ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა[კონსტ. მე-9 მუხლი]
მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა
1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
„ადამიანის ღირსება“ როგორც „სხვა“ „ძირითად უფლებათა“ ლეგიტიმურობის საფუძველი
·
„ადამიანის ღირსება“ ყველა სხვა ძირითადი უფლების საფუძველია.
·
ადამიანის უფლებათა ბუნებითი წარმოშობის აღიარება, სწორედ ადამიანის ღირსების აღიარებას გულისხმობს.
·
ადამიანს რომ ღირსება აქვს, ამიტომაც გააჩნია: ა) სიცოცხლის,ბ) თავისუფლების, გ)თანასწორობის, დ)ბედნიერების და ე)ღირსეული სიცოცხლის უფლებები.
·
სწორედ“ ადამიანის ღირსებაში“ ძევს ამ
უფლებათა ლეგიტიმურობის საფუძველი.
·
შემთხვევითი არ არის, რომ ადამიანის უფლებათა არაერთ უნივერსალურ თუ რეგიონულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში „ადამიანის ღირსებას“ სპეციფიკური, სრულიად გამორჩეული როლი აქვს მიკუთვნებული ადამიანის უფლებათა შორის.
·
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის პირველივე დებულებაში გაცხადებულია, რომ ეს
დეკლარაცია ეყრდნობა „ადამიანის ხელშეუვალი, თანაარსი ღირსების, თანასწორობისა და განუყოფელი უფლებების აღიარებას”.
·
დეკლარაციის პირველივე მუხლიც ადამიანის „ხელშეუვალ ღირსებას“ ეძღვნება.
·
ადამიანის ღირსების პირველადი, წარმმართველი და ფართო მნიშვნელობა კარგად არის გამოკვეთილი ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიაში
·
მრავლისმთქმელია ისიც, რომ, კონვენციის მე-13 ოქმის საფუძველზე, „სიკვდილით დასჯის ნებისმიერ ვითარებაში გაუქმებაც“ ადამიანის ღირსებას დაეფუძნა
ხ
·
ადამიანის ღირსება თანაარსია ადამიანისათვის, როგორც გონიერი, თავისუფალი ნებისა და პასუხისმგებლობის მქონე არსებისათვის.
შესაბამისად, ყველას უნდა გააჩნდეს ა)სიცოცხლის, ბ)ფიზიკური ხელშეუხებლობის, გ)პიროვნების თავისუფალი განვითარების, დ)უსაფრთხოების, ე)შესაძლებლობების გამოყენების,ვ) საქმიანობისა და სხვა უფლებები და ისინი არ
ექვემდებარება პოზიტიური სამართლით გაუქმებას.
ხ
·
ადამიანის ღირსების ასეთი ფართო და ფუნდამენტური გაგება უდევს საფუძვლად სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს – „ადამიანის უფლებებით სახელმწიფოს ბოჭვას“, ისევე როგორც, საზოგადოდ, „წარმომადგენლობით დემოკრატიას“, რომელიც გონიერი, თავისუფალი ნებისა და პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდთა ერთობლივ მმართველობას გულისხმობს.
·
სწორედ ამიტომაა, რომ „თავისუფალი პიროვნება“ და მისი „ღირსება“ საქართველოს კონსტიტუციის უზენაესი ღირებულებებია.
„ადამიანის ღირსების” შინაარსი და სუბიექტი
·
„ადამიანის ღირსების” საყოველთაოდ აღიარებული განსაზღვრება არ არსებობს.
·
„ადამიანის ღირსებას” განიხილავენ ფილოსოფიურ, რელიგიურ, სამედიცინო და სამართლებრივ კონტექსტებში, თუმცა იგი ყოველთვის ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ღირებულების, აღიარებას.
·
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლში ერთგვარად ახსნილია ადამიანის ღირსების საფუძველი და, აქედან გამომდინარე, ადამიანის მოვალეობებიც: „მათ (ადამიანებს) ბოძებული აქვთ გონება და სინდისი და ურთიერთს უნდა მოეპყრან ძმური სულისკვეთებით. ‘’
·
შესაბამისად, ადამიანის ღირსება, უწინარეს ყოვლისა, სწორედ იმასნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, მხოლოდ იმიტომ რომ
ადამიანად არის გაჩენილი, პატივდებულ, ეთიკურ მოპყრობას იმსახურებს ყველასაგან.
·
ადამიანი, როგორც გონიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი მოცემულობა, არასოდეს უნდა იქცეს „მიზნის მიღწევის საშუალებად”[ინსტრუმენტად,იარაღად], იგი ყოველთვის „მიზანი” უნდა იყოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ნებისმიერი საქმიანობა ცალკეული ინდივიდებისა თუ მთელი საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
ხ
·
ადამიანის ღირსება გააჩნია უკლებლივ ყველა ადამიანს ასაკის, ეროვნების, წარმოშობის, სქესის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ ნებისმიერი სხვა სტატუსის მიუხედავად.
·
ყურადღება,
ღირსება გააჩნია: ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანს, სულით ავადმყოფს, უკანონო ქორწინებაში ან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ბავშვს, ნარკომანს, ალკოჰოლიკს, მაწანწალას ან მათხოვარს, ჰომოსექსუალსა და ტრანსსექსუალს, მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პატიმარს, სამხედრო ტყვეს, უპატიოსნო ადამიანს.
·
ადამიანის ღირსებაზე გავლენას ვერ მოახდენს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ადამიანის უფლებაუნარიანობა ან ქმედუნარიანობა, ანდა ადამიანის უნარი თუ უუნარობა, შეიგრძნოს ეს ღირსება.
ხ
·
ადამიანის ღირსების სამართლებრივი გაგება გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ყოფითი მნიშვნელობა. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც უღირს საქციელს სჩადის, არ კარგავს „ადამიანის ღირსებას“ სამართლებრივი გაგებით
·
სახელმწიფოს არ შეუძლია ჩამოართვას ადამიანს ღირსება და ვერც თავად ადამიანი იტყვის მასზე უარს.
·
„ადამიანს ღირსება“ გააჩნია იმის მიუხედავად, აღიარებს თუ არა მას ფასეულობად.
·
„ღირსების უფლება“ ვრცელდება გვამზე და გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნაზე.
·
ღირსება გააჩნია აგრეთვე ადამიანის ემბრიონს/ფეტუსს.
საგულისხმოა, რომ ფეტუსის სიცოცხლის უფლება არ არის აბსოლუტურად დაცული, მაშინ როდესაც მისი ღირსების აბსოლუტური დაცვა უზრუნველყოფილია.
·
სწორედ ადამიანის ღირსებას უკავშირებენ ევთანაზიის უფლებას, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „ღირსეული სიკვდილის უფლებას”.
·
„ღირსება” არ გააჩნიათ იურიდიულ პირებს. სამაგიეროდ
მათ აქვთ რეპუტაციის დაცვის უფლება.
ხ
„ადამიანის ღირსების“ სამართლებრივი დაცვა
ადამიანის ღირსების დაცვა უზრუნველყოფილია რამდენიმე ძირითადი გზით:
ა) ადამიანის ფიზიკური და სულიერი სიმშვიდის ხელშეუხებლობით.(!)
სიცოცხლის მოსპობა, წამება, არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობა ან დასჯა, სხვაგვარი ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობა, ადამიანის ღირსების უმძიმესი დარღვევაა.
ხ
ბ) ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფით (!)კანონის საფუძველზე და კანონთა გამოყენების პროცესში.
ადამიანის ღირსებას განსაკუთრებით უხეშად ლახავს: ა) რასობრივი და სხვაგვარი დისკრიმინაცია, ბ)ადამიანის მონობა ან ყმობა, გ)იძულებითი ან სავალდებულო შრომა.
ადამიანის მონობა ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა ადამიანის სრული უუფლებობისა, რამდენადაც ის საკუთრების ობიექტად გადაიქცევა და არ გააჩნია საკუთარი სტატუსის განსაზღვრის შესაძლებლობა.
მონობის და ყმობის აკრძალვა ჯერ კიდევ აქტუალურია თანამედროვე ეპოქაში. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროპაში ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი იმყოფება მონურ მდგომარეობაში, რომლებსაც ეპყრობიან როგორც ობიექტს, ამცირებენ და შეურაცხყოფენ. თანამედროვე მონებს მუშაობას აიძულებენ ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის მუქარით გასამრჯელოს გარეშე ან მცირედი ანაზღაურებით; შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება და ეპყრობიან არაადამიანურად და დამამცირებლად.
„იძულებით და სავალდებულო სამუშაოდ” მიჩნეულია „ნებისმიერი სამუშაო ან მომსახურება, რომლის შესრულებაც ადამიანს მოეთხოვება ვინმესაგან რაიმე ზიანის ან სასჯელის მუქარით, და რომლის შესრულებისთვისაც მოცემულ პირს არ შეუთავაზებია მისთვის საკუთარი თავი ნებაყოფლობით”.
სამუშაო, რომლის შესრულებაც სავალდებულოა პატიმრობისას ან პატიმრობიდან პირობით გათავისუფლების პირობებში, აგრეთვე სავალდებულო სამხედრო სამსახური ან სხვა სამუშაო ან სამსახური, რომელიც, ჩვეულებრივ, მოქალაქეობრივ ვალდებულებებს განეკუთვნება, არ წარმოადგენს „იძულებით შრომას”, რომელიც ადამიანის ღირსებას ეწინააღმდეგება.
გ) ადამიანისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნით.
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება, დაეუფლოს ამა თუ იმ პროფესიას, დასაქმდეს და გააჩნდეს კანონიერი შემოსავალი, რაც აუცილებელია პირადად მისი და მისი ოჯახის ღირსეული ცხოვრებისათვის.
ა)უკიდურესად მძიმე ცხოვრების პირობები, ბ)საკვების ნაკლებობა, გ)მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმიუწვდომლობა
ადამიანის ღირსებას ეწინააღმდეგება.
სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები ყველასათვის ღირსეული ცხოვრების
პირობების შესაქმნელად :
a.
მინიმალური მატერიალური პირობების შესაქმნელად;
b.
ჰქონდეს სოციალური უზრუნველყოფის ადეკვატური სისტემა;
c.
იზრუნოს უმუშევრობის შესამცირებლად და უმწეოთა დასახმარებლად;
d.
შექმნას თავისუფალი და კონკურენტული გარემო;
e.
უზრუნველყოს შრომის უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში;
f.
ჰქონდეს საგადასახადო სისტემა, რომელშიც მხედველობაში იქნება მიღებული ოჯახის შემოსავალი, წევრთა რაოდენობა და ა.შ.;
სახელმწიფო, რომელიც არ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეებისათვის საარსებო მინიმუმს და გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს მათ, უხეშად არღვევს კონსტიტუციას.
ეს იმავდროულად იმ პასუხისმგებლობის უარყოფაა, რაც მას სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე ეკისრება.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, ადეკვატური კვების, სამოსის, ცხოვრების პირობებისა და მათი მუდმივი გაუმჯოებესების უფლებებთან ერთად, ცალკე უფლებად აღიარებს ადამიანის ძირითად უფლებას, დაცული იყოს შიმშილისაგან.
ღირსეული ცხოვრების პირობების ვალდებულება შესაბამისად ვრცელდება პატიმრებზეც.
სახელმწიფო ვალდებულია ისინი[პატიმრები] უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი სივრცით, კვებით, სანიტარიული პირობებით, ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობით, დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარებით და ა.შ.; სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას მათი იმგვარ პირობებში ყოფნა, რომელიც შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია ადამიანისათვის, რაც მათ გაბოროტებას უწყობს ხელს და არა მათ რესოციალიზაციას.
დ)
სამართლიანობის დაცვით.
უსამართლო კანონი თუ სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობა ადამიანის ღირსებას ლახავს.
საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ დემოკრატიულ სახელმწიფოში და გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი სამართლის უზენაესობის დაცვისა, მოლოდინი იმისა, რომ სამართლიანი კანონები სამართლიანად და ადეკვატურად იქნება მათ მიმართ გამოყენებული და ისინი არ გახდებიან ხელისუფლების თვითნებობის მსხვერპლი.
ქვეყანაში დამკვიდრებული სამართლებრივი სისტემა მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს დაუცველობის განცდას, რომლიც უიმედობასა და სასოწარკვეთას იწვევს.
ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ შეილახება უკანონოდ და უსამართლოდ, ხოლო ასეთის შემთხვევაში მის განკარგულებაში იქნება სამართლებრივი დაცვის საშუალებანი, რომლებსაც ის გამოიყენებს თავისი დარღვეული უფლებების აღდგენა-გამოსწორებისათვის.
ე) პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფით. [საგამოცდოდ
ეს საკითხია]
ადამიანის პიროვნული თავისუფლების თუ საქმიანობის თავისუფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსებას.
თვითიდენტიფიკაციის,
პიროვნების განვითარების, პირადი ცხოვრების მოწყობის, პროფესიის არჩევის, განათლების მიღების, თავისი შესაძლებლობების განვითარებისა და გამოყენების, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისა და ცხოვრებისეული სიკეთეებით სარგებლობის უფლებების გარეშე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ადამიანი, როგორც უმთავრესი ღირებულება და მიზანი.
ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი მჭიდრო კავშირშია მე-12 მუხლთან, რომელიც
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას იცავს.
[საგულისხმოა, რომ გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, რომელიც ამ უფლებებს იცავს, მათ საფუძვლად სწორედ ადამიანის ღირსებას მოიხსენიებს]
·
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ადამიანის უფლება, დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია და იდეები, რაც მას პიროვნული განვითარების, სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი აზრის ჩამოსაყალიბებლად ესაჭიროება, რომლის გარეშეც ის ვერ განახორციელებს შეგნებულ და გონივრულ არჩევანს და მისი „თავისუფალი ნება” უშინაარსო სიტყვებად გადაიქცევა.
ყურადღება:
ინტენსიური იდეოლოგიური პროპაგანდა მასმედიისა და სხვა საშუალებებით ადამიანის ღირსების უხეში დარღვევაა. (!)]
ვ) ადამიანის ბიოლოგიური იდენტურობისა და თვითმყოფადობის დაცვით.
თანამედროვე ეპოქაში მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა მედიცინისა და ბიოლოგიის სფეროში გააჩინა მეცნიერული მიღწევების ბოროტად გამოყენების სერიოზული რისკი.
ამ გარემოებამ საერთაშორისო თანამეგობრობა დააყენა იმ აუცილებლობის წინაშე, რომ აიკრძალა ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენება ადამიანის ღირსებისა და მისი სხვა უფლებების წინააღმდეგ.
ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ევროპის საბჭოს 1997 წლის კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების დაცვის შესახებ ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენების დროს: კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ;
აგრეთვე 1998 წელს მიღებული მისი დამატებითი ოქმი ადამიანის კლონირების აკრძალვის შესახებ.
საქართველოს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება ამ კონვენციის მოთხოვნებს.
შეჯამება:
ადამიანის ღირსების დაცვა უზრუნველყოფილია რამდენიმე ძირითადი გზით:
1.
ფიზიკური და სულიერი სიმშვიდის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფით
2.
ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფით
3.
ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნით.
4.
სამართლიანობის დაცვით.
5.
პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფით.
6. ადამიანის ბიოლოგიური იდენტურობისა და თვითმყოფადობის დაცვით. [კლონირების აკრძალვით]
ხხხხხხხხხხხხ
ადამიანის ღირსების „ხელშეუვალობა”
·
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება „ხელშეუვალია’’. მისი ხელყოფა დაუშვებელია.
·
ამის მიუხედავად, მართებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადამიანის ღირსება აბსოლუტური უფლებაა. უფრო სწორი იქნებოდა, მისთვის გვეწოდებინა „თითქმის აბსოლუტური უფლება”.
·
სხვა ღირებულებებთან დაპირისპირების დროს, შესაძლოა მან უკან დაიხიოს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სწორედ ევთანაზია, როდესაც სიცოცხლის უფლება გადასწონის ადამიანის ღირსების, მისი „ავტონომიურობის“, „პირადი ცხოვრების დაცულობისა“ და სხვა უფლებებს ერთობლივად.
ხ
·
ადამიანის ღირსების ყველაზე უხეში ხელყოფა საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალულია, მათ შორისაა – ა)ადამიანის წამება, ბ)არაჰუმანური, სასტიკი ან ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და გ)დამამცირებელი სასჯელის გამოყენება, [ყურადღება:
ამათი აკრძალვა ადამიანის აბსოლუტურ უფლებას განეკუთვნება].
·
სხვა საკითხია, რამდენად არის დაცული ადამიანის ღირსება ფაქტობრივად.
·
სახელმწიფოს ვალდებულებანი, უზრუნველყოს ადამიანის ღირსების დაცვა ყველა მიმართულებით, მათ შორის „ღირსეული ცხოვრების პირობების“, „ადეკვატური კვებისა“ და“ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“, ძალზე ხშირად არ სრულდება.
„ადამიანის პატივის’’ მიმართება „ადამიანის ღირსებასთან”
·
ადამიანის „პატივი”, თავისი შინაარსითა და ფასეულობით, განსხვავებულია „ადამიანის ღირსებისაგან’’.
·
„პატივი” გულისხმობს საზოგადოების მხრიდან ადამიანის მორალური თუ სხვა კრიტერიუმებით შეფასებას.
·
„ადამიანის ღირსება”, როგორც ფასეულობა, მნიშვნელოვნად აღემატება „პატივის”
უფლებას, რომელიც, ფაქტობრივად,“ საზოგადოების თვალში ადამიანის რეპუტაციის დაცვას’’ გულისხმობს.
·
„პატივი”, ღირსებისაგან განსხვავებით, საქმიანი და მორალური რეპუტაციის გაგებით, გააჩნიათ იურიდიულ პირებსაც.
·
გარდა ამისა, „ადამიანის ღირსება” (კონსტიტუციის მე-9 მუხლის გაგებით) თითქმის აბსოლუტური უფლებაა და ძნელი წარმოსადგენია, რომ ღირებულებათა კონფლიქტის დროს რომელიმე სხვა უფლებამ (სიცოცხლის უფლების გარდა) მას კონკურენცია გაუწიოს. იგი მართლაც ხელშეუვალია.
·
„პატივის” „ხელშეუხებლობა” კი დიდ ეჭვს იწვევს, ვინაიდან მისი დაცულობის სტანდარტი მაღალი არ არის.
·
შესაბამისად, განსხვავებული ღირებულებითი მნიშვნელობისა და მათი დაცულობის განსხვავებული სტანდარტების გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში
„პატივის” მოხსენიება „ადამიანის ღირსებასთან” ერთად გამართლებული არ არის.[უკვე აღარ არის მოხსენიებული იხ. მე-9 მუხლის 1 ნაწილი]
მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა
1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
„პატივის” დაცულობის სტანდარტი დაბალია ვიდრე „ღირსების’’
·
რეპუტაციის[ანუ პატივის]
შელახვა, ჩვეულებრივ, „გამოხატვის თავისუფლების“ განხორციელების დროს ხდება.
·
საქართველოს კანონმდებლობა კი დიფამაციასთან (ანუ ცილისწამებასთან) დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას აშკარა პრიორიტეტს „გამოხატვის თავისუფლებას“ ანიჭებს.[და არა რეპუტაციის დაცვას]
·
სასამართლოს გზით რეპუტაციის დაცვის ალბათობა საკმაოდ მცირეა, ვინაიდან „საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”,რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, ამის შესაძლებლობას საკმაოდ ზღუდავს.
·
იგი გამორიცხავს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არაერთ შემთხვევაში.
·
შეფასებითი მსჯელობის დროს რეპუტაციის შელახვისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
·
გარდა ამისა, დადგენილია პრინციპი, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ და, მაშასადამე, რეპუტაციის უფლების საზიანოდ.
·
მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასამართლო პროცესზე მტკიცების ტვირთი ეკისრება რეპუტაციაშელახულ პირს;
·
მას ევალება დაამტკიცოს, თანაც უტყუარად, რომ განცხადება შეიცავდა ცილისწამებას;
·
მტკიცების ტვირთის მოსარჩელისათვის დაკისრება, ფაქტობრივად, გულისხმობს ერთგვარი პრეზუმფციის დაშვებას, რომ სახელის გამტეხი ცნობები სინამდვილეს შეესაბამება, სანამ მოსარჩელე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს.
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი
მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა
2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
·
ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება ადამიანის ღირსებისა და მისი სხვა ძირითადი უფლებების ერთ-ერთი უმძიმესი დარღვევაა.
ხ
·
ადამიანის უფლება, იყოს წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელისაგან დაცული – აბსოლუტური უფლებაა.
·
ეს უფლება ეხება მხოლოდ ფიზიკურ
პირებს.
·
საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს, უფლება არა აქვს, უარი თქვას ამ აკრძალვის შესრულებაზე ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროსაც.(!)
·
ეს უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით.
·
ამ უფლების დარღვევა შეუძლებელია ოდესმე გამართლებულად იქნეს, აღიარებული თუნდაც ძალზე მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესით, მაგალითად, ტერორიზმის ან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით.
·
სახელმწიფოს ეკრძალება დააბრუნოს ადამიანი თავისი მოქალაქეობის ქვეყანაში, თუკი იქ არსებობს მისი წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის რისკი.(!)
ხ
·
კონსტიტუციის მე-9
მუხლითა და ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული ქმედებები ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ: 1.„წამება” და2. „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი”.
·
მათ შორის ხარისხობრივი განსხვავებაა.
·
ყოველგვარი „წამება’’ იმავდროულად არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობაა, მაგრამ ეს უკანასკნელი ყოველთვის არ აღწევს წამების ხარისხს.
·
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება სატანჯველის ხარისხი, რაც ადამიანმა განიცადა.
·
ცხადია, ყველაზე მძიმე დარღვევად განიხილება ადამიანის წამება.(!)
·
ამგვარი
გაგება დაამკვიდრა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც, თავის მხრივ, დაეყრდნო გაეროს 1984 წლის კონვენციას „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ.”
·
ამასთან,
საერთო ტენდენცია მოთხოვნების კიდევ უფრო გამკაცრებაა. ის, რაც ადრე მიჩნეული იყო მხოლოდ „არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად,” ახლა შესაძლოა შეფასდეს, როგორც „წამება”.
·
იმისათვის, რომ ადამიანისადმი მოპყრობა საქართველოს კონსტიტუციისა მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის და, შესაბამისად, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად შეფასდეს, აუცილებელია არსებობდეს „მოპყრობის სიმძიმის მინიმალური ხარისხი”;
·
შეფასებისას მხედველობაში მიიღება: მოპყრობის შინაარსი, ბუნება, ფორმა, ხანგრძლივობა, ფიზიკური და სულიერი ზიანი, ზოგიერთ შემთხვევაში კი – ასევე მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
·
საგულისხმოა, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მარტო ობიექტური გარემოებები, არამედ სუბიექტური შეფასებაც მსხვერპლის მხრიდან; ასევე, საზოგადოების საერთო დამოკიდებულება და მისი ტოლერანტულობის ხარისხი ამა თუ იმ აქტის მიმართ იმის შეფასებისას, მიჩნეულ უნდა იქნეს თუ არა იგი, მაგალითად, „დამამცირებელ მოპყრობად”
ხ
·
ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები. წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა უშუალოდ ეხება სახელმწიფოს.
·
ეს აკრძალვა მისი ნეგატიური ვალდებულებაა.
·
მაგრამ მას იმავდროულად ეკისრება პოზიტიური ვალდებულებაც იმისა, რომ თავის იურისდიქციაში მყოფი ადამიანები დაიცვას კერძო პირთა მხრიდან ასეთი მოპყრობისაგან.
·
სახელმწიფო პასუხისმგებელია მაშინაც, როდესაც აღნიშნული აქტები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უშუალოდ ან მათი დაკვეთით ჩადენილია სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ
·
სახელმწიფო ვალდებულია გატაროს ყველა ღონისძიება, რათა თავის იურისდიქციაში მყოფი ადამიანები დაიცვას წამებისა და სხვა უკანონო მოპყრობისაგან.[მე9.
მუხ. მე-2 ნაწ]
·
სახელმწიფოს მოეთხოვება, თავი შეიკავოს ადამიანის სხვა ქვეყანაში გაგზავნისაგან[ექტრადაცია], თუ არსებობს რისკი იმისა, რომ ეს ადამიანი ხელისუფლების ან ცალკეული კერძო ინდივიდების მხრიდან დაექვემდებარება წამებას ან სხვა უკანონო მოპყრობას.
ხ
·
უკანონო
მოპყრობა აკრძალული უნდა იყოს სისხლის სამართლის კანონით, ხოლო ეს კანონი ეფექტურად უნდა იქნეს პრაქტიკაში აღსრულებული
·
სახელმწიფოს ევალება ადამიანებს ააცილოს უკანონო მოპყრობის რეალური და უშუალო რისკი, თუკი მას გააჩნია შესაბამისი ინფორმაცია, ან ვალდებულია გააჩნდეს იგი, მათ შორის კერძო პირთა მხრიდანაც.
·
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები მოიცავს საქმის ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნას, მათ შორის, ადამიანთა გაუჩინარების შემთხვევებში.
·
გამოძიების შედეგად უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ფაქტების დადგენა, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიკაცია და დასჯა. გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი და ეფექტური;
·
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების მიერ მასზე განსაკუთრებული კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა.
ხ
·
მტკიცების ტვირთი და სტანდარტი. როდესაც დაზიანებანი მიყენებულია ადამიანის დაკავების დროს ან შემდეგ – მისი პატიმრობის პირობებში, სახელმწიფოს ეკისრება მტკიცების ტვირთი, ანუ იმის დამტკიცების ვალდებულება, რომ შესაბამისი დაზიანებანი არ არის ჩადენილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უშუალოდ, ანდა მათი დაკვეთით, ან თანხმობით.
·
ამასთან, მტკიცების სტანდარტი სისხლისსამართლებრივია. მან ეს უნდა დაამტკიცოს უტყუარად, გონივრული ეჭვის მიღმა (95%) სტანდარტით.
·
როგორც ევროპულმა სასამრთლომ თქვა, იგი დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც „...ეს მტკიცება ემყარება საკმარისად ძლიერ, ცხად და ერთმანეთთან სრულად შესატყვის მასალებს, ანდა სრულიად უდავო, თავისთავად ცხადი და ნათელი ფაქტების პრეზუმფციას”.
ხ
·
წამებით ან არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობით მოპოვებული მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულების დასაშვებად მიჩნევა სისხლის სამართლის საქმეში ავტომატურად გულისხმობს „საქმის სამართლიანი განხილვის უფლების” დარღვევასაც.
·
მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რამდენად დიდი იყო პიროვნების ბრალის დამტკიცების საქმეში მისი მტკიცებითი ღირებულება
„წამება”[განმარტება]
·
წამება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობაა, რომელიც იწვევს ადამიანის ძლიერ და მძიმე ფიზიკურ ან სულიერ ტანჯვას, და რომელიც განხორციელებულია კონკრეტული განზრახვით – მტკიცებულებების მოპოვების (აღიარების ან რაიმე ინფორმაციის გადაცემის), დასჯის ან დაშინების მიზნით[ცნება]
·
ევროპული სასამართლოს ეს მიდგომა მთლიანად შეესაბამება „წამების” დეფინიციას, რომელიც მოცემულია „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ” გაეროს 1984 წლის კონვენციაში.
·
მაგ.ციხეში პატიმრის გაუპატიურება განიხილება, როგორც უკანონო მოპყრობის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა. გაუპატიურების ერთი აქტიც კი საკმარისი საფუძველია, რომ იგი წამებად იქნეს მიჩნეული.
·
ელექტროშოკის გამოყენება, ცივი წყლის ნაკადის ქვეშ დაყენება, თვალების ახვევა, გაკოჭვა, ჯაჭვით დაბმა, ანდა საკანში ხანგრძლივი ვადითა და მკაცრი რეჟიმის ქვეშ ადამიანის მარტო მოთავსება ასევე საკმარისი საფუძველია „წამების” აღიარებისათვის. მხედველობაში მიიღება ასევე ძალადობის ინტენსივობა და ხანგრძლივობა.
·
მხოლოდ სულიერ ტანჯვა ასევე შეიძლება წამებად იქნეს მიჩნეული და ფიზიკური ზიანის არსებობა სავალდებულო არ არის. სულიერი ტანჯვა გულისხმობს ადამიანის ჩაყენებას შიშისა და სტრესულ მდგომარეობაში. მაგალითად, ფსიქოლოგიური წნეხის განხორციელება საკანში ადამიანის მარტო და ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე ან თვალახვეული დატოვებით, ან მისი ან მისი ოჯახის წევრების მოკვლის, ან სხვაგვარი ძალადობის მუქარით,ანდა აბუჩად ამგდები აქტის განხორციელებით (მაგ. ადამიანზე მოშარდვა ან სხვა ამგვარი მძიმე შემთხვევები). ფიზიკური ძალადობის ყოველწუთიერი მოლოდინი ასევე განიხილება ფსიქიკურ წამებად.
·
საქმეში
Soering v United Kingdom ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაუკავშირა საკუთრივ სიკვდილით დასჯის მოლოდინს და იმ სულიერ სატანჯველს, რასაც გულისხმობდა მომჩივნის წლების განმავლობაში (დაახლოებით 6-დან 8 წლამდე) „ცხოვრება სიკვდილის აჩრდილთან ერთად”.
ხ
·
მოშიმშილე პატიმრის იძულებითი კვება, როდესაც ამის სამედიცინო საჭიროება არ არსებობს, ასევე განიხილება „წამებად”.
არაჰუმანური, სასტიკი და ღირსების
შემლახველი მოპყრობა
ან სასჯელი”
·
„არაჰუმანური” (არაადამიანური) სატანჯველი, რომელიც
ადამიანმა განიცადა,
უნდა აღწევდეს განსაზღვრულ ხარისხს, რათა
იგი „არაადამიანურ”[არაჰუმანურ] მოპყრობად
შეფასდეს.
·
მოპყრობა იქნება არაადამიანური, თუ იგი წინასწარ არის განზრახული, გრძელდება საათების განმავლობაში, ანდა დაკავშირებულია ფიზიკური დაზიანებების ანდა ფიზიკური, ან ფსიქიკური სატანჯველის მიყენებასთან.
·
დიფამაციით (ცილისწამებით) მიყენებული მორალური ზიანი არ განიხილება ისეთ „სატანჯველად”, რაც
„არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობისათვის” არის დამახასიათებელი.
ხ
„ღირსების შემლახველი” (ანუ
დამამცირებელი) მოყრობა ან სასჯელი
[განმარტება]
·
მოპყრობა ან სასჯელი ჩაითვლება დამამცირებლად,
თუ ის უხეშად ამცირებს ადამიანის ღირსებას სხვა ადამიანთა წინაშე, ან გამოიხატება მისი ნების ან სინდისის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის იძულებით.
ხ
·
„დამამცირებელი სასჯელის” შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება მისი
შინაარსი და
მისი განხორციელების ფორმა.
·
დასჯისას ადამიანის
დამცირების ხარისხი უნდა სცილდებოდეს იმ ფარგლებს, რაც ისედაც ნებისმიერი სასჯელის თანაარსია და რომელიც სასამართლოს მიერ არის
შეფარდებული.
·
მხედველობაში მიიღება
საზოგადოების დამოკიდებულება ამა თუ იმ
სასჯელის დამამცირებლად მიჩნევის
საკითხზე;
·
თუმცა, ეს გადამწყვეტი არ
არის და
მსხვერპლის აღქმა, მისი პირადი დამოკიდებულება შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს სასჯელის „დამამცირებლად” მიჩნევისათვის.
ხ
·
ესა
თუ ის
ქმედება ერთდროულად შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად ან სასჯელად.
ხხხ
„სულიერი
ტანჯვა’’
·
ადამიანისთვის[მათ შორის
პატიმრისთვის] მიყენებული სულიერი ტანჯვა
შეიძლება უკავშირდებოდეს სრულიად განსხვავებულ შემთხვევებს.
·
აღსანიშნავია, რომ სიკვდილით
დასჯის გაუქმებამდე სულიერი სატანჯველი, რაც დაკავშირებული იყო სიკვდილის სასჯელის შეფარდებასთან საქმის სამართლიანი განხილვის მოთხოვნების დარღვევით, ასევე განიხილებოდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად.
ხ
„განზრახვა’’.
·
განზრახვის არსებობა
მნიშვნელოვანი წინაპირობაა მოპყრობის არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად მიჩნევისათვის.
·
თუმცა,
მისი არსებობა
სავალდებულო არ
არის.
ხ
„დისკრიმინაციული
მოპყრობა’’
·
ადამიანის ან
ადამიანთა ჯგუფის
დისკრიმინაცია ამა თუ იმ ნიშნით სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, თავისთავად, დამამცირებელი მოპყრობაა.
„
მცირეწლოვნები’’
·
სახელმწიფოს გააჩნია
ვალდებულება, დაიცვას ბავშვები ოჯახში მშობელთა ძალადობისაგან,აგრეთვე
გარეშე პირთა მხრიდან ძალადობისაგან,
მათ შორის სექსუალური ძალადობისა და ექსპლოატაციისაგან.
·
სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.
·
ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მათდამი[მცირეწლოვნების მიმართ] არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობაა.
ხ
„სხეულებრივი
სასჯელი’’
·
ნებისმიერი სხეულებრივი[ფიზიკური] სასჯელი[ცემა], როგორც დასჯის
საშუალება, წარმოადგენს „დამამცირებელ სასჯელს”.
ხ
“პოლიციის მიერ ძალის
გამოყენება’’
·
დანაშაულთან ბრძოლის
სირთულე ვერ
გაამართლებს ადამიანის
ღირსებისა და
ხელშეუხებლობის უფლებების
დარღვევას.
“დაზიანებები მიყენებული
დაპატიმრების დროს’’.
·
მტკიცების
ტვირთი იმისა,
რომ დაზიანებანი არ ყოფილა
მიყენებული, ანდა
ის არ
წარმოადგენს „არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას”, ეკისრება სახელმწიფოს.
·
პოლიციელის გამართლება ეროვნული სასამართლოს მიერ არ ათავისუფლებს სახელმწიფოს კონვენციის წინაშე ვალდებულებისაგან, ევროპული სასამართლოს წინაშე ამტკიცოს, რომ კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობა არ ყოფილა ჩადენილი.
·
ეს
ვალდებულება მოიცავს
იმის დამტკიცების აუცილებლობას, რომ შესაბამისი ძალის
გამოყენება „მკაცრად აუცილებელი” იყო ეჭვმიტანილის დასაკავებლად და, ამასთანავე, პროპორციული.
“დაზიანებანი, მიყენებული
პატიმრობის დროს”.
·
“პატიმრობის დროს
მიღებული დაზიანებების დროს” მოქმედებს
პრეზუმფცია იმისა,
რომ ისინი მიყენებულია ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, სანამ ხელისუფლება არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს.
·
თუ
პიროვნება დაკავებამდე ჯანმრთელი იყო
და გათავისუფლების დროს მას
დაზიანებები აღენიშნება, სახელმწიფო ვერ დააღწევს თავს ვალდებულებას, წარმოადგინოს დამაჯერებელი და სრულყოფილი განმარტება დაზიანებათა წარმოშობის მიზეზების შესახებ.
x
„ ბორკილები
და სხვა ფიზიკური
შეზღუდვა’’.
·
პატიმრების მიმართ ბორკილების გამოყენება, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს „დამამცირებელ მოპყრობას”, მაგალითად,
ბორკილების გამოყენება ციხიდან ავადმყოფის ჰოსპიტალში გადაყვანის დროს, ან როდესაც არ
არსებობს პირის
მხრიდან ძალადობის
გამოყენების ან
გაქცევის საფრთხე,ან არაძალადობრივ დანაშაულში ეჭვმიტანილის მიმართ
თავისი ოჯახის, მეზობლებისა და კოლეგების თანდასწრებით.
·
თუმცა,
საჯაროობის ვითარების
არსებობა არ
არის აუცილებელი პირობა. ამოსავალი წერტილია თავად პიროვნების დამოკიდებულება და აღქმა.
ხ
·
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პატიმარი საკუთარ თვალში დამცირებისაგანაც. არაადამიანურ და
დამამცირებელ მოპყრობად
შეაფასა სტრასბურგის სასამართლომ საქმეში
Henaf v France 75 წლის პატიმრის თავისივე საწოლზე დაბმა ოპერაციის
წინა ღამით,
რამაც მას
ფიზიკური ტკივილი
მიაყენა და
არ მისცა
დაძინების საშუალება.
ხ
„ დამამცირებელი
მოპყრობა სასამართლოს
დარბაზში’’.
·
საქმის განხილვის
დროს სასამართლოს დარბაზში განსასჯელის მოთავსება გალიაში
ან გისოსებს
მიღმა გამართლებულად არის მიჩნეული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება განსაკუთრებით საშიშ კრიმინალს და
არსებობს ვარაუდი მისი მხრიდან სხვათათვის ზიანის მიყენების დიდი საფრთხისა.
ხ
„პატიმრების
არასათანადო სამედიცინო
მომსახურება და
ცხოვრების პირობები“.
·
პატიმრის ცხოვრების
პირობები უნდა
შეესაბამებოდეს ადამიანის
ღირსებას და
იგი არ
უნდა იწვევდეს
ადამიანებში დეპრესიასა და სასოწარკვეთას.
·
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პატიმართა ნორმალური
ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები და
ადეკვატური სამედიცინო დახმარება.
·
მხედველობაში მიიღება, მათ შორის, საკნების გადატვირთულობა,
ყოველდღიური საქმიანობა, კვების სიხშირე და საკვების ხარისხი, სამედიცინო დახმარებისადმი ხელმისაწვდომობა, სანიტარიული პირობები და დაბანვის შესაძლებლობა, საკნების ვენტილაცია, განათება, სინესტე, საწოლების მდგომარეობა და სხვა.
·
ციხეებში პატიმრებისათვის არასათანადო პირობების გამო
სახელმწიფო ვერ
გაიმართლებს თავს
სახელმწიფოში რესურსების ნაკლებობის არგუმენტით.
ხ
„ განმარტოებით
პატიმრობა (Solitary Confinement)“
·
ეს
გარემოება, თავისთავად, არ გულისხმობს „არაადამიანურ და
დამამცირებელ მოპყრობას.”
მაგრამ უნდა არსებობდეს სერიოზული საფუძველი ასეთი ღონისძიებისათვის.
·
მხედველობაში უნდა
იქნეს მიღებული,
იყო თუ
არა საამისო
ლეგიტიმური მიზანი
და აუცილებლობა, ასევე საკანში
გატარებული დრო,
პიროვნების მიმართ
არსებული ბრალდების
ხასიათი და
ის შედეგები,
რაც მან
გამოიწვია.
·
როდესაც ასეთი ღონისძიება გამოიყენება, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ მისი ხანგრძლივობა არ
იყოს ექსცესიური და
აკმაყოფილებდეს პროპორციულობის მოთხოვნას.
„ პატიმრის
სტატუსი’’
·
ბრალდებულებისა და სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირების
ერთად განთავსება საპატიმრო ადგილებში,
თავისთავად არ
წარმოადგენს ბრალდებულების მიმართ დამამცირებელ მოპყრობას, თუმცა, მათი სეგრეგაცია რეკომენდებულია.
ხ
„პატიმრების
სულიერი და
ფიზიკური მდგომარეობა“.
·
ავადმყოფი პატიმრებისათვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაუწევლობა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობაა”.
·
მხედველობაში მიიღება ავადმყოფობის სერიოზულობა, სამედიცინო მეთვალყურეობისა და მკურნალობის სისტემატურობა და
ინტენსიურობა, მედიკამენტების საკმარისობა.
·
როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა ან/და როდესაც სამედიცინო ჰოსპიტალში მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო განაჩენის აღსრულება უნდა გადავადდეს.
·
ამის შეუსრულებლობა შეფასებულია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად
·
თუ პატიმარი თვითონ ამბობს უარს სამედიცინო დახმარებაზე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ასეთ დროს შემცირებულია.
ხ
„ სავალდებულო
სამედიცინო ანალიზი’’ და პროცედურები.
·
ეჭვმიტანილის ნების
საწინააღმდეგოდ მისთვის
სისხლის აღება ან სხვა სამედიცინო პროცედურების განხორციელება დანაშაულის მტკიცებულების მოსაპოვებლად არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.
·
თუმცა,
სახელმწიფოს ევალება,
დაადასტუროს ამის
აუცილებლობა და
მტკიცებულების მოპოვების
ალტერნატიული საშუალებების არარსებობა;
·
გარდა ამისა,
სხეულიდან მტკიცებულების აღება არ
უნდა იწვევდეს
ფიზიკურ თუ
სულიერ სატანჯველს;
·
ნარკოტიკულ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის იძულებითი
ამორწყევინება არათერაპიული მიზნით შეიძლება წარმოადგენდეს ფიზიკურ და სულიერ ხელშეუხებლობაში უხეშ ჩარევას.
ხ
„წინასწარი პატიმრობის
ვადა’’
·
„წინასწარი პატიმრობის“ ხანგრძლივი ვადა, შეიძლება წარმოადგენდეს არაადამიანურ მოპყრობას.
ხ
„თავისუფლების
აღკვეთის ვადა“.
·
თავისუფლების აღკვეთის
ხანგრძლივი ვადა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, თუკი თავისუფლებააღკვეთილ პირს
აქვს უფლება,
რეგულარულად დააყენოს
შუამდგომლობა გათავისუფლების საკითხზე.
·
მაგრამ, თუ სასამართლოს განაჩენით
მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა
„აშკარად უსამართლო
და უხეშად
დისპროპორციულია” ჩადენილი
დანაშაულის სიმძიმისა,
ეს წარმოადგენს არაადამიანურ და
დამამცირებელ მოპყრობას.
ხ
·
„უვადოდ თავისუფლების აღკვეთა“,
გათავისუფლების შანსის
გარეშე, განიხილება არაადამიანურ და
დამამცირებელ მოპყრობად.
მაგრამ როდესაც
საქმე ეხება
არასრულწლოვანს, მისთვის უვადო
პატიმრობის მისჯა,
თუნდაც ფიქსირებული ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლების შესაძლებლობის არსებობით, მაინც არაადამიანური[არაჰუმანური] მოპყრობაა.
ხ
„ იძულებითი
მკურნალობა ფსიქიატრიულ
დაწესებულებაში.’’
·
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულებითი
მკურნალობა არ
წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, თუკი არსებობს ამის
„სამედიცინო აუცილებლობა”, რომელიც დამაჯერებლად უნდა იყოს
წარმოდგენილი.
ხ
„ ექსპერიმენტული
მკურნალობა’’
·
. ექსპერიმენტული ხასიათის
მკურნალობა პაციენტის
თანხმობის გარეშე
არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობაა
ხ
„ პატიმართა
ცოლქმრული და
მშობლის უფლებები’’
·
პატიმრობის შედეგად
ცოლ-ქმრული ურღთიერთობის[იგულისხმება სექსუალური ურთიერთობა] ფაქტობრივი აღკვეთა არ განიხილება არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად, მაგრამ შეიძლება
აღიარებულ იქნეს
პირადი და ოჯახური ცხოვრების დარღვევად.
·
იგივე
მიდგომებია მშობლის
უფლებებთან დაკავშირებითაც, გარდა ერთი შემთხვევისა: დედისაგან ჩვილი ბავშვის ჩამოცილება შეიძლება მიჩნეულ იქნეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად.
ხ
„ გაძევება
და ექსტრადიცია’’
·
თუ არსებობს
რისკი იმისა,
რომ მიმღებ
ქვეყანაში ადამიანს
ემუქრება სიკვდილით
დასჯა, ანდა
წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა (სახელმწიფოსა თუ
კერძო ინდივიდების მხრიდან), ან სასჯელი, სახელმწიფო ვალდებულია, უარი თქვას
ადამიანის გაძევებასა თუ ექსტრადიციაზე.
·
სახელმწიფო ვერ მოიშველიებს უსაფრთხოების დაცვის
არგუმენტს ექსტრადიციის გასამართლებლად.
·
რისკის
შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს
მიღებული როგორც
მიმღებ ქვეყანაში
ადამიანის უფლებების
დაცვის საერთო
მდგომარეობა, ისე
მოცემულ პირთან
დაკავშირებული სპეციფიკური კონკრეტული გარემოებანი.
·
ამასთან,
საერთო ძალადობრივი ვითარების არსებობა
მიმღებ ქვეყანაში
საკმარისი არ
არის, თუკი
მოცემული პიროვნების მიმართ უკანონო
მოპყრობის რეალური
რისკი არ
არსებობს.
·
თუ უკანონო
მოპყრობის საფრთხე
მიმღებ ქვეყანაში
ადამიანს კერძო
პირთა მხრიდან
ემუქრება, მაშინ მან[გასაძევებელმა პირმა] უნდა დაასაბუთოს, რომ მიმღები სახელმწიფო ვერ განახორციელებს მის სათანადო დაცვას ასეთი საფრთხისაგან.
·
სახელმწიფომ ასევე
თავი უნდა
შეიკავოს სერიოზული სნეულებით დაავადებული პირის დეპორტაციისაგან, თუ მიმღებ ქვეყანაში
შეუძლებელია ამ
პირისათვის სათანადო
სამედიცინო დამარების
გაწევა.
ხ
·
არასრულწლოვანის დეპორტაცია ქვეყანაში,
სადაც მას
არ გააჩნია
ოჯახური დასაყრდენი, ასევე წარმოადგენს „არაადამიანურ მოპყრობას”.
ხ
·
პიროვნების დეპორტაცია ქვეყანაში,
თუკი არსებობს
დიდი ალბათობა
იმისა, რომ
მას ემუქრება
პოლიტიკური დევნა
მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო,
ან უკანონოდ
გაასამართლებენ, არაადამიანური მოპყრობაა
მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა
1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
Комментарии
Отправить комментарий