შეჭამეთ დღეში 3 ფინიკი და ერთ კვირაში თქვენ ნახავთ საოცარ შედეგს!
ამ საოცარ პროდუქტს მუსლიმები ტყუილად კი არ თვლიან წმინდა საკვებად! მისი ჩირი სასარგებლოა თქვენი ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა სისტემისთვის. დღეში 3 ფინიკის (იგივე ინდის ხურმა) მიღება საკმარისია, რათა თქვენი ორგანიზმი უზრუნველყოფილი იყოს ყველა სასარგებლო მიკროელემენტით. იგი არა მარტო აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ ფინიკით თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ტკბილეული. მოგინდათ კანფეტი? - შეჭამეთ ფინიკი. იგი გემრიელიცაა (ზოგ კანფეტზე უკეთესი გემო აქვს), ტკბილიც და სასარგებლოც. ყვლაზე კარგია ფინიკის მიღება რძესთან ერთად. შეგიძლიათ ჩაისთან ერთადაც მიირთვათ. მართალია იგი შეიცავს შაქარს, მაგრამ სამეცნიერო გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ფინიკის მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე საგრძნობლად არ იმატებს. ჩართეთ ფინიკი თქვენს მენიუში უცვლელ ნუგბარად და თქვენ თავს შესანიშნავად იგრძნობთ! ფინიკი უნდა მიიღოთ ხშირად! 1. ანტიოქსიდანტური დაცვა ფენოლური ანტიოქსიდანტები - ამ ნივთიერებებს ფინიკი მოჭარბებულად შეიცავს. ისინი იცავს თქვენს ორგანიზმს კიბოსა და გულის დაავადებებისგან. ლეღვსა და ქლიავშ...