განზრახ მკვლელობა,უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების (აფექტის) მდგომარეობაში.[ მუხ.111-ე]

 




 მუხლი 111. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში 

 +

 

1. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის ) მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, ბ)მძიმე შეურაცხყოფამ ან გ)სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, დ)აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

 

·        ამ დანააულის ამსრულებელია -14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი

     რა გარემოებები ამსუბუქებს პასუხისმგებლობას აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობისთვის ?

·        აფექტში ჩადენილი მკვლელობისათვის პასუხისმგებლობას ორი გარემოება ამსუბუქებს:

1.      ჯერ ერთი,დამნაშავე მოქმედებს განსაკუტრებულ  ფსიქიკურ მდგომარეობაში-„უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში’’[რაც ზღუდავს პირის ბრალუნარიანობას]

2.      მეორე,მკვლელობა პროვოცირებულია თვით დაზარალებულის[მსხვერპლის] ქცევით.[სწორედ მისი მარტლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქმედება იწვევს დამნაავის აფექტს და აქედან გამომდინარე,სურვილს -მოკლას დაზარალებული

·        111-ე მუხლით მკვლელობის კვალიფიკაციისთვის ,უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს,რომ მკვლელობა ჩადენილია „აფექტის მდგომარეობაში’’

·        მხოლოდ იმის დადგენა,რომ მკვლელობას წინ უძღოდა 111-ე მულში სახელდებით მითითებული რომელიმე მაპროცირებელი მოქმედება[იხ.ზემოთ], არაა საკმარისი,რადგანესეთი ქმედებები ყოველტვის როდი იწვევს „ძლიერ სულიერ აღელვებას’’- ანუ ფიზიოლოგიურ აფექტს;

·        ამდენად საქმეში  აუცილებლად უნდა არსებობდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა,იმის შესახებ,რომ ქმედების ჩადენისას პირი იმყოფებოდა „ძლიერი სულიერი აღწლვების (აფექტის) მდგომარეობაში.

აფექტის სახეები:

·        არსებობს ორი სახის აფექტი  ა) ფიზიოლოგიური და ბ) პათოლოგიური

·        ფიზიოლოლოგიური აფექტი -არის უეცრად აღძრული და სწრაფად წარმავალი სულიერი განცდა[ზეინტენსიური ემოცია],რომელიც იწვევს შეგნებული ნებელობითი კონტროლის შემცირებას[და არა სრულ გაქრობას],რა დროსაც პირი გამოსავალს მოქმედებაში პოულობს;

·        ამდენად ფიზიოლოგიური აფექტი ხშირად უბიძგებს პირს გარკვეული აგრესიული ქმედების ჩადენისკენ,რისგანაც თავის შეკავება ძალზე გაძნელებულია;

·        ამ დროს პირის ბრალუნარიანობის ხარისხი მნიშვნელოვნადაა შემცირებული,მაგრამ სრულად არაა გამქრალი;

·        ყურადღება: 111-ე მუხლში სწორედ  „ფიზიოლოგიური აფექტი’’ იგულისხმება;

„ფიზიოლოგიური აფექტი’’ შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედებით[დაზარალებულის] ან ბ)არაზნეობრივი ქმედებით[დაზარალებულის]

 

და კიდევ:  „ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობას’’ და „ჩადენილ ქმედებას’’[მკვლელობას] შორის არ უნდა იყოს წყვეტა დროში(!)

·        „ფიზიოლოგიურ აფექტსაც ’’ ,თავის მხრივ, ორ ჯგუფად ყოფენ: ა) „სთენიკური აფექტი’’  და ბ)“ასთენიკური აფექტი’’

·        სთენიკური  აფექტის დროს გაძლიერებულია გულისცემა და სუნთქვა,მომატებულია არტერიული სისხლის წნევა,ადამიანს სახეზე აღენიშნება გაწითლება,იგი ხდება არაბუნებრივად აქტიური[აგრესიული]

სთენიკური აფექტი წარმოიშობა: ა) ძლიერი რისხვის, ბ) ძლიერი აღტაცების,გ) ძლიერი სიხარულის,დ) ძლიერი აღფრთოვანების დროს;

·        ყურადღება: პირი აგრესიული ხდება ა) ძლიერი განრისხების ან  ბ)ძლიერი აღშფოთების დროს;

·        ასთენიკური აფექტისთვის დამახასიათებელია: ა) სხეულებრივი აქტივობების შესუსტება, ბ) მოძრაობების შენელება გ)წარმოდგენათა მიმდინარეობის შეფერხება

·        ასთენიკური აფექტის დროს- ადამიანი დუნდება,ფითრდება,სისხლძარღვები უვიწროვდება,გულისცემა უნელდება,სუნთქვა უჭირს,ან უჩერდება

·        ასთენიკურად ითვლება: შიშით,უეცარი ტრაგიკული შემთხვევით გამოწვეული აფექტი;

·        ყურადღება:

„სთენიკური აფექტი’’ დამახასითებელია 111-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის ჩადენისას

 

„ასთენიკური აფექტის’’ მდგომარეობა  კი ხშირად ახასიათებს მკვლელობას „აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ‘’ [მუხ.113]

 

                    

·        რაც შეეხება „პათოლოგიურ აფექტს’’[რომელიც ზემოთ ვახსენეთ],მსგავსად „ფიზიოლოგიური აფექტისა’’ ისიც არის „უეცრად წარმოშობილი’’ და „სწრაფწარმავალი’’ სულიერი განცდა,მაგრამ განსხვავებით „ფიზიოლოგიური აფექტისგან’’,იწვევს პირის ცნობიერების და ნების სრულ პარალიზებას[ფსიქიკის დროებით აშლილობას]

·        „პათოლოგიური აფექტი’’ სპობს გარემგარკვევისა და თვითკონტროლის[სხვაგვარად ქცევის] უნარს და გამორიცხავს ბრალს(!)

·        დაიმახსოვრე: „პათოლოგიური აფექტი’’ არაა ნაგულისხმევი 111-ე მუხლში(!)

დაზარალებულის ვიქტიმურობა

·        მკვლელობის 111-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დაზარალებულის“ვიქიმურობის’’ ზუსტი განსაზღვრა[იხ. მ შალიკაშვილი „ვიქტიმოლოგია- მეცნიერება დანაშაულის მსხვერპლის შესახებ’’რედ.გ.თუმანიშვილი 2001]

·        სწორედ დაზარალებული თავისი ქმედებით პროვოცირებს ამ დანაშაულის ჩადენას

·        111-ე მუხლში მოცემულია როგორც „ იმ პირთა წრე ვიკენაც უნდა იყოს მიმართული ეს მაპროვოცირებელი ქმედება’’ ,ასევე თავად არამართლზომიერი  ან ამორალური მაპროვოცირებელი ქმედების ამომწურავი ჩამონათვალი,რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს“ძლიერი სულიერი აელვება’’[აფექტი] და აქედან გამომდინარე მკვლელობის ჩადენა;

·        განვიხილოთ ეს მაპროვოცირებელი ქმედებები:

 

 მუხლი 111. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში 

 +

 

1. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის ა)მართლსაწინააღმდეგო ძალადობა, ბ)მძიმე შეურაცხყოფამ ან გ)სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე დ)მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ,

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

 

1.      მართლსაწინააღმდეგო ძალადობა

·        აქ იგულისხმება როგორც ფიზიკური ,ისე ფსიქიკური ძალადობა[ მსხვერპლის მხრიდან]

·        [მსხვერპლის მიერ ჩადენილი ]ფიზიკური ძალადობა შეიძლება გამოიხატოს: ცემაში,ჯანმნრთელობის განზრახ დაზიანებაში,ძალადობით სქესობრივ დანაშაულში,მკვლელობაში და ა.შ.

·        [მსხვერპლის მიერ ჩადენილი ]ფსიქიკური ძალადობაა: ფიზიკურდ გასწორების მუქარა,ცილისწამებლური ცნობების გავრცელების ,ქონების დაზინების ან განადგურების მუქარა და სხვა

·        მთავარია მკვლელის აფექტის გამოწვევის მიზეზი მართლსაწინააღმდეგო ხასიათს ატარებდეს(!) ამასტან არაა აუცილებელი იგი „ბრალეულიც’’ იყოს(!)[რადგან „მართლსაწინააღმდეგო ძალადობა’’ შეიძლება ჩაიდინოს  სულით ავადმყოფმაც,რაც ასევე ჩაითვლება აფექტის გამომწვევ გარემოებად]

·        თუ [მსვერპლის მიერ] გამოყენებული ძალადობა მართლზომიერია[ ანუ არაა მართლსაწინააღმდეგო],მაშინ ის  მკვლელის აფექტს ვერ გაამართლებს

 

[ამაზე იხ. მალითი  „პოლიციელი და ძებნილი’’ გვ 104]

 

·        ამასთანავე სახეზე იყოს არა ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება,არამედ ეს ქმედება გამო გამოხატული უნდა იყოს სწორედ „მართლსაწინააღმდეგო ძალადობაში’’

·        შეუძლებელია  „მართლსაწინააღმდეგო ძალადობის’’ ჩადენა უმოქმედობით,ამიტომ  მოკლულის   უმოქმედობა მკვლელის აფექტის გამამართლებლად არ გამოდგება

·        შეუძლებელია  „მართლსაწინააღმდეგო ძალადობის’’ ჩადენა ისეთი მოქმედებით რომელიც ხორციელდება დაზარალებულისგან მალულად[ მაგ. როგორიცაა ქურდობით],ამიტომ  მოკლულის  ქურდობა  მკვლელის აფექტის გამამართლებლად არ გამოდგება

·        შეუძლებელია  „მართლსაწინააღმდეგო ძალადობის’’ ჩადენა   დაზარალებულის თანხმობით ; ამიტომ  მოკლულის   მიერ დაზარალებულის თანხმობით ჩადენილი ქმედება მკვლელის აფექტის გამამართლებლად არ გამოდგება

·        შეუძლებელია  „მართლსაწინააღმდეგო ძალადობის’’ ჩადენა    თაღლითობით,რადგან იგი არაძალადობრივი მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა,ამიტომ  მოკლულის მიერ ჩადენილი   თაღლითობა მკვლელის აფექტის გამამართლებლად არ გამოდგება;

·       

·        მართლსაწინააღმდეგო ძალადობას ასევე არ აქვს ადგილი მაშინ ,როცა ქმედება ჩადენილია გაუფრთხილებლობით , ამიტომ  მოკლულის მიერ ჩადენილი   გაუფრთხილებელი ქმედება  [მაგ. მკვლელის ავტომობილის დაზიანება] მკვლელის აფექტის გამამართლებლად არ გამოდგება;

[ამაზე იხ. მაგალითი  „პეტრე და მანქანის მძღოლი’’ გვ.105]

2.   „მძიმე შეურაცხყოფა’’

 

·        ძლიერი სულიერი აღელვების[აფექტის] საფუძველი  შეიძლება იყოს „მძიმე შეურაცხყოფაც’’

·        „შეურაცხყოფა’’ შეფასებითი ცნებაა- პირის პატივისა და ღირსების დამცირება,გამოხატული უწესო ფორმით.

·        შეურაცხყოფა აფექტის გამომწვევ მიზეზად ,რომ ჩაიტვალოს,იგი „განზრახ’’ უნდა იყოს ჩადენილი[მიყენებული]  და არა უნებური, ანუ “გაუფრთხილებლობითი’’ შეურაცხყოფა.(!)

·        სახეზე უნდა იყოს არა უბრალოდ შეურცყოფა,არამედ „მძიმე შეურაცხყოფა’’

·        შეურაცხყოფის „სიმძიმის’’ ხარისხის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს ა)მიღებული შეურაცხყოფის შინაარსი და ფორმა, ბ)თუ რამდენად ეწინააღმდეგება იგი საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს,ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს  გ) დამნაშავის[„მძიმე შეურაცხყოფის გამო’’ აფექტში ჩავარდნილის] ინდივიდუალური თავისებურებანი და  დ) სხვა გარემოებები;

·        „მძიმე შეურაცხყოფა’’ შეიძლება გამოხატულ იქნეს: ა) ზეპირსიტყვიერად ,ბ)ფიზიკური ზემოქმედებით[მაგ, ხელის გარტყმით] ,გ) პირისთვის შეურაცხნყოფელი კარიკატურის სახით და სხვა.

·        „მძიმე შეურაცხყოფად’’ შეიძლება ჩაითვალოს: სახეში შეფურთხება,სხვების თვალწინ პანღურის ამოკვრა ან ტანსაცმლის შემოხევა,სახეში ღვინის შესხმა,უცენზურო სიტყვებით გინება დედის მისამართით და სხვა.

 

3.    „სხვა მძიმე ამორალური ქცევა’’[სიტყვები ამოღებულია 111-ე მუხლიდან]

 

·        „სხვა მძიმე ამორალურ ქცევაში’’ იგულისხმება ისეთი ქმედება,რაც აშკარად ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ ზნრობრივ ნორმებს და მათ უხეშ დარღვევაში გამოიხატება;

·        თუმცა „მძიმე ამორალურ ქცევა’’  ვერ ჩაითვლება  პირის შეურაცხყოფად,რადგან არაა მიმართული ვინმეს პატივისა და ღირსების დამცირებისკენ;

·        „მძიმე ამორალურ ქცევად’’  შეიძლება ჩაითვალოს: „ცოლ-ქმრული ღალატი’’[ანუ „ადიულტერი’’];ახლო ნათესავებს შორის[მაგ,და-ძმას შორის] ინტიმური ურთიერთობა[ ანუ „ინცესტი’’] და სხვა.

 

მაგ.

მეუღლემ საყვარელთან შეუსწრო მეუღლეს.იგი ჩავარდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში და იქვე მოკლა მოღალატე მეუღლე[111-ე მუხლის პირველი ნაწილი],ან იქვე მოკლა ორივე,მეუღლეც და მისი საყვარელიც[111-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

 

4.   „მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებული ფსიქიკური ტრამვა’’ [111-ე მუხლის 1 ნაწილი-დან]

 

·       ამ  შემტხვევას იურიდიულ ლიტერატურაში „აფექტის აკუმულაციასაც’’[ანუ დაგროვებას] უწოდებენ;

·       შეიძლება არსებობდეს ასეთი შემთხვევის რამოდენიმე ვარიანტი :

 

ა) პიერველი ვარიანტია,როცა მსხვერპლის მიერ ერთჯერადად ჩადენილი მაპროვოცირებელი ქმედება არაა ისეთი ინტენსივობის,რომ 111-ე მუხლიტ გათვალისწინებული „ ფიზიოლოგიური აფექტის’ გამოწვევისთვის საკმარისი საფუძველი იყოს(!)[ ანუ ვთქვათ სახეზეა „შეურაცხყოფა’’,მაგრამ იგი არაა „ძლიერი’’ ან  სახეზეა „ამორალური ქმედება’’ ,მაგრამ  იგი არაა „“მძიმე ხარისხის’’ და ა.შ.]

მაგრამ რომელიმე ასეთი „ნაკლები ინტენსივობის’’ ქმედების არაერთგზისი ჩადენა  კი უკვე „საკმარისია’’ ძლიერი სულიერი აღელვების[ანუ აფექტის] გამოწვევისთვის(!),რასაც მოჰყვება- მკვლელობა[ იურიდიულ ლიტერატურაში სწორედ ამას უწოდებენ „აფექტის აკუმულაციას’’ ან „ ნეგატიური ემოციის’’ აკუმულაციას’’ ან „ფსიქიკურ  ტრამვას’’ ან „მოთმინების ფიალის ავსებას’’ ]

 

ბ) მეორე ვარიანტად გავიხილოთ ისეთი ვითარება,როცა ერჯერადად ჩადენილი მაპროვოცირებელი მოქმედება აფექტის გამოწვევისათვის საკმარისი საფუძველი იყო,მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში,პირში არ გამოწვია ძლიერი სულიერი აღელვება[აფექტი],თუმცა გამოიწვია „შეურაცხყოფის ძლიერი გრძნობა’’(!)

განმეორებით ჩადენილმა მაპროვოცირებელმა ქმედებამ პირში[რომელშიც ჯერაც არ იყო განელებული დამცირებით და შეურაცხყოფით გამოწვეული განცდა],უკვე გამოიწვია ძლიერი სულიერი აღელვება[აფექტი].

ყრადღება: მე-2 ვარიანტში განხილული სიტუაცია შეიძლება შეიქმნას - ოჯახში(!)

 

[ამაზე იხ. მაგალითი  „ლოთი ქმარი და მისი ცოლი ’’ გვ.107]

 

ხხ

 

 

„პირთა წრე’’ [რომლისკენაც მიმართულია მაპროვცირებელი ქმედება]

 

·       პირები ,რომლებისკენაც მიმართულია  მსხვერპლის მაპროვოცირებელი ქმედება, შეიძლება იყვნენ :

ა)პირი ,რომელიც აფექტში ვარდება და კლავს პროვოკაციის ავტორს

ბ) აფექტში ჩავარდნილი პირის ახლო ნათესავები[რადგან ზოგჯერ სწორედ მათ ეხება პროვოკაცია,რაც აფექტში აგდებს პირს და შემდეგ კლავს კიდეც პროვოკაციის ავტორს]

 

„ახლო ნათესავებში’’ იგულისხმება 109-ე მუხლის „შენიშვნაში“ ჩამოტვლილი პირები:

 

მუხ.109

შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

 

2000 წლის სისხლის სამართლის კოდექსმა შეზღუდა „პირთა წრე’’ [რომლისკენაც მიმართულია მაპროვცირებელი ქმედება] და  იგი მხოლოდ „ახლო ნათესავებით’’ განსაზღვრა;

 

1960 წლის კოდექსით  „პირთა წრეში’’ გათვალისწინებული იყო აფექტში ჩავარდნილი პირის „ახლობლებიც’’

„ახლობლებში’’ გარდა  „ახლო ნათესავებისა’’ ,იგულისხმება  : ა) მეგობარი  ბ) საცოლე გ) საქმრო ,დ) რძალი ე) სიძე ვ) ბიძაშვილი,მამიდაშვილი

 

ამდენად,დღეს მოქმედი კანონმდებლობით,111-ე ვერ დაკვალიფიცირდება შემტხვევა,როცა საქმრო[ანუ შეყვარებული] ჩავარდა აფექტის მდგომარეობაში და მოკლა მოძალადე,რომელმაც „მარტლსაწინააღმდეგო ძალადობა’’[ მაგ. გაუპატიურება]  ჩაიდინა მისი საცოლის[შეყვარებულის] მიმართ;

 

ამდენად,დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აფექტში ჩავარდნას [ასეთი გაუპატიურების  და გამაუპატიურებელის მკვლელობის შემტხვევაში] შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაუტვლიან მხოლოდ გაუპატიურებულის  ახლო ნათესავს’’[მშობელ, მშვილებელ, შვილ, მინდობით აღსაზრდელ, პაპა, ბებია,  და, ძმა, მეუღლეს].

 

ხხხხ

„დროში წყვეტის’’  საკითხი

 

·       როგორც წესი ,“აფექტური მდგომარეობა’’ წარმოიშობა  მსვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან ამორალური ქმედების ჩადენისთანავე- უმალვე(!)[ანუ აფექტში მყოფი პირის მიერ მკვლელობა ხდება უმალვე]

·       ყურადღება:  გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა, აფექტით გამოწვეული  მკვლელობა ჩადენილ იქნეს „გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც’’(!) თუ:

ა)ფსიქიკური ტრამვა იმდენად ძლიერი იყო,რომ კონკრეტულ სიტუაციაში პირს არ ჰქონდა შესაძლებლობა,რეაგირება მოეხდინა;

ან

ბ) ჩადენილი მაპროვოცირებელი ქმედების შესახებ  პირმა შეიტყო მოგვიანებით,რამაც მასში გამოიწვია ძლიერი სულიერი აღელვება,რაც იმწუთიერი მკვლელობიტ დასრულდა;

 

[იხ. პირველი შემტხვევის მაგალითი „გაუპატიურებული ქალი’’ - გვ 107]

 

[იხ. მეორე შემთხვევის მაგალითი  „“მოძალადე მამინაცვალი’’ ‘’- გვ.108]

 

·       ამატგან განსხვავებულ სხვა  შემტხვევებში  კი  ქმედების 111-ე მუხლით კვალიფიკაციისთის გადამწყვეტი მნიშვლობა აქვს იმას ,რომ აფექტის მდგომარეობის წარმოქმნასა და მკვლელობას შორის არ იყოს წყვეტა დროში (!)

 

„განზრახვის’’ საკითხი[აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობისას]

·        აფექტის მდგომარეობაში არაპირდაპირი განზრახვით’ დანაშაულის[მკვლელობის]  ჩადენა შეუძლებელია(!)

·        „არაპირდაპირი განზრახვის’’ დროს პირს არ სურს მძიმე შედეგის დადგომა.

მას გაცნობიერებული აქვს,რომ მის ქმედებას შეიძლება მოჰყვეს ისეთი შედეგი,რომლის დადგომასაც იგი ან შეგნებულად უშვებს(ანუ ეგუება) ან გულგრილია მის მიმართ[ე.ი. მისთვის სულერთია ,დადგება ეს შედეგი თუ არა];

·        თუკი პირს შედეგის მიმართ ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების უნარი გააჩნია[ანუ შეგნებულად დაუშვას იგი[შედეგი],ანდა იყოს გულრილი მის[შედეგის] მიმართ],გამოდის ,რომ არც ყოფილა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში[ანუ აფექტში].

·        მართლაც,აფექტში მყოფი განრისხებული პირის გული „ისეა გახურებული’’,რომ იქ რაიმე „გულგრილობის ‘’ ადგილი არაა. ასევე ,აფექტში მყოფის ცნობიერება და ნება ისეა შეზღუდული,რომ იქ არაა ადგილი შედეგის „შეგნებულად დაშვებისათვის’’

·       აფექტში[ძლიერი სულიერი აღელვებისას]  მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს- პირდაპირი განზრახვით(!)

 

·       პირის სურვილი შეიძლება მიმართლი იქნეს როგორც ერთი განსაზღვრული შედეგის[მაგ.სიკვდილის] დადგომისკენ[კონკრეტიზებული პირდაპირი განზრახვა] ,ისე წინასწარ განუსაზღვრელი რომელიმე შედეგის დადგომისკენ[ალტერნატიული პირდაპირი განზრახვა]

 

„სტადიების’’ საკითხი  [აფექტურ დანაშაულში]

·       შეუძლებელია  აფექტში ჩადენილი მკვლელობის  „მომზადება’’[ანუ „პირობების განზრახ შექმნა ‘’მკვლელობისათვის]

·       აფექტური დანაშაულებრივი განზრახვა უეცრად აღმოცენდება და იმწამსვე ხორციელდება;

·       თუ პირი წინასწარ შეგნებულად მოემზადა მკვლელობისათვის-შექმნა პირობები საამისოდ,მაშინ შეუძლებელია იმის მტკიცება,რომ იგი ამ დროს ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იმყოფებოდა;

·       აფექტის მდგომარეობაში პირის მიერ ჩადენილი ქმედება გარეგნულად შეიძლება მომზადების სტადიის შესატყვისი იყოს[ მაგ. პრი შევარდა სამზარეულოში,გამოაღო კარად და აიღო დანა],მაგრამ აფექტში მყოფ პირს შეუძლებელია გაცნობიერებული ჰქონდეს ის,რომ ამიტ იგი პირობებს ქმნის დანაშაულის ჩასადენად-ეს ქმედება სპონტანურად ხორციელდება;[დაუგეგმავად, წინასწარი განზრახვის გარეშე ]

 

·       რაც შეეხება „მკვლელობის მცდელობას’’  -ასეთი რამ აფექტის მდგომარეობაში შესაძლებელია,რადგანა ფექტის მდგომარეობაში მყოფ პირს აქვს უნარი იცოდეს ,თუ რა შედეგი სურს მას.

მაგ.

ზემოტხსენებულ შემტხვევაში,კარადიდან გამოღებული დანის გამოყენებით პირმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მსხვერპლს გულიდ არეში,მაგრამ იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს( მუხ.19,111-ე]

აქ ის ფაქტი,რომ პირმა ჭრილობები გამიზნულად მიაყენა გულის არეში,მიუთითებს მის სურვილზე ,მოკლას მსხვერპლი;

 

 

ხხხხხხხხხხხ

 

„თანამონაწილეობის ‘’ საკითხი [ აფექტში ჩადენილ დანაშაულში]

 

·        აფექტში ჩადენილ დანაშაულში  ‘’თანამონაწილეობა’’ შესაზლებელია

·        აფექტში ჩადენილ დანაშაულში  ‘’თანამონაწილეობა’’ შეიძლება გამოიხატოს ა) „წაქეზების’’   ან ბ) „დახმარების’’ ფორმით(!)

·        ამასთან მათი  მოქმედება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაკვალიფიცირდეს „აფექტში ჩადენილ დანაშაულში თანამონაწილეობად’’ ,თუ ამსრულებელთან ერთად იმყოფებოდნენ  მისატევებელი აფექტის მდგომარეობაში;

·         „აფექტი ‘’ იწვევ პირის ბრალის შემცირებას,ამიტომ აფექტში მყოფი პირის თანამონაწილის მიმართ უნდა გამოვიყენოთ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი[იხ. სისხლის სამაერთლის კოდექსი]

 

[იხ . მაგალითი „დედ-მამა’’[ამსრულებელი და წამქეზებელი ,ორივე აფექტში- გვ. 110]

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

111-ე და 113-ე მუხლების ურთიერთმიმართება

 

·        ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს „მკვლელობა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში’’[მუხ.111-ე ] და“მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით’’[მუხ.113-ე]

 

 

 

 

  მუხლი 111. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში 

 +

 

1. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

  მუხლი 113. მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით 

 

მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

 

111-ეს და 113-ის  მსგავსება:

 

ა) ორივე შემთხვევაში,შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას და ხელმყოფისთვის ზიანის მიყენებას მისი მკვლელობით;

 

ბ)ორივე შემტხვევაში ,შესაძლოა ,პირი ჩავარდეს „ზლიერის სულიერი აღელვების’’[აფექტის] მდგომარეობაში და ჩაიდინოს მკვლელობა

 

111-ეს და 113-ეს  განსხვავება:

 

ა) 111-ე მუხლისთვის არაა აუცილებრლი ,ადგილი ჰქონდეს „მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას ‘’  [„მარტლსაწინააღმდეგო ძალადობა’’ ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ქმედებაა),ხოლო 113-ე მუხლისთვს   „მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის’’ არსებობა აუცილებელია

ბ)111-ე მუხლისთვის აუცილებელია პირი იმყოფებოდეს „ძლიერი სულიერი აღელვების’’[აფექტის] მდგომარეობაში,ხოლო 113-ე მუხლისთვის ეს არაა აუცილებელი;[თუმცა შესაძლებელია]

გ)111-ე მუხლისთვის,როგორც წესი,არაა დამახასიათებელი „სამართლებრივი სიკეთის’’ დაცვს მიზანი- რადგან [მსხვერპლის მიერ]“მარტლსაწინააღმდეგო ძალადობა’’ უკვე დასრულებულია და პირმა ეს იცის,მაგრამ აფექტის მდგომარეობის გამო ,სამაგიეროს მიზღვის მოტივით სჩადის მკვლლობას.

113-ე მუხლისთვის აუცილებელია პირი მოქმედებდეს „სამართლებრივი სიკეთის’’ დაცვის მიზნით,რა დროსაც ამეტებს მოგერიების ფარგლებს;

 

ხხხ

 

111-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

·        111-ე მუხლის მე-2 ნაწილში გაზრდილია პასუხისმგებლობა აფექტში ჩადენილი მკვლელობისთვის ,თუ მოხდა ორი ან მეტი  ადამიანისტვის სიცოცხლის მოსპობა;

·        ასეთი შემტხვევის დროს,აუცილებელია დადგინდეს,რომ ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობა ჩადენილი იყო  ა) ერთდროულად ან ბ) მცირე დროის დაშორებით  და გ) ერთიანი განზრახვით;

·        ამასთანავე აუცილებელია ,ორივე მათგანმა[მსხვერპლებმა) მაპროვოცირებელი ქმედებით საკუთარი წვლილი შეიტანოს მკვლელის აფექტის წარმოშობაში;

·        თუ რამდენიმე მსხვერპლიდან მხოლოდ ერთის ქმედება იყო მაპროვოცირებელი,მეორე  კი-არა,მაშინ აფექტში მყოფის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით,არამედ „დანაშაულთა ერთობლიობით’’[111-ე მუხლის პირველი ნაწილით და 108-ე მუხლით]

·        108-ე მუხლის დანიშვნისას სასამართლო შემამსუბუქებელ გარემოებად გაითვალისწინებს დამნაშავის აფექტში ყოფნის ფაქტს;

 

დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებათა კონკურენციის საკითხი

·        თუ მსხვერპლის მკვლელობა ჩადენილია უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში,იგი არ შეიძლება დამამძიმებელ გარემოებად იქნეს აღიარებული,თუნდაც სახეზე იყოს 109-ე მუხლით გატვალისწინებული რაიმე დამამძიმებელი გარემოება[მაგ. წინასწარი შეცნობით მოკლულია ორსული ქალი,ან მკვლელობა ჩადენილ იქნა განსაკუთრებული სისასტიკით],რადგან დამამძიმებელ[მაკვალიფიცირებელ] და შემამსუბუქებელ[მაპრივილიგირებელ] გარემოებათა კონკურენციის დროს იმარჯვებს- შემამსუბუქებელი[მაპრივილიგირებელი] გარემოება ;

·        111-ე მუხლის[ანუ აფექტში ჩადენილი მკვლელობის მუხლის] მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი „დამამძიმებელი გარემოება’’[ორი ან მეტი პირის მკვლელობა] ;ეს დამამძიმებელი გარემოება რომ არ იყოს გათვალისწინებული 111-ე მუხლის მე-2 ნაწილში,მაშინ „ორი ან მეტი პირის მკვლელობა’’ აფექტში მყოფი პირის მიერ დაკვალიფიცირდებოდა 111-ე მუხლის 1 ნაწილით;

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები