მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლება[კონსტ. მუხ. მე-14]

 



მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება

 

1. ყველას, ვინც კანონიერად(!) იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ა)თავისუფალი მიმოსვლის, ბ)საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და გ)საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება.

2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

3.საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.      

 

დაცული სფერო

·        საქართველოს კონსტიტუციის 14- მუხლის პირველი პუნქტი იცავს ორ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ, სამართლებრივ სიკეთეს: ა)საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და ბ)საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლებას.

·        მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა აუცილებელია. ჯერ ერთი, ეს ორი უფლება შინაარსობრივად ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიძლება იქნეს განხილული და, მეორე, ამ უფლებათა მატარებლები სხვადასხვა კატეგორიისანი არიან.

·        თუ, მაგალითად, მიმოსვლის თავისუფლებაში პირის ფიზიკური გადაადგილება მოიაზრება, ასეთი არ შეიძლება გააჩნდეს იურიდიულ პირს, რადგან იგი შინაარსობრივად ვერ გავრცელდება იურიდიულ პირებზე.

·        საცხოვრებლის არჩევის უფლება კი იურიდიული პირისათვის რეგისტრაციის ადგილის არჩევას ნიშნავს. ამიტომაც ამ უფლების მატარებელნი არიან არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებიც.

 

მიმოსვლის თავისუფლება

 

·        საქართველოს კონსტიტუციის 14- მუხლით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლება არის ფიზიკური პირის დაუბრკოლებელი გადაადგილების თავისუფლება, ეს უფლეა  მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე (!)პირის თავისუფალ გადაადგილებას ან, პირიქით, გადაადგილებაზე, მიმოსვლაზე უარის თქმას.

·        მიმოსვლის თავისუფლება არის : გადაადგილების თავისუფლება საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი მიმართულებით, საშუალებითა და ფორმით, მიუხედავად გადაადგილების  მიზნისა.

 

 

 

 

საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება

 

·        პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც პირი დროებით ან მუდმივად საცხოვრებლად ირჩევს.

·         საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევას უზრუნველყოფს საქართველოს კანონისაქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ”.

·        საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 26- მუხლის პირველი ნაწილი კი იურიდიული პირის ადგილსამყოფელად მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილს თვლის

 

 

საქართველოს ტეროტორიიდან თავისუფალად გასვლა და საქართველოს მოქალაქეთა საქართველოს ტეროტორიაზე თავისუფალი შემოსვლა

 

·        საქართველოს კონსტიტუციის 14- მუხლი იცავს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას, არამედ საქართველოში კანონიერად მყოფ პირთა თავისუფლად გასვლას საქართველოს ფარგლებს გარეთ (მე-2 პუნქტი), და საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თავისუფლებას, ანუ საქართველოს საზღვრების გადაკვეთისა და გადმოკვეთის თავისუფლებას.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები