ტაძარი ღვთისა
იცით ფარისეველი როგორ ამოიცნოთ? ადვილი საქმეა,უადვილესი. დილიდანვე მიდიხართ ქალაქის ცენტრში აღმართულ საკულტო შენობასთან და უცდით როდის მოგროვდება ხალხი,შემდეგ ყველას გასაგონად ამბობთ:"დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე მას სამ დღეში აღვადგენ". განსაკუთრებით დამაჯერებლად გამოთქვით"აღვადგენ" თქვით და დაელოდეთ.ვინც თქვენკენ ხელს გამოიშვერს და დაიძახებს"ჯვარს აცვით ეგო",აი,ის იქნება კიდეც ფარისეველი.უტყუარი მეთოდია ,ბევრჯერ შემოწმებული.პირველად იესო ნაზარეველმა გამოიყენა და საკმაოდ წარმატებითაც. საკულტო ნაგებობები დღესაც ბლომად შენდება და ხალხიც ძველებურად იკრიბება მათ წინ,ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.აგერ ახლახანს არ იყო ილია ჭავჭავაძეც,რომ ჯვარს ეცვა კერპთაყვანისმცემელთა ხელიდან? ფარისევლებს რაში აინტერესებთ,რომ ტაძარში იესო საკუთარ სხეულს გულისხმობდა და აღდგენაში მკვდრეთით აღდგომას.ჰოდა შეასრულა კიდეც დანაპირები. ოცი საუკუნეა ცოცხლობს იესოს სახელი. მართალია ილია მართალს სიტყვასიტყვით არ უთქვამს მსგავსი რამ,მაგრამ...