ხელშეკრულების სტრუქტურირება - მარტივი,საშუალო და რთული სტრუქტურა

 

.1. ხელშეკრულების სტრუქტურირების ვარიანტები

·        ნებისმიერი ხელშეკრულება შედგება ხელშეკრულების:

a.      შესავალი ნაწილის,

b.      ძირითადი ნაწილისა

c.       დასკვნითი ნაწილისგან.

·        ხელშეკრულების შესავალი ნაწილი მოიცავს:

 

a.      ხელშეკრულების სათაურს

b.       , ხელშეკრულების დადების ადგილსა და თარიღს

c.       ,მხარეების შესახებ ინფორმაციასა

d.     და, საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების პრეამბულას

·        ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი ასახავს ხელშეკრულების ა)არსებით პირობებზე მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება მოიცავდეს დამოუკიდებლად არსებულ ბ)ტერმინთა განმარტების მუხლსაც,

·         დასკვნითი ნაწილი კი ასრულებს ხელშეკრულებას ა)“ხელშეკრულების ეგზემპლარების რაოდენობის განსაზღვრითა’’ და ბ)“მხარეთა ხელმოწერებით’’.

·        შესაძლებელია, ხელშეკრულებას ჰქონდეს დანართი ან დანართები, რომლებიც ითვლება  ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილად. [ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების ძირითად ნაწილში უნდა მიეთითოს შესაბამისი დანართის ან დანართების შესახებ.

·        ხელშეკრულების შესადგენად საჭირო ინფორმაციის განსაზღვრის შემდგომ იურისტს უკვე აქვს კონკრეტული წარმოდგენა იმ პირობებზე, რომლებიც უნდა ჩამოაყალიბოს ხელშეკრულებაში.

·        როგორც წესი, რეკომენდებულია, ეს პირობები გარკვეული ჩანაწერების სახით არსებობდეს.

·        ამგვარი[კლიენტისგან მოსმენილ პირობათა] ჩანაწერები იურისტს ეხმარება ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობის პროცესში იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ყველა მათგანის ასახვა ხელშეკრულებაში.

·         შესაბამისად, როდესაც გვაქვს ინფორმაცია, რომელიც გვჭირდება ხელშეკრულების შესადგენად, და ჩანაწერების სახით ჩამოყალიბებული გვაქვს ძირითადი საკითხები სახელშეკრულებო პირობების შესახებ, უნდა განვსაზღვროთ ის სტრუქტურა, რომელსაც ავირჩევთ[!]

·        ამ პირობების ხელშეკრულების ფორმატში ლოგიკური თანმიმდევრობითა და ორგანიზებულად თავმოსაყრელად.

·        „ხელშეკრულების პირობების „ლოგიკური თანმიმდევრობით“ და „ორგანიზებულად“ განსაზღვრის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, საინტერესო შედარებას გვთავაზობს ლაურა ფრედერიკი: „ხელშეკრულებები ამბავს გვიყვებიან. თხრობა იწყება პერსონაჟებისა და გამოწვევების გაცნობით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი გამყიდველი, რომელიც ფეხსაცმლის თასმებს აწარმოებდა და იყო მყიდველი, რომლის საქმიანობაც ფეხსაცმლის გაყიდვა გახლდათ, გასაყიდ ფეხსაცმელს კი თასმები სჭირდებოდა. მყიდველი და გამყიდველი შეთანხმდნენ თასმების შესყიდვაზე ხელშეკრულების პირობების საფუძველზე. შემდეგ ხელშეკრულება იწყებს პერსონაჟებისა და მოქმედების განვითარებას. ვიგებთ, თუ რა უნდა მოხდეს გმირების ისტორიის ბედნიერად დასასრულებლად. გამყიდველი მყიდველს მიაწვდის 100 ფეხსაცმლის თასმის შეკვრას 2022 წლის 15 სექტემბრისთვის, მყიდველი კი თასმების სანაცვლოდ გამყიდველს გადაუხდის 25 აშშ დოლარს მის მიერ ინვოისის მიწოდებიდან 30 დღის განმავლობაში. მაგრამ შემდეგ, რაც თითქოს ყველაფერი გარკვეულია, სიუჟეტი დაბნელდება და გვეუბნება, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები იმგვარად არ განვითარდება, როგორც დაგეგმილი იყო. გამყიდველი დროულად თუ არ მიაწვდის პროდუქტს ან თასმები ნაკლის მქონე აღმოჩნდება, მყიდველმა შეიძლება შეწყვიტოს ხელშეკრულება და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ხელშეკრულებებს „დასასრულის“ თავისი ვერსიაც კი აქვთ. ხელშეკრულების სრული დებულება განიმარტება იმგვარად, რომ რაც ახლა წაიკითხეთ, არის გამყიდველისა და მყიდველის მთლიანი ამბავი. როდესაც ხელშეკრულებას მოთხრობასავით ვკითხულობ, უფრო მეტად მიადვილდება კვალდაკვალ მივყვე სხვადასხვა ფაქტორებს და გამოვავლინო ხარვეზები, რაც ამ პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.

 

·        სტრუქტურის შერჩევა დამოკიდებულია სახელშეკრულებო პირობების მოცულობაზე და, შესაბამისად, გარიგების კომპლექსურობის მიხედვით განისაზღვრება.

·        ხელშეკრულება შეიძლება სამი სხვადასხვა სტრუქტურით შედგეს, რომლებიც პირობითად შეიძლება შემდეგნაირად დავასათაუროთ:

 

1) „მარტივი“ ფორმატის სტრუქტურა;

2) „საშუალო სირთულის“ ფორმატის სტრუქტურა;

3) „რთული ფორმატის“ სტრუქტურა.

1. „მარტივი“ ფორმატის სტრუქტურა

·        „მარტივი“ ფორმატის სტრუქტურა გულისხმობს სახელშეკრულებო პირობების ჩამოყალიბებას ისე, რომ არ ხდება მათი სისტემატიზაცია[გადანაწილება დაჯგუფება] შესაბამისი სათაურის მქონე მუხლებში,

·        ამ სტრუქტურის მიხედვით განისაზღვრება მხარეთა შორის შეთანხმებული რამდენიმე პირობა იმგვარად, რომ არ ხდება პირობების გაერთიანება და დაჯგუფება დასათაურებულ მუხლებსა თუ პუნქტებში.

·        ამგვარი სტრუქტურა ძირითადად გამოიყენება მარტივი შეთანხმებების დროს, როდესაც მხარეები რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე თანხმდებიან.[ მაგალითად მხარეთა შეთანხმება [ადრე დადებული]ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, [ადრე დადებულ]“ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ’’ და ა.შ.

·        ამდენად, „მარტივი“ ფორმატის სტრუქტურის შეთანხმებების მოცულობა, როგორც წესი, 2 გვერდს არ აღემატება.

 

მაგ.

·        ამ მაგალითში მხარეები თანხმდებიან მხოლოდ 2 პირობაზე:

1)    შეწყდეს ხელშეკრულება კონკრეტული თარიღიდან

და

2)    ადასტურებენ ხელშეკრულების შესრულებასა და პრეტენზიების არარსებობას.

·        ამდენად, არ არის ამ პირობების შესაბამისი სათაურების მქონე „მუხლებად“ დაყოფის საჭიროება.

 

მაგალითი 1: „მარტივი“ ფორმატის სტრუქტურ

შეთანხმება 2023 წლის 01 მარტის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ‘’

 

წინამდებარე შეთანხმება 2023 წლის 01 მარტის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (შემდგომში „შეთანხმება“) დადებულია ქ. თბილისში 2023 წლის 01 ივნისს შემდეგ მხარეებს შორის:

 

ერთი მხრივ, კს „ფარი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 000000000; იურიდიული/ ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ მეფის გამზირი 15)  (შემდგომში „ბიურო“), წარმოდგენილი მისი დირექტორის აიეტ ხორხელის მიერ;

და მეორე მხრივ, შპს „გრენლანდია“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 000000001; იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, წამებულის ქუჩა 100) (შემდგომში „კლიენტი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის გორნელი გუგავას მიერ;

 

„ბიურო“ და „კლიენტი“ ცალ–ცალკე წოდებულნი, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად – როგორც „მხარეები“;

 

„მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობისა და ჩვენ შორის 2023 წლის 01 მარტს გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება“) საფუძველზე, ვთანხმდებით შემდეგზე:

 

1. 2023 წლის 01 ივნისს შეწყდეს „ხელშეკრულება“ „მხარეთა“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

 

2. „მხარეები“ ადასტურებენ, რომ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი „მხარეთა“ ვალდებულებები „ხელშეკრულების“ შეწყვეტის მომენტისათვის სრულად შესრულებულია და მათ არ გააჩნიათ პრეტენზია ერთმანეთის მიმართ.

 

„შეთანხმება“ შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ ენაზე, რომელთაგანაც თითო ეგზემპლარი გადაეცემა „მხარეებს“.

მხარეთა ხელმოწერა :

    ბიურო“                                                                                      „კლიენტი“

დირექტორი                                                                                    დირექტორი

აიეტ ხორხელი                                                                      გორნელი გუგავა

 __________________________                                         __________________________

/ხელმოწერა/                                                                             /ხელმოწერა/

 

 

 

 

                                     2. „საშუალო სირთულის“ ფორმატის სტრუქტურა

 

·        „საშუალო სირთულის“ ფორმატი ითხოვს სახელშეკრულებო პირობების დაჯგუფებას და დაყოფას სხვადასხვა სათაურის მქონე მუხლებში, ანუ , პირობების სისტემატიზაციას მუხლებად, პუნქტებად და, საჭიროების შემთხვევაში, ქვეპუნქტებად.

·        ამ სტრუქტურის არჩევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც შეთანხმებული პირობები და სახელშეკრულებო რეგულაციები შედარებით მოცულობითია და, ამდენად არ არის მიზანშეწონილი „მარტივი“ სტრუქტურირება.

·        ერთმანეთთან დაკავშირებულ პირობებს აერთიანებთ შესაბამისი „გამაერთიანებელი“ სათაურის მქონე მუხლებში და ამგვარად ახდენთ ხელშეკრულების ტექსტის სტრუქტურირებას.

·        „საშუალო სირთულის“ ფორმატის სტრუქტურის ხელშეკრულებების მოცულობა, როგორც წესი, 2 გვერდზე მეტია, თუმცა 5-6 გვერდს არ აღემატება.

·        ამგვარ სტრუქტურაში, უმრავლეს შემთხვევაში, არ გვაქვს ტერმინთ განმარტების ცალკე არსებული მუხლი ხელშეკრულებაში, სახელშეკრულებო ტერმინები ხელშეკრულების ძირითად ტექსტშივეა განმარტებული.

·        ასევე, ხელშეკრულებას, როგორც წესი, არ ახლავს დანართები.[ ამდენად, ამ ფორმატის ხელშეკრულება არ არის კომპლექსური, თუმცა, პირობების მოცულობა ითხოვს მათ დაჯგუფებას დასათაურებულ მუხლებში და ამგვარად სტრუქტურირებას.]

ამ  მაგალითში :

·        უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების პირობები დაყოფილია მუხლებად,

·        მუხლებში გაერთიანებულია მუხლის სათაურის შესაბამისი პირობები.

·        ამდენად, მარტივად მოსაძებნი და ამოსაკითხია ტექსტში კონკრეტული პირობა.  

·        ხელშეკრულებაში რამდენიმე ტერმინია განმარტებული, თუმცა, არ არის ცალკე „ტერმინთა განმარტების“ მუხლი.

·         ტერმინები განმარტებულია „ხელშეკრულების ტექსტში განმარტების მეთოდით“.

მაგალითი 2: „საშუალო სირთულის“ ფორმატის სტრუქტურ

                              უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება

 

 წინამდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) გაფორმებულია/ხელმოწერილია ქ. თბილისში 2024 წლის 01 თებერვალს შემდეგ მხარეებს შორის:

 

ხელშეკრულების მხარეები:

გამყიდველი: სახელი, გვარი: სოლომონ დიდებულიძე

პირადი ნომერი: 01010000000

მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 400, ბ. 8

ელ.ფოსტა: Solomondidi999@gmail.com

ტელეფონი: 878 767675726

 

მყიდველი: სახელი, გვარი: მზექალა ყოჩივარდიშვილი

პირადი ნომერი: 01010000001

მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 500, ბ. 18

ელ.ფოსტა: mzekalamze@gmail.com

ტელეფონი: 878 557675789

 

ხელშეკრულების მიზნებისათვის გამყიდველი და მყიდველი ცალ–ცალკე წოდებულნი როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად – როგორც „მხარეები“;

 

მხარეები, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ვთანხმდებით შემდეგზე:

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1.1. ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით, გამყიდველი გადასცემს საკუთრების უფლებას მყიდველს მის საკუთრებაში არსებულ

1.2. პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე (შემდგომში „ნასყიდობის საგანი“), ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს გამყიდველს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ფასი.

1.2. ნასყიდობის საგნის მახასიათებლებია:

·        მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ნუცუბიძე 400

·         საკადასტრო კოდი: 01.00.00.000.000.00.000

·         საკუთრება: ბინა #18; ფართი: 107.30 კვ.მ.

 

მუხლი 2. განცხადებები და გარანტიები

1.1. მხარეები აცხადებენ და გარანტიას იძლევიან, რომ გააჩნიათ იურიდიული უფლებამოსილება, იკისრონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და შესრულების მიზნით.

1.2. მყიდველი აცხადებს და ადასტურებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე მან დეტალურად შეამოწმა ნასყიდობის საგნის ნივთობრივი მდგომარეობა, იგი მისაღებია მისთვის და არ გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია ნასყიდობის საგნის ნივთობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

1.3. გამყიდველი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მყიდველს მიაწოდა სრული ინფორმაცია მასზე, რომ ნასყიდობის საგანი არ არის სადავო, არ ადევს ყადაღა, არ არის დატვირთული რაიმე ვალდებულებით, არ წარმოადგენს თანასაკუთრების საგანს.

1.4. თითოეული მხარე ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წი-ნააღმდეგობაში მოვიდეს მხარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ განცხადებებსა და გარანტიებთან ან/და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რომლითაც საფრთხე შეექმნება მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.

 

მუხლი 3. ნასყიდობის ფასი

                 ანგარიშსწორება

 

 3.1. ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 113 000 (ას ცამეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად (შემდგომში „ნასყიდობის ფასი“). მყიდველი ვალდებულია, გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის ფასი ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე ნაღდი ანგარიშსწორების წესით, რაზედაც მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

 

 მუხლი 4. ნასყიდობის საგანზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობა;

                   ნასყიდობის საგნის ფაქტობრივი გადაცემა

 

1.1. ნასყიდობის საგანზე მყიდველის საკუთრების უფლება წარმოიშობა ხელშეკრულების საფუძველზე მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.2. გამყიდველი ვალდებულია:

1.2.1.ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი საჯარო რეესტრში ნასყიდობის საგანზე მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში;

1.2.2.ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემისას გადაიხადოს მის გადაცემამდე ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ყველა გადასახადი და მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველს წარუდგინოს დავალიანების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

მუხლი 5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

 

1.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერის მომენტიდან, ექვემდებარება სავალდებულო წესით საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და მოქმედებს მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე („ხელშეკრულების მოქმედების ვადა“).

მუხლი 6. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება (ფორსმაჟორი)

 1.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორსმაჟორის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

1.2. ხელშეკრულების მიზნებისათვის ფორსმაჟორად მიიჩნევა: სტიქიური კატასტროფა, ხანძარი, საომარი მოქმედება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და მხარისათვის გადაულახავი და მისი კონტროლისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები, რომლებიც: ა) არ არის დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან, ბ) დაიწყო ან განვითარდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ და გ) პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს მხარეთა მიერ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან/და ჯეროვნად შესრულებაზე.

1.3. მხარე, რომლისთვისაც ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი შეიქმნა, ვალდებულია ფორსმაჟორის დადგომისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მისი დადგომიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში, აცნობოს მეორე მხარეს. არასაპატიო მიზეზით შეუტყობინებლობისა ან/და დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორსმაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველს.

1.4. თუ ფორსმაჟორის მოქმედება გრძელდება 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს, მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ ხელშეკრულების საფუძველზე მათი შემდგომი ურთიერთობის საკითხები (ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელება, ხელშეკრულების შეწყვეტა). თუ მხარეები ვერ მიაღწევენ კომპრომისს, დავას განიხილავს სასამართლო.

 

მუხლი 7. მარეგულირებელი კანონმდებლობა;

                 დავათა გადაწყვეტა

1.1. ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

1.2. ნებისმიერი დავა, წარმოშობილი ხელშეკრულებიდან, ან მასთან დაკავშირებით, განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ.

მუხლი 8. კომუნიკაცია მხარეთა შორის

1.1. თუ ხელშეკრულება არ ადგენს კომუნიკაციის სხვა ფორმას კონკრეტულ საკითხთან მიმართებით ან თუ მხარეები არ შეთანხმდებიან კომუნიკაციის განსხვავებულ წესზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაცია მხარეთა შორის წარმოებს წერილობითი ფორმით ხელშეკრულებით განსაზღვრულ მხარეთა საკონტაქტო რეკვიზი-ტებზე ან სხვა ნებისმიერ საკონტაქტო რეკვიზიტზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორე მხარეს წერილობით წინამდებარე მე-8 მუხლით დადგენილი წესით.

1.2. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს წერილობით კურიერის ან საფოსტო გზავნილის ან ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ხელშეკრულებით განსაზღვრულ მხარეთა საკონტაქტო რეკვიზიტ(ებ)ზე ან ხელშეკრულების 8.3. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – მხარის იმ უკანასკნელ საკონტაქტო რეკვიზიტ(ებ)ზე, რომელსაც მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს წინამდებარე მე-8 მუხლით დადგენილი წესით.

1.3. ხელშეკრულებით განსაზღვრული, მხარის საკონტაქტო რეკვიზიტის ცვლილების შემთხვევაში, მხარე ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ასეთი ცვლილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე მხარის მიერ მისთვის ცნობილ მხარის საკონტაქტო რეკვიზიტ(ებ)ზე განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაცია (შეტყობინების, დოკუმენტის, წერილის გაგზავნა და ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაცია) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად. წინამდებარე მე-8 მუხლით დადგენილი წესით განხორციელებული შეტყობინება ადრესატი მხარის მიერ მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ საკონტაქტო რეკვიზიტზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფლის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.

 1.4. წინამდებარე მე-8 მუხლით დადგენილი წესით განხორციელებული შეტყობინება ადრესატი მხარის მიერ მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ საკონტაქტო რეკვიზიტზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფლის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

1.1. ხელშეკრულების რომელიმე ნორმის/დებულების ბათილობა არ გამოიწვევს ხელშეკრულების სხვა ნორმებისა და დებულებების ბათილობას. ამასთან, ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.

1.2. ხელშეკრულების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და მას ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭებ

1.3. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად. ხელშეკრულების თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ხოლო ერთი ეგზემპლარი წარედგინება საჯარო რეესტრს რეგისტრაციისათვის.

                                                          მხარეთა ხელმოწერა

გამყიდველი                                                                                                 მყიდველი

მზექალა ყოჩივარდიშვილი                                                                სოლომონ დიდებულიძე

__________________________                                                         __________________________

/ხელმოწერა/                                                                                         /ხელმოწერა/

 

3.     „რთული“ ფორმატის სტრუქტურა

 

·        რაც უფრო მოცულობითია ხელშეკრულების პირობები, მით უფრო რთულდება ხელშეკრულების ფორმატი.

·        „რთული“ ფორმატი, როგორც წესი, გამოიყენება კომპლექსური გარიგებების შემთხვევაში და ითხოვს სახელშეკრულებო პირობების დაჯგუფებას და დაყოფას სხვადასხვა სათაურის მქონე მუხლებში, შესაბამისად, პირობების სისტემატიზაციას მუხლებად, პუნქტებად და, საჭიროების შემთხვევაში, ქვეპუნქტებად.

·        შესაძლებელია პუნქტებისა და, ზოგ შემთხვევაში, ქვეპუნქტების დასათაურებაც.

·        „რთული“ ფორმატის სტრუქტურის არჩევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც შეთანხმებული პირობები და სახელშეკრულებო რეგულაციები მოცულობითია და, ამდენად არ არის მიზანშეწონილი „მარტივი“ ან „საშუალო სირთულის“ ფორმატით ხელშეკრულების პირობების სტრუქტურირება.

·        ერთმანეთთან დაკავშირებულ პირობებს აერთიანებთ შესაბამისი „გამაერთიანებელი“ სათაურის მქონე მუხლებსა და პუნქტებში და ამგვარად ახდენთ ხელშეკრულების ტექსტის სტრუქტურირებას.

·        რთული ფორმატის სტრუქტურის ხელშეკრულებების მოცულობა, როგორც წესი, 5-6 გვერდს  აღემატება.

·        იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება მოცულობითია, მიზანშეწონილია, ხელშეკრულებაში ტერმინთა განმარტების მუხლის არსებობა.

·        ტერმინთა განმარტების  მუხლში ანბანის მიხედვით განისაზღვრება ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები და მათი განმარტებები.

·        ხელშეკრულებით დასარეგულირებელი საკითხების მოცულობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების ძირითადი ტექსტის ზედმეტად გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია სპეციფიკური საკითხების ხელშეკრულების შესაბამის დანართებში გადატანა.

·        ხელშეკრულების დანართს სხვა ფუნქციაც შეიძლება ჰქონდეს: კონკრეტული საკითხის დანართში გამოყოფა და, ამდენად, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ამ საკითხზე.

·        დანართი, ასევე, შეიძლება სხვა მიზანს ემსახურებოდეს. დანართის სახით შეიძლება წარმოდგენილი იყოს უკვ შედგენილი კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც ხელშეკრულებაში ამა თუ იმ პირობის დადასტურებისთვისაა წარმოდგენილი, მაგალითად, მინდობილობა, რომელიც განსაზღვრავს მინდობილობაში მითითებული რწმუნებულის მიერ ხელშეკრულების მხარის სახელით ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას.

·        ამგვარი დანართი, შესაძლებელია, თან ახლდეს როგორც „მარტივი“ ფორმატის, ისე „საშუალო სირთულის“ ფორმატის სტრუქტურის მქონე ხელშეკრულებას და, შესაბამისად, დანართი , არ წარმოადგენს ფაქტორს ხელშეკრულების კონკრეტული სტრუქტურის განსაზღვრისათვის.

·        თუ ხელშეკრულების ტექსტი მოცულობითია, მიზანშეწონილია, სარჩევის გაკეთებაც იმისთვის, რომ გამარტივდეს ხელშეკრულებით დარეგულირებული კონკრეტული საკითხის მოძებნა და ამოკითხვა. ამასთან, სარჩევი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ა)დასათაურებულ მუხლებზე, არსებობის შემთხვევაში, ბ)დასათაურებულ პუნქტებსა და გ)გვერდების ნომრებზე, სადაც ეს კონკრეტული მუხლი თუ პუნქტია განსაზღვრული.

 

მაგალითი 3: „რთული“ ფორმატის სტრუქტურა


·        მაგალითში მოყვანილი  ხელშეკრულება მომზადებულია 2024 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით კლიენტი დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად.

·        ხელშეკრულების სტრუქტურა კომპლექსურია: იგი შედგება ძირითადი ხელშეკრულების ტექსტისა და 5 დანართისგან. ამასთან, ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილად ითვლება დამსაქმებლის მიერ მიღებული ა)შინაგანაწესიც, ბ)ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და გ)შვებულების რიგითობისა და )შვებულების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურა.

·        ამდენად, ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი შედარებით ზოგადი დებულებებისგან შედგება, თუმცა, შრომის კოდექსით განსაზღვრული არსებითი პირობები ხელშეკრულებაში ასახულია.

·        შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული გარკვეული სპეციფიკური საკითხები გატანილია დანართებში, ასევე, რეგულირდება შინაგანაწესით, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესითა და შვებულების რიგითობისა და შვებულების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურის შესაბამისად.

·        დამსაქმებლის მიერ მიღებული თითოეული ეს დოკუმენტი ხელშეკრულების მიხედვით ამ ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილია

·         დასაქმებული ადასტურებს მათ გაცნობას და მათში ასახულ პირობების შესრულებაზე თანხმობას.

 

შრომითი ხელშეკრულება

სარჩევი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება .................................... გვ…

 მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი .................................... გვ…

მუხლი 3. ხელშეკრულების არსებითი პირობები .................................... გვ…

3.1 მუშაობის დაწყების თარიღი .................................... გვ…

3.2 შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა/ ხელშეკრულების მოქმედების ვადა .................................... გვ…

3.3 თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაო .................................... გვ…

3.4 სამუშაო ადგილი .................................... გვ…

3.5 შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი .................................... გვ…

3.6 სამუშაო დრო და დასვენების დრო .................................... გვ…

3.7 შვებულება .................................... გვ…

3.8 ზეგანაკვეთური სამუშაო .................................... გვ…

მუხლი 4. განცხადებები და გარანტიები .................................... გვ…

მუხლი 5. ხელშეკრულების ზოგადი პირობები .................................... გვ…

5.1 შრომითი ურთიერთობის რეგულაცია .................................... გვ…

5.2 მხარეთა უფლება-მოვალეობები .................................... გვ…

5.3 ხელშეკრულების შეჩერება და შეწყვეტა .................................... გვ…

5.4 კომუნიკაცია მხარეთა შორის .................................... გვ…

5.5 მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი .................................... გვ…

 5.6 ხელშეკრულების დანართ(ებ)ი .................................... გვ…

5.7 ცვლილებები და დამატებები .................................... გვ…

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები .................................... გვ…

მხარეთა ხელმოწერა .................................... გვ…

 

დანართები .................................... გვ…

დანართი 1: თანამდებობრივი ინსტრუქცია/ სამუშაო აღწერილობა .................................... გვ…

დანართი 2: შეთავსებით მუშაობის შეზღუდვა .................................... გვ…

დანართი 3: შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ .................................... გვ…

დანართი 4: პირობები სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ .................................... გვ… დანართი 5: კონკურენციის აკრძალვა/დასაქმების შეზღუდვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ .................................... გვ…

ყურადღება:

·        მიაქციეთ ყურადღება, რომ სარჩევი მოიცავს არა მხოლოდ ხელშეკრულებაში დასათაურებულ მუხლებს, არამედ დასათაურებულ პუნქტებსა და დანართებზე მითითებასაც

·         მარტივად არის შესაძლებელი სარჩევიდან პირდაპირ კონკრეტული მუხლის, პუნქტის ან დანართის შესაბამის გვერდზე გადასვლა.

·         თუ ხელშეკრულებაში დასათაურებული გაქვთ მხოლოდ მუხლები,  მაშინ სარჩევი გაკეთდება ამ მხოლოდ ამ მუხლებზე მითითები

                                                შრომითი ხელშეკრულება

 

„ხელშეკრულება“ გაფორმებულია ქ. თბილისში 2024 წლის 01 თებერვალს შემდეგ „მხარეებს“ შორის:

ხელშეკრულების მხარეები: 

„დამსაქმებელი“/„კომპანია“ სახელწოდება (საფირმო): შპს „ფარმაცევტიკა პლუსი“

საიდენტიფიკაციო კოდი: 000000000

იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ვ. მკურნალაძის ქ. 444

 წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): სახელი, გვარი: გიორგი წამალაძე

თანამდებობა/სტატუსი: დირექტორი „დასაქმებული“ სახელი, გვარი: ევგენი ევგენიძე

პირადი ნომერი: 00000000001

რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, ქორბუდა ქებურიას ქ. 104 საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: ქ. თბილისი, ქორბუდა ქებურიას ქ. 104

ტელეფონი: 888888888

[სასწავლო მითითება]

·        მაგალითად მოყვანილი ხელშეკრულება თავისი დანართებით დაახლოებით 20 გვერდისგან შედგება, მასში  სულ 28 ტერმინია განმარტებული.

·        შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი და მკითხველისთვის მოუხერხებელია ხელშეკრულების ტექსტში ტერმინთა განმარტებები.

·         მიზანშეწონილია, ტერმინების თავმოყრა ტერმინთა განმარტებების მუხლში’’ და მათი ანბანური თანმიმდევრობით განსაზღვრა.

·        ტერმინების ანბანის მიხედვით დალაგება მოსახერხებელია მარტივად მათი მოძებნის თვალსაზრისითაც.

                                                   მუხლი 1. ტერმინთა განმარტებ

1.1. თუ „ხელშეკრულებით“, მათ შორის „დანართ(ებ)ით“, სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, „ხელშეკრულებაში“ ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1.1.1. „ბრძანება“ „დირექტორის“ ბრძანება, რომელიც შეიძლება განსაზღვრავდეს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით „დამსაქმებლის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას/გადაწყვეტილებებს და შეიძლება ატარებდეს როგორც ერთჯერად, ისე არაერთჯერად ხასიათს, მათ შორის „დამსაქმებლის“ გადაწყვეტილება, რომელიც ეხება „ხელშეკრულების“ შეწყვეტას ან „დასაქმებულის“ მიმართ „დისციპლინური პასუხისმგებლობის“ გამოყენებას.

1.1.2. „დამსაქმებელი“ შპს „ფარმაცევტიკა პლუსი“ (ს/კ 000000000). ან „კომპანია“

1.1.3. „დანართ(ებ)ი“ თუ ცალსახად სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული, „ხელშეკრულების“ დანართი/დანართები, რომელიც/რომლებიც წარმოადგენს „ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად, მათ შორის:

ა. დანართი 1 თანამდებობრივი ინსტრუქცია/ სამუშაო აღწერილობა;

ბ. დანართი 2 შეთავსებით მუშაობის შეზღუდვა;

გ. დანართი 3 შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ;

დ. დანართი 4 პირობები სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ;

ე. დანართი 5 კონკურენციის აკრძალვა/ დასაქმების შეზღუდვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ.

[სასწავლო შენიშვნა]

·        დანართები განსაზღვრულია ტერმინოლოგიურად და, ასევე, გაკეთებულია ჩამონათვალი იმ დანართებისა, რომლებიც თან ახლავს ხელშეკრულებას, რაც მკითხველს ეხმარება ხელშეკრულების დასაწყისშივე დანართების შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში.

1.1.4. „დასაქმებული“  „კომპანიაში“ დასაქმებული ფიზიკური პირი „ხელშეკრულების“ შესავალში განსაზღვრულის შესაბამისად.

1.1.5. „დირექტორი“    „კომპანიის“ დირექტორი.

1.1.6. „დისციპლინური გადაცდომა“   „დასაქმებულის“ მიერ „შრომითი კანონმდებლობის“ ან/და „ხელშეკრულების“ ან/და „შინაგანაწესის“, მათ შორის შრომითი დისციპლინის ან/და სამსახურებრივი ქცევის სტანდარტების, დარღვევა ან/და შრომითი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რომლისთვისაც „დამსაქმებლის“ გადაწყვეტილებით „დასაქმებულს“ შეიძლება დაეკისროს „დისციპლინური პასუხისმგებლობის/ სანქციის“ რომელიმე ზომა, მათ შორის „ხელშეკრულების“ შეწყვეტა.

 1.1.7. „დისციპლინური პასუხისმგებლობა“    „შინაგანაწესით“ გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც გამოიყენება „დამსაქმებლის“ მიერ „დასაქმებულის“ მიმართ „დისციპლინური გადაცდომისათვის“, კერძოდ:

ა. წერილობითი გაფრთხილება (საყვედური);

ბ. საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით;

გ. ფინანსური სანქცია/დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან;

დ. „ხელშეკრულების“ შეწყვეტა.

 

1.1.8. „დღე“ კალენდარული დღე.

1.1.9. „ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი’’,  „დირექტორის“ მიერ დამტკიცებული ზეგანაკვეთური სამუშაოს რომელიც განსაანაზღვრავს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს და წარმოადგენს „ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს.

1.1.10. „თანამდებობრივი „დანართი“ ინსტრუქცია“/ან „სამუშაო“ აღწერილობა, 1-ით განსაზღვრული „დასაქმებულის“ „სამუშაოს აღწერილობა“ ფუნქციები და თანამდებო ბრივი მოვალეობები.

1.1.11. „კანონმდებლობა“ საქართველოს ნორმატიული აქტები: საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ქმნიან საქართველოკანონმდებლობას და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც მოქცეულია საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში.

1.1.12. „კონტრაჰენტი“ მესამე პირ(ებ)ი, რომლის ურთიერთობა „კომპანიასთან“ განისაზღვრება სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, გარდა შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობისა. 1.1.13. „კონფიდენციარ ალური ინფორმაცია“   ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ზოგადად არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და, რომელიც ზეპირსიტყვიერად, წერილობით ან ელექტრონულად „დასაქმებულისთვის“ ცნობილი გახდა ან/ და რომელზედაც მას ხელი მიუწვდებოდა „სამუშაოს“ შესრულების შედეგად. კონფიდენციალური ინფორმაცია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერი ფორმატის და შინაარსის იდეას, პროცესს, მეთოდს, სისტემას, საშუალებას, სტრატეგიას, აღმოჩენას, ფაქტს, გარემოებას და დოკუმენტს, მათ შორის, ნებისმიერი ინფორმაცია „დამსაქმებლის“ „კონტრაჰენტების“, კლიენტების, გარიგებების პირობების, ბიზნეს-პროექტების, მონაცემთა ბაზების, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების, „სამუშაო“ პროცედურის, ფინანსური ინფორმაციის, ტექნიკური ინფორმაციის, პერსონალური, პროფესიული, კომერციული ან სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც „კანონმდებლობით“ მიჩნეულია საჯარო ინფორმაციად და ადმინისტრაციული ორგანოების მეშვეობით მათი გაცნობა შეუძლია ნებისმიერ „პირს“.

 1.1.14. „კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება“   „დასაქმებულის“ მიერ ან მისი გაუფრთხილებლო ბისშედეგად „მესამე პირ(ებ)ისათვის“ „კონფიდნციალური ინფორმაციის“ მიწოდება ზეპირსიტყვიერად, წერილობით ან/და ელექტრონულად „დამსაქმებლის“ წერილობითი თანხმობის გარეშე.

1.1.15. „მესამე პირ(ებ)ი“   ნებისმიერი „პირ(ებ)ი“, გარდა „დამსაქმებლის“ ან/და „დასაქმებულის 1.1.16. „მხარე“ „დასაქმებული“ ან „დამსაქმებელი“.

1.1.17. „მხარეები“ „დასაქმებული“ და „დამსაქმებელი“ ერთობლივად.

1.1.18. „ნებადართული მიზანი“   „კონფიდენციალური ინფორმაციის“ გამოყენება „დასაქმებულის“ მიერ მხოლოდ „სამუშაო“ ფუნქციების განხორციელების მიზნით.

1.1.19. „პირ(ებ)ი“ ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს.

1.1.20. „სამუშაო” „დასაქმებულის“ მიერ „ხელშეკრულების“ საფუძველზე შესასრულებელი სამუშაო და ფუნქციები „ხელშეკრულებისა“ და „თანამდებობრივი ინსტრუქციის“ შესაბამისად.

 1.1.21. „სამუშაო დღე“ „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული „დასაქმებულის“ სამუშაო დღე.

1.1.22. „შვებულების რიგითობისა და შვებულების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურა, „დირექტორის“ მიერ დამტკიცებული შვებულების იგითობისა და შვებულების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურა ,რომელიც განსაზღვრავს  შვებულების გაცემასა და შვებულებასთან დაკავშირებულ “ საკითხებს და წარმოადგენს „ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს.

1.1.23. „შინაგანაწესი“ „კომპანიის“ შინაგანაწესი (მათ შორის შინაგანაწესზე თანდართული შრომის უსაფრთხოების დებულება), რომელიც წარმოადგენს „ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს.

1.1.24. „შრომის ანაზღაურება“ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „სამუშაოს“ შესრულებისათვის „დასაქმებულის“ ყოველთვიური ანაზღაურება.

1.1.25. „შრომითი კანონმდებლობა“ შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს ნორმატიული აქტები: საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას (მათ შორის საქართველოს შრომის კოდექსი) და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლები მოქცეულია საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში.

1.1.26. „შრომითი ხელშეკრულება“ან „ხელშეკრულება“ „დამსაქმებელსა“ და „დასაქმებულს“ შორის დადებული წინამდებარე შრომითი ხელშეკრულება „დანართ(ებ)ის“ ჩათვლით, რომელიც განსაზღვრავს „დასაქმებულის“ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ პირობებს.

1.1.27. ხელმძღვანელი“  ან „უშუალო ხელმძღვანელი’’ „კომპანიაში“ არსებული კონკრეტული სამსახურის ა  ან დეპარტამენტის უფროსი, რომლის მიმართაც,  „დირექტორის“ გარდა, ანგარიშვალდებულია „დასაქმებული“.

1.1.28. „ხელშეკრულების მოქმედების ვადა“  „ხელშეკრულების“ 3.2 პუნქტით განსაზღვრულის შესაბამისად.

 

 

 

 

 

                                    მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი

 

2.1. „ხელშეკრულების“ საგანია „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად „დასაქმებულის“ მიერ „დამსაქმებლის“ სასარგებლოდ „სამუშაოს“ შესრულება „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული ანაზღაურების სანაცვლოდ.

      [საწავლო შენიშვნა]

·        დასათაურებულია არა მხოლოდ მუხლები, არამედ პუნქტებიც.

·         დასათაურება ხელს უწყობს პირობების სისტემატიზაციას და კონკრეტული საკითხის მარტივად მოძებნასა და ამოკითხვას.

·         შედარებისათვის იხილეთ თითოეული მუხლის დასათაურება  და დასათაურებული თითოეული პუნქტი.

·        აღნიშნული დაგეხმარებათ, შეიქმნათ წარმოდგენა, თუ როგორ ხდება ერთმანეთის მსგავსი საკითხების დაჯგუფება და საერთო სათაურის ქვეშ გაერთიანებ

 

                            მუხლი 3. ხელშეკრულების არსებითი პირობებ

 

3.1. მუშაობის დაწყების თარიღი: 01 თებერვალი, 2024 წელი.

 

3.2. შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა/ხელშეკრულების მოქმედების ვადა:

 

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა/„ხელშეკრულების მოქმედების ვადა“ განისაზღვრება 1 (ერთი) წლის ვადით 2024 წლის 01 თებერვლი-დან 2025 წლის 01 თებერვლის ჩათვლით. ამასთან, თუ „ხელშეკრულების მოქმედების ვადის“ ამოწურვამდე რომელიმე „მხარე“ 30 (ოცდაათი) დღით ადრე არ გამოთქვამს წერილობით სურვილს, შეწყვიტოს „ხელშეკრულება“ ან ცვლილებები შეიტანოს მასში, „ხელშეკრულების მოქმედების ვადა“ ავტომატურად გრძელდება იმავე ვადით და პირობებით. აღნიშნული ვადის გაგრძელების ავტომატური მექანიზმი მოქმედებს „ხელშეკრულების მოქმედების ვადის“ ყოველი ამოწურვისას იმ პირობით, რომ თუ „ხელშეკრულების“ მოქმედების ხანგრძლივობა აღემატება 30 (ოცდაათი) თვეს, აღნიშნული 30 (ოცდაათი) თვის გასვლისთანავე „ხელშეკრულება“ მიიჩნევა უვადოდ დადებულად.

 

3.3. თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაო:

 

3.3.1.„ხელშეკრულების“ საფუძველზე „დამსაქმებელი“ იღებს სამუშაოდ „დასაქმებულს“ სრულ საშტატო განაკვეთზე შემდეგ თანამდებობაზე: იურისტი.

3.3.2.„დასაქმებულის“ მიერ შესასრულებელი სამუშაო და ფუნქციები განისაზღვრება „თანამდებობრივი ინსტრუქციით”, რომელიც „დანართი“ 1-ის სახით თან ერთვის „ხელშეკრულებას“.

[სასწავლო შენიშვნა]

·        მიაქციეთ ყურადღება, რომ თანამდებობასა და შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები დანართ 1-შია გატანილი;

·        ამგვარი მექანიზმით 3.3. პუნქტის გარკვეულწილად განტვირთვა ხდება.

·         3.3. პუნქტი ზოგად ინფორმაციას გვაწვდის  ა)თანამდებობისა და ბ)საშტატო განაკვეთის შესახებ და თანამდებობასა და შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე კი მითითებას აკეთებს დანართ 1-ზე (იხ. დანართი 1)

3.4. სამუშაო ადგილი: „დასაქმებულის“ მიერ „სამუშაოს“ შესრულების ძირითადი ადგილია ქ. თბილისი, ვალიდა მკურნალაძის ქ. 444. სამუშაო ადგილის ცვლილება დასაშვებია „დასაქმებულის“ თანხმობით.

 3.5. შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი

 

3.5.1.„დასაქმებულის“ ყოველთვიური „შრომის ანაზღაურება“ შეადგენს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე. 3.5.2.„დასაქმებული“ აცხადებს თანხმობას მასზე, რომ „დამსაქმებელმა“ განახორციელოს „დასაქმებულის“ ჯანმრთელობის დაზღვევა „დმსაქმებლის“ მიერ შერჩეულ სადაზღვევო კომპანიაში „დამსაქმებლის“ კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში. „შრომის ანაზღაურება“ არ მოიცავს სადაზღვევო კომპანიისათვის „დასაქმებულის“ სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელ სადაზღვევო პრემიას. აღნიშნული პრემიის გადახდას უზრუნველყოფს „კომპანია“.

 

 3.5.3.„დამსაქმებლის“ გადაწყვეტილებით ან „მხარეთა“ შეთანხმებით, შესაძლებელია „დასაქმებულს“ მიეცეს პრემია ან სხვა სახის ფინანსური სახის მხარდაჭერა, რომელიც არ წარმოადგენს „შრომის ანაზღაურებას“ და არ იქნება გამოყენებული საშვებულებო ანაზღაურების ან სხვა მსგავსი გადასახდელის დაანგარიშების მიზნებისათვის.

 

3.5.4.„ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „დასაქმებული“ აცხადებს თანხმობას მასზე, რომ „დამსაქმებელს“ გააჩნია სრული უფლებამოსილება, სათანადო საფუძვლის არსებობისას, საკუთარი შეხედულებისამებრ, არ გადაუხადოს „დასაქმებულს“ „ხელშეკრულებით“ ან „მხარეთა“ სხვა შეთანხმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული გადასახდელი (შრომის ანაზღაურება, ბონუსი და სხვ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც შესაბამისი ოდენობით ჩაითვლება (გაიქვითება) „დასაქმებულის“ მიერ „დამსაქმებლისათვის“ „ხელშეკრულებით“ ან „მხარეთა“ სხვა შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელის (ზიანის ანაზღაურება, ფინანსური სანქცია და სხვ.) ანგარიშში. ამასთან, „შრომის ანაზღაურებიდან“ ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „შრომის ანაზღაურების“ 50 (ორმოცდაათი) პროცენტს.

 

3.6. სამუშაო დრო და დასვენების დრო

 

3.6.1.„სამუშაო დღეების“ რაოდენობაა: კვირაში 5 (ხუთი) სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

3.6.2.„სამუშაო დღის“ ხანგრძლივობაა: 09:30 საათიდან 17:30 საათამდე. „სამუშაო დღის“ განმავლობაში შესვენების ხანგრძლივობაა 1 საათი: 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.

3.6.3.დასვენების დღეებია: შაბათი-კვირა და „კანონმდებლობით“ განსაზღვრული უქმე დღეები.

[საწავლო შენიშვნა]

·        3.7. პუნქტი აყალიბებს შვებულებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს. უფრო დეტალურ რეგულირების მიმართ კი მითითებას ახდენს შინაგანაწესსა და შვებულების რიგითობისა და შვებულების გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურაზე.

·        ორივე ეს დოკუმენტი განმარტებულია ტერმინთა განმარტების’’ მუხლში,

·        ასევე, 4.3.4. პუნქტში დასაქმებული ადასტურებს ამ დოკუმენტების გაცნობას და შესრულებაზე თანხმობას.

3.7. შვებულებ:

3.7.1.„დასაქმებულის“ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 24 (ოცდაოთხი) „სამუშაო დღით“. „დასაქმებულს“ უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში 15 (თხუთმეტი) დღით.

3.7.2.„კომპანიაში“ მუშაობის პირველ წელს „დასაქმებულს“ ეძლევა შვებულება, როგორც წესი 11 (თერთმეტი) თვის ვადის გასვლის შემდეგ. ყველა მომდევნო შვებულებით სარგებლობა „დასაქმებულს“ შეუძლია ნებისმიერ დროს მხოლოდ „შვებულების რიგითობისა და შვებულების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურის“ შესაბამისად. შვებულებით სარგებლობისათვის აუცილებელია „დასაქმებულსა“ და „დამსაქმებელს“ შორის მიღწეული შეთანხმება, რაც ფორმდება შესაბამისი ბრძანებით.

3.7.3.შვებულებიდან „დასაქმებულის“ გამოძახება შეიძლება მოხდეს მხოლოდ „დასაქმებულის“ თანხმობის შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით გამოუყენებელი შვებულება უნდა მიეცეს „დასაქმებულს“ მიმდინარე წლის განმავლობაში.

3.7.4. საშვებულებო ანაზღაურების ოდენობა დაანგარიშდება შვებულების წინა 3 (სამი) თვის საშუალო ანაზღაურებიდან. თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 (სამი) თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით. 3.7.5.„შრომითი კანონმდებლობით“ განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით, „ხელშეკრულების“ შეწყვეტისას, „დამსაქმებელი“ ვალდებულია „დასაქმებულს“ აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის შესაბამისად.

3.7.6.შვებულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება „შინაგანაწესის“, „შვებულების რიგითობისა და შვებულების გცემასთან დაკავშირებული პროცედურისა“ და „შრომითი კანონმდებლობის“ შესაბამისად.

 

 

„საწავლო შენიშვნა’’

 

·        3.8. პუნქტი აყალიბებს ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასა და გადახდის წესთან დაკავშირებით მიუთითებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესზე. აღნიშნული წესი განმარტებულია ტერმინთა განმარტების მუხლში. − შინაგანაწესისა და შვებულების რიგითობისა და შვებულების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურის მსგავსად, 4.3.4. პუნქტში დასაქმებული ადასტურებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესის გაცნობას და მასზე თანხმობა

3.8. ზეგანაკვეთური სამუშაო

 

3.8.1.„დასაქმებული“ ვალდებულია, „დამსაქმებლის“ დავალებით შეასრულოს ზეგანაკვეთური „სამუშაო“. ა. სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის – ანაზღაურების გარეშე; ბ. საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის – ანაზღაურებით.

 

3.8.2.სხვა დანარჩენ შემთხვევაში ზეგანაკვეთურ „სამუშაოდ“ მიიჩნევა: „მხარეთა“ შეთანხმებით „დასაქმებულის“ მიერ „სამუშაოს“ შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება „ხელშეკრულების“ 3.6.1-3.6.2. პუნქტებით განსაზღვრულ ნორმირებულ „სამუშაო“ დროს.

 

3.8.3.ზეგანაკვეთური „სამუშაო“ ანაზღაურდება „მხარეთა“ შეთანხმების შესაბამისად „დასაქმებულისათვის“ დამატებითი დასვენების დროის მიცემით ან ფულადი ანაზღაურების სახით. ფულადი ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესით“.

 

3.8.4.„დამსაქმებელი“ ვალდებულია, 7 (შვიდი) დღით ადრე წერილობით შეატყობინოს „დასაქმებულს“ შესასრულებელი ზეგანაკვეთური „სამუშაოს“ შესახებ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, „დამსაქმებლის“ ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი წინასწარი გაფრთხილება შეუძლებელია.

3.8.5.„დასაქმებულის“ მიერ „ხელშეკრულების“ 2.6.1.-2.6.2. პუნქტებით განსაზღვრული ნორმირებული „სამუშაო“ დროის შემდეგ „დამსაქმებელთან“ წერილობითი შეთანხმების გარეშე „დასაქმებულის“ მიერ საკუთარი ინიციატივით „სამუშაოს“ შესრულება ან/და სამუშაო ადგილზე ყოფნა არ მიიჩნევა ზეგანაკვეთურ „სამუშაოდ“ და ანაზღაურებას ან „დასაქმებულისათვის“ სამაგიერო დასვენების დროის მიცემას არ ექვემდებარება.

 

მუხლი 4. განცხადებები და გარანტიები

 

 4.1. „მხარეები“ აცხადებენ და გარანტიას იძლევიან, რომ გააჩნიათ უფლებამოსილება, იკისრონ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა „ხელშეკრულების“ ძალაში შესვლისა და შესრულების მიზნით.

 

 4.2. „დამსაქმებელი“ აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:

 

4.2.1.მისი შესაძლებლობის ფარგლებსა და გონივრულ ფორმებში შექმნის შრომის სათანადო პირობებს, გადაიხდის „შრომის ანაზღაურებას“ „ხელშეკრულებითა“ და „შინაგანაწესით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

 

4.3. „დასაქმებული“ აცხადებს, გარანტიას იძლევა და ადასტურებს, რომ:

 

4.3.1.„დასაქმებული“ არის კვალიფიციური, სათანადო სპეციალობის მქონე პირი, რომელსაც შეუძლია კვალიფიციურად შეასრულოს „სამუშაო“ და დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები;

 

4.3.2.წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში „დამსაქმებლის“ მხრიდან „დასაქმებულის“, როგორც კანდიდატის, მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის დისკრიმინაციულ მოპყრობას;

 

4.3.3.მისი ქმედება არ არის/არ იქნება მიმართული „დამსაქმებლის“ მოტყუებისაკენ. „ხელშეკრულების“ დასადებად ან „ხელშეკრულების“ საფუძველზე მის მიერ „დამსაქმებლისათვის“ მიწოდებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია არის სრული, ზუსტი და ნამდვილი. მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტაციის მიწოდებისათვის „კანონმდებლობა“ ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას და წარმოადგენს საკმარის საფუძველს „დამსაქმებლის“ მიერ „ხელშეკრულების“ შეწყვეტისათვის;

 

4.3.4.„ხელშეკრულების“ ხელმოწერის მომენტისათვის დეტალურად გაეცნო „შინაგანაწესს“, „ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესს“, „შვებულების რიგითობისა და შვებულების გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურას“, ეთანხმება „შინაგანაწესში“, „ზგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესსა“ და „შვებულების რიგითობისა და შვებულების გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურაში“ ასახულ პირობებს და აცხადებს თანხმობას მათ შესრულებაზე, სრულადაა ინფორმირებული მისი შრომითი ურთიერთობისა და „კომპანიაში“ დასაქმების პირობების შესახებ.

 

4.4. „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „დასაქმებული“ აცხადებს თანხმობას მასზე, რომ „დამსაქმებელმა“ დაამუშაოს, მათ შორის გადაამოწმოს და შეინახოს „დასაქმებულის“ მიერ „დამსაქმებლისათვის“ მიწოდებული პერსონალური მონაცემები, ასევე, მასზე, რომ „დამსაქმებელმა“ გადასცეს ეს მონაცემები „მესამე პირ(ებ)ს“, „კომპანიის“ საქმიანობიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაზღვევის, საბანკო, აუდიტორული და სხვა მსგავსი მომსახურებებისათვის.

 

4.5. „მხარე“ ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მეორე „მხარეს“ ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს წინამდებარე მე-4 მუხლით განსაზღვრულ განცხადებებთან ან/და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ მუხლით გათვალისწინებული გარანტიების დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება მის მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას.

 

 4.6. „მხარეები“ თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ „კომპანია“ „ხელშეკრულებას“ დებს მხოლოდ წინამდებარე მე-4 მუხლით განსაზღვრული „დასაქმებულის“ განცხადებებისა და გარანტიების საფუძველზე. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული „დასაქმებულის“ გარანტიები და განცხადებები განიხილება „ხელშეკრულების“ პირობებად და მათი დარღვევა, დარღვევის სიმძიმის ხასიათის შესაბამისად, საკმარისი საფუძველია „კომპანიის“ მიერ „ხელშეკრულების“ დაუყოვნებლივ შესაწყვეტად.

 

 

მუხლი 5. ხელშეკრულების ზოგადი პირობები

 

5.1. შრომითი ურთიერთობის რეგულაცია

 

5.1.1.„ხელშეკრულების“ საფუძველზე „დამსაქმებელსა“ და „დასაქმებულს“ შორის შრომითი ურთიერთობა რეგულირდება „კანონმდებლობით“, „ხელშეკრულებით“, მათ შორის „დანართ(ებ)ითა“ და „ბრძანებით“ განსაზღვრული პირობების/წესის შესაბამისად.

 

5.1.2.„შინაგანაწესი“, „ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი“ და „შვებულების რიგითობისა და შვებულების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურა“ წარმოადგენს „ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილ

 

5.1.3.„მხარეებს“ შორის შრომით ურთიერთობაზე სრულად ვრცელდება „ხელშეკრულების“ „დანართ(ებ)ით“, მათ შორის „შინაგანაწესით“ განსაზღვრული ნორმები/დებულებები, გარდა იმ დებულებებისა/ ნორმებისა, რომლებიც განსხვავებულად რეგულირდება „ხელშეკრულებით“.

 

5.2. მხარეთა უფლება-მოვალეობები

 

 5.2.1.„დამსაქმებელი“ უფლებამოსილია:

ა. მართოს „კომპანიის“ საქმიანობა და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

 ბ. მოითხოვოს „დასაქმებულისგან“ „ხელშეკრულებით“, მათ შორის „დანართ(ებ)ითა“ და „ბრძანებ(ებ)ით“ გათვალისწინებული „სამუშაო“ ვალდებულებების კვალიფიციური და დროული შესრულება;

გ. გამოიყენოს „დასაქმებულის“ მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

დ. ისარგებლოს „ხელშეკრულებით“, მათ შორის „დანართ(ებ) ით“, ასევე, „კანონმდებლობით“ გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

 

5.2.2.„დამსაქმებელი“ ვალდებულია:

ა. იმოქმედოს „კანონმდებლობის“ მოთხოვნათა შესაბამისად;

 ბ. უზრუნველყოს:

(i)               „დასაქმებულისათვის“ შრომის ანაზღაურების გადახდა „ხელშეკრულებითა“ და „შინაგანაწესით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

(ii) „დასაქმებული“ სათანადო „სამუშაო“ პირობებით;

(ii)             „დასაქმებულისათვის“ იმგვარი სამუშაო გარემო, რომელიც თავისუფალია დისკრიმინაციისა და ნებისმიერი სახის უკანონო შევიწროებისგან;

 გ. შეასრულოს „შრომითი კანონმდებლობით“ დამსაქმებლებისათვის იმპერატიულად განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.

 

5.2.3.„დასაქმებული“ უფლებამოსილია:

ა. „სამუშაოს“ ჯეროვნად განხორციელებისათვის მოითხოვოს ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ. მიიღოს და მოიპოვოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია „სამუშაოს“ შესასრულებლად;

გ. მოითხოვოს შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა;

დ. ისარგებლოს „ხელშეკრულებით“, მათ შორის „დანართ(ებ) ით“, ასევე, „შრომითი კანონმდებლობით“ გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

 

5.2.4.„დასაქმებული“ ვალდებულია:

ა. კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს შრომითი ვალდებულებები, „დირექტორის“ ან/და „უშუალო ხელმძღვანელის“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბრძანებები, მითითებები და დავალებები;

ბ. განუხრელად დაიცვას „ხელშეკრულებით“, მათ შორის „დანართ(ებ)ით“ ან/და „ბრძანებით“ გათვალისწინებული პირობები;

გ. დაიცვას შრომითი უსაფრთხოების წესები; დ. პირადად შეასრულოს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „სამუშაო“;

 ე. სამუშაო დრო გამოიყენოს შრომითი მოვალეობებისა და „სამუშაო“ ფუნქციების განსახორციელებლად, თავი შეიკავოს იმ საქმიანობისაგან, რომელიც ხელს შეუშლის სხვა თანამშრომლებს, შეასრულონ თავიანთი შრომითი ვალდებულებები;

ვ. „შინაგანაწესით“ განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეატყობინოს „უშუალო ხელმძღვანელს“ ან „დირექტორს“ „სამუშაოს“ შესაძლო შეუსრულებლობის და შეუსრულებლობის შესაბამისი მიზეზის შესახებ;

ზ. გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა იმ გარემოებ(ებ)ის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად, რომელიც ხელს უშლის ან ართულებს ნორმალურ მუშაობას და დაუყოვნებლივ შეატყობინოს „უშუალო ხელმძღვანელს“ ან „დირექტორს“ ამგვარი გარემოებების არსებობის ან მათი შესაძლო წარმოშობის შესახებ;

თ. იზრუნოს თავისი პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფისათვის;

ი. მოუფრთხილდეს „კომპანიის“ ქონებასა და დოკუმენტაციას, დაიცვას მისთვის მინდობილი ან საერთო სარგებლობაშ არსებული ძირითადი საშუალებების გამოყენების წესები, პასუხი აგოს საკუთარი მიზეზით მათ დაზიანებაზე ან დაკარგვაზე;

კ. დაიცვას „შინაგანაწესით“ განსაზღვრული კორპორაციული ეთიკის ნორმები; ლ აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მისი ბრალით მიადგა „კომპანიას“;

მ. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს „დამსაქმებელს“ მისი ფაქტობრივი/საკორესპონდენციო მისამართის ცვლილების თაობაზე;

 ნ. დაიცვას და შეასრულოს „ხელშეკრულებით“, მათ შორის „დანართ(ებ)ით“, განსაზღვრული სხვა პირობები და „ხელშეკრულებით“, მათ შორის „დანართ(ებ)ით“, მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

 

5.2.5.„დასაქმებულს“ ეკრძალება:

 

ა. „კომპანიის“ თანამშრომლების, „კონტრაჰენტების“ დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის ან პირადი უარყოფითი განწყობის გამო; ბ. ნებისმიერი ფორმის საჯარო განცხადების გაკეთება „კომპანიის“ შესახებ ან „კომპანიასთან“ დაკავშირებით, მათ შორის პრესისა და მასმედიის წარმომადგენლებთან, „დამსაქმებლის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

გ. „დამსაქმებლის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე შრომითი მოვალეობების შესრულებისას მისთვის ცნობილი „კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება“ ნებისმიერი ფორმით ნებისმიერი „მესამე პირ(ებ)ისათვის“, გარდა „კანონმდებლობით“ პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა. აღნიშნული ვალდებულება ძალაში რჩება „კომპანიასა“ და „დასაქმებულს“ შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც განუსაზღვრელი ვადით. 5.2.6.„მხარეთა“ სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ხელშეკრულების“ „დანართ(ებ)ით“, რომლებიც „ხელშეკრულების“ განუყოფელი ნაწილიარსებული ძირითადი საშუალებების გამოყენების წესები, პასუხი აგოს საკუთარი მიზეზით მათ დაზიანებაზე ან დაკარგვაზე; კ. დაიცვას „შინაგანაწესით“ განსაზღვრული კორპორაციული ეთიკის ნორმები; ლ აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მისი ბრალით მიადგა „კომპანიას“; მ. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს „დამსაქმებელს“ მისი ფაქტობრივი/საკორესპონდენციო მისამართის ცვლილების თაობაზე; ნ. დაიცვას და შეასრულოს „ხელშეკრულებით“, მათ შორის „დანართ(ებ)ით“, განსაზღვრული სხვა პირობები და „ხელშეკრულებით“, მათ შორის „დანართ(ებ)ით“, მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

 

 5.2.5.„დასაქმებულს“ ეკრძალება:

 

ა. „კომპანიის“ თანამშრომლების, „კონტრაჰენტების“ დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის ან პირადი უარყოფითი განწყობის გამო; ბ. ნებისმიერი ფორმის საჯარო განცხადების გაკეთება „კომპანიის“ შესახებ ან „კომპანიასთან“ დაკავშირებით, მათ შორის პრესისა და მასმედიის წარმომადგენლებთან, „დამსაქმებლის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

გ. „დამსაქმებლის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე შრომითი მოვალეობების შესრულებისას მისთვის ცნობილი „კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება“ ნებისმიერი ფორმით ნებისმიერი „მესამე პირ(ებ)ისათვის“, გარდა „კანონმდებლობით“ პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა. აღნიშნული ვალდებულება ძალაში რჩება „კომპანიასა“ და „დასაქმებულს“ შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც განუსაზღვრელი ვადით.

 

5.2.6.„მხარეთა“ სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ხელშეკრულების“ „დანართ(ებ)ით“, რომლებიც „ხელშეკრულების“ განუყოფელი ნაწილი

 

 

5.3. ხელშეკრულების შეჩერება და შეწყვეტა

 

5.3.1.„ხელშეკრულების“ შეჩერების საფუძვლები და შეჩერების საფუძვლის მიხედვით „შრომის ანაზღაურების“ გაცემის წესი განისაზღვრება „შრომითი კანონმდებლობით“ .

 

5.3.2.„ხელშეკრულების“ შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

 ა. „ხელშეკრულების“ ვადის გასვლა;

ბ. „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;

გ. „მხარეთა“ წერილობითი შეთანხმება;

დ. „ხელშეკრულების“ შეწყვეტა „დამსაქმებლის“ ან „დასაქმებულის“ ინიციატივით;

ე. სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც „სამუშაოს“ შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;

ვ. „დასაქმებულის“ გარდაცვალება;

ზ. „შრომითი კანონმდებლობით“ გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

5.3.3.„დამსაქმებელი” უფლებამოსილია, შეწყვიტოს „ხელშეკრულება“ „ხელშეკრულების მოქმედების ვადის“ ამოწურვამდე შემდეგ შემთხვევებში:

 

 ა. „დასაქმებულის“ შტატის შემცირებისას, რაც განპირობებულია ეკონომიკური გარემოებებით, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებებით;

 ბ. „კომპანიის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისას;

გ. „დასაქმებულის“ ხანგრძლივი შრომისუუნარობისას – თუ შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 (ორმოცი) დღეს, ან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 (სამოცი) დღეს, ამასთანავე, „დასაქმებულს“ გამოყენებული აქვს კუთვნილი შვებულება;

დ. „დასაქმებულის“ კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობისას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ „სამუშაოსთან“;

ე. „დასაქმებულის“ მიერ მისთვის „ხელშეკრულებით“ ან/და „შინაგანაწესით“ დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევისას;

 

ვ. „დასაქმებულის“ მიერ მისთვის „ხელშეკრულებით“ ან/და „შინაგანაწესით“ დაკისრებული ვალდებულების დარღვევისას, თუ „დასაქმებულის“ მიმართ ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა „ხელშეკრულებით“ ან/ და „შინაგანაწესით“ გათვალისწინებული „დისციპლინური პასუხისმგებლობის“ რომელიმე ზომა;

ზ. სხვა ობიექტური გარემოებისას, რომელიც ამართლებს „ხელშეკრულების“ ვადამდე შეწყვეტას;

თ. „შრომითი კანონმდებლობით“ პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის/საფუძვლების არსებობისას.

 

5.3.4.„დასაქმებულს“ უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს „ხელშეკრულება“, თუ ამის შესახებ წერილობით გააფრთხილებს „დამსაქმებელს“ „ხელშეკრულების“ შეწყვეტამდე არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით ადრე განხორციელებული წერილობითი შეტყობინებით.

 

5.3.5.ნებისმიერი საფუძვლით „ხელშეკრულების“ შეწყვეტისას, „დასაქმებული“ ვალდებულია, ბოლო „სამუშაო დღემდე“ ან „დამსაქმებლის“ მოთხოვნისთანავე გადააბაროს მის მიერ შესრულებული „სამუშაო“, მის სარგებლობაში არსებული „კომპანიის“ ქონება, მათ შორის, დოკუმენტების ყველა ორიგინალი და ასლი, მუშაობის პერიოდში „დასაქმებულის“ მფლობელობაში არსებული ყველა ნივთი, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, გასაღები, კორპორაციული ბარათ(ებ)ი და კომპიუტერული ტექნიკა, მისთვის მიბარებული მატერიალური ფასეულობები მის „უშუალო ხელმძღვანელს“ ან/და „დირექტორის“ ან „უშუალო ხელმძღვანელის“ მიერ განსაზღვრულ პირს.

 

5.3.6.„დასაქმებულის“ მიერ „ხელშეკრულების“ 5.3.4. პუნქტით ან/ და 5.3.5. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია, დააკისროს „დასაქმებულს“ პირგასამტეხლო „დასაქმებულის“ ერთი თვის შრომის ანაზღაურების ხუთმაგი ოდენობით. „კომპანია“, ასევე, იტოვებს უფლებას, „დასაქმებულს“ დააკისროს აღნიშნული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

5.3.7.„ხელშეკრულების” შეწყვეტის თაობაზე „დამსაქმებლის“ მიერ „დასაქმებულისათვის“ წინამდებარე 5.3.7. პუნქტით განსაზღვრული წინასწარი წერილობითი შეტყობინების განხორციელებისა და კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ვრცელდება მხოლო„ხელშეკრულების“ 5.3.3. პუნქტის „ა“ ან „გ“ ან „დ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით „ხელშეკრულების“ ვადამდე შეწყვეტისას. შეტყობინების განხორციელებისა და კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ხორციელდება შემდეგი სახით: ა. „დამსაქმებელი“ ვალდებულია:

(i) არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით ადრე გააფრთხილოს „დასაქმებული“ წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით და „ხელშეკრულების“ შეწყვეტიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში „დასაქმებულს“ გადაუხადოს კომპენსაცია 1 (ერთი) თვის „შრომის ანაზღაურების“ ოდენობით; ან

(ii) არანაკლებ 3 (სამი) დღით ადრე გააფრთხილოს „დასაქმებული“ წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით და „ხელშეკრულების“ შეწყვეტიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში „დასაქმებულს“ გადაუხადოს კომპენსაცია 2 (ორი) თვის „შრომის ანაზღაურების“ ოდენობით.

 

5.3.8.„დასაქმებულის“ სამუშაო ადგილზე არყოფნის შემთხვევაში „დამსაქმებლის“ შეტყობინება „ხელშეკრულების“ შეწყვეტის თაობაზე „დამსაქმებლის“ მიერ იგზავნება „ხელშეკრულებით“ განსაზღვრულ „დასაქმებულის“ საკორესპონდენციო/ფაქტობრივ მისამართზე; ხოლო „დასაქმებულის“ მიერ „დამსაქმებლისათვის“ მისამართის ცვლილების შესახებ წერილობითი შეტყობინების განხორციელებისას – უკანასკნელ შეტყობინებაში დაფიქსირებულ მისამართზე. დასაშვებია, „დამსაქმებლის“ მიერ შეტყობინების გაგზავნა ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით „დასაქმებულის“ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

5.3.9.„ხელშეკრულების“ 5.3.8. პუნქტით გათვალისწინებულ მისამართზე ამავე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნისას „დამსაქმებლის“ ვალდებულება „ხელშეკრულების“ შეწყვეტის შესახებ შეტყობინების განხორციელების თაობაზე შესრულებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ „დასაქმებული“ არ ცხოვრობს ან არ იმყოფება ამ მისამართზე.

 

5.3.10.„ხელშეკრულების“ 5.3.7. პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების ვადა არ ვრცელდება მასობრივი დათხოვნის შემთხვევაზე („დამსაქმებლის“ მიერ „ხელშეკრულების“ 30 (ოცდაათი)დღის განმავლობაში ისეთი საფუძვლით შეწყვეტა, რომელიც არ არის განპირობებული „დასაქმებულის“ პიროვნებით ან ქცევით ან „ხელშეკრულების“ ვადის გასვლით:

 ა) არანაკლებ 10 (ათი) დასაქმებულთან − თუ „კომპანიაში“ დასაქმებულთა რაოდენობა 20 (ოცი)-ზე მეტია, მაგრამ 100 (ასი)-ზე ნაკლებია;

ბ) დასაქმებულთა არანაკლებ 10 (ათი) პროცენტთან − თუ „კომპანიაში“ დასაქმებულთა რაოდენობა 100 (ასი)-ზე მეტია). მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში „დამსაქმებელი“ ვალდებულია დათხოვნამდე გონივრულ ვადაში დაიწყოს კონსულტაციები დათხოვნის თავიდან არიდების მიზნით, ამასთან, მასობრივ დათხოვნამდე სულ მცირე 45 (ორმოცდახუთი) დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და „დასაქმებულს“. მასობრივ დათხოვნასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები რეგულირდება „შრომითი კანონმდებლობით“.

 

5.3.11.„დასაქმებულს“ უფლება აქვს, „ხელშეკრულების“ შეწყვეტის თაობაზე „დამსაქმებლის“ შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება „ხელშეკრულების“ შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.

 

5.3.12.„დამსაქმებელი“ ვალდებულია „დასაქმებულის“ მოთხოვნის წარდგენიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს „ხელშეკრულების“ შეწყვეტის საფუძველი.

 

5.3.13.„ხელშეკრულების“ შეწყვეტასა და „დასაქმებულის“ საბოლოო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხები დამატებით რეგულირდება „შინაგანაწესით“. 5.4. კომუნიკაცია მხარეთა შორის

 

5.4.1.„დასაქმებულის“ „კომპანიაში“ დასაქმებასთან, შრომით ურთიერთობებთან და „ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაცია „მხარეთა“ შორის წარმოებს წერილობითი ფორმით, თუ „ხელშეკრულება“ ან/და „შინაგანაწესი“ არ ადგენს კომუნიკაციის სხვა ფორმას შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით ან თუ „მხარეები“ არ შეთანხმდებიან კომუნიკაციის განსხვავებულ წესზე. „მხარისათვის”“ გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით. ოპერატიულობის მიზნით დასაშვები „მხარის“ მიერ მეორე „მხარისათვის“ შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

 

5.4.2.„ხელშეკრულების“ 5.4.1. პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, შეტყობინების საფოსტო გზავნილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში, თუ შეტყობინების ადრესატი „დამსაქმებელია“, წერილობითი შეტყობინება უნდა ჩაბარდეს „კომპანიის“ სამდივნოს, ხოლო თუ შეტყობინების ადრესატი „დასაქმებულია“, შეტყობინება უნდა გაიგზავნოს „ხელშეკრულებით“ განსაზღვრულ „დასაქმებულის“ საკორესპონდენციო/ფაქტობრივ მისამართზე, ხოლო ამ მისამართის ცვლილების შემთხვევაში – „დასაქმებულის“ იმ უკანასკნელ საკორესპონდენციო (ფაქტობრივ) მისამართზე, რომელიც „დასაქმებულმა“ წერილობით აცნობა „კომპანიას“. ამასთან, „დასაქმებული“ ვალდებულია, მისი ფაქტობრივი მისამართის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს „დამსაქმებელს“ ასეთი ცვლილების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დამსაქმებლის“ მიერ „დამსაქმებლისათვის“ ცნობილ „დასაქმებულის“ ფაქტობრივ მისამართზე განხორციელებული ნებისმიერი შეტყობინება ჩაითვლება ჯეროვნად განხორციელებულად, მიუხედავად იმისა, ცხოვრობს (იმყოფება თუ არა) „დასაქმებული“ ამ მისამართზე.

 

5.5. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

 

5.5.1.„ხელშეკრულება“ და მისგან გამომდინარე „მხარეთა“ უფლება-მოვალეობები რეგულირდება „კანონმდებლობით“.

 

5.5.2.„მხარეთა“ შორის წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით „შინაგანაწესით“ დადგენილი წესის შესაბამისად. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის განხილვა და გადაწყვეტა მოხდება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ. 5.6. ხელშეკრულების დანართ(ებ)ი

[სასწავლო შენიშვნა]

·        დანართებში გატანილია სპეციფიკური საკითხები. ერთი მხრივ, აღნიშნული ხელს უწყობს ხელშეკრულების ისედაც მოცულობითი ტექსტის შედარებით განტვირთვას, ხოლო, მეორე მხრივ, დანართით განსაზღვრულ საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება

5.6.1.„დასაქმებულის“ „სამუშაო“ ფუნქციები განისაზღვრება „თანამდებობრივი ინსტრუქციით“, რომელიც თან ერთვის „ხელშეკრულებას“ „დანართი“ 1-ის სახით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. „თანამდებობრივი ინსტრუქცია“ შესაძლოა ითვალისწინებდეს „დასაქმებულის“ თანამდებობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც (თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები, ანგარიშვალდებულება, კვალიფიკაცია ან/და სხვა პირობები).

 

5.6.2.„დასაქმებულის“ შეთავსებით მუშაობასთან დაკავშირებული შეზღუდვა განისაზღვრება „დანართი“ 2-ით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

 

5.6.3.„კონფიდენციალური ინფორმაციის“ კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ პირობები განისაზღვრება „დანართი“ 3-ით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. 5.6.4.„დასაქმებულის“ სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ პირობები განისაზღვრება „დანართი“ 4-ით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

 

5.6.5.„ხელშეკრულების“ შეწყვეტის შემდგომ კონკურენციის აკრძალვის/დასაქმების შეზღუდვის პირობები განისაზღვრება „დანართი“ 5-ით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

 

5.7. ცვლილებები და დამატებები

 

5.7.1.„ხელშეკრულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება წარმოებს „მხარეთა“ შეთანხმების საფუძველზე და ფორმდება წერილობით „ხელშეკრულების“ დანართ(ებ)ის სახით. 5.7.2.„დამსაქმებელი“ უფლებამოსილია, ცალმხრივად, „დასაქმებულისათვის“ შეტყობინებით განახორციელოს „ხელშეკრულებაში“, მათ შორის არსებით პირობებში, ნებისმიერი ისეთი ცვლილება, რომელიც გამოწვეულია „კანონმდებლობაში“ შესაბამისი ცვლილებით.

5.7.3.„შინაგანაწესში“ ცვლილება-დამატებების განხორციელება წარმოებს „შინაგანაწესითა“ და „შრომითი კანონმდებლობით“ დადგენილი წესით.

 

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

 

6.1. „ხელშეკრულების“ რომელიმე დებულების ბათილობა არ გამოიწვევს „ხელშეკრულების“ სხვა დებულებების ბათილობას. ამასთან, ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა „ხელშეკრულებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.

6.2. „ხელშეკრულებასა“ და „დანართ(ებ)ს“, მათ შორის „შინაგანაწესის“ დებულებებს შორის წინააღმდეგობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება „ხელშეკრულების“ დებულებებს.

 

 6.3. „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ[ებ]ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოსახერხებლობის გამო და ამგვარ ნუმერაციასა თუ დასათაურებას „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.

 

 6.4. „ხელშეკრულება“ შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ ენაზე, რომელთაგანაც თითო ეგზემპლარი გადაეცემათ „მხარეებს“.

 

მხარეთა ხელმოწერა

 

„დამსაქმებელი“                                                                                                  „დასაქმებული“

შპს „ფარმაცევტიკა პლუსი“                                                                             ევგენი ევგენიძე   

 დირექტორი

გიორგი წამალაძე

__________________________                                                                __________________________

/ხელმოწერა/                                                                                                    /ხელმოწერა/

 

 

                                                                     დანართი 1

                                  თანამდებობრივი ინსტრუქცია/სამუშაოს აღწერილობ

[სასწავლო შენიშვნა]

 

·        დანართში გამოტანილია კონკრეტული ინფორმაცია: თანამდებობის, სამუშაო ფუნქციებისა და მოვალეობების, პასუხისმგებლობისა და სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა კონკრეტული პირობების შესახებ.

1.      თანამდებობის დასახელებ: იურისტი

2.    თანამდებობრივი მოვალეობებ: „კომპანიის“ საქმიანობასთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების განხორციელება, მათ შორის, „დირექტორის“ ან „უშუალო ხელმძღვანელის“ დავალებით:

 

a.    ზეპირი და წერილობითი იურიდიული კონსულტაციები;

b.     იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა/ანალიზი/ცვლილებები;

c.     „კომპანიის“ საქმიანობის კონკრეტულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება;

d.     „კომპანიის“ წარმომადგენლობა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოთა, აგრეთვე, ნებისმიერი „მესამე პირ(ებ)ის“ წინაშე

e.    იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი.

 

3.    დაქვემდებარება

 

3.1. რომელი თანამდებობის დაქვემდებარებაშია აღნიშნული პოზიცი:უშუალოდ ექვემდებარება „დირექტორს“ და „უშუალო ხელმძღვანელს“ _ იურიდიული სამსახურის უფროს

3.2.  რომელი თანამდებობა ექვემდებარება აღნიშნულ პოზიცია:დაქვემდებარებაში თანამდებობა არ არი

4.      ანგარიშვალდებულება : ანგარიშვალდებულია „დირექტორისა“ და „უშუალო ხელმძღვანელის“ წინაშ

5. პასუხისმგებლობ : პასუხისმგებელია მის მიერ მომზადებული საკითხების, წარმოებული საქმეებისა და წინადადებების იურიდიული მხარის სისწორეზე, მისი მონაწილეობით წარმოებაში არსებული საქმეების კვალიფიციურად წარმართვაზე.

6. კავშირებ:  

 

             „კომპანიის“ შიგნით:

 

a.      „დამსაქმებლის“ თანამშრომლებთან.

 

 „კომპანიის“ გარეთ:

 

b.       „დამსაქმებლის“ მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ნაწილში ყველა სახის ურთიერთობაში.

 

7. საჭირო კვალიფიკაცია:

 

a.      უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი

b.       საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით)

c.       ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი

d.      დიპლომატიური ურთიერთობების უნარი, კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა საუბრისას

e.       გუნდური მუშაობის უნარი

f.       ინგლისური ენის ცოდნა C1 დონე

                                                            მხარეთა ხელმოწერა

„დამსაქმებელი“                                                                                            „დასაქმებული“

შპს „ფარმაცევტიკა პლუსი“                                                                      ევგენი ევგენიძე

დირექტორი                                                                                               გიორგი წამალაძე

 __________________________                                                         __________________________

/ხელმოწერა/                                                                                              /ხელმოწერა/

 

 

 

დანართი 2

                                      შეთავსებით მუშაობის შეზღუდვა

 

 1. „ხელშეკრულების მოქმედების ვადის“ განმავლობაში „დასაქმებული“ არ არის უფლებამოსილი „დამსაქმებლის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის განხორციელებისას შეასრულოს სამუშაო ან განახორციელოს მომსახურება „მესამე პირ(ებ)ისათვის“, თუ ეს პირ(ებ)ი „დამსაქმებლის“ კონკურენტია.

 

1.      წინამდებარე „დანართზე“ ხელმოწერით „დასაქმებული“ ადასტურებს, რომ იგი ხელმოწერის მომენტისათვის არ ასრულებს შეთავსებით სამუშაოს „მესამე პირ(ებ)ისათვის“.

 

2.      „დასაქმებულის“ მიერ წინამდებარე დანართის პუნქტი 1-ით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა „დამსაქმებლის“ გადაწყვეტილებით შეიძლება გახდეს „ხელშეკრულების“ შეწყვეტის საფუძველი.

 

                                                      მხარეთა ხელმოწერა

„დამსაქმებელი“                                                                                              „დასაქმებული“

შპს „ფარმაცევტიკა პლუსი“                                                                       ევგენი ევგენიძე

დირექტორი გიორგი წამალაძე

__________________________                                                           __________________________

/ხელმოწერა/                                                                                                   /ხელმოწერა/

 

 

 

 

დანართი 3

                            შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ

 

1. „დასაქმებული“ ვალდებულია, როგორც „ხელშეკრულების მოქმედების ვადის“ განმავლობაში, ისე „ხელშეკრულების“ ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემდეგაც განუსაზღვრელი ვადით დაიცვას „კონფიდენციური ინფორმაციის“ კონფიდენციალურობა, „კონფიდენციალური ინფორმაცია“ გამოიყენოს მხოლოდ „ნებადართული მიზნით“ და „დამსაქმებლის“ წერილობითი თანხმობის გარეშე არ „გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია“ „მესამე პირ(ებ)ის“ სასარგებლოდ.

 

2. „დასაქმებულის“ ბრალით „კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების“ ან „ნებადართული მიზნის“ გარეშე გამოყენების შემთხვევაში, „დამსაქმებელს“ უფლება აქვს აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის შემდეგ შეწყვიტოს „ხელშეკრულება“. ამასთან, „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია, „დასაქმებულს“ დააკისროს პირგასამტეხლო „დასაქმებულის“ შრომის ანაზღაურების ხუთმაგი ოდენობით. თუ ამგვარი ქმედებით „დამსაქმებელს“ მიადგება მატერიალური ზიანი, „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია, „დასაქმებულს“ დააკისროს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ოდენობით.

 

                                                             მხარეთა ხელმოწერა

„დამსაქმებელი“                                                                                                   „დასაქმებული“

შპს „ფარმაცევტიკა პლუსი“                                                                               ევგენი ევგენიძე

დირექტორი

გიორგი წამალაძე

 __________________________                                                                   __________________________

/ხელმოწერა/                                                                                                            /ხელმოწერა/

 

                                                                       დანართი 4

                              პირობები სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ

 

1. „დასაქმებული“ ვალდებულია:

 

1.1. გაუფრთხილდეს მისთვის მიბარებულ ფასეულობებს და მიიღოს ზომები ზიანის ან/და დანაკარგის თავიდან ასაცილებლად;

 

1.2. დროულად შეატყობინოს „უშუალო ხელმძღვანელს“ ან „დირექტორს“ მისდამი მინდობილი ფასეულობების შენახვისათვის საფრთხის შემცველი ყველა გარემოების შესახებ;

 

1.3. მკაცრად დაიცვას მატერიალური ფასეულობების შენახვის და ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების დადგენილი წესები;

1.4. არ გაამჟღავნოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია ფასეულობათა ოპერაციების, მათი გაგზავნის, გადაადგილების, დაცვის, შენახვის ადგილისა და სიგნალიზაციის შესახებ როგორც „ხელშეკრულების მოქმედების ვადის“ განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდგომაც;

 

1.5. სრულად აანაზღაუროს მისი ბრალეული ქმედებით „დამსაქმებლისათვის“ მიყენებული ზიანი წინამდებარე „დანართით“ გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში.

 

 2. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „დამსაქმებლის“ მიერ შესაძლებელია „კომპანიაში“ დაწესდეს ფასეულობათა შენახვასთან, დამუშავებასთან, გაყიდვასთან (გადაცემასთან), გადაზიდვასთან ან წარმოების პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად „დასაქმებულისათვის“.

 

3.წინამდებარე „დანართით“ გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის „დასაქმებულის“ მიერ დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის სიმძიმის ხასიათიდან გამომდინარე, „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია, შეწყვიტოს „ხელშეკრულება“.

 

                                                    მხარეთა ხელმოწერა

 „დამსაქმებელი“                                                                                     „დასაქმებული“

 

შპს „ფარმაცევტიკა პლუსი“                                                                 ევგენი ევგენიძე

დირექტორი                                                                                            გიორგი წამალაძე

 __________________________                                                           __________________________

/ხელმოწერა/                                                                                          /ხელმოწერა/

 

                                                                   დანართი 5

კონკურენციის აკრძალვა/დასაქმების შეზღუდვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ

 

1. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „ხელშეკრულების“ ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის, მათ შორის ვადის გასვლის შემთხვევაში, „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია, შეუზღუდოს „დასაქმებულს“ უფლება, „ხელშეკრულების“ შეწყვეტის შემდგომ პერიოდში „ხელშეკრულების“ პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია გამოიყენოს „კომპანიის“ კონკურენტი სხვა დამსაქმებლის სასარგებლოდ. („კონკურენციის აკრძალვა“).

 

 2. „კონკურენციის აკრძალვის“ წინამდებარე „დანართით“ განსაზღვრული პირობები ამოქმედდება მხოლოდ „დამსაქმებლის“ გადაწყვეტილების შესაბამისად „დასაქმებულისთვის“ შესაბამისი წერილობითი შეტყობინების შემთხვევაში. აღნიშნული შეტყობინება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს „ხელშეკრულების“ შეწყვეტის დღისა.

 

3. „კონკურენციის აკრძალვა“ მოქმედებს მხოლოდ „ხელშეკრულების“ შეწყვეტის დღიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში იმ პირობით, რომ „კონკურენციის აკრძალვის“ მოქმედების პერიოდში „დამსაქმებელი“ გადაუხდის „დასაქმებულს“ „შრომის ანაზღაურებას“ არანაკლებ „ხელშეკრულების“ შეწყვეტისას არსებული ოდენობით.

 

 4. წინამდებარე „დანართით“ გათვალისწინებული ვალდებულების „დასაქმებულის“ მიერ დარღვევის შემთხვევაში „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ:

 

4.1. დააკისროს „დასაქმებულს“ პირგასამტეხლო 01 (ერთი) თვის „შრომის ანაზღაურების“ თორმეტმაგი ოდენობით;

 

4.2. მოსთხოვოს „დასაქმებულს“ „კონკურენციის აკრძალვის“ წინამდებარე „დანართით“ განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის შესრულება, მათ შორის, მიმართოს სასამართლოს და გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად;

 

4.3. მოითხოვოს „დასაქმებულისაგან“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

                                                            მხარეთა ხელმოწერა

„დამსაქმებელი“                                                                                                        „დასაქმებული“

შპს „ფარმაცევტიკა პლუსი“                                                                                  ევგენი ევგენიძე

დირექტორი                                                                                                              გიორგი წამალაძე

 __________________________                                                                      __________________________

/ხელმოწერა/                                                                                                                 /ხელმოწერა/

 

ხელშეკრულების დანიშნულების განსაზღვრა სტრუქტურის ჩამოყალიბებისას

 

·        ხელშეკრულების სტრუქტურირებასთან ერთად უნდა შევეხოთ  მოსამზადებელი ხელშეკრულების დანიშნულებასა,

·        კერძოდ, უნდა გავარკვიოთ „  ხელშეკრულება’’ გამიზნულია კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის, თუ  ჩვენი [როგორც იურისტის]  კლიენტის მიზანი ამ ხელშეკრულების პროექტის სხვადასხვა იდენტური სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის გამოყენებაა.

 მაგალითად, მომზადება შრომითი ხელშეკრულებისა, რომელსაც ე.წ. „კლიენტი-დამსაქმებელი’’ იურისტს უკვეთავს არა კონკრეტულ დასაქმებულთან დასადებად, არამედ იმისათვის, რომ მრავალჯერადად გამოიყენოს კანდიდატებთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის დასაწყებად. [ანუ ლაპარაკია „ხელშეკრულების შაბლონზე’’]

·        ამგვარი [„შაბლონი’’ ] ხელშეკრულება განსაზღვრავს ყველა იმ პირობას, რომელიც საერთოა კლიენტი-დამსაქმებლის ყველა თანამშრომლისთვის და არ შეიცვლება, ხოლო ის სახელშეკრულებო პირობები და რეკვიზიტები, რომლებიც შეიცვლება ან შეიძლება შეიცვალოს (მაგ., დასაქმებულის რეკვიზიტები, სამუშაო დრო და დასვენების დრო, შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვ.) ყოველ კონკრეტულ დასაქმებულთან დასადებ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების ძირითადი ტექსტისგან განსხვავებული დაფერვით დარჩება ცარიელი ან მონიშნული ტექსტი განსხვავებულად დაიფერება.

·        შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების ამ ნიმუშით სარგებლობისას, კლიენტ-დამსაქმებელს უმარტივდება ხელშეკრულების იმ პირობების ტექსტში მოძებნა, სადაც უნდა შეიყვანოს ან შეცვალოს ინფორმაცია.

·        ქვემოთ საილუსტრაციოდ წარმოდგენილია ორი შრომითი ხელშეკრულების შესავალი ნაწილის შედარება.

·        პირველი შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს კონკრეტულ დასაქმებულ ევგენი ევგენიძესთან, ხოლო მეორე ხელშეკრულება მომზადებულია ნიმუშის[შაბლონის] სახით კლიენტ-დამსაქმებლისათვის სხვადასხვა დასაქმებულებთან დასადება

 

 

მაგალითი : შრომის ხელშეკრულებების განსხვავებული დანიშნულება

შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება კონკრეტულ დასაქმებულთან ევგენი ევგენიძესთან

 

შესავალ ნაწილში მხარეთა რეკვიზიტები

 

 

შრომითი ხელშეკრულების ნიმუში, რომელიც გაფორმდება სხვადასხვა დასაქმებულებთან

 

 

შესავალ ნაწილში მხარეთა რეკვიზიტებ

ხელშეკრულების მხარეები: სახელწოდება (საფირმო): შპს „ფარმაცევტიკა პლუსი“

 

საიდენტიფიკაციო კოდი: 000000000

 

იურიდიული/ ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი,ვალიდა მკურნალაძის ქ. 444

 

წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი):

 

სახელი, გვარი:   გიორგი წამალაძე

თანამდებობა/ სტატუსი: დირექტორ

 

დასაქმებული“

სახელი, გვარი: ევგენი ევგენიძე

პირადი ნომერი: 00000000001

რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, ქორბუდა ქებურიას ქ. 104

(ფაქტობრივი) მისამართი: ქ. თბილისი, ქორბუდა ქებურიას ქ. 104 საკორესპონდენციო

ტელეფონი:  888888888

ხელშეკრულების მხარეები: სახელწოდება (საფირმო): შპს „ფარმაცევტიკა პლუსი“

 

საიდენტიფიკაციო კოდი: 000000000

 

იურიდიული/ ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი,ვალიდა მკურნალაძის ქ. 444

 

წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი):

 

სახელი, გვარი:   გიორგი წამალაძე

თანამდებობა/ სტატუსი: დირექტორ

 

დასაქმებული“     [............]

სახელი, გვარი:      [...................]

პირადი ნომერი:    [.................]

რეგისტრირებული მისამართი: [...........]

 

(ფაქტობრივი) მისამართი: [...........]

 

ტელეფონი:    [................]

 

[სასწავლო შენიშვნა]

 

·        შესაძლებელია სხვა დაფერვის გამოყენება ან „შესავსები“ ნაწილის სხვაგვარად ფორმულირება, მთავარია, შესავსები ნაწილი გამოკვეთილი იყოს ხელშეკრულების დანარჩენი ტექსტისაგან.

·         მიაქციეთ ყურადღება, რომ მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ ხელშეკრულების ნიმუშის[შაბლონის]  მხარეთა რეკვიზიტების ნაწილში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიცვლება დასაქმებულის რეკვიზიტები;

·        დამსაქმებლის რეკვიზიტები’’ რჩება უცვლელი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამსაქმებელი შეცვლის მის რომელიმე რეკვიზიტს).

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები