ა)სახელმწიფოსა და ბ)ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის პრინციპი
ა)სახელმწიფოსა და ბ)ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის პრინციპი
სახელმწიფოსა და ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანი ექვემდებარება სრულ ანაზღაურებას.
ეს პრინციპი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით:
ხ
·
ზოგადი წესი:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის[სზაკ-ის] 207-ე მუხლის მიხედვით:
„თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები“.
ხ
·
პასუხისმგებლობის სუბიექტები :
პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს) იმ ზიანისთვის, რომელიც გამოიწვია ა)სახელმწიფო ადმინისტრაციულმა ორგანომ,ბ) მისმა თანამდებობის პირმა ან გ) სხვა საჯარო მოსამსახურემ თავისი სამსახურებრივი (საჯარო) უფლებამოსილების განხორციელებისას. [იხ. სზაკ-ის 208 მუხ. 1-ლი ნაწ]
·
მართლზომიერი და არამართლზომიერი ქმედება:
ყურადღება:
პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო (ბრალეული) ქმედებისათვის, არამედ ზოგჯერ კანონიერი და მართლზომიერი აქტის ან ქმედების გამოც, თუ ეს არაპროპორციულ ზიანს აყენებს პირს (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
იხ. ამ თემაზე გიორგი გვენეტაძის , საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის სტატია „ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა’’ გახსენი ლინკი:
ხ
·
პირდაპირი პასუხისმგებლობის გამორიცხვა თანამდებობის პირისთვის:
ზიანს აანაზღაურებს არა კონკრეტული საჯარო მოსამსახურე პირადი ქონებით, არამედ სახელმწიფო/მუნიციპალიტეტი, რის შემდეგაც სახელმწიფოს აქვს უფლება (რგრესიული წესით) ზიანის ნაწილობრივ ან სრულად ანაზღაურება მოითხოვოს იმ მოსამსახურისგან, რომელმაც ბრალეული (განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობითი) ქმედებით გამოიწვია ეს ზიანი.
ხ
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
აქ
განხილულია საკითხი:
„საკუთრების უფლების’’ არაპირდაპირი შეზღუდვა [ანუ „ირიბი ექსპროპრიაცია“]
სზაკ-ის 209-ე მუხლი გახსენი
ლინკი:
https://axalikakhetitours.blogspot.com/2024/07/209.html
ხ
ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა [სზაკ-ის 208-ე მუხლი]
აქ
განხილულია საკითხები:
· ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი,
· ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ნორმები.
· ზიანის წარმოშობის საფუძველი,ობიექტი, პირობები.
· სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი.
გახსენი
ლინკი:
https://axalikakhetitours.blogspot.com/2024/06/blog-post.html
Комментарии
Отправить комментарий