გარემოს დაცვის უფლება [მუხ.29-ე]

 



    მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება

 

1.   ყველას აქვს უფლება ა)ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ბ)სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და გ)[სარგებლობდეს]საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დ)დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ე)ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე.

გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.

2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით.         

 

  პირთა უფლებები და ვალდებულებები გარემოს დაცვის სფეროში

 

·       საქართველოს კონსტიტუციის 29- მუხლის პირველი  ქვეპუნქტის მიხედვით: ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი

·        გარემოს დაცვითი საკითხები თანამედროვე კაცობრიობის ერთ-ერთი პრობლემაა.

·        დღეს აღიარებულია, რომ ეროვნული სახელმწიფოების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია გარემოს დაცვაა.

·       აღნიშნული ფუნქციის მნიშვნელობა მე-20 საუკუნეში გახდა თვალსაჩინო. მოსახლეობის მატების მზარდმა ტემპმა და ინდუსტრიის განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ბუნების დაცვის აუცილებლობა არა მარტო ცალკეული საზოგადოების, არამედ მთელი კაცობრიობის გადასარჩენად.

·       საქართველოს სახელმწიფო გარემოს დაცვის სფეროში მიერთებულია არაერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას.

·       2000 წლის 11 თებერვლიდან საქართველოში ძალაშია კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ”.

·       ამ კონვენციით, სახელმწიფოები აცნობიერებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას ადამიანთა კეთილდღეობისათვის და იღებენ გარკვეულ ვალდებულებას ამ სფეროში.

·        საქართველოს კონსტიტუციის 29- მუხლის პირველი  ქვეპუნქტი განამტკიცებს, ინდივიდის უფლებას: ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში.

 

·        კანონმდებელი იძლევა:  გარემოს, ბუნებრივი გარემოს და კულტურული გარემოს კანონისმიერ განმარტებებ.

 

 

·        გარემოს დაცვის შესახებ კანონის მიხედვით:

 

 გარემო   ა)ბუნებრივი გარემოსა და ბ)ადამიანის მიერ სახეცვლილი (ანუ კულტურული) გარემოს ერთობლიობაა.

·        ბუნებრივი გარემო ‘’ეს არის:  გარემოს’’ შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებსა და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს.

·       ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო  კი: განმარტებულია, როგორც გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ა)ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, ბ)სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, გ)ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და დ)მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს.

·        საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს დმინისტრაციულ  და სისხლისსამართლებრივ  პასუხისმგებლობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის წესების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისათვის.

გარემოსდაცვითი სისტემა და სახელმწიფოს ვალდებულებები

·       საქართველოს კონსტიტუციის 29 - მუხლის მე-2 ქვეპუნქტი სახელმწიფოს ვალდებულების დამდგენი ძირითადი ნორმაა, რომლის მიხედვით: სახელმწიფო, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას

 

               მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება

 

2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით. [იგულისხმება სხვადასხვა სპეციალური კანონები იხ.ქვემოთ]        

 

გარემოს დაცვა“ [განმარტება]

 

·       გარემოს დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სახელმწიფოებრივი ფუნქციაა.

·       კანონისმიერი განმარტების მიხედვით:

გარემოს დაცვ  არის: ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას.[საქართველოს კანონიგარემოს დაცვის შესახებ”, მე-4 მუხლისქვეპუნქტი][ცნება- ზეპირად]

 

·       საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით,  კანონით  გარემოს დაცვის შესახებდა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

 

ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა’’

 

·       გარემოს დაცვის შესახებ კანონის მიხედვით:“ ბუნებრივი რესურსები’’ ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტებია[საქართველოს კანონიგარემოს დაცვის შესახებ”, მე-3 მუხლისქვეპუნქტი.]

·         ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება : ე.ი. ა) აღრიცხვა, ბ)ლიცენზირება, გ)ზედამხედველობა და კონტროლი შედის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის სისტემაში[საქართველოს კანონიგარემოს დაცვის შესახებ”, მე-3 მუხლისქვეპუნქტი]

·        კანონისმიერი განმარტების თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა  არის: გარემოდან სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შორის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების ამოღება’’.[ საქართველოს კანონიბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ, მე-2 მუხლისქვეპუნქტი.]

·        გარემოს დაცვის კანონმდებლობით, მოწესრიგებულია:

 

a.       გარემოს დაცვის წესები [საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ]

b.       ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესები..[ საქართველოს კანონიბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’]

c.       ცალკეა რეგულირებული წყალსარგებლობა[საქართველოს კანონიწყლის შესახებმე-5 თავი]

d.      წიაღით სარგებლობ[საქართველოს კანონიწიაღის შესახებ”, მე-2 თავი.]

e.        ტყით სარგებლობა[საქართველოს კანონისაქართველოს ტყის კოდექსი’’ მე-4 კარი]

f.        ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა[საქართველოს კანონიცხოველთა სამყაროს შესახებ”, მე-4 თავი]

 და სხვა.

 

ინფორმაციის მიღების უფლება გარემოს მდგომარეობის შესახებ

 

·        ინფორმაციის მიღებას, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ღირებულებას და ძირითად უფლებას, საქართველოს კონსტიტუციის სხვა ნორმებიც ითვალისწინებს. მაგალითად, ინფორმაციის მიღების ზოგად ნორმას შეიცავს 17- მუხლის მე-2 ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით:“ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

·        თავისი მიზნებიდან გამომდინარე, 29- მუხლის მე-1 ქვეპუნქტით დადგენილი პრინციპი ინფორმაციის მიღების შესახებ:ველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ არის სპეციალური ნორმა.

·        სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანია საჯარო გახადოს ასეთი ინფორმაცია. ყველას[ფიზიკურ და იურიდიულ პირებს] აქვს უფლება მოსთხოვოს სახელმწიფოს ამ ინფორმაციის მიღება.

·        სახელმწიფო ამ უფლებაში ვერ ჩაერევა. გარემოს შესახებ კანონის მე-5 მუხლისქვეპუნქტის მიხედვით, გარემოს დაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი, რაც გულისხმობს:“ ინფორმაციის საჯაროობას გარემოს მდგომარეობის შესახებ და ხელმისაწვდომობას საზოგადოებისათვის.

·        სახელმწიფოს განსაკუთრებული გამგებლობაა გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა.

·         ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობს მხოლოდ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები.

·        გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემას“ პირი  ვერ ახორციელებს დამოუკიდებლად.

·        შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია სრულად და ობიექტურად მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია გარემოს მდგომარეობისუმეტესწილად, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად.

·        სახელმწიფო ასეთი საფრთხეების არსებობის დროსანუ  ეკოლოგიური კატასტროფებისასაცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.

·        ასეთი ღონისძიებების მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის, მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყარო დაცვა.

·        თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო უძლურია, ჰქონდეს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.

·        მაგალითად, არავინ იცის წინასწარ, თუ როდის მოხდება მიწისძვრა.

·        საქართველოში გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოცემულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ყოველწლიურ ეროვნულ მოხსენებებში .[პარლამენტის წინაშე ყოველწლიურ მოხსენებაში]

ხხხხ

[წასაკითხად]

·  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1192

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბესიკ ბრეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=237


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები