ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი [ინდაქტი]

 



ინდაქტის ცნება

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

 

 

 მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;

 

 

[ესაა ინდაქტის ცნება- საზეპიროა]

 

 

 

 

 

ინდაქტის ფუნქციები

 

 

 

 ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის  ამ მიზნის გათვალისიწნებით გამოიყოფა მისი ოთხი ფუქნცია

 

)მატერიალურ-სამართლებრივი ფუქნცია. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ხდება ზოგადი კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის ა)კონკრეტიზაცია და ბ)ინდივიდუალიზაცია.

მხოლოდ ინდაქტის გამოცემის შემთხვევაში ხდება  ის ცალკეული სუბიექტების უფლებების ან შეზღუდველის დამდგენი.

 აღნიშნული სამართლებრივი  ფორმა აძლევს შესაძლებლობას ადრესატს გაიგოს რისი უფლება აქვს მას ან რას ითხოვ მისგან  ამ აქტის გამომცემელი სახელმწიფო ორგანო. 

 

)აღსრულება-სამართლებრივი ფუქნცია. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა აძლევს შესაძლებლობას მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს აღასრულოს ეს აქტი(!) [კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით].

 

)წარმოება-სამართლებრივი ფუქნცია. ე.წ. „ ადმინისტრაციული წარმოება’’[მომავალ სემესტრში გაივლი] ხორციელდება ,სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.

 

)საპროცესო სამართლებრივი ფუქნცია.  ინდაქტით ადრესატს ეძლევა შესაძლებლობა განსაზღვროს საკუთარი უფლების დაცვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საშუალება - „ადმინისტრაციული  სარჩელის’’  შესაბამისი სახე

 

 

 

ინდაქტის ცნების ელემენტების განმარტება  

 

ინდაქტის  ცნება[მუხ.მე-2 „დ’’]  4 ელემეტისაგან შედგება:

 

1.      „ადმინისტრაციული ორგანო

2.      „ადმინისტრაციული კანონმდებლობა“

3.      „ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი“

4.      „აწესებს,ცვლის,წყვეტს ან ადასტურებს“

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი1.ადმინისტრაციული ორგანოს მიერ  2. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული 3.ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც 4.აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

განვმარტოთ ეს ელემენტები ცალ-ცალკე:

 

 

1.      რას ნიშნავს “ადმინისტრაციული ორგანო’’ ?

 

·        ადმინისტრაციული ორგანო ‘’ არის : ა)ყველა სახელწმიფო მმართველობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, ბ)საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე გ) ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას

·        ადმინისტრაციული ორგანოს ცნება მოიცავს მის ორგანიზაციულ და ფუქნციურ გაგებას.

 

ორგანიზაციული გაგებით  „ადმინისტრაციული ორგანოები’’ არიან  სახელწმიფო მმართველოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და დაწესებულებები,

 

ხოლო ფუნქიცური გაგებით  ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არ არიანსახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებებს და ამ მიზნით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.

 

სიტყვები „ნებისმიერი სხვა პირი’’ გულისხმობს იმ კერძო პირებს,რომელთა საქმიანობა კანონით განნსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების ტოლფას მოქმედებად მიიჩნევა[მაგ. კერძო კომპანია რომელიც ახორციელებას პარკირების მოწესრიგებას ქალაქში]

 

მმართველობითი უფლებამოსილებებით კერძო პირების აღჭურვა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე საქმიანობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და ამ მიზნით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების შექმნა დიდ ფინანსულ დანახარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

 

ნებისმიერი სხვა პირი’’  გულისხმობს ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოებს ისევე როგორც მთავრობას. [ამავდროულად გასათვალისწინებულია, რომ მთავრობის საქმიანობა ყოველთვის არ წარმოადგენს მმართველობით საქმიანობას, ხშირ შემთხვევაში მისი საქმიანობა სცილდება სზაკ-ის მოქმედების სფეროს]

 

 

 

2.     რას ნიშნავს “ადმინისტრაციული კანონდმებლობის საფუძველზე’’?

 

- მმართველობითი ღონისძიება, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ახორციელებს, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს, თუმცა ცნების ეს ელემენტი[ანუ ადმინისტრაციული კანონდმებლობის საფუძველზე’’ გამოცემა ]   არ არის არსებითი ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის.

 

არსებობს თუ არა ინდაქტის გამოცემისათვის საჭირო საკანონმდებლო საფუძვლები,ან არის თუ არა ინდაქტი სწორად გამოყენებული,ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედენის ინდაქტად მიჩნევისათვის;(!)

 

ადმინისტრაციული ორგანოს „ უკანონო ინდაქტიც’’ შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია, თუ ის კანონით განსაზღვრულ ვადებში არ გასაჩივრდება.(!) 

 

 

 

 

3.   რას ნიშნავს „ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი’’

 

·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ.(!)

·        კონკრეტულია’’ პირთა წრე მხოლოდ მაშინ, როდესაც  გადაწყვეტილების მიების დროს გარკვეულია, თუ კონკრეტულად ვის’’ ეხება ის.

·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’  ინდივიდუალურად განსაზღვრული[ანუ კონკრეტული]  პირებისაკენ უნდა იყოს მიმართული ან უნდა ეხებოდეს  კონკრეტუ შემთხვევებს. 

 

შენიშვნა:

  მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი;

 

ყურადღება;

„ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი აქტით“  მოწესრიგებისას  აქტის  „ადრესატთა წრე“ ან ინდივიდუალურად ან გენერალურად[ძირთადი ნიშნებით] უნდა განისაზღვროს;

ხოლო  „ცალკეული შემთხვევები’’ ან  კონკრეტულად ან აბსტრაქტულად უნა აღიწეროს

ადრესატთა  ინდივიდუალური მოწესრიგება

 

·        სამართლებრივი აქტი ინდივიდუალური, როდესაც ის მიმართულია კონკრეტული პირისაკენ, რომელსაც აქტი სახელობდებით  აღწერს ან უშუალოდ მიმართავს.

 

მაგალითად, ასეთი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია  კერძო მშენებლობის ნებართვა’’.

 

 სამართლებრივი აქტი ინდივიდუალურია’’ მაშინაც, როდესაც ის არა ერთ  პირს, არამედ მისი გამოცემის დროს  განსაზღვრულ[დაზუსტებულ]  პირთა ჯგუფს  მოიცავს.

 

 

 

 

ადრესატთა გენერალური მოწესრიგება

 

·        ყურადღება: განსხვავებას „ინდივიდუალურ მოწესრიგებას’’  და  „გენერალურ მოწესრიგებას’’ შორის  მოწესრიგების „ადრესატთა’’ რაოდენობა არ განაპირობებს. განსვავება დამოკიდებულია იმაზე „განსაზღვრებადია’’ თუ არა  ადმინისტრაციული ორგანოს  სამართლებრივი აქტის  „ადრესატთა წრე’’

 

 

 

 

მაგალითად, პოლიციის მოთხოვნის, რომ პირებმა, რომლებიც იმ დროისათვის შენობაში იმყოფებიან, დატოვონ იგი, დრესატია ყვლა,ვინც შენობაში იმყოფება.

ადმინისტრაციული აქტის   ადრესატთა წრის სახელობითი[ინდივიდუალური] აღწერა ამ მაგალითში შეუძლებელია,მაგრამ შესაძლებელია მათი საერთო ნიშნით განსაზღვა- „იმ დროისათვის შენობაში ყოფნა’’ [ანუ ამ მაგალითში ადრესატთა წრე განისაზღვრა გენერალურად [ანუ საერთო ნიშნით]

 

გენერალური მოწესრიგების დროს სამართლებრივი აქტი პირთა განუსაზღვრელ წრეს შეეხება. მისთვის დამახასიათებელია ის, რომ იგი ყველასკენაა’’ მიმართული და მის გამოცემის დროს ჯერ კიდევ  ზუსტად არ არის განსაზღვრული  იმ სუბიექტთა წრე, ვისზეც ეს აქტი გავრცელდება

 

შემთხვევების კონკრეტული მოწესრიგება  

 

კონკრეტულია სამართლებრივი აქტი, რომელიც კონკრეტული საქმის ვითარებას ასახავს და თავისი ბუნებით ერთჯერადია;

 

  მაგ. .“ კონკრეტული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტია’’

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტულ შენობას ანიჭებს კულტურის ძეგლის სტატუსს.

 

შეთხვევების აბსტრაქტული  მოწესრიგება

 

აბსტრაქტული სამართლებრივი აქტი ასახავს გარემოებებს ზოგადად და მის საფუძველზე შესაძლებელია, კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა წარმოიშვას

 

მაგ. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქალაქისთვის საპენსიო დახმარების თაობაზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველია კანონით განხორციელებული აბსტრაქტული მოწესრიგება[კანონი „საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’]

 

 

4. რას ნიშნავს აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს’’ ?.[ინდაქტის ცნების ელემენტი ,იხ. ცნება ზევით]

 

 

ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება  მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისაკენ არის მიმართული.

 

ინდაქტის ცნების  ეს მე-4  ელემენტი  აღწერს ინდაქტის ბუნებას,როგორც ღონისძიებას ,რომელიც მიმართულია ადრესატთან ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ;

ადრესატთან ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებ ა ხდება იმით ,რომ ადმინისტრაციული ორგანო  აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს ადრესატის[ კონკრეტული პირის] სამართლებრივ მდგომარეობას.

 

დაიმახსოვრე:

 მოწესრიგება, როგორც ინდაქტი არა გვაქვს სახეზე როდესაც საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს.[ანუ როცა  ადმინისტრაციული ორგანოს აქტი არ აწესებს,არ ცვლის,არ წყვეტს ან არ ადასტურებს კონკრეტული პირის/ან კონკრეტული ჯგუფის  სამართლებრივ მდგომარეობას]

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდაქტის სახეები:

 

შესაძლებელია ინდაქტის კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით

 

  1. გამოცემის ფორმის მიხედვით-  ინდაქტი შეიძლება იყოს  ზეპირი და წერილობითი 

 

  მუხლი 51. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად.

2. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

 

ინდაქტი ასევე გვხვდება: ადმინისტრაციული ორგანოს  უმოქმედობის,დუმილის  სახით, ასევე შუქნიშნების და სხეულის მოძრაობის[ალბათ პოლიციელის,რომელიც მოძრაობას აწესრიგებს] სახით

 

 

  1. ურთიერთობის შინაარსის მიხედვით -  ა)„კონკრეტული სამართლებრივი ურთიერტობის დამდგენი ხასიათის’’ .ასეთი  ადმინისტრაციული ინდაქტი აწესებს, ცვლის და წყვეტს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას. [მაგალითად მშენებლობის ნებართვა და .. ]ბ)“უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა/არარსებობის დამდგენი’’  ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ადგენს პირის უფლებებს ან პირის ან საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვან თვისებებს [მაგალითად არჩევნებში მონაწილეობის უფლების დადგენა და 1 კატეგორიის ინვალიდობის დადგენა და ა.შ]
  2. ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით  კი გამოიყოფა აღმჭურველი და შემზღუდველი ინდაქტები.

 

აღმჭურველია ინდაქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.

შემზღუდველია  ინდაქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რაც შეიძლება კონკრეტული ქმედების აკრძალვით ან კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულებაში გამოიხატოს (ამკრძალავი და მავალებელი ინდაქტები.)

 

 

მაგ.

ზედამხედველობის ინსპექციის გადაწყვეტილებით სს“მსენებელს’’ აეკრძალა უპროექტო და უნებართვო მშენებლობა და დაევალა 10 დღის ვადაში გაწმინდოს ტერიტორია სამშენებლო მასალებისგან და მოიიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში

 

ეს ინდაქტი არის შემზღუდველი [უკრძალავს და ავალდებულებს]

 

 

ინდაქტის ოფიციალური გაცნობა და  გაცნობის ფორმები

 

·        ინდაქტის მხარისათვის[ადრესატისთვის]  ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული ნორმაა.

 

·        ინდაქტის ოფიციალური გაცნობის სახეებია:

a.      დაინტერესებული მხარისთვის აქტის გადაცემა

b.      ფოსის მეშვეობით გაგზავნა,

c.      ინდაქტის გამოქვეყნება შესაბამისი ადმინისტრაციული  ორგანოს ბეჭვდით ორგანოში

d.       საჯარო გამოცხადება.

 

·        ეს  ფორმები  თანაბარი სამართლებრივი ძალის მატარებელია და თანბარ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

 

 მუხლი 58. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი

 +

1.               თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

 

 

    მუხლი 56. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების წესი

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

 

 

 

 მუხლი 57. საჯაროდ გამოცხადება

 +

საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას.

 

X

 

ინდაქტის ძალაში შესვლა

 

·        ინდაქტი ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით ან გამოქვეყნების დღეს  

 

  მუხლი 54. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა

 

1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

ყურადღება:

·        ინდაქტის  იურიდიულ ‘’ძალში შესვლის’’[ანუადრესატისტვის  ოფიციალურად გაცნობისთანავე იწყება მისი[ამ ინდაქტის] გასაჩივრების [სარჩელის შეტანის]  ხანდაზმულობის ვადების  ათვლა;

·        ინდაქტის  ადრესატისტვის „ოფიციალური გაცნობა’’ წარმოადგენს ინდაქტის კანონიერების კრიტერიუმს და მისი „ძალაში შესვლის’’ წინაპირობას;

 

·        თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია რამდენიმე ადრესატისათვის, აუცილებელია თითოეული მათგანისათვის მისი ოფიციალური გაცნობა.

·        აქედან გამომდიანრე, შესაძლებელია თითოეული პირის მიმართ ძალაში შესვლის სხვადასხვა დრო გვქონდეს სახეზე.[რაც პრობლემურია]

·        შეუძლებელია პირს მოეთხოვოსმისთვის ჯერ უცნობი  ინდაქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

·        ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებას ემსახურება სზაკ-ის 55-ე მუხლში გათვალისწინებული მოწესრიგება[თუმცა მხოლოდ მაშინ როცა იდაქტი ეხება 50-ზე მეტ პირს]

·        ყურადღება: ინდაქტის ოფიციალური გაცნობის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს სზაკ-ის 55-ე- 58-ე მუხლებს და სპეციალურ კანონებში მოცემულ თავისებურებებს(!)

·         ინდაქტის მხარისათვ გადაცემის კანონით განსაზღვრული ფორმის დაუცველობა ყოველთვის არ აბრკოლებს მის ძალაში შესვლას, არამედ აქტს ხდის უკანონოს. 

 

მაგ.თუ წერილობითი ინდაქტის ადრესატისთვის ზეპირი გაცნობა მოხდა,ასეთი აქტი  მისი ადრესატისთვის არის უკანონო[გაცნობის წესის დარღვევის გამო],მაგრამ მიუხედავად ამისა შესასრულებლად სავალდებულო[რადგან მისი გაცნობა ოფიციალურად მოხდა] (!)

 

·        მაგრამ თუ კანონით გატვალისიწნებული აქტის მხარისათვის ინდივიდუალურად გადაცემის ნაცვლად  მოხდება მისი[ინდაქტის ადრესატისთვის]  საჯაროდ გამოცხადების გზით გაცნობა, ამ შემთხვევაში თვითონ ინდაქტის გაცნობის ფორმა არის უკანონო და ამდენად, ინდაქტი ძალაში არ შედის და შესასრულებლად სავალდებულო არ არის(!)

 

ინდაქტის მხარისთვის[ადრესატისთვის] გაცნობის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:

 

 

a.      მხარისათვის ინდაქტის გაცნობა უნდა მოხდეს უფლებამოსილი[აქტის გამომცემელი] ადმინისტრაციული ორგანოს მითითების თანახმად  განხორციელებული მოქმედებით. [ე.ი ოფიციალურად (!),სწორედ ოფიციალურობა აძლევს ინდაქტს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და შესაძლებელს ხდის მის იძულებით აღსრულებას]ინდაქტზე  ინფორმაციის მიღება, კერძო საუბრებიდან  ან ინდაქტის გაცნობა  არაუფლებამოსილი ორგანოს საშულებით არ ითვლება ადრესატისთვის აქტის ოფიციალურ გაცნობად

 

b.     მხარისათვის[ადრესატისტვის]  ინდაქტის  გაცნობა უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს, ანუ კონრეტულად უნდა იყოს ადრესატი მითითებული, რამდენადაც ინდაქტის გაცნობა არის ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან ისეთი ცალმხრივი  ნების გამოვლენა, რომელიც საჭიროებს მეორე მხარის მიერ მიღებას

 

დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდაქტი მიებულად ითვლება მას შემდეგ, რა ცის მოხვდება ადრესატის საფოსტო ყუთში და არ არის არსებითი, გაეცნო თუ არა ადრესატი მის შინაარს.

 

ინდაქტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემტხვევაში ის ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს 7 დღისა

ინდაქტის „მიღებასთან’’ დაკვშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი აკისრია ადმიმისტრაციულ ორგანოს

 

c.      ინდაქტის გაცნობის განსაკუთრებული ფორმაა მისი გადაცემა’’. ინდაქტის ადრესატისთვის „გადაცემა’’ ატარებს ფორმალურ [ანუ ოფიციალურ ]  ხასიათს და ამ დროს დგება სპეციალური ოქმი, რომელშიც შეიტანება მონაცემები აქტის ოფიციალური გადაცემის ადგილისა და დროის შესახებ და დასტურდება გადამცემი და მიმღები მხარეების ხელმოწერით. გადაცემა ‘’შეიძლება მოხდეს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის, ან სპეციალურად საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის ან უბრალოდ ფოსტალიონის მეშვეობითყველ შემთხვევაში დგება სპეციალური ატი  „გადაცემის შესახებ’’ და ბარდება ინდაქტის გადამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს;

 

d.      ინდაქტისოფიციალური გაცნობის ერთ-ერთო ფორმაა მისი საჯაროდ გამოცხადება.’’ საჯარო გამოცხადება ხდება ადმინისტრაციული ორგანოს  ბეჭვდით ორგანოში ან ადმინისტრაციული ორგანოს  სამოქმედო ტერიტორიაზე გავრცელებულ ყოველდღიურ ან ყოვეკვირეულ ბეჭვდით ორგანოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად მოთავსებით.

 

 ინდაქტის გაცნობის ეს ფორმა გამოიყენება, იმ აქტებისათვის, რომლებიც გამოიცემა ფორმალური ან საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და მიართულია  50-ზე მეტი პირის  მიმართ.  ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც აქტის ადრესატებისათვის ინდივიდუალური გაცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია ან დიდ ფინანსურ დანახარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

 

გარდა ამისასაჯარო/ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს ისედაც უზურნველყოფილია დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა წარმოების პროცესში. ის ღიაა ველასთვის და თუ პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი პირი, მაშინ განმცხადებელი ან განცხადებაზე პირველი ხელმომწერი ვალდებულია, უზრუნველყოს სხვა პირებისათვის ინდაქტის შინაარსის გაცნობა

 

           

 

„ინდაქტის ოფიციალური გაცნობის’’  „სპეციალური წესის’’ საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა

 

·        ყურადღება უნდა მიექცეს „ინდაქტის ოფიციალური გაცნობის’’ სპეციალურ კანონებში მოცემულ მოწესრიგებასაც ანუ[სზაკი-ს მუხლები არაა საკმარისი]

მაგ.

·        ერთ-ერთ დავაში კასატორის მოსაზრება იყო რომ:“ინდაქტის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს,მხოლოდ ინდაქტის ოფიციალურად გაცნობის ანუ მხარისტვის[ადრესატისთვის] ჩაბარების დღიდან. გასაჩივრების ვადის დენა არ იწყება მაშინაც კი როდესაც პირისათვის ინდაქტის შინაარსი არაოფიციალური წყაროდან გახდა ცნობილი.შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის უცნობი ინდაქტის შესრულება ან გასაჩივრება(!).ვებ-გვერდზე  ინდაქტის გაოქვეყნება ვერ ჩაითვლება კონკრეტული ადრესატისათვის აქტის ოფიციალურ გაცნობად.მარეგისტრირებელი[ანუ ადმინისტრაციული] ორგანოს გადაწყვეტილების[ანუ ინდაქტის] გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების მხარისათვის უშუალოდ ჩაბარების თარიღიდან’’

·        საკასაციო სასამართლომ კასატორის ეს მოსაზრება არ გაიზიარა და აღნიშნა რომ:

“ სზაკ-ის მუხ.58(1)-ის თანახმად დაინტერესებული მხარისათვის[ადრესატისთვის] ინდაქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის აქტის „გადაცემას’’ ან „ფოსტით გაგზავნას,თუმცა მხოლოდ მაშინ ,როცა კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი(!)

 

    მუხლი 58. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი

 +

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 27-ე მუხლის თანახმად[ ანუ სასამართლომ მიუთითა სპეციალურ კანონზე],მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე[მე-6 პუნქტი],გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ჩაითვლება გადაწყვეტილების მარეგისტრირებელი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება [მე-7 პუნქტი],

გადაწყვეტილების“მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით’’ გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე[მე-8 პუნქტი]

 

ამდენად,“საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონით დადგენილია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების და ძალაში შესვლის „სპეციალური წესი’’(!),რომელსაც უპირატესობა ქვს სზაკი-თ დადგენილ ზოგად წესთან შედარებით;


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები