ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა [სზაკ-ის 208-ე მუხლი]

 

თემა 12. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა (208-ე მუხლი)

 

განსახილველი საკითხები:

·        ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი,

·        ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ნორმები.

·        ზიანის წარმოშობის საფუძველი,

·        ობიექტი, პირობები.

·        სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი.

 

1.    „ადმინისტრაციული ორგანოების’’ პასუხისმგებლობა[ზოგადად]

შესავალი:

·        სახელნწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების[საჯარო მოსამსახურეების] მიერ მიყენებული ზიანისთვის სამართლებრივ სახელმწიფოში ა)„სამართლის პრაქტიკის’’[სასამართლოს] და ბ)„სამართლის მენიერების’’ ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

·        პრობლემას ქმნის ის, რომ ერთმანეთს უპირისპირდება ა)“სახელმწიფოს ფინანსური ინტერესი და მისი[სახელმწიფოს] ქმედუნარიანობის შენარჩუნების პრინციპი’’ და ბ) „მოქალაქის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის პრინციპი’’.

·        არსებობს ამ პრობლემის[დაპირისპირებული ინტერესების და პრინციპების] მოგვარების რამდენმე გზა:

a.    „საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობა’’ [საჯარო მოხელე,რომლის ქმედებამაც გამოიწვია ზიანი,უშუალოდ არის პასუხისმგებელი ზიანის ანაზღაურებაზე]

b.    „სახელმწიფოს პასუხისმგებლობა’’[სახელმწიფო ვალდებულია,თავის თავზე აიღოსპასუხისმგებლობა საჯარო მოხელის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგებზე და ზიანის შემთხვევაში იკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება]

c.    „სოლიდარული პასუხისმგებლობა’’ [საჯარო მოხელე,რომლის ქმედებამაც გამოიწვია ზიანი,სახელმწიფოსთან ერთად სოლოდარულად[შეთანმებულად] აგებს პასუხს]

·        დასავლურმა სამართლებრივმა სისტემებმა აღიარეს „სახელმწიფოს პასუხისმგებლობა’’ მისი ორგანოების[საჯარო მოსამსახურეების] მიერ „სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას’’მიყენებული ზიანის ანაზრაურებაზე.

·        ამგვარი [საჯარო მოსამსახურეების მიერ მიყენებული ] „ზიანის ანაზღაურების ‘’ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველები განსაზღვრულია ა) საქართველოს კონსტიტუციით ,ბ) საქართველოს ზოგაგადი ამინისტრაციული კოდექსით და გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით:

 

 

 

 

ა)საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-4 ნაწილი :

 

 მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები

 

4. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან

 

·        ანუ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილიტ  დამკვიდრდა „ზოგადი პრინციპი’’ რომელიც სახელმწიფოს აკისრებს მისი ორგანოს ან მოსამსახურის „უკანონო ქმედებით დამდგარი ზიანის’’ ანაზღაურებას

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი:

 

    მუხლი 208. სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი

 +

1. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა  მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

3. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.

 

გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი

 

    მუხლი 1005. სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის

 +

1. თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. 

3. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

ამგვარად, საქართველოში აღიარებულია პრინციპი,რომლის თანახმად,ადმინისტრაციულ ორგანოების და მოსამსახურეების ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა ეკისრება -სახელმწიფოს[!]

 

2.      „ზიანის ანაზღაურების’’ ვალდებულების სახელმწიფოსთვის დაკისრების საფუძვლები.

რა მოსაზრებები უდევს საფუძვლად სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას?

a.      იმის პრეზუმფცია[ვარაუდი] ,რომ საჯარო მოხელე თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის[ადგილობრივი თვითმმართველობის] სახელით და მოქალაქეებიც მათ სწორედ ამიტომ ემორჩილებიან

b.      სახელმწიფოს სახით დაზარალებულის წინაშე დგას გადახდისუნარიანი სუბიექტი;მოქალაქე არ შეიძლება იყოს დამოკიდებული საჯარო მოხელის ფინანსურ შესაძლობლობებზე;

c.      საჯარო მოხელის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დამკვიდრება გამოიწვევდა შიშსა და დაბნეულობას საჯარო მოხელეებში;ზიანის წარმოშობის რისკი და მისი ანაზღაურების ვალდებულების შიში უბიძგებს საჯარო მოხელეს,გამოხატოს ნაკლები ინიციატივა და თავი შეიკავოს ქმედითი ღონისძიების განხორციელებისგან,რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს მმართველობის აპარატის ფუნქციონირების შეფერხებას.

 

·        სახელმწიფოს მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან.

·        როდესაც უფლების დარღვევა მომდინარეობს სახელმწიფო ძალაუფლების მატარებლის ქმედებიდან [სახელმწიფო მოსამსახურისგან]და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია[ან უკვე შეუძლებელია] სასამარტლოსადმი მიმარტვის გზით,სახელმწიფო ვალდებულია აღმოფხვრასეს დარღვევა[დარღვევის მავნე შედეგები] ზიანის ანაზრაურების გზით.

ა)ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები

 

·        ადმინისტრაციულ ორგანოების და მოსამსახურეების ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია ა)საქარტველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი და ბ)სზაკ-ის თავი XIV. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა

·        სზაკ-ის მე-14 თავის  207-ე მუხლის თანახმად , ადმინისტრაციულ ორგანოების და მოსამსახურეების ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება,პირველ რიგში,სზაკ-ით დადგენილი  „სპეციალური წესი’’,ხოლო ის საკიტხები,რომლებიც არ წესრიგდება სზაკ-ით ,წესსრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

 

    მუხლი 207. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას

 

თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

·        ამრიგად,როცა ვარკვეთ ადმინისტრაციული ორგანოს[ საჯარო მოსამსახურის] მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკიტხს ,პირველ რიგში უნდა განვიხილოტ სზაკი-ს მე-14 თავის ნორმები,როგორც „სპეციალური[განსაკუთრებული] ნორმები ‘’[იხ.სზაკ-ის თავი XIV. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა  207-ე-209-ე მუხლები]

 

ხხხხ

სზაკ-ის 208 -ე მუხლი

 

  მუხლი 208. სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი

 

1. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა  მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

3. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.

 

·        სზაკ-ის 208-ე მუხლი აწესრიგებს სახელმწიფოს და მოქალაქის ურტიერთობას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ,როდესაც მოქალაქეს ზიანი ადგება

·        მაგრამ საკითხი რომელიც შეეხება „სახელმწიფოსა’’ და და „ზიანის მიმყენებელ პირს’’[სახელმწიფო მოსამსახურეს შორის] ურთიერთობას არ არის მოწესრიგებული სზაკ-ით

·        ამ საკითხს აწესრიგებს სმოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი: სახელმწიფო მოსამსახურის „განზრახვა’’ ან „უხეში გაუფრთხილებლობა’’ ხდება საჯარო მოხელის სახელმწიფოსთან სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი

·        ანუ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა,ზიანის ანაზღაურებიტ  მისთვის მიყენებული ზარალის ნაწილი“რეგრესის’’ სახით ამოიღოს თავისი „საჯარო მოხელისგან’’.

ბ) ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები

 

·        „ზიანის ანაზღაურების’’ ვალდებულება წარმოიშობა თუ არსებობს“ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები’’

·        ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები’’[ანუ წინაპირობები]  სახეზეა როცა:

1)     ‘პირი’’ „ სამსახურებრვი მოვალეობის შესრულების პროცესში“

2)     „ბრალეული ქმედებით

3)     არღვევს თავის „სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ“

4)     რაც[ იგულისმება  ეს „ ბრალეული ქმედება’’]  ხდება „ზიანის წარმოშობის მიზეზი“.

ხხხხხხხხხ

რას ნიშნავს „პირი’’  „ სამსახურებრვი მოვალეობის შესრულების პროცესში“?

 

·        სამსახურებრივი მოვალების შესრულების პროცესი’’  ეს არის“საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესი’’

·        ხოლო სზაკ-ის 208-ე მუხლი გამოყოფს „ზიანის წარმოშობის’’[ანუ ზიანის გამომწვევი] სუბიექტების[პირების]  3 კატეგორიას:

1.      სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო, ან მისი თანამდებობის პირი ან  სხვა სახელმწიფო მოსამსახურ ან საჯარო მოსამსახურე[იხ. 208-ე ნაწ. 1-ლი]

2.      მუნიციპალიტეტის ორგანო,  მისი თანამდებობის პირი ან სხვა  მოსამსახურე[იხ. 208-ე ნაწ. მე-2]

3.      კერძო პირი ,რომელიც რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ უფლებამოსილების  დელეგირების ან დავალების საფუძველზე,

 

·        ამ კლასიფიკაციის მიზანია განისაზღვროს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი[!]

·        სზაკის 208-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად,თუ პირი ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას ა)სახელმწიფო სამსახურში ყოფნის ბ) სახელმწიფოსგან უფლებამოსილების დელეგირების  თუ გ)სახელმწიფოს დავალების საფუძველზე,მაშინ მის მიერ მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია-სახელმწიფო[!]

·        ხოლო თუ პირი ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას ა)მუნიციპალურ  სამსახურში ყოფნის ბ) მუნიციპალიტეტისგან[ანუ ადგილობრივი ტვიტმმართველობისგან] უფლებამოსილების დელეგირების  თუ გ)მუნიციპალიტეტის დავალების საფუძველზე,მაშინ მის მიერ მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია-მუნიციპალიტეტი[!]

·        მაგ. კერძო პირები,რომლებიც ახორციელებენ ავტომანქანების ტექნიკურ დატვალიერებას,ან უკანონოდ გაჩერებული ავტომანქანების საჯარიმო ავტოსადგომებზე გადამზიდი კერძო ფირმები.ეს პირები ორგანიზაციული გაგებით არ არიან სახელმწიფო ორგანოთა სისტემის სუბიექტები,მაგრამ რამდენადაც ახორციელებემ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს,მათი საქმიანობიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე წარმოიქმნება სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

 

 

რას ნიშნავს „სამსახურებრივი მოვალება’’ „სხვა პირის მიმართ’’ ?

 

·        „სამსახურებრივ ვალდებულებათა’’ დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი თავისთავად[ავტომატურად] არ წარმოშობს „სახელმწიფოს პასუხისმგებლობას’’

·        კანონმდებლობის თანახმად, ამისტვის აუცილებელია დაირღვეს „სამსახურებრივი მოვალეობა’’ „სხვა პირის მიმართ’’

·        ეი. უნდა დაირღვეს ისეტი „სამსახურებრივი ვალდებულება’’,რომელსაც შეესაბამება „სხვა  კერძო პირის’’ „უფლება’’[!]

·        მაგ. „ავტომანქანის ტექნიკური დატვალიერება’’ ემსახურება ავტოსაგზაო მოძრაობაში მონაწილე პირთა უსაფრთხოებას[დათუ კერძო პირები,რომლებიც მუნიციპალიტეტის დავალებითახორციელებენ ავტომანქანების ტექნიკურ დატვალიერებას არ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებას და არ დააფიქსირებენ გაუმართავი ავტომობილის მდგომარეობას  ამით დაარღვავენ ავტოსაგზაო მოძრაობაში მონაწილე „სხვა  კერძო პირთა’’ „უფლებას  „მოძრაობის უსფრთხოებაზე ‘’ და უფლებას  „უსაფრთხო ეკოლოგიურ გარემოზე’’

 

 რას ნიშნავს   „ბრალეული ქმედება’’ ,როგორც ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა  ?

·        ზიანის ანაზღაურების ვალდებულება რომ დადგეს ,აუცილებელია, არსებობდეს „ზიანის მიმყენებლის’’ „ბრალი’’

·        სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის ტანახმად,ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა იმ შემტხვევაში,თუკი ზიანი მიყენებულია „განზრახ’’ ან „უხეში გაუფრთხილებლობით’’

·        სამოქალაქო კოდექსში მოცემული ტერმინი „უხეში გაუფრტხილებლობა’’ ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენს.

·        სსსკ-ის 1005-ე მუხლი უნა იკიტხებოდესშემდეგნაირად:“სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს,აგრეტვე მისი ტანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალების განხორციელებისას მიყენებული ზიანისტვის პასუხისმგებელია სახელმწიფო’’

·        ამგვარად,სახელმწიფო პასუხისმგებელი უნდა იყოს ბრალის ნებისმიერი ფორმით მიყენებული ზიანისთვის,ხოლო „განზრახვა’’  ,ან „უხეში გაუფრტხილებლობა’’ სახელმწიფოს მხრიდან რეგრესის წესიტ მოტხოვნის საფუძველი უნდა გახდეს.

·        სწორედ ეს მიზანია ჩადებული სსსკ-ის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ფორმულირებაში: განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.’’

·        აქ „სოლიდარული პასუხისმგებლობა’’ არ უნდა გავიგოტ მისი კლასიკური გაგებით,ისე რომ“ზიანის მიმყენებელი სახელმწიფო ორგანო’’[სახელმწიფო მოსამსახურე] სახელმწიფოსთან ერთად გავიგოთ როგორც დავის ერთ-ერთი მხარე.

·        ყურადღება: „ზიანის ანაზღაურებასთან დაკავსირებიტ წარმოშობილ დავებში’’ ყველა შემტხვევაში „მოპასუხე’’ მხარე უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო.

·        ხოლო „ზიანის მიმყენებლის’’ „განზრახვა’’ ან „უხეში გაუფრთხილებლობა’’,რად დადგინდება დავაზე სამარტალწარმოების განხორციელების შედეგად,სახელმწიფოს აძლევს სესაძლებლობას,მოსტხოვოს ზიანის მიმყენებელ პირს ამ ზარალის რეგრესის წესიტ მტლიანად,ან ნაწილობრივ ანაზღაურება.

„ბრალეულ ქმედებას’’ და „ზიანს’’[შედეგს] შორის მიზეზობრივი კავშირი [როგორც  წინაპირობა]

·       „ზიანის ანაზღაურების’’ ვალდებულების  წარმოშობის შემდგომი აუცილებელი წინაპირობაა პირის[სახელმწიფო მოსამსახურის და ა.შ. იხ. ზემოთ „პირები’’] მარტლსაწინააღმდეგო მოქმედებასა[„ბრალეულ ქმედებასა’’] და “ზიანს’’[ანუ შედეგს] შორის „მიზეზობრივი კავშირის’’ არსებობა.

·       მაგ. ავტომანქანის ტექნიკური დატვალიერების დოკუმენტის გაცემა „ტექნიკური სემოწმების გარეშე’’ [ „ბრალეული ქმედებაა’’]  „მიზეზობრივ კავშირშია’’ მისი გაუმარტაობით დამგარ უარყოფით შედეგთან[მაგ. ავტოსაგზაო შემთხვევასთან რასაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიკვდილი მოჰყვა]

 

3.“ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის’’ გამომრიცხავი გარემოებები

 

·       „ზიანის ანაზღაურების’’ ვალდებულების  წარმოშობის ზემოთ განხილული წინაპირობების შემტხვევაში უნდა შემოწმდეს სსსკ-ის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული „ზიანის ანაზღაურების’’ ვალდებულების  წარმოშობის „გამომრიცხველი გარემოებები’’

2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. 

·       ანუ  ,ტუკი პირს მიაჩნია,რომ ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემული აქტით ან განხორციელებული ქმედებით[რეალაქტიტ] ზიანი ადგება მის უფლებებს,ან კანონიერ ინტერესებს,მან უნდა გამოიყენოს მისი „სუბიექტური უფლების’’ დაცვის სამართლებრივი საშუალებები:შეიტანოს საჩივარი,ან სარჩელი და მოიტხოვოს აქტის გაუქმება,ან „მოქმედების განხორციელება’’,ან „მოქმედების განხორციელებისაგან თავის სშეკავება’’

·       თუკი „დაზარალებული’’ „განზრახ’’ ,ან „უხეში გაუფრტილებლობით’’ არ გამოიყენებს უფლების დაცვის „სამართლებრივ საშუალებებს’’ და არ ეცდება ამ გზით „ზიანის’’ დადგომის თავიდან აცილებას,მას არ რჩება სახელმწიფოსაგან კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.[მაგ. „ბოჭორმის’’მიწის ნაკვეთის გამო-ამაზე მკითხე]

·       ამ პრინციპის თანახმად,უპირატესობა ენიჭება“უფლების დაცვის იმ საშუალებებს’’,რომლებიც შესაძლებლობას იძლევა,“თავიდან იქნეს აცილებული ზიანის დადგომა’’,ხოლო როდესაც ეს შეუძლებელია,დგება საკიტხი“ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე’’.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები