აღმჭურველი ინდაქტის ბათილად ცნობა

 



                                      1. აღმჭურველი ინდაქტის ბათილად ცნობა

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება[სზაკ-ი]

) აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს;

) დაინტერესებული მხარენებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;

·        აღმჭურველი ინდაქტის ბათილად ცნობის საფუძველია „კანონიერების პეინციპი’’

·        ეს პრინციპი მოიტხოვს კანონიერების აღდგენას და უკანონო ინდაქტის გაუქმებას.

·        უკანონო ინდაქტის გაუქმებას უპირისპირდება[ეწინააღმდეგება] ასეთი ინდაქტის მიმართ დაინტერესებული მხარის „კანიერი ნდობის’’ პრინციპი.

·        ამ ორივე პრინციპს აქვს „კონსტიტუციური პრინციპის ‘’ სტატუსი,ამიტომ ხდება ამ ორი პრინციპის შეპირისპირება[შედარება] ყოველ კონკრეტულ შემტხვევაში და „თანაზომიერი’’[ანუ დაბალანსებული] გადაწყვეტილების მიღება აქტის გაუქმების თაობაზე.

როდის შეიძლება და როდის არ შეიძლება აღმჭურველი ინდაქტის ბათილად ცნობა ?

 

·        უკანონო აღმჭურველი ინდაქტი არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ დაინტერესებულ მხარეს ამ აქტის მიმართ „კანონიერი ნდობა ‘’ აქვს.[ზეპირად]

·        დაინტერესებულ მხარის „კანონიერი ნდობა’’ არსეობს იმ შემთხვევაში  როდესაც: ა) მან ინდაქტის საფუძველზე  განახორციელა რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება ,ბ) მისი ნდობა იდაქტისადმი არის დაცვის ღირსი და გ) ინდაქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი[„კანონიერი ნდობის’’ არსებობის ეს წინაპირობები-ზეპირად]

·        როდის არ არის დაინტერესებულ მხარის „კანონიერი ნდობა ‘’ დაცვის ღირსი ?[ანუ როდის ვერ შეუშლის აღმჭურველი ინდაქტის გაუქმებას ხელს დაინტერესებული მხარე?]

·        არ არსებობს დაინტერესებულ მხარის „კანონიერი ნდობა ‘’ როდესაც: ა) „კანონიერ ნდობას’’ საფუძვლად უდევს დაინტერესბული მხარის უკანონო ქმედება [მაგ.“არასწორი მონაცემების წარმოდგენა დაინტერესებული მხარის მიერ’’ ,ან „ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა’’,ან როდესაც დაინტერესებული მხარისთვის ინდაქტის უკანონბა ცნობილი იყო ,ან უნდა სცოდნოდა [საზეპირო]

 

 

·        თუ   აღმჭურველი ინდაქტის საფუძველზე დაინტერესებულმა მხარემ უკვე განხორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება[მაგ. უკვე დახარჯა მასზე გაცემული : ა) უმუშევრობაზე გაცემული დახმარება,ბ) სტიპენდია ,გ)ერთჯერადი სოციალური და ხმარება და სხვა],რომელიც მან მიიღო ინდაქტის საფუძველზე და რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია,ან მისი იძულების წესით ამოღების შემთხვევაში მიმღებისთვის მიყენებული ზიანი ,არსებითად აღემატება ამ სიკეთეს, არ შეიძლება ასეთი ინდაქტი ბათილად გამოცხადდეს(!),გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც ეს ინდაქტი არსებითად არღვევს ა) სახელმწიფო ,ბ)საზოგადოებრივ ,ან გ) „სხვა პირის’’  კანონიერ უფლებებს და ინტერესებს.

 

·        ა) სახელმწიფო ,ბ)საზოგადოებრივ ,ან გ) „სხვა პირის’’  კანონიერ უფლებების და ინტერესების  საფუძვლებით აღმჭურველი ინდაქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს ,რომლი „კანონიერი ნდობა’’ ამ აქტის მიმართ არის „დაცვის ღირსი’’,უნდა აუნაზღაურდეს აღმჭურველი ინდაქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი(!)

ფაქტორები რომლებიც ზღუდავს  აღმჭურველი ინდაქტის  ბათილად ცნობას

 

·        აღმჭურველი ინდაქტის გაუქმების თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს  ბათილად გამოცხადებით ადრესატისათვის მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით საზოგადოებისთვის ან მე-3 პირებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება[შედარება]

·        აღმჭურველი ინდაქტის გაუქმებისას  ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ინდაქტის ფორმა და ადმინისტრაციული წარმოების სახე[ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდაქტის მიმართ დაინტერესებულ მხარეებს მომეტებული ნდობა აქვთ(!).ასევე,რაც ურო „ფორმალურია’’ ადმინისტრაციული წარმოება მით უფრო მეტია  დაინტერესებული მხარის „კანონიერი ნდობის’’ ხარისხი

·        აღმჭურველი ინდაქტის გაუქმებისას  ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს : ა) „ინდაქტის უკანონობის სიმძიმე(ხარისხი) ‘’ და ბ)“ამ ინდაქტის გამოცემიდან გასული დრო’’

·        ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება შეიზღუდოს აღმჭურველი ინდაქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობები(!)

 

განგრძობადი აღმჭურველი  ინდაქტის ბათილად ნობის თავისებურება

·        იმ განგრძობადი  უკანონო აღმჭურველი  ინდაქტის შემთხვევაში,რომლის საფუძველზეც ხდება „ფულადი დახმარების’’ მიღება ადრესატის მიერ,შესაძლებელია  ასეთი ინდაქტის ბათილად გამოცხადება „მისი მოქმედების შეწყვეტით ბათილად გამოცხადების დღიდან’’  ან „მისი მოქმედების  მომავალში,კონკრეტულლი თარიღის მითითებით ,შეწყვეტით“[ საზაკ-ის მე 601 მუხლის მე-7 ნაწილი]

 

                             2. აღმჭურველი ინდაქტის „ძალადაკარგულად გამოცხადება“

·        კანონიერი აღმჭურველი ინდაქტის „ძალადაკარგულად გამოცხადების“ შემთხვევაში ადგილი არ აქვს „კანონიერების პრინციპის’’ და „კანონიერი ნდობის ‘’ პრინციპებს შორის დაპირისპირებას;

·        თუმცა ამ პრინციპებს შორის დაპირისპირება ისევ ჩნდება,როდესაც ინდაქტის „ძალადაკარგულად გამოცხადების“ საფუძველია,მისი გამოცემის საფუძვლების შეცვლა(!)[ეს ის შემთხვევაა როდესაცინდაქტი მისი გამოცემის დროს არის „კანონიერი’’,მაგრამ მისი გამოცემის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლების შემდომი შეცვლა მას ხდის „უკანონოს’’]

 

 

სზაკის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი  [ კომენტარებით]

 

  მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

 

2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;

 

„ა’’ პუნტის კომენტარი:

ის სამართლებრივი ნორმა,კანონი,ან კანონქვემდებარე აქტი რომლის საფუძველზეც გამოიცა ინდაქტი,შესაძლებელია პირდაპირ უთითებდეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვებში ამ აქტის ძალადაკარგულად გამოცხასების შესაძლებლობაზე

 

 

 

 

 

 

 

 

  მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

 

2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

 

 

)  კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;

 

„ბ’’ პუნტის კომენტარი:

შესაძლებელია,თვით ამ ინდქტში იყოს ჩადებული მისი ძალადაკარგულად გამოცხადების შესაძლებლობის შესახებ დათქმა,გარკვეულ წინაპირობებზე მითითებით.

ასეთ შემთხვევებში,აქტის „ძალადაკარგულად გამოცხადების“ კანონიერების შემოწმებისას მოწმდება თვით ამ „დათქმის კანონიერება“  და  სახეზეა თუ არა ასეთი დათქმის რეალიზაციის  ფაქტობრივი  საფუძვლები[ანუ ფაქტობრივი წინაპირობები];

„დათქმის კანონიერება’’  დგინდება იმ კანონის მიზნებიდან გამომდინარე რომელიც საფუძვლად უდევს ინდაქტის გამოცემას.

 

 

მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

 

2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

 

) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;

 

·        მა. ინდაქტი,რომელიც ადრესატს აძლევს ერთჯერადი ან დენადი „ფულადი დახმარების’’ ან  სხვა მატერიალური სიკეთის კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად მიღების შესაძლებლობას  ,შეიძლება „ძალადაკარგულად გამოცხადდეს’’,თუ არ მოხდება ამ ფინანსური და მატერიალური საშუალებების დათქმული დროის ფარგლებში ათვისება ან კიდევ არ მოხდება მისი გამოყენება იმ მიზნებისთვის,რის მისაღწევადაც მოხდა მისი გამოყოფა

·        იგივე წესი მოქმედებს,როდესაც აღმჭურველი ინდაქტი გამოცემულია ე.წ. „დამატებითი მოთხოვნების’’ დართვით;

ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს“აუცილებლობის’’ და „პროპორციულობის ‘’ პრინციპებს.

ასე,მაგალითად,გაუმართლებელი იქნებოდა უკვე აშენებული შენობის „მშენებლობის ნებართვის ‘’ ძალადაკარგულად გამოცხადება მხოლოდ იმ საფუძვლით,რომ ინდაქტის[„მშენებლობის ნებართვის’’] ადრესატმა არ შეასრულა მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული უბრალო,დამატებითი მოთხოვნა.

 

მაგრამ აკძალვის[აღმჭურველი ინდატის ძალადაკარგულად გამოცხადება ] „აუცილებლობასთან’’ გვაქვს საქმე,როდესაც რაიმე “დამატებითი მოთხოვნის“ დაცვა არის „აუცილებელი წინაპირობა’’ კონკრეტული უფლების განხორციელებისთვის.

 

ხოლო ადმინისტრაციული ღონისძიება- აკრძალვა[აღმჭურველი ინდატის ძალადაკარგულად გამოცხადება ]  მაშინ არის „პროპორციული’’,როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მიზნის მისაღწევად,პირველრიგში,მის ხელთ არსებულ სხვა,უფრო მსუბუქ საშუალებას გამოიყენებს ჯერ  და აკრძალვა[აღმჭურველი ინდატის ძალადაკარგულად გამოცხადება ]  კი რჩება,როგორც უკანასკნელი საშულება

 

მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

 

2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

 

) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

 

·        ინდაქტის სამარტლებრივი საფუძვლების გაუქმება ავტომატურად არ იწვევს აღმჭურველი ინდაქტის „ძალადაკარგულად გამოცხადებას’’

·        ამისათვის დამატებით საჭიროა ორო წინაპირობის არსებობა:

ა)ახალი კანონი[ან ახალი კანონქვემდებარე აქტი] ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ართმევდეს აღმჭურველი ინდაქტის გამოცემის შესაძლებლობას

ბ)[ახალი კანონის გამოსვლის შემდეგ] აღმჭურველი ინდაქტის ძალაში დატოვება ზიანს უნდა აყენებდეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს

 

 

მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

 

2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

 

) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

 

·        ინდაქტის „ძალადაკარგულად გამოცხადებისტვის“ აუცილელებელია ორი წინაპირობის  ერთდროული არსებობა:

1.      ახალი გარემოებების ან  აღმოჩენა/გამოგონების არსებობისას ინდაქტი არ გამოიცემოდა

2.      [ახალი გარემობების ან ახალი აღმოჩენების  შემდეგ] ინდაქტის ძალაში დატოვება  მნიშვნელოვან ზიანს უნდა აყენებდეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს

 

                  

·        ინდაქტის „ძალადაკარგულად გამოცხადება’’ არის ადმინისტრაციული ორგანოს უფლება და არა -ვალდებულება(!)

·        აქედან გამომდინარე,ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია,მხარის კანონიერი ნდობის გათვალისწინებით უარი თქვას ინდაქტის „ძალადაკარგულად გამოცხადებაზე’’ [მიუხედავად მისი ზემოთ განხილული წინაპირობების არსებობისა]

              

                    როდიდან  ცხადდება ინდაქტი ძალადაკარგულად ?

·        ინდაქტის „ძალადაკარგულად გამოცხადება’’ ნიშნავს ინდაქტის მოქმედების შეწყვეტას მისი „ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან(!)“

·        მისი „ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან(!)“ ინდაქტის „ძალადაკარგულად გამოცხადება’’ არ იწვევს „ძალადაკარგულად გამოცხადებამდე“ წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას[სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილი]

·        ეს ემსახურება დაინტერესებული მხარის“კანონიერი ნდობის’’ დაცვას.

·        მაგრამ,თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა აღმჭურველი ინდაქტით მასზე დაკისრებული ვალდებულება,ეს შეიძლება გახდეს ინდაქტის ძალადაკარგულად გამოცხადეის საფუძველი[სზაკ -ის მუხ.61-ე ნაწ.2 „გ’’ ქვპ],ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად,დაადგინოს ინდაქტის „ძალაში შესვლიდან“ წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.

 

მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

 

6. ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამ მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.

7. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

 

 

                 დაინტერესებული მხარის „კანონიერი ნდობა’’ და კომპენსაცია

·        სზაკ-ის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’,“ბ’’ და „გ“ ქვეპუნტებით გატვალისწინებულ შემთხვევებში არ ხდება ინდაქტის მიმართ მხარის „კანონიერი ნდობის’’ ხელყოფა[რადგან კანონში,ან კანონქვენდებარე აქტში[ანუ აღმჭურველი  ინდაქტის გამოცემის საფუძვლებში],ან თვით აღმჭურველ  ინდაქტში მითითებულია ხოლმე  მისი ძალადაკარგულად გამოცხადების შესაძლებლობის შესახებ]

·        ასეთი მითითებების დანიშნულებაა დაინტერესებულ მხარეს წინასწარ მიუთითოს ინდაქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესაძლებლობაზე და თავიდან აიცილოს  მისი „კანონიერი ნდობის’’ წარმოშობა.

·        დაინტერესებულ მხარის „კანონიერი ნდობა’’  არ არსებობს,როდესაც ეს მხარე არ ასრულებს ინდაქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს,და მისი ასეთი ქმედება ხდება ინდაქტის გაუქმების საფუძველი[ძალადაკარგულად გამოცხადება]

·        მაგრამ დაინტერესებულ მხარის „კანონიერი ნდობის ’’ ხელყოფას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ,როდესაც ინდაქტი უქმდება[ძალადაკარგულად ცხადდება]  სზაკ-ის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ’’ და „ე“ ქვეპუნტებით გატვალისწინებული საფუძვლებით

·        ასეთი შემთხვევებისთვის სზაკის 61-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია „ზიანის ანაზღაურება’’ დაინტერესებული მხარისიდაქტის მიმართ „კანონიერი ნდობის’’ საფუძველზე

 

მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

 

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის "" და "" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც მიადგა ზიანი, მისი მოთხოვნის საფუძველზე მიეცემა ანაზღაურება, თუ მას გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების მიმართ. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილი.

 

    მუხლი 60​1 . ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

5. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ა)მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და ბ)უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება

 

    მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

 

 

·        ინდაქტის  „ძალადაკარგულად გამოცხადების“  სამართლებრივი საფუძველია სამართლებრივი ან ფაქტობრივი გარემოებების შეცვლა,მაგრამ თუ აღმჭურველ ინდაქტში ამის შესახებ წინასწარაა გაცხადებული[რომ ასეთ დროს მოხდება მისი გაუქმება] ,ადვილდება მისი გაუქმება ზიანის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე(!)


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები