ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა[მუხ. 276-ე]
      I . 276-ე მუხლის დანაშაულის:   ა) „სუბიექტი’’ ბ)“მსხვერპლი’’[დაზარალებული] გ)“საგანი’’ და   დ)“სს-ვი დაცვის ობიექტი’’       ·         ამ დანაშაულისგან „სს-ვი დაცვის ობიექტს’’  წარმოადგენს: ა) ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა   ბ)ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უშიშროება   ხ   ·         ამ დანაშაულის სუბიექტია[ამსრულებელია]  - ის,ვინც მართავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას [არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა მას მართვის უფლება]ე.ი. სახეზეა“ სპეციალური ამსრულებელი’’   ·         ამრიგად, ამ დანაშაულის ამსრულებელია  -ის,ვინც ზის საჭესტან და მართავს მანქანას   ·         არსებობს გამონაკლისი,როცა სახეზეა სპეციალური „სასწავლო მანქანა’’,რომლის საჭესტან ზის ის,ვინც სწავლობს მანქანის მართვას,ხოლო მას გვერდით უზის „მასწავლებელი’’,რომელიც ფლობს „სამუხრუჭე სისტემას’’[მაგრამ არა საჭეს] და ვალდებულია მიიღოს უსა...