განათლების უფლება[მუხ.27-ე]

 




 

მუხლი 27. განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება

 

1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.

 

 

           შესავალი:[წასაკითხად]

 

·        განათლება, როგორც წესი, პროფესიის დაუფლების წინა საფეხურია, ორივე ერთად კიცხოვრებაში ინტეგრირების შემადგენელი ნაწილი

·        განათლების უფლება’’ სოციალური უფლებების კატეგორიაში მოიაზრება.

·        ეს, რასაკვირველია, განპირობებულია სახელმწიფოს ვალდებულებებით, ერთი მხრივ, შექმნას განათლებისათვის საჭირო პირობები (ინფრასტრუქტურა, პროგრამების ჰარმონიზაცია, განათლების ხარისხის კონტროლი და სხვა) და, მეორე მხრივ, მისცეს ფინანსური შესაძლებლობა ნიჭიერ და ღარიბ ფენებს, მიიღონ შესაბამისი განათლება.

·        ჩვენ ვერ დავეთანხმებით გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის მიხედვით, განათლების უფლება არის პირადი უფლება, რადგან დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის ნებაზე, იყოს განათლებული და მოახდინოს ამ უფლების რეალიზაცია საკუთარი ნებით.

·         თუ ამ თვალსაზრისს გავიზიარებთ, მაშინ ისეთი კონსტიტუციური უფლება, როგორიცაა, მაგალითად, შრომის უფლება, შეიძლება ჩავთვალოთ პირად უფლებად, რადგან შრომას ადამიანს არავინ აიძულებს, მას შეუძლია დასაქმდეს ან არ დასაქმდეს და მთელი ცხოვრება უქმად გაატაროს. ეს მისი უფლებაა.

·        ამ გაგებით, მაგალითად, სადაზღვევო მომსახურების გამოყენებაც ადამიანის უფლებაა, მას ის ან გამოიყენებს ან არა.

·        ამიტომ, ამა თუ იმ უფლების სოციალურ უფლებებად აღიარებისათვის განმსაზღვრელი ის კი არ არის, რომ მისი გამოყენების თავისუფლება ყოველ ადამიანს აქვს და ამ უფლებას იგი გამოიყენებს ან არ გამოიყენებს, არამედ უმთავრესია, მოცემული უფლების რეალიზაციას სახელმწიფომ ფინანსურად დაუჭიროს მხარი.

·        სოციალური უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია შეუძლებელია სახელმწიფოს  მხარდაჭერის გარეშე.

·        განათლების უფლება სოციალური უფლებაა იმ გაგებით, რომ მისი რეალიზაცია დამოუკიდებლად ყველას არ შეუძლია, ამიტომ დებულება სწავლა-განათლების გარკვეული დოზით დაფინანსების შესახებ თითქმის ყველა ცივილიზებული ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული.

·        გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27- მუხლის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით, დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება, მხოლოდ ადამიანის უფლებაზე არ არის დამოკიდებული. ეს არის პირდაპირი კონსტიტუციური ვალდებულება.

·        განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია, ხაზგასმულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვით, განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი[„განატლების სისტემის’’] შექმნა კი ასეთი სახელმწიფოს უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი.

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად სოციალურ უფლებასა და ცივილიზებული კაცობრიობის აღიარებულ ღირებულებას

 

[ სასწავლად-აქედან]

„განათლების უფლებასთან’’ დაკავშირებული  პრინციპები

 

·        საქართველოს კონსტიტუციის 27- მუხლი განსაზღვრავს განათლებასთან დაკავშირებულ ფუძემდებლურ პრინციპებს.

·        ამ მუხლის ანალიზი გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია გამოიყოს რამდენიმე ასეთი  პრინციპი:

 

 ) განათლების სფეროში თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი;

 ) განათლების ფორმები;

 ) სახელმწიფოს მხრიდან განათლების დაფინანსების პრინციპი;

 

 

ქვემოთ მიმოვიხილავტ  „განათლებასთან“ დაკავშირებულ ამ პრინციპებს

 

 

 

ა)„განათლების უფლების“- „თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი ‘’

 

·        საქართველოს კონსტიტუციის 27- მუხლის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით: ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი[განათლების] ფორმის არჩევის უფლება

·        კონსტიტუცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყოველი ადამიანი, განათლების ფორმის არჩევის უფლებით”, თვითონ, გონებრივი ნიჭისა და უნარის მიხედვით, ირჩევს მისთვის სასურველ პროფესიას.

·        პროფესიის არჩევაში ყველა თავისუფალია.

·         სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეზღუდოს ვინმე პროფესიის არჩევაში.

·        სამწუხაროდ, ამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში დაიწყო განათლების რეფორმა, დამკვიდრდა პროფესიის არჩევის მიუღებელი ფორმა, საქმე ისაა, რომ აბიტურიენტების უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ირჩევდნენ მათთვის სასურველ სპეციალობას, ირიცხებოდა სხვა ფაკულტეტზე, ეს, თავისთავად, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 27- მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას განათლების ფორმის არჩევის შესახებ.

·        საქართველოს კონსტიტუცია 27- მუხლის პირველი პუნქტით განათლების სფეროში ამკვიდრებს კონსტიტუციურ  თანასწორობის პრინციპს.

·         ყველა[ მათ შორის, უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში] თანასწორია (ანუ აქ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11მუხლის ფუძემდებლური კონსტიტუციური პრინციპი) და აკრძალულია ყოველგვარი დისკრიმინაციული ღონისძიებები განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევაში.

·        სხვა „სოციალური უფლებებიდან  თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის აღიარებითა და გამოყენებით განათლების უფლება გამოირჩევა.

·        კონსტიტუციით ყველას ეძლევა თანაბარი შანსი, მიიღოს მისთვის ხელსაყრელი განათლება (ანუ პროფესია, კვალიფიკაცია).

·         საქართველოში განათლების საყოველთაო უფლებით სარგებლობენ უცხოელები. მათ ეს სურვილი გაუჩნდათ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები განათლების სფეროში. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართული განათლების სისტემა მიმზიდველი გახდა არამოქალაქეებისთვისაც, რომლებიც შორეული ქვეყნებიდან ჩამოდიან, რათა მიიღონ კვალიფიციური განათლება.

·        თუმცა,მაინს  უნდა ითქვას, რომ განათლების სფეროში სრული კონსტიტუციური თანასწორობა არ არის გათვალისწინებული. მართალია, 27- მუხლის პირველი ქვეპუნქტი განათლების უფლებას ყველა ადამიანს ანიჭებს, მაგრამ იმავე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოს მოქალაქეებთან  ვერ იქნებიან თანასწორნი, ვინაიდან კონსტიტუცია პროფესიული და უმაღლესი განათლების დაფინანსებას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის(!) ითვალისწინებს.

·        თუმცაუმაღლესი განათლების შესახებკანონი არამოქალაქეებსაც აძლევს დაფინანსების შანსს (დაწვრილებით იხ. ქვემოთ)

ბ)   განათლების კონსტიტუციური ფორმები

 

·        საქართველოს კონსტიტუციის 27- მუხლის მე-2 ქვეპუნქტი განამტკიცებს ზოგადად განათლების ფორმებს. ესენია: ) სკოლამდელი განათლება [დაწყებითი] ) ზოგადი განათლება[საბაზისო]; ) პროფესიული განათლება და ) უმაღლესი განათლება.

·        თავის მხრივ, განათლების ეს ფორმები იყოფიან ქვესაფეხურებად;

 

 

        „სკოლამდელი აღზრდა და   განათლება [ანუ „საბავშვო ბაღები’’]

 

·        საქართველოს კონსტიტუციის 27- მუხლის მე-2 ქვეპუნქტის პირველი წინადადება განამტკიცებს, რომ სახელმწიფო, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სკოლამდელ აღზრდას და განათლებას“

·        ქართული სახელმწიფო სკოლამდელ აღზრდას და განათლებას’’ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მას ერთერთ პრიორიტეტად განიხილავს.

·        ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა  სკოლამდელი განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტისფარგლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის[იგულისხმება „საბავშვო ბაღები’’ ]  რამდენიმე მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური დოკუმენტი შეიმუშავა.

·        მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

a.    საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო”;

b.    სკოლამდელი განათლების პროგრამა”;

c.    სკოლამდელი ასაკის ბავშვის შეფასების ფორმა”;

d.     სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი”.

 

·        ლექსიკაში თანდათანობით მკვიდრდება სიტყვა სკოლამდელი აღზრდა და  განათლება”, რაც მართებული და მისაღებია.

·         შესაბამისად, შესაძლებელია ითქვას, რომ  განათლების პირველი საფეხური სწორედ სკოლამდელი განათლებაა.

·         სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს შეუქმნას ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სათანადო პირობები[იგულისხმება შენობების რეკონსტრუქცია-განახლება, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა, გამართული სასწავლო პროგრამები, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება]

·        საქართველოში სკოლამდელი აღზრდის ორი სისტემა ჩამოყალიბდა: საჯარო და კერძო.

·        რასაკვირველია, სახელმწიფო ვერ აიღებს თავის თავზე კერძო აღმზრდელობითი დაწესებულებების“[კერძო საბავშო ბაღების]  უზრუნველყოფის ვალდებულებას, თუმცა, სახელმწიფომ  უნდა გააკონტროლოს კერძო  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.

 

ხხხ

 

ზოგადი განათლება’’[ანუ სასკოლო განათლება]

 

·        სკოლამდელი განათლება მოზარდს ზოგადი განათლების მისაღებად ამზადებს.

·         ქართული სახელმწიფო კანონმდებლობით განსაზღვრავს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა“[ანუ სკოლების] სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესებს.

·        ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტის მიხედვით: „ ზოგადი განათლების მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის’’

·        საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს.

·        ზოგადი განათლების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, ზოგადი განათლების საფეხურებია:

 

a.    დაწყებითი (6 წელი),

b.    საბაზო (3 წელი)

c.    და საშუალო (3 წელი).

·        ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირები [ასეთი სამართლებრივი სტატუსები აქვთ საჯარო და კერძო სკოლებს საქართველოში ]

·         სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მიერ მის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს ზოგადი განათლების  სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.

·         სახელმწიფო, კანონმდებლობის საფუძველზე, ქმნის შესაბამის პირობებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნორმალური საგანმანათლებლოსასწავლო პროცესის წარმართვისათვის.

 

 

პროფესიული განათლება

 

·        პროფესიული განათლება თანამედროვე სამყაროს საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად იქცა.

·         პროფესიული სასწავლებლების ფუნქციონირება დადებითი შედეგების მომტანია.

·        პირველ რიგში, ეს საშუალებას იძლევა, პროფესიული განათლება მიიღონ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური საშუალება, ისწავლონ უმაღლეს სასწავლებელში.

·        პროფესიული პროგრამები ადამიანის პროფესიული დახელოვნების ეფექტური და სწრაფი მიღწევის საფუძველია.

·        გარდა ამისა, პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმება უფრო იოლია, ვიდრე იმ მოქალაქეებისა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებენ.(!)

·        პროფესიული განათლება არის შუალედური რგოლი ზოგად და უმაღლეს განათლებას შორის.

·         პროფესიული განათლების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად.

·        პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება სწავლის შედეგების შესაბამისად:

 

) I საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების ერთგვაროვან სიტუაციებში მეთვალყურეობის ქვეშ  შესრულების უნარი;

 ) II საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების გარკვეული დამოუკიდებლობით შესრულების უნარი;

) III საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, განსხვავებულ სიტუაციებში შეასრულოს თავისი მოვალეობები და ადეკვატურად იმოქმედოს წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად;

) IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად, ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე;

) V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას.

 

·        პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სახელმწიფო პროფესიული დიპლომი.

·        პროფესიული სასწავლებლები საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებობენ.

 

 

უმაღლესი განათლება

 

·        საქართველოს კონსტიტუციის 27 - მუხლის მიხედვით, უზრუნველყოფილია, კანონით დადგენილი წესით, უმაღლესი განათლების დაფინანსება.

·        უმაღლესი განათლების შესახებკანონის მე-2 მუხლის15” ქვეპუნქტის შესაბამისად:  უმაღლესი განათლება სრული ზოგადი განათლების შემდგომი საფეხურია, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა დარგში კვალიფიცირებული კადრების მომზადებას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით

·        უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიზანია: ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება და სხვა.

·        უმაღლესი განათლება ძირითადად მოიცავს სამ საფეხურს:  ა)ბაკალავრიატს, ბ)მაგისტრატურას და გ)დოქტორანტურას, ასევე დ)დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას.

·        უმაღლესი განათლება მუდმივ რეფორმირებას განიცდის.

·         განათლების უმაღლესი საფეხურიდოქტორანტურ.

·        დოქტორანტურის სასწავლო-სამეცნიერო კურსის გავლის შემდეგ პიროვნებას ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.

·        განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უნივერსიტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო საქმიანობას, ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის’’ სტატუსის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემოღებულია ან, ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ შემოიღონ დოქტორანტურის პროგრამები.

·        სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში არსებული უნივერსიტეტებიდან თითქმის ყველას ჰყავს დოქტორანტი.

·        სავალალო ისაა, რომ არა თუ დედაქალაქში, სადაც კიდევ შეიძლება მოიძებნონ შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერები, რომლებიც დოქტორანტურის კურსს გაუძღვებიან, ქვეყნის განაპირა მხარეების უნივერსიტეტებში, მოქმედებს დოქტორანტურის პროგრამები და სადისერტაციო საბჭოები (მეორე საკითხია, ვინ არიან ამ საბჭოების წევრები).

·        არის შემთხვევები, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის სტუდენტი ვერ ამთავრებს დოქტორანტურის პროგრამას და ხარისხის მოსაპოვებლად საბუთები გადააქვს სწორედ ამ განაპირა რეგიონის ან დედაქალაქში არსებულ ნაკლებად ცნობილ უნივერსიტეტებში და იქ ცდილობს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობაში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები.

·        დოქტორანტურის პროგრამების განხორციელების უფლება უნდა მიეცეს მხოლოდ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი აკადემიური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

·        დღეს მოქმედი უნივერსიტეტების უმრავლესობაში არ არიან სათანადო კადრები, ამიტომ ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის მათ უხდებათ ხარისხ-დაცული ლექტორების ფორმალურად მოწვევა. რეალურად, ისინი იქ არ მუშაობენ.

·        საჭიროა დოქტორანტურის შესაბამის პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვის ერთიანი სისტემის შემოღება.

·        დოქტორანტურის პროგრამებზე სტუდენტი უნდა ჩაირიცხოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რამდენიმე წელში ყოველი მეორე დოქტორის ხარისხის მქონე იქნება.

·        კიდევ ერთ გარემოებას გვინდა მივაქციოთ ყურადღება. განათლების რეფორმების შედეგად მეცნიერებათა კანდიდატებისსტატუსი, გაუთანაბრესდოქტორისსტატუსს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა იწოდებოდნენ, „დოქტორებად”. რადგან მათ მიერ შესრულებული საკანდიდატო ნაშრომები, თავისი მეცნიერული ღირებულებით, ვერ გაუთანაბრდება სადოქტორო ნაშრომებს.

·         გარდა ამისა, მეცნიერებათა კანდიდატებს არ აქვთ ის მნიშვნელოვანი კომპონენტები შესრულებული, რომლებსაც კანონმდებლობა მოითხოვს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. შესაბამისად, ოფიციალურ დოკუმენტებში უნდა იყოს მითითებული მეცნიერებათა კანდიდატები ან დოქტორთან გათანაბრებულები”. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ განკარგულებაში მეცნიერებათა კანდიდატებიმეცნიერებათა კანდიდატებადაამოხსენიებული.

 

განათლების საბიუჯეტო დაფინანსების კონსტიტუციური უზრუნველყოფა

 

·        საქართველოს კონსტიტუციის 27- მუხლის მე-2 ქვეპუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებას კანონით დადგენილი წესით ზოგადი განათლების ყველა საფეხურის სასწავლო პროგრამების დაფინანსების შესახებ.

·        ზოგადი განათლების ეფექტიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს უმაღლესი მიზანია, ვინაიდან ადამიანს, როგორც მომავალ სრულფასოვან მოქალაქეს, სწორედ ზოგადი განათლება აყალიბებს.

·        აუცილებელია სახელმწიფომ მეტი ფინანსური რესურსი მიმართოს ისეთი პროგრამების დასახვეწად, როგორიცაა : ა)ინკლუზიური განათლება[შშმ პირების განათლება], ბ)სათანადო განათლების მიცემა ეთნიკური უმცირესობებისთვის, აგრეთვე გ)იზრუნოს მაღალმთიან და კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ ბავშვთა, დ)სოციალურად დაუცველ, ე)მრავალშვილიან და ვ)მარჩენალდაკარგულ ბავშვთა განათლებაზე, ასევე ზ)მიუსაფარ ბავშვთა სწავლის დაფინანსებაზე. ასეთი კატეგორიების ბავშვებზე შედარებით მეტი თანხა უნდა იხარჯებოდეს ქვეყნის ბიუჯეტიდან, რადგან მათზე პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფო.

·        სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათთვის კარგი სასწავლო პირობების შექმნა სკოლაში, ასევე აღნიშნული კატეგორიების საუკეთესო აკადემიური მიღწევების მქონე მოსწავლეების გადაყვანა სახელმწიფო ხარჯზე მაღალ-რეიტინგულ სკოლებში და მათი ხელშეწყობა.

·         2007 წლიდან ზოგადი განათლების სფეროში ეტაპობრივად დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა, მანამდე კი სკოლები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებოდა.

·        მართალია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც ითქვა, ცენტრალური საბიუჯეტო დაფინანსებით სარგებლობენ, მაგრამ მათ სხვა წყაროებიდანაც შეუძლიათ თანხების მოზიდვა.

·        ზოგადი განათლების შესახებკანონის მიხედვით, საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე.

·        მიღებული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

·         ზოგადი განათლების სფეროში მოსწავლეთა დაფინანსება ვაუჩერულ სისტემაზე გადავიდა.

·         ზოგადი განათლების შესახებკანონის თანახმად:“ ვაუჩერი სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად.’’

·         სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში.

·         სახელმწიფო დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე.

·        უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლება ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა საფუძველზე.

·        კონსტიტუციის 27- მუხლის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით, ზოგად განათლებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს”. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა ხარჯი, მათ შორის უფასო გახადოს სახელმძღვანელოები, რომელთა ყიდვა ბევრ ოჯახს არ შეუძლია დღევანდელ საქართველოში.

·        პროფესიულ განათლებას აფინანსებს ქ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ბ)აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და გ)ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

·        აღნიშნული  ადინიატრაციული ორგანოები უფლებამოსილია, დააფინანსონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

·         საქართველოს კონსტიტუციის 27- მუხლის მე-2 ქვეპუნქტი ითვალისწინებს უმაღლესი განათლების დაფინანსების კანონით დადგენილ წესს სახელმწიფო სასწავლო გრანტების საფუძველზე.

·        სახელმწიფო სასწავლო გრანტი ‘’ არის სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის[ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის)]  [ან/და პროფესიული]  საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად.

·         უმაღლესი განათლების შესახებკანონის მიხედვით, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

·        სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვს  მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება აკრედიტებულ ან ამ კანონით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

·        უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ან ნაცვალგების პრინციპით.

·        საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტთა სწავლის დაფინანსებას, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნებიან სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიას.

·        საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასეთები არიან: სტუდენტები მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები და . .

·        სახელმწიფო ზრუნავს სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაზე.

·        საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2005 წელს შეიქმნა სასწავლოსამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 400-მდე ქართველი სტუდენტის სწავლა საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

·        პრეზიდენტის სტიპენდიები და სამივლინებო თანხები გამიზნულია იმ ახალგაზრდა მეცნიერთა და წარმატებულ მაგისტრანტთა სტიმულირებისათვის, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, თავს იჩენენ აქტიური სამეცნიერო საქმიანობით და მნიშვნელოვან სამეცნიერო შედეგებს იღებენ

 

ხხხხხხხ

        კანონიუმაღლესი განათლების შესახებ (მუხლები 43, 44);

 

 

   მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 +

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) აბიტურიენტისრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და რომელიც სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

) ავტონომიაუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;

​1) ავტორიზაციაუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;

) აკადემიური თავისუფლებააკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა უფლება, დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება, სამეცნიერო კვლევა და სწავლა;

​1) ატესტაციაპროფესორის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

) მობილობასტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება;

) აკადემიური საბჭოსაჯარო სამართლის იურიდიული პირისუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;

​1) აკადემიური უმაღლესი განათლებაუმაღლესი განათლების კურსი, რომელიც მოიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;

 

) აკადემიური ხარისხიკვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

​1) ერთობლივი აკადემიური ხარისხისაქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად მათ მიერ პირისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შედეგად ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია;

​2) ასოცირებული ხარისხიკვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად;

) აკადემიური წოდებაწოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის;

) აკრედიტაციაუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;

) ასისტენტ-პროფესორიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში;

​1) ასისტენტუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;

) ასოცირებული პროფესორიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;

) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი)ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

) ბაკალავრიმფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;

​1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამააკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;

) ბაკალავრიატიაკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური;

​1) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისაჯარო სამართლის იურიდიული პირისუნივერსიტეტის ან უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით;

​2) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანუნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებადაწესებულება, რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანუნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანუნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში;

) დიპლომიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

​1) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგიმფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა ითვალისწინებს მედიკოსის/სტომატოლოგის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის;

​2) განათლების მაგისტრიიმ აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც პირს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. განათლების მაგისტრის აკადემიურმა ხარისხმა შეიძლება პირს მიანიჭოს მასწავლებლობის უფლება;

​3) ვეტერინარიის მაგისტრიიმ აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც პირს ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება;

) (ამოღებულია);

​1) (ამოღებულია);

​2) დისტანციური სწავლებასაქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე უმაღლესი განათლების მისაღებად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;

) დიპლომის დანართიდოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სტუდენტის მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მიღებული განათლების შინაარსის და საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მისთვის ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად;

) დისერტაციასამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;

) დოქტორანტიპირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში;

) დოქტორანტურააკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხური;

​1) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამააკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არის სასწავლო კომპონენტისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთობლიობა და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-8 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;

) დოქტორიმფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;

​1) ელექტრონული სწავლებასაქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;

) ერთიანი ეროვნული გამოცდაპროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;

​1(ამოღებულია - 20.09.2018, №3438);

​2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელისამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;

) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამასტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა;

) (ამოღებულია);

​1) კოლეჯიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;

​2(ამოღებულია - 20.09.2018, №3438);

) კოეფიციენტი (კოეფიციენტები)უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის (რომელთა) შესაბამისადაც ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად;

) კრედიტიერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;

) (ამოღებულია);

) (ამოღებულია);

) მაგისტრიმფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;

​1) მაგისტრანტისტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში;

​2) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამააკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;

) მაგისტრატურააკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური;

​1) მაგისტრანტობის კანდიდატიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრის ან განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში სწავლის მაგისტრატურაში გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

​2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებლად, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;

​3) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატიდოკუმენტი, რომელიც გაიცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;

​4) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაშესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;

​5) მეცნიერიდამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;

​6) პოსტდოქტორანტიდოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით;

​7) ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამავეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;

​8) ვეტერინარის სერტიფიკატიდოკუმენტი, რომელიც გაიცემა ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;

​9) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაშესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სწავლის შედეგებს და უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების მიღწევას;

​10) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;

​11) სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატიდოკუმენტი, რომელიც გაიცემა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;

​12) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარებაც სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა;

) მოდულისწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას;

) პროფესიული ასოციაციასაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;

) პროფესორიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;

) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებითსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

​1) რანჟირება კოეფიციენტებითსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;

​2) რეგულირებადი პროფესიასაქმიანობა, რომლის განხორციელების წინაპირობა, შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის გარდა, არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება;

​3) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამაპროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი პროგრამების მეშვეობით;

​4) რექტორისახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირშიუმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშიაგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირშიუმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშიაგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე;

​5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი)უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები, მათ შორის, ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

​6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაკომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა);

​7) სადისერტაციო საბჭოდოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში ან ამ კანონის IV​3 თავით დადგენილი წესით;

​8) (ამოღებულია);

​9) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამასაგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის, სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მათთვის შესაბამისი სპეციალობით კვალიფიკაციის მინიჭება;

​10) სახელმწიფო სასწავლო გრანტისახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისთვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;

​11) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლებაუმაღლესი განათლება, რომლის მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში სპეციალისტების მომზადება;

​12) სასპორტო უმაღლესი განათლებაუმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება;

​13) (ამოღებულია);

​14) სტუდენტიპირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანუნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირშისამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირშისამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, და საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

​15) უმაღლესი განათლებასრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6−მე-8 დონეების შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას და დასტურდება კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;

​16) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაუმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს;

​17) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

​18) უნივერსიტეტიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ან აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;

​19) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული შეიძლება არსებობდეს ფაკულტეტის, სკოლის, ინსტიტუტის, ამ კანონის IV​3 თავის შესაბამისად შექმნილი საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სახით;

​20) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოსაჯარო სამართლის იურიდიული პირისუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (გარდა საერთაშორისო სკოლისა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლისა) წარმომადგენლობითი ორგანო;

​21) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირისუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო;

​22) ხარისხის უზრუნველყოფაშიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას;

​23) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი)დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმებისა და ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;

​24) საერთო სამაგისტრო გამოცდასაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;

​25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული;

​26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარისაერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩასატარებელ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად;

​27(ამოღებულია – 22.03.2013, №388);

​28) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვითსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;

​29) სამაგისტრო გამოცდასამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;

​30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამისაერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი;

​31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირებასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომსამინისტრო) მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით რანჟირებული, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე;

​32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტისაქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით;

​33) სასწავლო უნივერსიტეტიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურისმაგისტრატურისსაგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;

​34(ამოღებულია - 20.09.2018, №3438);

​35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შეძენა, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

​36(ამოღებულია - 20.09.2018, №3438);

​37) რეგენტთა საბჭოსაქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ ზედამხედველობით უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით;

​38) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდისახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი;

​39) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

​40) საზღვაო უმაღლესი განათლებაუმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;

​41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლებამართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს;

​42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებამართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა;

​43). (ამოღებულია - 21.07.2018, №3271);

​44) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამასაგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მიზნად ისახავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

​45) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისაქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

​46) საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაუმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება;

​47) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი − საჯარო სამართლის იურიდიული პირისქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებსაქართველოს კანონით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება;

​48) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამასაგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას/დაწესებულებებს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, აგრეთვე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანუნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას/საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ დოკუმენტები;

​49) სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამასამინისტროს ან სამინისტროს მიერ განსაზღვრული, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების, მიერ განხორციელებული პროგრამა, რომელზე ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა დასაქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღესოკუპირებული ტერიტორიების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლება ან საბაზო ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

​50) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შექმნის საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და რომელიც უკავშირდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე;

​51) საერთაშორისო სკოლაამ კანონის IV​3 თავის შესაბამისად, სამინისტროს თანხმობით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელსაც მართავს საერთაშორისო სკოლის მმართველი;

​52) საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაამ კანონის IV​3 თავის შესაბამისად, სამინისტროს თანხმობით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელსაც მართავს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი;

​53) საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველიუცხო ქვეყანაში დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის შექმნამდე ჰქონდა საქართველოში ან უცხო ქვეყანაში საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის (სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და სხვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ან საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების ან ზედამხედველობის) არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას მართავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

 

    მუხლი 43. სტუდენტის უფლებები

 +

1. სტუდენტს უფლება აქვს:

) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

(ამოღებულია – 17.06.2011, №4792);

) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად;

) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს მინისტრი;

​1) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას განაგრძობს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;

) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

1​1 . თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა ამ დაწესებულებაში სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.

1​2მსჯავრდებულ სტუდენტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულ სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში შეიძლება შეეზღუდოს ამ მუხლის პირველი პუნქტის“, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები.

2. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ქმნის შესაბამის პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი  პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრებაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებსაქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, ამ კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის წესდებით განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

9. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

) მიაწოდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

10. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისმა ორგანომ.

11. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

13. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 

სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „და“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით,

 სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებებით. 

მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი უფლებამოსილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მიმღები მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშიაგრეთვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

14. დაუშვებელია მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშიგარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული 

შემთხვევისა.

15. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს:

) სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება აქვს:

.) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ უცხო ქვეყანაში წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას;

.) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას, თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერება აუცილებელია და ის ინიციირებულია იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი;

) ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის, მშობიარობის ან/და ბავშვის მოვლის შემთხვევაში, ხოლო თუ ის არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტიჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე;

) მობილობის უფლებით სარგებლობა შეუძლია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დროს ნებისმიერ სემესტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

16. თუ პირი, რომელიც სწავლობს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გათავისუფლდება ადმინისტრაციული ორგანოდან, მას სტუდენტის სტატუსი შეუწყდება შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ.

 მუხლი 44. სტუდენტის ვალდებულებები

 

სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი.

 

სილაბუსით ასევე მოგეთხოვება :

·  კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ (მუხლები 2 „ო“, 8, 13, 17);

·  კანონიპროფესიული განათლების შესახებ (მუხლები 8-101).

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები