ხელშეკრულების შესავალი ნაწილი

 

·        ზოგადად, ხელშეკრულება, პირობითად, შედგება ორი (ძირითადი) ნაწილისაგან, ესენია - ხელშეკრულების შესავალი  ნაწილი ‘’ და ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი’’.

·         თავის მხრივ ეს ორი ნაწილიც   შესაძლებელია დავყოთ ნაწილებად.

·        ხელშეკრულების შესავალი ნაწილი’’ დავყოთ[პირობითად] შემდეგ 4  ნაწილად:

 

a)    ხელშეკრულების ე.წ. „ქუდი“

b)    ხელშეკრულების პრეამბულა (ანუ მხარეების განსაზღვრა)’’ ,

c)     ტერმინთა განმარტება’’  

d)   ხელშეკრულების ზოგადი დებულებანი’’.

·        ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი’’   კი [პირობითად] შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

 

a)      ხელშეკრულების საგანი’’ (ამ ნაწილში ერთი, ან რამოდენიმე წინადადებით მაქსიმალურად ზუსტად, კონკრეტულად და სრულყოფილად იწერება ის, თუ რაზე (რის შესახებ) იდება ხელშეკრულება)

b)      ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი და ძალაში შესვლის პირობები’’ (ამ ნაწილს ხელშეკრულებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს),

c)      ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები’’ (ვალდებულებები) (ხელშეკრულების ბირთვი)

d)     ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლები’’

e)       ნაწილი სადაო საკითხების გადაწყვეტის შესახებ’’,

f)      ნაწილი ფორს მაჟორული სიტუაციის შესახებ’’

g)     ხელშეკრულების დამატებითი პირობები/დებულებები’’.

 

[საზეპიროდ]

·        ხელშეკრულების სირთულის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს შესავალი ნაწილის’’ პირობითი სტრუქტურა.

·        მაგალითად შედარებით რთულ ხელშეკრულებაში, როგორც უკვე ვთქვით, პრეამბულას’’ მოსდევს ტერმინთა განმარტება’’ და ზოგადი დებულებანი’’.

·        რაც შეეხება სხვა უფრო მარტივ ხელშეკრულებებს’’ მათ შესავალ ნაწილში’’ მხოლოდ პრეამბულაა’’, ანუ ამ შემთხვევაში პრეამბულის მომდევნო  ნაწილი იქნება ხელშეკრულების საგანი’’

[დაიმახსოვრე]

.

·        ხელშეკრულების შესავალ ნაწილებზე საუბრისას აჯობებს განიმარტოს თითოეული მათგანის შინაარსი და მნიშვნელობა.

 

ა)  ხელშეკრულების „ქუდი“

 

·        „ხელშეკრულების ქუდი’’ ესაა :

a.      მონაცემები ხელშეკრულების დადების ადგილმდებარეობის შესახებ’’ (მაგ-ქ.თბილისი),

b.      კონტრაქტის სახელწოდება’’ (მაგ-ლიზინგის, ნარდობის, ნასყიდობის ხელშეკრულება),

c.      კონტრაქტის დადების თარიღი’’ (მაგ-23 ოქტომბერი 2008 წელი) (ხელშეკრულების დადების თარიღი მიღებულია  იწერებოდეს ორნიშნა რიცხვით, ხოლო თვე სიტყვიერად),

d.     კონტრაქტის შიდა ნომერი’’ (მაგ-N___)[„შიდა’’ ნიშნავს ორგანიზაციის კანცელარიის მიერ მინიჭებულს]

e.       ხოლო,თუ ეს  ხელშეკრულება წარმოადგენს წინარე ხელშეკრულების დანართს, მითითებას ამის შესახებ’’ (მაგ- დანართი N1).

 

ბ) „პრეამბულა’’

 

·        ხელშეკრულების პრეამბულა’’ (ფრ.préambule) [ანუ  ხელშეკრულების  მხარეთა’’ განსაზღვრება] შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

 

·        ფიზიკური/იურიდიული პირების სახელწოდების შესახებ[„მხარეების’’ სახელის/ან სახელწოდების შესახებ]  

·        მათი იურიდიული მისამართის შესახებ,

·        ფიზიკური პირების შემთხვევაში -მათი საინდიფიკაციო ნომრების შესახებ,

·        იურიდიული პირების შემთხვევაში - ა)სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი,  ბ)თარიღი და გ)რეგისტრაციის სახელწოდება, დ)წარმომადგენლის სახელი, ე)წარმომადგენლობის მომნიჭებელი დოკუმენტი.

·        რა ტერმინით იქნება“მხარე’’ აღნიშნული ხელშეკრულების ტექსტში მოხსენიებული  

·         ეფუძნება, თუ არა ეს ხელშეკრულება რაიმე შეთანხმებას(წინარე ხელშეკრულებას)?


„ხელშეკრულების  რეკვიზიტები’’[ანუ„ქუდის რეკვიზიტები’’]

1.      რა მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დადების ადგილის მითითებას?

2.       ხელშეკრულების დასახელებას?

3.      რა მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დადების თარიღს?

4.      რა როლს თამაშობს ხელშეკრულების ნომერი? (აუცილებელია, თუ არა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, თუ არასწორედ (შეცდომით) არის დანომრილი მისი ნაწილები/მუხლები/პუნქტები?).

 

·        ყველა ზემოჩამოთვლილი ხელშეკრულების კომპონენტი ( ანუ რეკვიზიტი) აუცილებელია იმისთვის, რომ ხელშეკრულება სამართლებრივად იყოს გამართული.[!]

·         თუმცა რეკვიზიტების არარსებობა, ან მათი არასწორედ მითითება თავისთავად არ აბათილებს ხელშეკრულებას.

 

 

ა)რეკვიზიტი-„ხელშეკრულების დასახელება[სახელწოდება]’’

 

·        მაგალითისთვის, ხელშეკრულებას შეიძლება ეწოდოს „ხელშეკრულება“ ან „შეთანხმება“ ისე რომ არ დაზუსტდეს მისი კონკრეტული სამართლებრივი სახესხვაობა (მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულება).

[უფრო მეტიც ხელშეკრულებისათვის კონკრეტული სახლეწოდების მითითება ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ეს ხელშეკრულება მართლაც განეკუთვნება ხელშეკრულებათა ამ სახესხვაობას.]

 

·        ხელშეკრულების სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის მხედველობაში იღებენ მის არსებით პირობებს’’ და უპირველესყოვლისა ხელშეკრულების საგანს’’.

·        ასე რომ ხელშეკრულების იურიდიული მნიშვნელობისათვის, მისი სამართლებრივი სახესხვაობის განსაზღვრა/დადგენისათვის ხელშეკრულების სახელწოდებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

·        მაგრამ ხელშეკრულებასთან ურთიერთობისას მისი სწორი სახელწოდება ამარტივებს ორგანიზაციაში საქმისწარმოებას (რადგან მაგ.: ერთ პიროვნებასთან ორგანიზაციამ (იურიდიულმა პირმა) შეიძლება გააფორმოს რამოდენიმე სხვადასხვა კატეგორიის ხელშეკრულება).

 

·        ამრიგად,„ხელშეკრულების  დასახელება ’’ [ანუ სამართალურთიერთობის ტიპს მითითება მაგ.“ნასყიდობის ხელშეკრულება’’]   ხელშეკრულების სავალდებულო რეკვიზიტი არ არის[!]

 

 

ბ)რეკვიზიტი-„ხელშეკრულების დადების ადგილი’’

 

·       ა)ხელშეკრულების დადების ადგილს’’ შეიძლება ითქვას, რომ აქვს გაცილებით დიდი მნიშვნელობა ვიდრე ხელშეკრულების სახეწოდებას.

·        ხელშეკრულებაში უთითებენ ასევე: ბ) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების ადგილს და გ)მხარეთა ადგილსამყოფელს’’.

·       მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი განვასხვაოთ.[!]

·        ზოგადად ხელშეკრულების დადების ადგილი’’ განსაზღვრავს იმ  ქვეყნის კანონმდებლობას (ნორმატიულ აქტებს), რომლებიც გამოყებნებული იქნება ამ ხელშეკრულების მიმართ (განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს). ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც, მხარეები ხელშეკრულებაში გაითვალისწინებენ ხელშეკრულებასთან მიმართებით გამოსაყენებელ კანონმდებლობას (საუბარია სხვა ქვეყნის კანონმდებლობაზე). გასათვალისწინებელია, რომ როდესაც მხარე ხელშეკრულებას დებს უცხო სახელმწიფოში მის ინტერესებშია მიაღწიოს შეთანხმებას მისი ქვეყნის კანონმდებლობაზე კონტრაქტის მიმართ.

·        „ხელშეკრულების  დადების ადგილი ’’   ხელშეკრულების სავალდებულო რეკვიზიტია

 

ბ)რეკვიზიტი-„ხელშეკრულების დადების თარიღი ’’

 

·        ხელშეკრულების დადების თარიღი’’ იურიდიულად ნიშნავს იმ მომენტს, როდესაც ხელშეკრულების მხარეები იწყებენ შეთანხმებულ ურთიერთობას, ანუ მომენტს საიდანაც მხარეებს წარმოეშობათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.[!]

·        ოღონდ ,ეს წესი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულებაში სპეციალურად არაა მითითებული ხელშეკრულების ძალაში შესვლის და მოქმედების სხვა მომენტები’’. [!!]

·        ხელშეკრულების „ქუდში“ მითითებულ თარიღს არსებითი მნიშვნელობა არ მიენიჭება, თუ ხელშეკრულებაში არსებობს თარიღები, რომლებითაც განისაზღვრება მხარეთა ხელმოწერების შესრულების დრო.

ასეთ შემთხვევაში ხელშეკრლების დადების მომენტად ჩაითვლება ის დრო, როდესაც ხელშერულებაზე ხელს მოაწერს ხელშეკრულების უკანასკნელი მხარ.[!!!]

 

 

ყურადღება:

·        კონტრაქტიდადების თარიღის’’ არარსებობა დაუშვებელია, ვინაიდან მასთანაა დაკავშირებული ხელშეკრულების დადების მომენტის  სწორი განსაზღვრა, ასევე მისი შეწყვეტის მომენტის ზუსტი დადგენა.

 

·        ამრიგად,  „ხელშეკრულების დადების თარიღი’’    ხელსეკრულების ასევე  სავალდებულო რეკვიზიტია

გ)რეკვიზიტი-„ხელშეკრულების ნომერი ’’

 

·         ხელშეკრულების ნომერს [ორგანიზაციის შიგნით] საქმის წარმოების გამარტივების მიზანი და მნიშვნელობა აქვს.

·         ხელშეკრულების ნომერი არაა მისი აუცილებელი რეკვიზიტი და გამოიყენება ძირითადად ხელშეკრულების იდენტიფიცირების გაიოლებისათვის.

·        ზოგადად ხელშეკრულების მოძიება რომელიმე ორგანიზაციის არქივში გაცილებით იოლია მისი ნომრით და არა ხელშეკრულების კონტრაჰენტებით.

·        თავის მხრივ ნუმერაცია გულისხმობს რეგისტრაციის ერთიან სისტემას ქრონოლოგიის მიხედვით და გათვალისწინებით.

·        ხელშეკრულების ნუმერაციის სხვადასხვა ვარიანტები არსებობს.ნუმერაცია შეიძლება შედგებოდეს ციფრების ან ასოებისაგ

 

·        რაც შეეხება ხელშეკრულების ნაწილების/თავების/მუხლების/პუნქტების არასწორ ნუმერაციას, ასეთი სახის შეცდომა თავისთავად არ აბათილებს იმ პირობებს, რომლებიც მოცემულია ამ სამართალმდგომარეობებში. მთავარია მოცემული პირობები ა)არ ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს და ბ)არ იყოს მითითებები ხელშეკრულებაში არარსებულ სამართალმდგომარეობებზე.

 

 

დ) რეკვიზიტი  „პრეამბულა’’ [ანუ მხარეთა განსაზღვრა]

 

·      მხარეთა დასახელება უმჯობესია მიეთითოს სრულად.

·      მთავარი ისაა, რომ მხარეთა სახელწოდება უკანასკნელ ასომდე (ან სიმბოლომდე)   მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას’’.

·       ეს მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელია მსგავსი სახელით/დასახელებით მოქმედ იურიდიულ პირში „მხარის’’ არევა და ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებთან პირის კავშირისა და იდენტიფიკაციის გართულება.

 

         ე) რეკვიზიტი  „მხარეთა პირობითი სახელწოდება’’

·      მხარეთა პირობითი სახელწოდება კონტრაქტის ფარგლებში გამოიყენება ,ძირითადად კომფორტისათვის ,რათა  კონტრაქტის ტექსტში მხარედ მოხსენების ყოველ ჯერზე არ გახდეს აუცილებელი პარტნიორი მხარის სრული დასახელების (ხელახალი/ხელმეორე) ხსენება.

·      ასეთი სახელწოდება შეიძლება იყოს ნებისმიერი, თუმცაღა უმჯობესია გამოყენებული იყოს მხართა პირობითი სახელწოდებები’’, რომლებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. [მაგალითად- ნასყიდობის ხელშეკრულებაში:მყიდველი“ ან „გამყიდველი“, კომისიის ხელშეკრულებაში: „კომისიონერი“ ან „კომიტენტი“.]

 

 

ე) რეკვიზიტი  ხელშეკრულებაზე ხელის მომწერ პირი’’ და მისთვის უფლებამოსილების მმნიჭებელი დოკუმენტ’’ .

 

·      უფლებამოსილების მომნიჭებელ დოკუმენტებს’’ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან შეიძლება ისე მოხდეს,რომ თუ ასეთი დოკუმენტის გარეშე მოხდება ხელშეკრულების დადება, კონტრაჰენტი აღმოჩნდეს არაუფლებამოსილი პირი.

·      მაგალითად: რომელიმე იურიდიული პირის სახელით თქვენთან კონტრაქტი დადო რომელიმე პირმა, რომელსაც ამ იურიდიულმა პირმა ასეთი კონტრაქტის დადების უფლებამოსილება არ მიანიჭა და საერთოდაც თქვენთან არანაირი ურთიერთობის დამყარებას არ აპირებს, მაშინ ისე გამოვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა, რომელიც გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან ამ არაუფლებამოსილ პირზეა, იურიდიული პირი კი არაფრის შუაშია (ეს კი  პრობლემაა).

·      ამა თუ იმ იურიდიული პირის სახელით მოქმედი პირის უფებამოსილება შეზღუდულია მასზე გაცემული მინდობილობით, ან იურიდიული პირის წესდებით.

·      სანამ სერიოზულ კონტრაქტს ხელს მოაწერთ არ დაიზაროთ და გაარკვირთ/შეისწავლეთ კონტრაჰენტი დეტალურად.

·      სთხოვეთ საბანკო ბარათები’’, ხელმოწერების ნიმუშები’’, პირის ულებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები’’.

·      სთხოვეთ დოკუმენტები პირონების იდენტიფიცირებისათვის’’.

·      ყველაფერი შეისწავლეთ ყურადღებით.

·      თუ პირი რომელიც ხელშეკრულებას აწერს ხელს არის კონტრაჰენტის დასაქმებული (თანამშრომელი, თანამდებობის პირი) მაშინ-გვართან, სახელთან, მამის სახელთან ერთად მიუთითებენ მის თანამდებობასაც.

·      გახსოვდეთ კანონით მინდობილობის გარეშე, წესდებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე შეიძლება იურიდიული პირის სახელით იმოქმედოს და მისი სახელით დადოს ხელშეკრულებები, მხოლოდ იურიდიული პირის ხელმძღვანელმა პირ(ებ)მა (დირექტორი, გენერალური დირექტორი და ა.შ), ყველა სხვა პირი მოქმედებს ბრძანების ან მინდობილობის საფუძველზე.

·      უფლებამოსილების მომნიჭებელი მინდობილობები, ბრძანებები და სხვა დოკუმენტები პრეამბულაში უნდა იყოს მითითებული დაწვრილებით (დასახელება, ნომერი, თარიღი და ა.შ.) [!!!]

·      უფლებამოსილების მომნიჭებელ დოკუმენტიდან’’ (მინდობილობა, ბრძანება, წესდება) პირდაპირ და არაორაზროვნად უნდა გამომდინარეობდეს, რომ „ამ უფლებამოსილ პირს’’ აქვს უფლება კონკრეტული პირის/ორგანიზაციის სახელით დადოს ეს კონკრეტული ხელშეკრულება.

 

 

 

ქუდის და პრეამბულის დაწერის სქემა [ზეპირად]

 

„ქუდი’’

 

რეკვიზიტი - ’’კონტრაქტის შიდა აღრიცხვის ნომერი’’

რეკვიზიტი - ’’კონტრაქტის დადების (შედგენის) ადგილი’’

 

პრეამბულა - მხარეების აღწერა:

 

ერთის მხრივ:

 იურიდიული პირის სახელწოდება:

 იურიდიული მისამართი:

საიდენტიფიკაციო ნომერი:

 სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი, თარიღი და რეგისტრატორის სახელწოდება: წარმომადგენლის სახელი :

წარმომადგენლობის მიმნიჭებელი დოკუმენტი:

რა ტერმინით იქნება აღნიშნული ხელშეკრულების ტექსტში:

 ეფუძნება თუ არა ხელშეკრულება რაიმე შეთანხმებას? (წინარე ხელშეკრულებას):

 

 

შენიშვნა

 ნახე და გაანალიზე სხვადასხვა ტიპის  ხელსეკრულების „ქუდების’’ და „პრეამბულების’’ ნიმუშები წიგნში  „ხელშეკრულების ფორმები კერძო სამართალში’’ ავტ მ. ბიჭია 2019 წ.

 

 

შემდეგი თემა : ხელშეკრულების სტრუქტურა „პრეამბულის შემდეგ’’

 

  ვარიანტი A - პრეამბულის შემდეგ:

 - ტერმინთა განმარტება;

 - ზოგადი დებულებანი - ხელშეკრულების საგანი

 

ვარიანტი B - პრეამბულის შემდეგ:

- ზოგადი დებულებანი

- ხელშეკრულების საგანი

 

ვარიანტი C - პრეამბულის შემდეგ:

 

 - ხელშეკრულების საგანი


1.ხელშეკრულების შესავალი

 

a.      ხელშეკრულების შესავალი ნაწილი მოიცავს:

b.      ხელშეკრულების სათაურს

c.      ხელშეკრულების დადების ადგილსა და თარიღს

d.     ,მხარეების შესახებ ინფორმაციასა

e.      ხელშეკრულების პრეამბულას [საჭიროების შემთხვევაში]

1.      ხელშეკრულების სათაური

 

·        ხელშეკრულების მართებულად დასათაურება რეკომენდებულია ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების იდენტიფიკაციისათვის ა)ხელშეკრულების საგნიდან და, შესაბამისად, მხარეთა შორის იმ ბ)“ სამართლებრივი ურთიერთობიდან ‘’გამომდინარე, რომელზედაც იდება ხელშეკრულება.

·        მაგალითად, ნასყიდობის შემთხვევაში, ნასყიდობის პირობებიდან’’ გამომდინარე, ხელშეკრულების სათაურად შეიძლება განისაზღვროს „ნასყიდობის ხელშეკრულება“ ან „განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება“.

·         უფრო მეტიც, ნასყიდობის საგნის მიხედვით, შეიძლება, კიდევ უფრო  დაკონკრეტდეს ნასყიდობის ხელშეკრულების სათაური, მაგალითად, „უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება“, ან  „წილის ნასყიდობის ხელშეკრულება“ და სხვ.

·        აღნიშნულის მიუხედავად, სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით ხელშეკრულების სათაურს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

·        ხელშეკრულების საფუძველზე დავის წარმოშობის შემთხვევაში დავის განმხილველი ორგანო, მხარეთა შორის ა)შეთანხმებული პირობების, მათ მიერ ბ)გამოვლენილი ნებისა და გ)სამართალურთიერთობის განსაზღვრის შედეგად, ადგენს მხარეთა შორის არსებულ სამართალურთიერთობას და, შესაბამისად, ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას. [და არა ხელშეკრულების სათაურით]

·        მაგალითად, ხელშეკრულება შეიძლება დასათაურებული იყოს, როგორც „მომსახურების ხელშეკრულება“ და მასში გამოყენებული იყოს იმგვარი ტერმინებიც, რომლებიც ამ ტიპის ხელშეკრულებისთვისაა დამახასიათებელი, მაგ., მხარეებთან მიმართებით – „დამკვეთი“ და „შემსრულებელი“, თუმცა, დავის განმხილველმა ორგანომ შეიძლება დაადგინოს, რომ სახეზეა შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის,[თუ ხელშეკრულებაში არსებული მხარეთა შეთანხმებები შრომით ურთიერთობას ესადაგება და რეალურად ასახავს „შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულებას ანაზღაურების სანაცვლოდ“ .

·        ამდენად დაიმახსოვრე: ხელშეკრულების სათაური უნდა მიესადაგებოდეს მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად უნდა განისაზღვროს.

·        ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მხარეთა შორის შეთანხმება არ იყოს ტიპურინ/და შეიძლება რამდენიმე სამართალურთიერთობას აერთიანებდეს.

·        ასეთ შემთხვევებში სათაური იმგვარად უნდა შეირჩეს, რომ ყველაზე უკეთ გამოხატავდეს ხელშეკრულების საგნის არსს[!].

·         მაგალითად, თუ მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ ერთმანეთთან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საერთო მიზნის მისაღწევად და გასწიონ შესაბამისი მომსახურება, ხელშეკრულება შეიძლება დასათაურდეს როგორც „ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“.[!]

·        ზოგიერთ შემთხვევაში, ხელშეკრულების ატიპიურობიდან გამომდინარე, შეიძლება გართულდეს მისი დასათაურება.

·        ძირითადად, ამგვარი პრობლემა წარმოიშობა მხარეთა შორის კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებების გაფორმებისას.

·        ამ შემთხვევაში ყოველთვის არსებობს ხელშეკრულების იმგვარად დასათაურების რისკი, რომ სათაური არ იყოს შესაბამისობაში შეთანხმებულ პირობებთან.

·        ამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, ხელშეკრულება ან შეთანხმება მარტივად დაასათაუროთ როგორც „ხელშეკრულება“ ან „შეთანხმება“.

·        სათაურთან ერთად, ხელშეკრულება შეიძლება დაინომროს ციფრებით ან/ და ასოებით,

·        მაგალითად, „ნასყიდობის ხელშეკრულება №15“,  ან „ნასყიდობის ხელშეკრულება №ზკ/15’’.

·        გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულებისათვის ნომრის მინიჭება არ არის აუცილებელი

·        ნომრის მინიჭება  ერთადერთ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: თუ ეს აუცილებელია ხელშეკრულების რომელიმე მხარისათვის [ამ მხარის მიერ] სხვადასხვა მხარეებთან გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულებების იდენტიფიკაციის გაიოლების მიზნით, მაგალითად საბანკო დაწესებულებები, რომლებიც შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა მსესხებელთან აფორმებდნენ სესხის ხელშეკრულებებს, ამ ხელშეკრულებების იდენტიფიკაციისათვის, იყენებენ ხელშეკრულებების ნუმერაციის სისტემას.

 

 

 

 

 

 

სავარჯიშო #06 (პასუხით)

შპს „ბროლიასა“ და შპს „შაქროეულს“ შორის 2023 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება (მეიჯარე – შპს „ბროლია“; მოიჯარე – შპს „შაქროეული“) 2 წლის ვადით.

2024 წლის 01 თებერვალს მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, სადაც დააფიქსირეს, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „შაქროეულის“ მიერ შპს „ბროლიას“ სასარგებლოდ გადასახდელი, დარჩენილი საიჯარო ქირის თანხა შეადგენს 3000 ლარს.

 

იმავე მხარეებს შორის 2024 წლის 01 თებერვალს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (გამყიდველი – შპს „შაქროეული“; მყიდველი – შპს „ბროლია“), რომლის საფუძველზეც შპს „შაქროეულმა“ გადასცა ნასყიდობის საგანი შპს „ბროლიას“, ხოლო შპს „ბროლიამ“ იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს შპს „შაქროეულს“ ნასყიდობის ფასი 3000 ლარის ოდენობით.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაქვითონ ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებიდან (შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან) და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები და შეადგინონ შესაბამისი შეთანხმებ

 

დავალება:

ა)დაასათაურეთ შეთანხმება და ბ)განსაზღვრეთ ამ შეთანხმების სტრუქტურირების შესაბამისი ვარიანტი.

 

სავარჯიშო #07 (პასუხის გარეშე)

შპს „ბროლიას“, როგორც გამქირავებელსა, და შპს „შაქროეულს“, როგორც დამქირავებელს, შორის 2023 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება 3 წლის ვადით.

 

ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, დამქირავებელს შესაბამისი ქირის გადახდის სანაცვლოდ ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადაეცა გამქირავებლის საკუთრებაში არსებული, 250 კვ.მ ქირავნობის ფართი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. 500, პირველი სართული (საკადასტრო კოდი: 00.00.00.000.000.00.000).

 

ქირავნობის ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე დამქირავებელს გამქირავებლისგან მიენიჭა შეუზღუდავი უფლება და ნებართვა, გამქირავებლის შემდგომი თანხმობის გარეშე, ქვექირავნობით გასცეს ქირავნობის ფართი ან მისი ნაწილი მესამე პირზე.

 

2024 წლის 01 თებერვალს შპს „შაქროეული“ შეუთანხმდა შპს „შაქროეულის დისტრიბუციას“, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „შაქროეული“ ზემოაღნიშნულ ქირავნობის ფართის ნაწილს – 100 კვ.მ-ს, შესაბამისი ქირის გადახდის სანაცვლოდ, დროებით სარგებლობაში გადასცემს შპს „შაქროეულის დისტრიბუციას“.

 

დავალება:

დაასათაურეთ შპს „შაქროეულსა“ და შპს „შაქროეულის დისტრიბუციას“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება.

 

2.    ხელშეკრულების დადების ადგილი’’ და თარიღი’’

 

·        ხელშეკრულების სათაურს’’, როგორც წესი, ქართულ პრაქტიკაში დამკვიდრებულის შესაბამისად, მოსდევს ხელშეკრულების დადების ადგილსა და თარიღზე’’  მითითება, რაც რამდენიმე ვარიანტით შეიძლება იყოს წარმოდგენილი.

·        ზოგიერთ ხელშეკრულებაში, ადგილზე ‘’და თარიღზე მითითება შეიძლება შეგვხვდეს ხელშეკრულების დასკვნითი ნაწილის’’  ბოლოს მხარეთა ხელმოწერებთან ერთად, თუმცა, ამგვარი მითითება ქართულ პრაქტიკაში ნაკლებად გამოიყენება.

·        არსებული პრაქტიკით, ხელშეკრულების დადების ადგილი’’ განსაზღვრავს ხელშეკრულების მიმართ გამოსაყენებელ კანონმდებლობას[ანუ რომელი ქვეყნის], თუ სხვა რამ არ არის მითითებული ხელშეკრულების ძირითად ნაწილში მარეგულირებელ კანონმდებლობასა და დავათა გადაწყვეტის დებულებებში.

·        თუმცა, რეკომენდებულია, ხელშეკრულებაში სპეციალური პირობის’’[მუხლის] არსებობა ა)„ხელშეკრულების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და, ასევე, იმ იურისდიქციისა და დავის გადაწყვეტის მექანიზმის განსაზღვრაც, რომელიც გამოიყენება მხარეთა შორის ბ)„ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის’’ წარმოშობის შემთხვევაში.

·        შესაბამისად, მარეგულირებელი კანონმდებლობისა და დავათა გადაწყვეტის შესახებ სპეციალური პირობები ხელშეკრულების ძირითად ნაწილში არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების ადგილის’’ მითითებას, ფაქტობრივად,მხოლოდ  სიმბოლური[ფორმალური ] დატვირთვა აქვს და ასახავს მხარეთა შორის ხელშეკრულების ფიზიკურად დადების ადგილს, რაც, ბუნებრივია, ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ გამოიყენება.[!]

·         „ხელშეკრულების დადების თარიღი’’, „ხელშეკრულების დადების ადგილის’’ მსგავსად, არსებული პრაქტიკით, განსაზღვრავს ა)მხარეთა მიერ „ხელშეკრულებაზე ხელმოწერების შესრულებისა’’ და ბ) „ხელშეკრულების ძალაში შესვლის’’,[ანუ მხარეთა შორის ხელშეკრულების საფუძველზე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის]  „თარიღს’’, [თუ სხვა რამ არ არის მითითებული ა)ხელშეკრულების ძირითად ნაწილში ხელშეკრულების მოქმედების „ვადის განმსაზღვრელ დებულებებსა’’ და ბ) ხელშეკრულების დასკვნით ნაწილში მხარეთა ხელმოწერების ადგილას „ხელმოწერების შესრულების თარიღის’’ გრაფაში.

·        რეკომენდებულია, ხელშეკრულებაში სპეციალური პირობის [მუხლის]გათვალისწინება, სადაც „ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან’’ ერთად, განისაზღვრება „ხელშეკრულების ძალაში შესვლის’’ „კონკრეტული თარიღი’’ ან „პირობა’’,[ვინაიდან „ხელშეკრულების დადების თარიღი’’ ყველა შემთხვევაში შეიძლება არ ნიშნავდეს „ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღს’’]

·         მაგალითად, მხარეებმა შეიძლება დადონ ხელშეკრულება 2024 წლის 01 თებერვალს, თუმცა, შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება ძალაში შევა 2024 წლის 01 მარტს.

·        შესაძლებელია, მხარეებმა „ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი’’ „კონკრეტული გარემოების დადგომას’’[ ანუ რაღაც „პირობას’’] დაუკავშირონ, მაგალითად „მხარის მიერ სპეციალური ლიცენზიის მოპოვებას’’

·          უფრო მეტიც, ხელშეკრულების მხარეებმა შეიძლება სხვადასხვა დროს მოაწერონ ხელი ხელშეკრულებას.[!]

 

ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დასკვნით ნაწილში მიზანშეწონილია, განისაზღვროს თითოეული მხარის მიერ „ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღი’’ და, ასევე, ხელშეკრულების ძირითად ტექსტში ხელშეკრულების მოქმედების ვადის ნაწილში „ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიც’’.

 

ამ შემთხვევაში „ძალაში შესვლის თარიღი“ შეიძლება განისაზღვროს „კონკრეტული თარიღით“ ან „იმ უკანასკნელი თარიღით, რომელიც განსაზღვრულია დასკვნით ნაწილში მხარეთა ხელმოწერების შესრულების ადგილას’’

·         მიზანშეწონილია, „ხელშეკრულების დადების თარიღში“ მიეთითოს :დღე, თვე და წელი!]

·        ამასთან „დღე“ განისაზღვროს ორნიშნა ციფრით, მათ შორის 1-დან 9-ის ჩათვლით თარიღის მითითებისას „დღე’’აღინიშნოს „01-09 ‘’ორნიშნა ციფრით,

·        „თვე’’ დაიწეროს „სიტყვიერად“  და „წელი“ „სრულად’’ [ანუ სემოკლების გარეშე

 

მაგალითი :

 

შედარება: თარიღის განსაზღვრა“:

 

 

არასწორია

სწორია

ვარიანტი 1

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“)დადებულია ქ. თბილისში 3.2.24 წელს.

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“)დადებულია ქ. თბილისში 2024 წლის 03 თებერვალს.

ვარიანტი 2

 

 

·        არსებობს თარიღის, თვისა და წლის განსაზღვრის სხვადასხვა სისტემა,

·        მაგალითად, „ამერიკული სისტემის“ მიხედვით, „ევროპული სისტემისგან“ განსხვავებით, პირველ ეტაპზე იწერება თვე, შემდგომ დღე და ბოლოს წელი,

·        მაშინ, როდესაც „ევროპული სისტემა“, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, დასაწყისში უთითებს დღეს, შემდგომ თვესა და ბოლოს წელს.

·        მოცემულ შემთხვევაში „3.2.24 წელი“

ევროპული სისტემის შესაბამისად განიმარტება როგორც 2024 წლის 03 თებერვალი,

 

ხოლო ამერიკული სისტემის შესაბამისად – როგორც 2024 წლის 02 მარტი.

 

ამიტომ , თვის აღნიშვნა სიტყვიერად’’ უფრო  მიზანშეწონილია.

 

 

 

 

 

 

 

მაგალითი: სათაურის’’, ადგილისა’’ და თარიღის’’  განსაზღვრის ვარიანტები

 

ვარიანტი 1:

ნასყიდობის ხელშეკრულება

ქ. თბილისი                                                                                                    01 თებერვალი, 2024 წელ

ვარიანტი 2:

ნასყიდობის ხელშეკრულება

წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) დადებულია ქ. თბილისში 2024 წლის 01 თებერვალს შემდეგ მხარეებს შორის:

ვარიანტი 3:

ნასყიდობის ხელშეკრულება

ხელშეკრულების დადების ადგილი: ქ. თბილისი ,ხელშეკრულების დადების თარიღი: 01 თებერვალი, 2024 წელი

 

 

3.ხელშეკრულების მხარეები

 

·        ხელშეკრულების მხარე’’ შეიძლება იყოს: ა)ფიზიკური პირი, ბ)კერძო სამართლის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან გ)ორგანიზაცია/გაერთიანება, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

·        ნებისმიერ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეების შესახებ ინფორმაცია ხელშეკრულების აუცილებელი ელემენტია.

·         ხელშეკრულების ადგილისა და თარიღის მითითების შემდეგ სავალდებულოა ხელშეკრულების მხარეების განსაზღვრა – მხარეების დასახელება,

·        მაგალითად ფიზიკური პირი მხარის შემთხვევაში სახელისა და გვარის სრულად მითითება,

·        იურიდიული პირის შემთხვევაში კი – ამ პირის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისად, სამართლებრივი ფორმისა და საფირმო სახელწოდების განსაზღვრა.

·        მხარეების დასახელებასთან ერთად, უნდა განისაზღვროს ამ მხარეებისათვის ხელშეკრულებით მინიჭებული ტერმინები’’, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მხარეებს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში: „გამყიდველი“ და „მყიდველი“, ქირავნობის ხელშეკრულებაში: „გამქირავებელი“ და „დამქირავებელი“ და ა.შ.

·        ხელშეკრულების სათაურის მსგავსად, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ატიპიურობიდან გამომდინარე, შეიძლება გართულდეს მხარეებისათვის ტერმინების განსაზღვრა.

·        ასეთ შემთხვევაში, თუ მხარე იურიდიული პირია, შესაძლებელია მის განმსაზღვრელ ტერმინად გამოიყენოთ ამ იურიდიული პირის სრული ან შემოკლებული საფირმო სახელწოდება, მაგალითად: შპს „შაქროეული“ (შემდგომში „შაქროეული“)

·        ამგვარი მექანიზმის გამოყენება ფიზიკური პირის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, მაგალითად, თუ ხელშეკრულების მხარეა ევგენი ევგენიძე, არ არის მიზანშეწონილი მას ტერმინად განუსაზღვროთ „ევგენი ევგენიძე“ ან „ევგენი“ ან „ევგენიძე“.

·        მხარეებისათვის ტერმინების მინიჭების სირთულისას, შეგიძლიათ მარტივად განსაზღვროთ მათთვის შემდეგი ტერმინები: „მხარე I“ და „მხარე II“.

·        მხარეების დასახელებასთან ერთად ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მხარეთა ა)მაიდენტიფიცირებელ და ბ)საკონტაქტო ინფორმაციას.

·        თუ ხელშეკრულების საფუძველზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ან უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით, მიზანშეწონილია, ხელშეკრულება შეიცავდეს მინიმუმ იმ მხარის საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციას, რომლის სასარგებლოდაც უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორება.

·         ხელშეკრულების მხარე შეიძლება ხელშეკრულებაში წარმოდგენილი იყოს მინდობილი პირით, რომელიც უფლებამოსილია, მხარის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში, მხარის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, სავალდებულოა, განისაზღვროს მინდობილი პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (საკონტაქტო მონაცემები განისაზღვრება საჭიროებიდან გამომდინარე) და ინფორმაცია მინდობილობის შესახებ .

 

 

1). მხარეთა მაიდენტიფიცირებელი ‘’ ინფორმაცია

 

·        მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია იძლევა მხარის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას

·        მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია განსხვავებულად განისაზღვრება მხარის სამართლებრივი სტატუსის მიხედვით:ა)მხარე ფიზიკური პირია, ბ)კერძო სამართლის იურიდიული პირია, გ)საჯარო სამართლის იურიდიული პირია, თუ დ)იმგვარი ორგანიზაცია/გაერთიანებაა, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

·        საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების მხარე ფიზიკური პირისა და ხელშეკრულების მხარე კერძო სამართლის იურიდიული პირის შესახებ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მითითება.

 

[მაგალითად, მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია განსხვავებულად განისაზღვრება ფიზიკური პირის მოქალაქეობისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის რეზიდენტობის მიხედვით.]

 

 

მხარე ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია

 

ხელშეკრულების მხარე ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია მოიცავს  პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებში დაფიქსირებულის შესაბამისად ფიზიკური პირის :

a.      სახელსა და გვარს,

b.       მონაცემებს დაბადების,

c.      შესაბამისი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა; პირადობის მოწმობა; პასპორტი) ნომრის,

d.     გაცემის თარიღის,

e.      მოქმედების ვადისა და

f.       გამცემი ორგანოს შესახებ.

 

 

 

 

მხარე საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი

·        იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს გააჩნია დაბადების მოწმობაში, პირადობის მოწმობასა თუ პასპორტში განსაზღვრული უცვლელი და უნიკალური პირადი ნომერი, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის იდენტიფიკაცია მარტივად არის შესაძლებელი პირადი ნომრით, მაშინ, როდესაც პირადობის მოწმობისა და პასპორტის ნომერი ცვლადია, [რადგან ეს დოკუმენტები განსაზღვრული მოქმედების ვადით გაიცემა. ]

·        შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხელშეკრულების ამ მხარის იდენტიფიკაციის მიზნით საკმარისია მისი სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითება

მხარე უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი

·        იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა შეიძლება არ ითვალისწინებდეს მათი მოქალაქეებისათვის, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, უნიკალური პირადი ნომრის არსებობას (მაგალითად აშშ.), ხელშეკრულების მხარე უცხო ქვეყნის მოქალაქის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა განისაზღვროს მისი პირადობისმაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის, როგორც წესი, პასპორტის, მიხედვით:

 

a.      სახელი, გვარი (ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად აშშ, ავსტრალია, ფიზიკურ პირს შეიძლება ჰქონდეს ე.წ. მეორე სახელი (“Middle Name”), რომლის არსებობის შემთხვევაში, სავალდებულოა მისი მითითება),

b.      დაბადების თარიღი (თუ დოკუმენტით განსაზღვრულია დაბადების ადგილი, მიზანშეწონილია, ეს ინფორმაციაც მიეთითოს),

c.      მონაცემები შესაბამისი პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ნომრის,

d.     გაცემის თარიღის,

e.      მოქმედების ვადისა

f.       და გამცემი ორგანოს შესახე

 

მხარე „კერძო სამართლის იურიდიული პირის“ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია

 

·        ხელშეკრულების მხარე კერძო სამართლის იურიდიული პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს:

 

a.      იურიდიული პირის სახელწოდების

b.       სამართლებრივი ფორმისა

c.      და სხვა სარეგისტრაციო ინფორმაციის შესახებ (მაგალითად, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი (განისაზღვრება იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სარეგისტრაციო ინფორმაციის შესაბამისად))  

d.      ამ იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ანუ, იმ პირის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას იურიდიული პირის სახელით.

მხარე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი

 

·        საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს გააჩნია საიდენტიფიკაციო ნომერი, რაც ამ იურიდიული პირის იდენტიფიკაციას ამარტივებს

·        ამ იურიდიული პირის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ა)საფირმო სახელწოდება, ბ)სამართლებრივი ფორმა, გ)საიდენტიფიკაციო ნომერი, დ)რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, იურიდიული მისამართი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, საჯაროა და ფიქსირდება „სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების ამონაწერში“.

·        „ამონაწერის“ მოძიება შესაძლებელია ონლაინ იურიდიული პირის სხვადასხვა მონაცემის, თუმცა, ყველაზე მარტივად – ამ პირის საიდენტიფიკაციო ნომრის, მეშვეობი

·        ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების განსაზღვრისათვის საკმარისია:

 

a.      მისი სამართლებრივი ფორმის,

b.       საფირმო სახელწოდების,

c.       საიდენტიფიკაციო ნომრისა

d.     და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (რომელიც, ხშირ შემთხვევაში განისაზღვრება ტერმინით „დირექტორი“, ასევე, შეიძლება განისაზღვროს, როგორც „ხელმძღვანელი“, „თავმჯდომარე“, „პრეზიდენტი“ და სხვ.) სახელისა და გვარის მითითება. [თუ ხელშეკრულება სავალდებულო წესით ექვემდებარება რეგისტრაციას, მაგალითად უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამ ხელშეკრულების იურიდიული პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და გვართან ერთად მიუთითეთ მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც, მაგალითად, საქართველოს მოქალაქე დირექტორის შემთხვევაში – პირადი ნომერი .]

[შესაძლებელია, იურიდიული პირის მმართველობა წარმოდგენილი იყოს იმგვარი მმართველობის ორგანოთა სტრუქტურით, რომ იურიდიული პირის დირექტორს ესაჭიროებოდეს ამ პირის სხვა ორგანოს თანხმობა კონკრეტული ხელშეკრულების დასადებად,

მაგალითად, სააქციო საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს საერთო კრების’’ თანხმობას დირექტორის მიერ იმ გარიგებების დასადებად, რომელთა ღირებულება აღემატება სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 50 %-ს. ]

 

 

ხხხხ

მხარე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი

 

·        იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულად არეგულირებს იურიდიული პირების რეგისტრაციის წესს და განსხვავებულად განსაზღვრავს იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციასა და ამ ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებს, იურიდიული პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია დგინდება სწორედ იმ ქვეყნის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით, სადაც ხელშეკრულების მხარე იურიდიული პირია რეგისტრირებული.

·        მაგალითად, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან განსხვავებით, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს შეიძლება არ ჰქონდეს „საიდენტიფიკაციო ნომერი“, თუმცა, „საიდენტიფიკაციო ნომრის“ მსგავსი მიზნით გამოიყენებოდეს იურიდიული პირის „სარეგისტრაციო ნომერი“ ან „საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი“.

·        შესაბამისად, იურიდიული პირის შესახებ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია განსაზღვრეთ „ქართული“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ’’ ამონაწერის მსგავსი, ამ იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის/ დოკუმენტების მიხედვით[!] .

 

 

მხარეთა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის’’ ადგილი ხელშეკრულებაში

 

 

·        მხარეების დასახელება’’ ხელშეკრულების შესავალ ნაწილში უნდა განხორციელდეს, თუმცა მხარეების მაიდენტიფიცირებელი სხვა ინფორმაცია’’  შეიძლება განისაზღვროს ხელშეკრულების სხვადასხვა ნაწილში:

 

 ვარიანტი 1: მხარეთა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის განსაზღვრა ხელშეკრულების შესავალ ნაწილში მხარეთა დასახელებასთან’’ ერთად [ მაგალითად, ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელსა და გვართან ერთად , იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივ ფორმასა და საფირმო სახელწოდებასთან, ერთად]

 

 ვარიანტი 2: მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციიდან მხოლოდ მხარეთა დასახელების’’, მაგალითად, ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელისა და გვარის, იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმისა და საფირმო სახელწოდების, მითითება ხელშეკრულების შესავალ ნაწილში; [მხარეთა სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის, მაგალითად, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომრის, იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომრის, განსაზღვრა ხელშეკრულების დასკვნით ნაწილში მხარეთა ხელმოწერებისათვის განსაზღვრულ ადგილამდე მხარეთა რეკვიზიტების შესაბამის მუხლში] .

 

ვარიანტი 3: მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციიდან მხოლოდ მხარეთათვის მინიჭებული ტერმინების ან მხარეთა დასახელების, [მაგალითად, ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელისა და გვარის, იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმისა და საფირმო სახელწოდების], მითითება ხელშეკრულების შესავალ ნაწილში;  ხოლო მხარეთა სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის, [მაგალითად, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომრის, იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომრის], განსაზღვრა ხელშეკრულების ტერმინთა გამარტების შესაბამის მუხლში (შეიძლება გამოყენებულ იქნეს „რთული“ ფორმატის სტრუქტურირებისას)

 

 ზემოაღნიშნული ვარიანტებიდან პრაქტიკაში ნაკლებად გავრცელებული ზემოაღნიშნული მე-3 ვარიანტია.

 

 

 

3). მხარეთა საკონტაქტო ინფორმაცია

 

·        საკონტაქტო ინფორმაცია’’  სავალდებულო წესით მოიცავს მონაცემებს მხარეების იურიდიული/ ან რეგისტრირებული და საცხოვრებელი/ან ფაქტობრივი მისამართის შესახებ.

·        ხელშეკრულებაში მხარის’’ მისამართის მითითებას, მხარეთა შორის კომუნიკაციის წარმოების დანიშნულების გარდა, მნიშვნელობა აქვს, დავის წარმოშობის შემთხვევაშიც,

სარჩელში მოპასუხე მხარის მისამართის’’ განსაზღვრის თვალსაზრისით.

·        მხარეთა შორის კომუნიკაციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებაში დამატებით შეიძლება მიეთითოს მხარეების ა)ელექტრონული ფოსტის მისამართი, ბ)საკონტაქტო ტელეფონის/მობილურის ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში,გ) საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციაც.

·        საკონტაქტო ინფორმაცია შეიძლება განისაზღვროს ხელშეკრულების სხვადასხვა ნაწილში:

 

 ვარიანტი 1: საკონტაქტო ინფორმაციის განსაზღვრა ხელშეკრულების შესავალ ნაწილში მხარეთა სრულ რეკვიზიტებთანმხარეთა მაიდენტიფიცირებელ’’ და, საჭიროების შემთხვევაში, საბანკო ინფორმაციასთან’’ – ერთად;

 

 ვარიანტი 2: საკონტაქტო ინფორმაციის განსაზღვრა ხელშეკრულების ძირითად ნაწილში მხარეთა კომუნიკაციის შესაბამის მუხლსა თუ პუნქტში

 

ვარიანტი 3: საკონტაქტო ინფორმაციის განსაზღვრა ხელშეკრულების დასკვნით ნაწილში მხარეთა ხელმოწერებისათვის განსაზღვრულ ადგილამდე მხარეთა რეკვიზიტების შესაბამის მუხლში მხარეთა სრულ რეკვიზიტებთანმხარეთა მაიდენტიფიცირებელ და, საჭიროების შემთხვევაში, საბანკო ინფორმაციასთან – ერთად ;

 

ვარიანტი 4: საკონტაქტო ინფორმაციის განსაზღვრა ხელშეკრულების ტერმინთა განმარტების შესაბამის მუხლში (შეიძლება გამოყენებული იქნეს ე.წ. „რთული“ ფორმატის სტრუქტურირებისას)

 

ზემოაღნიშნული ვარიანტებიდან პრაქტიკაში ნაკლებად გავრცელებული ზემოაღნიშნული მე-4 ვარიანტია.

 

4). მხარეთა საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაცია

 

 

·        მხარის საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მითითება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ან შესაძლებელია, განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით.

·        ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მხარის საბანკო ანგარიშის ნომერს, რომელიც საკმარისი რეკვიზიტია საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორებისათვის, თუმცა, ასევე, მიზანშეწონილია, ბანკის დასახელებისა და ბანკის კოდის განსაზღვრაც.

·        თუ ანგარიშსწორება ხორციელდება უცხოურ ვალუტაში, დამატებით საჭიროა შუამავალი ბანკის/ბანკების შესახებ ინფორმაციისა და იმ დამატებითი რეკვიზიტების მითითებაც, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულების მხარის მომსახურე ბანკში საერთაშორისო გადარიცხვებისათვის და, შესაბამისად, ამ რეკვიზიტების მითითებაც ხელშეკრულებაში ბანკის მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით უნდა განხორციელდეს.

·        საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაცია შეიძლება განისაზღვროს ხელშეკრულების სხვადასხვა ნაწილში:

 

 ვარიანტი 1: საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის განსაზღვრა ხელშეკრულების შესავალ ნაწილში მხარეთა სრულ რეკვიზიტებთან – მხარეთა მაიდენტიფიცირებელ და საკონტაქტო ინფორმაციასთან – ერთად ;

 

 ვარიანტი 2: საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის განსაზღვრა ხელშეკრულების ძირითად ნაწილში მხარეთა შორის ანგარიშსწორების შესაბამის მუხლსა თუ პუნქტში

 

ვარიანტი 3: საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის განსაზღვრა ხელშეკრულების დასკვნით ნაწილში მხარეთა ხელმოწერებისათვის განსაზღვრულ ადგილამდე მხარეთა რეკვიზიტების შესაბამის მუხლში’’ მხარეთა სრულ რეკვიზიტებთან – მხარეთა მაიდენტიფიცირებელ’’ და საკონტაქტო ინფორმაციასთან – ერთად

 

ვარიანტი 4: საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის განსაზღვრა ხელშეკრულების ტერმინთა განმარტების შესაბამის მუხლში (შეიძლება გამოყენებულ იქნეს „რთული“ ფორმატის სტრუქტურირებისას) 

 

ზემოაღნიშნული ვარიანტებიდან პრაქტიკაში ნაკლებად გავრცელებული ზემოაღნიშნული მე-4 ვარიანტია.

 

5). მხარეთა რეკვიზიტების განსაზღვრის ალტერნატიული ვარიანტები წინამდებარე სახელმძღვანელოს 5.3.3. თავში განხილული,

მხარეთა მაიდენტიფიცირებელი, საკონტაქტო და საბანკო ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში შეიძლება განისაზღვროს მხარეთა რეკვიზიტების მითითების შემდეგი რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი:

 

 

  ვარიანტი 1

 

მხარეთა სრული რეკვიზიტების, მათ შორის, მხარეთა მაიდენტიფიცირებელი, საჭიროების შემთხვევაში, საკონტაქტო და საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის განსაზღვრა ხელშეკრულების შესავალ ნაწილში მხარეთა დასახელებასთან ერთად

 

საილუსტრაციოდ წარმოდგენილია სოლომონ დიდებულიძესა და შპს „შაქროეულს“ შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების’’  შესავალი ნაწილი, რომელიც სრულად განსაზღვრავს მხარეთა რეკვიზიტებს.

                                     უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება [სათაური]

 

 წინამდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ქ. თბილისში[„დადების ადგილი“], 2024 წლის 01 თებერვალს [„დადების დრო“] შემდეგ მხარეებს შორის:

ხელშეკრულების მხარეები“[თეორია]

 

·        ხელშეკრულების შესავალი ნაწილი სრულად შეიცავს  მხარეების შესახებ ა)მაიდენტიფიცირებელ, ბ)საბანკო და გ)საკონტაქტო ინფორმაციას.

·         

·        [ნებისმიერი ეს ინფორმაცია აღარ განმეორდება ხელშეკრულების სხვა ნაწილში.]

 

1.    გამყიდველი:

სახელი, გვარი: სოლომონ დიდებულიძე

პირადი ნომერი: 9990000009

რეგისტრირებული/ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 400, ბ. 8 ელექტრონული ფოსტის მისამართი: Solomondidi999@gmail.com

ტელეფონი: 1999 9999987

საბანკო ინფორმაცია: ბანკის დასახელება: სს „ეიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: ABC577 ანგარიშის ნომერი: ABC1234567890122

 

[ჩვენს მაგალითში გამყიდველი საქართველოს მოქალაქეა, შესაბამისად, მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის სახით მითითებულია სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო და საკონტაქტო ინფორმაცია სრულად.]

2.    მყიდველი:

 საფირმო სახელწოდება: შპს „შაქროეული“

საიდენტიფიკაციო ნომერი: 990008900087

იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. 500, I სართული

საბანკო ინფორმაცია: ბანკის დასახელება: სს „ეიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: ABC577 ანგარიშის ნომერი: ABC52345678501226

 წარმომადგენელი/ხელმომწერი პირი: სახელი, გვარი: შაქრო შარიქაშვილი

პირადი ნომერი: 99000050002

თანამდებობა/სტატუსი: დირექტორი

საკონტაქტო პირი[ სახელი, გვარი, თანამდებობა]: შაქრო შარიქაშვილი; დირექტორი ელ.ფოსტა: Shakrosharika456@gmail.com

ტელეფონი: 8764 8882229

·        ამ მაგალითში მყიდველი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, შესაბამისად, მისი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია განსაზღვრულია მის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით.

·         − განსაზღვრულია არა მხოლოდ იურიდიული პირის შესახებ ინფორმაცია, არამედ ინფორმაცია მისი წარმომადგენლის შესახებაც, რომელიც ხელს აწერს ხელშეკრულებას.

·        − აქვეა განსაზღვრული იურიდიული პირის საბანკო და საკონტაქტო ინფორმაცია სრულად.

 

 

 

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

მაგალითი 2:

მხარეთა მაიდენტიფიცირებელი, საკონტაქტო და, საჭიროების შემთხვევაში, საბანკო ანგარიშის შესახებ, ინფორმაციის განსაზღვრა ხელშეკრულების დასკვნით ნაწილში მხარეთა ხელმოწერებისათვის განსაზღვრულ ადგილამდე მხარეთა რეკვიზიტების  მუხლში

 

დანარჩენი ვარიანტები ნახე წიგნში  გვ 152-გვ 174


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები