საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა- მოვლენები,თარიღები
1917 წლის თებერვლის რევოლუცია
·
რუსეთის წარუმატებლობები 1 მსოფლიო ომში 1917 წლის
თებერვლის რევოლუციის
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ·
ფრონტზე განცდილ
არაეთ მარცხს თან ახლდა სურსათის ნაკლებობა,რუსეთის ეკონომიკა კი მოწყვეტილი იყო
ევროპულ ბაზრებს. ·
საყოველთაო სახალხო მღელვარების დაწყებამდე ქვეყანაში
არაორგანიზებული,სპონტანური გაფიცვა მიმდინარეობდა. ·
23
თებერვალს პეტროგრადში(ომის დასაწყისში ქალაქის გერმანული სახელი პეტერბურგი
შეიცვალა სლავური -პეტროგრადით) მოეწყო მასობრივი დემონსტრაცია,რომელიც შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა
და გადაიზარდა პოლიციასთან
შეტაკებებში. ·
დემონსტრანტები გამოდიოდნენ ომის შეწყვეტისა და მეფის მთავრობის(მინისტრების)
გადადგომის მოთხოვნებით. ·
პეტროგრადის გარნიზონის
ჯარისკაცების ნაწილიც შეუერთდა ამბოხს.(!) ·
შექმნილ ვითარებაში 1917 წლის 3 მარტს(ახ.სტილის 16 მარტს)
მეფე ნიკოლოზ მე-2 გადადგა. ·
2 მარტს სამეფო ტახტის დაკავება შესთავაზეს მის ძმას,რომელმაც
ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ·
ამგვარად დასრულდა რუსეთში
მონარიის მრავალსაუკუნოვანი არსებობა. ხ ·
თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტა,თუ რა ფორმის მმართველობა
დამყარდებოდა რუსეთში-მონარქიული თუ რესპუბლიკური,დროებით
გადაიდო და რუსეთი რესპუბლიკად მხოლოდ 1917 წლის 1 სექტემბერს გამოცხადდა. ·
თებერვლის რევოლუციას დიდი
მსხვერპლი არ მოჰყოლია(დაიღუპა დაახლოებით 150 ადამიანი),მაგრამ რეჟიმის სწრაფმა
და მოულოდნელმა დამხობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ქვეყანაში. |
ორხელისუფლებიანობა
·
პეტროგრადში შეიქმნა დროებითი მთავრობა,რომელიც ძირითადად
ლიბერალი პოლიტიკოსებისგან შედგებოდა,უპირველეს ყოვლისა,კონსტიტუციონალისტ-დემოკრატების (მათ შემოკლებით კადეტებს უწოდებდნენ) პარტიის წევრებისგან
. ·
პარალელურად,გაიმართა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს პირველი არჩევნები. ·
საბჭოებში დომინირებდნენ რუსეთის სოციალისტ-დემოკრატიული მუშათა პარტიის(რსდმპ) ზომიერი ფრთის-მენშევიკების და სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიების(ესერები) წარმომადგენლები. ·
პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე
გახდა მენშევიკი კარლო
ჩხეიძე. ·
მთელი ქვეყნის მასშტაბით თანდათანობით დაიწყო საბჭოების
ჩამოყალიბება. ·
რსდმპ-ის რადიკალური ფრთა- ბოლშევიკები თავდაპირველად
უმცირესობაში იყვნენ,მაგრამ მალე ისინი პეტროგრადის საბჭოში
უმრავლესობად გადაიქცნენ.
·
ამრიგად, რუსეთში დროებითი მთავრობა და
საბჭოები ერთმანეთის პარალელურად მოღვაწეობდნენ.
·
პეტროგრადის საბჭო გამოსცემდა თავის კანონებსაც.
·
რუსეთში
დამყარდა ორხელისუფლებიანობა. !!!!
|
რუსეთის დროებითი მთავრობის პრობლემები
·
კადეტთა
დროებით მთავრობას მუშაობა მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. ·
მეფის გადადგომა ჯერჯერობით მხოლოდ სიმბოლური აქტი იყო და ქვეყნის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების
გატარება შექმნილ ვითარებაში უკუდურეს სირთულეს წარმოადგენდა. ·
იზრდებოდა მთავრობის მოღვაწეობით უკმაყოფილება
და დროებითი მთავრობის შემადგენლობა მცირე დროის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. ·
დროებით მთავრობას(ასევე
საბჭოებისა და რევოლუციური პარტიების წევრთა ნაწილს) მიაჩნდა,რომ
რეფორმები უნდა დაწყებულიყო დამფუძნებელი კრების(საკონსტიტუციო
კრების) საყოველთაო თავისუფალი არჩევნების
ჩატარების შემდეგ,რომლის შედეგადაც გადაწყდებოდა მმართველობის
ფორმისა(კონსტიტუციური მონარქია თუ რესპუბლიკა) და მიწის საკუთრების საკითხი. ·
ამასთან ერთად,ქვეყანაში სულ უფრო მძაფრდებოდა ანტისაომარი განწყობილება. ·
დროებითი
მთავრობა კი შექმნილ ვითარებაში არ
აპირებდა რუსეთის გამოყვანას ომიდან. ·
ომში
რუსეთის მონაწილეობის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა
მანიფესტაციებს შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. ·
ფრონტზე
მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. ·
სამხედრო მინისტრის,კერენსკის მიერ დაგეგმილი შეტევა
წარუმატებელი გამოდგა. ·
მიუხედავად ბრუსილოვის,რუსეთის
არმიის ყველაზე ნიჭიერი გენერლის,ცალკეული გამარჯვებისა,1 მსოფლიო ომში რუსეთის საბოლოო
მარცხის გარდაუვალობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. ·
ჯარისკაცები
უკვე უარს ამბობდნენ ფრონტზე გამგზავრებაზე. ·
დროებით მთავრობას კი არ ჰყოფნიდა ძალა
რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად. ·
მისი დღეები უკვე დათვლილი იყო.
შენიშვნა: დასავლეთს იმედი აქვს,რომ ახლაც გააღვივდება ანტისაომარი განწყობა
პუტინის რუსეთში და დაემხობა რეჟიმი.(რაც დიდად საეჭვოა)
·
ბოლშევიკები
1917 წლის ზაფხულში ჯერ კიდევ მიიჩნევდნენ,რომ დროებითი მთავრობის დასამხობად აჯანყების
წამოწყება ნაადრევი იყო. თუმცა მალე მდგომარეობა შეიცვალა. ·
სექტემბერში
პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოში ბოლშევიკებმა
უკვე უმრავლესობა შეადგინეს. ·
საბჭოს
თავმჯდომარე გახდა ბოლშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი ლევ ტროცკი(ბრონშტეინი)
. (ის არის პრტო-ტიპი ჯორჯ ორუელის 1984 -ის გოლდშტეინის) ·
ბოლშევიკებმა უმრავლესობა მოიპოვეს მოსკოვის საბჭოშიც. ·
მათი გავლენა და რიცხვი მატულობდა რუსეთი პროვინციების საბჭოებშიც.
|
1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუცია
!!!
·
ბოლშევიკური ამბოხი დაიწყო 6-7 ნოემბერს
ღამით(ძველი სტილით 24-25 ოქტომბერი-ამიტომაც ეწოდა
შემდგომ იმ მოვლენებს ოქტომბრის რევოლუცია). ·
ბოლშევიკთა
შეიარაღებულმა რაზმებმა-წითელგვარდიელებმა-პეტერბურგში
ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს ხიდები,რკინიგზის სადგურები,ცენტრალური
ბანკი,ცენტრალური ფოსტა და ტელეგრაფი,სანამ საბოლოო და წარმატებულ შეტევას განახორციელებდნენ
დროებითი მთასვრობის შტაბ -ბინაზე- ზამთრის სასახლეზე.(ელიზავეტას ,პეტრე 1-ის,შვილის
აშენებული -იგივე „ერმიტაჟი“) ·
საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისტული ფილმები შემდეგში
ამ მოვლენებს“გმირული’’ კუთხით წარმოაჩენდნენ,როგორც ხალხის ინტერესებისათვის ბოლშევიკთა
თავგანწირული ბრძოლის დამაგირგვინებელ აქტს; ·
საკუთრივ ეს მოვლენა კი „დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციად „მოინათლა. ·
სინამდვილეში მხოლოდ იუნკერთა რამდენიმე ბატალიონმა გაუწია წინააღმდეგობა წითელგვარდიელებს,პეტროგრადში
განლაგებული საჯარისო ნაწილების უმრავლესობა ან ამბოხებულებს მიემხრო,ან ნეიტრალური
დარჩა. ·
დაიღუპა სულ ხუთი და დაიჭრა რამდენიმე ათეული
ადამიანი. ·
ამბოხების დროს ტრამვაი აგრძელებდა მუშაობას,მაღაზიები
ღია იყო,თეატრებში სპექტაკლები არ შეწყვეტილა. ·
მე-20 საუკუნი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული
მოვლენის მიმდინარეობა გარე სამყაროსათვის საერთოდ შეუმჩნეველი დარჩა. |
დამფუძნებელი კრება და მისი გარეკვა.
·
ნოემბერში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები,რომელიც
ჯერ კიდევ ოქტომბრის მოვლენებამდე იყო დანიშნული. ·
ეს საკანონმდებლო ორგანო უნდა გამხდარიყო რუსეთის
მომავლის მთავარი განმსაზღვრელი-მას უნდა მოემზადებინა ქვეყნის
კონსტიტუცია. ·
მაგრამ არჩევნები ბოლშევიკებისათვის არასასურველი
შედეგით დასრულდა.(!) ·
ყველაზე მეტი ადგილი მიიღო სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერების) პარტიამ,მეორე ადგილზე გავიდნენ ბოლშევიკები. ·
ბოლშევიკებს არაფრის დიდებით არ სურდათ ხელისუფლების
სადავეების გაშვება.(!) ·
ამიტომ,ნოემბერშივე პეტროგრადის
მუშათა და ჯარისკაცთა საბჭომ აიღო საკანონმდებლო
ორგანოს ფუნქცია და შექმნა
სახალხო კომისართა საბჭო(მინისტრთა
საბჭოს ეკვივალენტი). ·
სახალხო კომისართა
საბჭოს თავმჯდომარე გახდა ვლადიმირ ლენინი. ·
1918 წლის 6 იანვარს(ახ სტილით 19 იანვარს) ბოლშევიკებმა ძალის გამოყენებით გარეკეს დამფუძნებელი კრება. ·
პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარემ ლევ ტროცკიმ გამოაცხადა ,რომ ყველგან რუსეთში ხელისუფლების მთავარი ორგანო საბჭოები ხდებოდა.(!) ·
აქედანაა ტერმინები: „საბჭოთა ხელისუფლება“ და „საბჭოთა კავშირი’’ ·
ამგვარად
დაამყარეს საკუთარი მმართველობა ბოლშევიკებმა. ·
მალე პარტიამ სახელი გამოიცვალა და მას „რუსეთის კომუნისტური
პარტია-ბოლშევიკებისა ’’ეწოდა.(რკპბ) ხ ·
ბოლშევიკებს რუსეთში ხელისუფლების ხელში აღების შემდეგ
იმედი ჰქონდათ,რომ მუშათა და ჯარისკაცთა რევოლუციური პროცესები
დაიწყებოდა მთელ ევროპაში,მაგრამ ასე არ მოხდა. ·
ომის დასრულება,რომელსაც
ისინი რუსეთის მოსახლეობას
დაჰპირდნენ მათ ვალდებულებას წარმოადგენდა(!) ·
რუსეთის არმიისა და გლეხობის დასაშოშმინებლად
ბოლშევიკებს ხელი უნდა მოეწერათ სამშვიდობო ხელშეკრულებისათვის,გამოეყენებინათ
სამშვიდობო მოლაპარაკებები იმისათვის ,რომ
„ემხილათ ‘’ ბრჟუაზიული მთავრობები
ტერიტორიულ ექსპანსიონიზმში,თან იმავდროულად არ
ეჩვენებინათ,რომ ომში იჭერდნენ „ცენტალური სახელმწიფოების ‘’ მხარეს.(ლენინი
დღემდე ეჭვმიტანილია გერმანელების აგენტობაში) |
ბრესტის ზავი
·
დროებით ზავს
გერმანიასთან ბოლშევიკებმა ხელი მოაწერეს 1917 წლის 15 დეკემბერს და
დაიწყეს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ·
გერმანელთა მოთხოვნები მძიმე იყო-პოლონეთი,ლიტვა და ბელარუსი გერმანელთა ჯარის მიერ ოკუპირებული უნდა დარჩენილიყო,შესაბამისად ეს ტერიტორიები მომავალში ჩამოშორდებოდა რუსეთს; ·
ბოლშევიკებს გაუჭირდათ მძიმე გადაწყვეტილების მიღება; ·
საბოლოოდ გაიმარჯვა ტროცკის
პოზიციამ,რომლის თანახმად,რუსეთი უარს ამბობდა ტერიტორიულ დათმობებზე,მაგრამ
წყვეტდა ომს. ·
ამ პირობებში,გერმანულმა არმიამ ახალი შეტევა წამოიწყო
და სწრაფად წაიწია წინ უკრაინაშიც. ·
ბოლშევიკები უკვე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ
და გაიზიარეს ლენინის პოზიცია ზავის დაუყონებლივ,პირობების წამოყენების გარეშე,ხელმოწერის შესახებ. ·
1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში(შემოკლებულად
ბრესტს უწოდებენ, ბელორუსიაშია
) ბოლშევიკებმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას,რომლის თანახმადაც ბოლშევიკური
რუსეთი კარგავდა მეფის რუსეთის იმპერის მოსახლეობის
26%-ს;კულტივირებული მიწების 27%-ს;ფოლადის და თუჯის წარმოების 75 %-ს ·
თუმცა,ბოლშევიკებმა ამ ზავით შეინარჩუნეს მათთვის მთავარი რამ -ხელისუფლება; ·
ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა გერმანიის
მოკავშირე თურქეთიც; ·
ბრესტის ზავით რუსეთმა იკისრა
ვალდებულება გაეყვანა თავისი ჯარები ანატოლიიდან და ასევე ბათუმიდან; ·
ამ რეგიონების მომავალი ბედი ადგილობრივი „მოსახლეობის
ნების საფუძველზე“,თურქეთის მიერ „მეზობელი ქვეყნების შუამავლობით“ უნდა გადაწყვეტილიყო. ·
აღსანიშნავია,რო გერმანია არ იყო დაინტერესებული ოსმალეთის ყველა მოთხოვნის შესრულებით(მაგ.თურქეთის
ამ მოთხოვნებს შორის იყო 1877-1878 წლების რუსეთთან ომში დაკარგული ტერიტორიების
დაბრუნება(!),რაც პირდაპირ ეხებოდა საქართველოს),მაგრამ საბოლოო ჯამში მიღებული კომპრომისული
ვარიანტი სწორედ ოსმალეთის ინტერესებს პასუხობდა; ·
სადავო რეგიონების მოსახლეობისათვის“თვითგამორკვევის უფლების’’ ზემოთნახსენები ფორმით მინიჭება
პრაქტიკულად ამ ტერიტორიების(მათ შორის აჭარის) თურქეთისთვის
დათმობას ნიშნავდა ·
თურქი ისტორიკოსები თვლიან,რომ მაშინ ბრესტ-ლიტოვსკში
თურქეთის დელეგაციამ დიპლომატიურ გამარჯვებას მიაღწია; ·
ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ხელმოწერის დროისთვის სამხრეთ
კავკასიაში არ არსებობდა დამოუკიდებელი
სახელმწიფოები და თურქების აზრით სამხრეთ კავკასია რუსეთის ნაწილს წარმოადგენდა; ·
ამიტომ,თურქები მიიჩნევდნენ,რომ
სამხრეთ-კავკასიას
არ ჰქონდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის არაღიარების ლეგალური საფუძვლები;
|
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ჩამოყალიბება (პირველი რესპუბლიკა)
·
1917 წელს პეტროგრადში მომხდარი ორი რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასიიდან გასვლა დაიწყეს რუსულმა სამხედრო ნაწილებმა; ·
რეგიონში იქმნებოდა ხელისუფლების ვაკუუმი ·
რეგიონში ცენტრიდან მართული ადმინისტრაცია უჩინარდებოდა; ·
ძალაუფლება ხელში აიღეს ამიერკავკასიაში მოქმედმა
პარტიებმა; ·
პარტიები გამოხატავდნენ დიდი ერების : ქართველების,სომხებს აზერბაიჯანელების(„მუსლიმების’’
მაშინ მათ ასე ერქვათ) ინტერესებს; ·
1917 წლის
19-24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ყრილობა ·
22 ნოემბერს მან აირჩია-ეროვნული
საბჭო; ·
ეროვნულ საბჭოში დომინირებდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული
პარტიის(რსდმპ) მემარჯვენე ფრთის ე.წ. „მენშევიკების’’,ქართველი წევრები; ·
1917 და 1918 წლის დასაწყისშიც კი
ქართველი მენშევიკები არ გეგმავდნენ საქართველოს
რუსეთიდან ჩამოშორებას და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნას; ·
ისინი დიდი ხანია საკუთარ თავს თვლიდნენ ერთიანი რსდმპ-ს წევრებად
ხ ·
ამასობაში 1917 წლის ნოემბერში რუსეთში გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები ·
ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს ხმების უმრავლესობის მოპოვება
და რადგან ძალაუფლების სხვა პარტიებთან გაყოფას არ აპირებდნენ ,1918 წლის დასაწყისში
გარეკეს დამფუძნებელი კრება;ნათელი გახდა,რუსეთი
ძველი სახით ვეღარ იარსებებდა. ·
იმპერიის პერიფერიებში წინა პლანზე გამოვიდა ნაციონალიზმი; ·
1918 წლის
თებერვლიდან 22 აპრილამდე სამხრეთ კავკასიას ნომინალურად მართავდა ამიერკავკასიის სეიმი(პარლამენტი),რომელშიც შედიოდნენ
1917 წლის ბოლოს რუსეთის დამფუძნებელ კრებაში სამრეთ კავკასიიდან
არჩეული დეპუტატები.მათ შორის კი დომინირებდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები. ·
ქ ბრესტ-ლიტოვსკში
რუსეთის ცენტრალურ სახელმწიფოებთან მოლაპარაკება 1918 წლის 3 მარტს სეპარატული
ზავით დასრულდა; ·
ბრესტ-ლიტოვსკში ამიერკავკასიის
სეიმის დელეგაცია არ მიუწვევიათ,მაშინ როცა საქმე ეხებოდა ტერიტორიულ გადანაწილებას
ამ რეგიონშიც;(სამხრეთ კავკასიაში) ·
ამიტომაც სეიმმა იმავე წლის 22 აპრილს თბილისში გამოაცხადა ამიერკავკასიის
ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა; ·
ფედერაციულ რესპუბლიკაში შევიდნენ :საქართველო,სომხეთი აზერბაიჯანი; ·
ფედერაციულ რესპუბლიკას ვითომ ერთაშორის მშვიდობის
განმტკიცებაზე უნდა ეზრუნა. ·
ეთნოტერიტორიული დავებით სავსე მრავალეროვანი ფედერაცია სიცოცხლიუნარიანი არ იყო. ·
ამას დაემატა ოსმალეთის იმპერიის
სწრაფვა,ხელში ჩაეგდო სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიები; ·
ამიერკავკასიის
ფედერაციულმა რესპუბლიკამ 1 თვეს იარსება და მაისის ბოლოს დაიშალა; ·
ფედერაციიდან პირველი გამოვიდა საქართველო,რომელმაც
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს ·
თბილისში 28 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ·
საქართველოს
დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა(„მენშევიკებმა’’). ·
ისინი უცებ საქართველოს „პატრიოტებად“ იქცნენ;
|
საქართველო გერმანული პროტექტორატის ქვეშ 1918 ივნისი-ნოემბერი
·
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით მიეცა საშუალება
მიეღო დახმარება მსოფლიო ომში ჩაბმული გერმანიის იმპერიისაგან.(ეს იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზანი) ·
იმ დროს გერმანია ჯერ კიდევ იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე
და გამარჯვების იმედიც არ ჰქონდა დაკარგული; ·
კავკასიაში გერმანიამ გადაწყვიტა დაყრდნობოდა ახალ
ქართულ სახელმწიფოს,რომელსაც გარკვეულ დახმარებას უწევდა; ·
საქართველოში იმედი ჰქონდათ,რომ გერმანია
შეეწინააღმდეგებოდა თავისი მოკავშირის ოსმალეთის
ჭარბ ტერიტორიულ პრეტენზიებს; ·
საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება გერმანიასთან და
დათანხმდა მის პროტექორატზე დიპლომატიური აღიარებისა და თურქეთის ტერიტორიული პრეტენზიების
შეკავების სანაცვლოდ; ·
გერმანელებს ეძლეოდათ საქართველოს რკინიგზისა და ნავსადგურების გამოყენების უფლება; ·
დაიშვებოდა გერმანული ფულის
თავისუფალი მიმოქცევა საქართველოს ტერიტორიაზე; ·
გერმანიას ენიჭებოდა მონოპოლია
წიაღისეულისა და ნედლეულის ექსპორტზე; ·
1918 წლის
10 ივნისს თბილისში გერმანული ჯარი შემოვიდა; ·
საქართველო იძულებული გახდა დაედო ხელშეკრულება ოსმალეთთანაც
და უარი ეთქვა ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებზე.(!!!) ·
ოსმალეთს ასევე მიეცა საქართველოს რკინიგზის გამოყენების
უფლება.სანაცვლოდ,ოსმალეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა; ·
გერმანიის
პროტექტორატი ძალიან ხანმოკლე გამოდგა. ·
1918 წლის ნოემბერში გერმანია დამარცხდა მსოფლიო ომში და მისი მცირერიცხოვანი
სამხედრო ნაწილები კავკასიიდან გავიდნენ;
·
ამ დროისათვის რუსეთში იწყებოდა
სამოქალაქო ომი
და რუსეთს საქართველოსთვის არ ეცალა;
·
გერმანიათან ომის დროინდელი მეგობრული დამოკიდებულება
ხელს უშლიდა საქრთველოს მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში გერმანიის მტრებთან,გამარჯვებულ
ქვეყნებთან,განსაკუთრებით საფრანგეთთან;(!)
|
დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის პოლიტიკა კავკასიაში
· „ანტანტის’’(ანუ
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) მთავრობებს არ ჰქონდათ მკაფიოდ
ჩამოყალიბებული პოლიტიკა კავკასიის მიმართ · კავკასიას ისინი მიიჩნევდნენ
რუსეთის პერიფერიად; · მათი
აზრით,ეს ტერიტორია რაღაც ფორმით უნდა დაბრუნებულიყო იმ რუსეთის შემადგენლობაში,რომელსაც ჩამოაყალიბებდნენ
სამოქალაქო ომში მონაწილე ანტიბოლშევიკური ძალები, ე.წ.“თეთრები’’. · ლონდონში
და პარიზში,სადაც ბოლშევიკების რეჟიმს ანომალიად აღიქვამდნენ,იმედს ამყარებდნენ-ადმირალ კოლჩაკზე,გენერალ
დენიკინზე და სხვებზე; · საქართველო და კავკასია მათი ამ მოლოდინების
დროს ანტანტისთვის არაფერს
ნიშნავდა. · როდესაც
უკვე ნათელი გახდა,რომ „თეთრები’’ ვერ გაიმარჯვებდნენ,ანტანტის ქვეყნებმა გადაწყვიტეს
მეტი ყურადღება მიექციათ კავკასიისათვის და 1920 წლის
12 იანვარს დე-ფაქტო სცნეს
ჯერ საქართველოს და აზერბაიჯანის,ხოლო ერთი კვირის შემდეგ სომხეთის მთავრობა. · არავითარი რეალური დახმარება
ამ ქვეყნებისათვის ანტანტას არ გაუწევია.(!) · თანაც
უკვე გვიანი იყო:1920 წლის 28 აპრილს ბოლშევიკური არმია,რომელმაც
მანამდე სასტიკად დაამარცხა რუსეთის სამხრეთ ნაწილში მოქმედი დენიკინის სამხედრო ნაწილები,ბაქოში შევიდა და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა; · დიდი
ბრიტანეთის საგარეო სამეთა მინისტრი ლორდი კერზონი,რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა ლორდი ბალფური,სამხრეთ
კავკასიის,კერძოდ საქართველოს და აზერბაიჯანის , მხარდასაჭერად იყო განწყობილი; · მისი
ინიციატივით 1919 წელს თბილისში ბრიტანეთის მთავარ კომისრად გამოიგზავნა ჯონ ოლივერ უორდროპი(„ვეფხისტყაოსნის’’ ინგლისურად მთარგმნელის
,მერჯორი უორდროპის ძმა),რომელიც საკმაოდ პროქართულად იყო განწყობილი. · ამავე
დროს,ბრიტანეთის სამხედრო მინისტრი უინსტონ ჩერჩილი სამხრეთ
კავკასიის კავკასიის დამოუკიდებლობისთვის
მხარდაჭერის საჭიროებას ვერ ხედავდა.(!) · ნავთობის
დიდი საბადო ანგლო-სპარსულმა
ნავთობის კომპანიამ(მომავალი „ბრითიშ პეტროლიმი ანუ „ბი-პი’’) ჯერ კიდევ მსოფლიო
ომის დაწყებამდე მონახა სამხრეთ სპარსეთში; · იქვე,ქალაქ აბადანში,ბრიტანელების
მიერ აგებულ მსოფლიოში უდიდეს ნავთობგასდამამუშავებელი ქარხნის პროდუქციის სუეცის არხის გავლით ტრანსპორტირება ბრიტანეთისათვის ეკონომიკურად
უფრო ხელსაყრელი იყო,ვიდრე ბათუმის მეშვეობით ბაქოს ნავთობის
გამოზიდვა; · ნავთობის
დიდი საბადოები აღმოჩნდა მოსულის ვილაიეთშიც,რომელიც
დიდმა ბრიტანეთმა თავის სამანდატო ტერიტორიას,ერაყს შეუერთა; · ასე რომ,ლონდონს ბაქო
საერთოდ აღარ სჭირდებოდა.კავკასიაში კი მას სხვა არაფერი აინტერესებდა; ·
საქრთველოს მთავრობა არ იქნებოდა წინააღმდეგი,რომ
ერთა ლიგას მანდატი საქართველოს მართვაზე
მიეცა ევროპის რომელიმე დიდი სახელმწიფოსათვის; ·
ერთხანს ასეთად მიაჩნდათ იტალია.მაგრამ იტალიამ საბოლოოდ უარი თქვა საქართველში
შემოსვლაზე;(!) (შენიშვნა:
ვიქნებოდით ფაშისტების კოლონია) ·
არც საფრანგეთს
გამოუჩენია ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ; ·
აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი
ძალიან ცდილობდა ,რომ აშშ-ს მიეღო მანდატი სომხეთის მართვაზე,მაგრამ სენატი
ამას არ დაეთანხმა; ·
ბრიტანული
სამხედრო ნაწილები,რომლებიც 1918 წლის ბოლოდან იყვნენ სამხრეთ კავკასიაში,
1920 წლის 9 ივნისს საბოლოოდ გავიდნენ კავკასიიდან ·
ბრიტანელებმა
ყველაზე ბოლოს ბათუმი დატოვეს.ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში
დარჩა. |
პარიზის კონფერენციაზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი
·
პარიზის კონფერენციაზე დამარცხებული იმპერიების ტერიტიებზე
აღმოცენებული სახელმწიფოების წარმომადგენლებიც გამოცხადდნენ. ·
მათ შორის იყო საქართველოს დელეგაცია,რომელიც პარიზში
მუშაობდა 1919 წლის მარტიდან 1920 წლის დამლევამდე(!) ·
მიუხედავად დიდი მცდელობისა,საქართველოს დელეგაციას წარმატება
არ ჰქონია. ·
დასავლეთის ქვეყნებს,განსაკუთრებით საფრანგეთს,იმედი
ჰქონდა,რომ აღორძინდებოდა რუსეთი,რომლის ნაწილადაც ისინი მიიჩნევდნენ კავკასიას. ·
არ გამართლდა იმედი რომ სომხეთის მართვაზე მანდატს
აიღებდა აშშ.(ასეთ შემთხვევაში ყურადღება საქართველოსაც მიექცეოდა) ·
ამერიკელმა სენატორებმა არ დაუჭირეს მხარი აშშ-ს პრეზიდენტ
უილსონის ამ ინიციატივას; ·
დიდი ბრიტანეთის მთავრობაში არ იყო აზრთა ერთიანობა.საბოლოოდ,
ბრიტანეთმა რეგიონიდან გასვლა გადაწყვიტა. ·
1920 წლის 12 იანვარს ანტანტის ქვეყნებმა დე ფაქტო
ცნეს კავკასიის სამივე რესპუბლიკა,მაგრამ მათ მთავრობებს რეალური დახმარება არ აღმოუჩინეს. ·
აშშ-მ დე ფაქტო აღიარებაზეც უარი განაცხადა. ·
ამრიგად,საქართველო რეგიონში გაძლიერებული ბოლშევიკური რუსეთისა და
ქემალისტური თურქეთის წინაშე მარტო დარჩა.(!)
|
1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ბოლშევიკურ რუსეთთან
·
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატებად
უნდა მივიჩნიოთ ის,რომ 1920
წლის 7 მაისს მან რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ
საბჭოთა რესპუბლიკასთან(რსფსრ) ხელშეკრულება გააფორმა. ·
ამ ხელშეკრულების დადებას რუსეთის ჯერ დაუმთავრებელმა
სამოქალაქო ომმა და საერთაშორისო
ვითარებამ შეუწყო ხელი; ·
„თეთრი ‘’ გენერალი ვრანგელი
ჯერაც ყირიმში იყო გამაგრებული; ·
1920 წელს საბჭოთა რუსეთს ომი ჰქონდა პოლონეთთან; ·
8 მაისს პოლონეთის მომავალმა პრეზიდენტმა და მარშალმა იუზეფ პლასუდსკიმ კიევი აიღო ·
ამიტომ,ბოლშევიკებმა გადადეს საქრთველოს წინააღმდეგ
ბრძოლა და საქართველოსთან მოსკოვში გააფორმეს ხელშეკრულება;
(შენიშვნა:
რუსეთს ამჟამადაც არ ცალია საქართველოსთვის უკრაინის ომის გამო)
·
1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების თანახმად,რუსეთი ცნობდა საქართველოს სრულ
დამოუკიდებლობას ყოფილი ტფილისის და ქუთაისის გუბერნიების,ბათუმის ოლქის,ზაქათალის
და სოხუმის ოკრუგების ფარგლებში;
·
ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად,სახელმწიფო საზღვარი
საქართველოსა და რუსეთს შორის ფსოუზე გადიოდა; ეს
იმას ნიშნავდა,რომ 1904 წლიდან რუსეთის იმპერიის შავი ზღვის გუბერნიაში შემავალი გაგრის რაიონიც
საქართველოს უერთდებოდა;(!) ·
რუსეთის მიერ საქართველოს ცნობამ დასავლეთის ქვეყნებსაც
გაუადვილა ამის გაკეთება. ·
1921 წლის 25 თებერვლამდე ზემოაღნიშნულ
საზღვრებში საქართველო დე-იურე ცნეს დიდმა ბრიტანეთმა,საფრანგეთმა,გერმანიამ,იაპონიამ,იტალიამ,ბელგიამ,ნიდერლანდებმა,შვეიცარიამ,თურქეთმა
და ზოგმა სხვა სახელმწიფომ ·
იმავე ხელშეკრულების საიდუმლო დანართის მიხედვით,საქართველო
თავის ტერიტორიაზე ახდენდა კომუნისტური პარტიის ლეგალიზაციას;
·
ქართველმა კომუნისტებმა არ დააყოვნეს იატაკქვეშეთიდან
გამოსვლა და კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ძირგამომთხრელი
მუშაობის გაჩაღება;
·
სწორედ ეს იყო მოსკოვის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის
ფასი;
·
მოსკოვში კარგად იცოდნენ,რომ მტერთან(ქართველი მენშევიკები
მათთვის მტრები იყვნენ) დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება
არასავალდებულო „ფურცლის ნაგლეჯი’’ იყო;
·
რუსმა ბოლშევიკებმა სულ მალე საქმით დაამტკიცეს ეს;
|
საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს
·
1920 წლის
სექტემბერში საქართველოს ეწვია ევროპელ სოციალისტთა დელეგაცია,რომლის
წევრებმაც(მათ შორის იყვნენ ევროპელ სოციალ-დემოკრატთა აღიარებული ლიდერები კარლ კაუცკი,რემზი მაკდონალდი,ემილ ვანდერველდე,პიერ რენოდელი
და სხვები) მხარი დაუჭირეს საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ ორიენტაციას
და დახმარება აღუთქვეს საქართველოს.თუმცა
ასეთი დახმარება საქართველოს არ მიუღია; ხ ·
1920 წლის მიწურულს საქართველომ ვერ მოაგროვა აუცილებელი ხმები ერთა ლიგის
წევრობისათვის:საჭირო იყო სულ ცოტა 16 ქვეყნის თანხმობა,მაშინ როცა საქართველოს მიღებას ერთა ლიგაში მხოლოდ 10-მა ქვეყანამ დაუჭირა
მხარი; ·
ევროპის უძლიერესი სახელმწიფოების,უპირველესად დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის,უარის თქმის მიზეზი იყო ერთა ლიგის
წედების მეათე პუნქტი,რომლის თანახმადაც ერთა ლიგას უნდა ეკისრა ახალი წევრების ტერიტორიის
დაცვა უცხო სახელმწიფოს თავდასხმისაგან და მისი საერთაშორისო უფლებების გარანტიები. ·
საბჭოთა რუსეთის კავკასიაში მკვეთრი გააქტიურების
პირობებში საქართველოს მიღება ერთა ლიგაში მათთვის რუსეთთან
სამხედრო კონფლიქტს ნიშნავდა. ·
1920 წლის
ბოლოს მოსკოვში სწორად გაიგეს,რომ ევროპა თანახმა
იყო საქართველოს გასაბჭოებაზე.
|
სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საქართველოს
პირველ რესუბლიკაში
·
მენშევიკური მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა
მიზნად ისახავდა კერძო,სახელმწიფო და კოოპერატიული სექტორების
თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას და ჰარმონიულ განვითარებას.( იხ“ნეპი“ რუსეთში) ·
საქართველოში არ მომხდარა კერძო სექტორის შეზღუდვა
ან მისთვის არახელსაყრელი პირობების შექმნა ·
მაგრამ სახელმწიფო ეკონომიკის
სფეროში ჩარევას ცდილობდა,მაგ. შეიქმნა“ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოება’’,რომელსაც
მოგების 35% უნდა გადაეცა სახელმწიფოსთვის. ·
სოციალ-დემოკრატიული
მთავრობა საშინაო პოლიტიკის გატარებას სოციალისტური იდეალების პოზიციებიდან ცდილობდა; ·
1919 წლის იანვარში პარლამენტმა მიიღო კანონი,რომელიც
სახელმწიფო მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას
ითვალისწინებდა. ·
ყოფილ თავად-აზნაურობას(ტიტულები გაუუქმდა) ჩამოერთვა
მიწის ნაწილი და დაურიგდა გლეხობას.(იხ.„ჯაყოს ხიზნები’’) ·
მიწა უნდა გადასცემოდა იმ გლეხებს,რომელთა არსებობის
მთავარ წყაროსაც სასოფლო-სამეურნეო შრომა წარმოადგენდა. ·
ამ კანონს ხელი უნდა შეეწყო ფერმერული მეურნეობის
განვითარებისათვის. ·
გარკვეული წარმატებები იყო განათლების სფეროში,სადაც
ძალიან სწრაფად დამკვიდრდა ქართულენოვანი სწავლება. ·
1918 წლის
დასაწყისში თბილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. ·
პირველი
მსოფლიო ომის მძიმე შედეგების,ტრადიციული ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის და მუდმივი საგარეო საფრთხის პირობებში ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითრება შეიქმნა; ·
ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვას მთავრობა ბონების გამოშვებით ცდილობდა. ·
ბონები სწრაფად უფასურდებოდა.ქვეყანაში
ინფლაციამ დაისადგურა. ·
არასტაბილურ რეგიონში უცხოელები ერიდებოდნენ კაპიტალდაბანდებას.
ჟორდანიას მენშევიკური მთავრობის საშინაო პოლიტიკა
·
პირველ რესპუბლიკას მოუხდა სახელმწიფო ინსტიტუტების
დაარსება და ჩამოყალიბება ·
1919 წ-ს
ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები,რომელშიც უმრავლესობა (109 დეპუტატი
130-დან) სოციალ-დემოკრატებმა შეადგინეს. ·
დამფუძნებელმა კრებამ საჭიროდ არ მიიჩნია პრეზიდენტის არჩევა,მაგრამ გააფართოვა
მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი. ·
მთავრობის
თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.(გაიხსენე ილიას
„უმეცრობის ფართი-ფურთი“) ·
მთავრობა მთლიანად მენშევიკებით
დაკომპლექტდა; ·
პარლამენტი და მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას
აქცევდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების გაძლიერებას ·
ადმინისტრაციის და მილიციის
ჩამოყალიბებას,ადგილობრივი ხელისუფლების დაკომპლექტებას. ·
დიდი სამუშაო ჩატარდა სასამართლოს
რეფორმირებისათვის;პარლამენტმა მიიღო კანონი ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს ორგანიზაციის თაობაზე
·
დამტკიცდა „უზენაესის საკასაციო და კანონდამცველი დაწესებულების’’-„სენატის’’
დებულება. ·
1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ
დაამტკიცა საქართველოს რესპუბლიკის
კონსტიტუცია,რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ პროგრესული იყო. ·
საქართველოს არ მოუხდა ამ
კონსტიტუციის შესაბამისად ცხოვრება;(!)
·
4 დღის შემდეგ
რუსეთის მე-11 არმიის დახმარებით თბილისი აიღეს ბოლშევიკებმა
და იქ საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა; ·
საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობის
აღდგენას წინააღმდეგობები შეხვდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის მხრიდან ·
იმ ჯერზე ახალგაზრდა ქართულმა
სახელმწიფომ შეძლო ჯავახეთის სომხური,მესხეთის“თათრული’’,ასევე
აფხაზური და ოსური ნაციონალ-სეპარატიზმის
მოთოკვა იმის წყალობითაც,რომ სეპარატიზმის მხარდამჭერი გარე ძალები(რუსეთი,თურქეთი,სომხეთი)
იმპერიოდში,განსაკუთრებით 1918 წლის ბოლოდან 1920 წლის დასაწყისამდე,დასუსტებულები
იყვნენ და სრული ძალით ვერ გამოდიოდნენ სეპარატისტების დასაცავად.
|
რუსეთ -საქართველოს 1920 წლის ხელშეკრულება (ვრცლად)
·
1920 წლის გაზაფხულიდან საბჭოთა რუსეთი გააქტიურდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონის ხელახალი
შემოერთების მიზნით.(!) ·
ამრთულ პირობებში მოხერხდა რუსეთ საქართველოს შორის
ხელშეკრულების დადება და,შესაბამისად საქართველოს დაპყრობის საკითხის დროებით გადადება. ·
1920 წლის
7 მაისს რუსეთის წარმომადგენელმა ლევ კარახანმა და საქართველოს
მთავრობის რწმუნებულმა გრიგოლ ურატაძემ მოსკოვში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. · ხელშეკულების ძირითადი მუხლები
შემდეგი სახის იყო: 1.
ერთა თვითგამორკვევის პრინციპის საფუძველზე საბჭოთა
რუსეთი ცნობს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ყოფილი ტფილისისა და ქუთაისის
გუბერნიების ,ბათუმის ოლქის,ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგების ფარგლებში და ნებაყოფლობით
უარს ამბობს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაზე. 2.
რუსეთი უარს ამბობს საქართველოს საშინაო საქმეებში
ჩარევაზე 3.
რუსეთი ვალდებულებას კისრულობს თავის ტერიტორიაზე არ დაუშვას საქართველოს მთავრობის
დამხობისთვის მებრძოლი პირები და ორგანიზაციები. 4.
საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს განაიარაღოს
და რუსეთს გადასცეს საბჭოთა ხელისუფლებასთან მებრძოლი ყველა პირი და ჯგუფი და მასვე
გადასცეს მათ ხელთ მყოფი შეიარაღება სდა სამხედრო ქონება. 5.
საქართველოს მთავრობა ვალდებულია გაათავისუფლოს
საბჭოთა რუსეთისა და მისი კომპარტიის სასარგებლო საქმიანობისთვის დასჯილი პირები
და მოახდინოს კომუნისტური პარტიის ლეგალიზაცია. 6. იქმნება
ზაქათალის ოკრუგისა და აზერბაიჯანთან სხვა სასაზღვრო სადავო
ტერიტორიების მომწესრიგებელი კომისია რსფსრ-ის წარმომადგენლი თავმჯდომარეობით. კომენტარი: ·
რეალურად,რუსეთი იტოვებდა საქართველოს შიდა და ნაწილობრივ,საგარეო
საქმეებში ჩარევის უფლებას. ·
აღსანიშნავია,რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის დროისათვის ბაქოში უკვე საბჭოთა ხელისუფლება იყო(28
აპრილიდან) და აზერბაიჯანის ინტერესებსაც რსფსრ იცავდა. ·
1920 წელს დასრულდა აზეერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებელი
რესპუბლიკების არსებობა და იქ საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. ·
კომუნისტური პარტიის წევრები გააქტიურდნენ საქართველოშიც. მათ კოორდინაციას უწევდა რუსეთის საელჩო,სრულუფლებიანი წარმომადგენლის,(ელჩის) კიროვის ხელმძღვანელობით
|
წითელი არმიის ინტერვენცია და საქართველოს
ოკუპაცია
· ფორმალურად რუსეთს საქართველოსათვის
ომი არ გამოუცხადებია · ინტერვენციისთვის
საბაბად გამოიყენა მის მიერვე პროვოცირებული „აჯანყება’’ ლორეს ნეიტრალური ოლქის რუსულ და სომხურ სოფლებში,სადაც საქართველომ 1920 წლის
ნოემბერში შეიყვანა მცირე სამხედრო კონტინგენტი.(!) · მე-11 არმია საგანგებოდ ემზადებოდა
საქართველოს ოკუპაციისთვის და კრემლიდან
ელოდა სიგნალს · 16 თებერვალს დაბა
შულავერში შეიქმნა საქართველოს „რევოლუციური კომიტეტი’’(რევკომი) · რევკომმა „საქართველოს აჯანყებული პროლეტარიატისათვის დასახმარებლად
მოიწვია“ საბჭოთა რუსეთი. · რუსეთის მე-11 არმია 15 თებერვალს
სომხეთის მხრიდან უკვე შემოსული იყო . · რუსული
სამხედრო ნაწილები მოწვევის შემდეგ ერთდროულად შემოვიდნენ
აზერბაიჯანიდან,ჩრდილო კავკასიიდან-მამისონის უღელტეხილით,და
სოჭიდან-აფხაზეთში. · 1921
წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან,კოჯორ-ტაბახმელასთან,წითელ არმიას სამხედრო
წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა,ვიდრე თბილისს აიღებდა. · საქართველოს
დამოუკიდებლობას მოხალისე კადეტები და იუნკრები იცავდნენ. · ბევრი
მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. · მენშევიკურმა
მთავრობამ არ გამოაცხადა სრული მობილიზაცია და საყოველთაო
წინააღმდეგობისათვის ხალხს არ მოუწოდა. · გმირობა
და თავგანწირვა არც ერთ მენშევიკ მინისტრს არ უცდია. · არ
ივარგა არც რუსეთის იმპერიის არმიაში ნამსახური გენერალიტეტის დიდმა ნაწილმა. · 24 თებერვლის ღამეს
მენშევიკურმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით დატოვა თბილისი და ბათუმში გადავიდა. ·
17 მარტს მთავრობა ბათუმიდან საფრანგეთში
გაიქცა. |
ბოლშევიკთა ხელისუფლების დამყარება
·
25 თებერვალს
ბოლშევიკური არმია უბრძოლველად შევიდა თბილისში და
იქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარება გამოაცხადა. ·
საქართველოს
რევკომში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე(თავმჯდომარე),მამია ორახელაშვილი,შალვა ელიავა,მიხეილ
ოკუჯავა,საშა გეგეჭკორი და სხვები. ·
ფორმალურად ახალ მთავრობას ისევ ქართველები ქმნიდნენ ·
საქართველოს დამოუკიდებლობა რუსული ინტერვენციის პირველ
ეტაპზე არ გაუქმებულა.(!) ·
რუსული დიპლომატია საქმეს ისე წარმოაჩენდა თითქოს
საქართველოში აჯანყებას ადგილობრივი რევკომი ხელმძღვანელობდა. ·
ამის გამო,რიგით ევროპელს ,ან ამერიკელს უნდა შექმნოდა
შთაბეჭდილება,რომ შორეულ პატარა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების გზით სათავეში
მოვიდა ახალი მთავრობა,რომელსაც მეზობელმა დახმარება აღმოუჩინა.(!)
·
თანაც ყოფილი ერთიანი სოციალ-დემოკრატიული
პარტიის ერთი,მემარჯვენე ფრთა, მეორემ-მემარცხენემ,შეცვალა.
·
ეს ამბავი
ქართველ ხალხსაც აბნევდა:პირდაპირი უცხოური აგრესია არ ჩანდა. ·
თბილისის იქით წითელ არმიას კეთილგანწყობა
არ უგვრძნია,მაგრამ არც შეიარაღებული წინააღმდეგობა შეხვედრია.
·
ის კი არა,ბათუმის გასათავისუფლებლად თურქებისგან,რომლებიც,ნომინალურად
მაინც,ბოლშევიკების მოკავშირეები იყვნენ,წითელი არმია და
ქართული ჯარის ნაწილები შეთანხმებულადაც მოქმედებდნენ.
·
არ დგვავიწყდეს,რომ 1921 წლის 16 მარტის მოსკოვში
გაფორმებული ხელშეკრულებით ბათუმს თურქები „საქართველოს უთმობდნენ’’.
·
მაგრამ ფაქტიურად რუსეთის ჯარის ინტერვენციამ(შეჭრამ)
გამოიწვია საქართველოს ჯერ ოკუპაცია(დაკავება) საბჭოთა რუსეთის მიერ,შემდეგ კი გარკვეული
დროის შემდეგ მისი ანექსია(მიერთება) რუსეთთან.
ხ ·
დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ პარიზში გააგრძელა
საქმიანობა. ·
მან არაერთი თხოვნა დაუგზავნა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში დახმარების თხოვნით,მაგრამ ამაოდ. ·
არცერთი ევროპული სახელმწიფო არ წავიდოდა
რუსეთთან კონფლიქტზე საქართველოს ინტერესების დასაცავად. ·
1924 წლისთვის
ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ სცნო კომუნისტური მთავრობა მოსკოვში და დიპლომატიური
ურთიერთობა დაამყარა მასთან. ხ ·
გასაბჭოების შემდეგაც საქართველო ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს
ატრიბუტებს და ნომინალურად „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ‘’ რჩებოდა ·
1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ,გრძელდებოდა საქართველოს
დამოუკიდებლობის ცნობა(მექსიკა,პანამა,ჰაიტი,ლიბერია,ტაილანდი) ·
მაგრამ რეალურად საქართველო ოკუპირებული იყო წითელი
არმიის მიერ და მისი ახალი მთავრობა,თუნდაც ეთნიკური ქართველებით დაკომპლექტებული,ექვემდებარებოდა
მოსკოვში მყოფ ხელისუფლებას; ·
იძულებით გასაბჭოებულ საქართველოში,ისევე,როგორც აზერბაიჯანსა
და სომხეთში რეალურ ხელისუფლებას წარმოადგენდა რუსეთის კომუნისტური
პარტიის(ბოლშევიკთა) ცენტრალური კომიტეტის
კავკასიის ბიურო(ე.წ.“კავბიურო’’) ·
კავბიუროს
სერგო ორჯონიკიძე თავმჯდომარეობდა ·
მას ემორჩილებოდა საქართველოს რევკომი. ხ ·
მე-11 არმიას სახელი შეუცვალეს და უწოდეს „კავკასიის
განსაკუთრებული არმია’’. ·
ეს არმია საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა და ოკუპაციის
ძირითადი ინსტრუმენტი გახდა.
|
ხელისუფლების ახალი
ორგანოების- საბჭოების
შექმნა საქართველოში
·
1921 წლის
მარტში რევკომმა მიიღო გადაწყვეტილება დაეშალა საქართველოს უმაღლესი
საკანონმდებლო ორგანო-დამფუძნებელი კრება,მაშინ როცა თვით რევკომი თვითნებურად იყო
შექმნილი,ხალხის თანხმობის გარეშე. ·
ასევე არალეგიტიმური
იყო რევკომის ბრძანებით აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების,ადგილობრივი
თვითმმართველობის, ეროვნული ჯარის გაუქმება ·
ყველა ამ უკანონობას სამხედრო ძალა-რუსეთის წითელი არმია-უმაგრებდა ზურგს. ·
გაუქმებული მმართველობის ორგანოების სანაცვლოდ საოკუპაციო
ხელისუფლებამ მალევე შექმნა საკუთარი მმართველობითი ორგანოები ყველა დონეზე. ·
ეს ორგანოები იყო: რესპუბლიკური,საოლქო,სამაზრო,საქალაქო
და სასოფლო მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოები; ·
ჩამოაყალიბა საბჭოთა სასამართლო; ·
ოკუპაციის ერთი წლისთავზე თბილისში ჩატარდა საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობა,რომელმაც მიიღო
„საქართველოს საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკის კონსტიტუცია’’ ·
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა საქართველოს
საბჭოების ყრილობა. ·
ყრილობიდან ყრილობამდე კი კანონშემოქმედებას ხელმძღვანელობდა
ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ანუ ცაკ-ი; ·
აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენდა ყრილობის
მიერ არჩეული სახალხო კომისართა(მინისტრთა) საბჭო ანუ სახკომსაბჭო; ·
სახკომსაბჭო
დარგობრივ სახალხო კომისარიატებს(სამინისტროებს) ხელმძღვანელობდა. ·
მალე საქართველოში დაშლილად
გამოცხადდა ყველ პოლიტიკური პარტია,გარდა საქართველოს კომუნისტური
პარტიისა,რომელიც რუსეთის კომპარტიის რეგიონალურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ·
კავბიუროს(ორჯონიკიძე) გადაწყვეტილებით შეიცვალა საბჭოთა საქართველოს
გარე და შიდა საზღვრები.(!) ·
აზრბაიჯანს
გადაეცა იქამდე სადავო ზაქათალის ოკრუგი(ანუ საინგილო), სომხეთს-ლორეს რაიონი.
|
Комментарии
Отправить комментарий