რუსეთ-თურქეთის ომები და ზავები
· „აღმოსავლეთის საკითხი“ ეწოდა ევროპული სახელმწიფოების შორის ქიშპს დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიაზე ზეგავლენის მოსაპოვებლად და მისი ნაწილების ხელში ჩასაგდებად;
· ოსმალეთის დაპირისპირებას ევროპასთან და რუსეთთან ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა;
· „აღმოსავლეთის საკითხის’’ ათვლის წერტილად მიჩნეულია 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომი,რომელიც დასრულდა ქუჩუკ-კაინარჯის ზავით;
· გამარჯვებულმა რუსეთმა თავი შავი ზღვის პატრონად,ასევე ოსმალეთის მართმადიდებელი აღმსარებლობის ხალხების დამცველად მიიჩნია;
· ევროპის სახელმწიფოებს არ აწყობდათ რუსეთის ზედმეტად გაძლიერება ოსმალეთის ხარჯზე;ამიტომ ისინი ცდილობდნენ ოსმალეთის,თუნდაც დასუსტებულის,ერთიანობის შენარჩუნებას.
· მე-18 საუკუნის მიწურულს(1787-92) ოსმალეთ-რუსეთის კიდევ ერთი ომი მიმდინარეობდა.ამჯერად რუსეთის მხარეს ავსტრიაც დადგა.
· ორი იმპერია შეთანხმდა ოსმალური სამფლობელობის დანაწილებაზე.
· მაგრამ დიდი ბრიტანეთი,საფრანგეთი და პრუსია გამოვიდნენ ავსტრიის წინააღმდეგ და აიძულეს ომიდან გასულიყო;
· ომი რუსეთვის მაინც წარმატებული გამოდგა და ახალი,იასის ზავით,ფაქტობრივად,განმეორდა ქუჩუკ კაინჯარის ზავის დებულებები;
· 1806-12 წლებში ოსმალეთ-რუსეთის კიდევ ერთი ომი მიმდინარეობდა.
· თავდაპირველად დიდი ბრიტანეთი მასში ჩაერთო,როგორც რუსეთის მოკავშირე ნაპოლეონის წინააღმდეგ;
· 1807 წ ინგლისურმა ესკადრამ შეძლო შეჭრილიყო დარდანელის სრუტეში და დამუქრებოდა სტამბოლს.
· სულთანი დაუსრულებელ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინგლისელებთან,მისმა ძალებმა კი საფრანგეთის ელჩის სებასტიანის წინამძღოლობით იმდენად ეფექტურად აღადგინეს და გააძლიერეს ქალაქის ზღუდე ,რომ ბრიტანული ფლოტი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო;
· იმავე წლის ივლისში ნაპოლეონმა რუსეთის მეფესთან დადო ტილზიტის ზავი;ის მზად იყო მსხვერპლად შეეწირა თურქეთი,რათა თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცემოდა ინგლისის წინააღმდეგ;
· ორი იმპერატორის მიერ მომზადებული ოსმალეთის ევროპული სამფლობელობის გადანაწილების პროექტი ითვალისწინებდა ბალკანეთის აღმოსავლეთ ნაწილის რუსეთისათვის;დასავლეთ ნაწილის საფრანგეთისათვის და ბოსნიისა და სერბიის ნაწილების ავსტრიისათვის გადაცემას;
· რუსებმა გადალახეს დუნაი და შემდეგ 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების თანახმად მოახდინეს ბესარაბიის ანექსირება,რასაც დღეს მოლდოვა ეწოდება;
· რუსეთის მიზნები ოსმალეთის იმპერიასთან მიმართებით მე-19 საუკუნის მანძილზე არ შეცვლილა.რუსეთი ისევ ცდილობდა ბალკანეთის დაუფლებას და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდებას;
· ბრიტანეთი და საფრანგეთი განსაკუთრებულ ინტერსს იჩენდნენ ოსმალეთის იმპერიისადმი;
· საფრანგეთი დაინტერესებული იყო ექსპანსიით ჩრდილოეთ აფრიკაში და ხმელთაშუაზღვის აუზში;
· ფრანგებმა 1830 წელს დაიპყრეს ოსმალეთის იმპერიის ჩრდილოაფრიკული სამფლობელო ალჟირი;
· 1839 წელს ბრიტანეთმა მოახდინა ასევე ოსმალეთის კუთვნილ იემენში ადენის ანექსია,რის შედეგადაც ინდოეთისკენ საზღვაო გზების უკეთ კონტროლის საშუალება მიეცა;
· ამასთან
ერთად, ბრიტანელებს განზრახული ჰქონდათ მხარი დაეჭირათ დასუსტებული ოსმალური იმპერიისათვის
და ამგვარად მოეხდინათ რუსების შესვლის ბლოკირება ხმელთაშუა
ზღვაში.
ხ
·
ევროპული სახელმწიფოების(საფრანგეთი,ბრიტანეთი) და რუსეთის
ქიშპი ოსმალეთის იმპერიის ბედთან დაკავშირებით ყირიმის ომში(1853-1856 წ)
გადაიზარდა.
·
ოსმალეთსა და რუსეთს შორის ადრე დადებული საზავო ხელშეკრულებებით
რუსეთი აღიარებული იყო ოსმალეთის იმპერიის მართლმადიდებელი უმცირესობების დამცველად,მაგრამ
ამჯერად რუსეთმა ოსმალეთის ხელისუფლებას მოსთხოვა დასთანმებოდა,რუსეთის უფლებას უშუალოდ ჩარეულიყო ოსმალეთის საშინაო საქმეებში,თუ ის მიიჩნევდა
რომ უმცირესობების უფლებები ირღვეოდა;
·
სულთანმა,რომელსაც მხარს უჭერდნენ ევროპული სახელმწიფოები
უარი განაცხადა სუვერენიტეტის შეზღუდვაზე;
·
დაიწყო ომი,რომელშიც ოსმალეთი მეორეხარისხოვან როლს
თამაშობდა და რუსეთის მთავარ მოწინაღმდეგეებად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იქცნენ;
·
ყირიმის ომში რუსეთი დამარცხდა და ოსმალეთმა
შეინარჩუნა სამფლობელოები;
·
რუსეთ-ოსმალეთის უკანასკნელი ომი მოხდა 1877-78 წლებში,ოსმალეთი კიდევ
ერთხელ დამარცხდა და დაკარგა ტერიტორიები ბალკანეთზე
და კავკასიაში;
·
შენიშვნა: აღმოსავლეთის საკითხი“,ანუ ოსმალეთის იმპერიის
ტერიტორიების გადანაწილების პრობლემა,აქტუალური იყო 1 მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგაც
თურქეთის რესპუბლიკის შექმნამდე (1923 წელი)
ხ
რუსეთ -თურქეთის ომები
1806-1812 წლების რუსეთ- თურქეთის ომი
·
ამ ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დასავლეთ საქართველოში
ბატონობა იყო;
· საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე რუსებმა,რომელთა მიზანიც აღმოსავლეთ შავიზღვისპირთიდან თურქების განდევნა იყო,1804 წელს ააგეს ციხე-სიმაგრე რედუტ-კალე;
·
რუსებმა 1809 წელს ფოთიდანაც განდევნეს თურქები,შემდეგ
ახალქალაქიდანაც,მაგრამ 1812 წლის საზავო ხელშეკრულებით,ნაპოლეონთან ომის პირობებში,ამჯობინეს
მათი დროებით უკან და დაბრუნება
1828-1829 წლების
რუსეთ-თურქეთის ომი
·
1829 წლის ადრიანოპოლის ზავით
კი თურქეთმა რუსეთის კუთვნილებად ცნო ისტორიული
სამცხის ტერიტორიის ნაწილი;
·
ეს ,ერთი მხრივ,მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოსთვის,მაგრამ
მეორეს მხრივ,გზას უხსნიდა რუსულ კოლონიზაციას და რუსიფიკაციის პოლიტიკას;
·
ამ ომებში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველები;
·
ომებში მონაწილე ჯარების მომარაგება ტვირთად აწვა საქართველოს
იმდროინდელ მოსახლეობას;
·
ისტორიული სამცხის შემოერთებულ ტერიტორიაზე მმართველობის
შეცვლას მუსლიმი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ემიგრაცია მოჰყვა(თურქი -მესხების
ემიგრაცია . თურქ -მესხებზე იხ. მ.ჯავახიშვილი
„არსენა მარაბდელი“ )
·
მათ ადგილას კი დასახლდნენ თურქეთიდან გადმოსახლებული
სომხები და ბერძნები;
·
1829-30 წლებში სომეხთა და ბერძენთა 6 ათას ოჯახზე მეტი
დაასახლეს ახალციხის,ახალქალაქის(სომხები) და წალკის რეგიონში(ბერძნები);
ყირიმის ომი (1853-1856)
·
მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან რუსეთის მიზანი გახდა
ოსმალეთის საბოლოო განადგურება და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაუფლება;
·
თავდაპირველად რუსეთი იმედოვნებდა,რომ ევროპის სახელმწიფოები
მას მხარში ამოუდგებოდნენ;
·
მაგრამ ინგლისმა და საფრანგეთმა დაუშვებლად მიიჩნიეს
რუსეთის ასეთი გაძლიერების პერსპექტივა და ოსმალეთის მხარეზე ჩაებნენ ომში,რომელმაც“ყირიმის
ომის“ (1853-56) სახელწოდება მიიღო და რომელიც საბოლოოდ,რუსეთისათვის წარუმატებლად
დასრულდა;
·
თუმცა,ყირიმის ომს (1853-56) არც ოსმალეთისთვის მოუტანია
განსაკუთრებული სასიკეთო შედეგები;
·
ყირიმის ომში რუსეთი კავკასიის ფრონტს მეორეხარისხოვნად
მიიჩნევდა და მის გამაგრებაზე დიდად არ უზრუნია;
·
თუმცა,ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს დასავლეთ
საქართველოსი შემოჭრილ თურქულ არმიას და საბოლოოდ,თურქებმა დატოვეს რეგიონი;
·
ზავის შედეგად,რუსეთმა ყარსის სანაცვლოდ დაიბრუნა ყირიმში
დაკარგული ქალაქები,სამეგრელოს ნაწილი(ყულევის მიდამოები) და აფხაზეთი(!). რუსეთმა
ამ ომის შემდეგ საქართველო შეინარჩუნა;
·
მიუხედავად იმისა,რომ თურქებმა დასავლეთ საქართველო
დატოვეს,ეს მხარე ომის შედეგად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. უპირველეს
ყოვლისა ეს შეეხება სამეგრელოს.
·
ყირიმის ომის შემდეგ რუსეთმა თანდათანობით გააუქმა დასავლეთ
საქართველოს სამთავროები: 1857 წელს სამეგრელოს სამთავრო,1858 წელს სვანეთის სამთავრო,1864
წელს აფხაზეთის სამთავრო;
·
შენიშვნა : გურიის სამთავრო რუსეთმა გააუქმა 1828 წელს;
რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომი
·
რუსეთ-თურქეთის ბოლო ომი 1877-1878 წლებში რუსეთის უპირობო
გამარჯვებით დასრულდა;
·
თურქეთმა დაკარგა არა მხოლოდ ბალკანური სამფლობელოები,არამედ
ტერიტორიები კავკასიაშიც;
·
სახელდობრ, აჭრა შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში;
·
1878 წლის სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით გადაწყდა,ხოლო
1879 წელს ბერლინის კონგრესზე დადასტურდა,რომ აჭარა ამიერიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
იყო,ხოლო ბათუმი გამოცხადდა თავისუფალ სავაჭრო ქალაქად;
·
აჭარის შემოერტებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ
საზოგადოებაში,თუმცა შემდგომ რუსული ადმინისტრაციის არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი
პრობლემები შეუქმნა აჭარის ადგილობრივ ქართველ მუსლიმ მოსახლეობას და მისი ნაწილი თურქეთში
გადასახლდა;
ბრესტის ზავი და საქართველოს საკითხი
· დროებით ზავს გერმანიასთან რუსეთმა ხელი მოაწერა 1917 წლის 15 დეკემბერს და დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები
· გერმანელთა მოთხოვნები მძიმე იყო-პოლონეთი,ლიტვა და ბელარუსი გერმანელთა ჯარის მიერ ოკუპირებული უნდა დარჩენილიყო,შესაბამისად მომავალში ჩამოშორდებოდა რუსეთს;
· ბოლშევიკებს გაუჭირდათ გადაწყვეტილების მიღება;
· საბოლოოდ გაიმარჯვა ტროცკის პოზიციამ,რომლის თანახმად,რუსეთი უარს ამბობდა ტერიტორიულ დათმობებზე,მაგრამ წყვეტდა ომს.
·
ამ პირობებში,გერმანულმა არმიამ ახალი შეტევა წამოიწყო
და სწრაფად წაიწია წინ უკრაინაში.
· ბოლშევიკები უკვე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და გაიზიარეს ლენინის პოზიცია ზავის დაუყონებლივ,პირობების წამოყენების გარეშე,ხელმოწერის შესახებ.
· 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში(შემოკლებულად ბრესტს უწოდებენ) ბოლშევიკებმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას,რომლის თანახმადაც ბოლშევიკური რუსეთი კარგავდა მეფის რუსეთის იმპერის მოსახლეობის 26%-ს;კულტივირებული მიწების 27%-ს;ფოლადის და თუჯის წარმოების 75 %-ს
· თუმცა,ბოლშევიკებმა ამ ზავით შეინარჩუნეს მათთვის მთავარი-ხელისუფლება;
·
ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა გერმანიის
მოკავშირე თურქეთიც;
· ბრესტის ზავით რუსეთმა იკისრა ვალდებულება გაეყვანა თავისი ჯარები ანატოლიიდან და ასევე ბათუმიდან;
· ამ რეგიონების ბედი ადგილობრივი „მოსახლეობის ნების საფუძველზე“,თურქეთის მიერ მეზობელი ქვეყნების შუამავლობით უნდა გადაწყვეტილიყო.
· აღსანიშნავია,რო გერმანია არ იყო დაინტერესებული ოსმალეთის ყველა მოთხოვნის შესრულებით(თურქეთის ამ მოთხოვნებს შორის იყო 1877-1878 წლების რუსეთთან ომში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება(!)),მაგრამ საბოლოო ჯამში მიღებული კომპრომისული ვარიანტი სწორედ ოსმალეთის ინტერესებს პასუხობდა;
· სადავო რეგიონების მოსახლეობისათვის“თვითგამორკვევის უფლების’’ ზემოთნახსენები ფორმით მინიჭება პრაქტიკულად ამ ტერიტორიების(მათ შორის აჭარის) თურქეთისთვის დათმობას ნიშნავდა
· თურქი ისტორიკოსები თვლიან,რომ მაშინ ბრესტ-ლიტოვსკში თურქეთის დელეგაციამ დიპლომატიურ გამარჯვებას მიაღწია;
·
რამდენადაც ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ხელმოწერის დროისთვის
სამხრეთ კავკასიაში არ არსებობდა დამოუკიდებელი სახელმწიფოები,თურქების აზრით სამხრეთ
კავკასია რუსეთის ნაწილს წარმოადგენდა;
· ამრიგად,თურქები მიიჩნევდნენ,რომ სამხრეთ-კავკასიას არ ჰქონდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის არაღიარების ლეგალური საფუძვლები;
მოსკოვის და ყარსის ხელშეკრულებები
· 1918 წლის 3 მარტს ცენტრალურ სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში(„ბრესტის ზავი’’) სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობაზე ლაპარკი არ ყოფილა;
·
ნომინალურად სამხრეთ კავკასია რუსეთის შემადგენლობაში
რჩებოდა;
·
ბრესტის ზავის თანახმად,რუსეთი უარს ამბობდა 1877-78 წლების რუსეთ -ოსმალეთის
ომის შედეგად მის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიაში,კერძოდ ბათუმის,ყარსის და არტაანის ოლქებზე;
·
ეს კი საქართველოსა და სომხეთის ისტორიული ტერიტორიები
იყო,სადაც სხვა ხალხებთან ერთად ცხოვრობდა ქრთული,ხოლო ყარსის ოლქში-სომხური მოსახლეობა;
·
დამოუკიდებელი
საქართველო და სომხეთი იძულებულები გახდნენ ეს ტერიტორიები გადაეცათ ოსმალეთისათვის;
·
ოსმალეთმა დამატებით მოითხოვა ახალციხის და
ახალქალაქის მაზრები;
·
მაგრამ სულ მალე,1918 წლის ოქტომბერში ოსმალეთი დამარცხდა
ანტანტის ძალებთან ბრძოლაში და ეს ტერიტორიები დაუბრუნდა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს(!!!!)
·
ბათუმის ოლქი,რომელშიც შედიოდა
ართვინის ოკრუგი,საქართველოს რესპუბლიკამ დაიკავა.
·
ქ.ბათუმი,მას
შემდეგ ,რაც 1920 წლის ივნისში ბრიტანულმა ნაწილებმა დატოვეს,ასევე
საქართველოს დაუბრუნდა;
·
საქართველოს პრეტენზია ჰქონდა ყარსის ოლქის არტაანისა და ოლთისის ოკრუგებზეც,ანუ ისტორიულ ტაოზე,სადაც ვერ მოხერხდა
მკაფიო გამიჯვნა სომხეთის რესპუბლიკასთან;
·
მაგრამ საქართველო-სომხეთის რეალური კონფლიქტი თბილისთან
უფრო ახლოს მოხდა;
·
ამ კონფლიქტის მიზეზი ლორეს
კუთვნილების საკითხი იყო.
·
ლორეს ტერიტორია შუა საუკუნეებიდან შედიოდა საქართველოს
სამეფოს,შემდეგ ქართლის სამეფოს შემადგენლობაში.
·
მე-18 საუკუნეში მდ. დებედას ხეობაში,სოფელ ახტალაში,მეფე ერეკლე მე-2-მ დაასახლა ბერძნები გუმუშჰანედან,რომელთაც იცოდნენ სამთამადნო საქმე:
იქ სამეფო ზარაფხანაც კი გახსნა,სადაც იჭედებოდა ქართული ვერცხლის ფული;
·
მოგვიანებით,1801 წ-ს რუსეთის იმპერიამ ლორე შეიერთა,როგორც
ქართლ-კახეთის ნაწილი და ის თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში შეიყვანა;
·
საქართველოს 1 რესპუბლიკაც თავის შემადგენლობაში ხედავდა
ლორეს,თუმცა დემოგრაფიული ვითარება ამას ხელს არ უწყობდა.შერეულ მოსახლეობაში ჭარბობდნენ სომხები,იქ არ იყო არც ერთი ქართული სოფელი;
·
1918 წლის დეკემბერში
სომხეთის რესპუბლიკამ სცადა ძალით დაეკავებინა ლორე;ამას სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა;
·
სომხეთის არმია საქართველოში შემოიჭრა და მიაღწია თეთრიწყარომდე,მაგრამ
შემდეგ რამდენიმე მარცხი განიცადა და საქართველოს ჯარის მიერ უკუგდებული იქნა სოფ.სადახლომდე,სადაც
მოუსწო ანტანტის ქვეყნების ზეწოლით მიღებულმა დაზავებამ.
·
ჩრდილოეთ ლორე,რომლისთვისაცგაჩაღდა კონფლიქტი,დემილიტარიზებულ
ზონად გამოცხადდა და იქიდან ორივე ქვეყნის ჯარი გაიყვანეს;
·
1921 წელს,საქართველოს და მთელი სამხრეთ კავკასიის გასაბჭოების
შემდეგ ლორე სომხეთის რესპუბლიკას გადაეცა
ხ
·
1920 წელს საბჭოთა რუსეთმა წარმატებას
მიაღწია სამოქალაქო ომში
·
1920 წლის 28 აპრილს აღებულ იქნა ბაქო
·
1920 წლის 2 დეკემბერს აიღეს ერევანი
·
სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებელი მხოლოდ საქართველო
რჩებოდა;
·
მის გარშემო იკვრებოდა მარყუჟი
·
1920 წელს ქ.ანკარაში განლაგებულმა ახალი თურქეთის ხელისუფლებამ,ქემალისტებმა,რომლებიც
წინააღმდეგობას უწევდნენ თურქწთში შეჭრილ საბერძნეთისა და საფრანგეთის არმიებს,გამონახეს
საერთო ენა ბოლშევიკებთან;
·
საერთო „საგარეო მტერმა’’-ასეთად ამ დროს ანტანტა აღიქმებოდა,საბაბი
მისცა ბოლშევიკურ რუსეთსა და ქემალისტურ თურქეთს გაეერთიანებინათ ძალისხმევა კავკასიური
პოლიტიკის განხორციელებისას.
·
რეალურად კი ანტანტა(დიდი ბრიტანეთის სახით) სწრაფად
გადიოდა კავკასიის რეგიონიდან.
·
ძველი იმპერიების ადგილზე წარმოქმნილმა ახალმა სახელმწიფოებმა,ბოლშევიკურმა
რუსეთმა და ქემალისტურმა თურქეთმა,შეძლეს მოლაპარაკების გზით გაემიჯნათ თავიანთი ინტერესები
სამხრეთ კავკასიაში.
·
1920 წლის შემოდგომაზე ქემალისტებმა დაამარცხეს სომხეთის
არმია და 2 დეკემბერს ალექსანდროპოლში(დღევანდელი გიუმრი) მოაწერინეს ხელი კაბალურ
ხელშეკრულებაზე სომხეთის მთავრობას
·
იმავე დღეს ერევანში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება
და სომხეთის მთავრობამ ბათილად გამოაცხადა ალექსანდროპლის ხელშეკრულება.
·
თურქეთის (ანკარის) მთავრობამ გადაწყვიტა საკითხის მოგვარება
სომხეთის რეალურ მფლობელთან-ბოლშევიკურ რუსეთთან
·
მოლაპარაკებები მოსკოვში დიდხანს და მძიმედ მიმდინარეობდა
და ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ 1921 წლის 16 მარტს,როდესაც
საქართველოც უკვე გასაბჭოებული იყო და მის ნაცვლადაც მოსკოვი ლაპარაკობდა;
·
ყურადღება:
„მეგობრობისა
დ ძმობის შესახებ’’ მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად,საბჭოთა რუსეთი თანხმდებოდა,ეცნო
თურქეთის საკუთრებად ქემალისტების მიერ ოკუპირებული ყარსის ოლქი(არტაანთან ერთად) და
ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი.
მაგრამ
ქ. ბათუმსა და მის რაიონს რუსეთი ითხოვდა საბჭოთა საქართველოსთვის,ფაქტობრივად
კი თავისთვის,რადგან ბათუმი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე საუკეთესო ნავსადგური იყო
და იქ მთავრდებოდა ბაქოდან მომავალი ნავთობის მილსადენი.
თურქეთი საბოლოოდ
დათანხმდა ამაზე იმ პირობით,რომ ბათუმის ოლქს საქართველოს ფარგლებში მიეცემოდა ადმინისტრაციული
ავტონომია,ხოლო ბათუმის ნავსადგურში თურქებს შეეძლებოდათ უბაჟო ტრანზიტის განხორციელება.(მგონი
ასეა ბათუმის აეროპორტიც დღეს);
თუქეთი დათანხმდა
იმაზეც,რომ სომხეთს დაუბრუნებდა 1920 წლის ომის შემდეგ ჩამორთმეული ტერიტორიის მცირე
ნაწილს;
ხელშეკრულების
სხვა მუხლები ხებოდა სომხეთის საზღვარს,აგრეთვე ნახჭევანს,რომელიც აზერბაიჯანს გადაეცა;
·
მოსკოვის ხელშეკრულების პირობებით უკმაყოფილო იყო საქართველო,მაგრამ
კიდევ უფრო მეტად-სომხეთი.
·
მომავალში პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად ანკარამ
დაჯინებით მოითხოვა საზღვრის დადასტურება გასაბჭოებული კავკასიური რესპუბლიკების მიერ.
·
ეს გაკეთდა კიდეც 1921 წლის
13 ნოემბერს ყარსში,სადაცმოსკოვის ხელშეკრულებიდან უცვლელად გადმოიტანეს ყველა
მუხლი,რომლებიც ეხებოდა თურქეთის საზღვრებს სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებთან;
·
ყარსის ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ საბჭოთა საქრთველოს,საბჭოთა
სომხეთის და საბჭოთა აზერბაიჯანის წარმომადგენლები.
·
ყარსის ხელშეკრულება დღემდე არ გაბათილებულა და ის მოქმედებს.
Комментарии
Отправить комментарий