აზრის გამოხატვის თავისუფლება [კონსტ.მუხ.17 ნაწ.1]
მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები
1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.
5.
ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
მე-17 მუხლის პირველი პუნქტი „აზრის გამოხატვის თავისუფლება“
·
აზრის გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება
ადამიანის
უფლებებს
შორის
ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი
და
პირველადი
უფლებაა.
·
იგი თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის
საფუძველია.
·
ეს უფლება ადამიანებს აძლევს იმის გარანტიას, რომ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი ნაფიქრი, მაშინაც კი, როცა ეს ხდება
მისი
ყოველგვარი
შემოწმების
გარეშე.[
ანუ მაშინაც კი თუ ეს აზრი მცდარია]
·
„აზრის თავისუფლება“[მუხ.17], როგორც დამოუკიდებელი
უფლება, თავისი საყოველთაო ხასიათით უმაღლესი კონსტიტუციური ფასეულობაა,
იგი
თავისი
არსით
გამოყოფილია ისეთი
უფლებებისაგან,
როგორიცაა
„სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის
თავისუფლება“ (მუხლი 16), „ინფორმაციის
თავისუფლება“ (მუხლი 18), ინტელექტუალური
შემოქმედების
თავისუფლება
(მუხლი
20).
·
აზრის თავისუფლება კონსტიტუციით აღიარებულ თავისუფლებათა
ღირებულებითი
წესრიგის
ხერხემალია.
დაცული სფერო:
·
17-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია “ აზრის, შეხედულებების გამოთქმა“.
·
„აზრი“ არსობრივად ფართოდ უნდა გავიგოთ.
·
„აზრი’’ მოიცავს: ა) „შეფასებით მსჯელობებს
(ან შეფასებით
გამონათქვამებს )“
და
ბ)„ფაქტობრივ გარემოებებს”
(ანუ „ფაქტებს”) .ისინი აზრის ჩამოყალიბების
წინაპირობას
წარმოადგენენ.
·
„აზრის ცნებაში“ იგულისხმება
ნებისმიერი
შეფასებითი
გამონათქვამი,
რომლებიც
შედგება
განსჯის,
დამოკიდებულებისა
და
შეფასების
ელემენტებისაგან.
·
„აზრი’’ ადამიანის პირადი, სუბიექტური შეფასებაა ამა თუ იმ მოვლენის, იდეის, ფაქტისა თუ პიროვნების მიმართ.
·
ამდენად, „აზრის
თავისუფლება“ იგივეა ,რაც „ შეფასებითი შეხედულებების გამოთქმის თავისუფლება.’’
·
„აზრისათვის“ დამახასიათებელია ინდივიდის
„სუბიექტური
დამოკიდებულება“ მისი გამონათქვამების
მიმართ.
[ანუ აზრი „სუბიექტურია’’]
·
„აზრი“ არის ის, რასაც
ფიქრობს თავად
სუბიექტი (პიროვნება)ამა თუ იმ მოვლენაზე , იდეაზე, ფაქტსა თუ პიროვნებაზე.[და არა ის თუ „რა ხდბა’’ სინამდვილეში]
ხ
·
რაც შეეხება „ფაქტობრივ გარემოებებს’’ (ანუ „ ფაქტებს“), იგი „შეფასებით
მსჯელობებსა
(გამონათქვამებსა)“ და „სინამდვილეს“ შორის ობიექტური
ურთიერთობაა . ამდენად „ფატების’’ არსი სუბიექტის „შეფასებითი
მსჯელობისაგან“ დამოუკიდებელია.
ხ
·
„აზრის გამოხატვის თავისუფლება“ კონსტიტუციით დაცულია იმის მიუხედავად, თუ რა საკითხებს
ეხება
იგი.
·
ეს უფლება მოიცავს კომუნიკაციის
ყველა სფეროს, სულერთია,
„აზრის გამოხატვა“ საჯარო მიზანს ისახავს თუ კერძოს.
·
კონსტიტუციით დაცულია ნებისმიერი კატეგორიის აზრი, იმის მიუხედავად : ა)რაციონალურია თუ ემოციური, ბ)დასაბუთებულია თუ უსაფუძვლო, გ)აღიქმება სასარგებლოდ თუ საზიანოდ, დ)ძვირფასად თუ უფასურად.
·
კონსტიტუციისათვის მიუღებელია რაიმე დისკრიმინაცია აზრის გამოხატვის დროს მათი მნიშვნელობისა და ღირებულების მიხედვით.
·
დემოკრატიული საზოგადოების ინტერესები მოითხოვს, აზრთა გაცვლასა და ჭიდილს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია გაწონასწორებული,
დაბალანსებული ურთიერთობებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად.
ხ
·
აზრის გამოხატვა განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ
მაშინ შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას, თუ კი მისდამი ლოიალური დამოკიდებულება საფრთხეს შეუქმნის „ძირითად კონსტიტუციურ ფასეულობებს“.
·
სახელმწიფოს არა აქვს უფლება
თავისი მოქალაქეების აზრები დაყოს „სწორ” და „არასწორ” აზრებად და მხოლოდ „სწორი აზრის“ დაცვაზე შეაჩეროს არჩევანი.
·
ასეთი
მიდგომის შემთხვევაში ადამიანები გაუცხოვდებიან აზრის გამოხატვისაგან და „არასწორი” აზრის გამოხატვის გამო პასუხისმგებლობის შიშით საკუთარი აზრის თვითშეზღუდვის გზას დაადგებიან. ეს კი წინააღმდეგობაში მოვა
„პლურალისტური დემოკრატიის“ პრინციპთან.
ხ
·
„აზრის თავისუფლება“ გულისხმობს იმას, რომ ვერც „გაბატონებული აზრი“ ვერ გახდება მისთვის[ინდივიდის „აზრისთვის’’] ხელშემშლელი.
·
„აზრის თავისუფლებით“ დაცულია არა მხოლოდ წინასწარ კარგად მოფიქრებული, აწონილ-დაწონილი გამონათქვამები
, არამედ მწვავე, მოუფიქრებელი, უხამსი გამონათქვამები.
·
„აზრის გამოხატვის თავისუფლება“ ასევე გულისხმობს „შეცდომის თავისუფლებასაც“ , ურომლისოდაც შეუძლებელია თავისუფალი დისკუსია, კამათი.
·
„აზრის
გამოხატვის თავისუფლების“ მნიშვნელობა და არსი ისაა, რომ აზრთა ინტელექტუალური ჭიდილის გარანტია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ელემენტარულ ძირითად პირობას წარმოადგენს.
ხ
·
„აზრის თავისუფლების“ ძირითადი უფლებით დაცულია „სხვებზე ზემოქმედების“ უფლებაც.
·
„აზრის“ გამოთქმის მიზანია, ზემოქმედება მოახდინოს იმ სუბიექტებზე, რომლებისკენაცაა მიმართული აზრი.
·
ის, რომ ეს სუბიექტები შეიძლება მოექცნენ აღნიშნული „აზრის“ გავლენის ქვეშ, არ უნდა გახდეს „აზრის თავისუფლების“
შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო არ უნდა სჯიდეს
„აზრის თავისუფლებას“ ამ აზრის სიცოცხლისუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მიხედვით.
·
დაცულია ნებისმიერი აზრი, მიუხედავად იმისა, რა გავლენას ახდენენ ისინი მსმენელებზე.
ეს ავალდებულებს სახელმწიფოს შემწყნარებელი იყოს
ნებისმიერი აზრის მიმართ, ვინაიდან, როგორც წესი, აზრი ყოველთვის პოზიტიური შედეგის მომტანია საზოგადოებისათვის.
·
„აზრის თავისუფლება“ გარანტირებულია არა მხოლოდ
ყოველი კონკრეტული აზრის შინაარსით, არამედ
ამ აზრის გამოთქმის მოტივის მიუხედავად.
·
„აზრის
გამოთქმის თავისუფლება“ ვრცელდება მხოლოდ
არგუმენტებზე, ახსნა-განმარტებებზე და არა ზემოქმედების „სხვა“ საშუალებებზე.
·
დაცულია აზრი, როგორც „სხვა პირებზე ზეგავლენის იარაღი“ და არა აზრის „იძულებითი საშუალებებით“ თავს მოხვევა(!).
·
ამიტომაც, „აზრის
თავისუფლება“ გულისხმობს პირთა თავისუფლებასაც აზრის ავტორის ზემოქმედებისაგან(!), რათა მათ გადაწყვეტილება მიიღონ თავიანთი შინაგანი ნების საფუძველზე.
ხ
·
„აზრის გამოხატვის თავისუფლების“ პროცესში აზრი, როგორც ღირებულება, არ უნდა გაუფასურდეს მისგან გაუცხოებული ღონისძიებებით.
·
აზრის
გამოხატვის მიზანი, გარე სამყაროზე ზემოქმედება მოახდინოს, დაცულია მანამ, ვიდრე ეს ზემოქმედება ამ აზრის ღირსების შესაფერისი საშუალებებით ხორციელდება.
·
კონსტიტუციის 17-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრის
გამოთქმა და გავრცელება არა მარტო ზეპირად ან წერილობით, არამედ
„სხვა საშუალებებითაც”.
·
ასეთ „საშუალებებში” მოიაზრება აუდიოკასეტები, ლაზერული დისკები, ჩამწერი მოწყობილობები, გამოსახულებანი, ჟესტები, სიმბოლოები, პლაკატები, უნიფორმის ტარება.
·
ყურადღება: დაცვას
არ ექვემდებარება სახელმწიფო უნიფორმის ტარება.
·
დაცულია აზრის გამოხატვა ყრუ-მუნჯთა სალაპარაკო ენის მეშვეობით.
ხ
·
ძირითადი უფლებით დაცულია „ნეგატიური აზრის თავისუფლებაც’’, რაც ნიშნავს პირის უფლებას, „არ გამოხატოს“ და „არ გაავრცელოს აზრი“.
·
„ნეგატიური აზრის თავისუფლება’’ შეიძლება დუმილითაც განხორციელდეს, მაგრამ
„დუმილი“ ცალკეულ შემთხვევებში ასევე შეიძლება მიჩნეულ იქნეს „პოზიტიური აზრის
თავისუფლებად’’.
·
„ ნეგატიური აზრის
თავისუფლების“ ერთ-ერთი მაიძულებელი ფაქტორი თავად ადამიანშია. ამიტომაცაა „აზრი’’ თავისუფალი ნების პროდუქტი.
·
რაგინდ კეთილშობილური მიზანიც არ უნდა არსებობდეს, „ნეგატიური აზრის თავისუფლების“ დარღვევა, აზრის გამოხატვის ძირითადი უფლების ხელყოფა იქნება.
ხ
·
დაცულია „აზრის
გამოხატვა და გავრცელება“ ხანგრძლივი თუ ხანმოკლე „აზრის
გადაცემის“ პროცესში.
·
დაცულია აზრის არა მარტო ა)შინაარსი, არამედ ბ)მისი გამოხატვის ფორმა, გ)სახე და დ)საშუალება, ასევე ე)ყველა საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის გაგზავნასა და გავრცელებას.
ხ
·
დაცულია აზრის „გამავრცელებელის უფლება ადრესატმა მიიღოს
მისი ინფორმაცია“,ასევე,„აზრის გამოხატვის ადგილისა და დროის შერჩევის უფლება “
ხ
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „ფაქტები“ რეალურად, ნამდვილად მომხდარი საგნები, მოვლენები ან გარემოებებია, რომლებიც შეიძლება იყოს მცდარი[ცრუ] ან მართალი, სწორი. (?)
აქედან გამომდინარე, „ფაქტები“ ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს.
შესაბამისად, „ფაქტების“ გავრცელება ექვემდებარება მათი სისწორის, ნამდვილობის მტკიცების ვალდებულებას, მაშინ როცა
„მოსაზრების“ ნამდვილობის მტკიცება შეუძლებელია და, შესაბამისად, ამის ვალდებულებაც აზრის გამომთქმელს არ უნდა ეკისრებოდეს.“
ხ
·
„ფაქტებთან“ დაკავშირებული „შეფასებითი მსჯელობები“[აზრები]
ვერ შეცვლის ფაქტების ობიექტურ ბუნებას, მაგრამ „აზრის გამოხატვას“ წარმოადგენენ.
·
მაგრამ როცა აზრი
შეიცავს არა მარტო „შეფასებით ელემენტებს“, არამედ „ფაქტობრივსაც“, ასეთ შემთხვევაში აზრის
დაყოფა „შეხედულებად” და „ფაქტის
გადმოცემად” არ არის
სწორი. ისინი უნდა
განვიხილოთ მთლიანობაში, როგორც „ძირითადი უფლებით დაცული
სიკეთე”.
·
ამდენად, „ფაქტი“ ობიექტურად არსებულია, „აზრი“ კი სუბიექტურად.
·
„ფაქტი“ თავისი არსობით არ იმყოფება მიზეზშედეგობრივ კავშირში „შეხედულებებთან“ და ამდენად იგი[„ფაქტი’’] შეიძლება იყოს
მცდარი[ცრუ] ან სწორი, რაც არ შეიცვლება მის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებით.
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, „ნამდვილობის მტკიცება“ შესაძლებელია მხოლოდ ფაქტებთან და არა შეფასებით გამონათქვამებთან დაკავშირებით.
·
მე17-ე
მუხლის 1 ნაწილით დაცულ
სფეროში უნდა
მოიაზრებოდეს არა მარტო სწორი, არამედ მცდარი[ცრუ] ფაქტებიც, ვინაიდან აქედან მათი გამორიცხვა შეზღუდავდა კომუნიკაციის პროცესს და ადამიანები თავს შეიკავებდნენ სწორი და უეჭველი შეხედულებების გამოთქმისაგან, ვინაიდან წინასწარ ყოველთვის არ არის ნათელი ესა თუ ის ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც პირი ახორციელებს შეფასებით მსჯელობებს, ნამდვილია თუ მცდარი[ცრუ].
·
უფრო
მეტიც, ფაქტების ნამდვილობა-მცდარობა შეიძლება ბოლომდე საეჭვო
დარჩეს.აქედან გამომდინარე, მართებულია ითქვას, რომ „აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების დაცვა გამორიცხულია, მაგრამ არ გამოირიცხება ჭორის ან ფაქტების გადმოცემა და დაცვა იმ შემთხვევაში, როცა არ ჩანს სწორია ისინი თუ მცდარი[ცრუ]”.
·
აზრისა
და ფაქტების ურთიერთობის შეფასების პროცესში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „ფაქტებისა“ და „მოსაზრებების“ ხისტი გამიჯვნა ხშირად
ძალზე ძნელია.
·
„აზრები“ უმეტესწილად გამოიხატება რაღაც კონკრეტულ ფაქტებთან კავშირში, ეხება და ეფუძნება მათ
·
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ფაქტებისა და მოსაზრებების გონივრული გამიჯვნა” მისი მართებულად გამოყენების საფუძველია. როცა საქმე
ეხება ცრუ ან დაუდასტურებელი ფაქტების მტკიცებას, „აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე“ წინ „პიროვნების უფლებების“ დაცვა დგება.
მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები[ სამოქალაქო
კოდექსი]
2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან
ხ
·
„აზრის გამოხატვის თავისუფლების“ ძირითადი უფლების მატარებელია ყველა ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები, უცხოური იურიდიული პირებიც და პიროვნებათა გაერთიანებანი.[მაგ. პარტიები]
·
„საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს“ შეუძლიათ აზრი გამოთქვან თავიანთი კომპეტენციით[უფლებამოსილებით] ნებადართულ ფარგლებში. „აზრის თავისუფლების უფლებას“ ისინი არ ფლობენ.
ხხხხხხ
დაცულ სფეროში ჩარევა.
·
„აზრის გამოხატვის თავისუფლება“ არ შეიძლება გავიგოთ როგორც საყოველთაო თავისუფლების კანონის მიღმა
არსებული თავისუფლება.
·
ნებისმიერი
სუბიექტი
თავისუფალია
მანამ,
სანამ
მისი
უფლების
განხორციელებით
ზიანი
არ
ადგება
სხვათა
უფლებას.
·
ამ თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან გამართლებულია, როცა აზრის გამოხატვა ხელს უწყობს რასობრივი და ეროვნული შუღლის გაღრმავებას, სიძულვილს და დამამცირებელ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების მიმართ, აქეზებს უხამსობას, ძალადობას და ა.შ.
·
„აზრის
გამოხატვის თავისუფლება“ არ უნდა იქცეს საზოგადოების დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის საფრთხედ.
·
„აზრის
გამოხატვის თავისუფლება“ შეიძლება შეიზღუდოს, როცა იგი დაუპირისპირდება ადამიანის პატივსა და ღირსებას.
·
არც ერთი აზრი არ არის იმაზე მეტი ფასეულობა, ვიდრე ეს ადამიანის პატივი და ღირსებაა. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „აზრის გამოხატვის თავისუფლება გადადის მეორე პლანზე, როდესაც, მაგალითად, პირის გამონათქვამი ეხება მეორე პირის
ღირსებას... ვინაიდან ადამიანის ღირსება, როგორც ყველა
ძირითადი უფლების საფუძველი და საძირკველი, არ იზომება არც ერთ კონკრეტულ ძირითად უფლებასთან ურთიერთშეფარდების ფარგლებში“
Комментарии
Отправить комментарий