თანასწორობა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა [კონსტ.მე-11 მუხლი]
ფინალურის საკითხები:
1. ადამიანთა თანასწორობის დახასიათება;
2. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის დახასიათება;
1.ადამიანთა თანასწორობის
დახასიათება
·
დემოკრატიულ საზოგადოებაში „კანონის წინაშე თანასწორობა“ ერთ-ერთი უმთავრესი სამართლებრივი პრინციპია.
1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
· საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1 ნაწილის 1 -ლი წინადადებით აღიარებული „თანასწორობის პრინციპი“ ადამიანთა შორის ფაქტობრივი უთანასწორობის მოსპობას კი არ მოითხოვს, არამედ მხოლოდ მათ[ადამიანთა] უსაფუძვლო[უსამართლო] დიფერენციაციას[დაყოფას] ანუ დისკრიმიმაციას კრძალავს
ხ
·
„კანონის წინაშე თანასწორობა“ გულისხმობს ადამიანთა მხოლოდ იურიდიულ თანასწორობას.
·
„კანონის წინაშე თანასწორობა” არ გულისხმობს ფაქტობრივ თანასწორობას და ადამიანთა სრულ გათანაბრებას ყველგან და ყველაფერში.
ხ
·
კანონის
წინაშე თანასწორობის მოთხოვნა ირღვევა, როდესაც: ა) მსგავსი, ერთგვაროვანი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება სასამართლოში ან ბ)აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა ხდება
ხ
·
ადამიანთა
„ უსაფუძვლო დიფერენციაციად“[დაყოფად] არ განიხილება ღონისძიებები რომლებიც სწორედ „ფაქტობრივი უთანასწორობის’’ დაძლევისაკენ არის მიმართული .
[მაგალითად, გარკვეული შეღავათებისა თუ პრიორიტეტების
დაწესება
ა)დაბალგანვითარებული რეგიონების მოსახლეობისათვის, ბ)მრავალშვილიანი და გ)ფინანსურად შეჭირვებული ოჯახებისათვის, დ)განსხვავებული საგადასახადო რეჟიმის შემოღება შვილიანი და უშვილო ოჯახებისათვის, ე)განსხვავებული საპენსიო ასაკის დადგენა ქალებისათვის და სხვ.]
ხ
·
კონსტიტუციის მე-11 მუხლი განსაზღვრავს, თუ, საზოგადოდ, რა ნიშნების მიხედვით არ შეიძლება
ადამიანებისადმი
დიფერენცირებული
მიდგომა [ანუ ადამიანთა განსხვავება] და როდის იქნება იგი შეფასებული აკრძალულ [ანუ უკანონო]დისკრიმინაციად.
·
კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს, არ დაუშვას (მათ შორის, კერძო სექტორში) ადამიანთა ა)პირდაპირი თუ ბ)არაპირდაპირი დისკრიმინაცია.
კანონის„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მე-2 მუხლის თანახმად:
პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, [გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ]
ირიბი[შეფარული] დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული ა)დებულება, ბ)კრიტერიუმი ან გ)პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, [გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ]
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
2.„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის
დახასიათება;
შესავალი:
„უკანონო დისკრიმინაციის“ არსი
· „დისკრიმინაციის” ცნება თავისთავად გულისხმობს „უკანონობას”.
· კანონიერი დისკრიმინაცია არ არსებობს.
·
დისკრიმინაციის ცნება აერთიანებს ორ ელემენტს: ერთი მხრივ, ადამიანთა მიმართ „განსხვავებულ მოპყრობას” მათი ამა თუ იმ კუთვნილების გამო და, მეორე მხრივ, „განსხვავებული
მოპყრობის უკანონობას”.
ხ
·
ასე რომ , ადამიანთა მიმართ ყოველგვარი „განსხვავებული მოპყრობა” არ წარმოადგენს დისკრიმინაციას.[ანუ ზოგჯერ ეს კანონიერია]
ხ
·
დისკრიმინაცია, ეს არის :“შედარებით მსგავს ვითარებაში მყოფ ადამიანთა მიმართ „განსხვავებული მოპყრობა“ ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე“.[ცნება- საზეპირო]
·
ადამიანების მიმართ განსხვავებული მოპყრობის „გონივრული გამართლება“, როგორც წესი, უკავშირდება სწორედ ადამიანთა ჯგუფებს შორის არსებული ფაქტობრივი უთანასწორობისა თუ უთანაბრობის აღმოფხვრას, რაც, ცხადია, ვერ აეკრძალება სახელმწიფოს, რამდენადაც „განსხვავებული მოპყრობა”, ასეთ დროს სწორედ თანასწორობის უზრუნველყოფას ემსახურება და, ამდენად, სავსებით გამართლებულია.
უფრო მეტიც: სახელმწიფოს უმოქმედობა, აღმოფხვრას ასეთი არათანაბრობა, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება შეფასებულ იქნეს, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნასთან შეუთავსებელი.]
ხ
· დისკრიმინაციად მიიჩნევა არა მარტო ისეთი შემთხვევა, როდესაც ა) საჯარო ხელისუფლების მოქმედება პირდაპირ ისახავდა მიზნად პირის ან პირთა ჯგუფის დისკრიმინაციას[პირდაპირი დისკრიმინაცია] ბ)არამედ ისეთი შემტხვევაც , რომდესაც საჯარო ხელისუფლების არა გამიზნულ მოქმედებას შედეგად მოჰყვა მათი[პირის ან პირთა ჯგუფის] de facto დისკრიმინაცია.[არაპირდაპირი დისკრიმინაცია]
· იმისათვის, რომ ე.წ. „განსხავებული მოპყრობა’’ დისკრიმინაციად შეფასდეს, აუცილებელია, დადგინდეს[ანუ შემოწმდეს]:
1) მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი „განსხვავებულ მოპყრობას“
და
2) იყო თუ არა „განსვავებული მოპტრობა’’ დაკავშირებული ე.წ. „აკრძალულ საფუძველთან“,[ ანუ ადამიანის რასობრივ, რელიგიურ თუ სხვა კუთვნილებასთან ,რაც ჩამოთვლილია კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1- ნაწილში,სწორედ ესენი ითვლება „აკრძალულ საფუძვლებად“].
ხხხხხხ
1)ჰქონდა თუ არა ადგილი „განსხვავებულ მოპყრობას“ ?
ამის დადგენის ეტაპები:
ა) „განსხავებული მოპყრობის” სახეობის იდენტიფიკაცია.
· აქ შემთხვევათა ორი ჯგუფი გამოიყოფა.
პირველი, როდესაც ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს სახელმწიფო ეპყრობა უფრო უარესად, ვიდრე მსგავს ვითარებაში ადამიანთა სხვა ჯგუფს.
მეორე, როდესაც სახელმწიფო ადამიანის, ან ადამიანის ჯგუფისათვის ვერ უზრუნველყოფს, რომ მანაც ისარგებლოს ისეთივე შეღავათით ან უპირატესობით, როგორითაც სარგებლობს ადამიანთა სხვა ჯგუფი მსგავს ვითარებაში.
ანუ ტავიდან ჯერ უნდა გაირკვეს როგორი სახის „განსხვავებულ მოპყრობასთან“ გვაქვს საქმე
ბ) „ვითარების მსგავსების’’ შეფასება.
· „განსხვავებული მოპყრობა“ ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციად, თუ ეს „ვითარება’’ არ არის იმ „სხვა ვითარების“ „მსგავსი და ანალოგიური’’
ანუ შემდეგ ხდება „ვითარებათა“ შედარება
გ) „განსხვავებულ ვითარებაში განსხვავებული მოპყრობის ვალდებულება’’.
· ადამიანის უფლება, იყოს დისკრიმინაციისაგან თავისუფალი, ირღვევა, როდესაც სახელმწიფო, „ობიექტური და გონივრული გამართლების” გარეშე, არ (ან ვერ) უზრუნველყოფს, რომ არაერთგვაროვნად მოეპყროს ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებია და ყველას ერთგვაროვნად ეპყრობა.
ანუ ასევე მოწმდება სახელმწიფოს ქცევა ამა თუ იმ ვითარებაში
დ) „განსხვავებული მოპყრობის’’ გამართლება საამისო „ობიექტური და გონივრული საფუძვლით”.
· დისკრიმინაციად არ ჩაითვლება „განსხვავებული მოპყრობა’’:
ა) რომელიც ეფუძნება არსებითად „განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების’’ ობიექტურ შეფასებას,
ბ) ითვალისწინებს საჯარო ინტერსს
გ)ამყარებს სამართლიან ბალანსს“ საზოგადოების საერთო ინტერესსა’’ და „ინდივიდის უფლებებს’’ შორის.
ანუ უნდა შემოწმდეს ხომ არ არის სახეზე „დისკრიმინაციის გამომრიცხველი ეს გარემოებები’’
ყურადღება:
„განსხვავებული მოპყრობისას’’ „კანონიერი მიზნის“ დასაბუთება სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხოლო „განსხვავებული მოპყრობის“ არაპროპორციულობისა კი – ინდივიდისა,რომელიც თვლის რომ მოხდა მისი დისკრიმინაცია.
2.იყო თუ არა „განსხვავებული მოპყრობა’’ დაკავშირებული ე.წ. „აკრძალულ საფუძველთან“ ?
დისკრიმინაციის ცალკეული ნიშნები:
[კონსტ. მე-11 მუხლის 1 ნაწილში მითითებული]
რასობრივი კუთვნილება – ერთგვარად პირობითი ცნებაა, რამდენადაც არ არსებობს საკუთრივ „რასის” ცნების საყოველთაო გაგება. რასობრივი დაყოფა გულისხმობს ადამიანთა დაყოფას ბიოლოგიური კრიტერიუმით და ამ საფუძველზე მათ იერარქიზაციას, რომელსაც არ გააჩნია მეცნიერული საფუძველი.
რასებად დაყოფისას გათვალისწინებულია ადამიანის ფიზიკური ანთროპოლოგია, ხოლო კრიტერიუმებად გამოყენებულია გარეგნული, ადვილად იდენტიფიცირებადი ნიშნები, როგორიცაა კანის ან თმის ფერი, სახის ნაკვთები, თავის ქალის ფორმა.
თუმცა, ხშირად გამოიყენება სხვა კრიტერიუმებიც.
ადამიანთა რასებად დაყოფა ეფუძნება მცდარ წარმოდგენებს „დაბალი” და „მაღალი”, „სრულყოფილი” თუ „არასრულყოფილი”. „პირველხარისხოვანი”, „დომინანტური”, „წმინდა სისხლის” და „მეორეხარისხოვანი” რასების არსებობის შესახებ.
ამ წარმოდგენებმა მე-18–მე-19 საუკუნეებში ღრმად შეაღწია მეცნიერებაშიც, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო რასისტული იდეოლოგიის (მათ შორის, ანტისემიტიზმის) ჩამოყალიბებას.
თანამედროვე ეპოქაში მიღებული აღარ არის ანთროპოლოგიური თავისებურებების მიხედვით ადამიანთა რასებად დაყოფა და მიჩნეულია, რომ ადამიანთა დაჯგუფება მხოლოდ გეოგრაფიული, ანდა კულტურული განსხვავებების მიხედვით შეიძლება განხორციელდეს.
ხხხ
ეთნიკური კუთვნილება - გულისხმობს ადამიანის ეთნიკურ წარმომავლობას (ქართველი, ოსი, ფრანგი, ებრაელი და ა.შ.)
ხხ
ეროვნული კუთვნილება – ადამიანის მოქალაქეობას.
ხხ
სოციალური კუთვნილება – ამა თუ იმ სოციალური ფენისადმი ადამიანის მიკუთვნებას და მოიცავს სოციალურ, ეკონომიურ და კულტურულ ასპექტებს (მაგ. სოციალურად დაუცველი ფენაანუ „დაბალი ფენა’’, „საშუალო ფენა“,ანუ მომსახურების სფეროში დასაქმებული ჯგუფი, ინტელიგენცია ,“მაღალი ფენა’’ანუ მმართველი ჯგუფი და ფინანსური ელიტა და ა.შ.)
ხხ
წარმოშობას დიდწილად განსაზღვრავს წინაპრების ვინაობა და სოციოლოგიურ, კულტურულ და სამართლებრივ ასპექტებს აერთიანებს. წარმოშობის მიხედვით, ადამიანი შეიძლება იყოს „გლეხი”, „აზნაური”, „თავადი”, „არისტოკრატი”, „პროვინციელი”, კანონიერ ან უკანონო ქორწინებაში დაბადებული და სხვ.
ა) დისკრიმინაცია რასობრივი, და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით :
· ჩამოთვლილი საფუძვლებით „განსხვავებული მოპყრობა“ ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსებას და, იგი, მე-11 მუხლთან ერთად, არღვევს კონსტიტუციის მე-9 მუხლსაც, რომელიც ადამიანის ღირსებას ხელშეუვალად აცხადებს.
· სტრასბურგის სასამართლოს შეხედულებით, აღნიშნული ნიშნებით დისკრიმინაცია [„განსხვავებული მოპყრობა’’] იმავდროულად წარმოადგენს „ღირსების დამამცირებელ მოპყრობას”
· რასობრივ ან ეთნიკურ ნიშნებთან მიმართებაში, დიფერენცირებული მოპყრობის აკრძალვა აბსოლუტურია(!) და ამ ნიშნებით დიფერენციაცია ყველა შემთხვევაში განიხილება, როგორც „უკანონო დისკრიმინაცია’’.
· ზოგიერთ ნიშანთან დაკავშირებით დიფერენცირებული მოპყრობის აკრძალვა – აბსოლუტურთან მიახლოვებულია[ანუ მთლად აბსოლუტური აკრძალვა არ არის]
· მაგ. ოდნავ შერბილებულია დამოკიდებულება ეროვნული კუთვნილების ნიშნით „განსხვავებულ მოპყრობასთან“ მიმართებაში.
· ასეთ დროს სახელმწიფოს განსაკუთრებით წონადი არგუმენტი ესაჭიროება იმისათვის, რათა ეროვნული კუთვნილების ნიშნით[ანუ მოქალაქეობის ნიშნით] განსხვავებული მოპყრობა კონვენციასთან შესაბამისად აქნეს მიჩნეული.
· გამართლების შესაძლო შემთხვევები უკავშირდება ძირითადად იმიგრანტებისათვის გარკვეული უფლებრივი შეზღუდვების დაწესებას, რაც უკანონო დისკრიმინაციად არ განიხილება.(!)
ხხ
ბ) დისკიმინაცია წარმოშობის ნიშნით.
· ამ ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები ძირითადად უკავშირდება განსხვავებულ მოპყრობას კანონიერ და უკანონო ქორწინებაში დაბადებული ბავშვების მიმართ მათი უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით.
· ამგვარი განსხვავებული მოპყრობა განსაკუთრებით უკანონოდ განიხილება.
ხ
გ) დისკრიმინაცია სქესობრივი კუთვნილების ნიშნით.
· მიდგომები განსხვავებულია, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად სისხლხორცეულ ინტერესებს ხელყოფს განსხვავებული მოპყრობა ან რა მიზანს ემსახურება იგი.
· ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი საზრუნავია და სახელმწიფოს ესაჭიროება ძალზე წონადი გამართლება, რათა ამ ნიშნით “ განსხვავებული მოპყრობა“ ობიექტურად გამართლებულად ჩაითვალოს.
· პრაქტიკაში ყველაზე უფრო ხშირად, დისკრიმინაციის კონტექსტში წარმოიშობა ქალებისა და მამაკაცებისათვის განსხვავებული საპენსიო ასაკის დაწესება, რომელიც უკავშირდება განსაზღვრულ შრომითი სოციალური უზრუნველყოფის სხვადასხვა სარგებლის მიღებას და შესაბამისად, ქონებისა და საკუთრების საკითხებს.
ხხ
დ) დისკრიმინაცია რელიგიური კუთვნილების ნიშნით.
· საქართველოს კონსტიტუციისა თუ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლების საფუძველზე გამართლებული ვერ იქნება „განსხვავებული მოპყრობა“, რომელიც მხოლოდ რელიგიურ კუთვნილებას ემყარება.
ხ
ე) დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
· სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე „განსხვავებული მოპყრობას“ ასევე ესაჭიროება წონადი არგუმენტი, ვინაიდან ასეთი საქმეები ყოველთვის უკავშირდება „პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას“.
· საერთო ტენდენცია ამ ნიშნით „განსხვავებული მოპყრობის“ აკრძალვისაკენ არის მიმართული.
· სექსუალური ორიენტაციის ნიშნით „განსხვავებული მოპყრობის’’ გამართლება „პროპორციულობის“ შეფასების განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს მოითხოვს. იგი საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან არა, უბრალოდ, იმის დადასტურებას, რომ განსხვავებული მიდგომაა) კანონიერ მიზანს ემსახურებოდა, არამედ იმისაც, რომ ის ბ) აუცილებელი იყო დასახული მიზნის მისაღწევად.
· ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში დისკრიმინაციად განიხილება სექსუალური ორიენტაციის გამო ბავშვის აყვანაზე უარის თქმაც.
· ჰომოსექსუალურ პარტნიორობასა და ქორწინებაში მყოფ წყვილთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, მათ შორის, მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების საკითხში, არ განიხილება დისკრიმინაციად. ევროპული სასამართლოს აზრით, de facto სექსუალური ურთიერთობა, ვერ გამოიწვევს ისეთივე უფლებების წარმოშობას, როგორსაც რეგისტრირებული „ოჯახის ინსტიტუტი“, რომელიც წარმოადგენს არსებით წინაპირობას მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღებისათვის.
ვ) დისკიმინაცია დედაენის ნიშნით
· კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს ვინმეს დისკრიმინაციას იმისდა მიხედვით, თუ რა არის მისი მშობლიური ენა.
· კონსტიტუციის11-ე მუხლის მე-2 ნაწილი დამატებითი გარანტიაა ამ ნიშნით დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ.
· იგი ყველას ანიჭებს უფლებას, „ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა და ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ”.
2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.
· საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად სახელმწიფო ენის დადგენილ ფარგლებში ცოდნის მოთხოვნა, არ წარმოადგენს დისკრიმინაციას ენობრივი ნიშნით.
· მასთან, საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა არ გახდეს წინაპირობა ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევისა და არ გამოიწვიოს მისი de facto დისკრიმინაცია.
ზ) დისკრიმინაცია პოლიტიკური და სხვა შეხედულებების ნიშნით.
· პოლიტიკური შეხედულებები, მსოფლმხედველობა, მრწამსი არ შეიძლება „განსხვავებული მოპყრობის“ გამამართლებელი საფუძველი გახდეს, თუკი მათი გამოხატვა, ზიანს არ აყენებს საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს.
· მაგალითად, სამსახურში აყვანისა თუ გათავისუფლების კრიტერიუმი კერძო თუ სახელმწიფო სექტორში არც პირდაპირ და არც ირიბად არ შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის პოლიტიკურ შეხედულებებს.
· პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაციად არ განიხილება იმ პირთათვის პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვის აკრძალვა ან შეზღუდვა, ვისაც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის” დაცვა ევალებათ (მაგალითად, მოსამართლეები, სახელმწიფო მოხელეები, სამხედრო მოსამსახურეები). ასევე არ განიხილება დისკრიმინაციად ომის, ძალადობისა და სიძულვილის პროპაგანდის შეზღუდვა.
რასობრივი ან სხვაგვარი სიძულვილით მოტივირებული ძალადობა
· რასობრივი თუ ეთნიკური სიძულვილით ჩადენილი მკვლელობის ან სხვა დანაშაულის დროს სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული პოზიტიური ვალდებულება საქმის ეფექტური გამოძიებისა.
· თუმცა, რასობრივი მოტივის დადგენა და მისი მტკიცებულებებით დადასტურება იოლი არ არის.
· აუცილებელია, დადგენილ იქნეს მიზეზობრივი კავშირი „რასობრივ სიძულვილსა“ და ჩადენილ დანაშაულს შორის.
· სახელმწიფოს მიერ საქმის ზედმიწევნით ეფექტური გამოძიების ვალდებულების შეუსრულებლობა, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და ევროპული კონვენციის მე-14 მუხლების დარღვევას სიცოცხლის ან სხვა უფლების დარღვევასთან ერთობლიობაში.
· დისკრიმინაციად განიხილება სახელმწიფოს ტოლერანტულობა „სიძულვილის მოტივით ‘’ განხორციელებული ძალადობისადმი.
„ არაპირდაპირი დისკრიმინაცია „
· არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც სახელმწიფოში არსებული ესა თუ ის წესი თუ დამკვიდრებული პრაქტიკა თანმხლები შედეგის სახით იწვევს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებას.
· ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სახელმწიფოს არ გააჩნია დისკრიმინაციის განზრახვა. ამის მიუხედავად, სახელმწიფო პასუხს აგებს de facto დისკრიმინაციული ვითარებისათვის.
· ასეთ დროს, განსხვავებული მოპყრობის დასამატკიცებლად საკმარისია სტატისტიკური მონაცემების მოშველიება.
· ეს ათავისუფლებს მომჩივანს ვალდებულებისაგან, ამტკიცოს დისკრიმინაციული განზრახვის არსებობა. (!) [ვინისიუსი]
„უკუდისკრიმინაცია“
· უკუდისკრიმინაციის პრობლემები, ჩვეულებრივ, უკავშირდება იმ სახელმწიფოებრივი პროგრამების ექსცესიურ გამოყენებას, რომელთა მიზანსაც ადამიანთა დაჩაგრული ჯგუფების მხარდაჭერა წარმოადგენს.
· უმცირესობის დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით დიფერენცირებულმა მოპყრობამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს.
მაგალითად, უნივერსიტეტებში უმცირესობებისათვის დაცული კვოტის დაწესება წარმოადგენს უკუდისკრიმინაციას სხვათა მიმართ.
მაგრამ ასეთი კვოტის დაწესება შეიძლება ობიექტურად გამართლებულად შეფასდეს, თუკი ეს უმცირესობა არაპროპორციულად მცირე ნაწილია სტუდენტების საერთო რაოდენობისა, რაც მათი მხარდაჭერის გონივრულობაზე მეტყველებს
ხხხ
· საქარტველოს კანონის“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მიზანებია:
1) საქართველოში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა
და
2)ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა:[მუხ.1]
ხ
დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:
ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;
ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს;
გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.[მუხ.4]
ხ
.დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.[მუხ.6]
ხ
1. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.[მუხ.10]
Комментарии
Отправить комментарий