მარტივი ადმინისტრაციული წარმოება

 


მარტივი ადმინისტრაციული წარმოება

·        მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეა.

·        ადმინისტრაციულ ორგანოში გადაწყვეტილება მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების’’  განხორციელების საფუძველზე[თუ კანონი პირდაპირ არ ითვალისწინების წარმოების სხვა სახის გამოყენებას]

 

თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.[სზაკ-ის მუხ.72-ე ნაწ მე-2]

 

·        მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  გამოიყენება ყოველთვის, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების მიზანს წარმოადგენს:

 

1.    ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება

2.    ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება

3.      ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა

 

 

·        მარტივი ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული წარმოების მთავარი და საბაზისო სახე, რომლის დებულებები გამოიყენება წარმოების სხვა სახეების შემთხვევაშიც

·        მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება სზაკ-ის VI თავის[ნორმების] საფუძველზე. [სზაკ-ის 72-ე-102-ე მუხლები][!!!]

·        ტერმინი „მარტივი’’ გულისხმობს საქმის „ფაქტობრივი გარემოებების’’ შესაბამისი „გადაწყვეტილების’’ ეფექტურად და ეკონომიურად  მიღების მიზანს და არა ადმინისტრაციული ორგანოს კანონით ბოჭვის შერბილებას

 

         მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ძირითადი მახასიათებელი არის ის რომ:

 

       კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოსა და დაინტერესებულ მხარეს[პირს] შორის არის წერილობითი ფორმის

       „დაინტერესებული მხარის’’  მონაწილეობის მოცულობას „ადმინისტრაციულ წარმოებაში’’ განსაზღვრავს ადამინისტრაციული ორგანო, წარმოების მიზნებიდან გამომდინარე.

       აღსანიშნავია ასვე ის, რომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დროს კანონმდებელი  არ ითვალისწინებს“ დაინტერესებული მხარის’’ უშუალო ჩაბმას და შესაძლებელია რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღოს გადაწყვეტილება დაუსწრებლად საქმის მასალებზე დაყრდნობიბთ,რა თქმა უნდა, თუ ეს მასალები იძლევა ამის შესაძლებლობას.

 

 

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები[მუხ.76-ე]

 

    მუხლი 76. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება

 1

1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

) დაინტერესებული პირის განცხადება;

)[ან] ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებაგამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

დაინტერესებული პირის განცხადება [„ა’’]

 

·       „დაინტერესებული პირის’’ „განცხადების“ გარეშე ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ დაიწყებს  „ადმინისტრაციული წარმოებას’’.

·       მაგ. „განცხადების’’ გარეშე ადმინისტრაციული ორგანო ვერ დაიწყებს „ადმინისტრაციულ წარმოებას’’ კონკრეტული პირისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე,თუნდაც სახეზე იყოს პენსიის დანიშვნის „ფაქტობრივი გარემოებები’’[წინაპირობები]

·       სწორედ „განცხადება’’ წარმოშობს „ადმინისტრაციული ორგანოს’’ ვალდებულებას[!] დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება’’[!]

კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება“[„ბ’’]

 

·       ზოგჯერ ,კანონით დადგენილ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია   საკუთარი ინიციატივით დაიწყოს „ადმინისტრაციული წარმოება’’

·       ეს ხდება შემდეგნაირად: კანონი ადგენს „ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებს,ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს კონკრეტული ფაქტი[ფაქტობრივი გარემოება] შეესაბამება თუ არა ამ  ფაქტის ნორმატიულ აღწერას[ანუ ახდენს სუბსუმციას]

·       შესაბამისობის დადგენის შემტხვევაში იწყება კანონისმიერი „ადმინისტრაციული წარმოება’’

 

ხხხხხ

 

„განცხადების შეტანა’’ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში [მუხ.77-ე]

 

 

·  „თუ კანონით სხვა რამე არარის დადგენილი განცხადება შეტანილი უნდა იყოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’[მუხ.77-ე ნაწ.1]

 

    მუხლი 77. განცხადების შეტანა

1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი,[მოქალაქის] განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

„განცხადების შეტანა’’  არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში [მუხ.მე-80]

 

·   ხოლო თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ეს არ შეიძლება გახდეს განცხადების უკან დაბრუნების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.“[მუხ.მე-80. ნაწ.1]

 

   მუხლი 80. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნა

 +

1. თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

შენიშვნა:

 

ეს დანაწესი  ემსახურება მოქალაქის ინტერესების დაცვას რადგანაც მისთვის[მოქალაქისთვის] ხშირად რთულია განსაზღვროს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს ეს მარტივად შეუძლია უფლებამოსილი ორგანოს დადგენა[!]

·  „იმ შემთხვევაში თუ საკითხი სასამართლოს განსახილველია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ორგანოს დადგენა, მაშინ ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.’’ [მუხ.მე-80. ნაწ.მე-4]

 

მუხლი 80. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნა

4.      თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.

 

 

ყურადღება:

 

·        სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის შემცველი „განცხადების’’ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენისას,ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება გადაუგზავნოს განცხადება უფლებამოსილ სასამართლო ორგანოს

·        ამგვარ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოს უფლება შემოიფარგლება განმცხადებლისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევით,კერძოდ მან უნდა აუხსნას დაინტერესებულ მხარეს,რომ საკითხი სასამართლო ორგანოთა იურისდიქციას განეკუტვნება

·        ეს შეესაბამება კონსტიტუციის 42-ე მუხლით დადგენილ პრინციპს,რომ „მხოლოდ პირის უფლებას წარმოადგენს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს’’

·        ანუ „სარჩელის აღძვრა’’-ანუ „სამართლოსთვის მიმართვის უფლების’’ რეალიზაცია მხოლოდ პირის ნების ავტონომიას ეფუძნება

ყურადღება:

 

·      განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.’’ [მუხ.მე-80 ნაწ.მე-5]

 

 

დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება[ მუხ.83-ე]

 

·        ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადები შესაბამისობას ამ კოდექსის 78- მუხლის მოთხოვნებთან:

 

   მუხლი 78. განცხადების შინაარსი

 

1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

) მოთხოვნას;

) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.

3. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

 

·        თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

·        წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება და განახლდება წარდგენისთანავე, ხოლო თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას არა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არამედ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ[!][მუხ.83-ე ნაწ. მე-5]

 

„უარის თქმის’’ და „განუხილველად დატოვების’’  გამიჯვნას აქვს,დიდი პრაქტიკული  მნიშვნელობა უფლების დაცვის კუთხით. პირველ შემთხვევაში[„უარის თქმისას’’] დაუშვებელია იმავე მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვა, ხოლო მეორე შემთხვევაში[„განუხილველად დატოვებისას’’] მხარეს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი განვხადებით.[!]

 

მუხლი 83. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება

5. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახე.

 

 

ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტები[მუხ.75-ე]

·        „ადმინისტრაციული’’ წარმების ერთი მხარე აუცილებლად არის „ადმინისტრაციული ორგანო ,რომელიც უფლებამოსილია განახორცელოს ეს ადმინისტრაციული წარმოება’’

·        „სხვა ადმინისტრაციული ორგანოები’’ ასევე შეიძლება ჩაერტონ „გადაწყვეტილების  მიღების პროცესში’’[ანუ ადმინისტრაციულ წარმებაში]

·        „ადმინისტრაციული წარმოების’’ მე-2 მხარეს  მდგარი სუბიექტების ჩამონატვალი მოცემულია 75-ე მუხლის 1-ელ ნაწილში:

 

  მუხლი 75. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე

 +

1.  ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება აქვს:

) განმცხადებელს;

) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს;

) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ენიჭება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება;

) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

) დაინტერესებულ მხარეს.

 

·        ყურადღება: „ადმინისტრაციული წარმოების  მონაწილის[სუბიექტის] სტატუსი’’ სტატუსის მფლობელს[სუბიექტს] ანიჭებს

a.    „ადმინისტრაციული წარმოების’’ დაწყებაზე შუამდგომლობის დაყენების უფლებას

b.    მისი აზრის მოსმენის უფლებას

c.    წარმოების მასალების გაცნობის უფლებას

d.    ინდაქტის გაცნობის უფლებას

e.    და ა.შ.

·        ერთმანეტისაგან უნდა გაიმიჯნოს წარმოების ის მონაწილეები, რომლებიც ა) კანონით დადგენილი საფუძვლით აუცილებლად უნდა ჩაერთონ წარმოებაში და ისეთი პირები რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით ან საკუთარი განცხადების[სურვილით] საფუძველზე ჩაერთვებიან ადმინისტრაციულ პროცესში.

 

 

ა)კანონით დადგენილი საფუძლით „ადმინისტრაციულ წარმოებაში’’ მონაწილეობენ:

 

a.    „განმცხადებელი“ და“ მესამე პირი’’

b.    ისინი, ვის მიმართაც გამოიცა ან უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

c.    ისინი, ვისთანაც დაიდო ან უნდა დაიდოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება

 

 

·        „განმცხადებელი’’ არის ის პირი,რომელსაც რაიმე უფლების მოპოვებაზე ინდაქტის გამოცემის მიზნით შეაქვს „წერილობითი მოთხოვნა’’ ადმინისტრაციულ ორგანოში.

[ეს ის შემთხვევაა,როდესაც ადმინისტრაციული წარმოება იწყება „განცხადების’’ საფუძველზე

 

·        მესამე პირი- ესს არის პირი  ვისი  ინტერესების საწინააღმდეგოდაც ადმინისტრაციულმა ორგანომ „განმცხადებლის’’ განცხადების საფუძველზე უნდა გამოსცეს შემზღუდველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ.

ხხხხხხხ

 

ბ)„ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით  მონაწილეები

 

მონაწილეები, რომლებიც ადმინისტრაციულ წარმოებაში ერთვებიან ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით, იყოფიან 2 ჯგუფად:

 

1)     უბრალო მონაწილეები, რომელთა კანონიერ ინტერესსაც შეიძლება შეეხოს ეს გადაწყვეტილება

2)     აუცილებელი მონაწილეები, რომელთა მონაწილეობას წარმოებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

 

ყურადღება:

ადმინისტრაციულ წარმოებაში[ანუ „გადაწყვეტილების  მიღების პროცესში’’] მონაწილე თანამდებობის პირის მიმართ დამატებით მოთხოვნებს აყენებს“ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი’’,ამასთან დაკავშირებით 75-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს:

 

 მუხლი 75. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე

 

2. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

 

·        ბავშვის უფლებათა კოდექსიდან’’ გამომდინარე  ბავშვზე მორგებულიადმინისტრაციული წარმოების ’’ გარდა

 ადმინისტრაციული წარმოების’’ კონსტიტუციური უფლების ნაწილია  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ’’ საქართველოსკანონის შესაბამისად,ანუ შშმ პირებზე მორგებულიადმინისტრაციული წარმოება’’

 

მუხლი 75. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე

3. ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების სრულ ხელმისაწვდომობასშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

 

 

 ადმინისტრაციული წარმოების ენა წარმოების ენა[ მუხ.73-ე ნაწ.მე-3]

 

·        ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ქართულ ენაზე, აფხაზეთში-აფხაზურ ენაზე.

 

  მუხლი 73. ადმინისტრაციული წარმოების მხარეები

 +

1. ადმინისტრაციული წარმოების მხარე შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.

3. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთშიაგრეთვე აფხაზურ ენაზე.

 

 

·        (თუ დაინტერესებული მხარის განცხადება ან მის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, ადმინისტრაციული ორგანო მას განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტის თარგმანის წარმოსადგენად.

·        დაინტერესებული მხარე|“ ვალდებულია, წარადგინოს განცხადების ან დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

·         თუ კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული მოქმედება, ეს ვადა აითვლება მხოლოდ თარგმანის წარდგენის დღიდან.

·         ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ მიზნით დადგენილი ვადა არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები.

·         თუ კანონით განსაზღვრულია ვადა, რომლის განმავლობაში დაინტერესებული მხარე ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული მოქმედება, ეს ვადა დაცულად ჩაითვლება დოკუმენტის არასახელმწიფო ენაზე წარდგენის შემთხვევაშიც.

 

ხხხხხხ

 

 

ვადა ადმინისტრაციულ წარმოებაში[ გამოთვლა,დაწყება,დამთავრება ]

 

          ადმინისტრაციული წარმოების „ ვადის გამოთვლის წესი[მუხ.94-ე. ნაწ 1-ლი]

 

·        ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69- მუხლებით დადგენილი წესი. [სზაკ-ის მუხ. 94 ნაწ 1]

 

    მუხლი 94. ვადა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

1. ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69- მუხლებით დადგენილი წესი.

 

 

ხხხხხხ

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69- მუხლები

 

   საპროცესო ვადები 

   მუხლი 59. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა

 

1. საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

2. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

 

    მუხლი 60. საპროცესო ვადის გამოთვლა

 

1. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.

2. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

 

  მუხლი 61. საპროცესო ვადის დამთავრება

 +

1. წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს.

2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

 

   „გაშვებული ვადის აღდგენა ‘’ [სზაკის 94-ე მუხლის მე-2 -მე-6 ნაწილები]

 

  მუხლი 94. ვადა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გაშვებული ვადის აღდგენა

 +

2. თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.

3. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულადდაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

4. დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.

5. ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს 5 დღის ვადაში.

6. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

 

ხხხ

 

 

 

ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეთა უფლებები

ა)  მოქალაქის უფლებები ადმინისტრაციული წარმოებისას[95--ე 98-ე  და 99-ე მუხლები]

 

·        საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება[კონსტ. მუხ.42-ე] ადმინისტრაციულ წარმოებაში მოქალაქეს ანიჭებს აქტიურ როლს.

·        მოქალაქის სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებას“ ემსახურება საქრთველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით[სზაკ-ით] დადგენილი შემდეგი უფლებები:

 

       დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უფლება ადმინისტრაციულ წარმოებაში’’[ სზაკ-ის მუხ.95-ე]

       დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება [ სზაკ-ის მუხ.98-ე]

 

       დაინტერესებული მხარის მიერ ადმიისტრაციულ წარმოების მასალების გაცნობის უფლება ‘’  [ სზაკ-ის მუხ.99-ე]

 

ხხ

ბ)ადმინისტრაციული ორგანოს უფლებები და მოვალეობები ადმინისტრაციული წარმოებისას[ 85-ე და 95-ე მუხლები]

 

·        მოქალაქის ამ „სპეციალური უფლრბების’’ რეალიზაციას ემსახურება „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობ’’[საზაკ-ის მუხ. 85-ე]

 

მუხლი 85. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობა

 

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან ადმინისტრაციული საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.

2. ადმინისტრაციულმა ორგანომ ბავშვს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და კონსულტაცია უნდა გაუწიოს კულტურული მგრძნობიარობის გათვალისწინებით, მისი ასაკის, სქესისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, მისთვის გასაგები ენით ან/და კომუნიკაციის სხვა, დამხმარე საშუალებებით.

 

 

 

   მუხლი 95. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში

 

1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

4. თუ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რაოდენობა 50- აღემატება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თითოეული მათგანის ინფორმირების ნაცვლად ოფიციალურად გამოაქვეყნოს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.

5. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა უნდა შეიცავდეს:

) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;

) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღს;

) ადმინისტრაციული წარმოების საგნის მოკლე აღწერას;

) წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა ვინაობას;

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

6. გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დაუცველად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.

 

„ბავშვის უფლებები’’ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში

·        „ბავშვის უფლებათა კოდექსით’’ დადგენილი „ბავის უფლება მართლმსაჯულებაზე’’ ბავშვს ანიჭებს უფლებას ,საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს[!] ანდა „შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს’’

·        „ბავშვის უფლებათა კოდექსის’’ მე-13 მუხლის თანახმად ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს მართლმასაჯულების ისეთი სისტემით  რომელიც არის:

a.    ბავშვისთვის ხელმისაწვდომი

b.    მისი ასაკის შესაბამისი

c.    მისთვის ადვილად აღსაქმელი

d.    სამართლიანი

e.    თანმიმდევრული

f.     მის უფლებებს  და საჭიროებებს მორგებული

g.    მისი ღირსების და პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი.

·        ბავშვს უფლება აქვს ,საკუთარი უფლებების და თავისუფლებების დაცვის ანდა მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების ან ქმედების გასაჩივრების მიზმით, მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ა) „უშუალოდ’’[ანუ თავად] ან ბ) „თავისი წარმომადგენლის’’ მეშვეობით.[„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.75-ე]

·        ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ბავშვზე მორგებული პროცედურების და მექანიზმების დანერგვა[მათ შორის „ადმინისტრაციული საჩივრის’’ „გამცხადების’’  „ბავშვზე ადაპტირებული ფორმების’’ და ლომუნიკაციის სშუალებების’’ არსებობა][„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.69-ე „ბ’’]

·        სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების სისტემებში და ალტერნატიული ზრუნვის ყველა მომსახურების მიწოდებისას ბავშვმა უნდა მიიღოს ინფორმაცია  ა)საკუთარი უფლებების, ბ)ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში არსებული კონფიდენციალური კონსულტაციის, მხარდაჭერისა და გასაჩივრების პროცედურებისა და მექანიზმების და გ)სხვათა უფლებების პატივისცემის შესახებ.][„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.70-ე ნაწ. მე-4]

·         ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლო პროცესი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე ბავშვის მონაწილეობით ან/და ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე უნდა განხორციელდეს მულტიდისციპლინური მიდგომით, ბავშვის ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით.’’ [„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.72-ე ნაწ. 1-ლი]

 

 

ბავშვის უფლება  „ადმინისტრაციულ წარმოებაში’’ და „სასამართლო წარმოებაში’’ [„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.78-ე]

 

·         ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. [„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.78-ე ნაწ. 1.]

·        ბავშვის უფლება, მოუსმინონ, არ შეიძლება შეიზღუდოს მის ასაკზე ან სხვა გარემოებაზე მითითებით. ბავშვს უნდა მიეცეს საკუთარი მოსაზრების მისთვის სასურველი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა.’’ [„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.78-ე ნაწ. 2.]

·        შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უნდა შეექმნას შესაბამისი პირობები, რომლებიც აუცილებელია მის მიერ მოსაზრების გამოსახატავად.[„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.78-ე ნაწ. მე-3.]

·         ბავშვმა მოსაზრება ადმინისტრაციული ორგანოს ან სხვა მესამე პირის გავლენის გარეშე უნდა გამოხატოს.[„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.78-ე ნაწ. მე-4.]

·        . ბავშვის მიერ მოსაზრების გამოხატვის პროცესს დაკითხვის ფორმა არ უნდა ჰქონდეს. ის მეგობრულ გარემოში თავისუფალი დიალოგის სახით უნდა განხორციელდეს. დიალოგს უნდა ჰქონდეს არა ბავშვთან პაექრობის, არამედ მისი მხარდაჭერის ხასიათი.„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.78-ე ნაწ. მე-5.]

ბავშვის უფლება იურიდიულ დახმარებაზე [„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.79-ე ]

 

·       ბავშვს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს თანამიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია ან/და იურიდიული დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე, მისი ასაკის, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისთვის გასაგები ენით, სათანადო კომუნიკაციის საშუალებებით.[„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.79-ე ნაწ. 1-ლი.]

 

·        საჯარო სამართლის იურიდიული პირიიურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბავშვისთვის ან/და მშობლისთვის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების გაწევას ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.“[„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.79-ე ნაწ. მე-2]

 

·         საჯარო სამართლის იურიდიული პირი იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს ბავშვისთვის იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას ტელეფონით, ადაპტირებული ინტერნეტგვერდებით, ბეჭდური და სხვა საშუალებებით’’ [„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.79-ე ნაწ. მე-3]

 

·        საჯარო სამართლის იურიდიული პირიიურიდიული დახმარების სამსახური

უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის, მიმართვის ფორმებისა[„ადმინისტრაციული საჩივარი’’ ,“განცხადება’’ და სხვა]  და ყველა სხვა მომსახურების ხელმისაწვდომობას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სტანდარტების თანახმად.[„ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ მუხ.79-ე ნაწ. მე-4]

 

 

 

იხ..„საჯარო სამართლის იურიდიული პირიიურიდიული დახმარების სამსახურის’’  ვებ-გვერდი აქ:

 

https://www.legalaid.ge/ka

 

„ადმინისტრაციული წარმოება’’ კოლეგიალურ ადმინისტრაციულ ორგანოში

 

·        „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანო’’ იმ შემტხვევაში გვაქვს სახეზე როდესაც „გადაწყვეტილების მიღების პროცესში’’ მონაწილეობს ერტზე მეტი პირი[!]

·        თუმცა, გამონაკლისია „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს’’ უფლებამოსილ თანამდებობის პირს უფლება აქვს მიიღოს „ერთპიროვნული გადაწყვეტილება’’ და სზაკ-ის 103-ე მუხლის მესაფუძველზე გადააგზავნოს „განცხადება’’  უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ან „დაუბრუნოს’’ იგი განმცხადებელს[!],თუ მასში დასმული საკითხის გადაწყვეტა „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს’’ უფლებამოსილებას არ განეკუტვნება’’[სზაკ-ის მუხ 103-ე ნაწ.მე-2]

·        რამდენი წევრისაგან უნდა შედგებოდეს ადმინისტრაციული ორგანო,რომ ის ჩაითვალოს კოლეგიალურ ორგანოდ?

·        105-ე მუხლით დადგენილია „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს’’ „გადაწყვეტილებაუნარიანობის’’  კრიტერიუმი[!]

 

    მუხლი 105. კვორუმი

 

1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.

2. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

3. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

·        ამრიგად, „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანო’’ ვერ იქნება უფლებაუნარიანი’’,თუ მას არ ჰყავს სულ მცირე 3 წევრი[!]

·        ანუ „3 წევრი“ ,ეს არის ის მინიმალური ოდენობა,რომელიც აუცილებელია „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს’’ შესაქმნელად.[!]

 

·        „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს’’  „გადაწყვეტილება’’ „ფორმალური კანონიერების ‘’ფარგლებში  უნდა შემოწმდეს[!]

·        ანუ უნდა შემოწმდეს: „დაცულია თუ არა სზაკ-ის 34-ე მუხლის მოთხოვნები’’

·        34-ე მუხლის[სახელწოდებით „კოლეგიალური საჯარო დაწესებულების სხდომა’’ თანახმად:

 

1.       კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისასაგრეთვე მისი დახურვის შესახებ.[მუხ.34-ე ნაწ 1-ლი]

2.      გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისასაგრეთვე მისი დახურვის შესახებ.[მუხ.34-ე ნაწ მე-2 ნაწილი]

3.      კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.[მუხ.34-ე ნაწ მე-3 ნაწილი]

 

ხხხხ

·        „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოში’’ „ადმინისტრაციული წარმოება’’ არ არის „წარმოების ცალკე სახეობა’’

·        „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოში’’ „ადმინისტრაციული წარმოება’’ მიმდინარეობს სზაკ-ის მე-6 თავით დადგენილი წესების შესაბამისა[!][თუ კანონი არ იტვალისწინებს „წარმოების სხვა სახის’’ გამოყენების ვალდებულებას]

·        „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოში’’ „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის’’ [„ნორმაქტი’’ მიღებისას გამოიყენება“საჯარო ადმინისტრაციული წარმოების’’ წესები.

·        „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოში’’ „ადმინისტრაციული წარმოება’’ მიმდინარეობს „ღია სხდომების’’ ფორმით[!],წინასწარ დადგენილი „დღის წესრიგის’’[ანუ განსახილველი საკითხების სიის] შესაბამისად[!]

·        „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს’’ სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს ,კოლეგიალური ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი[!][მისი არყოფნის შემთხვევაში კი კანონის შესაბამისად დანიშნული ან არჩეული „სხდომის თავმჯდომარე’’]

·        „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს’’ მიერ მიღებული ’’  „გადაწყვეტილების’’ „ფორმალური კანონიერების ‘’კრიტერიუმია,ამ ორგანოს წევრების „მონაწილეობა’’ გადაწყვეტილების მიღების პროცესში[ანუ საკითხის განხილვაში მონაწილეობა ]

·        „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს’’ „ღია სხდომაზე’’ მოწვეული უნდა იყოს მისი „ყველა’’ წევრი[!]

·        იმისათვის,რომ „კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანო’’ უფლებამოსილი იყოს ჩაატაროს „სხდომა’’ მას უნდა ესწრებოდეს ორგანოს წევრთა ნახევარზე მეტი[!],მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა[!]

·        იმისათვის ,რომ „კოლეგიალურმაადმინისტრაციულმა ორგანომ’’ მიიღოს გადაწყვეტილება’’,მას მხარი უნდა დაუჭიროს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტნა[თუ კანონი არ ითვალისწინებს „გადაწყვეტილების’’ მიღების’’ სხვა წესს] [სზაკ-ის მუხ.105-ე]

 

„ადმინისტრაციული წარმოება’’ – „დამოუკიდებელ ორგანოში’’

 

·        სზაკი-ის მე-11 ტავი“ადმინისტრაციულ ორგანოს’’ ,რომლის კომპეტენციასაც განეკთვნება საკიტხის გადაწყვეტა,ანიჭებს უფლებამოსილებას „ღია ტენდერის ‘’ საფუძველზე შექმნას „დამოუკიდებელი ორგანო’’[!

[ადმინისტრაციულ ორგანოს’’ ასეთი უფლებამოსილება უკავშირდება“საკითხის გადაწყვეტისთვის ’’ საჭირო კომპეტენციის და მიუკერძოებლობი  არსებობის ინტერესს[!] ]

   მუხლი 159. დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნა

 +

1. დამოუკიდებელი ორგანო შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და შეუძლიათ უზრუნველყონ საკითხის მიუკერძოებლად გადაწყვეტა.

2. დამოუკიდებელ ორგანოს ღია ტენდერის საფუძველზე ნიშნავს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.

 

·        სზაკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:

 

სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების (საწარმოს) პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ ფასი აღემატება 100 000 ლარს,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი [ინდაქტი] უნდა გამოსცეს მხოლოდ დამოუკიდებელმა ორგანომ (სავალდებულო მანდატირება) [158-ე ნაწ. 1-ლი]

 

კანონით შეიძლება დადგინდეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ სხვა სახის’’ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულოობაც.[158-ე ნაწ. მე-2]

 

დამოუკიდებელი ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ადმინისტრაციული წარმოებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.158-ე ნაწ. მე-3]

 

·        სზაკ-ის 160-ე მუხლის  თანახმად:

 

საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილი არიან ადმინისტრაციული საჩივრის გადასაწყვეტად დანიშნონ დამოუკიდებელი ორგანო.

 

დამოუკიდებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ზემდგომ ინსტანციაში[ანუ პრეზიდენტთან ან პრემიერ- მინისტრთან გასაჩივრება არ შეიძლება] იგი[დამოუკიდებელი ორგანოს ინდაქტი] შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში[სზაკ. მუხ.161-ე]

 

 

ხხხხხხ

ადმინისტრაციული წარმოება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ სფეროში

 

·        „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალი’’ არის „საჯარო სამართლის’’ ერტ-ერთი დარგი

·        ის აწესრიგებს“მართლწესრიგის დამცავი ორგანოების’’ საქმიანობას.[ანუ ამ ორგანოთასამართალდარღვევებზე რეაგირებას]

·        „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ სამართალი’’ შეისწავლის საზოგადოებრივი უსაფრტხოების და მართლწესრიგისტვის საფრთხის შემცველ,ისეთ სამართალდარღვევებს,რომლებიც არიან „ადმინისტრაციულსამარტლებრივი ბუნების’’

·       

·        „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’[„სასკ’’-ი]- განსაზღვრავს,თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმარტულ ქცევას[!][ანუ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას’’] და ადგენს ა)იურიდიული პასუხისმგებლობის[„ადმინისტრაციული სახდელის’’ ] ზომას ,ბ)ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და გ) „ადმინისტრაციული წარმოების’’ საფუძველზე „გადაწყვეტილების’’ მიღების წესს[!]

·        „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’ არ განსაზღვრავს“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე’’ რეაგირების სამართლებრივ ფორმებს

·        სამართალდარღვევებზე’’ რეაგირებისას  გამოიყენება სზაკ-ით განსაზღვრული სამართლებრივი ფორმები [ინდაქტი და ადმინისტრაციული რეალაქტი]

·        ,“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანო [ანუ უფლებამოსილი სუბიექტი]განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით’[„სასკ’’-ი]თ

 

·        ყურაღება: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალის’’ თავისებურება  ის არის ,რომ     „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევატა საქმეებს’’ ასევე განიხილავენ  რაიონის [ქალაქის] სასამართლოები[!]

·        ანუ „ადმინისტრაციული ორგანოების’’ პარალელურად „სასამართლოები’’ ახორციელებენ „მმართველობით ფუნქციას’’ და გამოაქვთ „გადაწყვეტილება’’ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე’’

·        „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის ‘’ „ადმინისტრაციული წარმოება’’ ხდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით’’ დადგენილი პროცედურების დაცვით.[!]

 

·        „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის ‘’ „ადმინისტრაციული წარმოების’’ ერთ-ერთი  თავისებურება მდგომარეობს იმაში,რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით’’ გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის განხილვა შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე[!]

 

·        „საქმის განხილვა ‘სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე[!] გულისხმობს:

 

ა) საქმის ყოველმხრივ და ობიექტურ გამორკვევას,

 

ბ)მის გადაწყვეტას  საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით და

 

გ)დმინისტრაციული სახდელის’’ დადებას დასაჯარიმო ქვითრის’’ ჩაბარებას დამრღვეისთვის“[!]

 

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

„გადაწყვეტილების’’ მიღების პროცესი

 

 

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „გადაწყვეტილების მიღების პროცეს“ ახასიათებს შემდეგი სტადიები:

1.      გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი „ფაქტობრივი გარემოებების’’ დადგენა

2.      შესაბამისი სამართლის ნორმის მოძიება[ანუ „სამართლებრივი საფუძვლის’’ მოძიება]

3.    მოძიებული სამართლის ნორმის[„სამართლებრივი საფუძვლის’’] ახსნა-განმარტება

4.      ნორმის და ფაქტობრივი გარემოებების შეპირისპირება[სუბსუმცია]

5.      სამართლებრივი შედეგების კონკრეტულად განსაზღვრა

6.      შესაძლო მოქმედების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შეფასებ.

[შენიშვნა: კაზუსის ამოხსნის სტადიებია ფაქტობრივად]

·        სამართლის ნორმის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი დამოკიდებულია ძირითად ორ ფაქტორზე: ა)“საქმის ფაქტობრივ გარემოებაზე და ბ)“სამართლის ნორმაზე’’[„სამართლებრივ საფუძველზე’’].

·        ორივე მატგანი წარმოადგენს „მყარ მოცემულობას’’[!][ანუ ორივე მათგანი თავიდანვე არსებობს]

·        „საქმის ფაქტობრივ გარემოებებს’’ ახასიათებს კონკრეტული და ინდივიდუალური „ნიშნები’’

·        „სამართლის ნორმას’’  ავს „განსაზღვრული შინაარსი’’ და მტელ რიგ შემტხვევებში ადგენს კონკრეტულ „სამართლებრივ შედეგებს’’

·        „სქმის ფაქტობრივი გარემოება’’ არის ჯერ კიდევ „უცნობი მოცემულობა’’, საჯარო მოხელემ ის მხოლოდ „ადმინისტრაციული წარმოების’’ დროს უნდა გამოიკვლიოს[!] ამასთან საჯარო მოხელეს,ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობებისა და მის ხელთ არსებული მწირი საშუალებების გატვალისწინებით არ ძალუძს,“ადმინისტრაციული წარმოების’’ ფარგლებში,შექმნას სრული და ზუსტი სურათი,რეალურად არსებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე[!]

·        აქედან გამომდინარე“საქმის ფაქტობრივი გარემოება’’ შეგვიძლია მივიჩნიოთ „გადაწყვეტილების მიღების’’ პროცესის „არამყარ ფაქტორად’’ ;

·        ეს კი იმას ნიშნავს ,რომ საჯარო მოხელის  მუშაობის ა) მიზანმიმართულება ბ) ინტენსიურობა[მონდომება] და გ)შედეგები- გავლენას ახდენენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ  „გადაწყვეტილებაზე’’

·        თუ „სამართლის ნორმის’’ შინაარსს კარგად დავაკვირდებით,იგი ასევე კარგავს“მყარი მოცემულობის’’ ხასიატს[!]

·        კანონმდებელი „სიტყვიერად აყალიბებს’’ „სამართლებრივი შედეგების’’ გამოყენების სფეროს.

·        „ენა’’ არ არის აზრის სრული მოცულობით გადმოცემის სრულყოფილი საშუალება,რადგან ნატქვამის „აღქმა’’  სხვის მიერ ყოველთვის „ინდივიდუალურად’’ ხდება[!] ,ასე რომ „აღქმული’’ ხშირად „დამახინჯებულია’’

 

[იხ.ამ თემაზე ფაილები ადამიანის ფსიქოლოგიიდან :

 „აღქმის შეცდომები’’  https://axalikakhetitours.blogspot.com/2021/01/blog-post_25.html

 

და

 

„ეფექტური კომუნიკაცია’’ https://axalikakhetitours.blogspot.com/2020/08/blog-post_2.html

 

·        ასევე გასათვალისწინებელია თუ რა იყო „კანონმდებლის მიზანი’’ როდესაც ამ კანონს ღებულობდა.[რომელიც ახლა „სამართლებრივ საფუძვლად’’ იქნა შერჩეული „ადმინისტრაციულ წარმოებისას’’]

·        საერთოდ,„კანონი’’ გამიზნულია ხანგრძლივი დროის მანძილზე მრავალჯერადი გამოყენებისთვის.

·        ამიტო,კანონის დებულებების ფორმულირება ხდება ზოგადად,ზოგადი ცნებების გამოყენებით,რომლთა  შინაარსის გაგება მხოლოდ ნორმის ელემენტების [ანუ გამოყენებული ცნებების ] ახსნა-განმარტებით არის შესაძლებელი

·        ასეა თუ ისე „ნორმატიული ფაქტის“ და ,ფატობრივი გარემოებების’’ შესაბამისობის დადგენის შემდეგ საჯარო მოხელემ[ადმინისტრაციულმა ორგანომ] უნდა განსაზღვროს „სამარტლებრივი შედეგები’’[ანუ სანქციები],აქ  ,შესაძლებელია  სამი სახის შემთხვევა:

 

1)     პირველ შემტხვევაში კანონით დადგენილი სანცია[სამართლებრივი შედეგი] მხოლოდ ერტია,ანუ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია მხოლოდ ერთი სანქციის განსაზღვრის შესაძლებლობით[ე.ი. მას არ გააჩნია „დისკრციული უფლებამოსილება’’]

 

იხ ფაილი „ადმინისტრაციული ორგანოს „დისკრეციული უფლებამოსილება’’:

 

2)     მეორე შემტხვევაში კანონით დადგენილი სანქცია ასევე ერთია,მაგრამ გამოიყენებს თუ არა მას ადმინისტრაციული ორგანო-ეს თავად ამ ადმინისტრაციულიო რგანოს გადასაწყვეტია[ე.ი. მას გააჩნია“დისკრეციული უფლებამოსილება’’

 

3)     მე-3 შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს  ა)„დისკრეციული უფლებამოსილებაც’’ და ბ)კონკრეტული სანქციის არჩევის უფლებაც ალტერნატიული სანქციებიდან

 

 

მარტივი ადმინისტრაციული წარმოებაში

 

დაინტერესებული მხარე:

 

a.      შეაქვს „განცხადება’’ ადმინისტრაციულ ორგანოში

b.      მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში

c.      აქვს საკუტარი აზრის გამოთქმის უფლება

d.     აქვს ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება

 

 

ადმინისტრაციული ორგანო:

a.      ახდენს შემოსული “განცხადების’’ რეგისტრაციას

b.      თავის უფლემოსილებასთან შეუსაბამობისას გადაუგზავნის“განცხადებას უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს

c.      ახდენს საქმის „ფაქტობრივი გარემოებების’’ გამოკვლევას

d.     ახდენს წარმოდგენილი „მტკიცებულებების’’ განხილვას

 

 

 

 

 

 

  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში’’ არავითარ მტკიცებულებას’’ არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
  • გადაწყვეტილების მიმღები აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
  •  მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

  • დამტკიცებას არ საჭიროებენ:

ა) ფაქტები, რომლებიც საყოველთაოდ არის ცნობილი

ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები