„საკუთრების უფლების’’ არაპირდაპირი შეზღუდვა [ანუ „ირიბი ექსპროპრიაცია“]სზაკ-ის 209-ე მუხლი
ტერმინის განმარტება:
ექსპროპრიაცია-სახელმწიფოს მიერ საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან გასხვისება
1.ზოგადად:
·
სზაკ-ის
209-ე მუხლი აწესრიგებს
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს პასუხისმგებლობას ისეთ შემტხვევებში,როდესაც საზოგადოებრივი აუცილებლობისთვის
,საქარტველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით,თანასწორობის პრინციპის
საწინააღმდეგოდ,არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან კერძო
პირთა ჯგუფს.
·
საუბარია ისეთ შემთხვევებზე,როცა კანონის შესაბამისი საჯარო-სამართლებრივი
ქმედება არ არის „პირდაპირ და უშუალოდ“
მიმართული ადრესატის საკუთრების უფლების შეზღუდვისკენ,თუმცა „საკუთრების უფლების’’ შეზღუდვა,როგორც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
ქმედბის „გვერდითი
მოვლენა’’[ანუ როგორც „გარდაუვალი ბოროტება“]
,ისე იჩენს თავს.
·
ამიტომ,ასეთ შემტხვევებში ადმინისტრაციული
ღონისძიების ადრესატი გვევლინება ე.წ. „განსაკუთრებული [ფაქტიურად უდანაშაულო]მსხვერპლის’’
როლში.
ხ
·
ქონების „ფლობის’’ ან“განკარგვის’’ უფლების ისეთი შეზღუდვა ,რომელიც წარმოქმნის
ადმინისტრაციული ღონისძიების ადრესატისთვის არსებით
ქონებრივ დანაკლისს ან არსებიტად არტმევს მას სამომავლო მოგების მიღების შესაძლებლობას,წარმოადგენს
- „საკუთრების უფლების ნაწილობრივ ჩამორთმევას’’
მაგალითი :
·
საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქარტველოს კანონმდებლობის თანახმად,ვასოს
ჩამოარტვეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი,სადაც გაიყვანეს ავტობანი[საგზაო
ტრასა].
·
მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს-სანდროს
მიაჩნია,რომ ავტობანისგან გამოწვეული ხმაური და დაბინძურება ხელყოფს მის უფლებას
·
სანდრო ვერ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას „საკუტრების უფლების ჩამორთმევის“ საფუძველზე,რამდენადაც
ის ისევ რჩება მიწის ნაკვეთის მესაკუტრედ
·
მაგრამ ამ შემტხვევაში სანდროს შეუძლია გამოიყენოს ე.წ.“ირიბი ექსპროპრიაციის’’ ინსტიტუტი,რადგან
„საზოგადოებრივი საჭიროებისტვის განხორციელებული კანონიერი ღონისძიება’’[ავტობანის
აშენება] იწვევს სანდროს „საკუთრების უფლების“
ხელყოფას
·
ამასთან,ეს ხელყოფა იმდენად ინტენსიურია,რომ
სცილდება „თმენის ვალდებულებას’’
ხ
·
დაიმახსოვრე:“მიწის ნაკვეთის ღირებულების შემცირებით გამოწვეული ზიანის’’
ანაზღაურების ვალდებულება მაშინ გვაქვს სახეზე,როცა სუბიექტი[სანდრო] თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ,“განსაკუტრებულ[უდანაშაულო]
მსხვერპლად’’ გვევლინება.
2.ინსტიტუტ
„ირიბი ექსპროპრიაციის’’ ელემენტები:
ამ
ინსტიტუტის გამოყენებით ხელყოფილი „საკუთრების უფლების“ დასაცავად სახეზე უნდა იყოს შემდეგი ელემენტები[წინაპირობები]“
a. „საკუთრების უფლება’’[ანუ ეს უფლება უნდა იყოს სახეზე და
მისი ხელყოფა უნდა ხდებოდეს]
b. „კანონიერი მმარტველობიტი
ქმედების გაუთვალისწინებელი გვერდითი მოვლენა’’[უნდა ტარდებოდეს ადმინისტრაციული ღონისძიება და ის
უნდა იყოს აუცილებლად კანონიერი]
c. „ხელყოფის უშუალობა’’[საკუტრების უფლების ხელყოფა უნდა
იყოს ირიბი და არა უშუალო ]
d. სახეზე უნდა იყოს „განსაკუთრებული
ქონებრივი მსხვერპლი’’
მიმოვიხილოთ „ირიბი ექქსპროპრიაციის’’ ეს 4 ელემენტი ქვემოთ ცალ-ცალკე:“
ა) „საკუთრების უფლება“
·
“ირიბი ექსპროპრიაციის’’ ინსტიტუტის
„დაცვის ობიექტია’’ კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული
„საკუთრების უფლება’’
ხ
·
კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული „საკუთრების უფლება’’,ერთი მხრივ არის „საკუთრების’’-როგორც „ინსტიტუტის“ და მეორე მხრივ - როგორც „პიროვნების
უფლების’’ - ხელშეუხებლობის გარანტია
ხ
·
„საკუთრების უფლების“ არსი მდგომარეობს „კერძო საკუთრების’’ დაცვაში,მისი
არსებობის რეალურ უზრუნველყოფაში
·
კანონმდებელს არ შეუძლია ისეთი ნორმების გამოცემა,რომელიც
„კერძო საკუთრებას’’
როგორც ინსტიტუტს ეჭვქვეშ დააყენებს
·
ხ
·
კონსტიტუცია ადამიანის „ძირითად უფლებებს’’
აღიარებს,როგორც „უშუალოდ მოქმედ სამართალს’’,რომელიც ხელისუფლების სამივე შტოს ზღუდავს.
·
ადამიანის „საკუტრების უფლების’’ კონსტიტუციური გარანტია ემსახურება“მესაკუთეის’’
სამართლებრივი მდგომარეობის[უფლება-მოვალეობების] დაცვას
·
კერძოდ, მესაკუტრის უფლებას გარკვეულ ქონებაზე
·
ცალკეულ ინდივიდებს კონსტიტუციის 21-ე მუხლით
ენიჭებათ „ თავისუფლება
ქონებრივ სფეროში’’ და ,ამდენად-საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად განსაზღვრის
შესაძლებლობა.
ხ
ბ)
„კანონიერი მმართველობიტთი ქმედების გაუთვალისწინებელი
გვერდითი მოვლენა’’
·
ე.წ. „ირიბი ექსპროპრიაციის’’ ინსტიტუტი
აწესრიგებს „საკუტრების უფლების“ შეზღუდვის
შედეგად წარმოშობილი ზიანის
ანაზღაურების შემთხვევას [!]
·
ზიანის ეს სახე
წარმოშობილია ა) აუცილებლად “კანონიერი მმართველობითი ღონისძიების’’ განხორციელების შედეგად
და ბ) წარმოადგენს ამ „კანონიერი ღონისძიების’’
გაუთვალისწინებელ „გვერდით მოვლენას’’წარმოადგენს
·
ხ
·
ერტმანეტისგან უნდა გავარჩიოთ ა)“უკანონობა ქმედებაში ‘’ და ბ) უკანონობა
შედეგში’’
·
„უკანონო მმართველობითი
ღონისძიებით’’ [ანუ „უკანონო ქმედებით’’] გამოწვეული „ზიანის ანაზღაურების’’ საკითხი
„ირიბი ექსპროპრიაციის’’ ინსტიტუტის ფარგლებში არ წესრიგდება[!]
·
„ირიბი ექსპროპრიაციის’’ ინსტიტუტი გულისხმობს მხოლოდ „კანონიერი ღონისძიებით[ანუ „კანონიერი ქმედებით’’] გამოწვეული
„უკანონო შედეგის’’ აღმოფხვრის მოთხოვნას[ანუ „ზიანის
ანაზღაურების“ მოთხოვნას]
·
ზემოთ მოყვანილ კაზუსში,საზოგადოებრივი აუცილებლობისთვის ვასოს ჩამოარტვეს
მიწის ნაკვეთი,სადაც გაიყვანეს ავტობანი.[კანონიერად იმოქმედეს]
·
ავტობანის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთის ღირებულება შემცირდა,რადგან
ავტობანი იწვევს ხმაურს[მაზე მანქანები მოძრაობენ] და აბინძურებს გარემოს [მავნე გამონაბოლქვით]
·
ეს იწვევს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანდროს უფლების შეზღუდვას
·
„ირიბი ექსპროპრიაციის’’ ინსტიტუტი ემსახურება სანდროს და მის მდგომარეობაში აღმოჩენილი პირების უფლებების დაცვას
ხ
·
„ირიბი ექსპროპრიაციის’’ ინსტიტუტი იმით განსხვავდება „ექსპროპრიაციისაგან’’,რომ
იგი არ გულისხმობს “ საკუტრების უფლების’’
სრულად გაუქმებას ,არამედ გარკვეული პირობებით „ზღუდავს“ საკუტრების უფლების განხორციელებას
ისე,რომ „მესაკუთრედ“ ფაქტობრივად იგივე პირი რჩება.
გ)„ხელყოფის უშუალობა’’
· ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის წინაპირობაა ის,რომ „კანონიერი მმართველობითი
ღონისძიება’’ არა მიზანმიმართულად და პირდაპირ ,არამედ ფაქტობრივად და ირიბად[და
არა უშუალოდ] უნდა იწვევდეს „საკუთრების უფლების“
შეზღუდვას
ხ
·
თავისებურება მდგომარეობს იმაში,რომ
ადმინისტრაციული ღონისძიება უშუალოდ არ არის მიმართული ობიექტისადმი[ანუ ობიექტის[მაგ.
მიწის ნაკვეთის] უშუალო ხელყოფა არ ხდება] ,მაგრამ ადმინისტრაციული ღონიძიება[ავტობანის
აშენება] შედეგად იწვევს „საკუტრების უფლების“ უშუალო ხელყოფას[მაგ. სანდროს მიწის ნაკვეთის გაუფასურებას][ანუ
„ირიბი ექსპროპრიაციის’’ დროს სახეზეა „შედეგის უშუალობა’’ ანუ „ზიანის უშუალობა“ და არა „ხელყოფის უშუალობა]
დ)„განსაკუთრებული
ქონებრივი მსხვერპლი’’
·
საკუტრების უფლებაზე’’ გვერდითი[ირიბი]
ზემოქმედება „იმდენად ინტენსიური უნდა იყოს,რომ სცდებოდეს „სოციალური ადეკვატურობის ტოლერანტულ ზღვარს’’ და
ე.წ. „განსაკუთრებულ ქონებრივ მსხვერპლს’’ წარმოშობდეს
·
„განსაკუტრებული მსხვერპლის’’ თეორია გულისხმობს ისეთ შემტხვევას,როდესაც
რომელიღაც სუბიექტი
სხვებთან შედარებით ,თანასწორობის პრინციპის საწინაარმდეგოდ, არსებითად არათანაბარ მდგომარეობაში ექცევა[ანუ იჩაგრება]
·
ამასტან,მნიშვნელოვანია არა განხორციელებული ღონისძიების ხასიათი,არამედ-
დამდაგარი შედეგის სიმძიმე[ანუ მნიშვნელოვანია
„ხელყოფის ინტენსიურობა’’ ]
ხ
·
„განსაკუტრებული ქონებრივი მსხვერპლი’’
არ გვაქვს სახეზე,როდესაც კანონი ითვალისწინებს სუბიექტის „თმენის ვალდებულებას’’
·
მაგ. კანონი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს იმ მესაკუთრეების მიმართ,რომელთა
შენობა-ნაგებობებსაც მინიჭებული აქვს „კულტურის ძეგლის“ სტატუსი.[ანუ
ამისთანა მესაკუთრეებს შეზღუდული აქვთ „საკუთრების უფლება’’ კანონითდა
უნდა „ითმინონ“ მათ შენობა ნაგებობებზე სხვადასხვა ადმინისტრაციული ღონისძიებები,ასევე
ტურისტული ჯგუფები. მათ ამას კანონი ავალდებულებთ]
ხხხხხხხხხხხხხხ
3. „სამართლებრივი შედეგი’’
·
საკუთრების
„ირიბი ექსპროპრიაცია’’ შედეგად იწვევს „ზიანის ანაზღაურების ‘’ უფლების წარმოშობას
·
რაც შეეხება „ასანაზღაურებელი ზიანის
ოდენობას’’,ის
განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე[ანუ ასეთი
„ირბი’’ ზიანი ,უმრავლეს შემთხვევებში ,ანაზღაურდება მხოლოდ ნაწილობრივ]
·
თუმცა,არ გამოირიცხება მიყენებული
ზიანის სრულად ანაზღაურებაც
·
ზიანის ანაღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ა) რა შედეგს გამოიღებს
ეს ადრესატისთის და ბ)როგორია საკუთრების უფლების შეზღუდვით გამოწვეული მისი მდგომარეობა
საზოგადოების სხვა წევრებთან შედარებით.
ხ
·
ზემოთ
მოყვანილ კაზუსში ავტობანის გაყვანას სარგებელი მოაქვს ა)ზოგადად მტელი რეგიონისტვის
და ბ)იმავდროულად იმ პრისათვის,ვისაც ადგება ქონებრივი ზიანი[სანდროსთვის]
·
მაგრამ
გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ კერძო პირის მიწის ნაკვეტმა შეიძლება დაკარგოს
საცხოვრებელი ან სააგარაკე
მიწის ნაკვეთის დანიშნულება,მაგრამ უფრო მეტი ღირებულება შეიძინოს კომერციული მიზნებისთვის[ სამდრომ საკუთარ ნაკვეთზე შეიძლება გახსნას
კომერციული ობიექტი]
მუხლი 209. სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოწვეული ზიანისათვის
+
1. თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი.
2. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.
Комментарии
Отправить комментарий