ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება

 



·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „ინდაქტი’’ „ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების’’ საფუძველზე გამოიცემა „მხოლოდ იმ შემთხვევაში,როცა ეს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული“.

·        კანონმდებლის ეს დათქმა[„მხოლოდ იმ შემთხვევაში,როცა ეს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული“] კი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს,როდესაც  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული „გადაწყვეტილების’’ შედეგად მოსალოდნელია,  ან ა) ადამიანის „ძირითადი უფლებების’’ შეზღუდვა , ან ბ)„საჯარო ინტერესებზე’’ არსებითი ზეგავლენის მოხდენა.

„ფორმალური ადმინისტრაციული წამოების’’ თავისებურებებია[ნიშნებია]:

1.     „დაინტერესებული მხარის’’  ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულო მონაწილეობის უზრუნველყოფა

2.     „მოწმის’’ და ‘’ექსპერტის’’ სავალდებულო მონაწილეობის უზრუნველყოფა

3.     „ზეპირი მოსმენის’’ სხდომის ჩატარების სავალდებულობა

4.     „ინდაქტის’’ გამოცემა „ზეპირი მოსმენის’’ სხდომის გამართვიდან 5 დღის ვადაში.

ქვემოთ მიმოვიხილოთ თითოეული ეს ნიშანი:

 

1.     „დაინტერესებული მხარის  ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულო მონაწილეობის უზრუნველყოფა’’

 

·        „დაინტერესებული მხარის’’ მონაწილეობა „ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში’’ განსხვავდება ,მისი მონაწილეობისგან“ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში’’

·        ადმინისტრაციული ორგანო „ვალდებულია’’[!] :

A.    ყოველ  დაინტერესებულ მხარეს აცნობოს „ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების’’ დაწყების შესახებ[!] და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში[!]

B.     „დაინტერესებულ მხარეს’’ უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით[!]

ეს მოთხოვნები[A,B] გამომდინარეობს „ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოების’’ ბუნებიდან[!]

·        კანონი „ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოების’’ ჩატარების ვალდებულებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში,როდესაც „გადაწყვეტილების“ მიმართ არსებობს „დაინტერესებულ მხარეთა“  ე.წ. „განსაკუტრებული ინტერესი“[!].

·        „გადაწყვეტილების’’ მიღების პროცესში „დაინტერესბულ პირთა ‘’ ჩართვა ემსახურება ა) მათი ინტერესების დაცვას და ბ) ადმინისტრაციული წარმოების მიზნებს[!]

 

სხვაგვარად შეუძლებელია ისეთი „გადაწყვეტილების’’ მიღება,რომელიც შესაძლებელს გახდის „ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოების’’ მიზნის მიღწევას.

 

2.   „მოწმის’’ და ‘’ექსპერტის’’ სავალდებულო მონაწილეობის უზრუნველყოფა

·        სზაკ-ის 109-ე მუხლის თანახმად „ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში’’ „მოწმეს’’  და „ექსპერტს’’ აქვთ აქტიური რლი

·        „მოწმე’’ ვალდებულია მისცეს ჩვენება[!]

·        „ექსპერტი’’ ვალდებულია  წარმოადგინოს „დასკვმა’’[!]

·        მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი საქმის „ფაქტობრივი გარემოებების’’ შესწავლა და კანონიერი“გადაწყვეტილების ‘’ მიღება

·        „მოწმის ‘’ მიერ ჩვენების  მიცემა და „ექსპერტის ‘’ მიერ დასკვნის წარმოდგენა წესრიგდება სზაკ-ის 109-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით[!]

 

   მუხლი 109. მოწმე და ექსპერტი ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში

 +

1. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს მოწმე ვალდებულია მისცეს ჩვენება, ხოლო ექსპერტიდასკვნა.

2. (ამოღებულია).

3. დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას თავისი მოსაზრება ექსპერტის დასკვნის ან მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით.

4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს დაესწროს მოწმის ან ექსპერტის დაკითხვას, დაუსვას მათ შეკითხვები, გაეცნოს ექსპერტის წერილობით დასკვნას, დაესწროს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას.

5. დაინტერესებული მხარის მიერ მოწვეული მოწმის ან ექსპერტის ხარჯებს ანაზღაურებს დაინტერესებული მხარე.

 

ყურადღება:

·        „მოწმის ‘’ მიერ ჩვენების  მიცემაზე  ან  „ექსპერტის ‘’ მიერ დასკვნის წარმოდგენაზე უარის შემტხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ,მიმართოს ადმინისტრაციულ სასამართლოს „მოწმის ჩვენების’’ ან „ექსპერტის დასკვნის’’ მოპოვების თხოვნით[!]

·        „მოწმის’’ და „ექსპერტის’’ ვალდებულებები კანონმდებლობით უზრუნველყოფილია შესაბამისი უფლებებით და დაცვის გარანტიებით[მაგ.ექსპერტს აქვს შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება]

 

3.   „ზეპირი მოსმენა’’

·       სზაკ-ის 110-ე მუხლის 1ლი ნაწილის  თანახმად :“  ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.’’

 

·             „ზეპირ მოსმენას’’,[ისევე როგორც „სასამართლო პროცესს’’] აქვს შემდეგი ფუნქციები:

 

a.      გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ პირს ეძლევა შესაძლებლობა ,უშუალოდ გაეცნოს და შეექმნას წარმოდგენა გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვან „ფაქტობრივ გარემოებებზე’’ და „სამართლებეივ არგუმენტებზე’’ [„უშუალობის პრინციპი’’]

b.      ადმინისტრაციული  წარმოების პროცესის მონაწილეების“მოსმენის უფლების’’ შეუზღუდავად უზრუნველყოფა

c.      მისაღები  „გადაწყვეტილების’’ შინაარსობრივი სისწორის ამაღლება

d.     ზეპირი მოსმენის „ერთ სამუშაო დღეზე’’ კონცენტრაციით ადმინისტრაციული წარმოების პროცესის დაჩქარების უზრუნველყოფა.

·        აინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის[სხდომის] შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად [სზაკ-ის მუხ.110-ე ნაწ.მე-2]

·        [სხდომაზე]მოსაწვევში მიეთითება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებასაქმე განიხილოს და გადაწყვიტოს [მოწვეული]დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.[სზაკ-ის მუხ.110-ე ნაწ.მე-3]

·         თუ დაინტერესებულ მხარეთა რიცხვი აღემატება 50-, მაშინ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული მხარეები ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ცნობის გამოქვეყნების მეშვეობით. ცნობაში უნდა მიეთითოს:ა) საკითხი, რომლის თაობაზედაც უნდა მოეწყოს ზეპირი მოსმენა, ბ)ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელიც აწყობს მოსმენას, გ)ადმინისტრაციული წარმოების დაწყების[სამართლრბივი] საფუძველი, დ)ზეპირი მოსმენის დრო და ადგილ[სზაკ-ის მუხ.110-ე ნაწ.მე-4]

·        ზეპირი მოსმენა, როგორც წესი, არ უნდა გრძელდებოდეს ერთ სამუშაო დღეზე მეტს.[სზაკ-ის მუხ.110-ე ნაწ.მე-5]

„ზეპირი მოსმენის’’  ჩატარების წესი[ სზაკ-ის მუხ. 111-ე]

 

·        სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს ა)პერსონალური მონაცემების, ბ)სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.[სზაკ-ის მუხ.111-ე ნაწ.1 -ლი]

·        ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ა) ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, ბ)ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს, გ)დაინტერესებულ მხარეს, დ)განხილვაზე მოწვეულ ექსპერტს, მოწმეს.[სზაკ-ის მუხ.111-ე ნაწ.მე-3]

·       სხდომას ხსნის და თავმჯდომარეობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი..[სზაკ-ის მუხ.111-ე ნაწ.მე-2]

·       ზეპირი მოსმენის სხდომის თავმჯდომარე ადგენს:

a.      განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა

b.     ჩაბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს შეტყობინებები და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ

c.      ამოწმებს გამოცხადებულთა ვინაობას

d.     ამოწმებს დაინტერესებულ მხარეთა „წარმომადგენლების’’ უფლებამოსილებას

·       სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.სზაკ-ის მუხ.111-ე ნაწ.მე-4]

·        სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაშიგააძევოს დარბაზიდან.[სზაკ-ის მუხ.111-ე ნაწ.მე-6]

·         სხდომა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე[სზაკ-ის მუხ.111-ე ნაწ.მე-7]

 

·        „ზეპირი მოსმენის ‘’ სხდომის დროს დგება „ოქმი’’

·        „ოქმის’’ რეკვიზიტები განსაზღვრულია სზაკ-ის 112-ე მუხლით

 

  მუხლი 112. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი

 

1. სხდომის დროს იწარმოება ოქმი.

2. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

) ადმინისტრაციული წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა;

) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;

) განხილვის დრო და ადგილი;

) სხდომის თავმჯდომარის, ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის, ექსპერტის, მოწმის ვინაობა;

) ზეპირი მოსმენის საგანი,[ანუ] წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა;

) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მოკლე აღწერა;

) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგის აღწერა.

3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.

 

 

 

ხხხხხხ

 

„ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება’’ კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ[ მუხ.114-ე]

 

·        თუ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კოლეგიურ ორგანოში, მაშინ კოლეგიური ორგანოს ყველა წევრს უფლება აქვს დასვას შეკითხვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით[სზაკ-ის მუხ.111-ე ნაწ.1-ლი]

·        „გადაწყვეტილების მიმღები კოლეგიალურ ადმინისტრაციულ ორგანოში არის არა „ერთი’’ ,არამედ რამდენიმე სუბიექტი;

·        სზაკ-ის მუხ.111-ე  მე-2 ნაწ.-ის თანახმად:

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში.’’

 

 

„გადაწყვეტილების მიღება’’,ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა „ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში’’[ მუხ. 113-ე]

 

·        „ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში’’თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი,“გადაწყვეტილება მიიღება’’ და  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 დღის ვადაში.[მუხ.113-ე ნაწ.1-ლი]

·        2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაეცემა [!] დაინტერესებულ მხარეს ამ კოდექსით დადგენილი წესით[მუხ.113-ე ნაწ.1-ლი]

·       ინდაქტის „ადრესატისთვის’’ „გაცნობის’’ წესის მიმარტ“ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება’’ არ ადგენს რაიმე განსხვავებულ მოტხოვნებს[!] „ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოების’’ შედეგად გამოცემული  „ინდაქტის’’ შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი არ განსხვავდება „მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით’’ გამოცენული ინდაქტებისგან

·       „ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოების’’ შედეგად გამოცემული  ინდაქტის „აღსრულების’’ მიმართაც გამოიყენება ზოგადი წესები

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

დაკავშირებული თემები:

       I.          ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი [ინდაქტი]

https://axalikakhetitours.blogspot.com/2024/01/blog-post_63.html

     II.          კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი

https://axalikakhetitours.blogspot.com/2024/01/blog-post_0.html

    III.          აღმჭურველი ინდაქტის ბათილად ცნობა

https://axalikakhetitours.blogspot.com/2024/01/blog-post_41.html

 

   IV.          ამკრძალავი(მავალებელი) ინდაქტის ბათილად ცნობა

https://axalikakhetitours.blogspot.com/2024/01/blog-post_67.html

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები