პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში
საქართველოში რეალიზმი როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან ყალიბდება; • კრიტიკული რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები საქართველოში ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი არიან. • შევეცადოთ გავარკვიოთ როგორ გაიაზრეს მათ პოეტისა და პოეზიის დანიშნულება . • ამისათვის განვიხილოთ ილია ჭავჭავაძის „ჩემო კალამო“ და „პოეტი“. • გავაანალიზოთ ასევე აკაკი წერეთლის ლექსები „ჩანგური’’ და „პოეტი ‘’. „ჩემო კალამო“ • 1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა • ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი. • შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის ა...
Комментарии
Отправить комментарий