წაკითხულის გააზრება და თხზულება [ერთიანი ეროვნული გამოცდა[ეეგ] ქართულ ენასა და ლიტერატურაში]

 



სარჩევი:

წასაკითხად და გასააზრებლად რას გაძლევენ  ეგ-ს გამოცდაზე ? 1

კითხვებზე პასუხების გაცემა. 1

არჩეული პასუხების დასაბუთება. 1

მოცემული ტექსტის - მთავარი აზრის[ძირითადი იდეის,დედააზრის]   განსაზღვრა. 1

თხზულება. 2

1-ლი აბზაცი [სტრუქტურა] : 2

2. მე-2 აბზაცი [სტრუქტურა ] 3

მე-4 აბზაცი [მსჯელობის განვითარება] 4

მე-5 აბზაცი[სამჯელო საკითხის აქტუალურობაზე მითითება  ანუ საკითხის კავშირი დღევანდელობასთან] 4

მე-6 აბზაცი  „დასკვნა’’ 4

ნაშრომის შემოწმება[გადათეთრებამდე] 5

დამატებით აუცილებლად წასაკითხი კონსპექტები: 5

1.„უცნობი ტექსტების წაკითხვის სტრატეგია“. 6

2.„სხვათა სიტყვა’’ - ციტატების სწორად მოყვანის წესები. 6

3.პუნქტუაციის წესები. 6

 

 

წასაკითხად და გასააზრებლად რას გაძლევენ  ეგ-ს გამოცდაზე ?

·        ამა თუ იმ ავტორის ტექსტი ეგ-ს  საგამოცდო დავალებაში მოცემულია „მონაკვეთის“ სახით’’

·        ეს „მონაკვეთი’’ მოცემულია შემოკლებით.

·        ტექსტში გამოტოვებული ნაწილი აღნიშნულია ნიშნით [...]

·        ავტორისეული ლექსიკური და ორთოგრაფიული ფორმები დაცულია

 

ხ

კითხვებზე პასუხების გაცემა

 

მოცემული ოთხ-ოთხი პასუხიდან  უნდა აირჩიო მხოლოდ ერთი.

რეკომენდაცია:

პასუხის არჩევისას გამორიცხე ის ვარიანტიც კი ,რომელიც ზოგადად სწორია,მაგრამ შენთვის მოცემული ტექსტის კონკრეტული მონაკვეთით არ დასტურდება.

ანუ   მხოლოდ მოცემულ ტექსტში უნდა იპოვო დასმული შეკითხვის შესაბამისი კონკრეტული მონაკვეთი და პასუხი ისე აირჩიო და არა შენი ზოგადი ცოდნიდან.

 

 არჩეული პასუხების დასაბუთება

 

ყურადღება:  პარალელურად უნდა მოახდინო შენს მიერ არჩეული თითოეული პასუხის  დასაბუთება

ა)შენს მიერ არჩეული პასუხის დასაბუთება ხდება  მხოლოდ მოცემული ტექსტის შესაბამისი მონაკვეთის საფუძველზე.

ბ)ამასთან, თითოეული პასუხის დასაბუთება ხდება შესაბამის მონაკვეთზე  დაყრდნობით, მაგრამ  აუვცილებლად შენი სიტყვებით.

 

მოცემული ტექსტის - მთავარი აზრის[ძირითადი იდეის,დედააზრის]   განსაზღვრა

 

1.    ჯერ დაყავი ეს მოცემული ტექსტი „აზრობრივ მონაკვეთებად“( ანუ ერთმანეთთან თემატურად დაკავშირებულ „აბზაცებად“ )

2.    შემდეგ  განსაზღვრე  თითოეული ასეთი  „აზრობრივი მონაკვეთის“[აბზაცის]  მთავარი აზრი;

 ამისათვის:

ა)  თითოეულ  აზრობრივ მონაკვეთში[აბზაცში] გამოყავი[გახაზე] დეტალები [ე.ი. ფაქტები,მოვლენები,ციტატები და სხვა] ,რომლებიც ამ აზრობრივი  მონაკვეთის მთავარი აზრის დასასაბუთებლად ან გასავითარებლად,გასაშლელად არის გამოყენებული ავტორის მიერ.

ბ)შემდეგ შენი სიტყვებით ახსენი გამოყოფილი  დეტალის მნიშვნელობა[ანუ რას ნიშნავს,რაზე მიუთითებს,ვის ან რას/როგორ ახასიათებს,რას/როგორ გამოკვეთს,რატომ იყენებს ავტორი მას ] ,ანუ გააკეთე ერთგვარი შუალედური დასკვნა[ეს იქნება ამ  აბზაცის მთავარი აზრი]

 

3.    „აზრობრივი მონაკვეთების’’ მთავარი აზრების ჩამოწერის შემდეგ შემდეგ,გააერთიანე ისინი და   ჩამოაყალიბე   მთლიანი ტექსტის ძირითადი სათქმელი[მთავარი აზრი],ანუ დაწერე  საბოლოო დასკვნა

 

4.    საბოლოო დასკვნა არამარტო დაწერე ,არამედ  დაასაბუთე კიდეც .ამისატთვის მოიყვანე არგუმენტები.[ყურადღება:მინიმუმ 3 არგუმენტი ან 4 ].არგუმენტები  მოიყვანე უკვე გაკეთებული  „კითხვებზე პასუხების დასაბუთებიდან’’იხ. ზემოთ ,მათგან აირჩიე ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტები.

 

თხზულება

 

1-ლი აბზაცი [სტრუქტურა] :

     ა)  სამსჯელო საკითხი[ანუ სადავო საკითხი] კითხვითი წინადადების ფორმით- 1ლი-აბზაცის 1-ლი წინადადება

         ბ) შენი[ნუცას] პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით .თხრობითი წინადადების ფორმით- 

            1ლი აბზაცის -მე-2 წინადადება

 გ) ხიდი - „სამსჯელო საკითხის“ დაკავშირება მოცემულ ტექსტთან და    შენი პოზიციის დამასაბუთებელი 1-ლი არგუმენტი   -  1-ლი აბზაცის მე-3 წინადადება

შენიშვნა: თხზულების 1-ლი არგუმენტი ჩამოაყალიბე  „მთავარი აზრის’’ [იხ.ზემოთ] ყველაზე მთავარი[პირველი]  არგუმენტის მიხედვით .

დ)  მოიყვანე ამ არგუმენტის შესაბამისი  დეტალი[ანუ მაგალითი ] მოცემული საავტორო ტექსტიდან. 1ლი აბზაცის -მე-4 წინადადება

ე)  ახსენი ამ მაგალითის[დეტალის] მნიშვმელობა ანუ როგორ უნდა გვესმოდეს ის.  1ლი აბზაცის -მე-5 წინადადება

 

2. მე-2 აბზაცი [სტრუქტურა ]

ა)დებულება  - მე-2 აბზაცის 1-ლი წინადადება

შენიშვნა: მე-2 აბზაცის დებულება  ჩამოაყალიბე  „მთავარი აზრის’’ [იხ.ზემოთ] მე-2   არგუმენტის მიხედვით .

 

ბ) მოიყვანე დებულების შესაბამისი მაგალითი  [ეპიზოდი][დეტალი] ავტორის ტექსტიდან   -მე-2 აბზაცის მე-2 წინადადება

გ)მაგალითის[დეტალის]  მნიშვნელობის ახსნა[განმარტება]     -მე-2 აბზაცის მე-3 წინადადება

გ) წარმოადგინე შენი დასკვნა[შეჯამება]   -მე-2 აბზაცის ბოლო წინადადება

 

3.  მე-3 აბზაცი

ა)დებულება  - მე-3 აბზაცის 1-ლი წინადადება

შენიშვნა: მე-3 აბზაცის დებულება  ჩამოაყალიბე  „მთავარი აზრის’’ [იხ.ზემოთ] მე-3   არგუმენტის მიხედვით

ბ)მოიყვანე დებულების შესაბამისი მაგალითი  [ეპიზოდი][დეტალი] ავტორის ტექსტიდან   -მე-3 აბზაცის მე-2 წინადადება

გ)მაგალითის[დეტალი]  მნიშვნელობის ახსნა[განმარტება]     -მე-3 აბზაცის მე-3 წინადადება

გ) წამოადგინე შენი დასკვნა[შეჯამება]   -მე-3 აბზაცის ბოლო წინადადება

      ხ

მე-4 აბზაცი [მსჯელობის განვითარება]

 

ა)განავრცე მსჯელობა -„მთავარი აზრის’’ მე-2 ან მე-3 არგუმენტზე[ან ორივეზე]

ბ)მსჯელობისას გააკეთე მითითება ტექსტზე,მოიყვანე შესაბამისი ციტატები ტექსტიდან

გ)გააკეთე შესაბამისი დასკვნა

 

 

მე-5 აბზაცი[სამჯელო საკითხის აქტუალურობაზე მითითება  ანუ საკითხის კავშირი დღევანდელობასთან]

ა) განსახილველ საკითხზე მოიყვანე მაგალითი დღევანდელი ცხოვრებიდან [სასურველია ქართული დღევანდელობიდან] ,თუ საჭიროა დაიხმარე AI [ხელოვნური ინტელექტი]

ბ)განმარტე როგორ ადასტურებს მოყვანილი  მაგალითი პირველ არგუმენტს[თხზულების 1-ლი აბზაცის ანუ ტექსტის „მთავარი აზრის’’ 1-ელ არგუმენტს]

 

 

 მე-6 აბზაცი  „დასკვნა’’

 

ა)შეაჯამე უკვე დასაბუთებული შენი აზრ/პოზიცია ,თქვი რას გვასწავლის ტექსტის მოცემული „მონაკვეტი’’ [არ დაამატო ახალი ეპიზოდი]

ბ)აჩვენე რა რა პასუხი გაეცა 1-ელ აბზაცში დასმულ კითხვას.

გ)განსხვავებული სიტყვებით  ისევ მიუთითე რა მთავარი აზრი გამომდინარეობს მოცემული ტექსტიდან[ანუ პერეფრაზით დაწერე მოცემული ტექსტის] „მთავარი აზრის’’  1-ლი არგუმენტი  ]

 

 

 

 

 ნაშრომის შემოწმება[გადათეთრებამდე]

რა უნდა შეამოწმო:

1.    თეზისის შემოწმება[1-ელ აბზაცში ჩამოყალიბებული მაქვს მკაფიო თეზისი ?]

2.    მოსაზრების[ანუ დებულების] დასაბუთება[ჩემს  თითოეულ მ არგუმენტს ,მოსდევს შესაბამისი მაგალითი ტექსიდან და ახსნილია მისი[დეტალის]  მნიშვნელობა?]

3.    ჩემი  მოსაზრებები,არგუმენტები და მაგალითები ხომ არ ცდება მოცემული ტექსტის ფარგლებს.[„ზედმეტ ცოდნას’’ ხომ არ ვავლენ]

4.    განსახილველი საკითხის დღევანდელობასთან კავშირი[მე-5 აბზაცი] ვაჩვენე კონკრეტული მაგალითით ? ხომ არ შემოვიფარგლე ზოგადი ფრაზებით? ანუ ვამოწმებ ვაჩვენე კი   ა)რა მსგავსებაა დღევანდელობასთან ,ბ)რით განსხვავდება დღევანდელობისგან  გ)დღევანდელობიდან კონკრეტული მაგალითით გავამყარე  ჩემი მსჯელობა?

5.    ტექსტის ავტორის აზრი და პერსონაჟის სიტყვები ერთმანეთში ხომ არ მაქვს არეული?

6.    ციტატა  ტექსტიდან სწორად მაქვს მოყვანილი?დაცულია პუნქტუაცია ?[იხ. გრამატიკის ფაილში კონსპექტი „სხვათა სიტყვა’’]

7.    ჩემი საბოლოო დასკვნა[ანუ მე-6 აბზაცი] პასუხობს 1-ლი აბზაცში დასმულ  კითხვას/ სამჯელო საკითხს  ?

 

 

ხ

დამატებით აუცილებლად წასაკითხი კონსპექტები:

 

1.„უცნობი ტექსტების წაკითხვის სტრატეგია“

 

https://axalikakhetitours.blogspot.com/2022/04/blog-post_42.html

2.„სხვათა სიტყვა’’ - ციტატების სწორად მოყვანის წესები

https://axalikakhetitours.blogspot.com/2022/01/blog-post_29.html

 

3.პუნქტუაციის წესები

https://axalikakhetitours.blogspot.com/2022/01/blog-post_91.html

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები