შრომის თავისუფლება[კონსტ.26-ე მუხ. 1-ლი პუნტი] მეწარმეობის თავისუფლება[კონს.26-ე მუხ.მე-4 პუნტი]

 



შრომის თავისუფლება

მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება[კონსტიტუციის მუხლი]

 

1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება.  უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით  .[შენიშვნა : აქ,ორგანულ კანონში იგულისხმება  „საქრთველოს შრომის კოდექსით“]

 

რას ნიშნავს:  „შრომის თავისუფლება უზრნველყოფილია’’  ? [ ანუ განვმარტოთ 26-ე მუხლის  1-ლი ნაწილის პირველი წინადადება]

   მოცემული დებულების არსის გასაგებად, პირველ რიგში, გასარკვევია, თუ რას ნიშნავს კონსტიტუციაში ტერმინიშრომა”, როგორია მისი  ა)შინაარსი და  ვინ არიან შრომითი ურთიერთობის  ბ)სუბიექტები;

·        ტერმინის „შრომა ‘’ „ფართო გაგება“: „შრომა არის სამუშაო ძალის მოხმარების პროცესი- ადამიანის შეგნებული, მიზანშეწონილი საქმიანობა მატერიალური და სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

·        შრომის ასეთი ფართო გაგება სცილდება ამ ტერმინის კონსტიტუციის 26-ე მუხლში  ნაგულისხმები შინაარსის ფარგლებს.

·        მაგ.26- მუხლის გაგებით, შრომად არ ჩაითვლება ადამიანის მუშაობა თავისთვის მისსავე საკარმიდამო ნაკვეთზე. ასეთ შრომას არ აწესრიგებს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები.

·        ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი განმარტავს, რომ :

 შრომითი ურთიერთობა[ანუ  შემოკლებით „შრომა“] არის :შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ  დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ“ [ იხ. „საქართველოს შრომის კოდექსი ‘’ მუხ.2 ნაწ.1] [საზეპირო]

 

 

·        ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი  ასევე განმარტავს, რომ:

შრომითი ურთიერთობის სუბიექტები [ანუ შრომითი ხელშეკრულების მხარეები] არიან დამსაქმებელი  და დასაქმებული [იხ.  „საქარტველოს შრომის კოდექსი ‘’ მუხ.3  ნაწ.1] [საზეპირო]

 

რას ნიშნავს ტერმინი  „შრომის თავისუფლება’’ ?

 

·        „შრომის თავისუფლება’’ - ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს [საკუთარი] შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო

·        ყურადღება: ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება,  ა)იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და  ბ)დაიცვას მათი შრომითი უფლებები

·        შრომის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის(!)[ანუ სახელმწიფოსგან ხელშეუხებელი]  ; საქართველოს კონსტიტუციის 71- მუხლის მე-4 ნაწილით  გათვალისწინებულია შრომის თავისუფლების შეზღუდვა ‘’ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.[პრეზიდენტის დეკრეტით]

·        ყურადღება: არ არსებობს მაინცდამაინც არჩეული პროფესიის მიხედვით სამუშაოზე მიღების სასამართლო წესით დაცული უფლება,მაგრამ  ეს არ მოასწავებს პროფესიისა და საქმიანობის თავისუფალი არჩევანის’’[ანუ „შრომითი თავისუფლების’’]  ხელყოფას.

 

·        ყურადღება: შრომითი თავისუფლების ცნებაში მოიაზრება მხოლოდ  ნებისმიერი სახის კანონიერი შრომითი საქმიანობა (!) [მაგ. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია, მეძაობაც  კი  კანონიერ საქმიანობად მიიჩნევა.]

·        კანონიერად, ცხადია, ვერ ჩაითვლება ისეთი საქმიანობა, რომელიც აკრძალულია(!)

·        თავისუფალი შრომის უფლებას არ არღვევს საქმიანობის ცალკეული სახეების რეგულირება (ე.წ. „რეგულირებადი პროფესიები’’) და ლიცენზირება.

·        ასევე დასაშვებია შეზღუდვების დადგენა(!)  ცალკეულ პროფესიულ საქმიანობაზე (მაგ., ნარკომანიით დაავადებულ პირთა მიმართ,ანუ ნარკომანებს უარს ეტყვიან ზოგიერთ სამუშაო ადგილზე დასაქმებაზე).

·        შრომის თავისუფლების [ანუ„პროფესიისა და საქმიანობის თავისუფალი არჩევანის ‘’]  ხელყოფა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (მუხ. 168) მიჩნეულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საწინააღმდეგო დანაშაულად;

·         ეს დანაშაული[ხელყოფა]  გულისხმობს: ნებისმიერი სახის კანონიერ შრომით საქმიანობაში ხელის შეშლას ძალადობით ან ძალადობის მუქარით

 

                 მუხლი 168. შრომის თავისუფლების ხელყოფა

 +

შრომის თავისუფლების ხელყოფა, ესე იგი ნებისმიერი სახის კანონიერ შრომით საქმიანობაში ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით,

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

 

ხხხხხხხხხხხხხხ

 

რას ნიშნავს ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება.[ ანუ განვმარტოთ 1 ნაწილის მე-2 წინადადება]

 

·        კონსტიტუციის 26- მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება  იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან,

·        ტერმინი იძულებითი ან სავალდებულო შრომა ნიშნავს ყოველგვარ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც მოეთხოვება რომელიმე პირს რაიმე სასჯელის მუქარით და რომელსაც ეს პირი ნებაყოფლობით არ შეასრულებდა(!)

·        იძულებითი შრომის აკრძალვა ნიშნავს, რომ არავინაა ვალდებული  შეასრულოს ძალდატანებითი სამუშაო.

თუმცა,ასეთი აკრძალვა არ არის აბსოლუტური. კერძოდ, იძულებით შრომად“ არ ითვლება :

a.      სასჯელის მოსახდელად შესასრულებელი სამუშაო,

b.     სამხედრო სამსახური,

c.       აგრეთვე საგანგებო ან სტიქიურ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებული ნებისმიერი მუშაობა თუ სამსახური;

d.     ანდა ჩვეულებრივ სამოქალაქო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მუშაობა თუ სამსახური;

 

·        სხვა ყოველგვარი  „იძულებითი შრომა’’  ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს.

·        შრომისადმი იძულება დანაშაულია, რომელსაც მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150- მუხლი („იძულება”).

·        სისხლის სამართლის კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით, ადამიანის გამოყენება იძულებითი შრომის ან მომსახურების მიზნით დასჯად ექსპლუატაციად არის მიჩნეული.

·         შესაბამისი კანონებით განსაზღვრულია:

a.    მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა (კანონიპატიმრობის შესახებ”),

b.    სამხედრო და ალტერნატიული სამსახური (კანონიარასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ”),

c.    შრომითი საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის დროს (კანონებისაგანგებო მდგომარეობის შესახებ”, „საომარი მდგომარეობის შესახებ”).

·        იძულებითი შრომისაგან თავისუფლების უფლების “ ხელყოფის გამოვლინებაა სიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფ პაციენტთა და პანსიონატებში მოთავსებულ ეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შრომის სამართლიანი ანაზღაურების გარეშე გამოყენება ადმინისტრაციის მიერ.

                 

           რას ნიშნავს უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები“ ?

        

·        კონსტიტუციის 26- მუხლის მე-1 ნაწილის მე-3 წინადადებით    გადაწყვეტილია შრომითი უფლებების’’ საკანონმდებლო მოწესრიგების საკითხი.

·        კერძოდ, დადგენილია, რომ : „უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით

·        1 პუნქტის მე-3 წინადადებაში ნახსენები ტერმინი  „შრომის უფლება’’ [არ აურიო 1 პუნტის 1 წინადადების ტერმინ „შრომის თავისუფლებაში’’]

·        შრომის უფლება კომპლექსური ცნებაა. იგი მონათესავე შრომით უფლებებს აერთიანებს

·        დაიმახსოვრე :

 

შრომის უფლება  არ მოიცავს მოქალაქეთა უფლებას მიიღონ გარანტირებული სამუშაო ადგილი .”

 

[მიუხედავად იმისა,რომ ზოგიერთ სახელმწიფოში[დანია,იტალია,ესპანეთი ,იაპონია ,პორტუგალია ,უნგრეთი] კონტიტუციაში განმტკიცებულია   „შრომის უფლება’’ გარანტირებული  სამუშაოს პირობით,მაინც არსებობს უმუშევრობის პრობლემა]

 

·         

 

    მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება

 

1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

·        საქართველოს კონსტიტუციის 26- მუხლის 1-ლი  პუნქტის მე-3 წინადადება  აფუძნებს შრომის დაცვის კანონმდებლობას.(!!!)

·         შრომის დაცვა მუშაობის პროცესში დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების  ა)სამართლებრივი,ბ) სოციალურეკონომიკური, გ)ორგანიზაციულ-ტექნიკური, დ)სანიტარიულ-ჰიგიენური, ე)სამკურნალო-პროფილაქტიკური, ვ)სარეაბილიტაციო და სხვა სათანადო ღონისძიებების სისტემაა.

·        26- მუხლის 1 -ლი  პუნქტის მე-3 წინადადება  დანიშნულებაა შრომის თავისუფლების განხორციელების საკანონმდებლო უზრუნველყოფა.

·        ამ წინადადებაში  მითითებული საკითხების კანონით განსაზღვრა გულისხმობს, ერთი მხრივ, შრომის თავისუფლების კონსტიტუციური შინაარსის განვრცობას, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ფარგლების დადგენას და კანონისმიერ შეზღუდვას.

·        შრომის თავისუფლების ფუძემდებლური დებულებები, რომლებიც განმტკიცებულია კონსტიტუციით, ასახული და განვითარებულია ორგანულ კანონშისაქართველოს შრომის კოდექსში (მიღებულია 2010 წლის 17 დეკემბერს).

·        შრომითი ურთიერთობების ორგანული კანონით მოწესრიგება 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური ცვლილებით დადგინდა.

·         ეს განაპირობა შრომის თავისუფლების სამართლებრივი ინსტიტუტის მომეტებულად გაზრდილმა მნიშვნელობამ საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების პირობებში.

·        მანამდე მოქმედებდა ჩვეულებრივი კანონის ძალის მქონე 2006 წლის შრომის კოდექსი, რომელმაც საბჭოური (1973 წლის) შრომის კანონთა კოდექსი შეცვალა.

·        შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს შრომის კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

·        შრომის კანონმდებლობა[ განამტკიცებს და იცავს შრომით უფლებებს, რომლებიც დაკავშირებულია ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით ურთიერთობებთან.

·        შრომის კოდექსში გათვალისწინებულია შრომითი უფლებების უზრუნველყოფა ისეთი საკითხების მოწესრიგების ფარგლებში, როგორიცაა შრომითი ურთიერთობის ა)წარმოშობა და ბ)შეწყვეტა, გ)სამუშაოს შესრულება, დ)სამუშაო დროის ხანგრძლივობა, ე)შვებულება, ვ)შრომის ანაზღაურება, ზ)სამუშაო გარემო, თ)დავის განხილვა და გადაწყვეტა.

·        შრომის კოდექსში ასახულია სოციალური პარტნიორობის პრინციპი, რომლის საფუძველს შეადგენს ტრიპარტიზმიდამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელწიფო უწყების წარმომადგენელთა თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა შრომითი ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით.

·        შრომის კანონმდებლობის არსებითი დარღვევისათვის დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

·        26- მუხლის მე-1 პუნქტის  მე-3 წინადადებაში  იგულისხმება კონსტიტუციის დებულებების ადეკვატური კანონმდებლობა, რომელიც განამტკიცებს სამართლიანობას შრომით ურთიერთობებში.

 სხვადასხვა "შრომითი უფლებები''

სამუშაო დროის ხანგრძლივობა’’ და დასვენების დრო’’

 

·        საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების მიხედვით, შრომის სამართლიანი პირობების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

a.    დღიური და ყოველკვირეული სამუშაო საათების გონივრული ხანგრძლივობა,

b.    ანაზღაურებადი დასვენება უქმე დღეებში,

c.     ასევე სულ მცირე ორკვირიანი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება.

 

·        საქართველოს კონსტიტუციაში არც სამუშაო დრო და არც დასვენების დრო პირდაპირ არ იხსენიება, მაგრამ ორივეს მოიცავს შრომითი უფლებების შინაარსი

·        სამუშაო დროის ხანგრძლივობა, დასვენების დრო და შვებულება განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსის IV და V თავებში (მუხ. 14-26).

·        კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს.

·        სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო(!)

·        სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

·        უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი  ანაზღაურების პირობები მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება.

·        დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებითწელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღით, აგრეთვე ანაზღაურების გარეშე შვებულებით (არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღით).

 

შრომის ანაზღაურება

 

·        შრომის კოდექსის შესაბამის (VII) თავში კი ასახულია შრომის ანაზღაურება სამართლიანობაზე მითითების გარეშე.

·        ეს იმით აიხსნება, რომ ქვეყნის თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში შრომის ანაზღაურება სამართლიანობის პრინციპის სრული დაცვით პრაქტიკულად შეუძლებელია.

·        საერთოდაც, რა მიმზიდველი და მოქნილი ფორმულირებითაც არ უნდა იყოს ასახული კონსტიტუციაში შრომის ანაზღაურების პრინციპი, მისი სრულად განხორციელება და სამართლებრივად დაცვა ყოველთვის ვერ იქნება გარანტირებული. მაგრამ ყველა შემთხვევაში დაუშვებელია აშკარად შეუსაბამო გასამრჯელოს გადახდა. (!)

·        მინიმალური ხელფასი არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები.

·        საარსებო მინიმუმის ოდენობა კი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება.

·        ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (მუხ. 23) და ევროპის სოციალური ქარტიით (მუხ. 4.1) აღიარებულია მუშა-მოსამსახურეთა უფლება ისეთ ანაზღაურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს თვითონ მათი და მათი ოჯახების ღირსეულ არსებობას’’.

·        მუშა-მოსამსახურეთა ეს უფლება საქართველოში ჯერჯერობით განუხორციელებელია(!).

·        საქართველოს შრომის კოდექსის 31- მუხლით დადგენილია, რომ შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით’’. (!)[ანუ მხარეთა შეთანხმებით]

·        ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

·        აღნიშნული მუხლის მიხედვით, შრომის ანაზღაურება თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე გაიცემა.

·        ამასთან, კანონი ავალდებულებს დამსაქმებელს ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი.

·        კოდექსით განსაზღვრულია შრომის ანაზღაურების წესი იძულებითი მოცდენის დროს (მუხ. 32).

·        თუ შრომითი ხელშეკრულება სხვანაირ პირობას არ ადგენს, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით მიეცემა.

·        რაც შეეხება დასაქმებულის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენას, იგი არ ანაზღაურდება.

·        შრომის ანაზღაურების საკითხების მოწესრიგებას ხელს უწყობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა.

·        2000 წლის 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვისათვის მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი შრომის კანონთა კოდექსის 207- მუხლის ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელთა მიხედვითაც, კერძოდ, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ მუშას ან მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი უნაზღაურდებოდა დათხოვნის დღიდან არა უმეტეს ერთი წლისა. საქმე შეწყდა იმის გამო, რომ მოპასუხე მხარემსაქართველოს პარლამენტმა დაასწრო საკონსტიტუციო სასამართლოს და 21 ნოემბერს თვითონვე შეუსაბამა კონსტიტუციას სადავო აქტი.

·         საკონსტიტუციო სასამართლომ (გადაწყვეტილება №2/6/322, 15.12.2005) ერთმანეთისაგან განასხვავა საერთო ეროვნული მინიმალური ხელფასი და თანამდებობრივი სარგო[რომელსაც განსაზღვრავს ადმინისტრაცია მუშაკის თანამდებობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით]

·         სასამართლომ (გადაწყვეტილება №1/3/301, 23.03.2005) არაკონსტიტუციურად ცნო სადავო კანონის ნორმები, რომლებიც არ აძლევდა მოქალაქეებს შესაძლებლობას სამსახურიდან განთავისუფლებისას მიეღოთ კუთვნილი ორი თვის თანამდებობრივი სარგო.

·         საკონსტიტუციო სასამართლომ (გადაწყვეტილება №1/1/126, 129, 158; 18.04.2002) ყურადღება გაამახვილა საჯარო სამსახურის შესახებკანონის იმ დებულებაზე, რომსაბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის)... შემცირების საფუძველი.” სასამართლომ მიუთითა ამ პრინციპის შენარჩუნების, მისი უცვლელად განხორციელების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ სტაბილური და სამართლიანი კანონმდებლობაა ადამიანის კონსტიტუციით აღიარებული უფლებების დაცვის სერიოზული გარანტი’’

 

ხხხხ

 

შრომის უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები

·        ყველა დასაქმებულის უფლებაა ჰქონდეს შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები.

·        სწორედ ამ ძირითადი უფლების ორგანული კანონით მოწესრიგებას ადგენს საქართველოს კონსტიტუციის შრომითი ქმედუნარიანობა, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები კონსტიტუციის 30- მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე სათანადო საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შრომის კო

·         ეს უფლება შრომის სამართლიანი პირობების აუცილებელი ატრიბუტია.

·        ამის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის კოდექსი შესაბამის თავში (VIII. „შრომის პირობების დაცვა”) განსაზღვრავს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლების შინაარსს (მუხ. 35).

·        კანონი ავალდებულებს დამსაქმებელს უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.

·        დამსაქმებელმა გონივრულ ვადაში უნდა მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია უსაფრთხოებაზე მოქმედი ყველა ფაქტორის შესახებ.

·        დამსაქმებლის მხრივ შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების“ დაუცველობის შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, უარი განაცხადოს შესაბამისი სამუშაოს შესრულებაზე.

·        დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი პრევენციული სისტემა.

·        დამსაქმებელმა  სრულად უნდა აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.

·        მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, შრომის უსაფრთხოების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

·         საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში შრომის უსაფრთხოების ნორმების დადგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებაა,

·         სამუშაო ადგილზე ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა.

·        შრომის დაცვის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ანდა სიცოცხლის მოსპობა, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

 

 

 

შრომითი ქმედუნარიანობა, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები
 


·        კონსტიტუციის 26- მუხლის მე-1 პუნქტის მე-3 წინადადების  საფუძველზე, აგრეთვე სათანადო საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შრომის კოდექსში განსაზღვრულია:

 

a.    სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი,

b.     არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები.

 

·        შრომითი ქმედუნარიანობა 16 წლის ასაკიდან წარმოიშობა ("საქართველოს შრომის კოდექსი''მუხ. 4).

·        16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობისათვის საჭიროა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა იმ პირობით, რომ შრომითი ურთიერთობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასრულწლოვანის ინტერესებს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ხელშეკრულების მოშლა (მუხ. 39).

·        14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ, კულტურის და სარეკლამო სფეროში საქმიანობაზე.

·        ბუნებრივია, რომ არასრულწლოვანისა და ზოგ შემთხვევაში ქალის შრომა თავისებურებებით ხასიათდება და განსაზღვრული შეღავათიანი პირობებითაც გამოირჩევა.

·        საქართველოს შრომის კოდექსით აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, რომლებიც დაკავშირებულია სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკულ და პორნოგრაფიულ პროდუქციასთან.

·        ასევე იკრძალება არასრულწლოვანთან და ორსულთან ან მეძუძურ დედასთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

·        აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

·        ზემოაღნიშნული კატეგორიის პირებისათვის[არასრულწლოვანი,ორსული მეძუძური დედა] დაწესებულია ღამით მუშაობის შეზღუდვა (მუხ. 18).

·        მეძუძურ დედას აქვს დამატებითი შესვენების უფლება (მუხ. 19).

·        კოდექსის VI თავის თანახმად, კერძოდ, დასაქმებულს მისივე თხოვნით ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო477 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 126 ან 140 (გართულებული მშობიარობის ანდა ტყუპის შობის შემთხვევაში) კალენდარული დღე (მუხ. 27.2).

·        ასეთი შვებულება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.

·        დეკრეტული შვებულების ანაზღაურების (ფულადი დახმარების) საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს.

·         არასრულწლოვანის, ორსულისა და მეძუძური დედის სპეციფიკური უფლებები დაცულია აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით

 

            ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

მეწარმეობის თავისუფლება

               საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი

                  მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება

 

   4. მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.~ მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით

 

·        კონსტიტუციის 26- მუხლის მე-4  პუნქტი მოიცავს სამ წინადადებას.

·         პირველი მათგანით დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.

·        შემდეგ, კანონით დაშვებული შემთხვევების გამოკლებით, იკრძალება მონოპოლიური საქმიანობა.

·        ბოლოს კი გათვალისწინებულია მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვა.

 

ეს საკითხები ქვემოთ თანამიმდევრობით იქნება წარმოდგენილი:

 

 

მეწარმეობისა და კონკურენციის ცნებები

 

·        26 - მუხლის მე-4 პუნქტში გამოყენებულია ტერმინიმეწარმეობა(თავისუფალი მეწარმეობა).

·        „მეწარმეობა’’ შინაარსობრივად იგივეა, რაც სამეწარმეო საქმიანობა”. სწორედ ამ უკანასკნელ  ტერმინს (და არამეწარმეობას”) იყენებს და მის განმარტებას იძლევა კანონიმეწარმეთა შესახებ”.

·        ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა ა) მართლზომიერი და ბ)არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც გ)ხორციელდება მოგების მიზნით,  დ)დამოუკიდებლად და ე)ორგანიზებულად.”

·        სამეწარმეო საქმიანობის (იმავე მეწარმეობის) მონაწილე კი არის მეწარმე, რაც

·        ხსენებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტებია“ : ა) ინდივიდუალური მეწარმე, ბ)სხვადასხვაგვარი (სოლიდარული პასუხისმგებლობის, კომანდიტური, შეზღუდული პასუხისმგებლობის, სააქციო) საზოგადოება და  გ)კოოპერატივი.

·        ამათგან, საზოგადოება და კოოპერატივი კერძო სამართლის იურიდიული პირებია.

·        ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. საქმიან ურთიერთობებში იგი ფიზიკური პირის სახით მონაწილეობს.

·        მეწარმედ არ განიხილება საწარმოს ხელმძღვანელი (წარმომადგენელი)[ვინაიდან უსაფუძვლოა საწარმო მისი დირექტორის, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის იდენტური იყოს და სამეწარმეო საზოგადოებაში დეპუტატის ხელმძღვანელობითი საქმიანობაშეუთავსებელია პარლამენტის წევრის თანამდებობასთან.]

·         არსებობს ცრუმეწარმეობის ცნება, რაც ნიშნავს:“ საწარმოს შექმნას სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით.

·        ცრუმეწარმეობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193- მუხლით დანაშაულად ითვლება (სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს) იმ შემთხვევაში, თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

·        რაც შეეხებაკონკურენციას, ეს ტერმინი, ქართული ენის განმარტებითი და უცხო სიტყვათა ლექსიკონების მიხედვით, ზოგადად გამოხატავს მეტოქეობას, ბრძოლას უპირატესობის მოსაპოვებლად რაიმე ასპარეზზე.

·        მაგრამ კონსტიტუციაშიკონკურენციაასეთი ზოგადი[ფართო] შინაარსისა კი არა, არამედ საგნობრივი მნიშვნელობის მქონეა.

·        კონსტიტუციაში იგულისხმება ეკონომიკური კონკურენცია, რაც, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებკანონის მე-2 მუხლისპუნქტის მიხედვით, არის მეტოქეობა, რომლის დროსაც ეკონომიკური აგენტები[საწარმოები] ცდილობენ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა კონკურენტებზე უფრო წარმატებით განახორციელონ, სთავაზობენ რა მომხმარებელს უკეთეს პირობებს ფასებთან, ხარისხთან, შეფუთვასთან, მომსახურების სტანდარტებთან და სხვა ეკონომიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით”. [საბჭოურ ეკონომიკურ სისტემაში უარყოფილი იყო კონკურენცია და მის ნაცვლად, ხელოვნურად, სოციალისტური შეჯიბრება ინერგებოდა]

 

მეწარმეობისა თავისუფლება უზრუნველყოფილია

 

·        კონსტიტუციის 26- მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.

·        ამ ფუნქციას სახელმწიფო მეწარმეობისა და კონკურენციის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნითა და სრულყოფით ახორციელებს.

·         საქართველოს პარლამენტმა წინსწრებითაც კი, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დამთავრებამდე, თვითონვე გააუქმა სადავო კანონი, რომელიც აფერხებდა მეწარმეობის განვითარებას.

·         სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციის მხარდაჭერის კონსტიტუციური ნორმა განვრცობილია კანონშითავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”.

·        ამ კანონის I-III თავებში გათვალისწინებულია: ა) კონკურენციის შეზღუდვის, ბ)ადმინისტრაციული და დისკრიმინაციული ბარიერების აკრძალვა, გ)მეწარმეებისათვის სახელმწიფო დახმარება და მიზნობრივი[სახელმწიფო] პროგრამები.

·        თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციისათვის ხელის შეწყობა“[უზრუნველყოფა] გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთათვის განვითარებისა და ბაზარზე ზემოქმედების თანაბარი უფლებების დადგენას.

·        ამ სფეროში სახელმწიფო თავისთვისაც ვერ შეიქმნის პრივილეგიებს: კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში პირთა თანასწორობის დაკანონებულმა პრინციპმა სახელმწიფო გაათანაბრა ამ ურთიერთობის სხვა სუბიექტებთან,

·        უსაფუძვლო პრივილეგიების მინიჭება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს  და სახელმწიფოს არა აქვს უფლება საკანონმდებლო ხელისუფლება გამოიყენოს იმგვარად, რომ ამით ხდებოდეს საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი პრინციპების უარყოფა

·         მეწარმეობის თავისუფლება საქმიანობის საყოველთაო თავისუფლების გამოხატულება შრომის თავისუფლებისა და ეკონომიკური თავისუფლების ერთ-ერთი გამოვლინებაა.

·        „მეწარმეობის თავისუფლების’’  მხარდაჭერა[სახელმწიფოსგან]  გამოიხატება იმის უზრუნველყოფით, რომ ადამიანმა სამეწარმეო საქმიანობისათვის კანონის ფარგლებში თავისუფლად გამოიყენოს თავისი პიროვნული და ქონებრივი შესაძლებლობები.

·        ყველას აქვს უფლება, თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი”.

·          საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ, „კონსტიტუციის 26- მუხლიდან გამომდინარე, თავისუფალი კონკურენცია ორგანულადაა დაკავშირებული მეწარმეობის თავისუფლებასთან და წარმოადგენს საბაზრო მეურნეობის[ეკონომიკის] საძირკველს”.

·         კანონიერ სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლისთვის დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 190).

·        მეორე მხრივ, მიუღებელია არაჯანსაღი კონკურენცია’’(!) და დანაშაულადაა მიჩნეული უკანონო სამეწარმეო საქმიანობა (მუხ. 192).

·        მეწარმეობის თავისუფლება არ გამორიცხავს[სახელმწიფოს მიერ]  გონივრული შეზღუდვების დაწესებას.

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით (გადაწყვეტილება № 1/4/154, 200; 13.06.2003), ადამიანის უსაფრთხოების, მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით პროდუქციის რეალიზაციის სათანადო წესების დადგენა და მათი შესრულების უზრუნველყოფა ვერანაირად ვერ ჩაითვლება... თავისუფალი მეწარმეობის განვითარებისათვის ხელის შეშლად”.

·         ასევე, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლებაში კანონზომიერი ჩარევა საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიაჩნია თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელის შეწყობის ვალდებულების დარღვევად” (გადაწყვეტილება № 2/1/327, 336, 344; 09.02.2006).

·         თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის ხელშეწყობის ქმედითი საშუალებაა მონოპოლიის შეზღუდვა[ რაც საბაზრო მეურნეობის პირობებში ა)ეკონომიკის სახელმწიფოებრივი კონტროლის განხორციელებასა და  ბ)მოსახლეობის სოციალურად სუსტი ნაწილის დაცვას ემსახურება

 

ხხხხ

 

 მონოპოლიის ცნება. მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა
 

·        მონოპოლია[ეკონომიკური გაგებით] ნიშნავს : განსაკუთრებულ უფლებას (!) ( ანუ „მონოპოლიურ უფლებას“ )  წარმოებაში, ვაჭრობასა თუ სხვა სფეროში.

·        კონსტიტუციის 26 - მუხლის მე-4 პუნქტში იხსენიება მონოპოლიური საქმიანობა, რომელიც მონოპოლიური მდგომარეობის საფუძველზე ხორციელდება.

·        თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებკანონის მე-2 მუხლისპუნქტის მიხედვით: მონოპოლიური მდგომარეობა არის: ბაზრის ისეთი მდგომარეობა, სადაც არსებობს საქონლის [მხოლოდ] ერთი გამყიდველი და [ამ გამყიდველის გასაყიდ ]საქონელს არ გააჩნია სხვა ურთიერთშენაცვლებადი საქონელი”.

·        ამ დეფინიციისერთი გამყიდველი” „მონოპოლიისეტიმოლოგიური შინაარსის იდენტურია (ბერძნული monos – ერთი და poleo – ვყიდი).

·         მონოპოლიური მდგომარეობისსინონიმია დომინირებული მდგომარეობა”.

·        მონოპოლიური საქმიანობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის 26- მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადებით.

·        ამასთან, აკრძალვა არ არის ყოვლისმომცველი[აბსოლუტური].

·        კონსტიტუციაშივე გაკეთებული დათქმის თანახმად, კანონით შეიძლება დაშვებული იქნეს მონოპოლიური საქმიანობის ცალკეული გამონაკლისი შემთხვევები.

·        კონსტიტუციის ამ ნორმის შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებკანონის მე-7 მუხლისპუნქტით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ეკრძალება: მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის მინიჭებას, რაც არსებითად ზღუდავს კონკურენციასა და თავისუფალ ფასწარმოქმნას, გარდა საქართველოს კანონებით დადგენილი გამონაკლისებისა.

·        საგამონაკლისო, დასაშვებად მიჩნეული მონოპოლიური საქმიანობის სახეობაა ბუნებრივი მონოპოლია.

·        „ბუნებრივი მონპოლია’’ მონოპოლიის სპეციფიკური შემთხვევაა.

·        ბუნებრივი მონოპოლისტის საქმიანობა არ იქნება კანონის დარღვევა, თუ მან ბოროტად არ გამოიყენა თავისი მდგომარეობა და დისკრიმინაციულ პირობებში არ ჩააყენა სამეწარმეო საქმიანობის სხვა მონაწილეები.

·         მაგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (გადაწყვეტილება №1/3/136, 30.12.2002) მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად ჩათვალა ელექტროენერგიაზე მომეტებულად მაღალი სამომხმარებლო ტარიფის დაწესება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მონოპოლისტი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს სამართლიანი სახელშეკრულებო პირობები (გადაწყვეტილება №1/1/374, 379; 09.02.2007).

·        საკონსტიტუციო სასამართლომ (გადაწყვეტილება №1/2, 411, 19.12.2008) დაუშვებლად მიიჩნია უკონკურენტო და ხელოვნური მონოპოლიების მქონე ბაზრის ჩამოყალიბება;

·        სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ისეთი ბაზრის ჩამოყალიბებას, რომელშიც თავისუფალი საქმიანობის ასპარეზი ექნება როგორც მსხვილ, ისე წვრილ კომპანიებს, როდესაც სახეზეა[მეწარმე] სუბიექტთა მრავალფეროვნება ‘’

 

 

"მომხმარებელთა უფლებების დაცვა"

 

·        კონსტიტუციის 26- მუხლის მე-4 პუნქტის ბოლომესამე წინადადების თანახმად, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.

·        აქ განმტკიცებულია სახელმწიფოს მხრიდან მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვის ვალდებულება სათანადო კონსტიტუციური პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

·         ამ კონსტიტუციური დებულების განსახორციელებლად მიღებულია კანონიმომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

·        იგი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს.

·        კანონით დადგენილია მომხმარებლის ცნება და უფლებები.

·        მომხმარებელი არის: პირადი საჭიროებისათვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამომყენებელი, შემძენი, შემკვეთი, ან ასეთი განზრახვის მქონე მოქალაქე.

·         კანონიმომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ‘’ მე-2 მუხლის თანახმად მომხმარებელს უფლება აქვს(!) მოითხოვოს:  

 

a.    საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი ხარისხი  

b.    პროდუქციის უსაფრთხოება;  

c.    სანდო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე;  

d.    არასათანადო ხარისხისა და საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება;

e.      თავისი უფლებების დაცვა სასამართლოსა და სხვა სათანადო სახელმწიფო ორგანოს მიერ

·        მომხმარებელთა ამ  უფლებების დარღვევა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

·         მომხმარებელთა უფლებების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საწინდარია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება.

 

საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტებია თვით მომხმარებელი და საქართველოს სახალხო დამცველი.

 

·        საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ იმსჯელა მომხმარებელთა უფლებების უზრუნველყოფაზე და საგულისხმო გადაწყვეტილებებიც მიიღო.

·        კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ (გადაწყვეტილება №1/3/136, 30.12.2002) მიუთითა, რომ სტაბილური სამომხმარებლო ტარიფი წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას”;

 

მოსახლეობის არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ტარიფით გამოწვეული ტვირთის სუბსიდირება უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულება სიმბოლურ ხასიათს კი არ უნდა ატარებდეს, არამედ რეალურად უნდა უმსუბუქებდეს მოსახლეობას ტარიფის ზრდით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობას”.

 

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოკვეთილი პოზიციის მიხედვით, სახელმწიფოს პოზიტიური, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვალდებულებაა, დაიცვას მომხმარებელი მესამე პირთა უსამართლო ძალაუფლებისაგან. სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს ამას, თავად გამოდის აღნიშნული უფლების დამრღვევის როლში (გადაწყვეტილება № 1/1/ 374, 379; 09.02.2007).


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები