კაზუსი- კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელი
 
  კავკასიური  ნაგაზის  ლეკვები  ( ე . ზარნაძე )   დავითმა  2010 წელს  მეზობელ  გიორგის  მოპარა  კავკასიური  ნაგაზის  სამი  ლეკვი  და  მეზობელ  სოფელში  მცხოვრებ  თამარს  მიჰყიდა . ლეკვების  მშობლებს  ჩემპიონის  ტიტული  ჰქონდათ   მოპოვებული  ძაღლების  სხვადასხვა  გამოფენასა  თუ  შეჯიბრზე . მეორე  წელს  მოპარულ  კავკასიურ  ნაგაზებს  შეეძინათ  ლეკვები , რომელთაგან  ორი  გადაურჩა  ვირუსისაგან  სიკვდილს . ერთი  ლეკვი  თამარმა  გაყიდა  რამდენიმე  თვეში  ( იმავე  2011 წელს ) 300 ლარად , ხოლო  მეორე  დაიტოვა . დავითი , აღნიშნული  მართლსაწინაარღმდეგო  ქმდებისათვის , სასამართლოს  2012 წლის  12 აპრილის  განაჩენით  დამნაშავედ  ცნეს .  ამავე  განაჩენით  დადგინდა , რომ  თამარმა  არ  იცოდა  იმის  შესახებ , რომ  მან  მოპარული  ძაღლები  შეიძინა .  გიორგიმ  მოსთხოვა  თამარს  მოპარული  სამივე  ნაგაზის  დაბრუნება .  გიორგიმ  მოითხოვა  ასევე  ლეკვის  გადაცემაც  და  გაყიდული  ნაგაზის  ღირებულების  ანაზღაურებაც  თამარისაგან ,  რაზედაც  თამარისაგან  უარი  მიიღო .  თამარმა  ნაგაზების  გადაცემასა  და  ...