ამკრძალავი(მავალებელი) ინდაქტის ბათილად ცნობა
1. ამკრძალავი(მავალებელი) ინდაქტის ბათილად ცნობა
·
მმართველობის „კანონიერების
პრინციპი’’ მოითხოვს უკანონო ინდაქტის გაუქმებას,
·
„სამართლებრივი სტაბილურობის პრინციპი’’კი მოითხოვს გამოცემული
და კანონიერ ძალაში შესული ინდაქტის შენარჩუნებას.
·
რაც შეეხება დაინტერესებული მხარის ინტერესს,თვით ადრესატია
დაინტერესებული, მისთვის ამკრძალავი[მავალებელი] უკანონო ინდაქტი
გაუქმდეს[ბათილად გამოცხადდეს].მმართველობის
„კანონიერების პრინციპი’’ ამ დროს მის სასარგებლოდ მოქმედებს.
·
უკანონო
ამკრძალავი[მავალებელი]ინდაქტის გაუქმებისას[ბათილად
გამოცხადებისას] ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუძლია,მოიშველიოს ასეთი ინდაქტის
მიმართ „კანონიერი ნდობის’’ პრინციპი.
·
ერთადერთი არგუმენტი,რისი მოშველიებაც შესაძლებელია,რათა
ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიერ გამოცემული უკანონო ამკრძალავი[მავალებელი]ინდაქტი
ბათილად არ გამოცხადებინონ არის ის ,რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთოს უკანონო ამკრძალავი[მავალებელი]ინდაქტის შენარჩუნების აუცილებლობა „სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის’’ შენარჩუნების
აუცილებლობით(!)
2. ამკრძალავი(მავალებელი) ინდაქტის „ძალადაკარგულად
გამოცხადება’’
·
„ძალადაკარგულად
გამოცხადების’’ ობიექტია კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული ანუ გამოცემის
დროს „კანონიერი“,მაგრამ მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის შეცვლის შედეგად „უკანონოდ’’ ქცეული ინდაქტი.
·
სზაკ-ის 61-ე მუხლი
არ იძლევა იმ შემთხვევათა ჩამონათვალს,როდესაც
შესაძლებელია კანონის მოთხოვნათა დაცვით
გამოცემული ამკრძალავი[მავალებელი] ინდაქტის „ძალადაკარგულად
გამოცხადება’’,მაგრამ ამ მუხლში ჩადებულია საკმარისი „მოქმედების თავისუფლება’’
ასეთი შემთხვევების მოსაწესრიგებლად;
შეიძლება ითქვას შემდეგი:
a.
კანონიერი ამკრძალავი(მავალებელი)
ინდაქტის „ძალადაკარგულად გამოცხადება’’ არის ადმინისტრაციულ ორგანოს „უფლება’’ და არა „ვალდებულება’’[ანუ
ადმ.ორგანოს შეუძლია გამოაცხადოს ან არ გამოაცხადოს ძალადაკარგულად კანონიერი
ამკრძალავი(მავალებელი) ინდაქტი]
კანონიერი ამკრძალავი(მავალებელი) ინდაქტი ,მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოცხადდეს „ძალადაკარგულად’’,როდესაც მისი გამოცემის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლები შეიცვლება.
Комментарии
Отправить комментарий