კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი

 



·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის  „კანონიერების’’ წინაპირობა,პირველ რიგში,არის ის,რომ ამ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო იყოს უფლებამოსილი(!) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერღობა მოაწესრიგოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემით;

·        ასევე, მნიშვნელოვანია ,რომ ინდაქტი ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახის და აქტის გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით იყოს გამოცემული

 

ინდაქტი არის კანონიერი როდესაც:

 

1)     კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია,გამოიყენოს საქმიანობის ეს სამართლებრივი  ფორმა[ამას ეწოდება ინდაქტის,როგორც საქმიანობის ფორმის-„დასაშვებობა’’]

2)     კონკრეტულ შემთხვევაში დაცულია აქტის გამოცემისათვის საჭირო საგნობრივი  და ტერიტორიული კომპეტენცია,ადმინისტრაციული წარმოების სახე და ინდაქტის გამოცემის ფორმა[ამას ეწოდება  ინდაქტის -„ფორმალური კანონიერება’’]

3)     ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს[ამას ეწოდება  ინდაქტის -„მატერიალური კანონიერება’’]

 

ამრიგად, ინდაქტის კანონიერების განსაზღვრის კრიტერიუმებია:

a.    ინდაქტის,როგორც საქმიანობის ფორმის-„დასაშვებობა’’

b.    ინდაქტის -„ფორმალური კანონიერება’’

c.      ინდაქტის -„მატერიალური კანონიერება’’

 

 

ინდაქტის „ფორმალური კანონიერება’’

 

·      ინდაქტის -„ფორმალური კანონიერება’’   დაკავშირებულია ინდაქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს ინდაქტი გამოცემული იყოს:

a.   უფლებამოსილი ორგანოს მიერ

b.  ადმინისტრაციული  წარმოების  სათანადო სახის დაცვით

c.   შესაბამისი ფორმის დაცვით

 

ა) „უფლებამოსილი ორგანო’’  ნიშნავს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს

 

საგნობრივი უფლებამოსილება - ნიშნავს  არის თუ არა ეს ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა [ურთიერთობის საგანი]?

ტერიტორიული უფლებამოსილება - ნიშნავს  ადმინისტრაციული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას [ ადმინისტრაციული ორგანო უფლემასოსილია მხოლოდ მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში]

 

ბ) „ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე’’

„ადმინისტრაციული წარმოება’’ ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა,რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლემრივი აქტის: მომზადების,გამოცემის და აღსრულებისკენ.

ადმინისტრაციული კოდექსი ჩამოთვლის ადმინისტრაციული წარმოების სახეებს და ამკვიდრებს პრინციპს,რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს,გამოსცეს იდაქტი „მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით’’-თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული ქრმოების გამოყენების აუცილებლობას(!)

ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა,რომლებიც თავმოყრილია მე-4 თავში[სზაკ-ის] და საერთოა ადმინისტრაციული წარმოების ყველა სახისათვის

ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა ის მოთხოვნები,რომლებიც ინდაქტის კანონიერების საფუძვლებია ,ესენია:

a.      „ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლების დაცვა’’

b.      „კანონით გაუტვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა’’

c.      „დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება’’

d.     „აცილების უფლება’’

e.      „სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაშიი’’ და სხვა.

 

გ) ინდაქტის ფორმა

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად: ინდაქტი შეიძლება გამოიცეს წერილობითი ან ზეპირი ფორმით;

ინდაქტის წერილობითი ფორმით გამოცემა არის გავრცელებული და ძირითადი ფორმა;

სამართლებრივი ურთიერთობის გამჭვირვალობის,მტცების პროცესის გამარტივებისა და მმართველობითი აქტების ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად უპირატესობა ენიჭება წეილობით ფორმას

თანამედროვე პრაქტიკაში ინდაქტის გამოცემა ხდება წერილობითი,ზეპირი ან სხვა ფორმით[მაგ.შუქნიშნებით მოწესრიგებული სამარტლებრივი ურთიერთობა]

 

დ) ინდაქტის დასაბუთება

ინდაქტის „ფორმალური კანონიერების’’ განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს ინდაქტის „დასაბუთებას’’;

ყოველი წერილობიტი ფორმიტ გამოცემული ინდაქტი უნდა შეიცავდეს „წეილობიტ დასაბუთებას’’

„დასაბუთებაში’’ მოცემული უნდა იყოს  ინდაქტის ფაქტობრივი და სამარტლებრივი წანამძღვრები[საფუძვლები],

ასევე,მითითებული იყოს გარემოებები,რომელიც ადმ. ორგანომ საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას[თუ ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე]

 

ინდაქტის „დასაბუთება’’ ა)ემსახურება  ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლს[ორგანო იძულებული ხდება თავისი გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით ზუსტად მოიაზროს და გაამყაროს] ბ)ინდაქტის ადრესატს უადვილდებს ინდაქტის  კანონიერების გასაჩივრების მოსალოდნელი შედეგების შეფასებას  და გ) ხელს უწყობსადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის განმხილველ ორგანოებს ინდაქტის კანონიერების და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს;

 

53-ე მუხლის  მე-7 პუნქტის თანახმად ინდაქტი არ საჭიროებს დასაბუთებას თუ:

a.      თუ ის გამოცემულია დაინტერესებული მხარი მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებს და ინტერესებს

b.      დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები,რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

c.      კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას

 

·        ინდაქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო და მისამარტი ,სადაც შეიძლება ამ აქტის გასაჩივრება;

·        ასევე აუცილებელია მითითება საჩივრის[ან სარჩელის] შეტანის ვადაზე [სზაკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

·        ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არაფერს ამბობსამ მოთხოვნების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე ,მაგრამ საერთო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად შესაძლებელია სასსკ-ის მე-12 მუხლის ინდაქტის გამოცემის პროცესზე ანალოგიის სახით გავრცელება,კერძდ,

თუ მხარეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა,გასაჩივრების ვადა და წესი,მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში

·        აქედან გამომდინარე,თუ მხარეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა,გასაჩივრების ვადა და წესი,ეს ინდაქტის კანონსაწინააღმდეგობას და ბათილობას არ გამოიწვევს;

·        არამედ, განუმარტებლობა გავლენას ახდენს გასაჩივრების ვადის ატვლაზე და ამდენად აფერხებს ინდაქტის კანონიერ ძალაში შესვლას,რადგან ინდაქტი  შესასრულებლად მყარად სავალდებულო ძალას მხოლოდ გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ იძენს;

 

                           ინდაქტის მატერიალური კანონიერება

·       ინდაქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია ინდაქტის შინაარსთან

·       ინდაქტის მატერიალური კანონიერება  მოითხოვს,რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება ა) შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს  და ბ)არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს;

 

ა) „მოქმედ კანონებთან ‘’და „სამართლის პრინციპებთან“ შესაბამისობა’’

 

·        ინდაქტი,როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციისა და  ინდივიდუალიზაციის აქტი,უნდა შეესაბამებოდეს სამართლის ნორმებს,რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს

·        ამის გარდა, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ სხვა სამართლის ნორმებს და კონსტიტუციის ძირითად პრიმციპებს[პირველ რიგში,“კანონის უზენაესობის’’ პრინციპს]

 

                   ბ) „ინდაქტის გამოცემის უფლებამოსილების’’ სამართლებრივი საფუძვლები’’

 

·        „ინდაქტის გამოცემის უფლებამოსილება’’,რადგან ის „საკანონმდებლო აქტის’’ საფუძველზე და მის აღსასრულებლად გამოიცემა,გამომდინარეობს თვით  ამ „საკანონმდებლო აქტიდან’’

·        ასეთი სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს,როდესაც თავად ის სამართლებრივი ნორმა,რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ინდაქტი,ეწინააღმდეგება იერარქიით ზემდგომ სამართლებრივ ნორმას და ამდენად არის ბათილი(!)

·        აქედან გამომდინარე,არ არის საკმარისიინდაქტის მატერიალური კანონიერების’’ დადგენისთვის მისი გამოცემის უშუალო სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება და ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია სწორედ ამ უშუალო საფუძვლების კანონიერების და კონსტიტუციურობის შემოწმება;

გ) „დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება’’

·        თუ ადმინისტრაციულ ორგანოს ინდაქტის გამოსაცემად გააჩნია მოქმედების და გადაწყვეტის თავისუფალი სივრცე,ის ვალდებულია გამოიყენოს იგი შესაბამისი მიზნის მისაღწევად და შეარჩიოს ერთ-ერთი ის გადაწვეტილება,რომლის მიღების უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული.

·        ამიტომ,დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მოთხოვნის უგულებელყოფა შედეგად იწვევს  გამოცემული ინდაქტის -უკანონობას

 

დ)  „თანაზომიერების პრინციპი’’

·        ინდაქტის გამოცემის პროცესში ყურადღება უნდა დაეთმოს  ინდაქტის მიზნის და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების „თანაზომიერების’’ დაცვას

ე)“კონკრეტულობის პრინციპი’’

·        ინდაქტის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული,ანუ ის უნდა იყოს ისე ნათლად ჩამოყალიბებული,რომ მის ადრესატს ცალსახად შეეძლოს იმის გაგება თუ რას მოითხოვს მისგან ამ აქტის გამომცემი ორგანო;

·        ეს მოთხოვნა გამომდინარეობს ინდაქტის ფუნქციიდან,რომელიც არის სამართლის ზოგადი ნორმის კონკრეტიზაცია და ინდივიდუალიზაცია(!)

„უკანონო ინდაქტი’’

·       უკანონოა ინდაქტი ,რომელიც მიიღება მოქმედი სამართლის ნორმების არასწორი გამოყენებით;

·       ინდაქტის კანონიერების ზემოთ განხილული კრიტერიუმებიდან ა) დასაშვებობა  ბ)კანონიერების ფორმალური წინაპირობები  დაგ) კანონიერების მატერიალური წინაპირობები -ერთ-ერთის არ დაცვა  ან სამართლის ნორმის გამოყენება „საქმის გარემოებათა არასწორი გამოკვლევის შედეგად’’,შესაძლოა იქცეს ინდაქტის უკანონობის საფუძვლად

·       ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ „უკანო ინდაქტი’’ და „არარა ინდაქტი’’

·       ასევე ,“უკანონო ინდაქტიი და „მიზანშეუწონელი ინდაქტი’’

·       ინდაქტის „მიზანშეწონლობას’’ ამოწმებს მხოლოდ  [ზემდგომი] ადმინისტრაციული ორგანო,[საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების გზით]

·       სასამარლო კი იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით;

·     აუცილებელია „უკანონო’’ და „შეცდომიანი’’ ინდაქტების ერთმანეტისგან გამიჯვნა;

·     „შეცდომა’’  -გულისხმობს ინდაქტის გამოცემისას -წერის ან გამოთვლებისას დაშვებულ ტექნიკურ შეცდომას,ასევე სხვა,აშკარა შეცდომებს; ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია ასეთი შეცდომის გასწორება და ეს ხდება ადმინისტრაციული წარმოების ფორმალური მოთხობნების დაუცველად;ასეთ კორექტურას აქვს „უკუქცევითი ძალა’’ და ის მოქმედებს ინდაქტის გამოცემის დღიდან[და არა შეცდომის გაწორების დღიდან]

·       და ბოლოს ,უნდა მოხდეს „კანონიერი’’ და „კანონიერ ძალაში შესული ‘’ ინდაქტის ცნებების გამიჯვნა;

·       „კანონიერება’’ გულისხმობს ინდაქტის შინაარსის სამართლის ნორმებთან შესაბამისობას

·       ხოლო,“კანონიერ ძალაში შესვლა’’-ინდაქტის სამართლებრივ შედეგს გულისხმობს;ინდაქტის სამართლებრივი შედეგი დგება მის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;კანონიერ ძალაში შესვლა არ არის დამოკიდებული ინდაქტის შინაარსზე(ანუ მის კანონიერება უკანონობაზე],არამედ ის ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით[ა) ადრესათისთვის გაცნობისთანავე,ან ბ) გამოქვეყნების დღეს ან გ)სზაკის 54-ე მუხლით დადგენილ სხვა შემთხვევაში

ხხხხხხხხხხხ

„არარა ინდაქტი’’

·             ინდაქტის გამოცემა კანონის მოთხოვნატა დარღვევით ყოველთვის არ წარმოშობს მის“არარა [ბათილ] აქტად’’ ცნობის საფუძველს;

·             ეს დამოკიდებულია სამართალდარღვევის ხასიათზე;

·             „უკანონო’’ ინდაქტისგან განსხვავებით „არარა’’ ინდაქტს მისი გამოცემის მომენტიდან არ აქვს შესასრულებლად სავალდებულო ძალა ;

·             კანონიერი და უკანონო ინდაქტები კი მათი გამოცემის დღიდან სავალდებულოა შესასრულებლად და საჩივრის და სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ კი ხდებიან შშესასრულებლად „მყარად’’ სავალდებულო ძალის მქონენი;

·             სზაკის მე-60 მუხლში მოცემულია ინდაქტის „არარა ინდაქტად’’ ცნობის საფუძვლები

 

ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა[რადგან ადრესატმა არ იცის ვისგან მოდის მის მიმართ მოთხოვნა ,ამიტომ შეუძლებელია საჩივრის წარდგენა]

ბ)გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს არაუფლებამოსილი პირის მიერ[მაგ .მშენებლობის აკრძალვა და დემონტჟის გადაწყვეტილება,რომელიც მიღებულია თბილისის მერიის მიერ ქუტაიში მიმდინარე მშენებლობაზე]

გ)მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზის გამო[მაგ .მიღებულია ინდაქტი დემონტაჟზე უკვე დანგრეულ შენობასთან დაკავშირებით]

დ)მისი შესრულება გამოიწვევს დანაშაულს ან ამინისტრაციულ გადაცდომას[მაგ . მიღებულია გადაწყვეტილება აქტის ადრესატი შიჭრას სხვის ტერიტორიაზე და ამოიღოს იმ სხვის საკუთრებაში არსებული ნივთი]

·             ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია,საკუთარი ინიციატივიტ ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით აღიაროს ინდაქტი „არარა აქტად’’

·             „არარა ინდაქტების’’ მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადები

 

   მუხლი 60. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

 

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:

) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;

) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;

) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;

) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

2. არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები