ადამიანი ზოგჯერ დაუცველი მაშინ ხდება, როცა სხვა ადამიანებს ენდობა-2026 წ. მე-3 ვარიანტი

 

სარჩევი:

მოცემული ტექსტი: 1

სამსჯელო საკითხი: 3

ესე. 3

1-ლი აბზაცი. 3

მე-2 აბზაცი. 5

მე-3 აბზაცი. 6

მე-4 აბზაცი. 6

მე-5 აბზაცი. 8

მე-6 აბზაცი. 9

 

 

 

მოცემული ტექსტი:

1918 წელს, მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებელი იყო, ბოლშევიკები კუთხე-კუთხე დაძრწოდნენ და ცდილობდნენ აჯანყებები მოეწყოთ, არ გვინდა ბურჟუების მმართველობაო. ჩვენს კუთხესაც მოაწიეს და ამ ჩვენს ქალაქსაც, სადაც მაშინ ერობის თავმჯდომარედ სწორედ ტიმოთე ყოფილიყო.

ამ აჯანყების მთელ ამბავს ახლა ნამდვილად ვერ მოვყვები, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აჯანყება დამარცხდა და ბოლშევიკები გაიქცნენ. მთავრობამ, როგორც ადამიანურ მთავრობათა წესია, ჯერ მოლაპარაკება სცადა. ადგნენ და ლევან დადეშქელიანს სთხოვეს, ჩადი და დააწყნარეო. ლევან დადეშქელიანი იყო სვანეთის მთავარი, დიდებული კაცი, ადამიანი და არა ნადირი და იქცეოდა ადამიანივით. რუსეთის იმპერატორები წერილს რომ მოსწერდნენ, ასე მიმართავდნენ: „ბიძავ და დამრიგებელო ჩვენო ლევან!“ მაგრამ არ იყო ჩამოკიდებული ამ თავის მთავრობას, ნამდვილი კაცი იყო და წამოვიდა, მე როგორ არ დამიჯერებენო. ხალხი შეკრიბა მურს1 დაბლა[ციხესიმაგრეთა კომპლექსი ლეჩხუმ-სვანეთის საზღვარზე.] და დაუწყო ლაპარაკი, დაწყნარდითო, რა არის ბალშევიკობა, იცითო? ჩემი სიტყვის უფრო გჯერათ თუ მაგ ბალშევიკებისო? მოგიგვარებთ ყველაფერსო.

 

ბაბუაჩემი იყო იქ, კანიკულებზე[რუს.- არდადეგები.]ჩამოსული თბილისიდან.ლევან დადეშქელიანს ბრბოდან ესროლეს და მერე ატეხეს ჰაერში სროლა, რომ ხალხი გაფანტულიყო. ის იქავე მოკვდა. ხალხი აირია. მიესივნენ ვიღაცა აჯანყებულები და დაუწყეს გახდაო, ძვირფასი ჩოხა ეცვა და კაი ქამარ-ხანჯალიც ზედ ჰქონდაო. ჩექმაც კი გახადესო.

 

ბაბუაჩემი ამბობდა, ეგდო საცვლებშიო. პარტიანკებიც3 კი[რუს.ტერფზე შემოსახვევი ქსოვილის ნაჭერი ჩექმის შიგნით.] წაიღესო. და ყვიროდნენ, დამთავრებულია მაგათი მთავრობაო. რა მთავრობა უნდა სდომებოდა ლევან დადეშქელიანს?! მთავრობა ეხვეწა და სვანების მთავარი იყო და ჩამოვიდა ხალხის დასაწყნარებლად. ისიც მითხრა ბაბუაჩემმა, ვისზე თქვეს, იმან ესროლაო... სხვა არ ესროდა ლევანს, არც ჩამოსული ბოლშევიკებიდანო, ეს იყო ღვთის პირიდან გადავარდნილიო. რაღას გაიგებ, ამბობდნენ და... ეგრე იმდენ რამეს ამბობენ. წამოასვენეს, ნაბადში გაახვიეს და ასე ჰყავდათ ოთხ დღეს სახლში.

 

ქალაქი ორად იყო გაყოფილი, დაბლა აჯანყებული ბოლშევიკები იყვნენ და ტელეგრაფი იმათ ხელში იყო. ტიმოთემ კოწია გაგზავნა, ტელეგრაფისტი მოქრთამე, ტელეგრამა დაკრას, ლევანი მოკლულიაო. თვითონ დაუწერია ეს დეპეშა. მეორე დღეს ქუთაისიდან ჯარი მოვიდა ზარბაზნებით. პოლკოვნიკი მუშთი გარდაფხაძე იყოო, ეგეც სვანი და დააყარა და დაადუღაო. შემევიდენ მეორე დილისკენ მთავრობის ჯარები, დააყენეს მურზე ზარბაზანი და დეიფერთხა ბოლშევიკობაო. მაგრამ, აი, რატომ მოგახსენებთ ამ ძველსა და დარდიან ამბავს: რო მიიპარებოდნენ ქალაქიდან ბოლშევიკები, ვისი ჯავრიც ჰქონდათ, იმათთან მიდიოდნენ და კლავდნენო. ეშმაკურად აკეთებდნენ, ჭიშკრიდან დაუძახებდნენ მსხვერპლს და ისიც რომ გამოხედავდა, მობრძანდიო, დაახლიდნენ და ქრებოდნენ. ოთხი კაცი მოუკლავთ იმ ღამეს ასე. ჩვენში ეგრეა, ჭიშკრიდან რომ დაგიძახებს კაცი, მასპინძელოო, უნდა გაეხმიანო და მოიპატიჟო. ხშირად ის თავპატიჟს გამოიდებს და უნდა გახედო და შემოიყვანო. ეგ იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ არც დაფიქრდები. გინდაც გარშემო ჯარი იდგეს. სტუმარი ან გაჭირვებული წმინდა ამბავია, მოკლედ ისეთი, რომ არ დაუფიქრდები... მთავარი იგი კი არ არი, რაცხას ფიქროფ, მთავარი იგია, რაფერ მეიქცევი.და დაუძახეს ტიმოთესაც.

 

ტიმოთე, ტიმოთეო! და მობრძანდიო, ამან გასძახა. გამობრძანდი ჭიშკართან, ნუ შემოგვიყვანო..და ამ დროს დაუძახია კოწიას მაღლა ბალკონიდან, ე, მამა, ნუ გახვალ, მიზანზე მყავს აყვანილი მაგენი, გადასარევად ჩანანო. თურმე მაშინაც ამნაირი მთვარიანი ღამე ყოფილიყო. მოცოცხეთ აქედან ტროცკთან4 პირდაპირო[ლევ ტროცკი - ბოლშევიკების პარტიის ლიდერი იმ პერიოდში.], ასე დაუძახია კოწიას, ტყუილა ნუ შემომაკლავთ თავსო.

 

გატრიალებულან და წასულან, მოვბრუნდებით კიდე, ტიმოთე, და ბარგის შეკვრას ვერ მოასწრებო.მართლა მობრუნდნენ, მაგრამ სამი წლის შემდეგ და საქმე სხვანაირად აეწყო.

კოწია კიდევ ეშმაკობდა. ეს კი გაგვიკვირდაო, ბაბუაჩემმა, მაღლა სახლში თოფი არ იყო და თვითონ კოწოც იარაღით არასდროს დადიოდა და იქედან რა დაუმიზნა იმ ბოლშევიკებს, უცბად ვეღარ მოვიწამეთო. რა დაუმიზნა და ობოლე5![ ობოლე - წინაპრების დატოვებული ძველისძველი კაჟიანი თოფი.] მაშინ ეს ხალიჩა მაღლა ყოფილიყო გაკრული კედელზე და ობოლეც იქ ყოფილიყო მივანებული. კოწია ნაომარი კაცი იყო და ილეთი ამოუცნია, დაძახებით მოკვლის ამბავი სცოდნია და ხმა რომ გაუგია მაღლა ტახტზე მწოლარეს და მთვრალს, ობოლე მოუხსნია კედლიდან, კი არ გაისვრის, მარა შევაშინებ, სიბნელეში ყველა თოფი ერთნაირიაო. ჩემს ტკბილ ობოლეს იმსიგრძე და ისეთი მოხდენილი ლულა აქვს, რომ სიბნელეში ვის არ შეაშინებდა?! ჰოდა, ასე გადარჩენილა ტიმოთე.

 

 

 

 

სამსჯელო საკითხი:

 

ადამიანი ზოგჯერ დაუცველი მაშინ ხდება, როცა სხვა ადამიანებს ენდობა.

 

 

ესე

 

 

1-ლი აბზაცი

 

რატომ ხდება ადამიანი ზოგჯერ დაუცველი სხვების მიმართ ნდობის გამოჩენისას?

 

ადამიანი ნდობის გამოცხადების შემდეგ  დაუცველი  იმიტომ რჩება ,რომ  ზოგჯერ   ვერაგ ადამიანს [მანიპულატორს] ენდობა,ანუ იჯერებს ვერაგის პატიოსნებას,გულწრფელობას ,კეთილსინდისიერებას.

ადამიანი უღირს  ადამიანს  მაშინ ენდობა, როცა ემოციური მოწყვლადობის მდგომარეობაშია, ვერ ამჩნევს ფარულ მანიპულაციას, ან საკუთარი პირადი სურვილები დროებით აბრმავებს.

ვერაგი ადამიანები იშვიათად ჩანან ბოროტები თავიდანვე — პირიქით, ისინი ოსტატურად ირგებენ მზრუნველი, სანდო და მომხიბვლელი ადამიანის ნიღაბს.

ვერაგობა არის იარაღი, რომელსაც  ადამიანი მაშინ იყენებს, როდესაც მიაჩნია, რომ პატიოსანი გზით სასურველს ვერ მიაღწევს, ხოლო მისი მორალური პრინციპები[ანუ სინდისი]   ბარიერს არ წარმოადგენს.

 

ბოლშევიკები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) წინააღმდეგ იყენებდნენ კომპლექსურ ჰიბრიდულ მეთოდებს, რომლებიც აერთიანებდა შიდა დივერსიას, სეპარატიზმის გაღვივებას, ეკონომიკურ ბლოკადასა და საინფორმაციო ომს.[მაკიაველიზმი- ყველა საშუალება გამართლებულია მიზნის მისაღწევად]

საბჭოთა რუსეთი ამით  ცდილობდა ქვეყნის შიგნიდან ჩამოშლას, რათა მომავალი სამხედრო ინტერვენცია ადგილობრივი მოსახლეობის „აჯანყებად“ შეენიღბა.

ბოლშევიკები აქტიურად იყენებდნენ ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ და ეთნიკურ პრობლემებს მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ;

რუსეთის მხარდაჭერითა და დაფინანსებით პროვოცირებული იყო შეიარაღებული გამოსვლები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (1918–1920 წლებში). ბოლშევიკური აგიტატორები ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდნენ.[სეპარატიზმის წახალისება]

 

1918–1919 წლებში ბოლშევიკებმა მოაწყვეს ანტისამთავრობო გამოსვლები დუშეთის, ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სხვა მაზრებში, რასაც მიზნად ჰქონდა ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო ომის გაჩაღება.[გლეხთა აჯანყებების პროვოცირება]

 

მოცემული ტექსტის მიხედვით:

„1918 წელს, მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებელი იყო, ბოლშევიკები კუთხე-კუთხე დაძრწოდნენ და ცდილობდნენ აჯანყებები მოეწყოთ, არ გვინდა ბურჟუების მმართველობაო. ჩვენს კუთხესაც მოაწიეს და ამ ჩვენს ქალაქსაც, სადაც მაშინ ერობის თავმჯდომარედ სწორედ ტიმოთე ყოფილიყო.“

ტექსტიდან ვგებულობთ,რომ ბოლშევიკებმა[მანიპულატორებმა]  შეძლეს ლეჩხუმის მაზრაში ხალხის   ნდობის მოპოვება და მთავრობის წინააღმდეგ გამოყვანა.

ხ

მე-2 აბზაცი

        ადამიანი დაუცველი რჩება მაშინაც,  როცა საკუთარ თავს ზედმეტად ენდობა.

საკუთარი თავის ზედმეტად ნდობა საზიანო ხდება , როცა ის რეალობის აღქმას გვიბინდავს, რისკების შეფასებას გვიშლის და სხვისი  გონივრული აზრის მოსმენის უნარს გვაკარგვინებს.

თავდაჯერებულობა სასარგებლოა, მაგრამ მისი გადაჭარბებული ფორმა  კონკრეტულ სიტუაციებში სერიოზულ შეცდომებს იწვევს:

ამბოხებულ მაზრასთან მომლაპარაკებლად მთავრობამ ავტორიტეტული და ნეიტრალური პიროვნება სვანეთის მთავარი დადეშქელიანი[არამენშევიკი]  შეარჩია.

 „ლევან დადეშქელიანი იყო სვანეთის მთავარი, დიდებული კაცი, ადამიანი და არა ნადირი და იქცეოდა ადამიანივით. რუსეთის იმპერატორები წერილს რომ მოსწერდნენ, ასე მიმართავდნენ: „ბიძავ და დამრიგებელო ჩვენო ლევან!“ მაგრამ არ იყო ჩამოკიდებული ამ თავის მთავრობას, ნამდვილი კაცი იყო და წამოვიდა, მე როგორ არ დამიჯერებენო.“

საკუთარი ავტორიტეტის ზედმეტად ნდობა განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როცა სიტუაცია სწრაფად იცვლება ან საკითხი სცილდება „ავტორიტეტის’’  უშუალო კომპეტენციის სფეროს.

 

 „დაუწყო ლაპარაკი, დაწყნარდითო, რა არის ბალშევიკობა, იცითო? ჩემი სიტყვის უფრო გჯერათ თუ მაგ ბალშევიკებისო? ‘’

ბოლშევიკების მხარდამჭერმა  ადგილობრივმა ნაძირალამ,  ხალხთან გაგზავნილი მომლაპარაკებელი სწორედ მაშინ  მოკლა,როცა  ის  მიტინგზე ბოლშევიკების ვერაგობის მხილებას აპირებდა.ამაზრზენია  მკვლელობის შემდეგ აჯანყებულთა ქცევა :

„მიესივნენ ვიღაცა აჯანყებულები და დაუწყეს გახდაო, ძვირფასი ჩოხა ეცვა და კაი ქამარ-ხანჯალიც ზედ ჰქონდაო. ჩექმაც კი გახადესო.ბაბუაჩემი ამბობდა, ეგდო საცვლებშიო. პარტიანკებიც3 კი[რუს.ტერფზე შემოსახვევი ქსოვილის ნაჭერი ჩექმის შიგნით.] წაიღესო. და ყვიროდნენ, დამთავრებულია მაგათი მთავრობაო.’’

დადეშქელიანმა ზედმეტად ირწმუნა თავისი ავტორიტეტის ძალა,არ გაითვალისწინა  ბოლშევიკთა ვერაგობა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

 

ხ

მე-3 აბზაცი

ავტორი ამ ძველ დარდიან ამბავს ,ე.ი. კაჟიანი თოფით[ობოლეთი]   ბოლშევიკების შეშინების ამბავს,  იმ მიზნით  მოგვითხრობს  რომ ბოლშევიკების [ხელისუფლებისათვის მებრძოლი პარტიის]  დაუნდობელი ბუნება  სივერაგე და მუხანათობა  გვიჩვენოს.

„რო მიიპარებოდნენ ქალაქიდან ბოლშევიკები, ვისი ჯავრიც ჰქონდათ, იმათთან მიდიოდნენ და კლავდნენო. ეშმაკურად აკეთებდნენ, ჭიშკრიდან დაუძახებდნენ მსხვერპლს და ისიც რომ გამოხედავდა, მობრძანდიო, დაახლიდნენ და ქრებოდნენ. ოთხი კაცი მოუკლავთ იმ ღამეს ასე“

აჯანყების დამარცხებით გაბოროტებული  ბოლშევიკები,ვიდრე ლეჩხუმს დატოვებდნენ  ლეჩხუმელთა  ხასიათის  თვისებებს, გულისხმიერებას და თანადგომას,  იყენებდნენ  მენშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლების და მხარდამჭერების  სალიკვიდაციოდ. ამ ტერორისტულ აქტებს „დაძახებით მოკვლას’’ უწოდებს ავტორი.

ხ

მე-4 აბზაცი

 

როდის და როგორ ხდება ნდობის მოპოვება  ვერაგი ადამიანების მიერ ?

როცა მიზანში ამოღებული ადამიანი განიცდის სტრესს, მარტოობას, ფინანსურ პრობლემებს ან ემოციურ ტრავმას, მას სასწრაფოდ სჭირდება მხარდაჭერა. ვერაგი ადამიანი ამ მომენტს იყენებს „მხსნელის“ როლის მოსარგებად.[ანუ ნდობის მოპოვება განსაკუთრებით გაადვილებულია  მსხვერპლის კრიზისისა და სისუსტის დროს]

 

მანიპულატორები ხშირად იყენებენ გადაჭარბებულ ყურადღებას, ქებას, საჩუქრებსა და სწრაფ დაახლოებას. ეს ქმნის ილუზიას, რომ იპოვეთ „იდეალური მეგობარი“ ან „მონათესავე სული“. ან „შეყვარებული’’[ანუ ნდობის მოპოვება ადვილია ,როცა შერჩეულ მსხვერპლს აქვს ყურადღების დეფიციტი და მისი მოთხოვნილება ]

 

როცა ადამიანს არ აქვს საკმარისი ცოდნა კონკრეტულ სფეროში (მაგალითად, ბიზნესში, ფინანსებში,პოლიტიკაში  ან უცხო გარემოში), ის ადვილად ენდობა მას, ვინც თავდაჯერებულად და დამაჯერებლად საუბრობს.[პოპულისტს,აფერისტს,პროპაგანდისტს,აგიტატორს]

 

რატომ ენდობა ადამიანი ვერაგ ახლობელს[ვერაგი მხოლოდ დაახლოებული პირი შეიძლება იყოს და არა უცხო]?

კეთილსინდისიერ ადამიანს უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვიღაცას შეუძლია სრულიად უმიზეზოდ ან მხოლოდ გამორჩენის მიზნით გაწიროს სხვა. ის ფიქრობს: „მე ამას არ ვიზამდი, ე.ი. არც ის იზამს“.[ უნდა გვახსოვდეს,რომ საკუთარი თავის მიხედვით სხვების შეფასება არასწორია]

 

თუკი  ვერაგი ადამიანი გვპირდება იმას, რაზეც ძალიან ვოცნებობთ (მაგ. სიყვარულს, აღიარებას, მარტივ გამდიდრებას, რაიმე პრობლემის მოგვარებას), ჩვენი ტვინი ქვეცნობიერად ბლოკავს გამაფრთხილებელ ნიშნებს [ანუ ადამიანს მანიპულატორის მსხვერპლად აქცევს საკუთარი სურვილი]

 

ემპათიური ადამიანები მიდრეკილნი არიან, გაამართლონ სხვისი საეჭვო საქციელი („ალბათ ცუდი დღე ჰქონდა“, „უბრალოდ გაუგებრობაა“), რითაც მანიპულატორს მეორე და მესამე შანსს აძლევენ,რაც არასწორი და ზიანის მომტანია.

 

ვერაგი ადამიანები ხშირად იყენებენ „კონტროლირებად გულახდილობას“ — გიყვებიან უმნიშვნელო საიდუმლოებებს ან აღიარებენ პატარა შეცდომებს. ეს ქმნის განცდას, რომ ისინი ბოლომდე გახსნილები არიან, რაც საპასუხო ნდობას იწვევს.[ამას ჰქვია მოჩვენებითი გულწრფელობა, მაგ.  ამ ხერხს ხშირად იყენებენ ციხის „ნასედკები’’]

 

ნდობის მოპოვების ერთ-ერთი უძველესი ხერხია მსხვერპლის დარწმუნება იმაში, რომ „ჩვენ ორნი ვართ მთელი სამყაროს წინააღმდეგ“ ან „მხოლოდ მე მესმის შენი“.[საერთო მტრის  ხატის შექმნა ან  საერთო მიზნის შექმნა[მაგ. ამ ხერხს   მიმართავენ პოლიტიკური პარტიები,სექტები ,ცალკეული პირები]

 

რა შეიძლება დავუპირისპიროთ ვერაგობას ?

 

ბრმად არ უნდა ვენდოთ გადაჭარბებულ ქებას ან მოულოდნელ, ზედმეტად მომგებიან შეთავაზებებს. დავაკვირდეთ ადამიანის ქმედებებს და არა მხოლოდ მის სიტყვებს.

 

ვერაგი ადამიანები ხშირად ცდილობენ ჩვენს  პროვოცირებას, რათა გაბრაზებულმა[„ცხელ გულზე’’] დაუშვათ  შეცდომა. პროვოკატორებთან ცივი გონებით მოქმედება მათ მთავარ იარაღს აცლის.

 

არ უნდა გავუზიაროთ  პირადი გეგმები,ჩვენი   სისუსტეები და საიდუმლოებები მათ, ვისი სანდოობაც დროით არ არის გამოცდილი.

 

მკაფიოდ დავუფიქსიროთ, რა არის ჩვენთვის  მიუღებელი და არ უნდა მივცეთ  სხვებს ჩვენით მანიპულაციის უფლება.

 

უნდა გვახსოვდეს ,რომ ვერაგ ადამიანს შეუძლია ითამაშოს კეთილგანწყობა მოკლე ვადით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ქმედებები ყოველთვის მხოლოდ მის ეგოისტურ  ინტერესებს მოემსახურება.

ხ

მე-5 აბზაცი

თანამედროვე სამყაროში ნდობა ხშირად ხდება ბოროტად გამოყენების იარაღი — განსაკუთრებით ციფრული ტექნოლოგიების, სოციალური ქსელებისა და ფინანსური სისტემების განვითარებასთან ერთად.

აქ მოცემულია რამდენიმე რეალური  მაგალითი, როდესაც ადამიანების ნდობამ ისინი დაუცველად აქცია:

1. AI და „დიფფეიკ“ (Deepfake) თაღლითობები

ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შექმნა სიტუაცია, როცა ადამიანები ვეღარ ენდობიან საკუთარ თვალებსა და ყურებს.

·        ხმის კლონირება (Voice Cloning): თაღლითები იყენებენ სოციალური ქსელებიდან აღებულ რამდენიმეწამიან აუდიოჩანაწერებს, აკოპირებენ ადამიანის ხმას და ურეკავენ მის მშობლებს ან ახლობლებს. ოჯახის წევრის ნაცნობი ხმისადმი ნდობის გამო, მსხვერპლი დაუფიქრებლად რიცხავს დიდ თანხებს „გადაუდებელი დახმარებისთვის“.

 

·        კორპორატიული ვიდეოზარები: 2024 წელს ჰონგ-კონგში ერთ-ერთი კომპანიის ფინანსურმა თანამშრომელმა თაღლითებს 25 მილიონი დოლარი გადაურიცხა მას შემდეგ, რაც ვიდეოზარში კომპანიის ფინანსური დირექტორი და სხვა კოლეგები დაინახა. რეალურად, ზარის ყველა მონაწილე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვირტუალური ორეული იყო.

2. „Pig Butchering“ — გრძელვადიანი რომანტიკული და ფინანსური თაღლითობა

ეს არის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერდანაშაული, რომელიც ნდობის მოპოვებაზეა აგებული.

·        თაღლითები თვეების განმავლობაში ურთიერთობენ მსხვერპლთან სოციალურ ქსელებში ან გაცნობის აპლიკაციებში, ქმნიან ემოციურ კავშირსა და სრულ ნდობას.

·        მას შემდეგ, რაც მსხვერპლი სრულად ენდობა „პარტნიორს“ ან „მეგობარს“, ისინი სთავაზობენ ყალბ კრიპტოვალუტის ან საინვესტიციო პლატფორმაზე ფულის დაბანდებას. ადამიანები ყიდიან სახლებს, იღებენ ვალებს და კარგავენ მთელ დანაზოგს, რადგან ენდობოდნენ ადამიანს, რომელიც მათზე „ზრუნავდა“.

 

3. საქველმოქმედო ფონდებისა და კრიზისების ბოროტად გამოყენება

ბუნებრივი კატასტროფების, ომების ან მძიმე დაავადებების დროს ადამიანების ემპათია და ნდობა მაქსიმალურად იზრდება.

·        ყალბი ქველმოქმედება: კრიზისულ სიტუაციებში (მაგალითად, მიწისძვრების, ხანძრების ან სამხედრო კონფლიქტების დროს) ჩნდება უამრავი ყალბი გვერდი, რომლებიც ცნობილი ფონდების ან დაზარალებულების სახელით აგროვებენ თანხას.

·        სოციალური ექსპერიმენტები და ყალბი ისტორიები: ხშირია შემთხვევები, როცა ინფლუენსერები ან თაღლითები იგონებენ მძიმე დიაგნოზებს (მაგ. სიმსივნეს), აგროვებენ მილიონებს გამომწერებისგან, საბოლოოდ კი ირკვევა, რომ ისინი სრულიად ჯანმრთელები იყვნენ (მაგალითად, ავსტრალიელი ბლოგერის, ბელ გიბსონის გახმაურებული საქმე, რომელმაც თითქოსდა ტვინის სიმსივნე „ჯანსაღი კვებით“ დაამარცხა).

4. კრიპტო-პირამიდები და „ინფლუენსერების“ რეკომენდაციები

თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ადამიანები ხშირად ენდობიან ქარიზმატულ ლიდერებსა და ცნობილ სახეებს.

·        FTX-ის კრახი: სემ ბენკმენ-ფრიდმა მოიპოვა მილიონობით ინვესტორის, ცნობილი სპორტსმენებისა და პოლიტიკოსების ნდობა, როგორც „კრიპტო-სამყაროს გადამრჩენელმა“. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კომპანია მომხმარებლების მილიარდობით დოლარს არამიზნობრივად იყენებდა, რამაც უამრავი ადამიანი გააკოტრა.

·        Pump and Dump სქემები: ცნობილი ბლოგერები და მუსიკოსები არეკლამებენ ახალ კრიპტოვალუტებს ან NFT პროექტებს. გამომწერები ენდობიან საყვარელ კუმირებს, ყიდულობენ ამ აქტივებს, რის შემდეგაც შემქმნელები ფასს ხელოვნურად აგდებენ და მილიონებით ქრებიან.

5. პერსონალური მონაცემების გაჟონვა ტექნოლოგიური გიგანტებისგან

ჩვენ ყოველდღიურად ვენდობით აპლიკაციებს, ბანკებს, სამედიცინო პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებს — ვაწვდით მათ ჩვენს პასპორტის მონაცემებს, ლოკაციას, ფინანსურ ისტორიასა და პირად მიმოწერას.

·        კიბერშეტევების შედეგად (როგორიც იყო, მაგალითად, Equifax-ის ან სხვა მსხვილი კორპორაციების მონაცემთა გაჟონვა) მილიონობით ადამიანის პირადი ინფორმაცია ხვდება შავ ბაზარზე, რაც მათ პირადობის მოპარვისა და ფინანსური ზარალის წინაშე სრულიად დაუცველს ტოვებს.

6. ფიშინგი და „ოფიციალური“ ზარები (მათ შორის საქართველოში)

საქართველოშიც და მსოფლიოშიც ძალიან გავრცელებულია სქემა, როცა თაღლითები მოქალაქეებს უკავშირდებიან ბანკის, პოლიციის ან ეროვნული ბანკის სახელით.

·        სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ბანკებისადმი არსებული ნდობის გამო, მოქალაქეები ემორჩილებიან ინსტრუქციებს, გადასცემენ SMS კოდებს ან თავად რიცხავენ თანხას „უსაფრთხო ანგარიშზე“, რითაც მთლიანად კარგავენ საკუთარ სახსრებს.

 

 

 

მე-6 აბზაცი

 

„ენდე, მაგრამ გადაამოწმე“  ცნობილი პრინციპი და გამონათქვამია, რომელიც სიფრთხილესა და ფაქტების გადამოწმებას გულისხმობს.

ეს პრინციპი  ფართოდ გამოიყენება პოლიტიკაში, ბიზნესში, ჟურნალისტიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ადამიანის ნდობას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე:

ერთი მხრივ  ნდობა ქმნის ღრმა ემოციურ კავშირს სხვა ადამიანთან , ამცირებს შფოთვას და გვეხმარება გუნდურ მუშაობაში,მეორე მხრივ ყოველთვის არსებობს იმედგაცრუების, ღალატის ან შეცდომის დაშვების ალბათობა, რადგან საკუთარ კონტროლს ნაწილობრივ სხვას გადავცემთ.

 

საკითხავია უნდა ვენდოთ თუ არა ადამიანს ? უნდა ვენდოთ სრულად  თუ ნაწილ-ნაწილ ?

ადამიანს ბრმად და ერთაბაშად არ უნდა ვენდოთ, მაგრამ სრული უნდობლობაც აზიანებს ურთიერთობებს

ადამიანის ნდობა შეიძლება როცა : ეს  ადამიანი ასრულებს დანაპირებს არა მხოლოდ მარტივ, არამედ რთულ სიტუაციებშიც.,მისი ქცევა თანმიმდევრულია და წლების განმავლობაში მტკიცდება, შეცდომის შემთხვევაში აღიარებს და ცდილობს გამოსწორებას, არ მალავს სიმართლეს საკუთარი სარგებლისთვის..

„სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს“’[. ლუკას სახარება 16:10 —იგავი ტალანტებზე ] ამ იგავის აზრი იმაშია,რომ სხვადასხვა ადამიანს,სხვადასხვა დოზით უნდა ვენდოთ.უნდა დავიწყოთ მცირე ნდობით და თუ გაამართლებს,შემდეგ მეტადაც შეიძლება მისი ნდობა .ანუ ადამიანის ნდობა დასაშვებია თანდათან და ეტაპობრივად,არა ბრმად და არა ერთბაშად.

 

ადამიანის ნდობა არ შეიძლება,როცა: ამ ადამიანის სიტყვები და საქმეები ხშირად განსხვავდება,როცა ცდილობს ჩვენი  სისუსტეების ან ჩვენი ინფორმაციის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.,როცა ჩვენგან  იქამდე  ითხოვს სრულ ნდობას, ფულს ან სარისკო ნაბიჯის გადადგმას, სანამ საქმით დაამტკიცებს თავის სანდოობას. ტალანტების იგავს თუ მოვიშველიებთ,ადამიანის შემდგომი ნდობა არ შეიძლება თუ მცირე ნდობას[ან ერთხელ ნდობას]  ვერ გაამართლებს.

 

 

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები