პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები[კონსტ.მუხ.მე-15-ე]]
მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები
+
1.
ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
ნორმის ზოგადი მიმოხილვა
კონსტიტუციის მე-15 მუხლი აღიარებს და იცავს რამდენიმე ძირითად უფლებას:
ა) პირადი ცხოვრების უფლებას,
ბ) პირადი საქმიანობის ადგილის ხელშეუხებლობის უფლებას;
გ) პირადი ჩანაწერის ხელშეუხებლობის უფლებას;
დ) მიმოწერის თავისუფლებას;
ე) სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის თავისუფლებას;
ვ) ტექნიკური საშუალებებით მიღებულ შეტყობინებათა
ხელშეუხებლობის
უფლებას;
ზ) საცხოვრებელი ბინისა და სხვა მფლობელობის
ხელშეუხებლობის
უფლებას.
მიუხედავად იმისა, რომ მე-15 მუხლით
აღიარებული
ყველა
უფლების
მიზანი
პირადი
ცხოვრების
თავისუფლების
უზრუნველყოფაა
და
შესაბამისად,
ისინი
პირადი
ცხოვრების
ძირითადი
უფლების
შინაარსობრივ
კომპონენტებად
უნდა
განვიხილოთ,
თითოეულ მათგანს
აქვს საკუთარი,
დამოუკიდებელი დაცვის
სფერო.
მე-15 მუხლის
როგორც
პირველი,
ისე
მე-2
პუნქტები
ითვალისწინებს
დაცულ უფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილებისა და კანონის
ალტერნატიული
დათქმის
საფუძველზე.
მე-15 მუხლით აღიარებული ძირითადი უფლებები დაცულია როგორც ნეგატიური (status negativus), ისე პოზიტიური
(status positivus) თვალსაზრისით.
საჯარო ხელისუფლებას ეკისრება პოზიტიური
ვალდებულება,
შექმნას
სათანადო
გარანტიები
ადამიანის
პირადი
ცხოვრების
მესამე
პირთა
მხრიდან
ხელყოფისგან
დასაცავად.
მე-15 მუხლით აღიარებულ უფლებათა დაცვის სფერო
·
პირადი ცხოვრების უფლება
მოიცავს
ინდივიდის
ცხოვრების: ა)ინტიმურ, ბ)კერძო და გ)სოციალურ სფეროებს.
·
პირადი ცხოვრების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა მოხდეს მე-15 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად
·
პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ
„სასამართლოს გადაწყვეტილებით
ან მის
გარეშეც, კანონით
გათვალისწინებული გადაუდებელი
აუცილებლობისას”.
·
მე-15 მუხლით აღიარებული სხვა უფლებები
უნდა
განვიხილოთ
სპეციალურ
უფლებებად
პირადი ცხოვრების
ძირითადი უფლების
მიმართ.
ხ
ა)პირადი ჩანაწერის ხელშეუხებლობის უფლება
·
პირადი ჩანაწერი არის ინდივიდის მიერ კალმით ან ბეჭდური ფორმით შესრულებული ან ტექნიკური საშუალებით ჩაწერილი ინფორმაცია (პირადი წიგნაკი, კალმით შესრულებული ან აუდიოჩანაწერის სახით წარმოებული
დღიური
და
სხვ.),
რომელიც
განეკუთვნება
მისი
ან
სხვა
ინდივიდის
პირადი
ან
პროფესიული
ცხოვრების
სფეროს
და
ინდივიდის
მიერ
არ
არის
მოაზრებული
საჯარო
ხელისუფლებისთვის
ან
ადამიანთა
შედარებით
ფართო
წრისთვის
გასაზიარებლად.
·
პირადი
ჩანაწერის ხელშეუხებლობის
უფლებით დაცულია ნებისმიერი ფიზიკური პირი.
·
თავისი შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული უფლება არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე.
·
პირადი ჩანაწერის ხელშეუხებლობის უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული პირადი ცხოვრების
ძირითად
უფლებასთან და მის ერთ-ერთ შინაარსობრივ
კომპონენტად
განიხილება
ხ
·
ამასთან, ადამიანის დღიური,
როგორც
წესი,
განეკუთვნება
პირადი
ცხოვრების
ა)ინტიმურ სფეროს, ხოლო სხვა ტიპის პირადი ჩანაწერები – პირადი
ცხოვრების
ბ)კერძო სფეროს.
·
ინტიმური სფეროს დაცვის განსაკუთრებული
მნიშვნელობის
გათვალისწინებით,
ადამიანის
დღიურში
დაფიქსირებული
ჩანაწერების
გაცნობა
და
მათი
იურიდიულ
მტკიცებულებად
გამოყენება
დასაშვებად
შეიძლება
ჩაითვალოს
მხოლოდ ამ პირის სურვილით ან თანხმობით,
ან, გამონაკლისის სახით,
ჩარევის
გამამართლებელი
განსაკუთრებული საფუძვლის
არსებობისას(!!).
ხ
·
ადამიანის კერძო სფეროს
მიკუთვნებული
პირადი
ჩანაწერების
ხელშეუხებლობის
უფლება
შეიძლება შეიზღუდოს(!) თანაზომიერების პრინციპის
საფუძველზე,
იმ
გარემოების
გათვალისწინებით,
რომ
კერძო სფეროს
შეზღუდვის გამართლება
განსაკუთრებულ სამართლებრივ
საფუძველს საჭიროებს.
ხ
·
პირის ნებართვა გამორიცხავს ჩარევას ამ უფლების დაცვის სფეროში.
·
ამიტომ , პირის ნებართვის საფუძველზე ჩანაწერის გაცნობისა და გამოყენების ლეგიტიმურობა არ საჭიროებს სასამართლოს მიერ დადასტურებას.(!)
ბ)მიმოწერის ხელშეუხებლობის უფლება
·
მიმოწერა არის ორ ან მეტ პირს შორის დამყარებული კომუნიკაცია დახურული კონვერტით
გაგზავნილი წერილის,
ღია ბარათის,
დეპეშის, ბანდეროლის,
პაკეტის და
სხვა საფოსტო
თუ არასაფოსტო
გზავნილის საშუალებით.
·
კონსტიტუციის მე-15 მუხლით
დაცულია სამართლებრივი
სიკეთე – კომუნიკაციის თავისუფლება,
რაც
გულისხმობს
კომუნიკაციის დაცვას გარეშე
პირთა
არასასურველი
მონაწილეობისაგან.
·
კომუნიკაციის თავისუფლება ინდივიდს
აძლევს
შესაძლებლობას,
თავად განსაზღვროს
კომუნიკაციის
შინაარსი
და
პარტნიორი,
რაც
უზრუნველყოფს
ადამიანის
იმგვარ
თავისუფალ
თვითგამოსახვას,
რომელიც
თავისუფალია
გარეშე
წამკითხველი
და
მარეგისტრირებელი
სუბიექტის
ჩარევით
განპირობებული
თავშეკავებისგან.
·
მიმოწერის ხელშეუხებლობის უფლება, პირადი
ჩანაწერის
ხელშეუხებლობის
უფლების
მსგავსად,
უშუალოდ
არის
დაკავშირებული
პირადი ცხოვრების ძირითად უფლებასთან და მის ერთ-ერთ შინაარსობრივ
კომპონენტად
განიხილება
·
პირადი ცხოვრების ინტიმურ
და
კერძო სფეროებთან მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, ამ
უფლების შეზღუდვა
განსაკუთრებულ სამართლებრივ
საფუძველს საჭიროებს.
·
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების
თანახმად,
ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც „ინდივიდი
ცხოვრობს იმის
შეგრძნებით, რომ
მისი ნებისმიერი
სიტყვა, რაიმე,
თუნდაც, გაუაზრებელი
და სპონტანური
აზრის გამოხატვა,
განვითარების პროცესში
არსებული დიალოგისას
გამოთქმული წინასწარი
პოზიცია, ან
რაიმე ფორმულირება,
რომლის ნამდვილი
შინაარსის გაგება
მხოლოდ კონკრეტული
სიტუაციის ცოდნის
შემთხვევაშია შესაძლებელი,
სხვა გარემოებებში
და სხვა
კონტექსტში შეიძლება
იქნეს გამოყენებული.
ინდივიდმა კერძო
საუბრები უნდა
აწარმოოს იმის
ეჭვისა და
შიშის გარეშე,
რომ საიდუმლო
ჩანაწერს ვინმე
მისი ნებართვის
გარეშე და
ნების საწინააღმდეგოდ
გამოიყენებს”.
·
მიმოწერის ხელშეუხებლობის
უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული
სხვა ძირითად უფლებებთანაც, რომელთა
შორის
განსაკუთრებული
აღნიშვნის
ღირსია
„ინფორმაციული
თვითგამორკვევის“, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის“ და „აზრის თავისუფლების“ უფლებები.
·
მიმოწერის პროცესში გროვდება
ძალზე დიდი მოცულობის ინფორმაცია ინდივიდთა შესახებ.
·
ეს ინფორმაცია დაცულია,
ერთდროულად,
„ინფორმაციული
თვითგამორკვევის“, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვისა“ და „მიმოწერის ხელშეუხებლობის“ ძირითადი უფლებებით.
·
„ აზრის თავისუფლების“ ძირითადი
უფლებით დაცულია არა მხოლოდ
აზრის
გამოხატვა,
არამედ
მისი
ადრესატამდე
მისვლაც,ხოლო „მიმოწერის ხელშეუხებლობის ’’უფლება უზრუნველყოფს აზრთა გაცვლას კომუნიკაციის პარტნიორებს შორის მესამე პირთა მხრიდან მათი შინაარსის გაცნობის
გარეშე.
·
ყოველივე ეს განაპირობებს უშუალო და მჭიდრო კავშირს
„მიმოწერის ხელშეუხებლობისა“ და „აზრის თავისუფლების“ ძირითად
უფლებებს
შორის.
ხ
·
„მიმოწერის ხელშეუხებლობის“ უფლებით დაცული
არიან როგორც
ფიზიკური, ისე
იურიდიული პირები.
ხ
·
„მიმოწერის ხელშეუხებლობის“ უფლება იცავს ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებსაც[ოღონდ] წინასწარი
პატიმრობისა
და
სასჯელაღსრულების
დაწესებულებათა
თავისებურებების
გათვალისწინებით.
·
ამასთან, „მიმოწერის
ხელშეუვალობის“ ძირითადი
უფლება
გამორიცხავს თავისუფლებაშეზღუდულ პირთა კორესპონდენციის ტოტალურ კონტროლს და მოითხოვს თითოეული ჩარევისთვის კონკრეტული ლეგიტიმური საფუძვლის არსებობას.
ხ
·
„მიმოწერის ხელშეუხებლობის“ უფლებით დაცული
არიან
საჯარო
მოსამსახურეებიც,
·
რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებაში შესული წერილის
გახსნამდე
ერთმანეთისგან
უნდა
გაირჩეს
სამსახურებრივი
და
პერსონალური
წერილები
და
დაცულ იქნეს
ამ უკანასკნელთა[პერსონალურ
წერითა] საიდუმლოება.
ხ
·
„მიმოწერის ხელშეუხებლობის“ უფლების შეზღუდვის გამართლების
შეფასებისას,
მნიშვნელობა
ენიჭება
კომუნიკაციის პარტნიორთა ვინაობას. მაგალითად, კომუნიკაცია ბრალდებულსა და ადვოკატს ან ბრალდებულსა და სახალხო დამცველს შორის გაცილებით მკაცრ დაცვას საჭიროებს, ვიდრე კომუნიკაცია ბრალდებულსა და მის ნათესავებს შორის.
ხ
·
მიმოწერის ხელშეუხებლობის უფლებით, პირველ
რიგში,
დაცულია
წერილის საიდუმლოება.
·
დაცულია ნებისმიერი წერილი განურჩევლად კომუნიკაციის
შინაარსისა.
ხ
·
გარდა წერილებისა, დაცულია
სხვა ტიპის
გზავნილებიც, როგორიცაა პაკეტი, ბანდეროლი, ფოსტით გაგზავნილი გაზეთი და სხვ.
ხ
·
მიმოწერის ხელშეუხებლობის უფლებით დაცვა,
თავისებურებათა
გათვალისწინებით,
შეიძლება
გავრცელდეს
ღია გზავნილებზეც.[ღია ბარათებზე]
ხ
·
გარდა ამისა, დაცვის სფერო მოიცავს მიმოწერასთან დაკავშირებულ გარე ფაქტორებსაც.
შესაბამისად,
დაცვის
სფეროში
ჩარევად განიხილება
მიმოწერის სისტემური მეთვალყურეობაც(!).
·
დაუშვებელია სისტემური მონიტორინგი
და
რეგისტრირება იმისა, თუ ვინ, ვისგან, როდის და რა სიხშირით
იღებს, ან ვინ, ვის, როდის და რა სიხშირით უგზავნის
წერილებს.
ხ
·
გავრცელებული მოსაზრების თანახმად,
მომსახურების მიმწოდებლის
ე.წ.„საწარმოო ზომები”
(მაგალითად,
წერილების
დახარისხება,
ისეთი
წერილის
გახსნა,
რომელიც
არც
ადრესატისთვის
მიწოდებას
ექვემდებარება
და
რომელსაც
არც
გამგზავნის
ვინაობა
აქვს
მითითებული)
არ უნდა
განვიხილოთ ჩარევად
მიმოწერის
თავისუფლების
ძირითადი
უფლების
დაცვის
სფეროში.
ხ
·
მიმოწერის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით
დაცულია
კომუნიკაციის
ორივე
პარტნიორი
ერთდროულად.
·
შესაბამისად, ჩარევა
დაცვის სფეროში
„არ ხორციელდება“ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი პარტნიორი აძლევს საჯარო ხელისუფლებას გზავნილის შინაარსის გაცნობის ან შიგთავსის დათვალიერების უფლებას.
ხ
·
მიმოწერის ხელშეუხებლობის უფლებით დაცულია
როგორც
საფოსტო,
ისე
არასაფოსტო
მიმოწერა.
·
ამასთან, ამ ძირითადი უფლებით შეზღუდულია შესაბამისი
მომსახურების ნებისმიერი
საჯარო მიმწოდებელი.
·
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „საქართველოს
ფოსტა” არის სახელმწიფოს მიერ საჯარო უფლებამოსილებათა განსახორციელებლად დაფუძნებული კომერციული იურიდიული პირი,იგი უპირობოდ არის
შეზღუდული მიმოწერის
ხელშეუხებლობის ძირითადი
უფლებით.
·
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შპს „საქართველოს
ფოსტა”
ძირითადი
უფლებებით
უშუალოდ
იქნება
შეზღუდული
მისი პრივატიზაციის
[კერძო მფლობელობაში გადასვლის]შემთხვევაშიც.
·
მომსახურების კერძო მიმწოდებლები
მიმოწერის
ხელშეუვალობის
უფლებით
შეზღუდული
არიან
ძირითად
უფლებათა
არაპირდაპირი
მოქმედების
ძალით.
ამავდროულად,
ისინი
უნდა
განვიხილოთ
ამ
უფლებით
დაცულ
პირებადაც.
სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრისა და ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებების ხელშეუხებლობის უფლება
·
საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით არის
ორი
ან
მეტი
პირის
ვერბალური
კომუნიკაცია
ტელეფონის,
რადიომიმღების
ან
ვერბალური
კომუნიკაციისთვის
განკუთვნილი
ინტერნეტპროგრამების
გამოყენებით,
·
ხოლო ტექნიკური საშუალებებით
მიღებულ შეტყობინებებში იგულისხმება წერილობითი კომუნიკაცია ტელეფონის, ტელეფაქსის, ტელეგრამის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტის, სხვა შესაბამისი ინტერნეტპროგრამების, პეიჯერის
და
სხვა
ანალოგიური
ტექნიკური
ინსტრუმენტების
გამოყენებით.
·
აღნიშნული ძირითადი უფლებით დაცულია როგორც სადენიანი (მ.შ. ოპტიკურბოჭკოვანი), ისე უსადენო
(რადიოტალღებზე
მომუშავე)
ელექტრონული
საკომუნიკაციო
სისტემები.
·
ამასთან, დაცვის
სფეროში ხვდება
მხოლოდ კონფიდენციალურად დამყარებული ურთიერთობა(!) და არა იმგვარი კომუნიკაცია, რომელიც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროების საშუალებით მყარდება და პირთა განუსაზღვრელი წრისკენ არის მიმართული (მაგ.კომუნიკაცია
რადიოს
და
ტელევიზიის
საშუალებით
და
სხვ.).
·
ტექნიკური საშუალებით საუბრისა და ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებების ხელშეუხებლობის უფლებით დაცული არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
ხ
·
აღნიშნული უფლება იცავს ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებსაც
წინასწარი
პატიმრობისა
და
სასჯელაღსრულების
დაწესებულებათა
თავისებურებების
გათვალისწინებით.
ხ
·
დაცული არიან საჯარო მოსამსახურეებიც (მაგალითად, ძირითადი
უფლების
შეზღუდვად
განიხილება
„სატელეფონო ზარების აღრიცხვა და გადამოწმება სამსახურებრივი ტელეფონით არასათანადო
სარგებლობის
თავიდან
ასაცილებლად“).
ხ
·
ტექნიკური საშუალებით საუბრისა და ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებების ხელშეუხებლობის უფლება
არის სუბიექტური ნეგატიური უფლება, რომელიც ზღუდავს საჯარო ხელისუფლებას.
·
ამასთან, შეზღუდულია ნებისმიერი კერძოსამართლებრივი სუბიექტიც, რომელიც ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებებს
მოცემულ
სფეროში.
ხ
·
ამ უფლების შეზღუდვა ყველაზე ხშირად ხორციელდება სისხლისსამართლებრივი ჩარევის საფუძველზე.
·
ჩარევის სტანდარტული შემთხვევებია:
a.
პირის მოსმენა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში,
b.
წერილის დაყადაღება და ამოღება და სხვ.
·
გასათვალისწინებელია, რომ ჩარევა დაცვის
სფეროში ხორციელდება
მაშინაც, როდესაც
საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი იღებს ინფორმაციას, თუნდაც, კომუნიკაციისთვის მზადების
შესახებ (მაგალითად,
პოლიციელი
კითხულობს
მაგიდაზე
დატოვებულ
წერილს).
ხ
·
ნებისმიერი ჩარევა საუბრისა და შეტყობინებების ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებების
დაცვის
სფეროში
უნდა განხორციელდეს თანაზომიერების
პრინციპის გათვალისწინებით,
ინტერესთა ფრთხილი აწონ-დაწონვის საფუძველზე.
ხ
·
მიმოწერის ხელშეუხებლობის უფლების ანალოგიურად,
საუბრისა
და
შეტყობინებების
ხელშეუხებლობის
უფლებებითაც
დაცულია
კომუნიკაციის
ორივე
პარტნიორი
მათ
ერთობლიობაში.
·
შესაბამისად, ჩარევა დაცვის
სფეროში
არ
ხორციელდება
იმ
შემთხვევაში,
როდესაც
ერთ-ერთი პარტნიორი
აძლევს
საჯარო ხელისუფლებას საუბრის
მოსმენის
ან
კომუნიკაციის
შინაარსის
გაცნობის
უფლებას.
·
გარდა ამისა, ჩარევის გამართლების შეფასებისას, ამ შემთხვევაშიც,
განსაზღვრული
მნიშვნელობა
ენიჭება
კომუნიკაციის
პარტნიორთა ვინაობას (მაგალითად, პირისა და მოძღვრის
ან პირისა და მისი ადვოკატის სატელეფონო საუბრის
მოსმენა
საჭიროებს
განსაკუთრებულ
ლეგიტიმურ
საფუძველს).
ხ
საცხოვრებელი ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის უფლებები
·
საცხოვრებელი ბინა და სხვა მფლობელობა არის
ნებისმიერი
უძრავი
ან
საცხოვრებლად
განკუთვნილი
მოძრავი
ნივთი,
ქონება,
რომელიც
საკუთრებაში ან მუდმივ
თუ
დროებით
მფლობელობაში ან სარგებლობაში
აქვს
გადაცემული
ინდივიდს.
·
ამგვარ
ქონებას განეკუთვნება: ბინა ან სახლი (მათ შორის დაქირავებული),
აგარაკი,
გადასაადგილებელი
საცხოვრებელი
ფურგონი,
კარავი,
სასტუმროში
დროებით
დაკავებული
ნომერი,
საცხოვრებლად
განკუთვნილი
იახტა
და
სხვ
·
გარდა ამისა, კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია
ნებისმიერი მფლობელობა,
რომელიც,
მართალია,
არ
არის
განკუთვნილი
საცხოვრებლად,
მაგრამ
უშუალოდ
არის
დაკავშირებული
საცხოვრებელ
მფლობელობასთან
(ეზო,
ბაღი,
ეზოში
მდგომი
ბეღელი,
მარანი,
შინაური
ცხოველისა
და
ფრინველის
სადგომი
და
სხვ.).
·
ამის საპირისპიროდ, დაცულ სფეროში არ ხვდება მიწის ისეთი ნაკვეთი, რომელზეც
არ
დგას
საცხოვრებელი
ნაგებობა.
·
საცხოვრებელ
მფლობელობად შეგვიძლია
განვიხილოთ მხოლოდ
დახურული და
გადახურული ნაგებობა.
·
შესაბამისად, საცხოვრებელ მფლობელობად ვერ ჩაითვლება წამოსაწოლი ადგილი
მეტროში
ან ზღვის ნაპირზე,
სატელეფონო
ჯიხური
და
სხვ.
·
საცხოვრებელ მფლობელობად
ვერ ჩაითვლება, აგრეთვე, მსუბუქი ავტომობილი
და
თავისუფლების შეზღუდვის
დაწესებულების ოთახი.
·
საცხოვრებელი
მფლობელობის იდენტიფიცირების გადამწყვეტ კრიტერიუმად
უნდა განვიხილოთ
ცხოვრების
მიზნის
სუბიექტური
განსაზღვრა
და
მისი
ობიექტური
შეცნობადობა.
·
საცხოვრებელი მფლობელობა არის ადამიანის
პირადი ცხოვრების
კერძო სფეროს სივრცითი გამოხატულება(!) და იგი უნდა განიმარტოს პირადი ცხოვრების უფლებასთან
მჭიდრო
კავშირში.
ხ
·
საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია:
a.
მფლობელი პირის და მასთან დაკავშირებული პირის თავისუფალი
ყოფნა
საცხოვრებელში.
b.
დაცულია ასევე ბინის თავისუფალი არჩევის უფლება.
c.
მოცემული უფლება ინდივიდს იცავს მის საცხოვრებელში საჯარო ხელისუფლების
როგორც
ფიზიკური,
ისე
არაფიზიკური
შეღწევისგან.
d.
საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლებით
დაცულია
ნებისმიერი
პირი,
რომელიც
კანონიერად
ფლობს
სახლს
(ბინას)
ან
უშუალოდ
სარგებლობს
სახლით
(ბინით)
ცხოვრების
გამოხატული
სურვილით
e.
ამასთან, მესაკუთრე დაცულია იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ხანგრძლივი
დროის
განმავლობაში
არსარგებლობს
კუთვნილი
საცხოვრებელი
მფლობელობით.
·
საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცული
არ
არის
პირი
რომელიც
მხოლოდ
მოკლე
ხნით
რჩება
საცხოვრებელში
(მაგალითად,
სტუმარი,
რომელიც
ერთი
ღამით
რჩება
ბინაში).
ხ
·
საცხოვრებელში მყოფი ბავშვი,
ხანგრძლივი
დროით
დარჩენილი
სტუმარი,
მოსამსახურე,
ძიძა
და
მსგავსი
პირები
ასევე
არიან დაცული
საცხოვრებლის ხელშეუხებლობის
ძირითადი უფლებით.
შესაბამისად, მათი ნებართვა საცხოვრებელში შესვლაზე შეიძლება ჩაითვალოს ჩარევის გამომრიცხავ გარემოებად. [არ
ჩაითვლება ჩარევადთუ ეს პირები შეუშვებენ საცხოვრებელში სახელმწიფოს წარმომადგენლებს]
·
ამასთან, აღნიშნულ პირებს ეკისრებათ ვალდებულება, თანხმობის მიცემისას
ან
უარის
გაცხადებისას,
იმოქმედონ
საცხოვრებლის
მფლობელთა
სავარაუდო
ნების
შესაბამისად.(!)
ხ
·
საცხოვრებელი ბინისა და სხვა მფლობელობის
ხელშეუხებლობის
ძირითადი
უფლება
იურიდიულ პირებს
იცავს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში (მაგალითად,
დაცულია
ეკლესია,
რომელსაც
ორგანიზებული აქვს საეკლესიო თავშესაფარი[აქ იგულისხმება ობოლთა საეკლესიო
თავშესაფრები]).
ხ
·
საცხოვრებლისა და სხვა მფლობელობის
ხელშეუხებლობის
უფლებით
შეზღუდულია
მხოლოდ
საჯარო ხელისუფლება და ეს უფლება არ აწესრიგებს ურთიერთობას ორ კერძო პირს, მათ შორის – დამქირავებელსა
და გამქირავებელს
შორის.
·
ჩარევად
საცხოვრებლისა
და
სხვა
მფლობელობის
ხელშეუხებლობის
ძირითად
უფლებაში
უნდა განვიხილოთ: ამ მფლობელობაში შესვლა, შეღწევა, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მფლობელობაზე აკუსტიკური ან ვიზუალური დაკვირვება, მფლობელობის განზრახ დაზიანება, ოთახების
რაოდენობის შეზღუდვა და სხვ.
·
გასათვალისწინებელია, რომ საცხოვრებელსა და
სხვა მფლობელობაზე
აკუსტიკური თუ
ვიზუალური დაკვირვება
შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ან ასეთი დანაშაულის მზადების
შესახებ დასაბუთებული ვარაუდის
არსებობის შემთხვევაში.
·
ამასთან, ვარაუდი
უნდა
ეფუძნებოდეს
უკვე
დადგენილ
კონკრეტულ
ფაქტებს
და
ფრთხილად
უნდა
იქნეს
აწონ-დაწონილი
კონკრეტულ
შემთხვევასთან
დაკავშირებული
ყველა
გარემოება.
ხ
·
საჯარო ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების
შემთხვევაში, შეიძლება
დაირღვეს არა მხოლოდ საცხოვრებლის ხელშეუხებლობის, არამედ
ადამიანის
ღირსების ძირითადი უფლებაც.
·
ჩარევის განხორციელებისას, ვარაუდის არდადასტურების
შემთხვევაში,
პირის სასარგებლოდ შეიძლება
წარმოიშვას კომპენსაციის უფლება.
ხ
·
გასათვალისწინებელია, რომ ე.წ. სუბსტანციური შეზღუდვები
(მაგალითად,სხვის ბინაში შესვლა ხანძრის
ჩაქრობის
მიზნით)
არ განიხილება ჩარევად საცხოვრებელი მფლობელობის
ხელშეუხებლობის
უფლების
დაცვის
სფეროში.
ხ
·
საცხოვრებლისა და სხვა მფლობელობის
ხელშეუხებლობის
უფლება მოიცავს
ამ მფლობელობაში
სხვა პირთა შეშვების თავისუფლებასაც.
·
შესაბამისად, ინდივიდის ნებართვა
გამორიცხავს
ჩარევას
ამ
უფლების
დაცვის
სფეროში.[ანუ
თუ საკუთარი ნებით უშვებს საცხოვრებელში ეს საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევად არ ჩაითვლება]
·
აღიარებულია, რომ ჩარევის გამოსარიცხად, საკმარისია
თანხმობა შეზღუდვაზე
განაცხადოს უფლებამოსილ პირთაგან
თუნდაც მხოლოდ ერთ-ერთმა.[ანუ თუ ერთ-ერთი უფლებამოსილი მაინც თანახმაა საცხოვრებელში
სახელმწიფოს წარმომადგენლის შესვლაზე ეს საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევად აღარ ითვლება]
პირადი საქმიანობის ადგილის ხელშეუხებლობის უფლება
·
პირადი საქმიანობის ადგილი არის ტერიტორია ან შენობის ფართი (ოფისი, სამუშაო კაბინეტი, აგრარული მეურნეობისთვის განკუთვნილი მიწის
ნაკვეთი
და
სხვ.),
სადაც ინდივიდი
ახორციელებს შრომით
საქმიანობას დამქირავებელთან
შრომითი ურთიერთობის
ან თვითდასაქმების
საფუძველზე.
·
ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს
სამი ტიპის საქმიანობის
ადგილი:
ა) საქმიანობის
ადგილი,
რომელიც
საცხოვრებელ
მფლობელობაში
არის
ინტეგრირებული
და
შესაბამისად,
ზუსტად
ისევე
არის
დაცული
გარეშე
პირთა
შეღწევისგან,
როგორც
საცხოვრებელი
მფლობელობა;
ბ) საქმიანობის
ადგილი,
რომელიც
იზოლირებულია
საცხოვრებელი
მფლობელობისგან,
თუმცა,
არ
ექვემდებარება
პირთა
უკონტროლო
შეღწევას
(მაგ.,
დანტისტის
კაბინეტი);
გ) საქმიანობის
ადგილი,
რომელიც
ექვემდებარება
უკონტროლო
შეღწევას.
საქმიანობის
ადგილის
უკანასკნელი ორი
სახე პირადი
საქმიანობის ადგილის
ხელშეუხებლობის უფლებით
დაცულია მხოლოდ იმ დროს, როდესაც ისინი დაკეტილია
პირადი
საქმიანობის
ადგილის
ხელშეუხებლობის
უფლების
შეზღუდვაზე
არსებითად
ვრცელდება
იგივე
წესები,
რაც
გამოიყენება
საცხოვრებლის
ხელშეუხებლობის
უფლების
შეზღუდვის
მიმართ,
იმ
თავისებურების
გათვალისწინებით,
რომ
საცხოვრებლის
ხელშეუხებლობის
უფლების
შეზღუდვისას,
საჯარო
ხელისუფლებას
ინტერესთა
გაცილებით
ფრთხილი
აწონ-დაწონვა
მართებს(!)
ხხხხხხ
მე-15 მუხლით დაცულ ძირითად უფლებათა შეზღუდვის საერთო საფუძვლები
·
კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული ძირითადი უფლებების ნებისმიერი შეზღუდვისას, განსაკუთრებული აქტუალობით
სარგებლობს
თანაზომიერებისა
და
განსაზღვრულობის
პრინციპები,
რომლებიც
ამ
უფლებათა
მიმართ
განსაკუთრებით
ფრთხილ
შეფარდებას
საჭიროებს.
·
მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ადგენს ამავე მუხლით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის ერთგვაროვან საფუძველს, სასამართლო გადაწყვეტილებისა
და
კანონის ალტერნატიულ დათქმას – მე-15 მუხლით დაცული უფლებების შეზღუდვა დასაშვებია სასამართლოს
გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც,
„კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“.
·
ორივე შემთხვევაში, ჩარევა
უნდა ეფუძნებოდეს
კანონს, რომელიც, თავის მხრივ, უნდა შეესაბამებოდეს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის
მოთხოვნებს.
ხ
·
„გადაუდებელი აუცილებლობა“ არის
კანონით
გათვალისწინებული
შემთხვევა,
როდესაც
ჩარევის
დაყოვნებამ
შეიძლება
გამოიწვიოს
მნიშვნელოვანი
ფაქტობრივი
მონაცემების
განადგურება,
დაყოვნება
შეუძლებელს
გახდის
აღნიშნული
მონაცემების
მოპოვებას,
დაყოვნების
შემთხვევაში
არსებობს
ადამიანის
სიცოცხლის
ან
ჯანმრთელობის
ხელყოფის
რეალური
საფრთხე,
აგრეთვე შემთხვევა, როდესაც საქმისათვის საჭირო ინფორმაციის შემცველი
ობიექტი აღმოჩენილია „სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას“.
·
„გადაუდებელი აუცილებლობის“ საფუძველზე ჩარევის
განხორციელებისას,
განსაკუთრებული
სიფრთხილით
უნდა
იქნეს
შეფასებული
ჩარევის
თანაზომიერების
საკითხი.
·
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ალტერნატიული
დათქმების
ეკვივალენტურობის
ლოგიკური
აუცილებლობიდან
გამომდინარე,
გადაუდებელი აუცილებლობის
საფუძველზე განხორციელებული ნებისმიერი
ჩარევის
ლეგიტიმურობა
საჭიროებს post factum დადასტურებას სასამართლოს მიერ.
·
კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში ყურადღება გამახვილებულია შეზღუდვის კონკრეტულ
შემთხვევაზე
– ბინის ან სხვა მფლობელობის ან პირად ჩხრეკაზე.
·
ჩხრეკა არის მფლობელობაში საჯარო
ხელისუფლების
წარმომადგენლის
შესვლა
ადამიანის
ან
ნივთის
მოსაძებნად
ან
გარემოებათა
დასადგენად
ან
ადამიანის
გასინჯვა
ნივთის
მოსაძებნად.
·
ჩხრეკისგან
უნდა
განვასხვაოთ დათვალიერება,
რაც
გულისხმობს
მფლობელობაზე
ვიზუალურ
დაკვირვებას
ნივთებთან
ფიზიკური
შეხებისა
და
მათი
გასინჯვის
გარეშე.
·
გამომდინარე იქიდან, რომ დათვალიერებაც არის მფლობელობის
ხელშეუხებლობის უფლების
შეზღუდვა, ამგვარი
ჩარევაც საჭიროებს
სასამართლოს მიერ
მისი ლეგიტიმურობის
წინასწარ ან
post factum დადასტურებას.
·
ამ თვალსაზრისით, გამონაკლისად უნდა განვიხილოთ
მფლობელობის მარტივი დათვალიერება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ (მაგალითად, რესტორნის
დათვალიერება
ჰიგიენის
სტანდარტებთან
შესაბამისობის
დასადგენად),
რაც
ვერ
მიიჩნევა
ჩარევად
მე-15 მუხლის დაცვის სფეროში.
ხ
·
ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
საფუძველზე მიღებული
ინფორმაცია გამოყენებულ შეიძლება
იქნეს
მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებისთვის, სისხლის სამართლის
პროცესის
მსვლელობისას.
აქედან გამომდინარე, შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, კატეგორიულად დაუშვებელია ამგვარი ინფორმაციის (სატელეფონო საუბრის ჩანაწერის, წერილის შინაარსის და სხვ.) გასაჯაროება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გამოყენებით.
·
გამომდინარე იქიდან, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას“ საქართველოში
უშუალო
მოქმედების
ძალა
აქვს
მინიჭებული,
შეზღუდვის
ლეგიტიმურობის
დადგენისას,
საქართველოს
კონსტიტუციის
მე-15 მუხლით
დადგენილი ჩარევის
საფუძვლის გარდა, გამოყენებულ უნდა იქნეს კონვენციით
განსაზღვრული ჩარევის
საფუძველიც.
·
კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, პირადი და
ოჯახური ცხოვრების,
საცხოვრებლისა და
მიმოწერის ხელშეუვალობის
უფლებათა
შეზღუდვა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აუცილებელია
:
ა) დემოკრატიულ საზოგადოება ში ეროვნული
უშიშროების,
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
ან
ქვეყნის
ეკონომიკური
კეთილდღეობის
ინტერესებისათვის,
ბ) უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად,
გ) ჯანმრთელობის ან მორალის
თუ
სხვათა
უფლებათა
და
თავისუფლებათა
დასაცავად.
·
აღნიშნული მოთხოვნები მხედველობაში უნდა იქნეს
მიღებული
მე-15 მუხლით
აღიარებული უფლებების
შეზღუდვის თანაზომიერების შეფასებისას.
ხ
·
აღსანიშნავია, რომ საქართველოს
კანონმდებლობა
უშვებს
საიდუმლო ჩარევებსაც მე-15 მუხლით აღიარებული ძირითადი უფლებების დაცვის სფეროებში.
·
გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი
ჩარევები არ ექვემდებარება უშუალო საზოგადოებრივ მონიტორინგს, სასურველია შეიქმნას სპეციალური
მექანიზმი
სამართალდამცავი
ორგანოების
შესაძლო
თვითნებობის
თავიდან
ასაცილებლად,
რასაც
საზღვარგარეთის
არაერთი
ქვეყნის
კანონმდებლობა
ითვალისწინებს.
მაგალითად,
გერმანიის
კანონმდებლობის
თანახმად,
მთავრობა
ვალდებულია
პარლამენტს
ყოველწლიურად
წარუდგინოს
საერთო
ანგარიში
საიდუმლო
ოპერატიულ-სამძებრო
და
სისხლისსამართლებრივი
ღონისძიებების
შესახებ.
·
სასურველია, საქართველოშიც შეიქმნას მონიტორინგის
ანალოგიური
სისტემა,
რაც
უზრუნველყოფდა
მე-15 მუხლით აღიარებული ძირითადი უფლებების ქმედით და თანაზომიერ დაცვას.
·
კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 ნაწ. თანახმად, მე-15 მუხლით აღიარებული
უფლებების შეზღუდვა
დასაშვებია საგანგებო მდგომარეობის დროს, პრეზიდენტის დეკრეტის
საფუძველზე.
·
ამგვარი დეკრეტით
პრეზიდენტმა საჯარო
ხელისუფლების ორგანოები
შესაბამისი
ჩარევითი
ღონისძიებების
განხორციელებისას
შეიძლება გაათავისუფლოს
სასამართლო გადაწყვეტილების
და კანონის
ალტერნატიული დათქმისგან.
·
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლების ორგანოების დისკრეციის გაფართოებისას, პრეზიდენტი
მკაცრად
არის
შეზღუდული
თანაზომიერების პრინციპით.
·
ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 და 71-ე მუხლებით დადგენილი ჩარევის საფუძვლები არ მოქმედებს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და დიპლომატების მიმართ,
რომლებიც,
დიპლომატიის
სამართლის
სტანდარტების
შესაბამისად,
საქართველოში
აბსოლუტურად არიან დაცული პირადი საქმიანობის
ადგილის,
პირადი
ჩანაწერის,
მიმოწერის,
სატელეფონო
და
სხვა
სახის
ტექნიკური
საშუალებით
საუბრის,
ტექნიკური
საშუალებებით
მიღებული
შეტყობინებებისა
და
ბინისა
და
სხვა
საცხოვრებლის
ხელშეუხებლობის
უფლებებით.
ხ
მე-15 მუხლით
აღიარებულ
უფლებათა
საკანონმდებლო
მოწესრიგება
·
კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებულ ძირითად უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს საქართველოში
აწესრიგებს
არაერთი
საკანონმდებლო
აქტი,
რომელთაგან
განსაკუთრებული
აღნიშვნის
ღირსია:
a.
კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”,
b.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”,
c.
კანონი „პოლიციის შესახებ”,
d.
კანონი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ”,
e.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსი”,
f.
„პატიმრობის კოდექსი”,
g.
კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”,
h.
კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”,
i.
კანონი „საგანგებო მდგომარეობის შესახებ”
j.
და კანონი „საომარი მდგომარეობის შესახებ”.
ხ
·
კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” ითვალისწინებს მე-15 მუხლთან დაკავშირებულ ისეთი სახის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, როგორიცაა:
a.
სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა,
b.
ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან ან კომპიუტერული
სისტემიდან,
c.
საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი,
d.
ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა,
e.
კინო და ფოტოგადაღება და ელექტრული
თვალყურის
დევნება
ტექნიკური
საშუალებებით.
·
ამ კანონის
თანახმად,
აღნიშნული
ღონისძიებები
შეიძლება
განხორციელდეს
მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით,
რომელიც გაიცემა პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა,
პროკურორის
მონაწილეობით
დახურულ
სასამართლო
სხდომაზე
განხილვის
საფუძველზე.
·
კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო
ნებართვას არ
საჭიროებს ისეთი
სახის ჩარევები,
როგორიცაა:
1)
დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის
კორესპონდენციის
ცენზურა,
2)
ვიზუალური კონტროლი (მ.შ. საცხოვრებლის, საქმიანობის ადგილის
და
სხვა
მფლობელობის)
3)
და ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი.
·
ვიზუალური კონტროლისა და ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგის
გათავისუფლება
სასამართლოს
ნებართვის
აუცილებლობისგან
პირდაპირ
ეწინააღმდეგება
კონსტიტუციის
მე-15 მუხლის მოთხოვნებს.
·
ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ისეთი
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების ჩატარება,
რომელიც ზღუდავს კანონით გარანტირებული სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოებას, დაიშვება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით და პროკურორის დადგენილებით იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც არამართლზომიერ მოქმედებათა მსხვერპლია, ან თუ სახეზეა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების
მონაცემები, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა
2 წელზე მეტი ვადით.
ხ
·
გადაუდებელი აუცილებლობისას,
როცა
დაყოვნებამ
შეიძლება
გამოიწვიოს
საქმისათვის
(გამოძიებისათვის)
მნიშვნელოვანი
ფაქტობრივი
მონაცემების
განადგურება,
ან
დაყოვნება
შეუძლებელს
გახდის
აღნიშნული
მონაცემების
მოპოვებას,
ინფორმაციის მოხსნა
და ფიქსაცია
კავშირგაბმულობის არხიდან
ან კომპიუტერული
სისტემიდან და საფოსტო-სატელეგრაფო
გზავნილთა
კონტროლი,
პროკურორის მოტივირებული
დადგენილებით, შეიძლება
ჩატარდეს მოსამართლის
ბრძანების გარეშე.
·
ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 12 საათში (თუ ამ ვადის
ამოწურვა
ემთხვევა
არასამუშაო
დროს
– ამ
დროის
გასვლიდან
არა
უგვიანეს
ერთი
საათისა)
მიმართოს მოსამართლეს ღონისძიების დაკანონების შუამდგომლობით.
·
სასამართლო
ვალდებულია
პროკურორის
შუამდგომლობა
განიხილოს
მისი
წარდგენიდან
24 საათის
განმავლობაში,
დახურულ
სასამართლო
სხდომაზე.
·
კანონით მკაცრად არის განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებათა
ამოცანები.
ესენია:
ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა,
აღკვეთა
და
თავიდან
აცილება;
ბ) იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
გ) იმ პირის ძებნა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენა, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს, თავს არიდებს
სასამართლოს
მიერ
დანიშნული
სასჯელის
ან
იძულებითი
ხასიათის
სხვა
ღონისძიებათა
მოხდას;
დ) დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად
დაკარგული
ქონების
ძებნა
და
დადგენა;
ე) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა;
ვ) სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება;
ზ) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი
პირის
იდენტიფიცირება.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ხანგრძლივობამ შეიძლება შეადგინოს
6 თვე,
ხოლო
გამონაკლის
შემთხვევაში
– 9 ან
12 თვე.
ხხხხხ
·
„საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო
კოდექსი”ითვალისწინებს მოსამართლის
განჩინებით, მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე,
ისეთი
საგამოძიებო
მოქმედების
ჩატარებას,
რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას (მათ შორის კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღებას
და ამოღებას).
·
ამასთან,
ა)თანამესაკუთრის, ბ)თანამფლობელის
ან გ)კომუნიკაციის
ერთი მხარის
თანხმობა საკმარისია
ამგვარი საგამოძიებო
მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად.
·
კოდექსის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის
არსებობის შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს ამოღება და ჩხრეკა
იმ
მიზნით,
რომ
აღმოჩენილ
და
ამოღებულ
იქნეს
საქმისათვის
მნიშვნელობის
მქონე
საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება
ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, აგრეთვე აღმოჩენილ
იქნეს ძებნილი ან გვამი.
·
ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ, გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება,
ხოლო
გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ან რომელიც ექვემდებარება პირად ჩხრეკას.
·
თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად,
განჩინების
(დადგენილების)
წარდგენის
შემდეგ
გამომძიებელი ვალდებულია
აღნიშნულ
პირს
შესთავაზოს ამოსაღები საგნის,
დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის
შემცველი სხვა ობიექტის ნებაყოფლობით
გადაცემა.
·
იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში
ამოღება
ან
ჩხრეკა
უნდა
ჩატარდეს
მისი
ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის
თანდასწრებით.
·
ამოღება და ჩხრეკა
დიპლომატიური
წარმომადგენლობის
შენობაში
და
დიპლომატიურ
წარმომადგენელთან
შეიძლება
ჩატარდეს
მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით.
ხ
·
„პოლიციის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის
„ბ” ქვეპუნქტი პოლიციას ანიჭებს უფლებას, თუ
დაყოვნება საფრთხეს
უქმნის ადამიანის
სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას, დაუბრკოლებლად
შევიდეს საცხოვრებელ
ბინებსა და
მოქალაქეთა კუთვნილ
სათავსებში, საწარმოთა,
დაწესებულებათა და
ორგანიზაციათა ტერიტორიებზე
და შენობა-ნაგებობებში დანაშაულის
აღსაკვეთად ან/და იმ
პირის დასაკავებლად,
რომელმაც ჩაიდინა
დანაშაული ან
რომელიც ბრალდებულია
დანაშაულის ჩადენაში.
·
გარდა ამისა, კანონის 91-ე მუხლი პოლიციელს ანიჭებს უფლებას, ეჭვის
დადასტურების ან
გამორიცხვისათვის, აუცილებელი
გონივრული ვადით შეაჩეროს
პირი, თუ
არსებობს გონივრული
ეჭვი მის
მიერ დანაშაულის
შესაძლო ჩადენის
შესახებ.
·
საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის
არსებობის შემთხვევაში,
პოლიციელი უფლებამოსილია შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს
ზედაპირული შემოწმება.
თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა
ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი
თანამდებობის
პირი
ატარებს
ჩხრეკას
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსით
დადგენილი
წესის
შესაბამისად.
ხ
·
კანონი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ”
კონტრდაზვერვითი
საქმიანობის
სპეციალურ
ღონისძიებებს
შორის
მოიხსენიებს
ელექტრონულ თვალთვალს
და
საფოსტო კორესპონდენციის
კონტროლს.
·
აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გარდა,
საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას.
·
სპეციალური სამსახური უფლებამოსილია ელექტრონული კავშირის
ერთ-ერთი მონაწილე
მხარის
წერილობითი
თანხმობით
განახორციელოს
ელექტრონული
თვალთვალი,
რომელიც მიმართულია კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვებისკენ.
·
ასეთი სახის თვალთვალის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 90 დღეს.
·
აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმავე პროცედურით, რომლითაც მიიღება თავდაპირველი უფლება.
ხ
·
„საქართველოს საგადასახადო
კოდექსი” საგადასახადო
ორგანოს
ანიჭებს
უფლებას,
ჩაატაროს
პირის
ტერიტორიებისა
და
შენობა-ნაგებობების
ვიზუალური დათვალიერება.
·
ამასთან, კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელი
ბინის დათვალიერება
დასაშვებია მხოლოდ
სასამართლოს
გადაწყვეტილების
საფუძველზე.
·
დათვალიერებისას, აკრძალულია გადასახადის
გადამხდელის
დოკუმენტაციისა და
სასაქონლო-მატერიალური
ფასეულობების შემოწმება.
·
გარდა ამისა, დათვალიერების პროცედურა არ მოიცავს
სეიფის, კარადის, უჯრისა
და სხვა მსგავსი სათავსის
შიგთავსის ვიზუალურ დათვალიერებასა და შემოწმებას.
·
კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, პირი, ტრანსპორტი,
ტვირთი
და
სხვა
ქონება
საქართველოს
სახელმწიფო
საზღვრის
გადაკვეთისას
გადის
სასაზღვრო
და
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
დადგენილ
საქართველოს
ეკონომიკურ
საზღვარზე
საქონლის
გადაადგილებასთან
დაკავშირებულ
სახელმწიფო
კონტროლს,
·
ხოლო 35-ე მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
ორგანოები
უფლებამოსილი
არიან
ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიწვევით
და მასთან ერთად შეამოწმონ
ტრანსპორტი,
ტვირთი
და
სხვა
ქონება,
აგრეთვე
ამოიღონ
საგნები,
რომელთა
შემოტანა
ან
გატანა
აკრძალულია.
ხ
·
„პატიმრობის კოდექსის” თანახმად, ბრალდებული
და მსჯავრდებული
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
უზრუნველყოფილი
არიან
სატელეფონო
საუბრების
განხორციელების,
მიმოწერის
და
ამანათებისა
და
ფულადი
გზავნილების
მიღება-გაგზავნის
უფლებით.
·
ამასთან, აკრძალულია სატელეფონო საუბარი ბრალდებულებს (მსჯავრდებულებს) შორის.
·
სხვა ტიპის სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ხარჯით
და
ადმინისტრაციის
კონტროლით.
·
ბრალდებულს (მსჯავრდებულს) უფლება აქვს მიიღოს
ამანათი
და
ფულადი
გზავნილი
ახლო
ნათესავებისგან,
ხოლო
ადმინისტრაციის
ნებართვით
– სხვა
პირებისგან
ან
გაუგზავნოს
მათ
ამანათი
და
ფულადი
გზავნილი
ანალოგიური
წესით.
·
სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს
უფლება
აქვთ
1 თვის განმავლობაში საკუთარი
ხარჯით ჰქონდეთ ორიდან ხუთამდე სატელეფონო საუბარი,
თითოეული არა უმეტეს
15 წუთისა.
ხ
·
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის
თანახმად,
ინფორმაცია ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელების
მომხმარებლის შესახებ,
აგრეთვე აღნიშნული
ქსელების მეშვეობით
მომხმარებლის მიერ
გადაცემული ინფორმაცია
საიდუმლოა და
მისი დაცვა
გარანტირებულია კანონმდებლობით.
·
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული
ყველა
სუბიექტი
ვალდებულია
დაიცვას
ამგვარი
ინფორმაციის
საიდუმლოება.
ხ
·
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი ადგენს
საჯარო და
კერძო დაწესებულებათა
და საცხოვრებელი
შენობების ვიდეოთვალთვალის
განხორციელების წესს.
·
კანონის თანახმად, საჯარო და კერძო დაწესებულებების მიერ საკუთარი შენობების
ვიდეოთვალთვალი შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ
პირის უსაფრთხოებისა
და საკუთრების
დაცვის, არასრულწლოვნის
მავნე ზეგავლენისგან
დაცვის და
საიდუმლო ინფორმაციის
დაცვის მიზნით.
·
ამასთან, ვიდეოთვალთვალს შეიძლება ექვემდებარებოდეს
მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრი და შესასვლელი.
·
შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი
წერილობითი ფორმით
უნდა იყოს
ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის
განხორციელების შესახებ.
·
სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის
დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, აგრეთვე საიდუმლო
ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.
·
დაუშვებელია ვიდეოთვალთვალის განხორციელება გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში.
·
საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება
დასაშვებია
მხოლოდ პირისა
და ქონების
უსაფრთხოების მიზნებისათვის.
·
სისტემის დაყენებისათვის, აუცილებელია ამ შენობის
მესაკუთრეთა
ნახევარზე
მეტის
წერილობითი
თანხმობა.
·
ამასთან, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საცხოვრებელი
შენობის შესასვლელისა
და საერთო
სივრცის მონიტორინგი.
·
ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება
დასაშვებია
მხოლოდ ამ
ბინის მესაკუთრის
გადაწყვეტილებით ან
მისი წერილობითი
თანხმობის საფუძველზე.
ხ
·
„საგანგებო მდგომარეობის შესახებ” კანონისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ” კანონის თანახმად, აღმასრულებელი
ხელისუფლების უმაღლეს
ორგანოებს შეუძლიათ
:
a.
ისარგებლონ
იურიდიული და
ფიზიკური პირების
კუთვნილი ქონებითა
და მატერიალური
საშუალებებით (აღნიშნული ჩარევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ),
b.
შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის
განსაკუთრებული
წესები,
c.
შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში,
d.
აგრეთვე სათანადო საფუძვლის არსებობისას, მოაწყონ მოქალაქეთა
პირადი
გასინჯვა,
მათი
ნივთებისა
და
სატრანსპორტო
საშუალებების
შემოწმება.
e.
დეკრეტით კონსტიტუციის მე-15 მუხლით
აღიარებული
უფლებების
შეზღუდვისას,
საქართველოს
პრეზიდენტი
არ
შეიძლება
გასცდეს
ამ
კანონებით
დადგენილ
აღნიშნულ
მოთხოვნებს.
Комментарии
Отправить комментарий