სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის ოდენობები, მათი გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები
საქართველოს მთავრობის დადგენილება №507 2011 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ მუხლი 1. სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობები, მათი გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები (შემდგომში – წესი) ადგენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობას, მომსახურების ვადებს, საზღაურის გადახდისაგან გათავისუფლებისა და საზღაურის გადახდევინების წესს, აგრეთ...