პრეამბულა

 


გასამეორებლად:

1. ხელშეკრულების სტრუქტურირება - მარტივი,საშუალო და რთული სტრუქტურა

https://axalikakhetitours.blogspot.com/2024/04/blog-post_48.html

2. ხელშეკრულების შესავალი ნაწილი

https://axalikakhetitours.blogspot.com/2024/04/blog-post_17.html

 

 

 პრეამბულა [„ხელშეკრულების შედგენა’’ კორძაზე, ბოგვერაძეგვ.174]

·        პრეამბულა შესავლის ის ნაწილია, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებებში, განსხვავებით საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, უნდა ასახავდეს არა ხელშეკრულების დადების ზოგად მიზნებს და ამოცანებს, არამედ მხარეებს შორის ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც ა)დამთავრებული არ არის და რომელთა ბ)დასრულებაზე, შეცვლაზე ან გათვალისწინებაზე მხარეები შეთანხმდნენ ამ ხელშეკრულების დადებამდე.

·        მაგალითად, შეთანხმება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ მხარეებს შორის მიიღწევა იმ მიზნით, რო მხარეებმა გაქვითონ ამ შეთანხმების გაფორმებამდე მათ შორის არსებული ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნები.

·        თავად შეთანხმების საგანი მოთხოვნების გაქვითვაა, თუმცა, ვინაიდან ამ შეთანხმების დადებას საფუძვლად უდევს ის გარემოებები, რომლებიც შეთანხმების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარეობს, ამ გარემოებებზე მითითებას არსებითი მნიშვნელობა აქვს შეთანხმებისათვის.

·        მაგალითად, ფარნავაზ ფულიანს, როგორც გამსესხებელსა და ვალერი ვალაძეს, როგორც მსესხებელს, შორის 2023 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2024 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით ვალერი ვალაძეს ფარნავაზ ფულიანისთვის გადასახდელი აქვს სესხის თანხა დარიცხულ პროცენტთან ერთად 10 000 ლარის ოდენობით.

·        იმავე პირებს – ფარნავაზ ფულიანს, როგორც მყიდველსა, და ვალერი ვალაძეს, როგორც გამყიდველს, შორის 2024 წლის 10 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფარნავაზ ფულიანს ვალერი ვალაძისთვის გადასახდელი აქვს ნასყიდობის თანხა 10 000 ლარის ოდენობით.

·         მხარეები თანხმდებიან, გაქვითონ სესხისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები და, შესაბამისად, დაადასტურონ ამ ხელშეკრულებებით მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება.

·        ამ შემთხვევაში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმების საგანია:“ გაიქვითოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფარნავაზ ფულიანის მოთხოვნის უფლება ვალერი ვალაძის მიმართ 10 000 ლარის ოდენობით სესხისა და დარიცხული პროცენტის გადახდის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალერი ვალაძის მოთხოვნის უფლებაში ფარნავაზ ფულიანის მიმართ 10 000 ლარის ნასყიდობის თანხის გადახდის შესახებ.’’

·         იმისათვის, რომ გაქვითვის შესახებ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების’’ შესაბამისი პირობები ჩამოყალიბდეს, აუცილებელია,მოთხოვნათა გაქვითვის შესახებ  შეთანხმება ითვალისწინებდეს ა)სესხის ხელშეკრულების  და  ბ)ნასყიდობის ხელშეკრულებიდან  გამომდინარე მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას.

·        ეს ინფორმაცია ხელშეკრულების პრეამბულაში[!] შეიძლება ჩამოყალიბდეს მხარეთა შორის გაქვითვის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობების განსაზღვრამდე.

·        ყურადღება: ხელშეკრულებაში პრეამბულის არსებობის შემთხვევაში[!], პრეამბულის პირობების დასათაურება -პრეამბულა“ და პრეამბულის პირობები იწერება მხარეების განსაზღვრის შემდეგ[!].

·        დამკვიდრებული პრაქტიკით, პრეამბულის სათაური არ ინომრება.[!]

·         თუ ხელშეკრულებაში არსებობს პრეამბულა, ხელშეკრულების შესავალი ნაწილის სტრუქტურირება განსხვავებულად ხდება.

·        მაგალითისათვის, შესაძლებელია, „მარტივი“ ფორმატის სტრუქტურის შეთანხმების[ხელშეკრულების] „ შესავალი ნაწილი, რომელიც მოიცავს პრეამბულას, ერთ-ერთი ამ სარეკომენდაციო სახით განვსაზღვროთ:

 

მაგ.1.   პრეამბულა „მარტივი“ ფორმატის სტრუქტურის შეთანხმების [ანუ ხელშეკრულების]„შესავალ ნაწილშ

 

შაბლონი

სტრუქტურა

 შეთანმების[ანუ ხელშეკრულების] ნაწილი

შეთანხმების სათაურ

 

წინამდებარე შეთანხმება ______ის შესახებ (შემდგომში „შეთანხმება“) დადებულია 20__ წლის ____ _______ს

ქ. ______ ში შემდეგ მხარეებს შორი

 

 

 

 

ეთანხმების დადების ადგილი და თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეთანხმების შესავალ ნაწილი

შეთანხმების მხარეები:

____________ (ა)მხარეების შესახებ ინფორმაცია და ბ)მხარეებისთვის მინიჭებული ტერმინის განსაზღვრა)

მხარეების შესახებ ინფორმაც

პრეამბულა

 

ვინაიდან, ______ [იმ გარემოებების მითითება განცალკევებულად, ა)რასაც შეთანხმების დადებამდე ჰქონდა ადგილ და ბ)რაც, არსებითია ამ შეთანხმებისათვის ან გ)განაპირობა შეთანხმების დადება; შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე გარემოება)

პრეამბულა

 

 

 

 

 

შეთანხმების შესავალ ნაწილი

„მხარეები“ ვთანხმდებით შემდეგზ :

ხელშეკრულების „შესავალსა და ძირითად ნაწილებს შორის დამაკავშირებელი „ხიდი’’

 

1. _______

2. _______

[„მარტივი’’ სტრუქტურა  არ მოიცავს მუხლობრივ დაყოფას’’ და დასათაურებულ მუხლებში’’ შეთანხმებული პირობების დაჯგუფებას; სამაგიეროდ, თითოეული პირობა ინომრება თანმიმდევრობით და ნუმერაცია დამოკიდებულია პირობების რაოდენობაზე]

 

 

მხარეებს’’ შორის შეთანხმებული პირობებ

 

 

 

შეთანხმების ძირითადი ნაწილ

შეთანხმების შედგენის ენა

და

 

ეგზემპლარების რაოდენობა

 

მხარეთა ხელმოწერებ

ენა [მიეთითება საჭიროების მიხედვით)]

ეგზემპლარები

 

ხელმოწერებ

შეთანხმების დასკვნითი ნაწილი

 

შესაძლებელია „საშუალო სირთულის“ ფორმატის სტრუქტურის ხელშეკრულების შესავალი ნაწილი, რომელიც მოიცავს პრეამბულას, შემდეგი ერთ-ერთი სარეკომენდაციო სახით განვსაზღვრო:

 

 

მაგ.2 : რეამბულა’’ „საშუალო სირთულის“ ფორმატის სტრუქტურის შეთანხმების[ხელშეკრულების]  შესავალ ნაწილშ

 

შაბლონი

სტრუქტურა

 შეთანმების[ანუ ხელშეკრულების] ნაწილი

შეთანხმების სათაურ

 

წინამდებარე შეთანხმება ______ის შესახებ (შემდგომში „შეთანხმება“) დადებულია 20__ წლის ____ _______ს

ქ. ______ ში შემდეგ მხარეებს შორი

 

 

 

 

ეთანხმების დადების ადგილი და თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეთანხმების შესავალ ნაწილი

შეთანხმების მხარეები:

____________ (ა)მხარეების შესახებ ინფორმაცია და ბ)მხარეებისთვის მინიჭებული ტერმინის განსაზღვრა)

მხარეების შესახებ ინფორმაც

პრეამბულა

 

ვინაიდან, ______ [იმ გარემოებების მითითება განცალკევებულად, ა)რასაც შეთანხმების დადებამდე ჰქონდა ადგილ და ბ)რაც, არსებითია ამ შეთანხმებისათვის ან გ)განაპირობა შეთანხმების დადება; შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე გარემოება)

პრეამბულა

 

 

 

 

 

შეთანხმების შესავალ ნაწილი

„მხარეები“ ვთანხმდებით შემდეგზ :

ხელშეკრულების „შესავალსა და ძირითად ნაწილებს შორის დამაკავშირებელი „ხიდი’’

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი 1.1.___________

 

[ანუ მოიცავს მუხლობრივ დაყოფას და დასათაურებული მუხლებში შეთანხმებული პირობების დაჯგუფებას პუნქტებად, საჭიროების შემთხვევაში, ქვეპუნქტებად. თითოეული მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი ინომრება თანმიმდევრობით და ნუმერაცია დამოკიდებულია მუხლების/პუნქტების/ ქვეპუნქტების რაოდენობაზე

 

 

მუხლი 2. ___________ 2.1.___________

მუხლი 3. ___________ 3.1.___________

მუხლი 4. ___________ 4.1.___________

მუხლი 5. ___________ 5.1.___________

 

 

მხარეებს’’ შორის შეთანხმებული პირობებ

 

 

 

შეთანხმების ძირითადი ნაწილ

მუხლი 6 . დასკვნითი დებულებები

 

[საჭიროების მიხედვით დასკვნითი დებულებების პირობები, მათ შორის ხელშეკრულების შედგენის ენა და ეგზემპლარების რაოდენობა ]

მხარეთა ხელმოწერებ:

ენა [მიეთითება საჭიროების მიხედვით)]

 

ეგზემპლარები

 

 

 

ხელმოწერებ

შეთანხმების დასკვნითი ნაწილი

 

მაგ.3

„მარტივი“ ფორმატის შეთანხმებების სტრუქტურის შესავალი ნაწილების შედარება პრეამბულით და პრეამბულის გარეშ

 

„მარტივი“ ფორმატის სტრუქტურის შესავალი ნაწილი პრეამბულის გარეშ

„მარტივი“ ფორმატის სტრუქტურის შესავალი ნაწილი პრეამბული

შეთანხმების სათაური

 

[შემდეგ შეთანხმების დადების ადგილისა და თარიღის შესახებ ინფორმაცია  ]

 

წინამდებარე შეთანხმება ______ის შესახებ (შემდგომში „შეთანხმება“) დადებულია 20__ წლის ____ _______ს  ქ. ______ში შემდეგ მხარეებს შორის:

 

შეთანხმების მხარეები:

 

 ___________[ა)მხარეების შესახებ ინფორმაცია და ბ)მხარეებისთვის მინიჭებული ტერმინის განსაზღვრა]

 

„მხარეები“ ვთანხმდებით შემდეგზ:

შეთანხმების სათაური

 

[შემდეგ შეთანხმების დადების ადგილისა და თარიღის შესახებ ინფორმაცია  ]

 

წინამდებარე შეთანხმება ______ის შესახებ (შემდგომში „შეთანხმება“) დადებულია 20__ წლის ____ _______ს  ქ. ______ში შემდეგ მხარეებს შორის:

 

შეთანხმების მხარეები:

 

 ___________[ა)მხარეების შესახებ ინფორმაცია და ბ)მხარეებისთვის მინიჭებული ტერმინის განსაზღვრა]

 

პრეამბულა

 

ვინაიდან, _________________ [იმ გარემოებების მითითება განცალკევებულად, ა)რასაც შეთანხმების დადებამდე ჰქონდა ადგილ და ბ)რაც, არსებითია ამ შეთანხმებისათვის ან გ)განაპირობა შეთანხმების დადება; ყურადღება: შეიძლება იყოს[მიეთითოს] ერთი ან რამდენიმე გარემოება)

 

„მხარეები“ ვთანხმდებით შემდეგზ:

 

მიაქციე  ყურადღება, რომ ერთადერთი განსხვავება შესავალი ნაწილის წარმოდგენილ ვარიანტებს შორის ის არის, რომ პრეამბულა „ჩასმულია“ მხარეების შესახებ ინფორმაციასა და მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებებს შორის.

 

 

სავარჯიშო #10 (პასუხით)

 

შპს „ბროლიასა“ (იხ. დანართი #4) და შპს „შაქროეულს“ (იხ. დანართი #1) შორის 2023 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება (მეიჯარე – შპს „ბროლია“; მოიჯარე – შპს „შაქროეული“) 2 წლის ვადით. 2024 წლის პირველ თებერვალს მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, სადაც დააფიქსირეს, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „შაქროეულის“ მიერ შპს „ბროლიას“ სასარგებლოდ გადასახდელი, დარჩენილი საიჯარო ქირის თანხა შეადგენს 3000 ლარს. იმავე მხარეებს შორის 2024 წლის პირველ თებერვალს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (გამყიდველი – შპს „შაქროეული“; მყიდველი – შპს „ბროლია“), რომლის საფუძველზეც შპს „შაქროეულმა“ გადასცა ნასყიდობის საგანი შპს „ბროლიას“, ხოლო შპს „ბროლიამ“ იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს შპს „შაქროეულს“ ნასყიდობის ფასი 3000 ლარის ოდენობით. მხარეები შეთანხმდნენ, გაქვითონ ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებიდან (შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან) და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები და შეადგინონ შეთანხმება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ ქ. თბილისში 2024 წლის 01 თებერვალს.

 

დავალება: შეადგინეთ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეთანხმების 2 ვარიანტი: პრეამბულით და პრეამბულის გარეშე. ორივე ვარიანტი სრულად უნდა მოიცავდეს ამ შეთანხმების არსებით პირობებს. მხარეების შესახებ ამონაწერები იხ. დანართებში.[დანართი #1: შპს „შაქროეული“გვ.282][ დანართი #4: შპს „ბროლია“ გვ.288]

 

 

სავარჯიშო #11 (პასუხით)

 

შპს „ბროლიასა“ (იხ. დანართი #4) და შპს „შაქროეულს“ (იხ. დანართი #1) შორის 2023 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება (მეიჯარე – შპს „ბროლია“; მოიჯარე – შპს „შაქროეული“) 2 წლის ვადით. 2024 წლის პირველ თებერვალს მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, სადაც დააფიქსირეს, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „შაქროეულის“ მიერ შპს „ბროლიას“ სასარგებლოდ გადასახდელი, დარჩენილი საიჯარო ქირის თანხა შეადგენს 2000 ლარს. იმავე მხარეებს შორის 2024 წლის პირველ თებერვალს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (გამყიდველი – შპს „შაქროეული“; მყიდველი – შპს „ბროლია“), რომლის საფუძველზეც შპს „შაქროეულმა“ გადასცა ნასყიდობის საგანი შპს „ბროლიას“, ხოლო შპს „ბროლიამ“ იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს შპს „შაქროეულს“ ნასყიდობის ფასი 3000 ლარის ოდენობით არაუგვიანეს 2024 წლის პირველი მარტისა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაქვითონ ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებიდან (შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან) და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები და შეადგინონ შეთანხმება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ ქ. თბილისში 2024 წლის 01 თებერვალს.

დავალება: შეადგინეთ შეთანხმება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ. მხარეების შესახებ ამონაწერები იხ. დანართებში.

 

 

სავარჯიშო #12 (პასუხით)

 

საქართველოს მოქალაქე გიორგი დევდარიანს, როგორც გამქირავებელსა და საქართველოს მოქალაქე შალვა შალვაშვილს, როგორც დამქირავებელს, შორის 2022 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება 5 წლის ვადით. ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, დამქირავებელს დროებით სარგებლობაში, ქირის გადახდის სანაცვლოდ, გადაეცა გიორგი დევდარიანის საკუთრებაში არსებული ფართი (საკადასტრო კოდი 00.00.00.000.000.00.000) ინვენტარის გარეშე, სულ 250 (ორას ორმოცდაათი) კვ.მ., მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. #855, ბ.1 (იხ. დანართი #7). ქირავნობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ქირავნობის ფართის ან მისი ნაწილის ქვექირავნობით გაცემა საჭიროებს დამქირავებლის წერილობით თანხმობას. 2024 წლის 01 თებერვალს ქ. თბილისში შალვა შალვაშვილი აფორმებს ქვექირავნობის ხელშეკრულებას არასამეწარმეო იურიდიულ პირთან (ააიპ) „ასოციაცია საქართველოს ნათელი მომავლისთვის ჩვენ ვიბრძვით“. ქვექირავნობის ხელშეკრულების გაფორმებაზე გიორგი დევდარიანმა 2024 წლის 30 იანვარს გასცა ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა დამქირავებლის მიერ ქირავნობის ფართის ქვექირავნობით გაცემაზე არასამეწარმეო იურიდიული პირის (ააიპ) „ასოციაცია საქართველოს ნათელი მომავლისთვის ჩვენ ვიბრძვით“ სასარგებლოდ (ნოტარიუსი ქ. ქაჯაია, სანოტარო რეგისტრაციის ნომერი: 99999999999; თარიღი: 2024 წლის 30 იანვარი). რეკვიზიტები: (1) გიორგი დევდარიანის მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაცია არის შემდეგი: პირადი ნომერი: 99999002582; მის: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 400, ბ. 8; ელ.ფოსტა: devdarianididiGeorge999@gmail.com; ტელეფონი: 1999 8899987; საბანკო ინფორმაცია: ბანკის დასახელება: სს „ეიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: ABC577; ანგარიშის ნომერი: ABC12345678901333; (2) შალვა შალვაშვილის მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაცია არის შემდეგი: პირადი ნომერი: 99999002999; მის: თბილისი, ხეთაგურის ქ. 400, ბ. 56; ელ.ფოსტა: shalvashalvashalvashvili9@gmail.com; ტელეფონი: 1999 5599987; საბანკო ინფორმაცია: ბანკის დასახელება: სს „ეიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: ABC577; ანგარიშის ნომერი: ABC12345678901444; (3) (ააიპ) „ასოციაცია საქართველოს ნათელი მომავლისთვის ჩვენ ვიბრძვით“ შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. დანართი #5). ასოციაციას ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იურიდიულ მისამართზე აქვს. დამატებითი ინფორმაცია: საბანკო ინფორმაცია: ბანკის დასახელება: სს „ეიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: ABC577; ანგარიშის ნომერი: ABC12345678901555; საკონტაქტო ინფორმაცია: საკონტაქტო პირი: აღმასრულებელი მენეჯერი – ნანუკა ნაკანიანი; ელ.ფოსტა: nakanianinanuka98@gmail.com; ტელ: 8754 8772555.

 

 დავალება: შეადგინეთ ქვექირავნობის ხელშეკრულების შესავალი ნაწილი პრეამბულით.

 

 

სავარჯიშო #13 (პასუხის გარეშე)

 

მხარეები, შპს „ვიყიდისა“ და ნატრული სულმოუთქმელს შორის 2023 წლის 1 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ვიყიდიმ“ ნატრულისგან იყიდა 100 ერთეული ბელგიური წარმოების წნევის საზომი ხელსაწყო ჯამში 10 000 ლარად, ერთეულის ფასი – 100 ლარი. 2023 წლის 5 დეკემბერს ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ვიყიდიმ“ უნაღდო ანგარიშსწორებით გადაუხადა ნატრული სულმოუთქმელს ნასყიდობის თანხა 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო ნატრულიმ შპს „ვიყიდის“ გადასცა წნევის საზომი ხელსაწყოები. მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. იმავე დღეს, შპს „ვიყიდის“ დირექტორმა ნელი ჩქარეულმა აღმოაჩინა, რომ ნატრულის მიერ გადაცემულ ხელსაწყოებს აკლდა 10 წნევის საზომი ხელსაწყო. მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ნატრული დაუბრუნებს შპს „ვიყიდის“ დანაკლისი ხელსაწყოების ღირებულებას 2024 წლის 20 თებერვლამდე. ნელი ჩქარეულმა მოგმართათ და გთხოვათ, წერილობით მოუმზადოთ შეთანხმება, რომელიც მხარეთა ზემოაღნიშნული მოლაპარაკების შედეგად მხარეთა შეთანხმებას ასახავს წერილობით. მხარეთა რეკვიზიტები: (1) ნატრული სულმოუთქმელის მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაცია არის შემდეგი: პირადი ნომერი: 99999333999; მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. ქ. 400, ბ. 56; ელ.ფოსტა: natrulikosulmoutkmel9@gmail.com; ტელეფონი: 1444 5577987; საბანკო ინფორმაცია: ბანკის დასახელება: სს „ეიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: ABC577; ანგარიშის ნომერი: ABC88775678901444; (2) შპს „ვიყიდის“ შესახებ ინფორმაცია იხ. დანართი #6. კომპანიის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იურიდიულ მისამართზე აქვს. დამატებითი ინფორმაცია: საბანკო ინფორმაცია: ბანკის დასახელება: სს „ეიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: ABC577; ანგარიშის ნომერი: ABC12345678901456; საკონტაქტო ინფორმაცია: საკონტაქტო პირი: დირექტორი; ელ.ფოსტა: chkareulinelikonelivikidi@yahoo.com; ტელ: 8754 9952555.

 

დავალება: მოამზადეთ შეთანხმება მხარეებს შორის „მარტივი“ ფორმატის სტრუქტური

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები