საერთაშორისო სამართლებრივი „ცნობა’’
·
საერთაშორისო ასპარეზზე დროთა განმავლობაში ჩნდებიან „ახალი სახელმწიფოები’’,რომლებიც აქტიურად ებმებიან საერთაშორისო
ურთიერთობებში.
ხ
·
ხშირია შემთხვევები,როდესაც თვითონ სახელმწიფო,როგორც ასეთი,რჩება უცვლელი,მაგრამ
ადგილი აქვს „სახელმწიფო გადატრიალებას’’[განსაკუთრებით
ხშირია ასეთი მოვლენები ლათინურ ამერიკაში და შუა და ახლო აღმოსავლეთში]
ხ
·
„სახელმწიფო გადატრიალება’’ ან
„ახალი სახელმწიფოს’’ გაჩენა როდესაც დანარჩენი სახელმწიფოები
არ ცნობენ „ახალ მთავრობას’’ და ყოველ ღონეს ხმარობენ მისი ჩამოგდებისათვის ართულებს
მოცემული სახელმწიფოს,როგორც საგარეო ,ასევე საშინაო მდგომარეობას და არანორმალურ ვითარებას
ქმნის მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში
·
ხოლო თუკი „დანარჩენი სახელმწიფოები’’[თუნდაც მათი ნაწილი] თანახმაა გარკვეული
ურთიერთობა დაამყაროს „ახალ სახელმწიფოსთან’’
ან „ახალ მთავრობასთან’’,ამ უკანასკნელს საშუალება ეძლევა „ნორმალურად’’ შეუდგეს თავის
საქმიანობას როგორც „საშინაო’’ ისე „საგარეო’’ ასპარეზზე.
ხ
·
ამგვარად,იმისათვის,რომ „ახლადწარმოშობილმა’’ სახელმწიფომ ან „მთავრობამ’’
დაიკავოს საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობაში „ნორმალური’’ ადგილი.საჭიროა „დანარჩენი
სახელმწიფოები’ თანახმა იყვნენ დაამყარონ მასტან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული
ურთიერთობები- ანუ „ცნონ’’ იგი[სახელმწიფო ან მთავრობა]
ხ
·
თანამედროვე საერთაშორისო სამარტალში „ცნობის’’ ცნების ქვეშ იგულისხმება
კონკრეტული სახელმწიფოს ნების გამომჟღავნება,რომელიც მიმართულია „ახლად წარმოშობილ’’
სახელმწიფოსთან ანმთავრობასთან ურთიერთობის
ნორმალიზაციისკენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესისამებრ [!]
ხ
·
არსებობს რამოდენიმე თეორია,რომლებიც სხვადასხვანაირად ხსნიან“ცნობის’’
ინსტიტუტის მნიშვნელობას
ა)“დეკლარაციული თეორია’’
·
ეს თეორია ჩამოყალიბდა იმ ეპოქაში,როდესაც“ფეოდალური სახელმწიფოების’’
ზღვაში აქა-იქ წარმოიშობოდა „ახალი’’ „ბურჟუაზიული ტიპის’’ სახელმწიფოები
·
ეს სახელმწიფოები წარმოიშობოდა ან „ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით[მაგ.
აშშ 1776-1787 წლები] ან არსებულ სახელმწიფოში
„ბურჟუაზიული რევოლუციის’’ გზით[მაგ. საფრანგეთი 1789 წ.]
ბ) „დეკლარაციული თეორია’’
·
ამ თეორიის მიხედვით სხვა სახელმწიფოების მხრიდან „ცნობა’’ მხოლოდ „აკანონებს’’
ახლად წარმოშობილი სახელმწიფოს საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილედ
გახდომის „ფაქტს’’
·
ეს თეორია ხელ ს უწყობდა ბურჟუაზიას მის ბრძოლაში ბურჟუაზიის წინააღმდეგ
გ)“კონსტიტუციური
თეორია’’
·
ეს თეორია ამტკიცებს,რომ თითქოს „ახლად წარმოშობილი სახელმწიფო მხოლოდ
მაშინ ხდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი,როდესაც მას „ცნობენ’’ სხვა სახელმწიფოები
·
წინააღმდეგ შემთხვევაში იგი [სახელმწიფო ] მოკლებულია შესაძლებლობას გახდეს
საერთაშორისო ურთიერთობების წევრი და გამოიყენოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლებები და იკისროს ვალდებულებები
·
დროთა განმავლობაში ამ თეორიას შეეცვალა ხასიათი და „მძაფრად’’ დაისვა „ახალი სახელმწიფოების’’’
„სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში
მიღების’’ საკითხი
მაგ. „ახლად შექმნილ სახელმწიფო’’ ვერ მიიღებს „საერთაშორისო აღიარებას’’
თუ იქ უხეშად ირღვევა „ადამიანის უფლებები’’,განსაკუთრებით კი მაშინ,თუ „შექმნილია
რასისტული პოლიტიკური რეჟიმი’’[მაგ. „აპარტეიდი’’-სამხრეთ როდეზია 1960-70 წლები] ]
ან „ახალი პოლიტიკური რეჟიმი წარმოიქმნა’’ გენოციდის შედეგად
ხ
„სახელმწიფო გადატრიალების’’ გზით მოსული მთავრობის „ცნობის ‘’ საკითხი
·
„ახლდ წარმოშობილი სახელმწიფოს ცნობასთან’’ ახლოს დგას“გადატრიალების გზით
მოსული მთავრობის ცნობის’’ საკითხი
·
ასეთი „მთავრობის ცნობის’’ საკითხი დგება მაშინ,როდესაც „ახალი მთავრობა’’
იღებს ხელში ხელისუფლებას „არაკონსტიტუციური’’ ანუ „სახელმწიფო გადატრიალების’’ გზით.
·
ასეთ დროს „დანარჩენი სახელმწიფოები’’ თავად განსაზღვრავენ,თუ რამდენად
„მიზნშეწონილია’’ „ახალი მთავრობის’’ ცნობა
·
მაგრამ მათი ეს პოზიცია არ შეიძლება „ეყრდნობოდეს’’ –„თვითნებობას’’
·
იურისტები ცდილობენ განსაზღვრონ „მთავრობის ცნობის’’ იურიდიული ბუნება,გამონახონ
ის პრინციპები,რომლებიც განაპირობებენ „ახლად შექმნილი მთავრობის’’ „ცნობის’’ აუცილებლობას.
·
დღეისათვის,ყველაზე გავრცელებულ კრიტერიუმად ითვლება ე.წ. „ეფექტურობის
პრინციპი’’
ხ
·
ამ პრინციპს თანახმად, „გადატრიალების გზით’’ მოსული მხოლოდ ისეთი მთავრობა
შეიძლება იქნეს „ცნობილი’’ დანარჩენი სახელმწიფოების მთავრობების მიერ ,რომელიც ეყრდნობა
„მოსახლეობის ნების აშკარა გამოხატულებას’’
ე.ი. რომელიც „შექმნილია ხალხის ნების გამომჟღავნების
შედეგად და ამ ნებამ მიიღო სათანადო გამოხატულება[გადატრიალება,რევოლუცია]’’
·
„გადატრიალებით’’ მოსული „ახალი მთავრობის’’ „ცნობა’’ დამოკიდებულია ამ მთავრობის
„უნარზე და მზადყოფნაზეც’’ შეასრულოს თავისი ქვეყნის
„საერთაშორისო მოვალეობები’’
ხ
საერთაშორისო სამართლებრივი „ცნობის’’ სხვა „სახეები’’
·
1)„ახლადშექმნილი
სახელმწიფოს’’ და 2)„გადატრიალების გზით მოსული მთავრობის’’ „ცნობის’’ გარდა „სხვა სახის’’ „ცნობასაც’’ შეიძლება ჰქონდეს ადგილი ,მიმოვიხილოთ ისინიც:
ა)“აჯანყებულ მხარედ’’ ცნობა
·
ზოგჯერ,როდესაც ადგილი აქვს არა უბრალო ამბოხებას,არამედ
ფართო მასშტაბის „შეიარაღებულ ბრძოლას’’,აჯანყებას,“სხვა სახელმწიფოებმა’’ შეიძლება
„ცნონ’’ „აჯანყებულთა ორგანიზაცია’’ ე.წ. „აჯანყებულ მხარედ’’
·
ამ შემტხვევაში „სხვა სახელმწიფოები’’ აჯანყებულებს
განიხილავენ არა როგორც ბანდიტთა და მეკობრეთა
ხროვას,არამედ როგორც მოცემულ ტერიტორიაზე განმტკიცებულ“პოლიტიკურ ორგანიზაციას’’,რომელთანაც
წარმოებს გარკვეული
სამარტლებრივი ურთიერთობები.
·
ამით [ურთიერთობებით აჯანყებულებტან] “უცხო სახელმწიფო’’
ღებულობს ზომებს,რომ უზრუნველყოს“აჯანყებულთა ტერიტორიაზე’’ მყოფ თავის მოქალაქეტა
დაცვა,ცდილობს ხელი შეუწყოს თავისი ქვეყნის სავაჭრო ინტერესების შეუფერხებლობას
·
ხოლო იმ შემტხვევაში,თუ აჯანყებულებს „აჯანყებულ მხარედ’’
„ცნობს’’ თვით დაინტერესებული სახელმწიფო[ის სახელმწიფო რომლის ტერიტორიაზეც წარმოებს
„შეიარაღებული ბრძოლა’’] იგი ავრცელებს აჯანყებულებზე“სამხედრო ტყვეეობის’’ რეჟიმს
დამას არ აქვს უფლება განიხილოს ისინი როგორც „სამართალდამრღვევები’’[ 1820 წელს ესპანეთმა
„ცნო’’ კოლუმბია’’ „აჯანყებულ მხარედ’’
ბ)““მეომარ მხარედ’’ ცნობა
·
როდესაც „აჯანყება’’ გადაიზრდება „სამოქალაქო ომში’’
და მებრძოლი ძალები შედარებით „ტანაბრდება’’,შეიძლება ადგილი ჰქონდეს „სხვა სახელმწიფოთა’’
მხრიდან დაპირისპირებულთ„მეომარ მხარეებად’’
ცნობას
·
ამ შემთხვევაში „ხელისუფლებისტვის მებრძოლტა პოლიტიკურ
ორგანიზაციას’’ მიენიჭება ყველა ის უფლება ,რომელიც გააჩნია საომარ მდგომარეობაში მყოფ“სახელმწიფოს’’[ანუ
მე-2 მხარეს]
·
„მეომარ მხარედ’’ ანტისამთავრობო ძალების „ცნობა’’ სხვა
სახელმწიფოთა მხრიდან ხდება“ოფიციალური დეკლარაციის’’ საშუალებიტ.
·
მაგრამ დაიშვება „სხვა აქტებიც’’,რომლებშიც ჩანს უცხო
სახელმწიფოს სურვილი „ცნოს’’ აღნიშნული სტატუსი
·
როგორც წესი ,სახელმწიფო,რომელიც ცნობს აჯანყებულებს
„მეომარ მხარედ’’,მოვალეა დაიცვას“ნეიტრალიტეტი’’
·
წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მხრიდან ადგილი ექნება
„საერთაშორისო სამართლის ნორმების’’ დარღვევას.
გ) „ერის’’ ცნობა
·
ამ სახის „ცნობა’’ წარმოიშვა პირველი მსოფლიო ომის დროს
·
როდესაც ჩეხები,სლოვაკები, და პოლონელები იბრძოდნენ
თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებისთვის
·
ომის პერიოდში ამ ხალხებმა გამოთქვეს „დამოუკიდებელი
სახელმწიფოების’’ შექმნის სურვილი და აქტიურად ჩაებნენ სისხლისმღვრელ ომში „ანტანტის’’
მხარეს.
·
საფრანგეთის ტერიტორიაზე დაიწყო ჩეხებისა და პოლონელების
ჯარების შექმნა,მაგრამ რადგან არც ჩეხებს და ,არც პოლონელებს მაშინ არ გააჩნდატ „სახელმწიფო
ტერტორია’’[მათი ტერიტორიები დანაწილებული იყო „სამთა კავშირში’’ შემავალ სახელმწიფოებს
შორის],“ანტანტამ’’ ცნო ისინი „მოკავშირე ერებად’’ და ხელი შეუწყო მათ „სახელმწიფოებრიობის’’
განვითარებას და განმტკიცებას.
დ) „სახალხო წინააღმდეგობის ორგანიზაციის’’ „ცნობა’’
·
მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული გზას იკაფავს ცნობის
ახალი სახეები
·
„სახალხო წინააღმდეგობის
ორგანიზაციების’’ ცნობის სახე ჩამოყალიდა 1942-1944 წლებში,როდესაც ანტიჰიტლერულ კოალიციაში
შემავალი ქვეყნები ცნობედნენ ჰიტრელურულ გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლთა ხელმძღვანელ
ორგანოებს და უწევდნენენ მათ სათანადო დახმარებას.
·
ეს ორგანოები არ წარმოადგენდნენ „მთავრობებს’’,მათი
უფლებები უფრო „ვიწრო’’ იყო,ვიდრე ეს არის „თავრობის ცნობის’’ დროს
·
არსებობდა „წინააღმდეგობის ორგანიზაციის’ ორი ჯგუფი:
ა)ემიგრაციაში მყოფი[მაგ. ჩეხოსლოვაკიის ეროვნული კომიტეტი’’,“ეროვნული განთავისუფლების
ფრანგული კომიტეტი’’,“დანიის თავისუფლების საბჭო’’ და ა.\შ.] და ბ)ორგანიზაციები დაორგანოები,რომელლნიც
უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიქმნენ[მაგ.“იუგოსლავიის განთავისუფლების ეროვნული
კომიტეტი’’,“ეროვნული განთავისუფლების პოლონეთის კომიტეტი და სხვ.]
·
ყოველ მატგანთან „ანტიჰიტლერულმა კოალიციამ’’ დაამყარა
სათანადო საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობა,რამაც ზემოხსენებულ ორგანიზაციებს
დიდად შეუწყო ხელი ჰიტლერული გერმანიის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ე)“ეროვნული განთავისუფლების’’ „პოლიტიკური ორგანიზაციის’’ ცნობა
·
ცნობის ‘’ ეს სახე კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ
წარმოშვა
·
ყოველი ერი
დახალხი,რომელიც იბრძვის კოლონიალიზმის წინააღმდეგ „დამოუკიდებელი სახელმწიფოს’’
შექმნისატვის სარგებლობს საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერით
·
ის „ხელმძღვანელი ორგანოები’’ რომლებიც სათავეში უდგანან
ამ ბრძოლას „იცნობიან’’ „სხვა ქვეყნების’’ მიერ,როგორც „ეროვნული განთავისუფლების ორგანიზაციები’’
და მათთან მყარდება სათანადო „საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობები’’
·
რაც ამ ორგანიზაციებს უადვილებს თავისუფლებისთვის ბრძოლად
ხ
„სეპარატიზმის’’ „არ ცნობა’’
·
სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა „არ ცნობს’’ ისეთი „ტერიტორიული ერთეულების’’ გამოყოფას,რომლებიც
„ძალით გამოეყვნენ’’ „დემოკრატიულ „სუვერენულ ‘’ სახელმწიფოს
·
და ცდილობენ შექმნან თავისი „დამოუკიდებელი’’ სახელმწიფო,მით
უმეტეს თუ „სეპარატისტულმა რეჟიმმა’’ განახორციელა
„ეთნიკური წმენდა’’ „გენოციდური მეთოდების
და „საშუალებების გამოყენებით’’[!]
·
ამიტომ „არ
ცნობს’’ „სახელმწიფოთა თანამეგობრობა’’ არც აფხაზეთის, და არც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის’’ „დამოუკიდებლობას’’[!] და მოითხოვს „რუსეთის ფედერაციისგან’’,უარი
თქვას ამ რეჟიმების „ცნობაზე’’,რაც მამ გააკეტა საქართველოს ამ ტერიტორიის ოკუპაციის
დროს [2008 წელს]
„ცნობის’’ ფორმები
ა) de facto
ცნობა
·
„სახელმწიფო’’ ან „მთავრობა’’ „იცმობა’’ ,როგორც „სინამდვილეში
არსებული’’
·
მაგრამ მასტან
არ ამყარებენ „დიპლომატიურ და ზოგჯერ „საკონსულო’’
ურთიერთობებსაც კი
·
ურთიერთობა მხოლოდ“სავაჭრო ხელშეკრულების ‘’ დადებით
ამოიწურება
·
დამყარებულ ურთიერთობას აქვს „დროებითი’’,“არასტაბილური’’
ხასიათი
·
დღეს, „ცნობის’’ ეს ფორმა იშვიატად გამოიყენება
·
„დე ფაქტო’’ „ცნობა’’,როგორც წესი, მოკლე ხანში იცვლება“დე
იურე’’ „ცნობით’’
ბ)de jure ცნობა
·
De jure ცნობით აღიარებულ სახელმწიფოსთან სტაბილირი ურთიერთობა მყარდება
·
De jure ცნობის შედეგად
სახელმწიფოებს შორის მყარდება ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები
·
ხდება ერთმანეთის საკანომმდებლო,ადმინისტრაციული და
სასამართლო აქტების იურიდიული ძალის აღიარება
ხ
„საქართველოს სახელმწიფოს ’’ „ცნობა“
·
საერთაშორისო სამართლებრივი ცნობის საკიტხი მწვავედ
დადგა საქართველოს წინაშრ 1918-1921 და
1991 -1992 წლებში
·
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის’’ შექმნისთანავე
მისი მთავრობა ცდილობდა მოეპოვებინა „დასავლეთის ქვეყნების’’ და რუსეთის მხრიდან de jure ცნობა,მაგრამ ამაოდ.
·
„ანტანტის’’ ქვეყნები „საქარტველოს საკიტხს’’ რუსეთის
„საშინაო საქმედ’’ თვლიდნენ და თავს არიდებდნენ საქართვრელოს „დე იურე’’ ცნობას
·
მხოლოდ მას შემდეგ ,რაც დაიდო „საქართველო-რუსეთის
1920 წლის 7 მაისის’’ ხელშეკრულება[გაიგე მეტი
ამ ხელშეკრულებაზე რა ვითარებაში და რატომ დადო ის საქრთველოსთან ] ,რომლითაც „საბჭოტა
რუსეთი’’ „ცნობდა’’ „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის’’ „სუვერენობას და დამოუკიდებლობას’’,დაიძრა
„საქრტველოს ცნობის’’ პროცესი,ჯერ „დე ფაქტო’’[1920 წლის ბოლომდე] ,ხოლო დაწყებული
1920 წლის სექტემრიდან 1921 წლის გაზაფხულამდე
ს“საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა’’ ცნობილ იქნა „დე იურე’’ გერმანიის,ბელგიის,საფრანგეთის,ინგლისის,იტალიის,იაპონიის
,ავსტრიის,რუმინეტის და სხვათა მიერ
·
მიუხედავად ამისა,“საბჭოთა რუსეთმა’’,მაინც დაარღვია
საერთაშორისო სამართლის ნორმები და „შეიარაღებული ინტერვენციის გზით’’ დაიპყრო საქართველო
და ჩამოაგდო „დემოკრატიული ხელისუფლება’’
·
საქრთველოს
სანბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა „დე იურე’’ სუვერენულ სახელმწიფოდ რჩებოდა
·
1922 წლის დეკემბერში საქართველოს სსრ შედის[შეყავთ] „საბჭოთა კავშირში’’,ამის შემდეგ მისი „საგარეო პოლიტიკური
ქმედუნარიანობა’’ ნელ -ნელა წყდება
·
ხოლო საქართველოს „საგარეო პოლიტიკური ქმედუნარიანობა’’ საერთოდ შეწყდა 1924 წელს „სსრ
კავშირის კონსტიტუციის ძალაში შესვლის მომენტიდან’’
ხ
·
1944 წელს საქართველოს დაუბრუნდა“საერთაშორისო სამართლის
სუბიექტის’’ სტატუსი,თუმცა ეს „უფლება’’ ქაღალდზე დარჩა.
·
1922- 1990 წლებში „საქართველოს საგარეო პოლიტიკური
საქმიანობა’’ ხორციელდებოდა სასაქრთველოს სსრ ხელისუფლების წარმომადგენლების „საბჭოთა
კავშირის’’ ამა თუ იმ დელეგაციებში ჩართვით,რასც ოფიციალური პრესა დიდი სიამაყით აღნიშნავდა,როგორც
„მოკავშირე რესპუბლიკების უფლებაუნარიანობის რეალიზაციის გამოხატულებას’’
ხ
·
1991 წელს ,როდესაც აშკარა გახდა,რომ სსრ კავშირის ადგილზე
შეიქმნა 15 „დამოუკიდებელი სახელმწიფო’’ დასავლეთის ქვეყნებმა „დე ფაქტო ‘’ „ცნეს’’
ეს სახელმწიფოები,მათ შორის საქართველოც
ხ
·
1991-1992 წლებში საქართველოს „დე იურე’’ აღიარების
პროცესი 1918-1920 წლების მსგავსად განვითარდა
·
პირველ ხანებში,ვიდრე სსრკავშირის დაშლა რეალურ „ფაქტად’’
არ იქცა ,დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებდნენ“საქართველოს
„დე იურე’’ ცნობისგან
·
ამას ემატებოდა ის ფაქტორი,რომ „პოსტკომუნისტური რეჟიმი’’
საქართველოში ვერ აკმაყოფილებდა „საერთაშორისო სტანდარტებს’’ ადამიანის უფლებატა დაცვის
სფეროში[ამაზე სხვა
მოსაზრება აქვს ბესარიონ გუგუშვილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს]
·
1992 წლის გაზაფხულიდან დაიწყო[სახელმწიფო გადატრიალების
შემდეგ] დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის „დე იურე’’ ცნობის პროცესი[აშშ 1992 წლის 24 მარტს
დაამყარა საქართველოსტან დიპლომატიური რთიერთობა ,რსაც წინ უძღოდა აშშ პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადება 1991 წლის 25 დეკემბერს საქართველოს
დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ[აღიარა მხოლოდ მას შემდეგ,რაც აშკარა გახდა ,რონ
დამსახურდიას შევარდნაძე ჩაანაცვლებდა]
·
1992 წელს საქართველოს რესპუბლიკა გაეროს 179-ე წევრი
გახდა
·
გაეროში საქარტველოს მიღება არ ნიშნავდა ქვეყნის ავტომატურ
„ცნობას’’ ამ ორგანიზაციის ყველა წევრის მიერ[ასეთი წესი არსებობს „საეთაშორისო ოგანიზაციაში გაწევრიანება არ ნიშნავს
ამ ორგანიზაციის წევრების მიერ „ახალი წევრ სახელმწიფოს’’ ოფიციალურ ცნობას .საუბარი
შეძლება მხოლოდ „საქმიან ცნობაზე’’,რაც არავითარ
ვალდებულებას არ წარმოშობს „დეიურე’’ ან „დე
ფაქტო’’ ცნობისთვის]
·
დღეისათვის საქართველოს „საერთაშორისო სამართლებრივი
სტატუსი’’ დღეს ძალზე კარგია
·
საქართველო თანამედროვე საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისის
თანამეგობრობის „სრულუფლებიანი ‘’ წევრია.
Комментарии
Отправить комментарий