Сообщения

Показаны сообщения с ярлыком "კითთხვებს პასუხობენ ადვოკატები"

კითხვებზე პასუხებენ ადვოკატები

       ახლობელს ვასესხე ფული და წლებია ვალს არ მიბრუნებს . ვუჩივლე პოლიციაში , დაიბარეს , აღიარა და თქვა , რომ დააბრუნებს , მაგრამ მას შემდეგ კიდევ ერთი წელი გავიდა . რა შეიძლება გავაკეთო , პოლიცია მომცემს თუ არა მის აღიარებას , რომ შევიტანო სასამართლოში საჩივარი ? - როგორც წესი , ფაქტის დაფიქსირებას პოლიცია ახდენს ოქმის შედგენით , გამოითხოვეთ ოქმი და მის საფუძველზე მიმართეთ სასამართლოს სარჩელით . მომიხდა ავტოსაგზაო შემთხვევა . მანქანა , რომელსაც დავეჯახე , დაზღვეულია და მძღოლმა გამოიძახა შემთხვევის ადგილზე სადაზღვევო . ჯერ არავინ დამკავშირებია , მაგრამ როგორც ახლობელი მეუბნება , სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება არარეალური თანხის გადახდა მომთხოვოს . რა თქმა უნდა , თანახმა ვარ ავანაზღაურო ზარალი , მაგრამ არა გაბერილი ფასებით . რას მირჩევთ ? - სამწუხაროდ , ვერაფერს იზამთ , ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია არის მხარე , ვინაიდან მას დაუკავშირდნენ . უნდა დაელოდოთ , როდის დაგიკავშირდებიან ...