის ინტერპრეტაციას, უპირველეს ყოვლისა, ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.

·        ნაციონალური სისხლის სამართლის ევროსაბჭოს სამართლის შესაბამისად ინტერპრეტაციის მეთოდი ახსნა-განმარტების ერთ-ერთი ხერხია, რომელიც საქართველოშიც გამოიყენება.

·         სწორედ ამიტომ, იგი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის ამ და სხვა მუხლების ახსნა-განმარტებისათვის, როგორც ნორმის ინტერპრეტაციის ევროპული მასშტაბი.

 

 

 

„ დაცული სფერო ‘’:[მე-13  მუხლის 1ლი ნაწილი]

მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება

 

                1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.

 

 

 

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: ადამიანის თავისუფლება გულისხმობს- მის ფიზიკურ თავისუფლებას’’,ანუ  მის უფლებას, თავისუფლად გადაადგილდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე.’’

·        ამრიგად,კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის თავისუფლება ვიწრო გაგებით. არის  გადაადგილების თავისუფლება

·        მე-13 მუხლით    დაცული პირველი სამართლებრივი სიკეთე: გადაადგილების თავისუფლება(!)

·         

·        როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, ადამიანის თავისუფლება[ანუ „გაადგილების თავისუფლება’’] არ არის აბსოლუტური და მასში ჩარევა შესაძლებელია მკაცრი კონსტიტუციურსამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით.

·        ყურადღება : საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, ვინაიდან არ არის შესაძლებელი იურიდიული პირის დაკავება, დაპატიმრება ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა.

გადაადგილების თავისუფლება

 

·        ამრიგად,საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლში  სიტყვა თავისუფლება გულისხმობს პირის ფიზიკური გადაადგილების თავისუფლებას.

·        მაშასადამე, კონსტიტუციის მე-13 მუხლის 1 ნაწილით   დაცულია: პირის მოძრაობის პროცესის თავისუფლება [ანუმე-13 მუხლით  დაცულია მხოლოდ  ადგილსამყოფლის შეცვლის, ან ადგილსამყოფლის ადგილის არჩევის მიზნით  გადაადგილების თავისუფლება ].

·        13-ე მუხლი  მიზნად არ ისახავს მოქმედების ზოგადი თავისუფლების ან  „რაიმე ადგილზე ყოფნის უფლების “ დაცვას.

·        ასევე პატიმრობის პირობების სათანადოობა, ან დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური და ფსიქიკური იძულებისაგან დაცვა არ არის მე-13 მუხლის  დაცვის სფეროში.[ანუ ამა უფლებების  დასაცავად  მე-13 მუხლი არ გამოდგება,ამ უფლებებს  სხვა მუხლები იცავენ]

·        ყურადღება: „მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნა[დატოვება] განაჩენით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის ვადის გასვლის შემდეგ, შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციის მე-13-ე  მუხლის ხელყოფად.[ანუ ეს ის შემთხვევაა როცა უკანონოდ აყოვნებენ პირის გათავისუფლებას]

 

პირადი ხელშეუხებლობა ‘’

 

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი მე-2 დაცული სამართლებრივი სიკეთე არის : ადამიანის პირად ხელშეუხებლობა.

·        ადამიანის პირად ხელშეუხებლობა’’ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის შემადგენელი ნაწილია.

·         ევროპული პოზიციიდან, პირადი ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Öcalan თურქეთის წინააღმდეგ (2005).

·        სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიაზე პირის დაკავება სხვა უცხო სახელმწიფოს აგენტების მიერ, ადგილმდებარეობის ქვეყნის წინასწარი თანხმობის გარეშე, იყოამ პირის  პირადი ხელშეუხებლობის დარღვევა.

.

·         საქმეზე Nikolaishvili საქართველოს წინააღმდეგ (2009)6 სტრასბურგის სასამართლომ უფრო ნათლად ჩამოაყალიბა პირადი ხელშეუხებლობის ელემენტი. აქ მომჩივანი საკუთარი ძმის მიმართ მიმდინარე გამოძიებისას გამოძახებულ იქნა მოწმის სახით და მისი გამოცხადებისთანავე პოლიციის მიერ იქნა დაკავებული.

·        სტრასბურგის სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიხედვით:

a.      ადამიანის თავისუფლებადაპირადი ხელშეუხებლობაქმნიან  ერთიანი ძირითადი უფლების შემადგენლობას, რომელშიც პირადი ხელშეუხებლობა ეხება[მიემართება]  თავისუფლების აღკვეთის“   გარემოებებს

b.      პირადი ხელშეუხებლობა  გულისხმობს თავისუფლების აღკვეთის დროს სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი პრინციპების დაცვას;

c.      პირისთვის თავისუფლების აღკვეთა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ(!) წინასწარ განჭვრეტადი, გადამოწმებადი წესების საფუძველზე და კეთილსინდისიერად.(!)

 

 ვინაიდან საჯარო მოხელეები ნიკოლაიშვილის საქმეში მოქმედებდნენ მათი ნამდვილი ზრახვების დაფარვით და დაკავება ბოროტად იქნა გამოყენებული, როგორც  დაკავებულზე მორალური ზეწოლის საშუალება”, სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა.

ამრიგად,ანალოგიური შემთხვევები ანუ თავისუფლების არასათანადო ფორმით აღკვეთები-„პირადი ხელშეუხებლობის’’ ხელყოფა და  საქართველოს კონსტიტუციის მე-13-ე მუხლის დარღვევაა.

 

შეჯამება:

·           მე-13 მუხლით დაცულია 2 სამართლებრივი სიკეტე:

        ა)გადაადგილების თავისუფლება და ბ)“პირადი ხელშეუხებლობა’’

 

 „გადაადგილების თავისუფლება ‘’ არის: ადგილსამყოფლის შეცვლის, ან ადგილსამყოფლის ადგილის არჩევის მიზნით  გადაადგილების თავისუფლება’’

 

“პირადი ხელშეუხებლობა’’ არის: თავისუფლების აღკვეთის“   გარემოებები“  და „ფორმები’’.[ ეს გარემოებები  და „ფორმები’’ უნდა იყოს : წინასწარ განჭვრეტადიწესების საფუძველზე განხორციელებული  და კეთილსინდისიერი[არა მუხანათური]

 

ხხხხ

დაცულ სფეროში ჩარევა [მე-13 მუხლის მე-2 ნაწ]

        მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება

2. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

 

·        კონსტიტუციის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით  გარანტირებული ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის.

·        მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი  შეიცავს დაცვას :„არამართლზომიერი და თვითნებური თავისუფლების აღკვეთისა და პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის წინააღმდეგ.

·        ყურადღება: განსხვავება თავისუფლების შეზღუდვასა და თავისუფლების აღკვეთას შორის მხოლოდ ხარისხობრივია.[ამათ სხვანაირად ჰქვიათ „დაცულ სფეროში ჩარევა’’ ანუ „ადმიანის თავისუფლების’’ უფლებაში ჩარევა ]

·        „შეზღუდვისა’’ და „აღკვეთის“ ერტმანეთისგან   გასამიჯნად ამოსავალი წერტილი უნდა იყოს კონკრეტული სიტუაცია.

ანუ „დაცულ სფეროში ჩარევის შეფასება უნდა მოხდეს  კონკრეტულ სიტუაციაში შემდეგი კრიტერიუმებით როგორია „ადამიანის თავისუფლების’’უფლების:  ა)ხელყოფის სახე, ბ)ხანგრძლივობა, გ)შედეგები და დ)ფორმა.

·         კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით  გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვა ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი ღონისძიება, რომლის მეშვეობითაც ხდება ამა თუ იმ პირის,მისი  ნების საწინააღმდეგოდ ან მისი ნების გარეშე („შეზღუდვის’’სუბიექტური ელემენტი), განსაზღვრულ, შეზღუდულ ადგილას გარკვეული დროის მანძილზე  შეკავება („შეზღუდვის’’ობიექტური ელემენტი).[ცნება-საზეპირო]

·        კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის  გაგებით, თავისუფლების აღკვეთის სახეებია:

 

a.    პატიმრობა

b.      შიდა[თუ შინა] პატიმრობა (როგორც სასჯელის აღსრულების ან გამოძიების პროცესში ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ღონისძიება)

c.      სამედიცინო დაწესებულების ან აღმზრდელობითი დაწესებულების დახურულ განყოფილებაში გაგზავნა.

·        ხოლო თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს თავისუფალი გადაადგილების უფლების  ხელყოფა.[ცნება-საზეპირო]

·         „თავისუფლების შეზღუდვის“ სახეებია:

a.      აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

b.       გაძევება

c.      უშიშროების სამსახურის მიერ პირის გადაადგილებისა და რაიმე ადდგილზე ყოფნის ზედამხედველობა[თვალთვალი]

d.      სამოგზაურო პასპორტის ჩამორთმევა

e.       პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სპეციალური პოლიციური ზედამხედველობის ღონისძიებები.

 

·        სახელმწიფოს შეუძლია, დააწესოს ქცევის ვალდებულებები“, რომლებიც ასევე მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილ გადაადგილებისა და რაიმე ადგილზე ყოფნის სავალდებულო წესებს. მაგალითად, სავალდებულოა სამხედრო სამსახური, სკოლაში სიარული და სასამართლოში გამოცხადება.

[წასაკითხად]

·        სტრასბურგის სასამართლო ერთმანეთისაგან მიჯნავს თავისუფლების აღკვეთასა’’ და თავისუფლების შეზღუდვას“.

·        სახელმძღვანელო გადაწყვეტილებაა Guzzardi იტალიის წინააღმდეგ (1980).

·         მომჩივანი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო მაფიის წევრობაში, მას შემდეგ, რაც მისთვის გამოძიების ეტაპზე პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, სამი წლის ვადით გადასახლებულ იქნა კუნძულზე. მას იქ შეეძლო კუნძულის ერთ განსაზღვრულ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებულიყო, მაგრამ ამ ტერიტორიის დატოვება სათანადო სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეეძლო. მართალია, მას შეეძლო თავის ოჯახთან ერთად ეცხოვრა, მაგრამ თითქმის არ არსებობდა შესაძლებლობა პროფესიული, კულტურული ან რელიგიური აქტიურობისათვის.

სტრასბურგის სასამართლომ ამაში დაინახა თავისუფლების აღკვეთა“, რადგან მომჩივანი ვალდებული იყო, სხვა გაძევებულებთან და პოლიციელებთან ერთად ეცხოვრა და თითქმის არ ჰქონდა სხვაგვარი სოციალური კონტაქტების შესაძლებლობა.

·        სხვა შემთხვევა, სადაც მოხდა გამიჯვნა, არის Amuur საფრანგეთის წინააღმდეგ (1996).

·        საკითხი აქ ამგვარად დაისვა: თავშესაფრის მაძიებელი პირების აეროპორტის ტრანზიტის ზონაში რამდენიმე დღით გაჩერება არის თუ არა თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის დაცვის სფეროში სახელმწიფოს  ჩარევა ?.

·        საერთაშორისო სამართლით, არც ერთი სახელმწიფო არ არის ვალდებული, ლტოლვილებს მისცეს თავშესაფარი, გარდა Non-refoulement-აკრძალვის შემთხვევებისა.

·        ტრანზიტის ზონა კი არ არის სახელმწიფოს ტერიტორია.

·        ლტოლვილთა კონვენციის 33- მუხლი შეიცავს აკრძალვას:  „ კონვენციის პირველი მუხლის გაგებით, ლტოლვილი რაიმე სახით სახელმწიფოს ტერიტორიის გარეთ იქნეს გაძევებული ან უკან დაბრუნებული, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას თავისი რასის, რელიგიის, მოქალაქეობის, მისი განსაზღვრული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეიძლება დაემუქროს“.

·        სწორედ ეს საერთაშორისოსამართლებრივად აღიარებული დეპორტაციისა და უკან დაბრუნების აკრძალვა წარმოადგენს Non-refoulement-პრინციპს.

·        კონკრეტულ შემთხვევაში უცხოელები იყვნენ ა)მკაცრი პოლიციური ზედამხედველობის ქვეშ, ბ)არ ჰყავდათ ადვოკატი, გ)არ ჰქონდათ არავითარი დახმარება თავშესაფრის განაცხადის შევსებისას და დ)არ ჰქონდათ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა.

·        ამ პრაქტიკას არ ჰქონდა რაიმე სხვა სპეციალური სამართლებრივი საფუძველი, გარდა შსს სამინისტროს ცირკულარისა.

·         საფრანგეთის მთავრობის არგუმენტაცია იყო, რომ ლტოლვილების შეკავება“ აბრკოლებდა მხოლოდ მათ სახელმწიფოში შემოსვლას, უკან დაბრუნება და მესამე უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრება მათთვის ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი, ამიტომ სახელმწიფომ არ მიიჩნია თავისუფლების აღკვეთად.

·        ამის საწინააღმდეგოდ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სხვაგან გამგზავრების უბრალო შესაძლებლობა არ გამორიცხავს თავისუფლებისა“ და პირადი ხელშეუხებლობის უფლების“ ხელყოფას.

·        ასეთი შესაძლებლობა, როგორც ამ შემთხვევაში, შეიძლება, წმინდა თეორიული იყოს. ამიტომ ტრანზიტის ზონაში ასეთი გაჩერება უნდა ჩაითვალოს თავისუფლების აღკვეთის“ ეკვივალენტურად.

 

·        ანალოგიური შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცულ სფეროს.

 

[სასწავლად]

·         საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი , სახელმწიფოებისათვის  წესებს მოქმედების პოზიტიურ ვალდებულებას.

·        სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, აღკვეთოს კერძო პირთა მიერ ადამიანის „თავისუფლების აღკვეთა“ ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა“ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

[წასაკითხად]

·        სახელმძღვანელო საქმეს წარმოადგენს Storck გერმანიის წინააღმდეგ (2005).

·         ეს შემთხვევა შეეხებოდა ფსიქიკურად ავადმყოფი მომჩივნის მოთავსებას კერძო კლინიკაში. თვითონ მას არ მიუცია თანხმობა მოთავსებაზე, რომელიც მამამისის მიერ იყო ორგანიზებული, მაშინ როდესაც ეს პირი გამოცხადებული არ ყოფილა ქმედუუნაროდ და არც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობდა მოთავსების თაობაზე.

·         ამ შემთხვევაში სასამართლომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაასაბუთა: სხვა გარემოებებთან ერთად, სახელმწიფოს კერძო პირების მიერ თავისუფლების აღკვეთის წინააღმდეგ გონივრული ადეკვატური აღმკვეთი ღონისძიებები უნდა მიეღო.

·         დაცვის ვალდებულების საფუძველზე, სახელმწიფოს,განსაკუთრებით დაუცველი პირების მიმართ, აქვს იმის ვალდებულება, ზედამხედველობა და კონტროლი გაუწიოს ამ დაწესებულებებს. რადგან აღნიშნული არ მოხდა, სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს დაცვის ვალდებულების დარღვევა.

·        გარდა ამისა, სახელმწიფოს ასევე გააჩნია ეფექტიანი გამოძიების პოზიტიური ვალდებულება (.. გამოძიების ვალდებულებები), განსაკუთრებით იმ პირთა გაუჩინარების დროს, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფოს პატიმრობის ქვეშ.

 

 

 

 

თავისუფლების აღკვეთის ან „დაკავების’’[ანუ დაცულ სფეროში ჩარევების]  კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება

[მე-13 მუხლის მე-3 ნაწილი]

 

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ : ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

·         დაკავების საფუძვლები კი მასში  უშუალოდ მითითებული არ არის.

 

მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება

 

3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

 

·        თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის  მე-5 მუხლის პირველი აბზაცის მე-2 წინადადებით ვიხელმძღვანელებთ, იქაც მითითებულია თავისუფლების აღკვეთის დასაშვებობაზე მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მაგრამ იქვე მითითებულია ექვსი საფუძველი, რომლებიც ასევე გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის  ინტერპრეტაციისათვის.

·         საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სხვა კანონებში დაკავებისა თუ დაპატიმრების საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს ამ კონვენციურ ნორმას, რომ იგი იმავდროულად წინააღმდეგობაში არ მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან.

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლში მითითებული თავისუფლების აღკვეთის [„პატიმრობის’’]ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის [„დაკავების’’] გამოყენების გამართლება გულისხმობს ოთხ წინაპირობას ესენია:

 

1.        „პატიმრობის ’’ ან „დაკავების’’ გამოყენების  ერთ-ერთი  საფუძვლის არსებობა;  

2.      „პატიმრობის’’ ან „დაკავების’’  გამოყენების პროცედურის წარმართვის საკანონმდებლო საფუძვლის არსებობა[ანუ კანონის არსებობა]

3.       „პატიმრობის’’ ან „დაკავების ’’  შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის[წესების] დაცვა;

4.      „პატიმრობის ’’ ან „დაკავების’’  გამოყენებისას თვითნებობის აკრძალვის დაცვა.

              

                    განვიხილოთ ადამიანის თავისუფლების „აღკვეთის’’ ან „შეზღუდვის’’

                    თითოეული ეს წინაპირობა ცალ-ცალკე:

 

1.      თავისუფლების აღკვეთის“[ანუ“პატიმრობის’’] ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ‘’[ანუ „დაკავების“]  საფუძველები

 

·        თავისუფლების „აღკვეთა’’ ან „შეზღუდვა’’ შეიძლება განხორციელდეს ქვემოთ ერთ-ერთი კანონისმიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში:

ა) მსჯავრდებული პირის დაპატიმრება

·        მსჯავრდებანიშნავს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის ბრალეულობის დადგენას და მისთვის სასამართლო განაჩენით სასჯელის ან თავისუფლების აღმკვეთი სხვა ღონისძიების შეფარდებას.

 

·         კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის  დაცვის სფეროს მიხედვით, არა მსჯავრდება, არამედ თავისუფლების აღკვეთა უნდა იყოს მართლზომიერი.(!)

 

·        აქედან გამომდინარე, ამ ნორმის დარღვევა არ არის, თუ პირი არასწორად იქნა მსჯავრდებული, რადგან იგი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის სხვა მუხლებით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დაცვის სფეროს.

 

·         სტრასბურგის სასამართლო მოითხოვს, რომ მსჯავრდება აკმაყოფილებდეს კონვენციის მე-6 მუხლის არსებით მოთხოვნებს (მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა, ისევე როგორც საქმის სამართლიანი განხილვის სხვა მოთხოვნები).

 

·         მართალია, სტრასბურგის სასამართლო არ ახდენს ფაქტების სრულყოფილ შემოწმებას, მაგრამ თუმსჯავრდებაწარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უხეშად უარის თქმას („flagrant denial of justice”), ეფუძნება კონვენციის მე-6 მუხლის აშკარა დარღვევას, მაშინ თავისუფლების აღკვეთა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით არ არის გამართლებული.

 

·        იგივე წესი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებაში.

·        ამრიგად,მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების აღკვეთასა და მსჯავრდებას შორის არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

 

ბ)პირის დაკავება ან დაპატიმრება

სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო’’  ან კანონიერი ვალდებულების უზრუნველყოფისათვის 

 

·        თავისუფლების აღკვეთა შესაძლებელია, თუ იგი მიზნად ისახავს სპეციფიკური და კონკრეტული სამართლებრივი ვალდებულების შესრულების იძულებას, რომელიც გამომდინარეობს სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ან კანონიდან.

·        „თავისუფლების აღკვეთა’’ შესაძლებელია: ა) „დაკავებით’’ და ბ) „დაპატიმრებით’’

·        „დაკავების’’ დროს თავისუფლების აღკვეთას“ არ შეიძლება ჰქონდეს სასჯელის ხასიათი..“დაკავება’’ ხდება  უფრო მცირე დროით,  „დაპატიმრება’’ ხანგრძლივი დროით’’]

·         თავისუფლების აღკვეთაექვემდებარება თანაზომიერების მკაცრ შემოწმებას, რა დროსაც უნდა მოხდეს ვალდებულების შესრულების საჯარო ინტერესისა და გადაადგილების თავისუფლების მნიშვნელობის ურთიერთშეწონასწორება.

·         მაგალითები:  ა)პანკის დაკავება, რომელმაც უარი თქვა ამა თუ იმ საზოგადოებრივი  სივრცის დატოვებაზე,ან  ბ)პირის დაპატიმრება მას შემდეგ, რაც მან ვერ შეძლო აღკვეთის უზრუნველყოფის ღონისძიების შესრულება[ანუ დაარღვია მისთვის დაწესებული  რაღაც აკრძალვა]

·        „დაპატიმრების“  დროს “თავისუფლების აღკვეთას’’ აქვს სასჯელის ხასიათი.

 

 

გ)„გამოძიების მიზნით“ და პრევენციული მიზნით ’’ პატიმრობა და დაკავება

 

·        დაკავება ან დაპატიმრება შეიძლება განხორციელდეს:

1.      უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს[მაგ.პროკურატურის] წინაშე პირის წარდგენის მიზნით(!)“[ანუ მოკლედ  „გამოძიების მიზნით’’ ], როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის და, მისი ჩადენის შემდეგ, მიმალვისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის დასაბუთებული ვარაუდი[ეჭვი];

ან

2.      პრევენციული მიზნით(!)’’, მოსალოდნელი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად, როცა დასაბუთებულად არის მიჩნეული ამის აუცილებლობა.

 

·        პირველ სიტუაციაში, რომელიც ეხება პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ვარაუდს, პატიმრობა მიზნად უნდა ისახავდეს უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარდგენას.

·        სამართალდარღვევის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები და ინფორმაცია, რომლებიც ერთობლიობაში ობიექტურად იმის დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ ბრალდებულმა შესაძლებელია, ჩაიდინა დასჯადი ქმედება.

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის დარღვევაა პირის „დაპატიმრებისთვის’’ ან „დაკავებისტვის’’ ეროვნული სამართლის არასწორი, თვითნებური გამოყენება.

 

·        აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის გათვალისწინებულ მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც საკმარისია დაკავების დროს განსჯადობის მიხედვით პირის სასამართლოში წარსადგენად.

 

·        ყურადღება: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (205- მუხლი) მოითხოვს პატიმრობის სპეციალურ დამატებით საფუძველს, მაგალითად, ბრალდებულის მიმალვის საშიშროებას. (!)

 

 

·        აუცილებელია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაპატიმრების  ეს საფუძვლები ეროვნული სასამართლოების მიერ მკაცრად იქნეს დაცული, რადგან სხვაგვარად დაპატიმრება არ იქნებამართლზომიერი”.

·        მაშასადამე, უნდა მოხდეს  სამართალდამცავი ორგანოს  თვითნებობის კონტროლი.

·        პირის დაპატიმრებისათვის, მართალია, აუცილებელია დანაშაულის ჩადენისდასაბუთებული ვარაუდი” (პირველი პირობა), მაგრამ ე.წ. „გამოძიების მიზნით პატიმრობა იქნება შეუსაბამო, თუ იგი მხოლოდ დანაშაულის ჩადენისდასაბუთებულ ვარაუდსდაეფუძნება, დაპატიმრების სხვა დამატებითი საფუძვლის გარეშე.[ანუ „ბრალდებულის მიმალვის საშიშროებაც“ უნდა იყოს]

·        მეორე სიტუაციაშიპრევენციული დაპატიმრება დანაშაულის აღკვეთის მიზნითთავისუფლების აღკვეთა ნებადართულია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.[ანუ გამოძიების მიმდინარეობისდან დამოუკიდებლად]

·        ამასთან, აუცილებელია, რომ ეს „თავისუფლების აღკვეთა განხორციელდეს (მომავალი) კონკრეტული და განსაზღვრული დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

·        საქმეში de Schepper ბელგიის წინააღმდეგ (2009) სასამართლო სექსუალური დამნაშავის [მაგ. პედოფილის]  პრევენციულ პატიმრობას, მისი სოციალური საშიშროებიდან და თერაპიაუუნარობიდან გამომდინარე, მიიჩნევს გამართლებულად.

·         ამასთან, გენერალ-პრევენციული მოსაზრებები ან დანაშაულის ჩადენის უბრალო ვარაუდი არ არის საკმარისი.

·        მაგალითად, მითითება მაფიოზის განგრძობად აბსტრაქტულ საშიშროებაზე არ არის საკმარისი

·         ან  ტერორიზმში ეჭვმიტანილისპრევენციული პატიმრობა, დაპატიმრების საფუძვლის არარსებობის გამო, არღვევს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებას.

·        ქურდული სამყაროს წევრობასი“ ან კანონიერი ქურდობაში “ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 - მუხლით, რომელიც დაეფუძნება მხოლოდ გენერალ-პრევენციულ მოსაზრებებს ან დანაშაულის ჩადენის ზოგად ვარაუდს, არ არის საკმარისი თავისუფლების აღკვეთის ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვისათვის.

·         საქმეში Jendrowiak გერმანიის წინააღმდეგ (2011) სასამართლომ უკვე პატიმრობაში ნამყოფი სექსუალური დამნაშავის პოტენციური დანაშაულები მიიჩნია არაკონკრეტულად და სპეციფიკურად არასაკმარისად, რათა პრევენციული პატიმრობის გაგრძელება დაესაბუთებინა. რადგან , ამისათვის არ არსებობდა აუცილებელი მიზეზობრივი კავშირი.(!)

·        თავისუფლების წმინდა პრევენციული აღკვეთა, მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესთან[გამოძიებასთან] კავშირის გარეშე, სტრასბურგის ადრეულ სასამართლო პრაქტიკაში სხვადასხვაგვარად და გაურკვევლად იყო შეფასებული და ირიდიულ ლიტერატურაში სადავო.

·        ერთი მხრივ, არის მითითება პრევენციული აღკვეთის“  პრინციპულ დასაშვებობაზე.ხოლო  მისი საწინააღმდეგო პოზიცია მოითხოვს ყველა შემთხვევაში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესთან[აღძრულ საქმესთან და გმიმდინარე გამოძიებასთან] კავშირს.

 

დ)არასრულწლოვნის პატიმრობა და დაკავება

 

·        არასრულწლოვანი არის პირი 18 წლის ასაკამდე.

·        მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად „თავისუფლების აღკვეთა’’[ანუ„პატიმრობა“] ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა“[ანუ „დაკავება’’] უნდა გამოიყენებოდეს უკიდურეს შემთხვევაში, როგორც სოციალური დაცვის ultima ratio ღონისძიება.

·        საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 201- მუხლი აღკვეთის ერთ-ერთ ალტერნატიულ ღონისძიებად ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემას“, რაც მიუთითებს მის მიმართ განსაკუთრებული მოპყრობის აუცილებლობაზე, მისი პირადი თავისუფლების დაცვის მიზნით.

·         საქმეში Ichin და სხვ. უკრაინის წინააღმდეგ (2010) ორი არასრულწლოვანი, რომლებმაც საჭმელი მოიპარეს სკოლის სასადილოში, სასამართლო გადაწყვეტილებით იქნენ დაპატიმრებული. სასამართლომ განჩინება, სხვა გარემოებებთან ერთად, იმით დაასაბუთა, რომ არასრულწლოვნები სოციალურად საშიში ქმედების ჩადენის უნარიანებადმიიჩნია.

·        ვინაიდან არასრულწლოვანთა დაპატიმრება არ მომხდარა არც აღმზრდელობითი ზედამხედველობის მიზნით და არც უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მათ წარსადგენად, თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალა კონვენციის საწინააღმდეგოდ.[ ანუ არასრულწლოვანის „თავისუფლების აღკვეთა’’ მხოლოდ ამ შემთხვევებში გამართლდება.]

ე) „თავისუფლების აღკვეთაa) ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან b)სულით ავადმყოფის, c)ალკოჰოლიკის, d)ნარკომანისა და e)მაწანწალის მიმართ

 

·        ასეთ შემთხვევებში თავისუფლების აღკვეთა”[“დაპატიმრება’’] ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა’’[ანუ „დაკავება’’] ხდება არა მხოლოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ასევე თვით დასახელებულ პირთა ჯგუფების დაცვის მიზნით.

·         ავადმყოფობის შემთხვევაში  „“დაპატიმრებისთვის’’ ან „დაკავებისთვის ’’ არსებობს შემდეგი სამი კვალიფიციური მოთხოვნა:

1.უნდა არსებობდეს ამ პირზე სამედიცინო დასკვნა

2.ავადმყოფობა უნდა იყოს ისეთი სერიოზული, რომ იგი სხვა ადამიანებისაგან იზოლაციას მოითხოვდეს (მაგალითად, ქოლერის, უაღრესად საშიში ინფექციური გრიპის ვირუსების დროს);

3.იზოლაციაში მოთავსების გაგრძელება დამოკიდებული უნდა იყოს ავადმყოფობის კვლავ არსებობაზე[მოურჩენებლობაზე]

·        ალკოჰოლის მოხმარებისათვის თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის საფუძველი განმარტებულ იქნა საქმეზე Litwa პოლონეთის წინააღმდეგ (2000) მიღებულ გადაწყვეტილებაში და ძალიან ფართოდ იქნა ინტერპრეტირებული.

 

 

ვ)დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში უნებართვოდ შემოსვლის აღსაკვეთად, ასევე გაძევების (დეპორტაციის) ან გადაცემის (ექსტრადიციის) მიზნით

 

·        ამ საფუძვლით პირის პატიმრობა მიზნად ისახავს ქვეყანაში მისი უნებართვოდ შემოსვლის აკრძალვას (პირველი ვარიანტი).

·        „პატიმრობის’’ ერთ-ერთი მაგალითია თავშესაფრის მაძიებელთა გაჩერება აეროპორტის სატრანზიტო ზონის მოსაცდელ დარბაზებში საზღვრის გადაკვეთის დროს.

·        ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ იცნობს (პოლიტიკური) თავშესაფრის უფლებას.

·        კონვენციის  წევრ სახელმწიფოებს ამ საკითხზე აქვთ მოქმედების ფართო შესაძლებლობა, რომელიც ასევე მოიცავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებას

·        თავისუფლების აღკვეთის „თავშესაფრის მაძიებლებისთვის’’ დაწესების წინაპირობებია: ა)თავისუფლების აღკვეთისმართლზომიერება”, ბ) ქვეყანაში შემოსვლის აღკვეთის მიზანი და გ) შემოსვლის ნებართვის არარსებობა.

·         „შემოსვლაუნებართვოა, სანამ არ არსებობს კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ნებართვის თაობაზე კონკრეტული გადაწყვეტილება

·        დეპორტაციის და ექტრადიციის  დროს , თავისუფლების აღკვეთისმართლზომიერებისგვერდით, აუცილებელია, რომ პირის მიმართ ხორციელდებოდეს  გაძევების (დეპორტაციის) ან გადაცემის (ექსტრადიციის) პროცედურა.

·        თუ არსებობს გაძევების (დეპორტაციის) დროში განგრძობადი დამაბრკოლებელი გარემოება, მაშინ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ამ საფუძვლით არ არის გამართლებული.

 

  შეჯამება:

ამრიგად,„თავისუფლების აღკვეთის“[ანუ“პატიმრობის’’] ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ‘’[ანუ „დაკავების“]  საფუძველებია:

a.       მსჯავრდებული პირისა“

b.      სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო’’  ან კანონიერი ვალდებულების უზრუნველყოფისათვის 

c.       გამოძიების მიზნით“ და პრევენციული მიზნით ’’

d.      „არასრულწლოვანზე აღმზრდელობითი ზედამხედველობის მიზნით“ ან „არასრულწლოვანის უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე წარსადგენად

e.       a) ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან b)სულით ავადმყოფის, c)ალკოჰოლიკის, d)ნარკომანისა და e)მაწანწალის მიმართ

f.       ქვეყანაში უნებართვოდ შემოსვლის აღსაკვეთად, ასევე გაძევების (დეპორტაციის) ან გადაცემის (ექსტრადიციის) მიზნით

              ამრიგად, პირის „დასაპატიმრებლად“ ან „დასაკავებლად“  სახეზე უნდა იყოს

             ერთერთი ეს საფუძველი[ დაიმახსოვრე კაზუსისთვის]

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

2.„პატიმრობის’’ ან „დაკავების’’  გამოსაყენებლად აუცილებელია  ამ პროცედურის წარმართვის საკანონმდებლო საფუძვლის არსებობა

 

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით , არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება“[დააპატიმრონ ] ან სხვაგვარად შეეზღუდოს პირადი თავისუფლება [დააკავონ]სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

·        ეს დებულება მოითხოვს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

 ეს მოთხოვნა იყოფა ორ პუნქტად:

 

1.    კანონის არსებობა, განსაზღვრულობა და ხელმისაწვდომობა.

 

·        საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც პატიმრობასა და მის გაგრძელებას  არეგულირებს, უნდა იყოს მოქმედი, საკმარისად განსაზღვრული და ხელმისაწვდომი კანონი.

·        იგი ძირითადად ეხება ნაციონალურ კანონს, მაგრამ ასევე საერთაშორისოსამართლებრივ საფუძვლებს.მაგრამ ასევე საერთაშორისოსამართლებრივ საფუძვლებს

·        მაგ.ფსიქიკურად ავადმყოფი პირების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მომწესრიგებელი პროცესუალურსამართლებრივი დებულებების არარსებობა წარმოადგენს კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი აბზაცის დარღვევას.

·        ასევე გამოძიების პატიმრობის გაგრძელების შესახებ საკანონმდებლო რეგულირების არარსებობა იწვევს ამავე კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი აბზაცის დარღვევას.

·         ასეთ შემთხვევებში[ანუ გამოძიების პატიმრობის გაგრძელებისას და  ფსიქიკურად ავადმყოფი პირების დაპატიმრება-დაკავებისას] ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილიც.

 

2.     კანონის შინაარსი.

 

·        კანონით განსაზღვრული პროცესუალური დებულებები უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი, განსაკუთრებით, იგი უნდა შეესაბამებოდეს სამართლებრივ-სახელმწიფოებრივ პრინციპებს (მაგალითად, აუცილებელია სახელმწიფო მოხელეთა უფლებამოსილებების გარკვევით განსაზღვრა).

·         საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ დაკავება დასაშვებია მხოლოდ საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

·         გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი (კონვენციის მე-5 მუხლის პირველი აბზაცი) კრძალავს პირის საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო დაკავებას.

·        მაგ.თუ კონვენციის წევრი სახელმწიფო განახორციელებს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ბრალდებული პირის საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო გატაცებას უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ამით მის ტერიტორიულ სუვერენიტეტს დაარღვევს, ასეთი მოქმედება არ წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთას კანონით განსაზღვრულ საფუძველზე.

·        ჯერ კიდევ ღიაა საკითხი, საერთაშორისო სამართლის ამგვარი დარღვევა არის თუ არა სისხლის სამართლის დევნის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოება, თუ იგი სისხლის სამართლის პროცესის შემდგომ მიმდინარეობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს (male captus, male detentus).

 

3.    შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დაცვა

 

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, ნებადართულია მხოლოდ თავისუფლების მართლზომიერი აღკვეთა [მართლზომიერი დაპატიმრება]ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი მართლზომიერი შეზღუდვა[მართლზომიერი დაკავება],

·        ანუ პირის  „მართლზომიერი დაპატიმრება“ და  მართლზომიერი დაკავება“ უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით და სასამართლოს გადაწყვეტილებით. [იგულისხმება ნაციონალური მატერიალური და საპროცესო სამართალი]

·        ნაციონალური სამართლის ასეთნაირად გამოყენების პირველად კონტროლს ახორციელებენ სახელმწიფოს სასამართლო ორგანოები. მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესი. მისი მიზანია, ინდივიდი დაიცვას სახელმწიფო ხელისუფლების თვითნებობისაგან, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს გარკვეული მაკონტროლებელი ფუნქცია იმაზე, დაცულ იქნა თუ არა ნაციონალური სამართალი

·        უბრალო ფაქტობრივი და სამართლებრივი შეცდომები, მაგალითად, დაპატიმრების განჩინების გაცემის დროს, არ წარმოადგენს კონსტიტუციისა და კონვენციის დარღვევას. აუცილებელია უხეში და აშკარა ხელყოფა: „gross and obvious irregularity”.

·        უხეში  ხელყოფა შეიძლება შეეხოს, მაგალითად, დაპატიმრების გამცემი სასამართლოს მიერ უფლებამოსილების დარღვევას, ან თუ ბრალდებულს (დაცვის მხარეს) არ მიეცა შესაძლებლობა, რომ სასამართლოზე ყოფილიყო მოსმენილი

·        . მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაციონალური სამართლით არამართლზომიერად ოფიციალურად დაურეგისტრებელი, დოკუმენტალურად დაუფიქსირებელი პატიმრობა დააკვალიფიცირა, როგორც კონვენციის მე-5 მუხლის განსაკუთრებით მძიმე დარღვევა, რადგან ინდივიდი მოხელეთა განსაკუთრებით მაღალი დონის თვითნებობის ქვეშ მოექცა

·        ანალოგიური შემთხვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის დარღვევაცაა

 

4.    თვითნებობის აკრძალვა

 

·        თავისუფლების აღკვეთის“[პატიმრობა]  ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის“[დაკავება]  შემოწმების ერთ-ერთი დაუწერელი ნიშანია თვითნებობის აკრძალვის ზედამხედველობა სასამართლოს მიერ.

·        მიუხედავად ფორმალური მართლზომიერებისა, თავისუფლების აღკვეთა“[პატიმრობა] ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა“[დაკავება] არის თვითნებური და ამით არ არის გამართლებული, თუ :

a.      სახეზეა საჯარო მოხელის მხრიდან მოტყუება ან არაკეთილსინდისიერება;

b.      პატიმრობის ან დაკავების  დანიშვნა ან აღსრულება არ არის შესაბამისობაში მისი გამოყენების მიზანთან და საფუძველთან[იხ. ზემოთ]

c.      არსებობს პატიმრობის ან დაკავების შეუსაბამობა  აღსრულების ადგილთან და პირობებთან

d.       პატიმრობა  ან დაკავება  არ არის თანაზომიერი (პროპორციული)[იხ.ქვემოთ]

თავისუფლებააღკვეთილი პირის ძირითადი საპროცესო უფლებები

           ა) უფლება ინფორმაციაზე და დამცველის დახმარების უფლება

 

·        თავისუფლების აღკვეთისა და პირადი თავისუფლების ნებისმიერი სხვაგვარი შეზღუდვის დროს პირს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია დაკავების საფუძვლისა და, ბრალდებულად ცნობის შემთხვევაში, მისთვის წაყენებული ბრალის შესახებ.

·        ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 აბზაცის სიტყვასიტყვითი ჟღერადობით, პირი ინფორმირებული უნდა იქნეს მხოლოდ დაკავების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების („ბრალდების”) შესახებ, მაგრამ არა დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების (ჩვენების მიცემაზე უარის თქმის) უფლებაზე. (!)

·        დუმილის უფლებაზე პირის ინფორმირება, რომელიც, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1966 წლის ერთ-ერთი ცნობილი განაჩენიდან გამომდინარე, ცნობილია Miranda-Warnung-ის სახელით, გამომდინარეობს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი აბზაციდან, როგორც დანაშაულის თვითინკრიმინაციისაგან ეფექტიანი დაცვის (nemo tenetur) აუცილებელი წინაპირობა.

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-4პუნქტის მიხედვით, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს არა მარტო თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, არამედ ასევე დუმილის და სხვა უფლებები.

·        საქართველოს კონსტიტუცია ადგენს დაცვის უფლების უფრო მაღალ სტანდარტს. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს შეუძლია, მაშინვე მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

·        ინფორმაციის შინაარსი იმ პირისათვის, ვისაც ის ეხება, უნდა იყოს გასაგები. მისი ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში. ეს არ არის აბსტრაქტული ცნება. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირის ინფორმირება დაკავებიდან შვიდი საათის განმავლობაში ადეკვატური იყო, მაგრამ ინფორმირება 76 საათის შემდეგ მიიჩნია დარღვევად.

 

ბ)დაკავებულისა და გამოძიების ეტაპზე პატიმრობაში მყოფი პირის უფლებები

 

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას კანონის საფუძველზე დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირებისათვის.

·        ამ ნორმის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 აბზაცის შესაბამისად ინტერპრეტაციის შედეგად, იგი მოიცავს ორ განსხვავებულ სიტუაციას: 1. პირის უფლებები უშუალოდ დაკავებისას ან დაპატიმრების შემდეგ“ და 2.“პირის უფლებები სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე“ (ანუ „გამოძიების პატიმრობის“ დროს).

·         სტრასბურგის სასამართლო ორივე ამ სიტუაციას ცალ-ცალკე ამოწმებს.

·         ამ ნორმის ამოსავალი პუნქტია ისტორიულად პირველი ძირითადი პროცესუალური უფლება habeas corpus.

·        უკვე 1679 წელს ინგლისური Habeas Corpus Act გარანტიას იძლეოდა, რომ დაპატიმრება უნდა მომხდარიყო მოსამართლის მიერ და დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი დაკავებული პირი სამი დღის განმავლობაში უნდა წარედგინათ მოსამართლესთან.

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2-მე-6 პუნქტები იცავს ადამიანს თავისუფლების თვითნებური აღკვეთისა“ და არაგონივრულად გრძელ გამოძიების პატიმრობაში“ ყოფნისაგან.

·        ამ მიზნით, კონსტიტუციის აღნიშნული ნორმები იძლევა ოთხ უფლებას:

1. დაკავებულის თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის სასამართლოს წინაშე განსჯადობის მიხედვით წარდგენის უფლებას (არა უგვიანეს 48 საათისა);

2. ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში[ანუ „გამოძიების პატიმრობაში’’] ადეკვატურ ვადაში (არა უმეტეს 9 თვისა) ყოფნის მატერიალურ უფლებას, რომელიც მიზნად ისახავს ამ ვადის არაგონივრულად გაჭიანურების თავიდან აცილებას;

3. ამ ვადების სამსახურებრივად სავალდებულო შემოწმების პროცედურულ უფლებას და,

4.და ვადების დარღვევის  შემთხვევაში, პირის პატიმრობიდან გათავისუფლების უფლებას.

 

ხხხხ

 

გ) განსჯადობაზე უფლებამოსილი სასამართლო (!)

(.. გამოძიების[წინასწარი] პატიმრობის’’ ანთავისუფლების სასამართლო )

 

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის ძალით, დაკავების თუ სხვაგვარად თავისუფლების შეზღუდვის ყველა შემთხვევაში, პირი სავალდებულო წესით უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, 48 საათის განმავლობაში, რომელმაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პირის დაპატიმრების (ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის) ან დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

·        მიზანი არის ის, რომ პირი სავალდებულო წესით პერსონალურად წარედგინოს თავისუფლების აღკვეთის კანონიერების შემმოწმებელ სასამართლო ინსტანციას, რათა აღიკვეთოს სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობა და არასათანადო მოპყრობა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.

 

დ) მოსამართლისათვის დაუყოვნებლივ წარდგენა.

 დაკავების ვადა .

 

·        დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

·         საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი სასამართლოსათვის პირის  წარდგენის მაქსიმალურ ვადად იმპერატიულად განსაზღვრავს 48 საათს, ხოლო უფლებამოსილ მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად ეძლევა კიდევ მომდევნო 24 საათი.

 

მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება

 

3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

 

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა დაკავების ვადის ათვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებებზე, რომელიც ადრე აითვლებოდა დაკავებულის პოლიციის ორგანოში მიყვანისა და დაკავების ოქმის შედგენის მომენტიდან. თავისუფლების შეზღუდვის ის დრო, რომელიც პირმა პოლიციაში მიყვანამდე გაატარა, არ ითვლებოდა კონსტიტუციით განსაზღვრულ 48-საათიან ვადაში.

·        საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: პირი დაკავებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც დაკავებისათვის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საფუძველზე, შეუზღუდავს ადამიანს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებას

·        ეს საკანონმდებლო ხარვეზი დღეისათვის აღმოფხვრილია.

·        სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თუ რას გულისხმობს მოსამართლესთან დაუყოვნებლივ წარდგენა”, დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის გარემოებებზე.

·        ზოგადად, საკმარისად მიიჩნევა 24-48-საათიანი ვადა.

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლისგან განსხვავებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებლად იქნა მიჩნეული წარდგენამდე ოთხ დღემდე ლოდინი.

·        სტრასბურგის სასამართლომ ოთხი დღის გასვლის შემდეგ წარდგენა, მათ შორის ტერორიზმის ბრალდებით, ჩათვალა, რომ არ აკმაყოფილებდა დაკავებულის დაუყოვნებლივ წარდგენის ევროპულ მოთხოვნას.

·         საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის სასამართლოსათვის წარდგენისა და უფლებამოსილი მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალურ ვადას იმპერატიულად განსაზღვრავს, რის გამოც ინტერპრეტაციის გზით ამ ვადების გაზრდის[4 დღემდე] არავითარი სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობს.

 

ე)გონივრულ ვადაში განაჩენის გამოტანის ან პატიმრობიდან გათავისუფლების უფლება

 

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს გამოძიების ეტაპზე, განაჩენის გამოტანამდე, ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალურ ვადას. იგი არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

·        მისი შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია(!).

 

მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება

5. ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

·        სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 205- მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებს ამ კონსტიტუციურ ნორმას.

·         ბრალდებულის  პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან

·         ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა, ამ პატიმრობის  შესახებ სასამართლო განჩინების აღსრულების მომენტიდან(!)[დაპატიმრების მომემტიდამ]

·        პირის დაკავებისათვის აუცილებელია დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი (სსსკ-ის 171- მუხლი), მაგრამ მისი შემდგომი გამოძიების პატიმრობაში ყოფნის გამართლებისათვის ასევე აუცილებელია დამატებით დაპატიმრების ერთ-ერთი საფუძვლის არსებობა (სსსკ-ის 205- მუხლი).

·        თუ რა დროს არის პატიმრობის გამოყენება ან  პატიმრობის ვადის გაგრძელება გამართლებული, არ შეიძლება აბსტრაქტულად იქნეს დადგენილი. ეს დამოკიდებულია თითოეულ კონკრეტულ საქმეზე.

·        დაპატიმრების  ან პატიმრობის ვადის გაგრძელების აუცილებლობის „მტკიცების ტვირთი აქვს სახელმწიფოს, რა დროსაც მოქმედებს თავისუფლების პრეზუმფცია და ყველა ეჭვი წყდება პატიმრობიდან გათავისუფლების სასარგებლოდ

·        სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პირი უნდა იყოს თავისუფალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადასტურდა მისი დაპატიმრების აუცილებლობა.

·        სახელმწიფო ვალდებულია, წარმოადგინოს გამოძიების პატიმრობის ვადის გაგრძელების საფუძვლები.

·        ამისათვის არ არის საკმარისი სტერეოტიპული ფორმულირებები.

·        დაპატიმრების საფუძვლები უნდა იყოს შესაბამის („relevant”) და საკმარისი („sufficient”).

·         სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198- მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.

·        ამავე 198- მუხლის მე-4 ნაწილის ძალით, სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

·        ცალკეულ შემთხვევებში გარემოებათა შეფასებისას ასევე გარკვეულ როლს ასრულებს საჯარო მოხელეთა ქცევა.

·        უნდა შემოწმდეს, მოხელეებმა გამოიჩინეს თუ არა აუცილებელი წინდახედულობა („special diligence”), ან ხომ არ იყვნენ უმოქმედოდ.

·         მაგალითად, უმოქმედობა შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ დროულად არ გაიგზავნა მასალები ამა თუ იმ კომპეტენტურ ორგანოში ან სასამართლოში, როცა დაპატიმრებულმა პირმა დააყენა პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების გადამოწმების (შეცვლის ან გაუქმების) შუამდგომლობა.

·        ასეთი გაჭიანურებები იწვევს დროში შეუსაბამობას და არღვევს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებას, რაც იწვევს ადეკვატურ კომპენსაციას.

·        გამამტყუნებელი განაჩენი არის თავისუფლების აღკვეთის ან სხვა სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძირითად საქმეზე.

·        ასევე პირის მიმართ შეიძლება გამოტანილ იქნეს განჩინება ‘’ პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ან შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებ.

·        თუ მოსამართლის მიერ გადაწყვეტილი იქნება წარმოდგენილი  პირის  პატიმრობიდან გათავისუფლება, მაშინ შეიძლება იგი შეიცვალოს სხვა უფრო მსუბუქი ღონისძიებით, რომელიც უზრუნველყოფს პირის სასამართლოში გამოცხადებას.

 

 

5.   თავისუფლების ხელშეუვალობის ხელყოფის დასჯადობა და ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლება

 

ა) წინაპირობები

 

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადება ითვალისწინებს კონსტიტუციის ამ მუხლით გარანტირებული ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის ხელყოფისათვის კანონით დასჯადობის დაწესებას, ხოლო მეორე წინადადებაუკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მიერ კომპენსაციის მიღების უფლებას.

 

  უხლი 13. ადამიანის თავისუფლება

6. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

·        ანალოგიური შინაარსის მატარებელია კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 აბზაცი. იგი ამავე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აძლევს მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების უფლებას, რომელიც ცნობილია რეპარაციის ქმედითი უფლების სახელწოდებით.

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული „თავისუფლების უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სახელმწიფოს ეროვნული სასამართლოები აკისრებენ, ხოლო კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევისათვის მსხვერპლის ზიანის ანაზღაურებასევროპული სასამართლო.

·        კონსტიტუციით გარანტირებული კომპენსაციის მიღების უფლება დაკავშირებულია შემდეგ სამ წინაპირობასთან:

1.    პირი, რომელმაც კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოს მიმართა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, უკანონოდ იყო დაკავებული ან დაპატიმრებული;

2.შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა (ექსპლიციტურად ან იმპლიციტურად) დაადგინეს პირის უკანონო დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი;

 3.ამ სამართლებრივი დარღვევისაგან წარმოიშვა მატერიალური ან არამატერიალური (მორალური) ზიანი.

·        თუ ეს წინაპირობები შესრულდა, მაშინ უკანონო დაკავებით ან დაპატიმრებით დაზარალებულს (მსხვერპლს), უშუალოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

·        ზიანის ანაზღაურების მიღებისათვის არ არის აუცილებელი სახელმწიფო მოხელის ბრალეულობა.

·         სახელმწიფოს მიერ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით შიდასახელმწიფოებრივ უფლებამოსილ ორგანოებს აქვთ საკუთარი მიხედულებით შეფასების დიდი შესაძლებლობა (დისკრეციულობა). მაგალითად, არამატერიალური (მორალური) ზიანის კომპენსაცია შეიძლება მოხდეს დაპატიმრების არამართლზომიერების ფაქტის დადგენის შემდეგ.

 

 

 

 

 

კომპენსაციის მიღების უფლება

 

·        კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მეორე წინადადება ადგენს უკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მიერ კომპენსაციის მიღების უფლებას.

·        კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნაციონალური სასამართლო, რომელიც ასევე განსაზღვრავს მის ოდენობას.

·        კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 აბზაციდან რეპარაციის ქმედითი უფლება წარმოიშობა შიდასახელმწიფოებრივ პროცესში შიდასახელმწიფოებრივი მოხელეების მხრიდან ჩადენილ უკანონო ქმედებებზე.

·        კომპენსაციის მიცემაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში, პირს შეუძლია, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ, თუ ამოწურულია ყველა შიდასამართლებრივი მისაგებელი (გასაჩივრების საშუალება).

·        კონვენციის 41- მუხლიდან გამომდინარე კი, სტრასბურგის სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიანი დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს, თუ დაადგინა ევროპული კონვენციის მატერიალური გარანტიის ხელყოფა.

·        სხვათა შორის, იგი შეიძლება გამოიხატოს თვით კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 აბზაცის დარღვევაშიც. კონვენციის 41- მუხლით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის ანაზღაურება ეკისრება სახელმწიფოს.

 

ხხხხხხხხხხხხხხხ

    მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება

1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.

2. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

4. პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და დაკავების საფუძველი. პირს დაკავებისთანავე შეუძლია მოითხოვოს ადვოკატის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

5.    ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

6. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები