„ბედისწერასთან დაპირისპირება მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია“ -ნიკოლოზ ბარათაშვილის "მერანი''

 


სარჩევი:

მოცემული ტექსტი: ნიკოლოზ ბარათაშვილი „მერანი’’ 1

სამსჯელო საკითხი:  „ბედისწერასთან დაპირისპირება მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია“. 2

1-ლი აბზაცი. 2

მე-2 აბზაცი. 3

მე-3 აბზაცი. 4

მე-4 აბზაცი. 5

მე-5 აბზაცი. 7

მე-6 აბზაცი. 8

 

 

 

 

მოცემული ტექსტი: ნიკოლოზ ბარათაშვილი „მერანი’’

 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

 

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,

გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!

ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,

ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

 

 

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,

ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა;

საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,

მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

 

 

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,

და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

 

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,

ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;

შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,

და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

 

 

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,

ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!

გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,

თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

 

 

 

 

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!

ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

 

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;

და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

 

 

 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

 

სამსჯელო საკითხი:  „ბედისწერასთან დაპირისპირება მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია“.

 

 

 

1-ლი აბზაცი

 

მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია ბედისწერასთან დაპირისპირება თუ ნებისმიერს  შესწევს ამის ძალა?

ჩემი აზრით, ბედისწერას უპირისპირდებიან მხოლოდ ის  ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ცხოვრებაზე  კონტროლის მოპოვება , არჩევანის თავისუფლება და მათთვის წინასწარ  დადგენილი  საზღვრების გადალახვა  სურთ.

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში „მერანი“  მხედარი  განასახიერებს მეამბოხე სულის მქონე , თავისუფლებისთვის თავგანწირულ ადამიანს. იგი   უჯანყდება  ბედისწერას და საკუთარი ნებით მიდის    „სხვა’’, ,არაბედისწერით დადგენილი,უვალი  გზით. მერანი  სიმბოლურად გამოხატავს თავისუფლებისკენ მამოძრავებელ ძალას. ეს ძალა  ლახავს  დროსა და სივრცეს, არ ცნობს ბედისწერის დაწესებულ საზღვრებს და მხედარს[მემბოხე სულს]  მიაქროლებს იქით, სადაც სულიერი თავისუფლება და ბედისწერის დაძლევაა შესაძლებელი

შავი ყორანი: განასახიერებს  ბედისწერას, მარცხის   და სიკვდილის საფრთხეს. იგი თან სდევს მხედარსა და მერანს, ელის მათ დაღლას, დაცემასა და აღსასრულს.

 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

საკითხავია ,  მხედარი,რომელმაც მისთვის წინასწარ განსაზღვრული გზიდან,საკუთარი ნებით და  მერნის წყალობით   გადაუხვია,  ებრძვის თუ გაურბის შავ ყორანს ?

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,

გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!

 

ტექსტიდან ცანს,რომ  მხედრს და მერანს უცნობ გზებზე  უმისამართოდ ქროლა და განსაცდელებთან ბრძოლა და  დაძლევა  მათი მარცხის მომლოდინე შავი ყორნის მეთვალყურეობის ქვეშ უწევთ.   შეიძლება ვივარაუდოტ,რომ  მხედარი   არ  გაურბის  სიკვდილს , არამედ თავად იწვევს მას ,უხმობსს . ვფიქრობ ,მხედრის და მერნის ქროლა  მაიინც ბედისწერასთან  მემბოხე სულის   ბრძოლაა,ოღონდ  დამარცხებისთვის განწირული  ბრძოლა    და არა   მისგან  შიშით გაქცევა.

 

 

 

 

ხ

მე-2 აბზაცი

 

რას ნიშნავს „ბედისწერით დადგენილი საზღვრის გადალახვა“  ?

 

ეს  მეტაფორული გამოთქმაა და აღნიშნავს ადამიანის მიერ საკუთარი ხასიათის სუსტი მხარეების, წინასწარ განსაზღვრული  არახელსაყრელი პირობების ან ცხოვრებისეული გარემოებების დაძლევას.

 

ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში,“საზღვრის გადალახვა’’   არის მომენტი, როდესაც ადამიანი აღარ ემორჩილება გარე ფაქტორებს,ან  საკუთარ შიშებსა თუ სოციალურ ჩარჩოებს და საკუთარი თავისუფალი ნებით იცვლის ცხოვრების მიმართულებას.

 

მწერლობასა და დრამატურგიაში „საზვარზე გადასვლა’’  გარდამტეხ მომენტს (კულმინაციას) აღწერს, როცა პერსონაჟი საბედისწერო არჩევანს აკეთებს და უკან დასახევ გზას იჭრის.

 

ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს  მომენტი გულისხმობს კომფორტის ზონიდან გამოსვლას და ისეთი მიზნის მიღწევას, რომელიც მანამდე შეუძლებლად ან მიუღწევლად მიიჩნეოდა.

 

გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,

თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

 

ბარატაშვილის მხედარს[მემბოხე სულს]  სურს,მერნის[თავისუფლებისკენ მსწრაფველი ძალა]  დახმარებით გადალახოს ბედისწერით დადგენილი  საზღვარი , შავი ყორანი[საკუთარი ბედისწერა]  კი საზღვრის აქეთ მოიტოვოს  და მისგან გათავისუფლდეს.მხედარი მზადაა თავისუფლების საფასური  გადაიხადოს.

 

 

ხ

მე-3 აბზაცი

 

რა არის  პიროვნული თავისუფლების    საფასური ?

 

პიროვნული თავისუფლების მოპოვების  გზაზე ,ადამიანებს  უწევთ ძველ, უსაფრთხო გარემოსთან და   ძველ გარემოცვასთან  დამშვიდობება,რადგან ისინი ხელს უშლიან მის პიროვნულ თავისუფლებას.

 

 

„რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,

ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა“

 

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,

ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;

 

 

მხედარი  ასეთი მაღალი  საფასურის გადასახდელად  მზად არის .მაგრამ მხოლოდ ეს არ არის  ,პიროვნული თავისუფლების      სხვა სახდელებია:

 

 პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება: როცა  ადამიანი თავად  იღებს გადაწყვეტილებებს,ანუ აკეთებს თავისუფალ არჩევანს,ის  ვეღარავის დააბრალებს საკუთარ შეცდომებსა და მარცხს. 

 

მუდმივი გაურკვევლობა და რისკი: თავისუფლება გულისხმობს სტაბილური, მაგრამ შემზღუდველი გარემოს დატოვებას და უცნობ მომავალთან,ეკონომიკურ სირთულეებთან შეჯახებას.

 

მარტოობის განცდა: საკუთარი გზით სიარული ხშირად ნიშნავს უმრავლესობის აზრთან დაპირისპირებასა და სვებისგან გაუცხოებას.

 

კონფლიქტები: საკუთარი თავისუფლების  დაცვა გარდაუვლად იწვევს წინააღმდეგობას ოჯახში, სამსახურსა თუ საზოგადოებაში.

 

ზოგჯერ ადამიანები პიროვნული თავისუფლების  მოპოვებისას ან დაცვისას   იხდიან უმაღლეს ფასს —სიცოცხლეს

 

„დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!

ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!“

 

 პიროვნულ თავისუფლებაში ასეთი მაღლი  ფასის   გადახდა  მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ.

 

ხ

მე-4 აბზაცი

 

 რა არის ბედისწერა?

 

ბედისწერა არის წინასწარ განსაზღვრული ხვედრი,რომელსაც ადამიანი ვერ ასცდება  და ვერც შეცვლის.

ბედისწერა (ბედი): ეს არის უფრო ფართო ცნება,ვიდრე გარაუვალი განსაცდელი . „ბედისწერა’’  გულისხმობს მოვლენათა წინასწარ განსაზღვრულ მსვლელობას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც დადებით (წარმატება, სიხარული, იღბალი), ისე უარყოფით (სირთულეები, დანაკარგი) მოვლენებს. ბედისწერა არის ადამიანის ცხოვრების მთლიანი გზა და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ტრაგიკული მოვლენა.

გარდაუვალი განსაცდელი: ეს არის კონკრეტული, მძიმე , რთული,ტრაგიკული  მოვლენა (ტკივილი, გამოცდა, კრიზისი), რომლის თავიდან აცილებაც ასევე  შეუძლებელია. განსაცდელს ყოველთვის სირთულისა და ადამიანის გამოცდის ელფერი აქვს.

 

ბედისწერასთან  კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ვინ უპირისპირდება საკუთარ ბედისწერას?

 

ტრაგიკული გმირები და მითოლოგიური პერსონაჟები: ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, გმირები (მაგალითად, ოიდიპოსი ან პრომეთე) ცდილობენ შეცვალონ წინასწარმეტყველება ან ღმერთების ნება.

 

ნოვატორები და მეამბოხეები[რევოლუციონერები]: ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან სოციალურ, პოლიტიკურ ან ბიოლოგიურ მოცემულობას (მაგალითად, სიღარიბეს, უსამართლობას ან მძიმე დიაგნოზს) და ცდილობენ საკუთარი  „ახალი რეალობის“ შექმნას,მიუღებელი რეალობის ნაცვლად.

 

ეგზისტენციალისტები და თავისუფალი ნების მომხრეები: მოაზროვნეები, რომლებსაც სჯერათ, რომ ადამიანი თავად ქმნის საკუთარ არსს და წინასწარ დაწერილი სცენარი არ არსებობს.

 

რატომ უპირისპირდებიან ადამიანები ბედისწერას?

·        სურთ თავისუფალი ნების დაცვა: ადამიანს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ მისი გადაწყვეტილებები მხოლოდ ილუზიაა და ყველაფერი წინასწარ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით განსაზღვრული.

·        აქვთ უსამართლობის განცდა: როდესაც ბედისწერა ტანჯვას, დანაკარგს ან ტრაგედიას მოუტანთ , ადამიანებს უჩნდებათ წინააღმდეგობის გაწევის, თვითგადარჩენისა და სამართლიანობის აღდგენის სურვილი.

·        სურთ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება:  საკუთარ  ბედთან ბრძოლა ადამიანს ანიჭებს ღირსებას, ძალასა და ცხოვრების აზრს, მაშინაც კი, თუ გამარჯვება შეუძლებელი ჩანს.

 

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;

და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

 

მხედრის ბედისწერასთან ბრძოლას[კვეთებას]  აზრი აქვს.თუნდაც ეს ბრძოლა მარცხით დამთავრდეს და მებრძოლი დაიღუპოს.

თავისუფლებისთვის მებრძოლის კვეთება საკუთარ ბედისწერასთან სამაგალითოდ დარჩება,იმას ვინც  მხედრის დაღუპვის შემდეგ საკუთარ ბედისწერას დაუპირისპირდება და არ დანებდება.

 

ბარათაშვილის სულიერ „მოძმეებად’’ ითვლებიან ილია ჭავჭავაძე და გალაკტიონ ტაბიძე .აღსანიშნავია,რომ  ერთი მოკლეს მეორემ თავი მოიკლა-როგორც უკვე ვთქვით ზოგჯერ ადამიანები პიროვნული თავისუფლების  მოპოვებისას ან დაცვისას   იხდიან უმაღლეს ფასს —სიცოცხლეს.

 

 

 

ხ

მე-5 აბზაცი

 

როდის  ხდება  ბედისწერასთან ბრძოლა  ზიანის მომტანი?

 

 

ბედისწერასთან დაპირისპირება ბრმა ჯიუტობაში მაშინ გადადის, როცა ადამიანი რეალობის შეცვლის ნაცვლად, გარდაუვალ[უკვე მომხდარ]  ფაქტებს ებრძვის [არ ღებულობს]  და ამით საკუთარ თავს ან სხვებს აზიანებს.

 

მოვიყვანოთ მაგალითები[კაზუსები], სადაც ბრძოლამ აზრი დაკარგა და დესტრუქციულ ფორმაში გადავიდა:

1. ტოქსიკური ან დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობების შენარჩუნების მცდელობა

სიტუაცია: ადამიანი წლების განმავლობაში ცდილობს გადაარჩინოს ურთიერთობა, სადაც სიყვარული, პატივისცემა და ნდობა დიდი ხანია აღარ არსებობს.

 

ბრმა ჯიუტობა: იმის აღიარების ნაცვლად, რომ ურთიერთობა ამოიწურა, პიროვნება ამას „გამოცდად“ აღიქვამს და ფიქრობს, რომ „თუ საკმარისად ეცდება, ყველაფერს შეცვლის“.

 

შედეგი: დაკარგული წლები, ემოციური გამოფიტვა და ორივე მხარის უბედურება.

 

2. წამგებიანი ბიზნესის ან პროექტის „გადარჩენა“

სიტუაცია: ბაზარი შეიცვალა, ტექნოლოგიები განვითარდა ან პროდუქტი აღარავის სჭირდება, მაგრამ დამფუძნებელი უარს ამბობს ამის დანახვაზე.

 

ბრმა ჯიუტობა: ეკონომიკაში ამას „ჩაძირული ხარჯების ხაფანგს“ უწოდებენ — როცა ადამიანი აგრძელებს ფულისა და ენერგიის ჩადებას წამგებიან საქმეში მხოლოდ იმიტომ, რომ მანამდე უკვე ბევრი დახარჯა.

 

შედეგი: სრული გაკოტრება და ვალებში ჩავარდნა, ნაცვლად იმისა, რომ დროულად დაეხურა ძველი საქმე და ახალი დაეწყო.

 

3. საბედისწერო ამბიცია მთამსვლელობაში (მაგ. ევერესტის ტრაგედიები)

 

სიტუაცია: მთამსვლელები წლების განმავლობაში ემზადებიან მწვერვალის დასაპყრობად, მაგრამ მწვერვალამდე რამდენიმე ასეული მეტრით ადრე ამინდი უეცრად ფუჭდება ან ჟანგბადის მარაგი იწურება.

 

ბრმა ჯიუტობა: სტიქიასთან და საკუთარი ორგანიზმის შესაძლებლობებთან შეგუებისა და უკან დაბრუნების ნაცვლად, ისინი აგრძელებენ სვლას, რადგან „ამდენი იწვალეს და უკან ვერ დაიხევენ“.

 

შედეგი: ხშირ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ფატალურად მთავრდება.

 

4. საკუთარ სხეულთან და ასაკთან უაზრო ბრძოლა

სიტუაცია: პროფესიონალი სპორტსმენი, რომელმაც მიიღო მძიმე ტრავმა ან მიაღწია ასაკს, როცა ორგანიზმი ვეღარ უძლებს ძველებურ დატვირთვას.

 

ბრმა ჯიუტობა: იმის ნაცვლად, რომ გადავიდეს მწვრთნელობაზე ან სხვა სფეროში, ის ჯიუტად აგრძელებს ასპარეზობას, იღებს გამაყუჩებლებს და უგულებელყოფს ექიმების გაფრთხილებას.

 

შედეგი: შეუქცევადი ინვალიდობა და ჯანმრთელობის საბოლოო განადგურება.

 

5. ლიტერატურული კლასიკა: კაპიტანი აქაბი (ჰერმან მელვილის „მობი დიკი“)

 

სიტუაცია: კაპიტანმა აქაბმა თეთრ ვეშაპთან, მობი დიკთან ბრძოლაში ფეხი დაკარგა.

 

ბრმა ჯიუტობა: ნაცვლად იმისა, რომ გადარჩენით გაეხარა და ცხოვრება გაეგრძელებინა, მან შურისძიება ცხოვრების ერთადერთ მიზნად აქცია. ის ბუნების უზარმაზარ ძალას (ბედისწერას) პირად მტრად აღიქვამს და მთელ ეკიპაჟს სასიკვდილო საფრთხეში აგდებს.

 

შედეგი: ვეშაპი ანადგურებს გემს, იღუპება თავად აქაბიც და მისი ეკიპაჟიც.

 

 

ხ

მე-6 აბზაცი

 

რას გვასწავლის ბედისწერასთან ბრძოლის შესახებ ლიტერატურა და ფილოსოფია ?

 

ბერძნულ მითოლოგიაში (მაგალითად, ოიდიპოსის ისტორიაში) ბედისწერისგან გაქცევის მცდელობა ხშირად თავად ხდება ამ ბედისწერის აღსრულების მთავარი მექანიზმი. ფსიქოლოგიურად ეს ნიშნავს, რომ რასაც პანიკურად გავურბივართ, ქვეცნობიერად სწორედ იმას ვიზიდავთ.

 

თანამედროვე ფილოსოფიის მიხედვით, ბედისწერა არა საბოლოო განაჩენი, არამედ „კარტების დარიგებაა“. ბედისწერასთან დაპირისპირება  არა კარტების გადაყრა, არამედ ცუდი კარტებით კარგი თამაშის სწავლაა.

 

ბედისწერასთან დაპირისპირებას აზრი აქვს მაშინ, როცა ებრძვი შემზღუდველ გარემოებებს და საკუთარ სისუსტეებს, მაგრამ ბრძოლას  მხოლოდ ზიანი მოაქვს მაშინ, როცა ცდილობ შეცვალო ის, რაც შენს კონტროლს მიღმაა,რისი შეცვლაც არ შეგიძლია.

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები