საკუთრების უფლება [მუხ.19-ე] ჩარევა "საკუთრების უფლებაში''

 



საკითხები:

1.    " საკუთრების უფლების" არსი;

2.     "საკუთრების უფლების" შეზღუდვა;

3.     "საკუთრების უფლების' ჩამორთმევა "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას";

4.    " საკუთრების უფლების" ჩამორთმევა "გადაუდებელი აუცილებლობისას";


  მუხლი 19. საკუთრების უფლება

1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.   


შესავალი: 

·        კონსტიტუციის 19- მუხლით დაცულია[კერძო]“ საკუთრების უფლება“ (!)

·        19- მუხლით დაცულ სფეროში ექცევა ასევე მემკვიდრეობის უფლება.(!)

·          ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის 19- მუხლით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება.(!)

·         საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ თავის გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ უკანონოდ შეძენილი საკუთრება ვერ ჩაითვლებოდა კონსტიტუციის 19- მუხლით დაცულ სიკეთედ.

 

·        საკუთრება კანონიერად’’ მაშინ ჩაითვლება, თუ ის შეძენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

·        კონსტიტუციის 19- მუხლის პირველი პუნქტით, საკუთრების უფლების მოქმედება მხოლოდ პირსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის რეგულირებით არ შემოიფარგლება.

·        კონსტიტუციის 19- მუხლის გარანტიები ასევე ვრცელდება კერძო სამართლებრივ პირთა შორისურთიერთობებზე


1.საკუთრების უფლების არსი

·        თანამედროვე სამართლის ფილოსოფიაში არსებობს საკუთრების უფლების ორგვარი გაგება (თუ არ ჩავთვლით საკუთრების სოციალისტურ გაგებას).

·        სამართლის ლიტერატურაში ძირითადად ვხვდებით:

 

1)     საკუთრების ლიბერალური, "ბუნებითი სამართლის'' პრინციპებზე დაყრდნობილ კონცეფციას

 და

2)     საკუთრების "პოზიტიურ" და იმავდროულად "სოციალურ'' ხედვაზე აგებულ კონცეფციას.

 

·        საკუთრების ცნება [ლიბერალური კონცეფციით] განიმარტება, როგორც ჯერ კიდევსახელმწიფოებრიობამდეარსებული ადამიანის უფლება.

ამგვარი უფლებები სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობს, რადგან ის სახელმწიფოს არ შეუქმნია (ადამიანის უფლებათა ბუნებითი თეორია). საკუთრება ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია ნაწილია პირადი თავისუფლებისა.

ამ თეორიის თანახმად, თუ სახელმწიფო ადამიანს არ ანიჭებს თავისუფლებას, სიცოცხლეს’’ ან საკუთრებას და ეს უფლება-თავისუფლებები თავისუფალია, მაშინ მათი შეძენაც არ უნდა იყოს სახელმწიფოზე დამოკიდებული, ანუ მის მიერ რეგულირებული.

 

·        ამ კონცეფციისაგან განსხვავებით, საკუთრების უფლებას "პოზიტიურ-სოციალური სახელმწიფოს'' თეორიის მომხრეები შემდეგნაირად განმარტავენ:.

 

საკუთრების უფლება არის მესაკუთრის უფლება, )ისარგებლოს, ბ)ფლობდეს და გ)განკარგოს თავისი საკუთრება.(!)[საზეპირო]

საკუთრების უფლების ამ ფუნქციებიდან გამომდინარე, ამ პროცესის თანმდევია ის, რომ ერთი პირის "საკუთრების უფლება'' თავისთავად ზეგავლენას ახდენს გარშემო მყოფებზე, საზოგადოების სხვა წევრებზე.

სწორედ ამაზეა[ამ ზეგავლენაზეა] დაფუძნებული კანონმდებლის უფლებამოსილება (ან თუნდაც მისი კონსტიტუციური ვალდებულება), დაარეგულიროს საკუთრების სამართლებრივი მხარე.

2.    "საკუთრების უფლების" შეზღუდვა

საკუთრებას სოციალურ სახელმწიფოში, მესაკუთრის ერძო ინტერესების დაკმაყოფილების პარალელურად, აქვს სოციალური ფუნქცია(!).


საქართველოს კონსტიტუციის 19- მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები  ითვალისწინებენ საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების ა)შეზღუდვას და საკუთრების ბ)ჩამორთმევას”.


 მუხლი 19. საკუთრების უფლება


2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ა)კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბ)სასამართლოს გადაწყვეტილებით ან გ)ორგანული კანონით დადგენილი "გადაუდებელი აუცილებლობისას'', წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.




·        კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების უფლებაში   ჩარევა დასაშვებია მხოლოდ 19- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში.

·        სახელმწიფოს ვალდებულებაა თავისი პოლიტიკა კონკრეტულ სფეროში დაუქვემდებაროს მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ე.წ. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შინაარსს ,ამასთნ იმგვარად,რომ არ დაირღვეს  საკუთრების უფლების’’ არსი.

·        ყოველი მესაკუთრის ვალდებულებაა ითმინოს მისი საკუთრების უფლებაში სახელმწიფოს ასეთი ჩარევები.

·        ხოლო  ისეთი ჩარევის კონსტიტუციურობას, რომელიც არც შეზღუდვაა’’ და არც ჩამორთმევა’’, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის 19- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით განიხილავს.

·         თუმცა, ამ მხრივ სასამართლოს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა კრიტერიუმებით უნდა შემოწმდეს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემული  ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა.

·        საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საკუთრების უფლების ხელყოფა მე-2 ან მე-3 პუნქტების დარღვევით ავტომატურად ნიშნავს პირველი პუნქტის დარღვევასაც

·        საკუთრების უფლების შეზღუდვისას’’ ან საკუთრების ჩამორთმევისას საქმე გვაქვს „საკუთრების უფლებაში’’ ჩარევასთან, რომლებიც,  კონსტიტუციურ სტანდარტებთან მიმართებით მათი  შედარების შემდეგ  შესაძლოა გამართლდეს ან პირიქით.

·        რაც შეეხება საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების  უფლების გაუქმებას(!)[სახელმწიფოს მიერ], ამ შემთხვევაში სახეზეა მთლიანად კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგის გარკვეულიდაძლევა“[ანუ სრული განუკითხაობა]

 

·        შენიშვნა მე-3 პუნტში ნახსენებ „ორგანულ კანონში  ‘’ იგულისხმება : საქართველოს ორგანული კანონი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” (იხ.მუხლები  2, 3, 6, 8);

 

"საკუთრების უფლებაში''ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება 

·        როგორც მუხლის შინაარსიდან ჩანს, საქართველოს კონსტიტუციის 19- მუხლი არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია.

·        კონსტიტუციის 19- მუხლის შეზღუდვა კანონმდებლის მიერ მხოლოდ განსაკუთრებული წინაპირობებით არის შესაძლებელი.

·        ეს არის 19- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით მკაცრად გაწერილი ფორმალური და მატერიალური ზღვარი.

·        კონსტიტუციის 19- მუხლის მე-2 პუნქტით კანონმდებელი უშვებს ამ მუხლის დაცული სფეროს შეზღუდვას.(!)

·        ხოლო კონსტიტუციის 19- მუხლის მე-3 პუნქტი საკუთრებას უქვემდებარებს ჩამორთმევას(!)

·        კანონმდებელი მკაცრად და ძალიან ნათლად ადგენს შეზღუდვისა და ჩამორთმევის კრიტერიუმებს.[იხ. ზემოთ მე-2 და მე-3 ნაწილში გახაზული ეს კრიტერიუმები: „საჯარო ინტერესები’’,“ორგანული კანონით დადგენილი აუცილებლობები’’,“კანონით გათვალისწინებული შემთხვევები’’,“სასამართლო გადაწყვეტილებები’’]

 

კონსტიტუციის 19 - მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა

·        19- მუხლის მე-2 პუნქტით: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

·         იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ჩარევა იყოს კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებადი, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ა)ფორმალურ და ბ)მატერიალურ კრიტერიუმებს.

 

უნდა არსებობდეს ჩარევისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება[მატ. კრიტერიუმი]

და

 უნდა იყოს კანონით დადგენილი  შეზღუდვის როგორც კონკრეტული  შემთხვევები,ისე  წესები [ფორ. კრიტერიუმი]

ყურადღება:

თუმცა, შეზღუდვა ამ ორი კრიტერიუმის არსებობის შემთხვევაშიც ვერ ჩაითვლება კონსტიტუციურ-სამართლებრივად, თუ იგი დაარღვევს საკუთრების უფლების არსს.

 

საკუთრების უფლების არსი  შეზღუდვამ რომ არ დაარღვიოს საკუთრების უფლების შეზღუდვისას აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპი უზრუნვველყოფს  რაიმე თავისუფლებისა[უფლების[ და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. მას[თანაზომიერების პრინციპს] კონსტიტუციური კონტროლისთვის აქვს არსებითი მნიშვნელობა;

საკუთრების უფლების შეზღუდვა სახელმწიფოსთვის არ არის მიზანი, ესაა საზოგადოებისთვის სასარგებლო მიზნის მიღწევისთვის განსაზღვრული საშუალება.

როდესაც საკუთრების უფლების შეზღუდვა თვითმიზნად გადაიქცევა, ან მისაღწევი მიზანი არ ამართლებს მას, როგორც საშუალებას, მაშინ საკუთრების უფლების შეზღუდვა სცდება კონსტიტუციურსამართლებრივ ფარგლებს.[ასეთ დროს ირღვევა სწორედ „საკუტრების უფლების არსი’’]

 

 

საკუთრების უფლები შეზღუდვის მატერიალური ფა ფორმალური კრიტერიუმების მიმოხილვა

 

·        კონსტიტუცია არ იძლევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მკაცრ დეფინიციას.

·        ამ ცნების შინაარსის განსაზღვრა ცალკეულ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს და მისი შინაარსი ცვალებადია აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად.

·        ამასთანავე, „მოქმედება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მაინც და მაინც არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

·        კანონმდებელიაუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვისშეიძლება მოქმედებდეს, მაშინაც როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები.

·        ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს  ახალ ნორმაში, თუ რააუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვისიღებს მას.

·        აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისარსებობა შეიძლება გაირკვეს ახალი ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად”.

·         როგორც ზემოთ აღინიშნა, 19- მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა შეზღუდვის პროცესში საკუთრების უფლების არსის შენარჩუნებაა: ანუ კანონმდებლის მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვისას არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

·        საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, „საკუთრების უფლება, რომელიც კანონმდებლის მიერ განსაზღვრებად უფლებას წარმოადგენს, კანონმდებლის მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის შედეგად არ უნდა გადაიქცეს უფლებად, რომელიც უმეტესწილად სწორედ საკანონმდებლო რეგულირებაზე იქნება დამოკიდებული. საბოლოო ჯამში, თავიდან უნდა იქნეს აცილებული თავად უფლებით დაცული სფეროს ძირითადი არსის გამოფიტვა”.

·         საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ ადრინდელ გადაწყვეტილებაში  მკაფიოდ განაცხადა, რომ შეზღუდვის ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს.

·        აღნიშნული ელემენტი არის იმდენად მყოფადი, მდგრადი და უალტერნატივო, შეზღუდვა საზოგადოებრივი აუცილებლობითაც რომ იყოს გამოწვეული და იმავდროულად მას კანონიც ითვალისწინებდეს, თუ ირღვევა საკუთრების უფლების არსი, ჩარევა განხორციელდება ყოველთვის არაკონსტიტუციურად.

·        კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებას აქვს ფორმალურ-სამართლებრივი ზღვარი.

·        კანონმდებელი ადგენს დაცულ სამართლებრივ სიკეთეში ჩარევის ფორმალურ საფუძველს: კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით”. რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარევა გაუმართლებელი იქნება.

·        ფორმალური შესაბამისობა უპირველესად გულისხმობს შემზრუდველი კანონის მიღების პროცედურას და ფორმას.

·        ფორმალური შესაბამისობის შემოწმებისას უნდა გაირკვეს, კონსტიტუციის 19- მუხლის შემზღუდავი კანონი არის თუ არა ამისათვის დადგენილი პროცედურის დაცვით მიღებული.

·        გარდა ამისა, კანონი უნდა აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობენ. „ზოგადად, კონკრეტული კონსტიტუციური უფლების შინაარსის კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებში განსაზღვრისთვის კანონმდებელი ვალდებულია, მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულობის’’ მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას”.

·         ისევე როგორც სხვა კონსტიტუციური უფლებები, საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომიც თანაზომიერების პრინციპია.

·        ადამიანის უფლებათა სამართლის თეორიაში აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს.

·        თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.(!) ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს.(!) დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.(!)

                 

კონსტიტუციის 19 - მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევა

·        საკუთრების უფლების შეზღუდვისაგან განსხვავებით, საკუთრების უფლების ჩამორთმევას კონსტიტუცია გაცილებით უფრო მკაცრ მოთხოვნებს უყენებს.

·        კერძოდ კი კონსტიტუციის 19- მუხლის მე-3 პუნქტით საჭიროა: 1) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, 2) კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევა, 3) სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, 4) წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით 5) ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

·        როგორც კონსტიტუციის 19- მუხლის მე-3 პუნქტის ტექსტიდან ჩანს, კანონმდებელი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

·         აღსანიშნავია, რომ პირველი ორი მოთხოვნა კონსტიტუციის მე-2 და მე-3 პუნქტში ტექსტობრივად მეორდება.

·         მიუხედავად ამისა, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება კანონმდებელს შინაარსობრივად იდენტურ მოთხოვნას არ უყენებს.

·        ეს ტერმინი შეზღუდვისას (ანუ მე-2 პუნქტში) და ჩამორთმევისას (ანუ მე-3 პუნქტი) სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს.(!)

·        საკუთრების შეზღუდვისას კანონმდებელი უფრო ფართო უფლებამოსილებებით სარგებლობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჩაითვალოს და რა არა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად.

·        კონსტიტუციის 19- მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება უფრო ფართოდ უნდა იქნეს გაგებული, ვიდრე იგივე ტერმინი კონსტიტუციის 21- მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის

·        ამავე დროს, განსხვავებით საკუთრების უფლების შეზღუდვისაგან, კონსტიტუცია მოითხოვს, რომ ჩამორთმევის შემთხვევები გაცილებით უფრო ამომწურავად იყოს კანონით გაწერილი.

·        როგორც ზემოთ აღინიშნა, საკუთრების უფლების შეზღუდვა წარმოადგენს[არის] ზოგადად საკუთრების ობიექტით სარგებლობის უფლების ფარგლების დადგენას, სამართლებრივი რეჟიმის შექმნას.

·        აქედან გამომდინარე, საკუთრების უფლების შეზღუდვა ზოგად ხასიათს ატარებს,

·        მაშინ როდესაც საკუთრების ჩამორთმევისას სახელმწიფო მოქმედებს ინდივიდუალურად და ერთჯერადად.

·        საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელია კომპენსაცია, შეზღუდვისას კი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ანაზღაურების აუცილებლობას.

·        თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის შემთხვევაშიც შეიძლება სახელმწიფოს დაეკისროს კომპენსაციის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ღონისძიება აბალანსებს უფლებაში ჩარევას.

·        დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენს სახელმწიფოს ერთჯერად, ინდივიდუალურ ღონისძიებას.

·        ეს ის შემთხვევაა, როცა პირი კარგავს საკუთრების უფლებას ნივთზე და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს იგი შესაბამისი კომპენსაციით.

·        ჩამორთმევისაგან განსხვავებით, საკუთრების უფლების შეზღუდვა საკუთრების კონკრეტულ უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ  საკუთრების უფლების შინაარსის და ფარგლების დადგენაა.

·        როგორც ზემოთ აღინიშნა 19- მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია საკუთრების ჩამორთმევის შემდეგო ორი წესი:

1.      აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და ისეთი წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით, რომელიც გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან

და

2. ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და ისეთი წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით, რომელიც გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

·         აღნიშნული ორი წესის საფუძველზე, საკუთრების ჩამორთმევა ხორციელდება ორი სხვადასხვა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი რეგულაციის საშუალებით.

·        კონსტიტუციის 19- მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის საკითხებს აწესრიგებს შემდეგი საკანონმდებლო რეგულირებები:

1) საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ და

2) საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

·      საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საკმაოდ ამომწურავად განსაზღვრავს იმ სამუშაოებს, რომელთა წარმოების მიზნითაც შეიძლება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის განხორციელდეს ექსპროპრიაცია.

 

ასეთები შეიძლება იყოს, მაგალითად, შემდეგი სამუშაოების წარმოება:

a.    გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა;

b.    რკინიგზის ხაზების გაყვანა;

c.    ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანა;

d.    ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობა;

e.    სატელეფონო ხაზების გაყვანა;

f.     სატელევიზიო კაბელების გაყვანა;

g.    ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოები;

h.    სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და ..

·        ამ კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/ და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ.

·        კანონის მე-3 მუხლით, ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან/და საჯარო, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

·         კანონი ავალდებულებს ექსპროპრიატორს მიიღოს ყველა სათანადო ღონისძიება, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე.

·        თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს.

·        ზემოთ დასახელებული კანონის მსგავსად, ორგანული კანონისაზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებამომწურავად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობისათვის შეიძლება საკუთრების ჩამორთმევა.

·        კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ისეთი ვითარება, რომლის დროსაც ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის გამო, საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უშიშროებას.

·        კანონის მე-3 მუხლით, გადაწყვეტილებას საკუთრების ჩამორთმევის შესახებ იღებს:

a.    საქართველოს პრეზიდენტი,

b.    აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება,

c.     ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულება

d.    ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება საკუთრების ობიექტი.

·        ჩამორთმეული ქონება ფასდება საბაზრო ფასის მიხედვით, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ.

·        საკუთრების ობიექტის საფასური კი მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე (მე-4 მუხლი).

·        გადაწყვეტილება სათანადო ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მე-6 მუხლი).

  

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები