ბუშები და საქართველო (1991-92 წლის პუტჩი,2008 წლის ომი)

 



აშშ-ს მიერ ბალტიის ანექსიისარ ცნობისდოქტრინა

 

·        მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა რიბენტროპმოლოტოვის პაქტის შესაბამისად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების ოკუპირება და ანექსია, 1940 წლის 23 ივლისს აშშ ხელისუფლებამ სიმპსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის რესპუბლიკებზეც:„ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საბჭოთა ანექსიისა და სსრკში ჩართვის არ ცნობით“.

·        ამავე დროს აშშ განსაზღვრა, რომ იგი შეინარჩუნებს ამ ქვეყნებისდამოუკიდებელ საელჩოებს  აშშში შემდგომი 50 წლის განმავლობაში (ანუ 1990წლის ჩათვლით).

 

·

 

·        ლატვიამ და ლიტვამ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და სსრკდან გასვლა ზუსტად 1990 წელს 

 

·        1959 წელს აშშ კონგრესმა 14 ივნისი გამოაცხადაბალტიის დამოუკიდებლობის დღედ“.

·        1975 წელს აშშ კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითად ევროპის სახელმწიფოების საზღვრების უცვლელობის პრინციპი არ ვრცელდებოდა იმ ქვეყნებზე,რომელთავ ეხებოდათარ ცნობისდოქტრინა.

·        დამიუკიდებელი ბალტიის რესპუბუბლიკებს ოკუპაციის პერიოდში მხარს უჭერდნენ აგრეთვე სხვა ქვეყნებიც, მაგალითადესტონეთის მთავრობა ემიგრაციაში ჩამოყალიბდა შვედეთში 1953 წელს.

 

ბალტიის რესპუბლიკების ანექსიის უსამართლობის ცნობა სსრკ მიერ

 

·        1989 წლის 2 დეკემბერს კუნძულ მალტასთან მოხდა სსრკ პრეზიდენტის .გორბაჩოვისა და აშშ პრეზიდენტის .ბუშ შეხვედრა.

·        ამ შეხვედრაზე გადაწყდაცივი ომისდასრულება და ამ ომისაგან გამომდინარე წინააღმდეგობების დარეგულირება (მათშორის იგულისხმებოდა აგრეთვე ბალტიის რესპუბლიკების სსრკ-ს მიერ ოკუპაცია დაანექსიაც).

·

 

·        სინქრონოლოგია

მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ კი საბჭოთაკავშირის უზენაესმა საბჭომ 1989 წლის 24 დეკემბერს ბალტიის რეპუბლიკებისლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია და ანქსია საბჭოთა კავშირისმიერ 1940 წელს უკანონოდ ცნო

 და განაცხადა, რომ ეს საბჭოთა ხალხისსურვილისა და ნების წინააღმდეგ და მეტიც

საბჭოთა კანონების დარვევითმოხდა.

 

·        ამით არსებითად საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ ბალტიის რესპუბლიკების გასვლას საბჭოთა კავშირიდან ლეგიტიმური საფუძველი მისცა და წააქეზა.

·        1991.09.06 სსრკ ოფიციალურად გამოაცხადა ლიტვის, ლატვიისა დაესტონეთისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ!

 

 

 

 

 

ბუშისკიევური კოტლეტი“: Chicken Kiev 

 

·        აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ცნობილიკიევური კოტლეტისიტყვა 1991 წლის 1გვისტოს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის განვითარების ვაშინგტონისეული პროგრამას, დერექტივას და გაფრთხილებას მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ(ბალტიის რესპუბლიკების გარდა) – არ გაეწიათ წინააღმდეგობა მიმდინარე პროცესებისათვის და დამორჩილებოდნენ მოსკოვისა და აშშ-ს შეთანხმებულ პოლიტიკურ გეზს საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის.

·        ზუსტად იმ დღეებში საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში უკვე კომისიების დონეზე განიხილებოდა და მაგიდაზე იდო კანონი ბალტიის რესპუბლიკების: ესტონეთის,ლიტვისა და ლატვიიის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებრაც ბუშის კიევურისიტყვის შემდეგ 5 კვირაში განხორციელდა (ეს იმ დროს რაიმე საიდუმლოებას არ წარმოადგენდა და რა თქმა უნდა ბუშმა ეს მშვენივრად იცოდა). ამდენად ბუშის სიტყვა მთიანად და სავსებით ეხებოდა მხოლოდ სსრკ არაბალტიის რესპუბლიკებს.

 

 

კონდოლიზა რაისის ნახელავი

 

·        პრეზიდენტ ბუშის ეს სიტყვა (მომზადებული კონდოლიზა რაისის მიერ) მსოფლიო  დიპლომატიასა და პოლიტიკაში ცნობილი გახდა, როგორცკიევური კოტლეტი“.

·        აქ მოცემულია ბუშის გამოსვლის ის მომენტები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა საქართველოსმოსკოვში მე უკვე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია. ჩვენ დავეხმარებით ყველას როგორც ცენტრში ასევე რესპუბლიკებში, მათ რომლებიც მიისწრაფვიან თავისუფლებისაკენ, დემოკრატიისაკენ და თავისუფალი ეკონომიკისაკენ. ჩვენიდახმარება არ იქნება პერსონიფიცირებული: ის დაეყრდობა პრინციპებს და არაპიროვნებებს. ვერ გეტყვით, თუ როგორ უნდა მოხდეს თქვენი საზოგაოების რეფორმირება. ამ პოლიტიკურ პროცესში ჩვენ რესპუბლიკებსა და ცენტრსა თუ თვითონრესპუბლიკებს შორის მოგებულისა და წაგებულის გარჩევას არ დავიწყებთ. ესუკანასკნელი მხოლოდ თქვენი საქმეა. ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეხება

·        შენიშვნა: აქ ბუში საგანგებოდ არ ახსენებს პრიორიტეტებში სსრკ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.

·        «ჩვენი განზრახვაა ისეთი სამუშაოს ჩატარება, რომელიც ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს. ეს კი იმას ნიშნავს რომ, ჩვენ არ ჩავერევით თქვენს შიდა საქმეებში ზოგიერთმა უკვე მიმართა შეერთებულ შტატებს თხოვნით გააკეთონ არჩევანი გორბაჩოვსა და საბჭოთა კავშირის თვითოეული რესპუბლიკის მმართველს შორის. ჩემიაზრით, ეს ჩვენთვის არ წარმოადგენს მისაღებ ალტერნატივას

·        შენიშვნა: აქ გორბაჩოვსა და თითეული რესპუბლიკის მმართველს შორის არჩევენში იგულისხმება ზოგი რესპუბლიკის და მათ შორის საქართველოს მოთხოვნა და მიმართვა ვაშინგტონს ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა და ეწარმოებინათ მათთან ურთიერთობა კრემლის გვერდის ავლით.

·        «უნდა ვაღიაროთ რომ პრეზიდენტ გორბაჩოვს საოცარი მიღწევები აქვს პოლიტიკის სფეროში: საუბარია მის მიერ გატარებულ გლასნოსტზე, პერესტროიკაზე და დემოკრატიიზაციის პროცესზე. ამ ყველაფერს კი დემოკრატიისაკენ, თავისუფლებისაკენ და თავისუფალ ეკონომიკურ სისტემამდე მივყავართ. ჩვენ განზრახული გავქვს, ყველა ახლო ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან გორბაჩოვის (სახით) დავამყაროთ

·        შენიშვნა: აქ ბუში კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს იმას, რომ ცალკეულ რესპუბლიკებთან განსაკუთრებული ურთიერთობებირომლებმაც ამ დროისათვის დამოუკიდებლობა უკვე გამოაცხადესვაშინგტონს არ ექნება და მათთან ყოველგვარი ურთიერთობები მხოლოდ კრემლის გავლით იქნება.

·        «როგორც ლორდ ექტონი შენიშნავს, ნამდვილად თავისუფალია ქვეყანა, სადაც უმცირესობები დაცულია. თავისუფლებას წინ უნდა უძღოდეს ტოლერანტობა.…უკრაინაში, რუსეთში, სომხეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყვავის თავისუფლების სული. მაგრამ თავისუფლება ვერ გადარჩება, თუ ჩვენ ხელს შუვწუყობთ დესპოტიზმის აყვავებას…»

·        შენიშვნა:  აქ ბუში იმ რესპუბლიკებს შორისრომლებშიცყვავის თავისუფლების სულიარასახელებს საქართველოს.

·        «თავისუფლება არ უნდა გავაიგივოთ დამოუკიდებლობასთან. ამერიკელები მხარს არ დაუჭერენ იმათ, რომლებიც ცდილობენ, მიაღწიონ დამოუკიდებლობას ლოკალური დესპოტიზმის შექმნის ფასად. მან უნდათ მოიშორონ ცენტრალიზებული ტირანია, მაგრამ სამაგიეროდ თვითმკვლელობრივ ნაციონალიზმს ნერგავენ, რომელიც ეთნიკურ ზიზღზეა  დაფუძვნებული

 

·        შენიშვნა: აქ ბუშმა დამოუკიდებლობისათვის საბჭოთა რესპუბლიკების სწრაფვა გააიგივა ლოკალური დესპოტიების შექმნასთან და სწრაფვას  დამოუკიდებლობისაკენ თვითმკვლელობრივი ნაციონალიზმიუწოდა.მომდევნო პერიოდში საქართველოში ანტიეროვნულმა ძალებმა აიტაცეს რა ბუშის აღნიშნული სიტყვის ტემინები წამოაყენეს ლოზუნგები: „ჯერთავისუფლება, შემდეგდამოუკიდებლობა“ (რითითაც ცდილობდნენ შეეფერხებინათ საქართველოსდამოუკიდებლობის განმტკიცება) დათვითმკვლელობრივი ნაციონალიზმი“(რომლითაც ცდილობდნენ ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობა გაიეიივებინათ ექსტრემისტულ ნაციონალიზმთან) ინგლისური ვიკიპედიის განმარტების შესაბამისად: ბუში თავის სიტყვაში უკრაინას აფრთხილებს არ დაადგესთვითმკვლელობრივი ნაციონალიზმისგზასრაც არსებითად კიდევ უფრო ნიშანდობლივიარამდენადაც ამ პერიოდისათვის დამოუკიდებლობისადმი მიწრაფების გარდა, უკრაინაში არავითარი ეთნოკონფლიქტები არ იყო (Chicken Kiev is also the label used by the media for a speech made in Kiev in 1991 bythen U.S. president George H.W. Bush. It was drafted by Condoleezza Rice, and cautionedUkrainians against "suicidal nationalism". A few months later, Ukrainians voted to withdrawfrom the Soviet Union.)

·        პრეზიდენტ ბუშის სიტყვა კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი და არსებითი, რომ იგინათელს ხდის იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გეგმებსა და განზრახვებში არ შედიოდა საბჭოთა კავშირის დაშლა და მისი შემადგენელი რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მიღება. მეტიც ამ გამოსვლაში დაუფარავიმუქარაა იმ რესპუბლიკების მიმართ (და პირველ რიგში საქართველოს მიმართრომელიც არ იქნა ჩამოთვლილი იმ სიაში სადაც იყვნენ ის რესპუბლიკებირომლებშიცდემოკრატია ყვავის“), რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ და იღწვოდნენ საბჭოთაკავშირიდან გამოსვლისათვის.ამავე ასპექტში ნიშანდობლივია ვაშინგტონის სრულიად განსხვავებული პოლიტიკა  ბალტიის რესპუბლიკების მიმართგანპირობებული ვაშინგტონის საბჭოთა ანექსიის არცნობის დოქტრინით  იგივე თვალსაზრისია გამოთქმული The Washington Times მიერ: In that speech,delivered in Kiev months before a '''referendum in which Ukrainians voted to withdraw from theSoviet Union''', Mr. Bush cautioned against "suicidal nationalism

 

 

·        საქართველოში 1991 წლის 2 სექტემბერს დაიწყო მცოცავი პუტჩი(ბუშის სიტყვიდან გასულია 1 თვე)

 

 

·        სექტემბრის დასაწყისში თბილისში ჩამოვიდა ფრიად არა კეთილგანწყობილი ამერიკის კონგრესმენთა დიდი დელეგაცია.

·        მათ მოინდომეს სიგუაკიტოვანთან შეხვედრა, რაცმოვუწყვეთ. სიგუაკიტოვანთან მათ მინისტრთა კაბინეტის ერთერთი ნაკლებ ცნობილი ახალი თანამშრომელიც გავაყოლე.

·        ეს თანამშრომელი ფრიად აღელვებული დაბრუნდა უკან – „ამერიკელები დაუფარავად მოუწოდებდნენ სიგუასა დაკიტოვანს ზვიადის დამხობასო. თუ დიქტატორს არ დაამხობთთქვენ დემოკრატიის წინაშე დამნაშავეები იქნებითო“.

·        2 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში კი ამ კონგრესმენებთან სადილი იყო დაგეგმილი კრწანისში.

·         შევუთანხმდი, რომ ვახშამზე ნახევარი საათი დამაგვიანდებოდა(ქალაქგარეთ ვიყავი გასული). როდესაც კრწანისის რეზიდენციის კიბეებზე ავდიოდიჩოჩქოლი შემომესმა: „კინოს სახლთან ედპ – მომიტინგეები პოლიციას შეეტაკნენ,ესროლეს კიდეც და შეხლაშემოხლა მოხდაო“.

·        დარბაზში შევედი, ზვიადმა მის გვერდით მიმიწვია, თამადობა გადმომცა და თითონ რამდენიმე წუთით გარეთ გავიდა მომხდარი ინციდენტის დეტალების გასაცნობადისევ მალე მობრუნდა.

·        სუფრა მშვიდად მიმდინარეობდა. ერთიორი სადღეგრძელო წარმოვთქვი, რომ კონგრემენების დელეგაციის მეთაურთან მათი ამერიკელი გამყოლი მივიდა და ყურში რაღაცის ჩურჩული დაუწყო.

·        შემდეგ ეს კონგრესმენი უცებ ფეხზე ადგადა სიტყვა მოითხოვა. მოაყოლა და მოაყოლა

·        ახლახანს დემოკრატიული ძალების მიტინგი პოლიციამ მხეცურად დაარბიაოაქაო დიქტატურის სული სუფევსობოლოს ყველა ამერიკელი კონგრესმენი ფეხზე ადგა, გაჰყვიროდნენ: „Human Rights!Human Rights! Human Rights!“ და ტაქტში იატაკს ფეხს უბრახუნებდნენ.

·        ეს ობსტრუქციარამდენიმე წუთი გაგრძელდა შეუჩერებლივ.

·        ზვიადი მშვიდად შეჰყურებდასტუმრებისგნიასს.

·        მე კიგაკვირვებით დაშეშფოთებით.შევეკითხე: „ეს რას შვებიან“ – მეთქი.„მაგისთვის იყვნენ აქ ჩამოსულებიმაგათი დაკვეთა აღსრულდაომიპასუხა

 

 

                          

 

                        დსთახალი საბჭოთა კავშირი ბალტიის გარეშე

 

 

·        1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების ლიდერები,რომლებიც გაეროს დამაფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ რუსეთის, ბელორუსიისა დაუკრაინისშეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერესდსთ“–სშექმნის ხელშეკრულებას.

·        1991 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქში ალმაათაშიდსთ“–სდამაფუძნებლებმა მიიწვიეს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურები (გარდა ბალტიის ქვეყნებისა )და ხელი მოაწერესდსთ“–ში გაწევრიანებას.

·

 

·        საქართველომდსთ“– წევრობაზე უარი განაცხადა

·        1991წლის 22 დეკემბერს საქართველოში დაიწყო პუტჩი.

 

·        მას შემდეგ, რაც 1991–1992 წლების პუტჩით დაამხეს ეროვნული ხელისუფლება საქართველოც აფხაზეთის ომის დროს .შევარდნაძის სოხუმში ალყიდან განთავისუფლების საფასურად საქართველო აიძულეს შესულიყოდსთ“–შიამით დასრულდა საბჭოთა კავშირის რეორგანიზება.

 

                    ბესარიონ გუგუშვილი „გასაუბრება გულისყურთან’’

                       ხხხხხხხ

ინფორმაცია დსთ-დან საქართველოს გამოსვლის შესახებ

 

2008 წლის აგვისტოში დსთ- მონაწილე სახელმწიფომ - რუსეთმა დსთ- მონაწილე მეორე სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო აგრესია, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების .. "დამოუკიდებლობის" აღიარება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აფხაზეთში, საქართველო დსთ- კოლექტიური სამშვიდობო ძალების საფარქვეშ მოქმედი რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მომზადებასა და განხორციელებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება დსთ-დან გამოსვლის შესახებ.

2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილებები, რომელთა თანახმად საქართველოს მიმართ შეწყვიტა მოქმედება "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ" 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმებამ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 1993 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცებულმა "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წესდებამ" და "ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ" 1993 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებამ.

2008 წლის 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ- აღმასრულებელ კომიტეტს ნოტით აცნობა საქართველოს პარლამენტის აღნიშნული დადგენილებებისა და დსთ-დან საქართველოს გამოსვლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დსთ- წესდების მე-9 მუხლის თანახმად დსთ- წევრობის შეწყვეტა ხდება წერილობითი შეტყობინების დღიდან 12 თვეში, შესაბამისად, 2009 წლის 18 აგვისტოსათვის დასრულდა დსთ-დან საქართველოს გამოსვლის ფორმალური პროცედურა.


ამავე დროს, "სახელშეკრულებო სამართლის შესახებ" ვენის 1969 წლის კონვენციის შესაბამისად, საქართველოსათვის ძალაში რჩება დსთ- ფარგლებში დადებული ის საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულებები, რომლებში მონაწილეობაც არ არის შეზღუდული დსთ- წევრობით (სულ 75 ხელშეკრულება) მათ შორის შეთანხმება დსთ- მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ, შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ, კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ და ..

საქართველო ადასტურებს თავის მზადყოფნას განავითაროს დსთ- მონაწილე სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობები მეგობრობისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

2009 წლის 18 აგვისტო

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები