პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში
საქართველოში რეალიზმი როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან ყალიბდება;
• კრიტიკული რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები საქართველოში ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი არიან.
• შევეცადოთ გავარკვიოთ როგორ გაიაზრეს მათ პოეტისა და პოეზიის დანიშნულება .
• ამისათვის განვიხილოთ ილია ჭავჭავაძის „ჩემო კალამო“ და „პოეტი“.
• გავაანალიზოთ ასევე აკაკი წერეთლის ლექსები „ჩანგური’’ და „პოეტი ‘’.
„ჩემო კალამო“
• 1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა
• ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი.
• შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული…“ და “ჩემო კალამო“.
• ამ ლექსში ავტორი საუბრობს იმაზე .რომ პოეტმა რეალობა უნდა ასახოს და უშიშრად ამხილოს ბოროტება და ნაკლოვანებები .პოეტის "წმინდა სიტყვა " უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სიმართლეს.
"ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად-მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ. "
• ლექსში ავტორი თითქოს დიალოგს მართავს საკუთარ თავთან
"ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? "
იგი „ჩემო კალამო“-თი საკუთარ თავს ამხნევებს და მოუწოდებს კვლავაც ერთგულად ემსახუროს სიმართლეს.
"რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში "
ავტორი გულისტკივილით შენიშნავს ,რომ საზოგადოების ნაწილის მიერ სიმართლის აღქმა დამახინჯებულია :
"თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:"
"ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
საბედნიეროდ ავტორმა იცის,რომ ქართული საზოგადოება მხოლოდ ბოროტი და ბრიყვი ადამიანებისგან არ შედგება და ამიტომ ის აპირებს გააგრძელოს სიმართლის სამსახური და ნაკლოვანებების მორიდებლად მხილება,თუნდაც საუბარი იყოს მთელი ერის ნაკლზე.
"ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია "
ჩანგური
• აკაკი წერეთლის ლექსი "ჩანგური " დაწერილია 1871
• სათაურში ნახსენები "ჩანგური" არის პოეტის ჩანგი,პოეტის ქნარი.
• " ჩანგური "ამ ლექსში პოეზიის სიმბოლოა .
• თბილისში მდგარ აკაკის ქანდაკებას სწორედ "ჩანგური " უპყრია ხელთ.
• ლექსი ეძღვნება ან. მუსხელიშვილისას
• ლექსში ავტორი ეხება პოეზიის (როგორც ქვეყნად სიმართლის დამამკვიდრებლის) და პოეტის(როგორც სიმართლის მცველის) დანიშნულებას.
• ლექსის პირველივე სტროფში მკითხველი ეცნობა ავტორის აზრს პოეზიის მისიაზე.
• ჭეშმარიტი პოეზია,როგორც "სიბრძნის ერთ-ერთი დარგი " სიმართლეს და მაღალი იდეალებს უნდა განამტკიცებდეს .სუფთა გრძნობებს უნდა აღვივებდეს.
„მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმინდით ახურებდეს! „
•
ჭეშმარიტი პოეზია („ჩანგური“) მაგნიტივით იზიდავს ადამიანთა სმენას და გულებს. ადამიანთა ცხოვრება სიხარულისა და მწუხარებისგან შედგება. ჭეშმარიტ პოეზიას ორივესთვის უნდა შეეძლოს ხმის აყოლება.
„ერთი ჰქონდეს მას საგანი:
ჰარმონია მისი ხმების
ცხოვრებაში იყოს ბანი
ხან ლხენის, ხან მწუხარების! ‘’
• ჭეშმარიტ პოეტსაც ორ ხმაზე უნდა შეეძლოს თავისი პოეზიის ქნარის აჟღერება, თუ არ სურს ,რომ მისი „ჩანგური’’(პოეზია) უქმად ეგდოს ადამიანებისთვის
• აკაკის მიჩნია,რომ ნამდვილ პოეტის შემოქმედებას შვება უნდა მოჰქონდეს დაჩაგრულებისათვის და დიდი გართულებები მჩაგვრელებისთვის.
„რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით
თვალთ ცრემლები ეშრობოდეს
და მჩაგვრელს კი გულში ძგერით
ისარივით ესობოდეს! ‘’
• იმავდროულად ყველა ჭეშმარიტ პოეტს დიდი სიმტკიცე , სიმამაცე და ვაჟკაცობა მოეთხოვება.სიმართლეს ხომ ბევრი ძლიერი მტერი ჰყავს ყოველთვის.
„გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვისმე მივეფერო,
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!...
(აქ ჩანს პოეტის სიმტკიცე და პრინციპულობა)
რაგინდ ბედით ვიყო კრული,
საშინელიც მექნეს ბოლო, -
არ შედრკება ჩემი გული,
გინდა ქვითაც ჩავიქოლო!
(აქ ჩანს პოეტის სიმამაცე)
სხვისი ლხინით ხომ ვიხარებ,
თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,
და მაინც არ აღვიარებ
შავს თეთრად და თეთრსა შავად!
(აქ ჩანს პოეტის ვაჟკაცობა)
„პოეტი“ -ილია ჭავჭავაძე
• ილია ჭავჭავაძის ლექსში "პოეტი " საუბარია პოეტის დანიშნულებაზე.
ავტორის აზრით ,პოეტები ღმერთის გამოგზავნილები არიან ამ ქვეყნად ,თანაც განასკუთეებული მისიით.
"არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა. "
• პოეტი ტკბილი ხმით მგალობელი ფრინველი არავის ეგონოს.ყოველი პოეტის პოეტური ნიჭი ღვთისგანაა და ეს ნიჭი ერისთვის სწორი გზის ჩვენებას ხმარდება.პოეტი ერის სულიერი წინამძღოლია,ნათქვამია ამ ლექსში.
"მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა. "
• ყველა ნამდვილ პოეტს გულში ღვთიური სიყვარულის ცეცხლი უღვივის.(ეს ლექსის მთავარი მომენტია).ამ ღვთიური სიყვარულის წყალობით ჭეშმარიტი პოეტი თავის ხალხთანაა ყოველთვის. ნამდვილი პოეტის სული ერის ტანჯვის გამო იწვის, გული კი ერის ბედნიერებით თუ უბედურებით იდაგება გამუდმებით.
"დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული... „
• პოეტის გულში რაღაც მომენტებში ღვთიური სიყვარულის ცეცხლი განსაკუთრებული ძალით იფეთქებს ხოლმე,ეს ის ბედნიერი წამებია,როცა პოეტი ქმნის ისეთ პოეტურ ნაწარმოებებს,რომლებსაც რეალურად შეუძლიათ ერს ტანჯვა შეუმსუბუქონ.
"მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა! „
„პოეტი“ -აკაკი წერეთელი
• ლექსში "პოეტი " აკაკი წერეთელი კიდევ უფრო ავითარებს საკუთარ აზრს პოეტის დანიშნულებაზე
• მან იცის,რომ პოეტი ადამიანებს ხან შეშლილი ჰგონიათ და ხან ბრძენი.
• აკაკი ეთანხმება ადამიანების აზრს პოეტზე და განმარტავს ცნებას პოეტი. პოეტი "გარემოების საყვირი " და ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალია.
"ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა. "
აქ საყვირი-პოეტის სიმბოლური სახეა (ისევე როგორც "ჩანგური" იყო პოეზიის სიმბოლო)
"გარემოების საყვირი" კი ნიშნავს იმას,რომ ამ "საყვირის"(პოეტის) ამოქმედებას(შეწმოქმედებას) იწვევს გარემო,რეალობა.
• ავტორი ამ ლექსის მე-2 სტროფში "არაპოეტებს" მიმართავს
„ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა;
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა. „
და უხსნის „არაპოეტებს“ ,პოეტის მიერ შექმნილი პოეტური სახეები ,მისი გრძნობების ანარეკლია
„ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია:
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია. „
(აქ გვახსენდება, რომ სინამდვილის ასახვა რეალიზმის საპროგრამო მოთხოვნაა. და რომ სინამდვილის ასახვის მოთხოვნამ პოპულარული გახადა რეალისტური ხელოვნების შედარება სარკესთან. პირველი ვინც ეს გააკეთა იყო სტენდალი)
აკაკის განმარტებით პოეტი თავისი სიტყვებით გადმოსცემს სხვათაგან(წინაპართაგან თუ თანამედროვეთაგან) გაგონილს ან საკუთარი თვალით ნანახს , აღქმულს და გააზრებულს
„ენაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაუგონია;
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია! „
ლექსი „პოეტი“ სრულდება სტროფით
"თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა."
"შუაკაცი ვარ უბრალო", რა თქმა უნდა, თავდამდაბლურად და ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი.რადგან აქ შუამავლობა ღმერთთან შუამავლობას გულისხმობს,რაც უბრალო მოკვდავს „არაპოეტს“ არ შეუძლია.
ჩვენ მიმოვიხილეთ ილია ჭავწავაძის და აკაკი წერეთლის შეხედულებები პოეტისა და პოეზიის დანიშნულებაზე.შეგვიძლია დავასკვნათ ,რომ მათი შეხედულებები აღნიშნულ საკითხებზე ემთხვევა და ავსებს ერთი-მეორეს.
Комментарии
Отправить комментарий