ადმინისტრაციული დავის საგნის ფარგლები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საქმეებთან
სარჩევი:
ადმინისტრაციული დავის საგნის ფარგლები
საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობის ფარგლები
საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების
კომპეტენციათა გამიჯვნა და გადაკვეთა
საერთო სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლო ერთმანეთს უკავშირდებიან „კონსტიტუციური წარდგინებით“
„ქვემდებარეობის'' გამიჯვნა საერთო და კონსტიტუციურ სასამართლოებს შორის
ადმინისტრაციული დავის საგნის ფარგლები
საქართველოს
ადმინისტრაციული
საპროცესო
კოდექსის
მე-2 მუხლის თანახმად, საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განიხილება დავები, სადაც მინიმუმ ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო.
დავის საგანი კი შეიძლება იყოს:
ა)ინდივიდუალური აქტები:
ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან (შეუსაბამობის შემთხვევაში ხდება ინდაქტების „ბათილად ცნობა“ ან „ძალადაკარგულად გამოცხადება“ და არა კანონის ).
ბ)რეალური აქტები (ქმედება):
ანუ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ისეთი ქმედების განხორციელების ან თავის შეკავების დავალება, რომელიც არ გულისხმობს აქტის გამოცემას.
გ)ადმინისტრაციული ხელშეკრულებები:
ანუ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებების დადებასთან, შესრულებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები.
ხ
საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობის ფარგლები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კი არის საკონსტიტუციო კონტროლის ერთადერთი ორგანო, რომელიც ამოწმებს ნორმატიული აქტების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობის ფარგლებია:
ა)ნორმატიული აქტების კონტროლი:
კანონების, პარლამენტის დადგენილებების, პრეზიდენტის, მთავრობისა და სხვა უწყებების ნორმატიული აქტების (მათ შორის, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – მაგ. მინისტრის ბრძანება, საკრებულოს დადგენილება) კონსტიტუციურობის შეფასება.
ბ)ადამიანის უფლებები:
ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელების საფუძველზე იმ ნორმების გაუქმება, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ ძირითად უფლებებს.
ხ
3. საერთო
და
საკონსტიტუციო
სასამართლოების
კომპეტენციათა
გამიჯვნის
და
გადაკვეთის
ძირითადი
ზღვარი
|
კრიტერიუმი |
საერთო სასამართლო (ადმინისტრაციული დავა) |
საკონსტიტუციო სასამართლო |
|
კონტროლის ობიექტი |
ინდივიდუალური აქტი, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება ან ადმ. ხელშეკრულება. |
მხოლოდ ნორმატიული აქტი (კანონი, დადგენილება, ნორმატიული ბრძანება). |
|
კონტროლის ეტალონი |
აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან (უპირატესად საკანონმდებლო აქტებთან). |
ნორმის შესაბამისობა კონსტიტუციასთან. |
|
უფლებამოსილება |
შეუძლია გააუქმოს შეუსაბამო ინდივიდუალური აქტი, მაგრამ ვერ გააუქმებს კანონს ან ნორმატიულ აქტს.[ანუ ეტალონს] |
აუქმებს არაკონსტიტუციურ ნორმატიულ აქტს/ნორმას, მაგრამ ვერ შეცვლის მის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. |
4. საერთო სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლო ერთმანეთს უკავშირდებიანკონსტიტუციური წარდგინებით
ადმინისტრაციული დავის განხილვისას, საერთო სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლო ერთმანეთს უკავშირდებიან კონკრეტული ნორმატიული კონტროლის (კერძოდ ე.წ.“კონსტიტუციური წარდგინების“) მექანიზმით:
1. თუ ადმინისტრაციული საქმის[დავის] განმხილველი მოსამართლე მიიჩნევს, რომ კანონი ან ნორმატიული აქტი, რომელიც მან მოცემული დავის გადასაწყვეტად უნდა გამოიყენოს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, იგი ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა.
2. მოსამართლე მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს
კონსტიტუციური წარდგინებით.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საერთო სასამართლო განაახლებს ადმინისტრაციული დავის განხილვას და საქმეს წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიციის გათვალისწინებით.
ხხხხხ
აქვე აუცილებლად ნახე ეს კონსპექტი:
„ქვემდებარეობის'' გამიჯვნა საერთო და კონსტიტუციურ სასამართლოებს შორის
https://axalikakhetitours.blogspot.com/2024/10/blog-post_6.html
Комментарии
Отправить комментарий