„სამოქალაქო საქმეებზე’’ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოები[ზოგადად]

 



·        1997 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ’’

·        სასამართლოს რეფორმის კომისიამ’’ განსაზღვრა პრინციპები,რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლო რეფორმას საქართველოში,ეს პრინციპებია:

 

a.      „პროფესიული სასამართლო’’[სასამარტლოები საქმეებს განიხილავენ  მსაჯულების გარეშე ერთი[!] ,ან ზოგიერთ კანონით დადგენილ შემთხვევაში 3 მოსამართლის, მონაწილეობით]

b.      „მოსამართლეთა კვალიფიციურობა და კომპეტენტურობა’’ [არ კმარა რომ კანდიდატს მოსამართლედ შერჩევისას ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია.მოსამართლეებმა უნდა გაიარონ სპეციალური მომზადება თანამდებობაზე გამწესებამდეც და მის შემდეგაც- მთელი კარიერის განმავლობაში.][ ამ მიზნით შექმნილია „იუსტიციის სასწავლო ცენტრი’’,სადაც ახალი კანონმდებლობის ბაზაზე სწავლებას გადიან ძველი მოსამართლები,მოსამართლის თანაშემწეები, და მოსამართლეობის პრეტენდენტები][სასამართლოები კომპლექტდება მხოლოდ იმ მოსამართლეებით ,რომლებიც წარმატებით აბარებენ საკვალიფიკაციო და საკონკურსო გამოცდებს ]

c.      „მოსამართლეთა სპეციალიზაცია’’[შეუძლებელია მოვთხოვოთ ერთ რომელიმე მოსამართლეს ყველა იმ ნორმების ცოდნა რომლებიც სრულიად განსხვავებულ სფეროებს არეგულირებენ][მართალია სასამართლო განიხილავს მის განჯად ყველა საქმეს[ა) სისხლის,ბ)სამოქალაქო,გ)ადმინისტარაციულ,დ) შრომის და ა.შ. საქმეებს,მაგრამ საქმეს განიხილავს მხოლოდ ის მოსამართლე რომელიც დასპეციალიზებულია სამართლის ამ კონკრეტულ  სფეროში]

d.     „სასამართლო ხელისუფლების და მოსამართლის დამოუკიდებლობა’’[იგულისხმება დამოუკიდებლობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან იხ. კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის და   59-ე მუხლების კომენტარები ]

 

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას განამტკიცებს:ა)“საერთო სასამართლობის შესახბ’’ ორგ. კანონი ბ)“საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ’’ ოგანული კანონი გ)“საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი’’ დ)“საქართველოს სისხლის საპროცესო კოდექსი’’

 

„სასამართლო ხელისუფლების და მოსამართლის  დამოუკიდებლობა’’ ნიშნავს:

a.      სასამართოს აქტები სავალდებულობას საქრთველოს მთელ ტერიტორიაზე და მათი გასდასინჯვის[გაუქმების,შეჩერების,შეცვლის] აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოების მიერ დაუშვებელობას!]

b.      მოსამართლეთა მორჩილებას მხოლოდ კანონის მიმართ და საქმეთა განხილვას მხოლოდ „მიუკერძოებელ’’ მოსამართლეთა მიერ

c.    მართლმსაჯულების განხორციელებას საპროცესო კანომდებლობის სრული დაცვით

d.     მოსამართლის თანამდრბობის შეუთავსებლობას რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ორგანიზაციის წევრობასთან

e.      მოსამართლეთა დანიშვნას კანონით გათვალისწინებული გარკვეული ვადით

f.     მოსამართლის სხვა სამუშაოზე გადაყვანის ან ვადაზე ადრე გათავისუფლების აკრძალვას

g.      მოსამართლედ პირის შერჩევისას ობიექტური კრიტერიუმების გამოყენებას[კვალიფიკაცია,პატიოსნება,უნარიანობა, და.შ]

h.    მოსამართლის და მისი ოჯახის წევრთ ხელშეუხებლობას

i.       მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედების ,მის საქმიანობაში ჩარევის ,ზეწოლის,ან მუქარის აკრძალვას და დასჯად ქმედებად გამოცხადებას

 

მოსამართლეთა სამართლებრივი სტატუსი

·       საერთო სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „საქართველოს იუსტიიციის უმაღლესი საბჭო“.[იხ. კონსტიტუციის 64-ე მუხლი]

·       მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან , ა)თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ბ)სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წელი გამოცდილება,გ) ფლობს სახელმწიფო ენას,დ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, ე)გავლილი აქვს „იუსტიციის უმაღლესი სკოლის’’ სრული სასწავლო კურსი დავ)შეყვანილია „იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში“.

 

·       2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე, მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება ხდებოდა არანაკლებ 10 წლის ვადით, ხოლო დღევანდელი რედაქციით მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნა ხდება უვადოდ, მაგრამ კანონით შეიძლება დაწესებულ იქნეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა.

 

·       უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.

 

·       საერთო სასამართლოს მოსამართლეს დისციპლინარული გადაცდომის ჩადენისთვის ეკისრება დისციპლინარული პასუხისმგებლობა და სახდელი. 

 

·       მოსამართლის მიერ დისციპლინალური გადაცდომის სახეებია: ა)კორუფციული სამართალდარღვევა, ბ)მოსამარტლის თანამდებობისთვის შეუთავსებელი საქმიანობა, გ)საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება და ა.შ.

 

·       უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება იმპიჩმენტის წესით.

·       კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3.

·        პარლამენტი უფლებამოსილია, შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენოს.

 

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიები

·       საქარტველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მიხედვით: მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

·       მოსამართლის „ხელშუხებლობის’’ პრინციპი კონსტიტუციაშია განმტკიცებული, დაუშვებელია მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა, დაკავება, დაპატიმრება, გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ტანხმობის გარეშე. გამონაკლისისა დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამარტლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

·       საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზრაურებად საქმიანობასთან (გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო საქმინობისა).

 

·       მოსამართლეს არ შეუძლია მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

 

 

·       სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას.

 

·       ასევე, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აკრძალულია პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა და საჯარო მოსამსახურეთა მოსამართლესთან კომუნიკაცია.

 

 

·        მოსამართლის ფუნქციური დამოუკიოდებლობა გულისხმობს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. მისი აზრი არ უნდა მერყეობდეს პოლიტიკური, სოციალური, მხარის ინტერესის ან კრიტიკის შიშით.

წაიკითხე ასევე

რა უნდა ვიცოდეთ მოსამართლეების შესახებ ?

https://axalikakhetitours.blogspot.com/2023/01/blog-post.html

 

სამსაფეხურიანი  სასამართლო სისტემა

 

·       „საბჭოთა კავშირში’’ არ არსებობდა სააპელაციო სასამრთლოები[ასეთი სასამარტლო ამოწმებს საერთო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად,თუ რომელიმე მხარე ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს]

·       კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები შეიძლებოდა გადასინჯულიყო მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის ან სსრკავშირის პროკურატურების და უმაღლესი სასამარტლოების მაღალი თანამდებობის პირების გაპროტესტების შემდეგ[!]

·       ანუ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები შეიძლებოდა გადასინჯულიყო ნებისმიერ დროს[!]

·       ამდენად,მხარეთა „სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი’’ იგნორირებული იყო.

·       ანუ სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლა ,არ ნიშნავდა საქმის დასრულებას[!]

·       პროკურატურების და უმაღლესი სასამარტლოების მაღალი თანამდებობის პირების გაპროტესტების შემდეგ საქმეები თავიდან იწყებოდა[!]

·       ამ ყოვლად გაუმართლებელი და ყოვლად უვარგისი ვითარების აღმოფხვრის მიზნით ,პოსტსაბჭოტა პერიოდში საქართველოში შემოღებული იქნა  „3 საფეხურიანი სასამართლო სისტემა’’[!]

·       ამ სისტემაში „კასაცია’’ გვევლინება,როგორც საბოლოო ინსტანცია[!][ამაზე იხ. ქვემოთ]

·        

„კასაციის მხოლოდ ერთ სასამართლოში კონცენტრაციის’’ პრინციპი

·       პოსტსაბჭოტა პერიოდის საქართველოში ახლებურად განისაზღვრა სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი და ფარგლები;

·        „პირველი ინსტანციის სასამართლოების’’ გადაწყვეტილებები ,რომლებიც არ შესულან კანონიერ ძალაში,შეიძლება გასაჩივრდეს „საპელაციო სასამართლოში’’

·        ხოლო „საოლქო სასამართლოების“ გადაწყვეტილებები ,რომლებიც არ შესულან კანონიერ ძალაში,შეიძლება გასაჩივრდეს „საკასაციო სასამართლოში’’

·        „საპელაციო სასამართლოების’’ გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს „საკასაციო სასამართლოში’’

·        ხოლო,“საკასაციო სასამართლოების’’ გადაწყვეტლებები საბოლოოა{!] და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება[!]

·       

·        სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრების  ეს წესი ემსახურება იმ მიზანს ,რომ ბოლო მოუღოს საქმეთა[დავების] დაუსრულებელ მოძრაობას სასამართლო ინსტანციებში.[!]

რატომ უნდა იყოს ქვეყანაში მხოლოდ ერთი საკასაციო სასამართლო ?

·        კასაციას აქვს არა მხოლოდ კასატორის ინდივიდუალური უფლებების და  „კერძო ინტერესების“ დაცვის არამედ „საჯარო ინტერესების’’ დაცვის  მიზანიც[კერძოდ,  ა) „სამართლის განვითარების’’ და ბ)“ერთიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის’’ მიზნები]

·         ამ მიზნების რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა რამდენიმე საკასაციო სასამართლოს არსებობის პირობებში[!]

 

სამოქალაქო მართლმსაჯულების ორგანოები

 

·        საქართველოში  მარტლმსაჯულებას ახორციელებენ „საერთო სასამართლოები’’[იხ. კონსტიტუცია 59-ე მუხ. მე-3 ნაწ.]

 

 მუხლი 59. სასამართლო ხელისუფლება

 

3. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია. საერთო სასამართლოებში საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით[„საერთო სასამართლოების შესახებ’’]

 

·        „მართლმსაჯულების ფორმით’’  სასამართლოების საქმიანობა განსხვავდება ყოველგვარი სხვა საქმიანობისგან იმიტ,რომ სასამართლომ განუხრელად უნდა იხელმძღვანელოს საქმეთა განხილვა-გადაწყვეტის კანონით წინასწარ დადგენილი წესით[!]

·        საქმეების განხილვა ამ წესების უგულებელყოფით ,ან ამ წესებიდან არსებითი გადახვევით,აღარ იქნება „მართლმსაჯულება’’[!] და სასამართლოს ასეთი საქმიანობა არაფრით იქნება განსხვავებული  სხვა ორგანოების საქმიანობისგან[!]

·        „მართლმსაჯულების’’ განხორციელების წესი  ზუსტად და ამომწურავადაა განსაზღვრული კანონით[„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით’’]

·        „საქართველოსსაერთო სასამართლოების’’ სისტემა განისაზღვრა ორგანული  კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ’’

·        ამ კანონის თანახმად „საქართველოსსაერთო სასამართლოების’’ სისტემა ასე გამოიყურება:

 

1.      რაიონული[ან საქალაქო] სასამართლოები

2.      საოლქო სასამართლოები

3.      ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები

4.      საქართველოს უზენაესი სასამართლო

·        ამ სასამართლოების   სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ ‘’ ორგანული კანონით[!] და „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ’’  ორგანული კანონით

·        ამ  სასამართლოებში საქმეთა განხილვის წესები განსაზღვრულია შესაბამისი „საპროცესო კოდექსებით’’ ,როგორებიცაა:

 

a.      სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

b.      სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

c.      ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

d.     სხვა ნორმატიული აქტებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოები

·        1997 წლის სასამართლოს რეფორმით სამოქალაქო საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოებ იყო :

a.      რაიონული[ან საქალაქო] სასამართლოები

b.      საოლქო სასამართლების  „სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიები’’

c.      ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების „სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიები’’

·        2005 წელს „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში’’ შეიტანეს ცვლილებები და დამატებები,რის შემდეგაც მხოლოდ    რაიონული[ან საქალაქო] სასამართლოები  განიხილავენ ყველა კატეგორიის საქმეებს „პირველი ინსტანციით’’

·        ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების „სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიებმა’’ კი არსებობა შეწყვიტეს[!]

„მაგისტრატი მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები’’

·        რაიონულ[საქალაქო] სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს „მაგიტრატი მოსამართლე’’

·        „მაგისტრატი მოსამართლე’’ განიხილავს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ „მცირე მნიშვნელობის საქმეებს’’

·        „მაგისტრატი მოსამართლის ‘’  „განსჯადობას’’ განსაზღვრავს „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ‘’მე-14 მუხლი.[!]

 

    მუხლი 14. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები

მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:

) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;

უდავო და გამარტივებული წარმოების’’ საქმეებს, გარდა ა) შვილად აყვანის, აგრეთვე ბ)„გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის  და „გ)“ქონების უპატრონოდ ცნობის’’ საქმეებისა’’, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს;

) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს’’, გარდა ა)“შვილად აყვანის’’, მშობლის უფლების ჩამორთმევის’’, მამობის დადგენის’’ და განქორწინების’’ საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;

 

 

·        ამავე კოდექსის მე-15 მუხლის 11 ნაწილის თანახმად სარჩელები „მაგისტრატი მოსამართლის’’ „განსჯად’’ საქმეებზე: შეიტანება მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლერაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.’’

 

·       რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.[ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ’’ მუხ.27-ე ნაწ.1]

 

·        «რაიონული სასამართლო’’ იქმნება მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში).[ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ’’ მუხ.27-ე ნაწ.მე-2]

 

·       საქალაქო სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში. საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტსაც (მუნიციპალიტეტებსაც).[ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ’’ მუხ.27-ე ნაწ.მე-3]

·        

 

 

·        2005 წლის 12 აპრილის პრეზიდენტის 213-ე ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები[მოგეხსენება თბილისი იყოფა რაიონებად] და შეიქმნა „თბილისის საქალაქო სასამართლო’’

 

·        „თბილისის საქალაქო სასამართლოს’’ სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით[!]

 

·        „თბილისის საქალაქო სასამართლოში’’ შექმნილია სპეციალიზებული სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

 

a.      სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

b.      სისხლის სამართლის საქმეტა კოლეგია

c.      ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

·       „რაიონული სასამართლოს’’ სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.[მუხ.27-ე ნაწ.1][ადრე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ხდებოდა]

 

·        სწორედ ამ ტერიტორიის ფარგლებში განისაზღვრება „რაიონული სასამართლოს’’ განსჯადობა.

·        „რაიონული სასამართლოები’’ განიხილავენ საქმეებს „ერთი’’ პროფესიული მოსამართლის შემადგენლობით[!]

·       საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი ,მოსამართლეთა „სპეციალიზაციის’’ პრინციპიდან გამომდინარე ამკვიდრებს წესს : „რაიონულ[საქალაქო] სასამართლოში სადაც არანაკლებ 2 მოსამართლეა ,ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს,მეორე კი -სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს .[[ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ’’ მუხ.30-ე ნაწ.1-ლი ]

 

   მუხლი 30. მოსამართლეთა სპეციალიზაცია

 

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორესამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

·        ,ხოლო თუ სასამარტლოში 2-ზე მეტი მოსამართლეა შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია’’

 

მუხლი 30. მოსამართლეთა სპეციალიზაცია

 

 

2. საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები (შემდგომშისასამართლო კოლეგიები).

 

 

მეორე [ანუ სააპელაციო ] ინსტანციის სასამართლოები

 

„სააპელაციო სასამართლოს’ შექმნა:[ ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ’’]

    მუხლი 22. სააპელაციო სასამართლო

 +

სააპელაციო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

 

„სააპელაციო სასამართლოს ‘’ შემადგენლობა:[ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ’’]

 მუხლი 23. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა

 +

1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება:

) სამოქალაქო საქმეთა პალატა;

) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;

) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

) საგამოძიებო კოლეგია.

2​1. სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია.

 

23-ე  მუხლი 10 ნაწილიანია  დანარჩენი ნაწილები იხ. აქ. ორგანული კანონი“საერთო სასამართლოების სესახებ’

„სააპელაციო სასამართლოს ‘’ უფლებამოსილება :[ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ’’]

  მუხლი 24. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება

 +

1. სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. გარკვეული კატეგორიის საქმეებზე შეიძლება დაწესდეს სააპელაციო საჩივრების ერთპიროვნული განხილვა საპროცესო კანონით დადგენილი წესით.

 

24-ე მუხლი 3 ნაწილიანია დანარჩენი ნაწილები იხ. აქ. ორგანული კანონი“საერთო სასამართლოების სესახებ’

 

 

მესამე ინსტანციის [ანუ საკასაციო] სასამართლოები

 

·        „3 საფეხურიანი სასამართლო სისტემის’’ ერთ-ერთი [უმაღლესი] საფეხურია  „საქართველოს უზენაესის სასამარტლო’’[ორგ.კანონი“საერთო სასამართლოების შესახებ’’ მუხ.2 ნაწ.1-ლი]

 

    მუხლი 2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა

 +

1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: ა)რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ბ)სააპელაციო სასამართლო, გ)საქართველოს უზენაესი სასამართლო.

 

 

„უზენაესი  სასამართლოს ‘’ შემადგენლობა განისაზღვრება ორგანული კანონით „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ’’]

 

    მუხლი 7

1.      უზენაეს სასამართლოში იქმნება:

 

ა) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა;

ბ) ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა;

გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

დ) დიდი პალატა;

ე) პლენუმი;

ვ) სადისციპლინო პალატა.

 

 

·        „უზენაესი  სასამართლოს ‘’  სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა არის საკასაციო ინსტანციის[ანუ მე-3 და საბოლოო ინსტანციის ] სასამართლო’’[ ამავე კანონის მუხ.მე-9 ნაწ.1ლი ]

    მუხლი 9

1. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო პალატისა) არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, გადასინჯავს განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ასევე განიხილავს საჩივრებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში.   

 

·        „უზენაესი  სასამართლოს ‘’  სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა’’ „საკასასაციო საჩივრებს’’  განიხილავს  3 მოსამართლის შემადგენლობით[ამავე კანონის მე9-მუხლის მე-2 ნაწილი]

2. უზენაესი სასამართლოს [რომელიმე]პალატა გარდა დიდი პალატისა, საქმეებს განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

·       „საქართველოს უზენაეს სასამართლოში’’ ასევე ფუნქციონირებს ე.წ. „დიდი პალატა’’

·       „დიდი პალატაც’’ არის „საკასაციო სასამართლო’’ და შედგება 12 მოსამართლისგან

·       „დიდმა პალატამ’’ „საკასაციო საჩივარი’’ შეიძლება განიხილოს მინიმუმ 9 მოსამართლის შემადგენლობით[!]

 

 

მუხლი 10  

1. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს.

2. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.

3. დიდი პალატა საქმეებს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.

4. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით _ უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

 

·       სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატმ’  თავისი მოტივირებული განჩინებით  საქმე შეიძლება გადასცეს „დიდ პალატას’’ შემდეგ შემთხვევებში :

 

a.    საქმის განხილვას და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის’’

b.   საქმის სირთლიდან გამომდინარე   გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს „ნორმის ახლებურ განმარტებას’’

c.      საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს „იშვიატ სამართლებრივ პრობლემას’’

 

3. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ:

ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას’’;

ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);

გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

 

ყურადღება:

·       ამრიგად,“საკასაციო საჩივრის’’[რომელიც იწერება“სააპელაციო სასამართლოს’’ გადაწყვეტილებაზე] ადრესატი არ შეიძლება იყოს „საქართველოს უზენაესი სასამართლოს’’  „დიდი პალატა’’

·       „დიდ პალატას’’  „საკასაციო საჩივარი’’ სამოქალაქო საქმეზე  შეიძლება გადასცეს მხოლოდ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატმ’ 

·       სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ „საკასაციო საჩივარი’’ სამოქალაქო საქმეზე  „დიდ პალატას’’   შეიძლება გადასცეს მხოლოდ მე-9 მუხლის მე-3 ნაწილში ჩამოთვლილ შემთხვევებში[!]

·       ასეთ დროს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას’’ გამოაქვს „მოტივირებული განჩინება’’

 

·       ასეთია  მოკლედ „სამოქწალაქო საქმეებზე’’ მართლმსაჯულების განხორციელების ორგანოთა სისტემა

·       ამ ორგანოთა „ფუნქციონირების პრინციპებზე’  დაწვრილებიტ ვისაუბრებთ  მომდევნო ფაილებში


x

ასევე წაიკითხე:

სამართლიანი სასამართლოსუფლება’’ [ კონსტიტუციის მუხ.31-ე]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები