უცნობი ტექსტების წაკითხვის სტრატეგია

 

ტექსტის დედააზრის(იდეის) ,ანუ მთავარი სათქმელის განსაზღვრა !!!

 

·        ჯერ დავაკვირდეთ,ხომ არ არის ის პირდაპირ გაცხადებული ავტორის ან რომელიმე პერსონაჟის მიერ;

 

ტექსტის  მაინც რა ადგილებს უნდა დავაკვირდეთ ?

 

·        მთავარი სათქმელი შეიძლება ავტორმა გაამჟღავნოს:

ა)სათაურში

ბ)ეპიგრაფში

გ)პროლოგში

დ)ეპილოგში

ე)ავტორისეულ მსჯელობებსა და ლირიკულ გადახვევებში

ვ)მკითხველისადმი მიმართვაში

ზ)პერსონაჟის სხვა პერსონაჟთან საუბარში ანუ დიალოგში (მაგ.გვერდევანიძე პლატონთან საუბარში)

 

·        თუ მთავარი სათქმელი ნაწარმოებში პირდაპირ არ არის გაცხადებული,მაშინ ის:

ა)მოვლენათა თანმიმდევრობის

ბ)პერსონაჟთა საქციელის

გ)სხვა დეტალების მიხედვით

 

უნდა განისაზღვროს;

 

ყურადღება:

 

შეფარული დედააზრის ამოსაცნობად კი  შემდეგი კითხვები შეიძლება დაისვას:

 

·        რისთვის გვიამბო მწერალმა ეს ამბავი ?

·        რატომ არის გადმოცემული მოვლენები ამგვარი თანმიმდევრობით?

·        რატომ შეიცვალა პერსონაჟის საქციელი რაღაც მომენტში ?(მაგ.პლატონი დედინაცვლის ორსულობის გაგების შემდეგ მკვეთრად დეგრადირებს)

·        რას გვეუბნება ეს ნაწარმოები ?

 

 

ტექსტის დაყოფა აზრობრივ მონაკვეთებად

 

·        დაყავი ტექსტი აზრობრივ მონაკვეთებად( ერთმანეთთან თემატურად დაკავშირებულ აბზაცებად )

·        გამოყავი თითოეული ასეთი  აზრობრივი მონაკვეთის მთავარი აზრი;

·        აზრობრივ მონაკვეთში გამოყავი დეტალები :ფაქტები,მოვლენები,ციტატები და სხვა ,რომლებიც თითოეული აზრობრივი  მონაკვეთის მთავარი აზრის დასასაბუთებლად ან გასავითარებლად,გასაშლელად არის მოხმობილი.

·        ზემოთქმულზე დაყრდნობით,შეეცადე განსზღვრო მთლიანი ტექსტის ძირითადი სათქმელი;

 

 

ტექსტის დაკავშირება ისტორიულ კონტექსტთან

 

·        ისტორიულ თემაზე დაწერილი ნაწარმოები,ჩვეულებისამებრ, თავად ავტორის თანამედროვე ეპოქის პრობლემებს ასახავს.

·        მწერალი მასალად წარსულს ანუ ისტორიულ თემატიკას ირჩევს,მაგრამ ამ წარსულს იგი თავისი ეპოქის გადასახედიდან აფასებს.

·        ამიტომ საჭიროა იმ ეპოქის კარგად ცოდნა,რომელშიც ნაწარმოები დაიწერა(ანუ ავტორის ეპოქის),ეს მისი ნაწარმოების უკეთ გაგებაში დაგეხმარება(მაგ. „დიდოსტატის მარჯვენა’’და “ოსტატი და მარგარიტა’’  სტალინის ეპოქაშია დაწერილი )

·        „ისტორიული კონტექსტი“ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებების კითხვისას ან ნახვისას(ფილმების შემთხვევაში მაგ. ფილმი „ბისმარკი“ გადაღებული ჰიტლერის ეპოქაში მე-2 მსოფლიო ომის წინ  ფილმი „გიორგი სააკაძე’’  მე-2 მსოფლი ომის დროს და სხვა.)

 

 

იგავის სათქმელის ამოცნობა

 

·        იგავის ტექსტი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი ამბავს გადმოგვცემს,მეორე კი ამ ამბიდან გამომდინარე დასკვნას,ზნეობრივ დარიგებას ანუ მორალს შეიცავს.

·        ასეთ შემთხვევაში იგავის სათქმელი პირდაპირ არის გაცხადებული და ამოცნობა არ სჭირდება

·        მაგრამ თუ ასე არ არის მაშინ იგავის სათქმელი მასში არსებულ მინიშნებებზე დაყრდნობით უნდა ამოვიცნოთ.

 

იგავის სათქმელის ამოსაცნობად შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხო:

1.      რა გვიამბო იგავის მთქმელმა?

2.      რისთვის დაგვიხატა მან ეს პერსონაჟები?

3.      ერთნაირად აფასებენ პერსონაჟები მოვლენებს თუ სხვადასხვანაირად?

4.      რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ფაქტიდან ?

5.      რისი თქმა სურდა ავტორს ჩვენთვის ამ იგავით?

 

 

მინიატურის კითხვის სტრატეგია(წესი)

დეტალებზე დაკვირვება და დასკვნის გამოტანა

·        მინიატურის კითხვისას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს თითოეულ დეტალს,სიტყვას,წინადადებას,სასვენ ნიშნებს..

·        მხოლოდ ამგვარი დაკვირვების შემდეგ შეგიძლია გამოიტანო დასკვნა,რისი თქმა სურდა ავტორს ამ ნაწარმოებით

გამოიყენე ასეთი სქემა:

ნაწარმოები:

დეტალები

მნიშვნელობა

1.

 

2.

 

3.

 

 

 

 

 

დასკვნა:

 

 

მაგ. ნაწარმოები: გული  ნიკო ლორთქიფანიძე 1880-1944

დეტალები

მნიშვნელობა

1.მოკვდა უცხოეთში

ანუ მარტოობაში

2.არავითარმა წამალმა არ იმოქმედა

ანუ იტანჯებოდა დიდი ხანი

3.გულის მაგივრად ფერფლიღა დარჩენილიყო

ანუ გული „დაეწვა“

4.სადაა შენი კარგი გული,ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში ?

ანუ კარგი კაცი ყოფილა

5.პატარა რუკა

ანუ საქართველო

6.სურათი მაგიდაზე

ანუ სატრფო

7.სიტყვები არავის გაუგონია

ანუ ახლობლებმა ვერ გაიგეს რამ მოკლა

დასკვნა: ემიგრანტს სამშობლოს ნოსტალგია გულს უწვავს და სიცოცხლეს უსწრაფებს

 

 

·       მცირე ფორმის ლექსის კითხვისას საგანგებო ყურადღება მიაქციე თითოეულ დეტალს,სიტყვას, წინადადებას,სასვენ ნიშნებს

·       მხოლოდ ამგვარი დაკვირვების შემდეგ შეიძლება გამოიტანო დასკვნა,რისი თქმა სურდა ავტორს

 

იუმორისტული ინტონაციის ამოცნობა ტექსტში.

 

იუმორისტული ინტონაცია მჟღავნდება მწერლის მიერ გამოყენებული ლექსიკის,სერიოზული და არასერიოზული სიტუაციების ან აზრების მოულოდნელი,უცნაური(შეუსაბამო) ურთიერთკავშირის მეშვეობით.

 

მაგ.  მწერალი სერიოზული ტონით მოგვითხრობს არასერიოზულ(სულელურ ) მოვლენაზე ან სერიოზულ სიტუაციაში რაღაცას სასაცილოდ წარმოგვიჩენს.

 

მკითხველის მიერ წარმოსახვის მოშველიება

 

 

·        მხატვრული სახე არის რეალური ან ფანტაზიით შექმნილის სამყაროს ასახვის ფორმა ხელოვნებაში

·        სხვაგვარად რომ ვთქვათ,მხატვრული სახე  შინაარსის გამოხატვის საშუალებაა.

·        შინაარს ხელოვნების სხვადასხვა დარგი სხვადასხვა საუალებით გამოხატავს

·        ლიტერატურა სიტყვის ხელოვნებაა და მხატვრული სახე აქ სიტყვის მეშვეობით გამოსახება

·        ლიტერატურაში მხატვრული სახის შექმნის ყველაზე გავრცელებული ხერხებია : შედარება,მეტაფორა და გაპიროვნება

·        მხატვრული სახე,რომელიც ლიტერატურაში ზემოთ ჩამოთვლილი ენობრივი საშუალებების გამოყენებით იქმნება ,შეიძლება იყოს:

ა)პესონაჟი

ბ)რაიმე მოვლენა

გ)რაიმე ადგილი

დ)რაიმე საგანი

 

მაგ. აკაკის ლექსში „განთიადი“ ასეთი მხატვრული სახეა-მთაწმინდა.

 

 

·     მხატვრული სახის შექმნისას,მწერალი ჩვენი გრძნობის ორგანოებს მიმართავს;

ცდილობს

ა)დაგვანახოს

ბ)მოგვასმენინოს

)გვაგრძნობინოს

 

ამიტომ საჭიროა ტექსტის კითხვისას კითხვისას

·        დავაკვირდეთ აღწერითი შინაარსის სიტყვებს

·        წარმოვიდგინოთ თავი   გმირის ადგილას და განვიცადოთ ის რასაც ავტორი გვთავაზობს;

 

 

საკუთარი თავის პერსონაჟთან გაიგივება

 

·        ტექსტი,რომელიც პირველ პირშია დაწერილი ,მკითხველს მოვლენათა განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

·        ეს მიწვევა საკუთარი თავის პერსონაჟთან გაიგივებას ნიშნავს,ანუ:

ა) უნდა წარმოიდგინო შენი თავი პერსონაჟის ადგილას

ბ)დაუფიქრდე ,თავად როგორ მოიქცეოდი მსგავს სიტუაციაში.

 

           პირველ პირშია მაგალითად დაწერილი :  „კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა’’ გ. დოჩანაშვილი

 

 

უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გამოცნობა კონტექსტზე დაყრდნობით

 

·        კონტექსტი ის“გარემოცვაა“ ანუ ის სიტყვები , ფრაზები და წინადადებებია,რომლებშიც უცნობი სიტყვაა მოქცეული,ამიტომ მისი მნიშვნელობის ამოსაცნობად სწორედ ამ“გარემოცვას“ უნდა დააკვირდე.უნდა მოძებნო ის სიტყვები,რომლებიც უცნობი სიტყვის მნიშვნელობაზე მიგვანიშნებენ( უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს სიტყვები რომლებიც სინტაქურ წყვილებს ქმნიან ამ „უცხო“ სიტყვასთან?)

·        შემდეგ ჩასვი შენს მიერ „ამოცნობილი“ მნიშვნელობა ტექსტში,ხელახლა გადაიკითხე წინადადება და დააკვირდე,გახდა თუ არა ის უწინდელზე უფრო გასაგები.

 

 

ბუნდოვანი ტექსტების  გაგება

 

·        მთხრობელი- მთხრობელი ის პირია,რომელიც ნაწარმოებში გადმოცემულ ამბავს გვიყვება;

·        თუ თხრობა პირველი პირით არის გადმოცემული,მაშინ მთხრობელი ამბის ერთ-ერთი მონაწილეა.

იგი იმას გვიყვება,რაც საკუთარი თვალით ნახა და ჩვენც მოვლენებს მისი პოზიციიდან ვუყურებთ.

 

·        მე-3 პირში თხრობისას კი მთხრობელი მოქმედებაში არ მონაწილეობს;

იგი უჩინმაჩინივით ყველგან არის და ხშირად პერსონაჟის ფიქრშიც კი იჭრება;

ასეთ დროს მთხრობელი მოვლენებს პერსონაჟის თვალით აკვირდება,ემდეგ კვლავ თავის პოზიციას უბრუნდება და ისევ გარედან უმზერს პერსონაჟს;

 

 

 

 

როცა მთხრობელი პოზიციას იცვლის...

 

·        როცა  მთხრობელი პოზიციას იცვლის და ხან ერთი პერსონაჟის თვალით აკვირდება მოვლენებს და ხანმეორის ფიქრებში გადაინაცვლებს,ტექსტი ძნელად წასაკითხი ხდება.(ბუნდოვანი ხდება)

·        ასეთ შემთხვევაში ბუნდოვანი ადგილებიდან აზრის გამოსატანად ასეთნაირად უნდა მოვიქცეთ:

1.      ხელახლა გადავიკითხოთ წინა აბზაცები ან გვერდები,იქნებ გამოგვრჩა რაიმე დეტალი,რომელიც ბუნდოვანი ადგილის გაგებაში დაგვეხმარება;

2.      განაგრძე კითხვა, იქნებ შემდგომმა პასაჟებმა მოჰფინონ ნთელი ბუნდოვან ადგილს.

 

 ტექსტის პარაფრაზირება

·        რთული ტექსტის გადმოცემის ერთ-ერთი გზა ,მისი საკუთარი სიტყვებით გადმოცემაა;

·        საკუთარი სიტყვებით ავტორის ტექსტის გადმოცემას-პარაფრაზირება ეწოდება;

·        ტექსტის პარაფრაზირება რომ შეძლო,კარგად შეისწავლე სიტყვების განმარტებები,რომლებიც სქოლიოშია ჩატანილი;

·        გამოიყენე ეს განმარტებები ტექსტის პარაფრაზირებისას

 ხ



პარალელი

·        ტექსტის  გაცნობის შემდეგ გაიხსენე რაიმე მსგავსი შემთხვევა,რომელიც:

ა.გსმენია

ბ.წაგიკითხავს

გ.ფილმში გინახავს

დ. სპექტაკლში გინახავს

 

ყურადღება:   ესეს ერთ-ერთი აბზაცია   სწორედ პარალელი


თემა და დედა-აზრი(იდეა)(ავტორის სათქმელი)(მთავარი სათქმელი)

ყურადღება : ამას გთხოვენ ესეში

 

·        მხატვრული ნაწარმოების თემა არის ის ,რის შესახებაც მოგვიტხრობს ტექსტი(ანუ ამბავი  რაღაცა - ზე ან ვიღაცაზე )

·        დედააზრი(იდეა) კი ნაწარმოების მთავარი სათქმელია;(ანუ აზრი)

·        დედააზრი(იდეა),ხან პირდაპირ არის გაცხადებული ავტორის ან პერსონაჟის მიერ,ხან კი შეფარულია და პერსონაჟთა ქცევის,მოვლენათა თამიმდევრობის თუ სხვა დეტალების მიღმა იმალება(მაგ. „სამანიშვილის დედინაცვალში“ შეფარულია -ადამიანმა გაჭირვების დროს ადამიანის სახე არ უნდა დაკარგოს)

 

ყურადღება:

ნაწარმოების დედააზრის(იდეის) ,ანუ მთავარი სათქმელის განსაზღვრა !!!

 

·        ჯერ დავაკვირდეთ,ხომ არ არის ის პირდაპირ გაცხადებული ავტორის ან რომელიმე პერსონაჟის მიერ;

ტექსტის რა ადგილებს უნდა დავაკვირდეთ ?

·        მთავარი სათქმელი შეიძლება ავტორმა გაამჟღავნოს:

ა)სათაურში

ბ)ეპიგრაფში

გ)პროლოგში

დ)ეპილოგში

ე)ავტორისეულ მსჯელობებსა და ლირიკულ გადახვევებში

ვ)მკითხველისადმი მიმართვაში

ზ)პერსონაჟის სხვა პერსონაჟთან საუბარში(მაგ.გვერდევანიძე პლატონთან საუბარში)

 

·        თუ მთავარი სათქმელი ნაწარმოებში პირდაპირ არ არის გაცხადებული,მაშინ ის:

ა)მოვლენათა თანმიმდევრობის

ბ)პერსონაჟთა საქციელის

გ)სხვა დეტალების მიხედვით

 

უნდა განისაზღვროს;

 

ყურადღება:

შეფარული დედააზრის ამოსაცნობად შემდეგი კითხვები შეიძლება დაისვას:

·        რისთვის გვიამბო მწერალმა ეს ამბავი ?

·        რატომ არის გადმოცემული მოვლენები ამგვარი თანმიმდევრობით?

·        რატომ შეიცვალა პერსონაჟის საქციელი?(მაგ.პლატონი დედინაცვლის ორსულობის გაგების შემდეგ მკვეთრად დეგრადირებს)

·        რას გვეუბნება ეს ნაწარმოები ?

 

მ. ჯავახიშვილის მოთხრობა „მიწის ყივილი“

თემაა: მშობლიურ მიწას მოყვეტილი კაცს სიკვდილის წინ მშობლიური მიწის ყივილი მოესმის.

დედააზრია:  სამშობლოსგან სამუდამოდ მოწყვეტა  ადამიანისთვის ტრაგედიაა

დავალება:

დაწერე ესე : სამშობლოსგან სამუდამოდ მოწყვეტა  ადამიანისთვის ტრაგედიაა.

 

 

·        თემა

თემა  არის:

საკითხი, მოვლენა, რის შესახებაც არის თხზულებაში ლაპარაკი.

(„თემაბერძნულად სიტყვასიტყვით ნიშნავს საკითხს, საგანს, ფუძეს, საძირკველს). 

 

მაგ: აკაკისჩონგურშილაპარაკია პოეზიის დანიშნულების შესახებ.

მაშასადამე, აკაკისჩონგურისთემა პოეზიის დანიშნულებაა.

 ამავე საკითხის შესახებ ლაპარაკობს ილია ჭავჭავაძე ლექსშიპოეტი და

ამ ლექსის თემაც იგივეა, რაცჩონგურის” – პოეზიის დანიშნულება. 

 

თუ ავიღებთ რომელიმე დიდტანიან მხატვრულ ნაწარმოებს და დავაკვირდებით მის შინაარსს,

 ვნახავთ, რომ მასში მრავალი სხვადასხვა ხასიათის მოვლენაა აღწერილი.

მაგ: „კაკო ყაჩაღში. ჭავჭავაძე გვიხატავს საღამოს სურათს, ლაპარაკობს ზაქროს ბავშვობის

შესახებ, აგვიწერს ზაქროს მამის გაროზგვას, ზაქროს შეხვედრას კაკოსთან და სხვა,

მაგრამ ეს ეპიზოდები მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ ავტორმა უფრო ნათლად

 დაგვიხატოს პოემის მთავარი საგანი ბატონყმური ურთიერთობა.

 შესაბამისად, „კაკო ყაჩაღისთემა ბატონყმობაა

 

ვეფხისტყაოსანშიმოთხრობილია ავთანდილისა და თინათინის, ტარიელისა და

 ნესტანდარეჯანის, ფრიდონის ამბები, ქაჯეთის ციხის აღება და სხვ მაგრამ ავტორი

 მათ შესახებ მოგვითხრობს მხოლოდ იმ მიზნით, რათა დაგვიხატოს თავისი აზრი

 ადამიანთა კავშირის ძალის, ერთობის მნიშვნელობის შესახებ, .. მთავარი მოვლენა,

რის შესახებაც ლაპარაკობს რუსთაველი ზემოჩამოთვლილამბავთასაშუალებით,

 ადამიანთა სოლიდარობის, ხალხთა ერთობის მნიშვნელობაა

 (ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი ერთობლივი ძალით აღწევენ მიზანს

ათავისუფლებენ ნესტანდარეჯანს). 

 

დაიმახსოვრე :ხშირად თემა ლიტერატურული ნაწარმოების სათაურის სახითაა მოცემული:

 მაგ, „ბედი ქართლისა”, „სული ობოლი” (. ბარათაშვილი),

რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?” (. ჭავჭავაძე),

 ჯანყი გურიაში” (. ნინოშვილი),

გამზრდელი” (აკაკი წერეთელი),

 ეპოქა” (. ტაბიძე) და სხვ.

 

·        ქვეთემა

ეპიზოდი  არის:

მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ქვეთემაა განვითარებული, აღწერილია მომხდარი ამბის ცალკეული შემთხვევა

მთავარი თემის განვითარების მიზნით მხატვრული ნაწარმოები დაყოფილია ცალკეულ ნაწილებად და თითოეულ მათგანში განვითარებულია მთავარ იდეაზე დამოკიდებული ქვეთემები.

 

პალიასტომის ტბისქვეთემებია

1. ფოთის ეკონომიკური მნიშვნელობა გურული გლეხისათვის და პალიასტომის ტბა

2. დავა ტყის შესახებ

3. ფოთისაკენ ტივის დაცურება

4. ივანეს და ნიკოს დაღუპვა

თითოეული ზემოაღნიშნული ქვეთემათაგანი მოთხრობის თემატიკის აუცილებელი ელემენტია, რადგან მათი საშუალებით ჩვენთვის ცხადი ხდება ყველა ის მიზეზი, გარემო და პირობა, რაც იწვევს

 მამაშვილის დაღუპვას

 

მხატვრული ნაწარმოების გეგმა წარმოადგენს ქვეთემების დაწყობადალაგებას შესაფერისი თანმიმდევრობით.

ზოგი ავტორი თვითონვე უკეთებს ქვესათაურებს თავის ნაწარმოებს და ზოგჯერ თვითონვე ჩამოთვლის ნაწარმოების ქვეთემებს სარჩევის სახით. მაგ. „ვეფხისტყაოსანი” 64 ნაწილად არის დაყოფილი

 

ბედი ქართლისაორი კარისაგან, .. ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება.

მასში ორი მთავარი ეპიზოდია. პირველი გადმოგვცემს კრწანისის ბრძოლას, მეორე კი პოლიტიკური ორიენტაციის ძიებას მტრის შემოსევის შედეგად შექმნილ მდგომარეობაში

 

ვაჟაფშაველას პოემაბახტრიონიშემდეგი ეპიზოდებისაგან შედგება

 

პირველ თავში ავტორი გვიხატავს ბუნების სურათს
მეორე თავიდან ვიგებთ, რომ ხატობის დღეს სანათა მარტო მისულა სალოცავთან, რათა აღასრულოს მამაკაცური მოვალეობახატს შესწიროს საკლავი, რადგან მტრის შემოსევის მიზეზით

 მთელ სოფელში არც ერთი მამაკაცი აღარ დარჩენილა

 

ამას მოსდევს ეპიზოდი, რომელშიც კვირია ატყობინებს სანათას, რომ იგი თუშებმა გამოგზავნეს ლაშქრის მოსაგროვებლად მტრის განდევნის მიზნით
შემდეგ ეპიზოდში აღწერილია ფშავხევსურთა ერთობლივი ლაშქრობის სურათი. ლაშქარი ლაშარის ჯვრისაკენ მიემართება დასალოცად და რჩევის საკითხავად

 

ლაშარის ჯვარი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს ამხედრებულებს და თვითვე ჰპირდება წინამძღოლობას. ამის შემდეგ აღწერილია ლაშქრის ღრეობა, კვირიას სიზმარი

ვეშაპის დამარცხებისა და მასთან ბრძოლაში დაღუპვის შესახებ

 

მას მოსდევს ლელას გამოჩენა ბანაკში და ლაშქრობაში მონაწილეობის სურვილი. ლაშქრის უარი ლელას თან წაყვანაზე და კვირიასა და ლელას შეთანხმება მტრის ბანაკში შეპარვასა და

 თავისიანებისათვის ციხის კარის გაღების შესახებ

 

მომდევნო ეპიზოდში საომრად მიმავალ ლაშქარს ეჩვენება, რომ თითქოს წინ მიუძღვის ლაშარის ჯვარი. შემდეგ ეპიზოდებში აღწერილია ფშავხევსურთა ლაშქრის შეერთება

თუშების ლაშქართან, ბახტრიონის აღება და ლაშქრობის გმირების ბედი.

 

Abzaci

პროზაული ტექსტის აზრობრივად მთლიანი მონაკვეთი, რომელიც ახალი სტრიქონიდან იწყება.

 

 ხ

პროზაული ტექსტის  დაყოფა აზრობრივ მონაკვეთებად :

·        დაყავი ტექსი აზრობრივ მონაკვეთებად

 

(ყურადღება:აზრობრივი მონაკვეთი -ეს არის ერთი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე აბზაცი)

 

·        გამოყავი თითოეული აზრობრივი მონაკვეთის(აბზცთა ჯგუფის) მთავარი აზრი.

 

·        გამოყავი ფაქტები,მოვლენები,ციტატები და სხვა დეტალები,რომლებიც  ამა თუ იმ აზრობრივი მონაკვეთის მთავარი აზრის დასასაბუთებლად ან გასავითარებლად,გასაშლელად არის გამოყენებული;

 

 

·        კითხვის დამთავრების შემდეგ განსაზღვრე  მთლიანი ტექსტის  ძირითადი სათქმელი(დედააზრი).

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები