"ადამიანისათვის ყველაზე დიდი ტრაგედია საკუთარ თავთან დამარცხებაა"-მარგოს ჯვრისწერა

 

მოცემული ტექსტი:

 

        მარგო სწორედ ისე იყო მორთული, როგორც ათი წლის წინათ, როცა ჯაყოს მაგივრად თეიმურაზს ედგა გვერდით. თეიმურაზს უმალ დაავიწყდა ძველი ამბავიც და დაკარგული განძეულობაც. ეხლა მისი თვალიც, სმენაც და აზრიც მარგომ მიიზიდა, მიიჯაჭვა და ჩაიწურა. ხარბად შესცქერის თეიმურაზი თავის ნაცოლარს და უნებურად ადარებს იმდროინდელ მარგოს, როცა ახალგაზრდა ქალი, ათი წლის წინათ, ფერმკრთალი და აგზნებული, წელ-წვრილი და ხმელ-ხმელი, პირველად შესდგა გვირგვინის ქვეშ. აგონდება ხევისთავს შორეული წარსული და გულში ნაადრევ სიბერის ჟრჟოლას გრძნობს.

მარგომ ხალხს ქურდულად გადაავლო თვალი და ერთის წამით თვალი თვალში გაუყარა თეიმურაზს, რომელიც ისე შეჰყურებს ნაცოლარს, როგორც დაჭრილი შველი შესცქერის მოღერებულ ხანჯალს: შიშით, უიმედოდ და სასოწარკვეთილი მუდარით. მარგო ჯერ ოდნავ შეჰკრთა, მერმე შუბლი შეიკრა, წარბები აიკრიფა და ტუჩებზე თითქო ტანჯვა და ზიზღი აისახა. თეიმურაზმა ვერ გაარჩია, ვერ წაიკითხა მარგოს პირსახეზე ანასახის ნამდვილი აზრი და გულისთქმა, მაგრამ მას ის დანაწერი უფრო ზიზღად და სიძულვილად მოეჩვენა, ვიდრე სინანულად და სიბრალულად.

– რა მაქვს საზიზღო? რად ამიძულა მარგომ? – ერთხელ კიდევ ჰკითხა თეიმურაზმა თავის თავს.

– იმიტომ შეგიძულა და შეგიზიზღა, – მიუგო უჩინარმა ორეულმა, – რომ წარმავალი ხარ, საბრალო, სუსტი და მომაკვდავი: იმიტომ შეგიზიზღა, რომ ბრძოლა წააგე; იმიტომ, რომ უბრძოლველად დაუთმე შენი ცოლი და პატიოსნება აგერ იმ პირუტყვს, ახმახს, ველურ ჯაყოს.

 

შენც მარგოს მზითვად მისდევ და ჯაყოს ყმად უდგები, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ათასში ერთხელ შენს მარგოს გოშია ძაღლივით შეხედო. ვის? მარგოს! შენს მარგოს, რომელმაც...

– ოოოჰ, დიდებულო ღმერთო!

და თეიმურაზმა ისე მძლავრად ამოიოხრა, რომ გვერდით მდგომმა გლეხებმა გაოცებით გადმოჰხედეს.

– ცოტაოდენი პატივი მაინც დასდე შენს თავს, სახელსა და წარსულს, – ბრაზით ჰკორტნის თეიმურაზის გულს. – ნუ იბრმავებ თვალებს. თავს ნუ იტყუებ, ნურც მარგოს ამართლებ. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ცოლმა გიღალატა.

– ო-ო-ო-ჰ! – ერთხელ კიდევ ამოიკვნესა თეიმურაზმა და მისი კვნესა მთელს ეკლესიას მოედო. აქეთ-იქიდან ნაქმარევ თეიმურაზს ისევ სიბრალულით გადმოჰხედეს.

– საწყალი! – წაიჩურჩულა თეიმურაზის გვერდით ერთმა დედაკაცმა და იმანაც ამოიოხრა.

       ორეული არ სცხრება:

– ღალატს თავი დავანებოთ: მარგოს ეზიზღები.

– ვაიმე! – ხმამაღლა დაიკვნესა თეიმურაზმა და ორივე ხელი გულზე მიიკრა, რომელიც ამოვარდნას ჰლამობდა.

– ეკლესიაში ჩურჩული ასტყდა. თეიმურაზს ხალხი შემოეხვია, მაგრამ ხევისთავი ყურს არ უგდებს და ვერც ჰხედავს.

– ეზიზღები, რადგან ქალაჩუნა ხარ! – ჩაჰკივის ორადი.

– მართალია! – ხმამაღლა ეთანხმება თეიმურაზი.

– არ მესმის, რა დაგემართა? – განაგრძობს ორეული. – შენი წინაპარნი რკინას სჭამდნენ, დათვებს ხანჯლით ჰხოცავდნენ და ყინულზე იძინებდნენ. წინ დაიხედე, ისე სდგეხარ შენი მამის საფლავზე, როგორც წიწილა დევის მკერდზე. საგულეს გულის მაგივრად დამპალი ძონძი ჩაგიგდია, სასულეს სულის ნაცვლად სიმყრალე დაგიგუბებია, ხოლო ძარღვებში ცხელი სისხლის მაგივრად ჭაობის დუბალა ჩაგისხამს, ისე დაკნინდი და დაილიე, რომ ვაჟკაცობისა აღარაფერი გცხია.

– ეგეც მართალია! – ხმამაღლა უდასტურებს თეიმურაზი.

– მაშ ახი ყოფილა შენზე, რომ ასე გაგსრისეს და გაგათრიეს.

– ახია, ახი! – ისევ ხმამაღლა ეთანხმება თეიმურაზი.

– მაშ დაანებე თავი შენს მარგოს და დაიწყე ახალი ცხოვრება.

– ღმერთო, მიშველე!

– თეიმურაზ! – ჩასჩურჩულებს ყურში ივანე აბოდებულ ხევისთავს. მაგრამ თეიმურაზს ივანესთვის არა სცალიან.

– დაიწყე ბრძოლა, გაიკაფე საკუთარი გზა და დასდექ საკუთარ ფეხზე!

 

-ეგრე... ეგრე... მართალია, მართალია! – თანახმაა ხევისთავი.

 

-მაგრამ თავდაპირველად დღესვე უნდა წახვიდე აქედან და სამუდამოდ დაივიწყო მარგო.

 

-ვაიმე, დედა! – ვერ უძლებს თეიმურაზი.

-თეიმურაზ, რა დაგემართა? – ეკითხება ივანე.

-ეხლავე გადი ეკლესიიდან! – უბრძანებს თეიმურაზს ორეული.

 

– ცოტას კიდევ მოვიცდი... მერმე, მერმე გავალ, – ეუბნება ორეულს ნაკაცარი და გამძვინებულ სულს ორეულის ტყვეობიდან ვერ ითავისუფლებს. თეიმურაზი მაინც ვერავის ჰხედავს, არც ვისიმე ლაპარაკი ესმის, ცალის ხელით სათვალეებს ისწორებს, მეორე ხელს ცხვირწინ იქნევს და ცხარედ ებრძვის ჟინიან ორეულს.

– ხა-ხა! საკუთარ პანაშვიდს დავესწარი! ჩემივე თავის დასაფლავება ვნახე! ხა-ხა-ხა! – ჩაიხითხითა თეიმურაზმა.

თეიმურაზმაც იცის, რომ ეკლესიაში პანაშვიდი კი არ არის, არამედ ჯვრისწერაა, ქორწილია. ისიც იცის თეიმურაზმა, რომ ჯაყო ჯივაშვილი ჯვარს იწერს მარგო ხევისთავზე... მარგარიტა ყაფლანიშვილის ასულზე! იცის, იცის! მაგრამ ისიც მართალია, რომ ეს ქორწილი თეიმურაზის პანაშვიდია... დიაღ! პანაშვიდია... დიაღ! პანაშვიდია, პანაშვიდი!

მაგრამ თეიმურაზი ჯერ არ მომკვდარა! არც მოკვდება ასე ადვილად! დიაღ, არ მოკვდება მეთქი! თუმცა... რაო? იქ ვინა სთქვა – „საწყალიო“?! აქეთ ვინ წამოიძახა – „უბედურიო“?!..

      ტვინში ცივი გრიგალი აუვარდა. თვალები გაუთეთრდა და გადმოუბრუნდა. ტუჩები აუტოკდა და აუცახცახდა. პირსახეზე ზაფრანამ გადაჰკრა. თავი გვერდით გადმოიგდო. თითქო კისრის ძარღვები დაუწყდა და ხელები გაასავსავა, მუხლები მოიკეცა და ეკლესიის კარებში ცარიელ ტომარასავით ჩაიჩოქა და გაიშალა.

      და ეკლესიიდანაც, იმავე წამს, ერთმანეთში უცნაურად არეულმა დედაკაცის   კივილმა, ქვითინმა და კისკისმა გამოჰხეთქა.“

 

 

სამსჯელო საკითხი:

 

ადამიანისათვის ყველაზე დიდი ტრაგედია საკუთარ თავთან დამარცხებაა.

 

 

1-ლი აბზაცი

 

„სხვების აზრი თქვენს შესახებ არ უნდა იქცეს თქვენს რეალობად.“ — ლეს ბრაუნი

მე ვეთანხმები მოსაზრებას ,რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია საკუთარ თავთან დამარცხებაა.

სხვა ადამიანთან ან გარემოებასთან დამარცხება შეიძლება დროებითი იყოს ან გამოსწორდეს, ხოლო საკუთარ თავთან დამარცხება  ანუ საკუთარი თავის  ღალატი ადამიანს ართმევს შინაგან თავისუფლებასა და ღირსების შეგრძნებას.

საკუთარ მიზნებს ,ღირებულებებს ,პრინციპებს  ადამიანი მაშინ ღალატობს,როცა ვერ უმკლავდება საკუთარ შიშებს, სისუსტეებს, ცდუნებებს, სიზარმაცეს ან ნეგატიურ ემოციებს და მათ ნებას ჰყვება . საკუთარი თავის მოღალატემ  გონებით იცის, რა არის სწორი და მართებული , მაგრამ რაიმე ძლიერი ემოცია, ჩვევა ან შიში აიძულებს თავი ილუზიებს შეაფაროს და  არასწორად,საკუთარი თავის საზიანოდ   მოიქცეს.

მიხეილ ჯავახიშვილის რომანში „ჯაყოს ხიზნები“, თეიმურაზ ხევისთავის „უჩინარი ორეული“ არის მისივე ქვეცნობიერი, სინდისისა და მწარე რეალობის ხმა.

ეკლესიაში თეიმურაზთან მოსაუბრე „უჩინარი ორეული’’ არ არის  ცალკე  პერსონაჟი, არამედ თეიმურაზის გაორებული სულის ის ნაწილია, რომელიც მის  ილუზიებს ამსხვრევს..

თეიმურაზი მუდმივად ცდილობს, საკუთარი უსუსურობა და ლაჩრობა კეთილშობილებითა და მაღალი იდეალებით გაამართლოს.მისივე  ორეული კი მას დაუნდობლად ეუბნება სიმართლეს საკუთარი თავის, მარგოსა და ჯაყოს ურთიერთობის შესახებ.

 მოცემულ ტექსტში საკუთარი თავის მოღალატე თეიმურაზი  „ხელს ცხვირწინ იქნევს და ცხარედ ებრძვის ჟინიან ორეულს’’,რომელიც აიძულებს რეალობას თვალი გაუსწოროს.

მწერალი ამ მხატვრულ ხერხს იყენებს გმირის ღრმა ფსიქოლოგიური კრიზისისა და სულიერი გაორების საჩვენებლად.

ხ

მე-2  აბზაცი

როდის ეზიზღება  და სძულს    ქალს  მამაკაცი რომლიც  ერთ დროს უყვარდა?

როდესაც  მამაკაცი  ქალს    ღალატობს და ქალი  გააცნობიერებს, რომ მისი გულწრფელობა გამოიყენეს, მისი სიყვარული სწრაფად იცვლება ზიზღით.[შეზიზღების მიზეზი: ღალატი და ტყუილი]

 

როდესაც მამაკაცი  ქალს მუდმივად  აკრიტიკებს, აუფასურებს, მანიპულირებს  და ადანაშაულებს ქალი საკუთარი თავის რწმენას კარგავს. დროთა განმავლობაში დაგროვილი ტკივილი თავდაცვით მექანიზმად, ანუ სიძულვილად გარდაიქმნება.[შეზიზღების მიზეზი: ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობა]

 

როდესაც საჯაროდ ან პირად საუბრებში მამაკაცი ქალს შეურაცხყოფს. ქალის გრძნობებისა და საჭიროებების სრული იგნორირება აქრობს მამაკაცის პატივისცემას. პატივისცემის გარეშე კი სიყვარული ზიზღით ნაცვლდება.[შეზიზღების მიზეზი:უპატივცემულობა და დამცირება]

 

როდესაც  ქალი წლების განმავლობაში ბევრს თმობს ურთიერთობისთვის, მამაკაცი კი ამას ჩვეულებრივ მოვლენად იღებს და მადლიერებას არ გამოხატავს,ქალს უჩნდება უსამართლობის განცდა. დაგროვილი წყენა საბოლოოდ ზიზღში გადადის.[შეზიზღების მიზეზი: გადაჭარბებული ეგოიზმი და უმადურობა]

 

როდესაც მამაკაცი  ქალზე ფიზიკურად  ძალადობს. ქალზე ნებისმიერი სახის ფიზიკური შეხება და აგრესია წამიერად ანგრევს სიყვარულს. ამ დროს ზიზღი და სიძულვილი სრულიად ბუნებრივი რეაქციაა საფრთხეზე.[შეზიზღების მიზეზი: ფიზიკური ძალადობა]

 

როდესაც მამაკაცი კრიზისულ სიტუაციებში, მაგალითად ქალის ავადმყოფობის, ორსულობის ან ფინანსური სირთულეების დროს, ქალს მარტო ტოვებს, ეს ქალის ღრმა იმედგაცრუებას იწვევს. უსაფრთხოების განცდის დაკარგვა ხშირად მძაფრ ნეგატიურ ემოციებს ბადებს.[შეზიზღების მიზეზი: პასუხიმგებლობის თავიდან არიდება]

 

– რა მაქვს საზიზღო? რად ამიძულა მარგომ? – ერთხელ კიდევ ჰკითხა თეიმურაზმა თავის თავს.

– იმიტომ შეგიძულა და შეგიზიზღა, – მიუგო უჩინარმა ორეულმა, – რომ წარმავალი ხარ, საბრალო, სუსტი და მომაკვდავი: იმიტომ შეგიზიზღა, რომ ბრძოლა წააგე; იმიტომ, რომ უბრძოლველად დაუთმე შენი ცოლი და პატიოსნება აგერ იმ პირუტყვს, ახმახს, ველურ ჯაყოს.

 

შენც მარგოს მზითვად მისდევ და ჯაყოს ყმად უდგები, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ათასში ერთხელ შენს მარგოს გოშია ძაღლივით შეხედო.

 

მოცემული მონაკვეთიდან ჩანს,რომ მარგომ თეიმურაზი   უსაფრთხოების განცდის  დაკარგვის და თეიმურაზის მიერ  პასუხისმგებლობის თავიდან არიდების გამო შეიზიზღა.  უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, თეიმურაზმა ჯერ საკუთარ თავთან  დამარცხდა  ,რადგან საჭირო მომენტში  საკუთარი სისუსტე და შიში ვერ დაამარცხა ,ცოლზე პასუხისმგებლობას გაექცა   და შემდეგ მარგომ ჯერ შეიზიზღა და ბოლოს კი  უღალატა .

 

ხ

მე-3 აბზაცი

ქმრის   მიერ საკუთარი თავის დადანაშაულება ცოლის   ღალატში რამდენად სწორია ?

საკუთარი თავის დადანაშაულება  მეუღლის[ან ვინმეს]  ღალატში იწვევს ღრმა სტრესს, შფოთვას და დეპრესიას,რაც 

ფსიქოლოგიურად არასწორი და არაჯანსაღია.

 ღალატი არის მოღალატე პარტნიორის[ცოლის,მეგობრის]  პირადი გადაწყვეტილება და მისი პასუხისმგებლობა, მაშინაც კი, თუ ურთიერთობაში მანამდე პრობლემები არსებობდა.

ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე, უყურადღებობაზე ან კომუნიკაციის ნაკლებობაზე პასუხისმგებლობა ორივე პარტნიორს ეკისრება. თუმცა, ამ პრობლემების მოსაგვარებლად ღალატის გზის არჩევა მხოლოდ იმ ადამიანის პასუხისმგებლობაა, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.

უკმაყოფილების შემთხვევაში პარტნიორს ყოველთვის აქვს არჩევანი, რომ გულწრფელად ესაუბროს პარტნიორს , მიმართოს წყვილების თერაპიას ან დაასრულოს ურთიერთობა[მშვიდობიანად გაეყაროს].  ასე რომ,ღალატი არ არის სავალდებულო ან იძულებითი   რეაქცია მეორე ადამიანის ცუდ  ქცევაზე.

 

 რატომ  იდანაშაულებს  თავს ქმარი ცოლის   ღალატში ?

ხშირად ტრავმის გადატანისას ადამიანს ურჩევნია დაიჯეროს, რომ ყველაფერი მისი ბრალია. ეს უჩენს ილუზიას , რომ თუ საკუთარ ქცევას შეცვლის, მომავალში მსგავს ტკივილს თავიდან აიცილებს.

 

ღალატის  ფაქტის გაგება ძლიერ დარტყმას აყენებს თვითშეფასებას. ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ საკმარისად კარგი, ყურადღებიანი ან მიმზიდველი არ იყო.

 

ხშირად  მოღალატე  ცოლი[ან სხვა პირი]  თავად ცდილობს პასუხისმგებლობის გადატანას და ამბობს, რომ ამ ნაბიჯისკენ ქმრის  სიცივემ ან უყურადღებობამ უბიძგა.

 

როგორია ჯანსაღი მიდგომა?

მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ორი რამ: ურთიერთობის გაციებაში შეტანილი წვლილი და ღალატის ჩადენა.

ქმარს ან ცოლს  შეუძლია გააანალიზოს, რა შეეშალა ქორწინებაში, მაგრამ არ უნდა აიღოს ბრალი  მეუღლის  გადაწყვეტილებაზე-ღალატზე..

 

– ცოტაოდენი პატივი მაინც დასდე შენს თავს, სახელსა და წარსულს, – ბრაზით ჰკორტნის თეიმურაზის გულს[უჩინარი ორეული-შინაგანი ხმა] .

 – ნუ იბრმავებ თვალებს. თავს ნუ იტყუებ, ნურც მარგოს ამართლებ. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ცოლმა გიღალატა.

– ო-ო-ო-ჰ! – ერთხელ კიდევ ამოიკვნესა თეიმურაზმა და მისი კვნესა მთელს ეკლესიას მოედო.

მოცემულ მონაკვეთში  თვითშეფასება დაქვეითებული თეიმურაზი მარგოს ღალატში საკუთარ თავს იდანაშაულებს,რაც არასწორია.

ხ

მე-4 აბზაცი

რატომ ეუფლება ნაღალატევ  ქმარს სასოწარკვეთა ?

ოჯახი ადამიანისთვის სიმშვიდისა და სტაბილურობის მთავარი წყაროა. ღალატი ანგრევს ამ საყრდენს და აჩენს განცდას, რომ სამყაროში აღარავის ნდობა აღარ შეიძლება.

 

ნაღალატევ მამაკაცს ხშირად უჩნდება კითხვები საკუთარ მამაკაცურ ღირსებასა და მიმზიდველობასთან დაკავშირებით. ის იწყებს საკუთარი თავის სხვასთან შედარებას და ფიქრობს, რომ საკმარისად კარგი არ აღმოჩნდა.

 

ღალატის შემდეგ მამაკაცს  ეჭვი შეაქვს წარსულის ბედნიერ მომენტებშიც. მას უჩნდება განცდა, რომ მისი ცხოვრების დიდი ნაწილი ტყუილზე იყო აგებული.

ბევრი მამაკაცისთვის რთულია იმის გააზრება, თუ რას იფიქრებენ გარშემომყოფები. სირცხვილისა და დამცირების შიში მათ აიძულებს, პრობლემა დამალონ, რაც შინაგან ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებს.

 

როდესაც ადამიანი ხვდება, რომ მომხდარს ვეღარ შეცვლის, ეუფლება უძლურების განცდა. სწორედ გამოსავლის ვერდანახვა წარმოშობს სასოწარკვეთას.

 

„მარგომ ხალხს ქურდულად გადაავლო თვალი და ერთის წამით თვალი თვალში გაუყარა თეიმურაზს, რომელიც ისე შეჰყურებს ნაცოლარს, როგორც დაჭრილი შველი შესცქერის მოღერებულ ხანჯალს: შიშით, უიმედოდ და სასოწარკვეთილი მუდარით.“

 

მოცემულ მონაკვეთში თეიმურაზი  სასოწარკვეთილი ნაღალატევი ქმარია.

 

 

როდის უჭირს  ნაღალატევ ქმარს ახალი ცხოვრების დაწყება?

 

ნაღალატევ ქმარს ახალი ცხოვრების დაწყება  უჭირს მაშინ, როდესაც ემოციური ტრავმა გადაუმუშავებელი რჩება და ადამიანი წარსულის წყენაში იჭედება.

როდესაც მამაკაცი მუდმივად უბრუნდება ღალატის დეტალებს და საკუთარ თავს მსხვერპლის როლში ტოვებს, მისი ენერგია მხოლოდ წარსულის ტკივილზე იხარჯება.

ღალატი ხშირად ურტყამს მამაკაცის თავმოყვარეობას და მამაკაცურ იდენტობას, რის გამოც მას უჩნდება შიში, რომ ისევ უარყოფილი იქნება.

{...]

– მაშ დაანებე თავი შენს მარგოს და დაიწყე ახალი ცხოვრება.

– ღმერთო, მიშველე! [..]

[...]

– დაიწყე ბრძოლა, გაიკაფე საკუთარი გზა და დასდექ საკუთარ ფეხზე!

 

ეგრე... ეგრე... მართალია, მართალია! – თანახმაა ხევისთავი.

 

მაგრამ თავდაპირველად დღესვე უნდა წახვიდე აქედან და სამუდამოდ დაივიწყო მარგო.

 

ვაიმე, დედა! – ვერ უძლებს თეიმურაზი.

 

[...]

 

[...]

ეხლავე გადი ეკლესიიდან! – უბრძანებს თეიმურაზს ორეული.

 

– ცოტას კიდევ მოვიცდი... მერმე, მერმე გავალ, – ეუბნება ორეულს ნაკაცარი და გამძვინებულ სულს ორეულის ტყვეობიდან ვერ ითავისუფლებს [...]

 

 

თეიმურაზმა [საკუტარ თავთან დამარცხებულმა და ცოლის მხრიდან ნაღალატევმა ]  იცის რა არის სწორი ქცევა  ,გამოსავალი, მაგრამ გლოვის ან ბრაზის გამოხატვის ნაცვლად და ახალი ცხოვრებისთვის მომზადების ნაცვლად  ძველ ცხოვრებას და მოღალატე ცოლს ებღაუჭება.ამიტომ არის ნეიტრალური დამკვირვებლებისთვის ის „საწყალი’’

 

ხ

მე-5 აბზაცი

 

ადამიანის საკუთარ თავთან დამარცხება თანამედროვე სამყაროში ყველაზე ხშირად ყოველდღიურ ჩვევებში, ტექნოლოგიურ დამოკიდებულებებსა და ფსიქოლოგიურ ბარიერებში ვლინდება.

„საკუთარი თავთან დამარცხება’’  არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მოკლევადიან კომფორტს ან  დისკომფორტის ხანმოკლე  შიშს საკუთარ გრძელვადიან მიზნებსა და პოტენციალზე წინ აყენებს.

ქვემოთ მოცემულია ამ ფენომენის ყველაზე გავრცელებული თანამედროვე გამოვლინებები:

ციფრული ხმაური  და ყურადღების გაფანტვა

·        დუმსქროლინგი (Doomscrolling) და მოკლე ვიდეოებზე დამოკიდებულება. ადამიანი საათობით ათვალიერებს უსარგებლო კონტენტს მაშინ, როცა დაძინება, მუშაობა ან სწავლა სურს. ამ დროს სწრაფი დოფამინის მიღების სურვილი იმარჯვებს ნებისყოფაზე.

·        მუდმივი ყურადღების გაფანტვა. შეტყობინებების (Notifications) ყოველ წუთს შემოწმება აფერხებს ღრმა აზროვნებას. ადამიანი თავად უშლის ხელს საკუთარ პროდუქტიულობას, რადგან ვერ ახერხებს ციფრული ხმაურის გამორთვას.

 

პროფესიული და პიროვნული განვითარების შეფერხება

·        ქრონიკული პროკრასტინაცია. მნიშვნელოვანი საქმეების მუდმივად ხვალისთვის გადადება წარუმატებლობის შიშის გამო. ადამიანი გაუცნობიერებლად ამჯობინებს საერთოდ არ სცადოს, ვიდრე სცადოს და შეცდომა დაუშვას.

·        თვითსაბოტაჟი და „თვითმარქვიას სინდრომი“. როდესაც კარიერული წინსვლის ან ახალი შესაძლებლობის წინაშე ადამიანი თავად იგონებს მიზეზებს უარის სათქმელად. ის საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ამ წარმატებას არ იმსახურებს.

·        კომფორტის ზონაში ჩარჩენა. ცვლილებების შიშით არასასურველ სამსახურში ან ტოქსიკურ გარემოში დარჩენა.ადამიანს  ნაცნობი დისკომფორტი უფრო უსაფრთხოდ ეჩვენება, ვიდრე უცნობი სიახლე.

 

ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის უგულებელყოფა

·        „შურისძიება ძილის გადადებისათვის “ (Revenge Bedtime Procrastination). დღის განმავლობაში დაკარგული თავისუფალი დროის ასანაზღაურებლად ადამიანი გვიანობამდე არ იძინებს. შედეგად, მეორე დღეს ისევ  გამოფიტულია და საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს.

·        სტრესის არაჯანსაღი გზებით მართვა. ემოციური გადაღლის დროს ვარჯიშის ან დასვენების ნაცვლად არაჯანსაღი საკვების[მაგ.ტკბილის] მიღება ან ალკოჰოლის მოხმარება. ეს არის წუთიერი შვების არჩევა გრძელვადიანი კეთილდღეობის ხარჯზე.

 

სოციალური და ფინანსური არასწორი ქცევები

·        სხვებთან მუდმივი შედარება. სოციალურ ქსელებში სხვისი იდეალური[მდიდრული]  ცხოვრების ყურება და საკუთარი მიღწევების გაუფასურება. ადამიანი მარცხდება საკუთარ ემოციებთან, რადგან რეალობას ფილტრებით შექმნილ ილუზიას ადარებს.

·        იმპულსური ხარჯვა. ფინანსური სტაბილურობის მიზნის მიუხედავად, ემოციურ ფონზე უსარგებლო ნივთების ყიდვა. წუთიერი სიამოვნება ამარცხებს ფინანსურ დისციპლინას.

·        პირადი საზღვრების დაუცველობა. სხვებისთვის „არას“ თქმის შიში, რის გამოც ადამიანი საკუთარ დროსა და ენერგიას სხვების ინტერესებს სწირავს.

 

 

მე-6  აბზაცი

ამრიგად, ნებისყოფის სიმცირე, შიშებისთვის ნებმის მიცემა და საკუთარი პოტენციალის გამოუყენებლობა  დანაშაულია საკუთარი თავის წინაშე .

 

გარეშე მტრებთან ან გარემოებებთან ბრძოლა შესაძლებელია, მაგრამ როდესაც ადამიანი შინაგანად ნებდება და კარგავს  საკუთარი თავის რწმენას , ეს ხდება მისი სულიერი კრახის მიზეზი.

  

გარეშე ფაქტორების   დადანაშაულება  ადვილია, მაგრამ როცა აცნობიერებ, რომ დამარცხდი საკუთარ სიზარმაცესთან, შიშთან ან ბოროტებასთან — ეს მდგომარეობა ყველაზე მძიმე ასატანია.

 

ქართულ ლიტერატურაში „საკუთარ თავთან დამარცხების’’  თემა ხშირად გვხვდება. პერსონაჟები, რომლებიც ვერ უძლებენ შინაგან გამოცდას, კარგავენ ზნეობრივ სახეს,ღირსებას  ან ვერ ახერხებენ თვითრეალიზაციას. თეიმურაზი  „საკუთარ თავთან დამარცხებული’’  ადამიანის  ერთ-ერთი თვალსაჩინო   სახეა.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები