ჯანმრთელობის დაცვის უფლება[ კონსტ. 28-ე მუხლი]
მუხლი 28. ჯანმრთელობის დაცვის უფლება
1. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით.[იგულისხმება:კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“]
2. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას.
შესავალი[წასაკითხად]
·
28-ე-მუხლი თავისი არსით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა.
·
ძირითადი ნორმა[ ანუ მუხლის 1 ნაწილი] ამკვიდრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელმისაწვდომი გახადოს ჯანდაცვა.
ხ
·
კონსტიტუციის 28-ე მუხლით
დადგენილი
„ჯანმრტელობის დაცვის ‘’ უფლება თანაბრად ვრცელდება მოქალაქეებთან ერთად უცხოელებსა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირებზე.
·
სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ავალდებულებს სახელმწიფოს, თუნდაც
უმაღლესი
ზნეობრივი
იდეალებიდან
გამომდინარე,
აღმოუჩინოს
სამედიცინო
დახმარება
ინდივიდებს,
რომლებიც
არ
არიან
საქართველოს
მოქალაქეები,
მაგრამ
მუდმივად
ან
დროებით
იმყოფებიან
საქართველოში.
მაგალითად,
საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის
130-ე მუხლი
განსაზღვრავს ექიმის
პასუხისმგებლობას იმ
შემთხვევაში, თუ
იგი სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს არასაპატიო
მიზეზით სამედიცინო
დახმარების არ
აღმოუჩენს.
·
„ავადმყოფი” ზოგადი ცნებაა და მოქალაქეებთან ერთად მოქალაქეობის
არმქონე
და
უცხოელი
პირებსაც
გულისხმობს
ხ
·
28-ე მუხლი სამართალსუბიექტებად მოიაზრებს
მხოლოდ
ინდივიდს[ანუ „ფიზიკურ პირს“], ვინაიდან
ჯანმრთელობა
მხოლოდ
ადამიანის განუყოფელი მახასიათებელია.[და
არა ორგანიზაციის]
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთერთ
განჩინებაში
მიუთითებს,
რომ
სიცოცხლე და ჯანმრთელობა ის სიკეთეა,
რაც
შეიძლება
ჰქონდეს
მხოლოდ
ფიზიკურ
პირს,
როგორც
ცოცხალ
არსებას.
·
აქედან გამომდინარე, იურიდიული
პირის ნებისმიერი მსჯელობა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების პირდაპირი
ან
ირიბი
დარღვევის
თაობაზე
ყოველგვარ
საფუძველს
არის
მოკლებული.
ხ
·
„ჯანმრთელობის უფლება” პირველად
დაფიქსირდა
ა)„ჯანდაცვის
მსოფლიო
ორგანიზაციის“ კონსტიტუციაში
(1946 წ.),
შემდგომ
კი
1978 წელს
„ალმა-ატის დეკლარაციაში“ და „მსოფლიო ჯანმრთელობის დეკლარაციაში“, რომელიც 1998 წელს „მსოფლიო
ჯანმრთელობის
ასამბლეამ“ მიიღო.
·
„ჯანმრთელობაზე უფლება“
– საერთაშორისო
მასშტაბით
განმტკიცებულია
1948 წელს
მიღებული
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის“ 25-ე მუხლით.
ხ
[სასწავლად]
„ჯანმრთელობა’’ [განმარტება]
·
საქართველოს კონსტიტუცია
არ
განმარტავს
ჯანმრთელობის
ცნებას.
·
არ არსებობს მისი კანონისმიერი
განმარტებაც.
[იგულისხმება კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’]
·
სიტყვა
„ჯანმრთელობა” საქართველოს კონსტიტუციის
28-ე მუხლში ორჯერაა
ნახსენები,
შესაბამისად,
უნდა დადგინდეს, თუ რას გულისხმობს მასში კანონმდებელი.
·
„ჯანმრთელობა“ შეიძლება
განმარტებულ
იქნეს
ფართო და ვიწრო გაგებით.
·
„ჯანმრთელობის’’ განმარტება და სწორი არსის დადგენა
არ არის
სამართლისმცოდნეობის საქმე. ეს სამედიცინო მეცნიერების ფუნქციაა.
ხ
·
სამედიცინო
მეცნიერებაში „ჯანმრთელობის“ (ინგლისური health) ცნების სამგვარი გაგებაა:
a.
ჯანმრთელობა არის: სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ
დაავადებისა და
უძლურების არარსებობა;
b.
ჯანმრთელობა არის: გამოვლინებადი დაავადების ან დარღვევის არარსებობა;
c.
ჯანმრთელობა არის: ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო რესურსი,
რომელმაც
უნდა
უზრუნველყოს
პიროვნული,
სოციალური
და
ფიზიკური
შესაძლებლობების
განხორციელება.
·
პირველი
ფართო განსაზღვრებით
(რომრლიც „ჯანმოს“ანუ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ კონსტიტუციის განსაზღვრებაა) გამოხატული
ჯანმრთელობის იდეალური მდგომარეობის მიღწევა ყველა
ჯანდაცვითი
ღონისძიების
მიზანი
უნდა
იყოს.
ხ
·
მეორე, უფრო ვიწრო განსაზღვრებით, ჯანმრთელობა იზომება სტატისტიკური დემოგრაფიული მაჩვენებლების მეშვეობით.
ხ
·
მესამე განსაზღვრების მიხედვით, ჯანმრთელობა განიხილება
არა
როგორც
კეთილდღეობის
აბსტრაქტული
მდგომარეობა,
არამედ
როგორც ადამიანის
ინდივიდუალურად, სოციალურად
და ეკონომიკურად
პროდუქტიული ცხოვრების
აუცილებელი წინაპირობა, საშუალება, რესურსი.
ხ
·
საქართველოს
კონსტიტუციის 28-ე მუხლის შინაარსს
შეესაბამება ჯანმრთელობის ცნების პირველი განმარტება, რომელიც უფრო მოცულობითი ხასიათისაა.
ჯანმრთელობა არის: სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ
დაავადებისა და
უძლურების არარსებობა [„ჯანმრტელობის’’
ცნება- საზეპირო]
ხ
·
28-ე მუხლის 1
ნაწილის განმარტებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ „ჯანმრთელობის
დაცვა - შენარჩუნება“ მოითხოვს
მრავალი ღონისძიების განხორციელებას სახელმწიფოს მხრიდან.
·
„ჯანმრთელობის
დაცვა - შენარჩუნება“ საჭიროა
არა
მხოლოდ
მაშინ,
როცა
ადამიანი
ავადაა
და
შერყეულია
მისი
ჯანმრთელობის
მდგომარეობა,
არამედ, მაშინაც, როცა ის ჯანმრთელია.
·
კონსტიტუციის 28-ე მუხლი
ითვალისწინებს
ისეთ
პრევენციულ
ღონისძიებებს,
როგორიცაა:
ა)“ჯანმრთელობის დაზღვევა“,ბ) „სამედიცინო
დახმარება’’, გ)“სამკურნალო
საშუალებათა
კონტროლი’’,
· ამ ღონისძიებების
განხორციელებით
სახელმწიფო
აღწევს
ადამიანის „სრულ ფიზიკურ,
ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას“, ანუ „ჯანმრთელობას’’
თანასწორობის პრინციპი ჯანდაცვის სფეროში
· საქართველოს
კანონმდებლობის
მიხედვით,
თანასწორობის
კონსტიტუციური პრინციპი[მუხ.მე-11 ნაწ.1] ჯანდაცვის
სფეროში
უზრუნველყოფილია.
· საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ,
ისარგებლონ
დადგენილი
წესით
დამტკიცებული
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო
პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რომელსაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო
საქმიანობის
სამართალსუბიექტი,
განურჩევლად
საკუთრებისა
და
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმისა.
· აკრძალულია პაციენტის დისკრიმინაცია: რასის, კანის
ფერის,
ენის,
სქესის,
გენეტიკური
მემკვიდრეობის,
რწმენისა
და
აღმსარებლობის,
პოლიტიკური
და
სხვა
შეხედულებების,
ეროვნული,
ეთნიკური
და
სოციალური
კუთვნილების,
წარმოშობის,
ქონებრივი
და
წოდებრივი
მდგომარეობის,
საცხოვრებელი
ადგილის,
დაავადების,
სექსუალური
ორიენტაციის
ან
პირადული
უარყოფითი
განწყობის
გამო(!)
„ სამედიცინო მომსახურება“ [ განმარტება]
· საქართველოს
კონსტიტუციის
28-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტი
ითვალისწინებს
„სამედიცინო მომსახურების “ ორ კომპონენტს:
a. „ჯანმრთელობის დაზღვევას“
და
b. „უფასო
სამედიცინო
დახმარებას“.
ხ
· ტერმინი
„სამედიცინო
მომსახურება ” განმარტებულია
ჯანდაცვის კანონმდებლობაში.
· „სამედიცინო
მომსახურება ” არის:სამედიცინო
ღონისძიებათა
ერთობლიობა,
რომლის
მიზანია
ადამიანის
არა
მხოლოდ
შერყეული
ჯანმრთელობის
უზრუნველყოფა,
არამედ
გარკვეული
პროფილაქტიკული
მომსახურების
განხორციელება
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
შესანარჩუნებლად.[„სამედიცინო
მომსახურების’’ - ცნება,საზეპირო]
ხ
· საქართველოს
კონსტიტუციის
28-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტში საუბარია „ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის
დაცვის მომსახურებაზე”,
· „ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების “- „ხელმისაწვდომობა’’ გულისხმობს სამ სხვადასხვა ელემენტს. ესენია:
1. „ ინფორმაციული
ხელმისაწვდომობა“[ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების შესახებ ყველა
ინფორმაციის
ხელმისწვდომობა
პაციენტისათვის
(სამედიცინო
დაწესებულებებში
ინფორმაციის
განთავსება
თვალსაჩინო
ადგილზე,
მედიასაშუალებით
ინფორმაციის
მიწოდება,
განმარტების
მიცემა
სამედიცინო
დაწესებულების
ადმინისტრაციის
მიერ,
სპეციალური
ბუკლეტების,
პლაკატების
და
სხვა
საშუალებების
განთავსება
თვალსაჩინო
ადგილზე
და
სხვა).
2. „გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“
– გულისხმობს
ამბოლატორიული
სამედიცინო
დაწესებულებების
განლაგებას
გარკვეულ
ტერიტორიულ რადიუსში, რათა მოხერხდეს მოქალაქეებისათვის დროულად სამედიცინო
დახმარების
აღმოჩენა.
3. „ფინანსური
ხელმისწავდომობა“ – გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ყველა მოქალაქისათვის „სამედიცინო მომსახურების’’ საყოველთაო
და
თანაბარ
ხელმისაწვდომობას
ა)“სახელმწიფოს
სამედიცინო პროგრამების“,
აგრეთვე
ბ)“სამედიცინო დაზღვევის“ მეშვეობით.
რა არის „სახელმწიფო სანედიცინო პროგრამები ?
· საქართველოში
„სამედიცინო მომსახურების“ თანაბრად
ხელმისაწვდომობა ხორციელდება
„სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების“ საშუალებით.
· ჯანმრთელობის დაცვის
სისტემის(!) ძირითადი
მიზანია
მოსახლეობის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
დონის
ამაღლება.
· ეფექტურად
მომუშავე
ჯანდაცვის სისტემამ(!) ყოველმხრივ უნდა უზრუნველყოს
მოსახლეობა
ხარისხიანი
სამედიცინო
მომსახურებით.
· „სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები“ ემსახურება ხელმისაწვდომობის პრინციპს.
ხხ
„ჯანმრთელობის დაზღვევა“
· „ჯანმრტელობის დაზღვევა’’ -„დაზღვევის“ ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც მზღვეველი
იხდის
დაზღვეული პირის სამედიცინო ხარჯებს იმ შემთხვევაში,
თუ დაზღვეული პირი ავად გახდება სადაზღვევო
პოლისში შეთანხმებული
შემთხვევების ჩამონათვალში შემავალი რომელიმე
დაავადებით, ან სახეზეა
უბედური შემთხვევა.
· მზღვეველი
შეიძლება
იყოს
კერძო
ორგანიზაცია
ან
სამთავრობო
სააგენტო.
ხ
„უფასო სამედიცინო მომსახურება’’
· „უფასო სამედიცინო მომსახურების“ საყოველთაოდ განხორციელება ჩვენს ქვეყანაში
ვერ
ხორციელდება.
· თუმცა,საქართველოში
ადამიანების გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ „სხვადასხვა ნიშნის
მიხედვით”
პროგრამული დაფინანსებით, როგორიცაა
შემდეგი
სახელმწიფო პროგრამები:
a. „სიღარიბის
ზღვარს
ქვემოთ
მყოფი
მოსახლეობის
სამედიცინო
დაზღვევა”,
b. „სახალხო არტისტების, სახალხო
მხატვრებისა
და
რუსთაველის
პრემიის
ლაურეატების
ჯანმრთელობის
დაზღვევია”,
c. „კომპაქტურად
დასახლებებში
მყოფ
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა
სამედიცინო
დაზღვევია”
d. „ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა
სამედიცინო
დაზღვევა”
· ამ პროგრამების
ფარგლებში,
საქართველოს
მთავრობის
2009 წლის
9 დეკემბრის
№ 218 დადგენილებით,
განისაზღვრა
მოსახლეობის
ამ
ფენებისათვის
გადასაცემი
სადაზღვევო ვაუჩერის
პირობები.
ხხხხხხ
· სახელმწიფო
კონტროლი
ჯანდაცვის
სფეროში
საქართველოს
კონსტიტუციის
28-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტით უზრუნველყოფილია
სახელმწიფოს მხრიდან
ჯანმრთელობის დაცვის
დაწესებულებათა, სამკურნალო
საშუალებათა წარმოებისა
და ამ
საშუალებათა ვაჭრობაზე
კონტროლი.
მუხლი 28. ჯანმრთელობის დაცვის უფლება
2. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას.
„სამედიცინო დაწესებულება“ [განმარტება]
· „სამედიცინო დაწესებულება“ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმის
იურიდიული პირია,
რომელიც დადგენილი
წესით ეწევა სამედიცინო საქმიანობას.
ხ
· „სამედიცინო
დაწესებულებებს“, რომლებიც ახორციელებენ:
ა) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის
განსაზღვრას,
ბ)დაავადებათა პროფილაქტიკასა ან/და გ)მკურნალობას
ან/და დ)პაციენტების
რეაბილიტაციას
ან/და ე)პალიატიურ
მზრუნველობას,
ვ)სამეანო და ფარმაცევტულ
საქმიანობას,
ზ)გვამის პათოლოგიურ-ანატომიურ
გამოკვლევას,
თ)სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზას
და
ი)ეპიდემიოლოგიური კონტროლის
ღონისძიებებს,
მოეთხოვება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული
ლიცენზია ან/და ნებართვა.
· ჩამოთვლილ
საქმიანობებს[ა),ბ) გ) და ...ა.შ.]
სახელმწიფო აკონტროლებს. (!)
ხ
· „სამედიცინო დაწესებულების
ისეთი სამედიცინო
საქმიანობა, რომელიც,
საქართველოს კანონმდებლობით,
ექვემდებარება „ლიცენზიას“ ან/და „ნებართვას“, არ შეიძლება განხორციელდეს სათანადო
ლიცენზიის ან/და ნებართვის
გარეშე“ (კანონი „ჯანმრთელობის შესახებ”,
მუხლი 56).
· „სამედიცინო დაწესებულებამ“ „ნებართვის“ მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან
ერთად,
უნდა
დააკმაყოფილოს
როგოც
„საერთო-სანებართვო“, ისე „დამატებითი სანებართვო“ პირობები თავისი მომსახურების სხეობის შესაბამისად.
ხ
· „სამედიცინო
დაწესებულებები“ სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირების ფორმით ფუნქციონირებს.
„სამკურნალო საშუალებათა“ წარმოება და ვაჭრობა
· „ჯანმრთელობის
შესახებ”
კანონის
მე-12
მუხლის
მიხედვით,
ფარმაცევტული
პროდუქტის
წარმოება
ექვემდებარება
სანებართვო რეჟიმს.
· ფარმაცევტული
პროდუქტის
სერიის
მწარმოებელი პირი
პასუხისმგებელია
წარმოებული
ფარმაცევტული
პროდუქტის
უსაფრთხოობის,
ხარისხისა
და
ეფექტიანობისათვის.
· ფარმაცევტული
პროდუქტის
საცალო
რეალიზაციას
ახორციელებს:
a. „ავტორიზებული აფთიაქი“,
b. ან
„აფთიაქი“ (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი),
c. ან
„საცალო
რეალიზაციის
სავაჭრო
ობიექტი“
d. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი
e. ან დამოუკიდებელი
სამედიცინო
საქმიანობის
სუბიექტი
ფიზიკური
პირი.
ხ
· აკრძალულია ფარმაცევტული პროდუქტის
რეალიზაცია
ბაზარსა და ბაზრობაზე,
აგრეთვე
ღია ტიპის სავაჭრო ობიექტიდან[დახლიდან] და არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან[ავტომობილიდან]
ხ
· საქართველოში
ფარმაცევტული
პრეპარატების
წარმოება
და
ვაჭრობა
მკაცრ
კონტროლს
ექვემდებარება.
· პრეპარატის მწარმოებელი პირი ვალდებულია განახორციელოს შემდეგი
ღონისძიებები:
a. შეაჩეროს
საეჭვო ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია,
b. აღნიშნულის
შესახებ
დაუყოვნებლივ
აცნობოს
სააგენტოს.
· სააგენტო კი ვალდებულია: გადაამოწმოს რეალიზატორისგან მიღებული
ინფორმაცია.
თუ ეჭვი არ დადასტურდა, ამის შესახებ გონივრულ ვადაში აცნობოს რეალიზატორს.
ხოლო თუ დადგინდა,
რომ
ფარმაცევტული
პროდუქტის
სერია:
a. საქართველოს
ბაზარზე
დაშვების
უფლების
არმქონეა,
ფალსიფიცირებულია,
b. წუნდებულია,
c. გაუვარგისებულია,
d. ვადაგასულია,
უზრუნველყოს
საბითუმო
და
საცალო
რეალიზაციის
ქსელიდან
ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების ზედამხედველობა.
ხ
· საქართველოში
სამკურნალო საშუალებათა
წარმოება ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ „სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფისათვის
დადგენილი
წესების“ შესაბამისად.
· საქართველოს
ბაზარზე
დაშვების
უფლების
არმქონე,
ფალსიფიცირებული,
წუნდებული,
გაუვარგისებული,
ვადაგასული
ფარმაცევტული
პროდუქტის
ამოღებას
(ჩამორთმევას)
უზრუნველყოფს
„სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო“
(შემდგომში
–„ სააგენტო“).
· ამოღებული (ჩამორთმეული) ფარმაცევტული პროდუქტი ილუქება
და დგება
შესაბამისი ოქმი,
რომელშიც მიეთითება:
ფარმაცევტული
პროდუქტის
დასახელება
(დოზა,
ფორმა,
რაოდენობა
შეფუთვაში),
სერია,
ვადა,
მწარმოებელი
ქვეყანა
და
კომპანია,
რაოდენობა,
ფარმაცევტული
პროდუქტის
მესაკუთრე,
ჩამორთმევის
თარიღი
და
მიზეზი,
სააგენტოს
უფლებამოსილი
თანამშრომლ(ებ)ის სახელი,
გვარი
და
თანამდებობა.
· შედგენილი
ოქმი
დამოწმდება სააგენტოს თანამშრომლ(ებ) ის და ფარმაცევტული პროდუქტის მესაკუთრის
ხელმოწერებით.
ხ
· ექიმები ექვემდებარებიან
სახელმწიფო სასერთიფიკატო პროგრამების გავლას.
· ექიმის ლიცენზიას გასცემს და აუქმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
უზრუნველყოფის
სამინისტრო.
ხ
· საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის
246-ე მუხლის მიხედვით, იკრძალება უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა.(!)
[წასაკითხად]
(მუხლები 3,8, 9, 14, 37, 38, 39, 42, 45, 76);
გამოყენებულ ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტონომია პაციენტის – პაციენტის უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ყველა საკითხი;
ბ) აივ – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
გ) არამართვადი ინფექციები – ინფექციური დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ არ არსებობს სპეციფიკური პროფილაქტიკის მაღალეფექტური საშუალებები;
დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა – უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ1) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა – შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ2) პარამედიკოსი − შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და პასუხს აგებს მის შედეგებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;‘
ე) დონორი – ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს, ორგანოთა ნაწილს, ქსოვილს სხვა ადამიანისათვის გადანერგვის ან სხვა ადამიანის მკურნალობის მიზნით;
[ ე) დონორი −
პირი, რომლის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციაც ხორციელდება მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
ვ) ევთანაზია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით;
ზ) ენდემური დაავადება – განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოქმედი მავნე ფაქტორებით ან ჯანმრთელობისათვის აუცილებელი რაიმე ფაქტორის დეფიციტით გამოწვეული დაავადება;
ზ1) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი ჯგუფისათვის გადაცემული, მიმოქცევადი მატერიალიზებული ან/და არამატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების ან პირადი დაზღვევის დასაფინანსებლად;
თ) თანდაყოლილი დაავადება – ჰიპოთირეოზი, ფენილკეტონურია, გალაქტოზემია ან ადრენოგენიტალური სინდრომი;
ი) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას;
კ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის განმარტების შემდეგ;
კ1) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის (ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის რეკომენდაცია, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
კ2) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა თანამიმდევრობა, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ლ) კრიტიკული მდგომარეობა – ჯანმრთელობის მოშლის ფორმა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია;
მ) მეორე აზრი – ავადმყოფობის დიაგნოზის, პროგნოზის, მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შესახებ იმ სპეციალისტის აზრი, რომელსაც პაციენტი მიმართავს მკურნალი ექიმის გვერდის ავლით იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის დარწმუნებული დიაგნოზისა და მკურნალობის სისწორეში ან განზრახული სამკურნალო მეთოდის გამოყენებას თან სდევს სერიოზული შედეგები (მაგალითად, დამასახიჩრებელი ოპერაცია);
ნ) მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა – „სოციალური სიკვდილი“, ქრონიკული უგონო მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობა და, ამავე დროს, ქცევითი ან თავის ტვინის აქტიურობისათვის დამახასიათებელი გაცნობიერებული ქმედებების, გარემო გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე ადეკვატური რეაქციის არარსებობა;
ო) მცდარი სამედიცინო ქმედება – ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა;
ო1) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12
მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები;
პ) ნაგულისხმები თანხმობა – სიტუაცია, როდესაც პაციენტმა მიმართა ექიმს სამედიცინო დახმარების მისაღებად, ხოლო ეს უკანასკნელი, მიუხედავად წერილობითი ან სიტყვიერი შეთანხმების არსებობისა, გაესაუბრა მას, გასინჯა და ა.შ. ამ მომენტიდან ექიმს ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პაციენტის მიმართ;
ჟ) პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა – გვამის გაკვეთა სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმის მიერ სიკვდილის მიზეზის ან/და დაავადების დიაგნოზის დადგენის, სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით;
რ) პაციენტი – პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს სამედიცინო დახმარებით;
ს) პაციენტის ნათესავი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით, აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;
ტ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვა – ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან ცალკეული პირისა და ოჯახის პირველი შეხება; უწყვეტი, ყოვლისმომცველი და კოორდინირებული, უპირველესად საოჯახო მედიცინის სისტემაზე დაფუძნებული, საზოგადოების თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოჯახის დაგეგმვას, პალიატიურ მზრუნველობას, აუცილებელი მედიკამენტებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
ტ1) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება – სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება;
ტ2) ოჯახის ექიმი – ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება გაუწიოს ყველა ასაკის ორივე სქესის პირს;
ტ3) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – ნორმატიული აქტით დადგენილი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები;
ტ4) პალიატიური მზრუნველობა − მულტიდისციპლინური მიდგომით მომსახურება, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქოსოციალური, სულიერი პრობლემების ადრეული გამოვლენის, სწორი შეფასების, მკურნალობის, სულიერი თანადგომის, ტანჯვის პრევენციისა და შემსუბუქების გზით აუმჯობესებს ქრონიკული დაავადების ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს;
ტ5) პალიატიური მკურნალობა – სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება არაკეთილსაიმედო პროგნოზი და რომლის მიზანია პაციენტის მდგომარეობის დროებით შემსუბუქება;
ტ6) ჰოსპისური მზრუნველობა − პალიატიური მზრუნველობის ნაწილი, განკუთვნილი ინკურაბელური პაციენტებისთვის, რომელთა სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა შეზღუდულია. ჰოსპისურ მზრუნველობას ახორციელებს პალიატიური მზრუნველობის სპეციალიზებული გუნდი. საჭიროებისამებრ, იგი ხორციელდება როგორც ჰოსპისში, ისე ბინაზე, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში ან მულტიპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. ჰოსპისური მზრუნველობის დროს დაავადების განკურნებაზე ორიენტირებული სამედიცინო ჩარევები აღარ გამოიყენება და ხორციელდება მხოლოდ დაავადების სიმპტომთა მართვისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული სამედიცინო ჩარევები. ბავშვთა მიმართ ჰოსპისური მზრუნველობის დროს შესაძლებელია სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა არ შეიზღუდოს და პარალელურად განხორციელდეს ძირითადი დაავადების მკურნალობაზე ორიენტირებული ჩარევები;
ტ7) ხანგრძლივი მოვლა – მომსახურებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ქრონიკული დაავადების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილება, როდესაც ამ პირს ხანგრძლივად არ შეუძლია თავის მოვლა;
უ) რეანიმაცია – სიცოცხლის აღდგენისათვის გამოყენებული ღონისძიებების კომპლექსი;
ფ) რეციპიენტი – პაციენტი, რომლისათვისაც გადანერგვის მიზნით განკუთვნილია დონორისაგან აღებული ორგანოები, ორგანოთა ნაწილები ან ქსოვილები;
[ ფ) რეციპიენტი − პირი, რომელიც იღებს ადამიანის ორგანოს ან/და რომლისთვის გამოსაყენებლადაც განკუთვნილია ადამიანის ქსოვილი ან უჯრედი; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
ფ1) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და, შესაბამისად, კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით;
ქ) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;
ღ) სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა – ადამიანზე ან ცხოველზე ჩატარებული ნებისმიერი ექსპერიმენტი, რომლის ერთადერთი ან ერთ-ერთი მიზანია მედიცინის სფეროში ცოდნის გაღრმავება;
ყ) სამედიცინო დახმარების უწყვეტობა – პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელება;
შ) სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტი – სამედიცინო დახმარების იმ მოცულობის ჩამონათვალი, რომლის საფასურის ანაზღაურება ნაკისრი აქვს სახელმწიფოს;
ჩ) სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო – ექიმის და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ პროფესიული საქმიანობის პროცესში პაციენტის ფიზიკური, ფსიქიკური მდგომარეობის, მისი საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი საქმიანობის, ოჯახური ან პირადი ცხოვრების შესახებ მიღებული ინფორმაცია; მოიცავს ექიმისათვის მიმართვის ფაქტსაც, აგრეთვე, სიკვდილის გარემოებებს;
ჩ1) სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით;
ც) სამედიცინო ჩარევა – ნებისმიერი მანიპულაცია, პროცედურა, რომელსაც ატარებს ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის მიზნით;
ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – ექიმი, ექთანი, პარამედიკოსი, ფარმაცევტი, სხვა პირები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები;
ც2) სამედიცინო ტექნოლოგიები -– სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციურ-ტექნოლოგიური მოწყობის წესი;
ც3) საოჯახო მედიცინა – პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული სამედიცინო დისციპლინა, დამოუკიდებელი და სხვა დისციპლინებისაგან განსხვავებული პროფესიული მზადების, კვლევისა და კლინიკური საქმიანობის სისტემით;
ც4) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა – საპროცესო მოქმედების წარმოებისას წამოჭრილი სამედიცინო-ბიოლოგიური საკითხების დადგენის პროცესი;
ძ) სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები – ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოყენებული პრეპარატები, რომელთა მუდმივი მიღება აუცილებელია სიცოცხლის, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (მაგ. ინსულინი);
ძ1) სპეციალობის აღწერილობა – იმ საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელთა ცოდნა და ათვისება აუცილებელია ამა თუ იმ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმისათვის;
წ) ტერმინალური სტადია – უკურნებელი დაავადების ან მდგომარეობის სიკვდილისწინა სტადია;
ჭ) ტვინის სიკვდილი – თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ზედა სეგმენტების ფუნქციების სრული და შეუქცევადი შეწყვეტა სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სპეციალური საშუალებებით შენარჩუნების ფონზე;
ხ) უწყვეტი სამედიცინო განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებს, რომლებიც ექიმის პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს (კონგრესებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ნაშრომების გამოქვეყნება, სწავლება და სხვა);
ხ1) უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება – უმაღლესი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება;
ხ2) უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო განათლების და უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ჯ) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა – შრომის, ყოფა-ცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების განმსაზღვრელი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე ზედამხედველობა, ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები;
ჰ) ჯანმრთელობის ხელშეწყობა (ჯანმრთელობის განმტკიცება) – ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განსამტკიცებლად მიმართული საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს და პროფესიული ფაქტორების კომპლექსი;
ჰ1) ეპიდემიოლოგიური კონტროლი – გადამდები დაავადებების ეპიდემიური პროცესის მართვის პროფილაქტიკურ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემა.
ჰ2) (ამოღებულია);
ჰ3) ამოუცნობი გვამი – გვამი, რომლის აღმოჩენის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო;
ჰ4) უპატრონო გვამი – გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება) შეუძლებელია, და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, ან გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე;
ჰ5) შერჩევითი კონტროლი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება.
1. სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და პალიატიური მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი
ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. სამედიცინო ჩარევების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარებისათვის აუცილებელია წერილობითი თანხმობა, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სამეცნიერო კვლევაში მონაწილე ავადმყოფის და ჯანმრთელი მოხალისის უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და ადამიანზე ბიოსამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აღიარებული საერთაშორისო ნორმებით.
3. სამედიცინო განათლების პროცესში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ინფორმირებული თანხმობა.
პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე, უფლება აქვს უარი თქვას სამეცნიერო კვლევაში ან სამედიცინო განათლების პროცესში მონაწილეობაზე.
განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადების არსებობაზე დასაბუთებული ეჭვის დასადასტურებლად მოქალაქეთა შემოწმების საჭიროებისას ეს უკანასკნელნი ვალდებულნი არიან ჩაიტარონ ყველა სათანადო გამოკვლევა; გამოკვლევის ჩატარებისას დაცული უნდა იქნეს მოქალაქეთა ღირსება და მათი ძირითადი უფლებები.
პაციენტს აქვს უფლება აირჩიოს ან შეიცვალოს სამედიცინო პერსონალი და, ან სამედიცინო დაწესებულება სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. [სადაზღვევო]ხელშეკრულება უნდა იძლეოდეს არჩევანის შესაძლებლობას.
ექიმს უფლება აქვს უარი თქვას პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ:
ა) არსებობს პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და 1) არ აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, ან 2)პაციენტი არ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
ბ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას 3)ექიმის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება
1. ექიმი ვალდებულია 1)აღმოუჩინოს პაციენტს „სამედიცინო დახმარება“ და 2)უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ:
ა) არსებობს ოფიციალურად გაფორმებული (წერილობითი) ან სიტყვიერი შეთანხმება;
ბ) გამოხატულია „სიცოცხლისათვის საშიში“, მათ შორის თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული, მდგომარეობა, ან პაციენტი საჭიროებს „გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას“ ექიმის სამუშაო ადგილზე.
2. ყველა სხვა შემთხვევაში „სამედიცინო დახმარების“ აღმოჩენასთან დაკავშირებული მოვალეობანი, მათ შორის მისი უწყვეტობის უზრუნველყოფის მოვალეობა, ექიმს ეკისრება მაშინვე, როდესაც იგი იწყებს „სამედიცინო დახმარებას“.
[ექიმის]არასამუშაო ადგილზე შესაძლებლობების ფარგლებში „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ გაწევა ექიმის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქის, მოვალეობაა. ამ დროს დაუშვებელია [ექიმის
მიერ]რაიმე საზღაურის მოთხოვნა.
მედიცინის მუშაკი და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო
(საექიმო) საიდუმლო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს: ა) გარდაცვლილის ნათესავი ან ბ)კანონიერი წარმომადგენელი, გ)სასამართლო, დ)საგამოძიებო ორგანოები, ან ე)ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად(!)
სამედიცინო პერსონალი ვალდებულია შესაბამის დაწესებულებებს დადგენილი წესით გადასცეს ინფორმაცია:
ა) გადამდები დაავადების დიაგნოზის დადგენისას ან ასეთზე ეჭვის მიტანისას;
ბ) სხეულის ფიზიკური, ქიმიური, სხივური, თერმული დაზიანების შემთხვევაში;
გ) უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შესახებ.
Комментарии
Отправить комментарий