აღქმის შეცდომები- ადამიანის აღქმა დამახინჯებულია
1.ადამიანი იგნორირებას უკეთებს სტატისტიკურად დადასტურებულ შედეგებს და უპირატესობას ანიჭებს საკუთარ დადებით ან უარყოფით გამოცდილებას და ისე აძლევს შეფასებას ნებისმიერ რამეს.
2.ადამიანი ირგვლივ ამჩნევს მხოლოდ იმას, რაც მოსწონს ან აინტერესებს;
3.ადამიანები მიდრეკილი არიან დათმონ და დაეთანხმონ ნაკლებად მიმზიდველ შეთავაზებას თუ ეს შეთავაზება გაკეთდება მაშინვე ,როგორც კი ისინი უარს იტყვიან სრულიად მიუღებელ პირობებზე- ნაკლებად მიმზიდველი შეთავაზების მაშინვე გაკეთებას ,სრულიად მიუღებელი შეთავაზების შემდეგ , ჰქვია- „კარის მოხვედრა სიფათში“ ; ადამიანები არ უფიქრდებიან რომ მეორე შეთავაზებაც ასევე მიუღებელია;
4.ადამიანი მანამდე ვერ ამჩნევს რაიმეს თავის გარშემო, ვიდრე რაღაც მომენტში ,მიზეზთა გამო, იმ რაღაცით არ დაინტერესდება; მერე კი იმ რაღაცას ხშირად ამჩნევს;
5.თუ ადამიანს ტყუუილს საკმაოდ დიდი ხანი უმეორებენ,საკმაოდ ხმამაღლა და საკმაოდ ხშირად -ადამიანს ექმნება სიმართლის ილუზია და ის იწყებს დაჯერებას;
ამიტომ სიმართლის ილუზიის შექმნა პროპაგანდის ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია და ძალიან გავრცელებული ;
6.რამდენიმე უცნობი ობიექტიდან ადამიანი უპირატესობას ანიჭებს იმ ობიექტს, რომელზეც რაღაც მაიც სმენია; ამ ფაქტის ცოდნაზე დგას მთელი რეკლამა;
7ადამიანი აფასებს მომავალში რაიმეს მოხდენის შესაძლებლობას და სიხშირეს,იმის მიხედვით თუ რამდენად იოლად ახსენდება მსგავსი მაგალითები და ადრე მომხდარი მსგავსი შემთხვევები;
8.ადამიანის ქცევის პროვოცირება შესაძლებელია შესაფერისი გარემოს -კონტექსტის შექმნით ;
მაგ.მარკეტოლოგები იყენებენ ამას და მაღაზიებში პროდუქციის განლაგებით პროვოცირებას უკეთებენ მყიდველს რაღაც იყიდოს,რაც სინამდვილეში მას არ სჭირდება;
კონტექსტის შექმნით
და ორგანიზებით ახდენენ ადამიანებს შორის
კონფლიქტების პროვოცირებას გამოცდილი მანიპულატორები;
9ადამიანები მიდრეკილები არიან უფრო ნეგატივისკენ;ადამიანები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უარყოფით რაღაცეებს; ამიტომ ცუდი „ახალი ამბები ‘’ უფრო დიდ აუდიტორიას აგროვებენ ვიდრე კარგი ამბები; სხვადასხვა არხების და საიტების რედაქციები „ითხოვენ სისხლს“ რადგან ეს ხელს უწყობს მათი რეიტინგების ზრდას
10ღუზის ეფექტი-ფასების შედარებისას ადამიანი ამოდის მოსმენილი და ნანახი საწყისი პირველი ფასიდან (ესაა ღუზა) თუ ამ ფასზე ნაკლებად შესთავაზებენ დიდი ალბათობით იყიდის ,თუნდაც მეორე ფასიც არ იყოს ადექვატური. ის ამას აღარ უფიქრდება ; ამას იყენებენ ვაჭრობაში;
11.ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა(ფორმა შეიძლება იყოს აგრესიული,ნაკლებად აგრესიული,ნეიტრალური და ა.შ.) მოქმედებს ადამიანის მიერ მის აღქმაზე (ერთი და იგივე ჭიქა შეიძლება ზოგმა ნახერად სავსედ აღიქვას და ზოგმა ნახევრად სავსედ იმის მიხედვით როგორ მიაწვდიან მათ ინფორმაციას)
12.ადამიანი ემოციურად აკეთებს არჩევანს და შემდეგ ცდილობს საკუთარი არჩევანის გამართლებას; რაც უფრო აზრს მოკლებულია მისი არჩევანი მით უფრო მონდომებით იცავს მას შემდეგში;ადამიანი იწყებს ფარული პლუსების ძებნას უკვე გაკეთებულ მცდარ არჩევანში; ადამიანის მიერ საკუთარი არჩევანის დაცვის ამ ფექტს ეყრდნობა სხვადასხვა დესტრუქციული სექტა თუ ფინანსური პირამიდა ;
13.ადამიანისთვის მთავარია ჰქონდეს და არ დაკარგოს კონტროლი სიტუაციაზე ;როცა სხვადასხვა სარისკო სიტუაციებს შორის ასარჩევადაა საქმე ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ნულოვან რისკს(ანუ ისეთ სიტუაციას რომელსაც მაქსიმალურად აკონტროლებს)
14.ადამიანი ცრუმორწმუნეა;ხშირად ადამიანები ერთობლივად ვიღაც ადამიანს უცოდველად თვლიან . მათ უჩნდებათ ილუზია რომ ნებისმიერი მისი საქციელი უცოდველია;
15.ადამიანის აღქმა სელექციურია; ადამიანი ინტერესდება და ყურადღებას აქცევს იმას რაც (ან ვინც) შესაბამისობაშია მის მოლოდინებთან და ინტერესებთან ,რაც (ან ვინც) არ შეესაბამება მის მოლოდინებს და ინტერესებს , იგნორირებას უკეთებს(ყურადღებას არ აქცევს).
16. საკუთარი ნაკლის მიმართ ადამიანი დაბრმავებულია
ადამიანს სხვა ადამიანში ნაკლის აღმოჩენა უფრო იოლად შეუძლია ვიდრე საკუთარ თავში;
(დირეს ვერ
ამჩნევს საკუთარ თვალში,მაგრამ წამწამსაც
ამჩნევს სხვის თვალში)
Комментарии
Отправить комментарий