პუნქტუაციის წესები


 

პუნტუაცია (მომდინარეობს ლათ. Punctum  წერტილი’’ სიტყვისაგან) არის სასვენი ნიშნების დადგენილი სისტემა და ამ ნიშნების გამოყენების წესები.

სასვენი ნიშნების წარმოშობა-ჩამოყალიბება უკავშირდება მწიგნობრობის განვითარების ისტორიას.

 

პუნქტუაცია გულისხმობს ისეთი პირობითი ნიშნების არსებობას,რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი ხდება ფრაზის ბუნებრივი ინტონაციურ-მოდალური დანაწევრების გამოხატვა,წარმოთქმული ფრაზის შესაფერისი წერილობითი გადმოცემა.

 

თანამედროვე პუნქტუაცია არსებითად უნივერსალური(საერთაშორისო) სისტემაა როგორც ძირითად სასვენ ნიშანთა,ისე მათი გამოყენების ნორმების თვალსაზრისით.ეს იმას ნიშნავს,რომ სასვენ ნიშნებს არსებითად ერთგვაროვნად იყენებს მსოფლიოს ყველა ძირითადი ქვეყნის მწიგნობრობა (მცირეოდენ თავისებურებათა გათვალისწინებით).

 

სასვენი ნიშნები  და მათი ძირითადი დანიშნულება :

 

1.      წერტილი (.)  იწერება :

 

ა)  თხრობითი წინადადების ბოლოს,თუ ეს წინადადება სინტაქსურადაც და აზრობრივადაც (ინტონაციურადაც)დასრულებულია,ანუ დამოუკიდებელია მომდევნო წინადადებისგან:

 

მზე ჩადის. ფრინველები იბუდებენ.ვერძები,რქებგადაყრილი,უსაქმოდ დადიან.

 

ბ) სიტყვის შემოკლების აღსანიშნავად :

 

სოფ.(სოფელი), მდ.(მდინარე), ე. წ.(ეგრეთ წოდებული), ე.ი.(ესე იგი) ,მაგ. (მაგალითად)  და სხვ.( და სხვა)

 

გ) ტექსტის პუნტებად დაყოფის დროს,მონაკვეთების დასანომრად:

 

   1.

   2.

   3.

 

   ა.

  ბ.

  გ.

 

შენიშვნა: ქართულში წერტილი არ დაისმის სათაურის შემდეგ

 

 

2.                       მძიმე  (,)  დაისმის :

 

ა) რთული თანწყობილი ან რთული  ქვეწყობილი  წინადადებების შემადგენელ წინადადებებს  შორის :

 

გრილი ნიავი უბერავდა,ხეები სასიამოვნოდ შრიალებდნენ.(თანწყ.)

მეორე ეტლი ,რომლითაც მე მოვედი, ჯერ ისევ ცარიელი იდგა. (ქვეწყ.)

 

 

ბ)  შერწყმული წინადადების ერთგვაროვან წევრებს შორის (ან ასეთი წინადადების ნაწილებს შორის):

 

დაჰკრეს დაფს,დოლს,დაირას,დუდუკს ,ზურნას.

მაშინ ჩემი მეგობარი მოვარდა , მხარზე ხელი გადამხვია.

 

 

გ) მძიმეებით გამოიყოფა  გ ა ნ კ ე რ ძ ო ე ბ უ ლ ი    ს ი ტ ყ ვ ე ბ ი  და  გ ა მ ო თ ქ მ ე ბი :

 

მეორე დღეს,დილით ადრე, გამოსულიყო ზაალ აივანზე.(განკერძოებული დროის გარემოება)

 

ეჰ,ძმავ,წადი შენ შენს გზაზე სიმღერით.(შორისდებული და მიმართვა)

 

ჰო,შვილო,ეგეც მოხდება ხოლმე...( დადასტურების ნაწილაკი  და მიმართვა)

 

 

დ) სხვათა სიტყვისაგან ავტორისეული სიტყვების გამოსაყოფად:

 

       ახლავე წადი და უთხარი,-უბრძანა ბიძამ ვაჩეს,-ჩემს მოსვლამდე არ გამოჩნდე-თქო.

 

ე)  ავტორებისა და მათი წიგნების დასახელებისას:

 

      ა.შანიძე,ქართული ენის გრამატიკა,თბილისი,1930 წ.

 

 

3.       წერტილ- მძიმე(;) 

ა) ეს ნიშანი ორ  მომდევნო წინადადებას ყოფს იმ შემთხვევაში,როდესაც ისინი სინტაქსურად დამოუკიდებელია,მაგრამ ერთმანეთთან მჭიდრო აზრობრივი კავშირი აქვთ.

საცა გუთანს არ გაევლო გაიარა;საცა ბარი არ მოხვედროდა მოხვდა ; საცა ვაზი არ იყო, ვაზით გაივსო ; საცა წისქვილი არ იყო,გაკეთდა...

ბ) წერტილ-მძიმე დაისმის  აგრეთვე რაიმე  პუნქტების ჩამოთვლის დროს:

 ორი წინადადებიდან უნდა აირჩიოთ ის,რომელიც ა) უფრო გამართულია; ბ) უფრო ზუსტად გამოხატავს აზრს; გ) უფრო მარტივია აგებულებით ; დ) უფრო ნათელია შინაარსით.

 

4.      კითხვის ნიშანი (?) 

 

დაისმის კითხვითი წინადადების (ფრაზის) ბოლოს :

კაცმა რომ მოინდომოს,კლდეს გაარღვევსო,ხომ გაგიგონია ?

                      

5.       ძახილის ნიშანი (!)   დაისმის:

 

ა) ძახილის წინადადების ბოლოს :

 

-აბა,უყურე წუთისოფლის მუხანათობას !

 

ბ) მიმართვის ფორმების გამოყენების დროს :

 

დავით !

ნახე !

ჩემო ბატონო!

საღამო მშვიდობისა!

 

6.      კითხვა-ძახილის ნიშანი (?!)  დაისმის :

კითხვა-ძახილის წინადადების მომდევნოდ:

ოხ,ღმერთო ჩემო ! სულ ძილი,ძილი,როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

 

7.       მრავაწერტილი (...) იწერება:

 

ა) დაუმთავრებელი აზრის,ანუ გაწყვეტილი წინადადების შემდეგ:

 

მზითევს რას დავეძებო,ასე ამბობს თურმე...მე ქალი მინდაო,თვარა...

 

ბ) დაუსრულებრლი ჩამონათვალის ბოლოს( „და სხვ. ‘’  -ს მაგიერ):

 

გაჩნდა ახალი ტერმინები: რეიტინგი,იმიჯი,მესიჯი,ბაიტი,ფაილი ...

 

გ) თუ  რაიმე ციტატა შემოკლებით მოგვყავს (ვამოკლებთ)

 

...ეს თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს,აზნაური-თავადსა,ორივენი-გლეხსა...ნუთუ ესენი... ქართველი ჰგონია ვისმე !’’

 

 

 

8.       ორწერტილი (:) დაისმის :

ა)  სხვათა სიტყვის გადმოცემის დროს- ავტორისეული სიტყვების შემდეგ :

ბაში-აჩუკმა გაიცინა და უპასუხა:-ჩემი სათქმელიც ეგ არის !

ბ)სხვათა სიტყვის გადმოცემის დროს- ავტორისეული სიტყვების შემდეგ  ციტატის მოყვანისას :

 

რუსთაველმა გვიანდერძა: „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი’’.

 

გ)განმაზოგადებელი სიტყვის ან ფრაზის შემდეგ,როდესაც მას მოსდევს წევრების ჩამონათვალი:

ყველაფერი მდუმარებს: ხე,ქვა,ტყე,მთა და მინდორი.

შენიშვნა: განმაზოგადებელი სიტყვის შემდეგ უმჯობესია ტირე დაიწეროს, თუკი წინადადება ჩამონათვალით არ მთავრდება.

 

აყვავდა ათასი ყვავილი ¾ ია,კესანე,პირიმზე,ცისთვალა ¾ და გარემოს სურნელი მოეფინა.

 

დ) ორწერტილი იწერება ისეთი წინადადების შემდეგაც,რომლის შინაარსსაც თითქოს გაშლის,დეტალურად წარმოადგენს მომდევნო წინადაება(წინადადებები):

 

შენ ვაზებში გიპოვე: მხარი დაგებჟინა ბარის ტარზე,ბარის ტარს დაჰყურებდი და გაშტერებული დასქეროდი დედამიწას...

 

9.      დეფისი (-) 

არის მოკლე - ერთი მარტივი ასოს სიგანის- ჰორიზონტალური ხაზი,რომელიც გამოიყენება:

 

ა) გაორკეცებული  ან ნაირფუძიანი   რთული სიტყვების დაწერილობისას:

 

   ნაპირ-ნაპირ

    ორ-ორი

    მთა-ბარი

    ცოლ-ქმარი

    და-ძმა

    მისვლა-მოსვლა

    ქართლ-კახეთი

      და   სხვ.

 

ბ) ზოგი ისეთი უცხოური გეოგრაფიული სახელის გადმოცემისას,რომელიც იმ ენაზე ცალ-ცალკე   იწერება:

 

      ნიუ-იორკი

      სან-მარინო

       სენტ-კისტი

       სან-ფრანცისკო

       და სხვ.

 

გ) სხვათა სიტყვის  -მეთქი და  -თქო ნაწილაკების დართვისას:

      ხომ გითხარი,არ გამოვა-მეთქი!

 

დ) თავსართ-ბოლოსართების დართვისას რიცხით სახელებზე:

 

        მე-2 რიგი

         გიორგი  I- მა

         120-ში

         და სხვ.

ე) სიტყვის გადატანისას :

     ბირ-თვი...

 

 

10.   ტირე (¾ ) არის ორი დეფისისხელა ჰორიზონტალური ხაზი,რომელიც,ამავე დროს დეფისისგან განსხვავებით,თითო ინტერვალით კიდევ უნდა დასცილდეს წინა და მომდევნო სიტყვებს.

ტირე გამოიყენება:

 

ა) რთული შედგენილობის წინადადების მეორე(ან მესამე,მეოთხე და ა.შ.) ნაწილში ამ წინადადების პირველ ნაწილში წარმოდგენილი რომელიმე წევრის გამოტოვებისას:

 

ღიმილი ჯადოსნური ჰქონდა,სიტყვა-პასუხი ¾ ტკბილი...

 

ბ) სხვათა სიტყვებისგან ავტორის სიტყვების გამოსაყოფად და დიალოგური მეტყველების  დასაყოფად:

 

¾ სიყვარული ძნელია ! ¾ უპასუხა მეორემ, ¾ გაიგებდი, ერთმანეთი ჰყვარებიათ.

 

¾ ურმები გაისტუმრე ?

¾  გავისტუმრე , შენი ჭირიმე !

¾  სად გაისტუმრე ?

¾ ყანაში, შენი ჭირიმე !

¾ რამდენია ?

¾  ოთხი საბატონო და ათი ბეგარისა.

 

გ) განმაზოგადებელი სიტყვის წინ,როცა მას უსწრებს ერთგვაროვანი წევრების ჩამონათვალი :

სახლსაც,მამულსაც,სახნავ-სათეს იარაღსაც ,საქონელსაც ¾ სუყველას აირჩევს.

 

დ) ტირე შეიძლება დაიწეროს განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების გამოსაყოფადაც( მძიმეების მსგავსად):

 

ამას წინათ ¾ სულ ორი კვირა არ იქნება ¾ კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ დაამწყვდია !

 

11.    ფრჩხილები ¾ ( )¾ გამოიყენება :

 

ა) როცა გამოსაყოფია წინადადებაში ჩართული სიტყვა ან გამოთქმა ადრე ნათქვამის დასაზუსტებლად თუ განსამარტავად:

 

...იქნებ იმაზე მაინც გადაეყოლებინა ჯავრი,მით უმეტეს,რომ ეს ხელობა(მასწავლებლობა) ძლიერ უყვარდა.

 

 

ბ)  ცალმხრივი ფრჩხილი გამოიყენება ჩამონათვალის დანომვრის დროს:

 

       ა) ,  ბ), 1) , 3)...

 

შენიშვნა :   კვადრატულ ფრჩხილში ¾ [  ]   ჩაისმის აღდგენილი(ან ჩამატებული) ადგილი ტექსტში :

 

[ბერიძემ] უნდა მისცეს ხალხს წესი და რიგი ...

 

12.    ბრჭყალებში („“ ) ჩაისმის :

 

ა) პირდაპირი ნათქვამი   ან ციტატა:

 

  ილია მადლიერებით იხსენებს პეტერბურგში განსწავლის წლებს :“ოთხი წელიწადი იყო,რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი ...“

 

ბ) ირონიულად(არაპირდაპირი მნიშვნელობით) გამოყენებული სიტყვა თუ გამოთქმა :

 

მისი ტვინი წისქვილის ბორბალსავით მოუსვენრად ბრუნავდა,რომ რამე ხერხი მოეგონა, „ძმურად’’ არ გაჰყოფოდა მისი „ სიმდიდრე’’.

 

გ)რაიმე საზოგადოების,ორგანიზაციის თუ დაწესებულების დასახელება;

    წიგნის,ნაწარმოების თუ გამოცემის სახელწოდება :

 

სასტუმრო „თბილისი“ მალე გაივსო სტუმრებით.

„მოქალაქეთა კავშირი“ გაზეთ „24 საათში“  გამოაჭენეს.

თეატრმა წარმოადგინა „ოტელოს“  განახლებული დადგმა.

 

დ) ბარბარიზმები და სხვა არანორმატიული გამონათქვამები :

 

„იამშჩიკმა“ თვალები აახილა და მე ბღვერა დამიწყო.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები