"ქვემდებარეობის'' გამიჯვნა საერთო და კონსტიტუციურ სასამართლოებს შორის
·
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად,“საერთო სასამართლოები“ განიხილავენ
დავებს“ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი
აქტის’’[ანუ „ნორმაქტის’’] „კანონიერებასთან’’[ანუ კანონმდებლობასთან
შესაბამისობასთან] დაკავშირებით
·
სწორედ ა“ნორმაქტის’’ „კანონიერებასთან’’ დაკავშირებიტ კვეტს „საერტო სასამართლოსა’’ და „საკონსტიტუციო
სასამართლოს’’ შორის კომპეტენციის გამიჯვნის საკითხი ერთმანეთს [ანუ გასარკვევია როდის
და რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს ამა
თუ იმ „ნორმაქტის’’ კანონიერება - „საერთო სასამართლომ’’ თუ „კონსტიტუციურმა სასამართლომ’’]
ხ
·
„საერთო სასამართლოსა’’ და „საკონსტიტუციო სასამართლოს’’ შორის ნორმაქის
შესახებ დავის „ქვემდებარეობის’’ გამიჯვნა
ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
a. სადავო „ნორმაქტის’’ იურიდიული
ძალის მიხედვით
b. ამ „ნორმაქტის’’ ადგილის მიხედვიტ
ნორმატიული აქტების კანონიტ დადგენილ იერარქიაში
c. ამ ნორმაქტის გასაჩივრების
წესის მიხედვით.
ხ
·
განვიხილოთ „საერთო სასამართლოსა’’ და „საკონსტიტუციო სასამართლოს’’ შორის
„ქვემდებარეობის’’ გამიჯვნაის მე-3 კრიტერიუმი
- „ნორმატიული აქტის’’ „გასაჩივრების წესის მიხედვით’’
·
ნორმატიული აქტის გასაჩივრების ორი ხერხი[წესი]
არსებობს : „გასაშუალებული’’ და „უშუალო’’
·
„გასაშულობეული’’ გზა ასეტია:
„დაინტერესებული პირი „კონსტიტუციით აღიარებული რომელიმე უფლების“ დასაცავად სხვა პირთან
აწარმოებს დავას და ეს დავა საბოლოოდ დაიყვანება ნორმატიულ აქტებს შორის კოლიზიის გადაჭრამდე.
·
ანუ „ნაკლები იურიდიული ძალის მქონე’’ ნორმატიული აქტის „უფრო მაღალი დონის“
ნორმატიული აქტისადმი „შესაბამისობის’’ საკითხს სასამართლო გადაწყვიტავს „მხოლოდ კონკრეტულ
დავასტთან დაკავშირებით’’ და „შეუსაბამობის ‘’[ანუ ნორმაქტებს შორის კოლიზიის] დადგენის
შემთხვევაში „უარს იტყვის’’ „ნაკლები იურიდიული
ძალის’’ ნორმატიული აქტის „გამოყენებაზე’’ ,მისი „ფორმალური გაუქმების’’ გარეშე.[!]
·
ასე,რომ ის ნორმატიული აქტი ,რომელიც იერარქიით ზემდგომ ნორმატიულ აქტთან
„შეუსაბამობის’’[ კოლიზიის] გამო არ იქნა გამოყენებული მოსამარტლის მიერ,“ავტომატურად’’
არ კარგავს იურიდიულ ძალას და აგრძელებს მოქმედებას[!]
ხ
·
ყურადღება: იმ კატეგორიის საქმეები,რომლებიც ნორმაქტების „გაშუალედებურ გასაჩივრებას’’ ეხება ,არ არის’’[!!!] „საკონსტიტუციო სასამართლოს’’
ქვემდებარე[!][განსჯადი]
·
ასეტი კატეგორიის საქმეები „საერთო იურისდიქციის სასამართლოებს
‘’ ექვემდებარება[!]
[ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
სწორედ ამ საკითხს ეხმიანება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
მე-6 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად :
მუხლი 6. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება
3. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, [საერთო]სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით
ხ
·
რაც შეეხება ნორმატიული აქტების ‘უშუალო’’
გასაჩივრებას,ამ შემთხვევაში „საქმე’’ არ უკავშირდება
„მხარეთა შორის’’ რაიმე დავას.
·
ასეთ „საქმეზე’’ სასამართლოსადმი მიმართვის საგანს
შეადგენს“ნორმატიული აქტის’’ ან „კონსტიტიციასთან’’, ან „საერტაშორისო ხელშეკრულებასტან’’ ,ან“უპირატესი
ძალის ნორმატიულ აქტტან’’ „შესაბამისობის’’ საკითხის დადგენა.
·
და სწორედ, ამ დროს დგება „საერთო სასამართლოსა’’ და „საკონსტიტუციო სასამართლოს
‘’ შორის კომპეტენციის გამიჯვნის პრობლემა.
ხ
·
სასკ-ი [ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსი] არ შეიცავს ნორმატიული აქტების
„კონკრეტულ ჩამონათვალს’’ რომელთა „კანონიერების შემოწმება ‘’ მიეკუტვნება „საერთო
სასამართლოების კომპეტემციას
·
სამაგიეროდ .„კონკრეტულ ჩამონათვალს’’ ნორმატიული აქტებისა რომელთა „კანონიერების
შემოწმება ‘’ მიეკუთნება’’ „საკონსტიტუციო სასამართლოს’’ შეიცავს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ’’ ,მისი მე-19 მუხლი:
1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ა) საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე − დავა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;
გ) პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;
დ) დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ;
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
ვ) საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხი;
ზ) საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;
თ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხი;
ი) დავა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე;
კ) საქართველოს კონსტიტუციასთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი;
ლ) ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით;
მ) საქართველოს კონსტიტუციის 59-ე−64-ე მუხლებთან ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი.
·
შესაბამისად, მხოლოდ იმ ნორმატიული აქტის გასაჩივრების
შესახებ საქმე ,რომელიხ განსახილველად „უწყებრივად არ ექვემდებარება’’ „საკონსტიტუცი სასამართლოს’’[ანუ
არ შედის მე- 19 მუხლში მცემულ ჩამონათვალში],მიეკუთვნება „საერთო სასამართლოს“
კომპეტენციას[
ეს დაიმახსოვრე]
ხ
„მოსარჩელეს სამართლებრივი მდგომარეობა’’
·
„მოსარჩელეს სამართლებრივი მდგომარეობა განსხვავდება ინის მიხედვით,თუ რომელ სასამართლოში ასაჩივრებს იგი სადავო
კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს
ხ
·
მისი „საერთო სასამარტლოში
‘’ გასაჩივრების შემტხვევაში მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს,რომ
„ნორმატიული აქტი’’ ან მისი ნაწილი „პირდაპირ
და უშუალო ზიანს აყენებს’’ მის „კანონიერ უფლებას ან ინტერესს’’ ან „უკანონოდ
ზღუდავს’’ მის „უფლებას’’
ხ
·
ხოლო „საკონსტიტუიციო სასამართლოში’’ მიმართვის შემთხვევასი
მოსარჩელეს როგორცც წესი,არ მოეთხოვება იმის დასაბუთება,რომ“ნორმატიული
აქტი’’ ან მისი რომელიმე „ნორმა’’ ლახავს მის „კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებამოსილებებს’’
ხ
·
სამაგიეროდ იმის დამაჯერებელი
დასაბთება,რომ“ნორმატიული აქტი’’ ან მისი რომელიმე „ნორმა’’ ლახავს ან საფრთხეს
უქმნის მათ „კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებამოსილებებს’’
მოეთხოვებათ საქრთვრლოს მოქალაქეს,მოქალაქეობის
არმქონე პირს და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ,როცა მათი „კონსიტუციური სარჩელი ‘’ ეხება „ადამიანის ძირითად უფლებებტან’’ დაკავშირებით მიღებული ნორმატიული აქტების „კონსტიტუციურობის’’[ანუ
კონსტიტუციასტან შესაბამისობის] საკითხს.
ხ
·
დავიმახსოროთ,რომ საერთო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიზნები
განსხვავებულია
·
საერთო სასამარტლოს საქმიანობის მიზანია „მოწინაარნდეგე მხარეთა’’ შორის
არსებული დავის გადაწყვეტა
·
ხოლო „კონსტიტუციური კონტროლის’’ ძირითად არსს „კონსტიტუციური მარტლწესრიგის
დაცვა’’ და“საკონსტიტუციო ნორმების დარღვევის აღვეთა’’
წარმოადგენს
ხ
·
„საერთო სასამართლოს’’მიერ[!] „კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის’’ „საქრთველოს კანონებთან’’[კანონმდებლობასთან] და „სხვა უპირატესი იურიდიული
ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან’’
„შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტას -სასკ-ი[საქქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსი] „დასაშვებად’’
მიიჩნევს [იხ.სასკ-ის მე-2, 22-ე და 32-ე მუხლები]
მუხლი 2. სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციული საქმეები
+
1. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
მუხლი 22. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
მუხლი 32. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით
5. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ძალა. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას ან თუ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის, მათ შორის, კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად გამოცხადებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას ან/და კომერციული ბანკის, მიკრობანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, სასამართლო უფლებამოსილია ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადების ნაცვლად ძალადაკარგულად გამოაცხადოს.
·
მაგრამ იურისტ მეცნიერტა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ „ადმინისტრაციული დავის
საგანი’’ სასამარტლოში არ შეიძლება იყოს „ნორმაქტის’„ შესაბამისობა“ კანონმდებლობასთან’’[ სასკ-ი მუხ. მე-2 ,“ა’’]
·
მათი მოსაზრება ასეთია: „სასამართლოები“
არ არიან სამართალშემოქმედი ორგანოები,ისინი „ნორმატიულ აქტებს’’ არ გამოსცემენ,შესაბამისად
,მათი „გაუქმების უფლებაც’’ არ აქვთ; ხოლო „ნორმატიული აქტის გამოცემის ‘’ გამო „ადმინისტრაციული
დავის’’ დაშვება ეჭვქვეშ დააყენებს ამ ნორმატიული აქტის გამცემელი „ადმინისტრაციული
ორგანოს’’ კომპეტენციას. ამას გარდა,“ნორმატიული აქტი’’ შეეხება „პირთა ფართო წრის ‘’ ინტერესებს და“ერთი პირის’’ იმტერესებიდან გამომდინარე,მისი
გასაჩივრება დაუშვებელია; „ნორმატიული აქტის’’ მიღება,შეცვლა ან გაუქმება „კომპეტემტური
ორგანოს’’ უფლებამოსილებაა,სასამართლო კი ასეთი ხხელისუფლებით არ სარგებლობს’’
·
ვალერიან ლორია კიდევ უფრო ავითარებს
ამ მოსაზრებას და აღნიშნავს“ „ნორმატიული აქტის’’ გასაჩივრება „ადმინისტრაციულ ორგანოში’’
ან მით უფრო „სასამართლოში’’ დაუშვებელი [!] უნდა იყოს,ვინაიდან ნორმაქტი „ინდივიდუალურ საკითხს’’ არ წყვეტს. თუკი
პირს არ აწყობს ესა თუ ის „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი’’ ,მან უნდა
გაასაჩივროს არა ეს ნორმატიული აქტი,არამედის „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“,რომელიც ამ ნორმატიული
აქტის საფუძველზე იქნა მიღებული’’-ო
Комментарии
Отправить комментарий