დროებითი სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში’’ მიყენებული ზიანის ანაზღაურება[მუხ. 996-ე]

 



   მუხლი 996. დროებითი სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

დროებით უგონო ან სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირი პასუხს არ აგებს მიყენებული ზიანისათვის. თუ პირმა თვითონ ჩაიყენა თავი ასეთ მდგომარეობაში ალკოჰოლური სასმელის ან მსგავსი საშუალებების გამოყენებით, იგი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალის გარეშე აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში.

 

·        არცთუ იშვიათად  მოქალაქებს არ შეუძლიათ უხელმძღვანელონ საკუთარ მოქმედებებს ფსიქიკური ავადმყოფობის გამო[„ფსიქიკურად გაუწონასწორებელი  პირები“]

·        აღნიშნიშნული  სახის მოქალაქეების მიმართ  არ დგება საკიტხი მათი „ქმედუუნაროდ’’ აღიარების ან მათთვის  „მეურვის’’ დანიშვნის თაობაზე.რომელიც განახორციელებდა მეთვალყურეობას  და იკისრებდა პასუხისმგებლობას ასეთი პირის მიერ მიყენებული ზიანისთვის.

·        დაზარალებულთა ინტერესებიდან გამომდინარე ,მიზანშეწონილი იქნებოდა ასეთი პირების მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ  ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პირის მეუღლეს,მშობლებს,ან სრულწლოვან შვილებს,რომლებმაც იცოდნენ მისი „ფსიქიკური მოშლილობის’’ შესახებ და არ დააყენეს საკიტხი მისი „ქმედუუნაროდ’’ აღიარების შესახბ[სასამართლოში]

·        შესაძლებელია ისეთი შემთხვევაც,როდესაც პირმა თავად ჩაიყენა თავი „დროებით უგონო’’ ,ან „სულიერი მოშლილობის’’ მდგომარეობაში ალკოჰოლური სასმელების ან მსგავსი  ნივთიერებების  გამოყენებით,მაგრამ „ბრალის გარეშე’’.

·        ასეთ შემთხვევაში, ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა გამორიცხულია [მაგ. მისი ასეთი მდგომარეობა გამოიწვია ექიმის მიერ დანიშნული წამლის მიღებამ]

ასევე იხ. სისხლის სამართლის 111-ე მუხლის ანალიზი  [„განზრახ მკვლელობა,უეცარი  ძლიერი სულიერი აღელვების (აფექტის) მდგომარეობაში’’]

https://axalikakhetitours.blogspot.com/2024/01/111.html

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები