ეფექტური კომუნიკაცია

როცა ჩვენი არ ესმით ამის 3 მიზეზია:

·         ჩვენი აზრი დაიკარგა ან დამალეს

·         ჩვენი აზრი  შეცვალეს

·         ჩვენ აზრს დაამატეს საკუთარი


  •          ინფორმაციის დაკარგვა ან დამალვა-ესაა როცა საწყისი სიტყვები სრულიად დაიკარგა,გაქრა(მიზეზი : ინფორმაციამ რამდენიმე ადამიანი გაიარა და ზოგისთვის ის  რთული გასაგები იყო,ან გრძელი იყო,ან არახელსაყრელი იყო)
  •          ინფორმაცია შეცვლა-ესაა როცა საწყისი სიტყვები ან აზრი შეცვალეს(მიზეზები იგივე)
  •          ინფორმაციის დამატება-დაკარგული სიტყვები და აზრის ნაცვლად სხვადასხვა ადამიანებმა დაამატეს საკუთარი სიტყვები და აზრები


რატომ ხდება ასე ?

იმიტომ რომ ინფორმაციის გადაცემაში ჩართული თითოეული მონაწილე მიღებულ(მასთან მოსულ ) ინფორმაციას  საკუთარი ემოციების და განწყობების ფილტრში ატარებს.ეს ფილტრი კი ყველას სხვადასხვანაირი აქვს.ანუ ერთი და იგივე ინფორმაციას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს .


როგორ მოვიქცე რომ საყისი ინფორმაცია არ დამახინჯდეს და  საბოლოოს დაემთხვეს ?

როცა ხარ ინფორმაციის გამცემი(ანუ როგორ უნდა მოიქცე როცა გინადა სწორად გაგიგონ)

·         საუბრის დასაწყისშივე მოუხსენი შენს მსმენელს დაძაბულობა(მაგ.რაიმე ხუმრობით)

·         განსზღვრე  რას იტყვი დასაწყისში და ბოლოში .მსმენელს  განსაკუთრებით ესენი ამახსოვრდება.

·         კარგად დაალაგე შენი სათქმელი(ანუ რას რის მერე იტყვი უნდა იცოდე,უნდა საუბრობდე სტრუქტურირებულად)

·         გაგებას და დამახსოვრებას ხელს უწყობს კონკრეტული,ცხოვრებისეული მაგალითები მოიყვანე ისინი

·         არ ისაუბრო ზოგადი ფრაზებით ისაუბრე კონკრეტული ფრაზებით

·         ამოწურე საკითხი რათა შენს მსმენელს არ დაჭირდეს შეკითხვების დასმა

·         გამოკვეთე მნიშვნელოვანი(მსმენელს რომ არ დაავიწყდეს მნიშვნელოვანი და მის ნაცვლად უმნიშვნელო რომ არ დაიმახსოვროს)

როცა ხარ ინფორმაციის მიმღები ანუ როცა გჭირდება მოსაუბრეს სწორად გაუგო

ამისათვის უნდა გამოიყენო ე.წ. აქტიური მოსმენის მეთოდები

·         მოსმენილის შეჯამება: ჩამოაყალიბე მოსმენილის დასკვნა,დასკვნაში გაიმეორე  ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები და კითხე შენს მოსაუბრეს(ნამდვილად ამას გულისხმობდი ?)

·         მოსაუბრის წახალისება: როცა ვინმე გესაუბრება შეეცადე მოიპოვო ამომწურავი ინფორმაცია დეტალებზე.წაახალისე ის ვინც გესაუბრება ,აგრძნობინე რომ ყურადღებით უსმენ როგორ?საუბრის პროცესში  თავი დაუქნიე ,გაამხნევე სხვადასხვა სიტყვებით(მაგ.საინტერესოა ,რა კარგია და ა.შ.)

·         მოსმენილის დაზუსტება საუბრის პროცესში: დაუსვით მოსაუბრეს საუბრის პროცესში დამაზუსტებელი კითხვები მაგ.როდის?,როგორ? რამდენი ? რატომ ? და ა.შ.

·         მოსმენილის პერიფრაზირება:საუბრის პროცესში საკუთარი სიტყვებით  გამოთქვით ის აზრი რასაც მოსაუბრე გადმოგცემთ ასევე საკუთარი სიტყვებით გადმოეცით ის ემოციები რასაც მოსაუბრე თავისი სიტყვებით გადმოგცემთ.პერიფრაზირება საშუალებას მოგცემთ საუბრის პროცესში დააზუსტო რომ სწორად გესმის რასაც გეუბნებიან თუ არა და ასევე წაახალისებს მოსაუბრეს უფრო მეტი ისაუბროს და მეტი დეტალი მოგაწოდოს.

პერიფრაზის მოსმენის შემდეგ შენთან მოსაუბრეს უნდა ქონდეს განცდა რომ შენ მას გაუგე.არავითარ შემთხვევაში არ მისცე რჩევა.უბრალოდ შენი სიტყვებით გაუმეორე მისივე ნათქვამი და თან შენი სიტყვებით აღნიშნე რა განცდა და ემოცია აქვს მას ანუ რას გრძნობს იგი ამ რაღაცის გამო. ეს სრულიად საკმარისია.არავითარი რჩევა.

დიალოგი

ორი ადამიანის საუბარს ნიშნავს

დიალოგის დროს მხარეებს თანაბრად უნდა ქონდეთ აზრის გამოთქმის საშუალება

დიალოგის მსვლელობისას ხან მოსაუბრე ხარ(იხ ზემოთ.მოსაუბრის წესები) ხან მსმენელი (იხ. ზემოთ აქტიური მოსმენის წესები) და ამიტომ უნდა სწორად ფლობდე ამ წესებს და იყენებდე.

დიალოგის თემები შეიძლება იყოს ნებისმიერი.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები