სხვათა სიტყვა

 

·     სხვათა სიტყვა-ეს არის ისეთი ფრაზა(ერთი ან რამდენიმე სიტყვა,ერთი ან რამდენიმე წინადადება),რომელიც სხვისი ნათქვამის სახით,სხვაზე მითითებით არის ჩართული ავტორის(მთხრობელის) ტექსტში.

·     სხვათა სიტყვა მუდმივად გვხვდება მხატვრულ ნაწარმოებებში,განსაკუთრებით-დიალოგების გადმოცემის დროს.

 

მაგალითად:

 

„მიშველეთო!’’-დაიკივლა უცბად და აქეთ-იქით კედლებს დაუწყო ყურება.

 

ზაალიც წამოვარდა და მიაშურა:-რა იყო,ბატონო?რა დაგემართა,მარიამ?

 

„ბაში აჩუკის“ ამ მონაკვეთში სხვათა სიტყვის გამოყენების ორგვარი შემთხვევა გვაქვს:

ერთი-ბრჭყალებშია ჩასმული,ხოლო მეორე-ტირეთი გადმოცემული.

 

 

სხვათა სიტყვის ორი ძირითადი ფორმა არსებობს:

 

1.   პირდაპირი  ნათქვამი :

 

·     პირდაპირი ნათქვამის  შემთხვევაში მთხრობელი (ავტორი) სიტყვასიტყვით იმეორებს სხვის ნათქვამს.

·     როდესაც მთხრობელის სიტყვები მოსდევს  სხვათა სიტყვას(ციტატას),მის წინ ჯერ  მძიმე დაისმის შემდეგ კი ტირე.

მაგ.

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი საზელოვანი’’,-გვიანდერძა დიდმა რუსთაველმა.

 

როდესაც მთხრობელის სიტყვები წინ უსწრებს  სხვათა სიტყვას(ციტატას) ,ცხადია,მის შემდეგ ორწერტილი დაიწერება:

 

დიდმა რუსთაველმა გვიანდერძა:  „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“.

 

 

2.   ირიბი ნათქვამი : 

·     ამ შემთხვევაში სხვათა სიტყვა მთხრობელის(ავტორის) ტექსტის ორგანულ სინტაქსურ ნაწილად არის ქცეული,ანუ,როგორც ერთი რთული წინადადება,ისე არის შედგენილი :

 

მაგ.

დიდმა რუთაველმა გვიანდერძა,რომ ნაზრახ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია.

 

 

დააკვირდი:

ირიბი თქმისას  სხვათა სიტყვა    „რომ’’ კავშირის მეშვეობით ისე უკავშირდება მთავარ წინადადებას(ავტორის სიტყვებს),როგორც  დამოკიდებული.

 

 

 

3.   „სხვათა სიტყვის“ გადმოცემის ყველაზე ბუნებრივი ფორმაა სპეციალური ნაწილაკების გამოყენება;

სულ გვაქვს  სხვათა სიტყვის სამი ნაწილაკი:

 

ა)- მეთქი :

დაერთვის მაშინ,როდესაც მთხრობელი საკუთარ ადრე ნათქვამს იმეორებს,როგორც სხვათა სიტყვას:

 

ნეტა,ძიავ,მეც შენისთანა მონადირე ვიყო-მეთქი,- ვუთხარი ბიძაჩემს

 

ბ) -თქო :

    დაერთვის მაშინ,როდესაც მე-2 პირს აბარებენ სიტყვას ვინმესთან გადასაცემად:

 

წადი და ახლავე აქ მოიყვანე,ფულს გაჩუქებენ-თქო.

 

გ) -ო :

 

 როდესაც მესამე პირის ადრე ნათქვამს გადმოსცემენ  სხვათა სიტყვის ფორმით:

 

კალანდაც მალე დადგებაო,-თქვა მამამ.

 

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი  ,-გვიანდერძა დიდმა რუსთაველმა.

 

შენიშვნა: -  ნაწილაკიანი სხვათა სიტყვების გამოყენება უფრო ხშირია;

 

 

 

დაიმახსოვრე:

1.   - მეთქი,- თქო ,- ო  ნაწილაკები სხვათა სიტყვაში მხოლოდ ერთხელ გამოიყენება,უპირატესად  ბოლო სიტყვას დაერთვის.

2.   -მეთქი და - თქო  დეფისით დაიწერება შესაბამის შესიტყვებასთან, - კი  - შერწყმულად.

3.   არ არის გამართლებული სხვათა სიტყვის ისე გადმოცემა,რომ სხვათა სიტყვის ნაწილაკიც ჰქონდეს დართული „რომ’’ კავშირით წამოდგენილ ირიბ ნათქვამს;

მაგ. შეცდომაა:

რუსთაველმა გვიანდერძა,რომ ნაზრახ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია.

დაიმახსოვრე:      

ან „რომ ‘’ კავშირი უნდა დარჩეს,ან - ო ნაწილაკი


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები